წარსულის კვალდაკვალ (სრულად)
წინათქმა: საკუთარ თავზე ნუ მოყვებით ნურც კარგს და ნურც ცუდს. პირველ შემთხვევაში - არ დაგიჯერებენ, მეორეში – შეალამაზებენ.. მონოლოგი: –არის ერთი უბრალო ჭეშმარიტება:ცხოვრება–ეს სიკვდილის ანატომიაა,ხოლო სიკვდილი–სიცოცხლის უარყოფა... მე სიცოცხლე ვუარყავი,მიზანმიმართულად,მაგრამ,მაინც ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ.. მიუხედავად იმისა,რომ ხორციელად ვსულდგმულობ,სულიერად დამარხული ვარ,ეს კი იმას ნიშნავს,რომ არ ვარსებობ–სიცოცხლე ვუარყავი.. ყველაფერი იმდღეს დაიწყო,როცა არათითზე ოქროს რგოლი გამიკეთეს. 35 წლის წინ.. იმ წამიდან რადიკარულად შეიცვალა ყველაფერი და,მეც დინებას გავყევი.. ფაქტი,რომ კანონიერი ქურდის ცოლი ვიყავი,ყველას შიშის ზარს სცემდა. რიდით,შიშითა და მოწიწებით მეპყრობოდნენ. ხელის გულზე მატარებდნენ. მაშინ 20 წლის ვიყავი და,ვერ ვიაზრებდი იმ ტვირთს,რომელიც მხრებზე მაწვა და დღითიდღე მძიმდებოდა. ამას მერე,ძალიან გვიან მივხვდი.. მაშინ,როცა არაფრის შეცვლა აღარ შეიძლებოდა.. პირველ ხანებში,მონოტონურად მიმდინარეობდა ჩვენი თანაცხოვრება. გიორგი ძლიერ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ და,მეც ვგრძნობდი იმ ქალურ ბედნიერებას,რომლისთვისაც მივილტვოდი.. სულ ჩემს გვერდით იყო და,მეც,ამაყად ვეზიდებოდი ცოლქმრის ჭაპანს.. მის მეგობრებსა და ახლობლებს,ღიმილით ვხვდებოდი.. განსაკუთრებით,მის ძმადნაფიცებს. თითოეული მათგანი შევისისხლხორცე და,ძმისგან არ ვანსხვავებდი არცერთს. პირველივე დღიდან ვამჩნევდი მათში იმ სხივს,რომელიც სხვას არ ჰქონდა. მათი საუბრის მანერა,ინტელექტი,ზრდილობა.. ვხედადვდი,გიორგიც რომ აფსოლუტურად იცვლებოდა მათთან ყოფნისას. მიუხედავად იმისა,რომ მათ საბარს არასდროს დავწრებივარ,ვიცოდი,თემა ოჯახი,სიყვარული,ურთიერთობა,მეგობრობა არასდროს ყოფილა,ამას მათი სახეებიც მოწმობდა,როდესაც კაბინეტს ტოვებდნენ და,მხოლოდ შემდეგ იწყებდნენ ჩემთან ცხოვრებისეული თემების განხილვას.. თავიდან მათი ჩვენთან მოსვლა მხოლოდ საუბრით შემოიფარგლებოდა,მაგრამ,ნელნელა ყველაფერი შეიცვალა.. მიდიოდნენ და ,საათობით იკარგებოდნენ. წასვლიდან,მის დაბრუნებამდე,ცრემლის ღვრაში ვატარებდი საათებს.. ლოგინზე ოთხად მოკუნტული ვიწექი და ათასი ვერაგი ფიქრებით ვიწამლავდი გულს. ყოველი წასვლილას ჭირივით მზიზღდებოდა მისი მეგობრები.. ვერ ვუმკლავდებოდი გრძნობებს და გულის წასვლამდე ვხაოდი. ვეძახდი,ვყვიროდი,ვლანძღავდი და,ძალაგამოცლილი ისევ ვუბრუნდებოდი საწოლს.. მის მოსვლამდე გაუნძრევლად ვიწექი და ერთ წერტილს ვიყავი შეყინული.. მერე შემოვიდოდა.. ჯერ ფრთხილად დაააკაკუნებდა ოთახის კარზე,შემდეგ კი,ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდებოდა. ცივი სახე ნელნელა უთბებოდა. მზერა ეწმინდებოდა. მიმიკები უდგებოდა. ფრთხილად დაიხრებოდა სასთუმალთან,ცივი თითებით მომწმენდდა ეულად ჩამოგორებულ ცრემლს და ნაზად მაკოცებდა შუბლზე. ნაღვლიანად,ოდნავ შესამჩმევად გამიღიმებდა ხოლმე და,დაღლილი სხეულით მომიწვებოდა.. მხოლოდ მაშინ ვმშვიდდებოდი და ვხდებოდი–გიო დაბრუნდა. მის წასვლას დროთა განმავლობაში შევეგუე.. ფიქრებსაც გავურბოდი, ცრემლებსაც ვიკავებდი, მხოლოდ ვლოცულობდი. მუხლმოდრეკილი ვიდექი ხელით ნაკეთ ხატებთან და საათობით ვლოცულობდი. ღმერთს ერთადერთს ვევედრებოდი : დაბრუნებულიყო საღსალამათი. მისი ნაბიჯების ხმა როგორც კი მომწვდებოდა,წამოვდგებოდი, კარებთან ვდგებოდი და გაღიმებული ველოდი,როდის შემოაღებდა ოჯახის კარს. თავიდან,როცა ამ მდგომარეობაში დამინახა,გაუკვირდა,ვიგრძენი. იმდენად იყო მიჩვეული,რომ ძალაგამოცლილი,ნამტირალევი დავხვდებოდი,რომ ერთიანად შეეცვალა გამომეტყველება.. მაგრამ მერე,სიამაყე ჩაუდგა მზერაში. მიხვდა,მე უკვე მისი სრულფასოვანი მეუღლე ვიყავი.. როორც შინ,ისე გარეთ.. მაშინ,როცა სააათობით მოთქმით ველოდი,მხოლოდ შინ,ოჯახში ვუწევდი თანადგომას,ახლა კი,მის კარს იქეთ ცხოვრებასაც ვუთანაგრძნობდი. მე უკვე მისი მეუღლე ვიყავი,მისი თანაზიარი,მისი მესაიდუმლე,მისი მესაყდრე,მისი შემცოდე–შემწყალებელი,მისი ჯალათიც და მისი გვემაც.. დიახ,მე ის მივიღე ისეთი,როგორიც იყო და ამ ნაბიჯს,ორივე სიამაყით შევხვდით.. იმ დღის შემდეგ,ახალ საფეხურზე გადავედით. მიუხედავად იმისა,რომ მთლიანად არ მახედებდა მის საქმეებში,გარკვეულწილად გავერკვიე. სათითაულოდ გამიჯდა მისი ცხოვრების მგლური კანონები სულში და,მეც მის გვერდით,უკანმოუხედავად ვანგრევდი ჩარჩოებს,მხოლოდ იმიტომ,რომ მის გვერდით ვყოფილიყავი.. მხოლოდ იმიტომ,რომ მიყვარდა და მარტო ვერ დავტოვებდი. დიახ,მიყვარდა. ყველაფრის მიუხედავად,მთელი სულით და გულით მიყვარდა. რაცარუნდა მომხდარიყო,რაცარნდა ჩააედინა,მაინც მიყვარდა.. მიუხედავად იმისა,რომ მე,ჩემი ხელით ვწვავდი მის სისხლიან პერანგებს.. დიახ,მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი,იარაღი რისთვის მიჰქონდა.. მიუხედავად იმისა,რომ მისი მოძმეების მოსვლა სახლში სიკეთეს არ მოასწავებდა. მიუხედავად ამ ავხორცული დღეებისა,მაინც მიყვარდა და, მაინც მეჩემებოდა გიორგი. მარტო იმ წუთების ხარჯზე,როცა სახლში დაღლილი,დაძვამბილებული,გაწამებული მოდიოდა და ,ჩემს მკლავებში პოულობდა მის წილ სიმშვიდეს. მარტო ამისთვის შემეძლო მისი გულისთვის მეც იარაღი ამეღო ხელში.. მარტო ამ წამებისთვის შემეძლო ჩემი თავი სრლიად დამევიწყებინა და მხოლოდ მისთვის მიმეძღვნა ჩემი არსებობა.. მარტო ამ წამებისთვის.. მარტო ამ წამებისთვის მივიღე ის როგორიც იყო.. მაგრამ.. ცხოვრება ცბიერია–როდესაც ყველა კარტი გიკავია ხელში,ის უეცრად ჭადრაკის თამაშს იწყებს.. ასე აღმოვჩნდით უცებ ერთი რიალობიდან მეორეში.. მოულოდნელად და,ყველაზე მტკივნეულად.. ერთ დღეში ორი ამბავი გავიგე. ფეხმძიმედ ვიყავი და,ბიჭს ველოდებოდი. პირველ წუთებში სიხარული განვიცადე.. მთელი დღე აღფრთოვანებული.გაცისკროვნებული დავდიოდი. ადგილსა და გარემოებაზე ვფიქრობდი,თუ როგორ მეხარებინა გიორგისთვის,რომ მას ვაჟი ეყოლებოდა.. რა არ დავგეგმე,რა არ ვიფიქრე მაგრამ, არ დამცალდა.. ყველაფერი იმ საათს მომხდარა,მე,სიხარულით რომ ვტიროდი,თურმე. მაშინ,როცა,მე ვგეგმავდი ახალი ამბის ცნობას,ის სიმწრისაგან გარბოდა და,დადევნებულ მდევარს მიჯრით ესროდა. მაშინ,როცა მე სიხარულის ცრემლებს ვიწენდდი,ის მომაკვდავ მის ბავშვობის მეგობარს ჭრილობიდან წმენდდა სისხლს. იმ წუთებში,როცა მას მოუთმენლად ველოდი,ის უკვე ოთხ კედელში იყო გამოკეტილი და გამწარებული უჭერდა რკინის გისოსებს ხელს და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,როგორ მოეღო ბოლო მოღალატე თანამოძმესთვის.. როგორ ეზღვივნებინა მისთვის ორგულობა და სიკვდილი. მაშინ ის მხოლოდ ამაზე ფიქრობდა,მისი მრწამსი ამის განსჯის უფლებას აძლევდა და მაშინ მივხვდი,რომ ის ჩემზე არ ფიქრობდა.. მაშინ გავაანალიზე,რომ ზღურბლს იქით მას ცოლი არ ჰყავდა.. სრულებით გავნადურდი,რადგან ვიცოდი,თუ რამეს არ შევცვლიდი,ჩემ შვილსაც იგივე ბედი ელოდა.. და ამიტომ,წამოვედი. ** 360 გრადუსით შევიცვალე. ერთიანად საყრდენ გამოცლილი ჩემი მომავალი შვილის ბედზე ფიქრით ვიმაგრებდი თავს. სინდისი კი მქენჯნიდა. უმოწყალოდ და დაუნდობლად. გული მეკუმშებოდა იმაზე ფიქროთ,რომ მე ის მივატოვე. რომ ცივ საკანში ეულად გამოვკეტე.. მაგრამ ვერ გადავდიოდი ჩემს საზღვრებს.. რომ მივსულიყავი,საყრდენი მიმეცა,გვერდში დავდგომოდი,ვეღარ წამოვიდოდი. ორად ვერ გავიხლიჩებოდი.. ორივეს ბედზე ვერ ვიზრუნებდი. ორივეს საყდრად ვერ დავუდგებოდი.. ვერა და ეს მკლავდა შინაგანად.. საკუთარი აზრების გადაფიქრება მიჭირდა და |ბრძოლაში გავატარე მთელი ცხრა თვე. მთელი ამ დროის მანძილზე,ვისი ენით არ მომიკითხა,ვისი ენით არ სცადა ჩემთან დაკავშირება,მაგრამ,მედგრად ვიდექი. მიუხედავად იმისა,რომ მის მოწერილ წერილებს ცრემლებით ვასველებდი,მაინც არ ვწერდი პასუხს.. თითოეული მადგანი ზეპირად მახსოვს. აფსოლუტურად ყველა. ყველა მის ამოსნთქვას მგრძნობდი მძიმის შემდეგ. ყველა მის მზერას წინადადების ბოლოს.. მაგრამ,არცერთი, ჩემს შვილს გეფიცებით, არცერთი წერილის ბოლოს წერტილი არ ჰქონდა დასმული და ვიცოდი,არც არასდროს დასვამდა.. ზუსტად ვიცოდი,ხვდებოდა,ასე რატომ ვიქცეოდი და,ყოველი მისი სიტყვები ამაში მარწმუნებდა,რადგან, არ მამტყუნებდა,პირიქით, გვერდში მედგა,რომ ჩამოვცლოდი... ამიტომ გამიასმაგდა ამ დროის განმავლობაში მისდამი სიყვარული და პატივისცემა.. მაგრამ,ბოლო წერილმა,მთელი ამ დროის ნაგროვები გამბედაობა და მხნეობა,ერთბაშად გამომაცალა. ეს ზუსტად ის დღე იყო,როცა დიდი წვალების შემდეგ მოევლინა დედამიწას ალექსანდრე საკანდელიძე. პალატაში ვიყავით,გულზე მყავდა მისვენებული ჩემი პატარა. გაცისკროვნებული დავყურებდი,თუ როგორი მონდომებით აცმაცუნებდა ტუჩებს და ოდნავ ახელდა თვალებს. მის სიცოცხლეს გეფიცებით,აფსოლუტურად ყველა ნაკვთი გიორგისი ჰქონდა. და ამ ფაქტმა უფრო გამახარა. ჩემს ფიქრებში ვიყავი,მედდა რომ შემოვიდა აღელვებული და ფურცელი გამომიწოდა ხელის კანკალით. მომენტალურად გამაცივა. ხატზე დავიფიცებდი,ვისგანაც იყო. კანკალით გადავშალე ფურცელი მას შემდეგ,რაც გოგონა გავიდა და გავშეშდი. მძლავრად მივიკარი პატარა გულზე და თავი ჩავხარე დანაშაულში მხილებულმა. ფურცელზე გაკრული ასოებით ეწერა –„თქვენს უნახავად აქედან ნუ გამიყვან,გთხოვ“ –ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა,როცა მან რაღაც მთხოვა და მივხვდი,მთელი არსებით რომ მევედრებოდა ამას. აკანკალებული დავაწექი წითელ ღილაკს და წამებში შემოსულ იგივე გოგონას ძლივსგასაგონად ვუთხარი. –შემოვიდეს.. წამები საუკუნებად გაიწელა. ეს კი მტანჯველად მოქმედებდა ჩემზე. მაშინ,როცა კარები სიფრთხილით შემოაღო მაღალმა სხეულმა,მივხვდი,არცერთი კითხვა არარის იმდენად რთული,რამდენადაც ის,რომელზეც პასუხი აშკარაა.. ველოდი თუ არა მას? მზად ვიყავი თუ არა ამისთვის? პასუხი აშკარა იყო: მთელი სულით და გულით სიმწრით ვითვლიდი წამებს,როცა შემოვიდოდა და,გვნახავდა.. ** ფრთხილად მოემართებოდა. თითქოს ზომავდაო,ნაბიჯებს. მის სიარულშიც კი ვხედავდი იმ გზას,რომელიც აქამდე გამოიარა. ოდნავ გამხდარი,მაგრამ, ფიზიკურად უფრო ძლიერი მომეჩვენა. წელში ოდნავ მოხრილიყო და,მზერა რომ გამისწორა,იქ მხოლოდ სინანული და დანაშაულის გრძნობა ამოვიკითხე. სევდა ჩასდგომოდა თაფლისფერ სფეროებში. ნაღვლიანად მიყურებდა და ვერ ბედავდა მეტად მოახლოებას. ერთი ხელის გაწვდენაზე იყო და მეც მესიკვდილებოდა რომ შევხებოდი. ემოციები მომენტალურად ეცვლებოდა სახეზე,როცა ბავშვს დახედა. სიხარული. გაოცება. ტკივილი. სიყვარული. ბედნიერება. ერთმანეთს ცვლიდა რამოდენიმე გრძნობა და მომლოდინედ მიყურებდა.. ჩემგან ელოდა ნებართვას რომ ბავშვს შეხებოდა და, მათ სიცოცხლეს გეფიცებით,თავი არარაობად ვიგრძენი.. არარაობად და სამყაროში ყველაზე დიდ ეგოისტად,რომელმაც არ მისცა მამას უფლება,შვილის არსებობით სრულფასოვნად ეხარა.. რადგან ჩემზე იყო დამოკიდებული ყველაფერი. რადგან მე ვწვეტდი.. ჩემი ერთი სიტყვაც და ის მთელი ცხრა თვე ჩვენს გვერდით იქნებოდა. ისიც ჩემთან ერთად გაიზიარებდა ბავშვის გულის ცემასა და პირველ გამოძრავებას. მხოლოდ მე ვწვეტდი,რადგან ზუსტად ვიცოდი,რომ მას ნებისმიერ დროს შეეძლო ციხის კარის გაღება და,ჩემთან მოსვლა,მაგრამ მეჩავუკეტე საზღვარი.. მე ჩამოვიშორე ის და ახლა ვნანობდი,როცა მის თვალებში ვედრებას ვკითხულობდი.. ალექსანდრეს უცოდველ,სპეტაკ სახეს დავხედე... ლოყები გავარდისფერებული ჰქონდა,თვალები დახუჭული.. მას ვუყურებდი და თავი ბეწვის ხიდზე მეგონაა.. ერთ თავში ალექსანდრე იყო. მეორეში კი გიორგი. ორივე მომლოდინედ მიყურებდა. ორი ერთმანეთის მსგავსი სხეული და ვორჭოფობდი.. ვერ ვწყვეტდი ვისკენ წავსულიყავი.. მიიუხედავად წამის წინ განცდილი გრძნობებისა,მაინც ეგოისტობა მძლევდა.. მიუხედავად იმისა,რომ გიორგის შემხედვარე ვნადგურდებოდი და არაადამიანად ვყალიბდებოდი,ალექსანდრეს დავხედავდი თუარა,მეცვლებოდა ფიქრები. ეგოისტობა და დედის ინსტინქტი ეპაექრებოდა სამართალსა და სიყვარულს ჩემში.. გადაწყვეტილების მიღებას,დიდი დრო დასჭირდა,ის კი,მთელი ეს ხანი,მოთმენით მელოდა.. ჩაზნექილი,დანაწევრებული ბეწვის ხიდი თითქოს გამრთელდა და გამყარდა,შუაში ისევ მე ვიდექი.. წონასწორობას ამაყად ვიცავდი და, ორივე მხარეს ხელგაწვდილი ვეგებებოდი. ნელა გავუწოდე მშვიდად ჩაძინებული ალექსანდრე გიორგის და,ღიმილით შევყურებდი,თუ როგორი სიყვარულით დასცქეროდა მას.. მაშინ ვიფიქრე,რომ ოქროს შუალედს,მთელი ცხოვრება დავიცავდი და გავაკონტროლებდი. რომ მედგრად დავუდგებოდი მგლურ კანონებს და არ მივცემდი ალექსანდრესთან მიახლოების საშუალებას.. ვიფიქრე,რომ გიორგისთან ჩამოუშორებლად შევძლებდი ალექსანდრესთვის სწორი გზის გაკვალვას.. ვფიქრობდი და მჯეროდა,რომ დედის ინსტიქტი,სიყვარული,ეგოისტობა და სამართალი ერთად დაისადგურებდა ჩემს გულში და გავუმკლავდებოდი ორი სამყაროს ჭიდილს.. შევძლებდი,რომ მათ შორის ვმდგარიყავი და არცერთისთვის მიმეცა უფლება,ზღვარს გადმოსცდენოდნენ.. ვფიქრობდი და მზად ვიყავი,რომ სისხლის ბოლო წვეთამდე, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მებრძოლა მათთვის. მებრძოლა იმ ორი სამყაროსთვის,რომლებიც მათ ჰქოფდათ.. მებრძოლა იმისთვის,რომ ადვილა შეძლებოდათ მოვალეოების,კანონების გარეშე ერთმანეთთან ყოფნა. და თუ ამისთვის მსხვერპლშეეწირვა იყო საჭირო,მე, მე ვიქნებოდი ის ადამიანი,რომელიც მსხვერპლად დაუდგებოდა ნებისმიერს,ოღონდ ეს ბალანსი დამეცვა. ** სანამ დედა გავხდებოდი,მეგონა,რომ საკუთარ თავზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ,თურმე ვცდებოდი,ალექსანდრეს წყალობით,სამყაროს აღქმა სლ სხვანაირად დავიწყე. დილა მისით იწყებოდა და მთავრდებოდა. მისი მშვიდი სუნთქვა,მისი ტკბილი სუნი,მისი პატარა თითები,მოცუცქნული სახე,მშვიდი თვალები ამქვეყნად ყველაფერს მერჩივნა. სანამ შევეჩვეოდი მის წამოტირებას,გული მისკდებოდა ხოლმე. მაგრამ მალევე ვმშვიდდებოდი,როცა ჭამისთანავე წყნარდებოდა და ისევ მიიძინებდა. გიორგი დღის უმეტეს ნაწილს ჩვენს გვერდით ატარებდა. ეტაპობრივად სწავლობდა ბავშვის სწორად დაჭერას,საფენების გამოცვლას. ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი,თუ ამ ყველაფერში დამეხმარებოდა,მაგრამ კიდევ ერთხელ გამაოცა მისმა პიროვნებამ. მაგრამ,ის ხომ სახლში ზუსტად ისეთი იყო,როგორიც ჩვეულებრივი მამაკაცები. ჩვენს სახლში აღარ ვცხოვრობდით,გიორგის ერთადერთი რამ ვთხოვე,რომ გავერიდები იმ სამყაროდან,რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზე იყო.. საავამყოფოს დატოვებიდან ერთ კვირაში კი,აქ მოგვიყვანა. სახლი ქალაქიდან მოშორებით,ტბასთან ახლოს,კორომში მდებარეობდა. რამოდენიმე კილომეტრის რადიუსში მხოლოდ ფიჭვის ხეები იყყო,რაც უფრო მეტ მყუდროებას მიჩენდა. დანახვისთანავე მომეწონა ეს ადგილი. ყველაფრისგან შორს..ხალხისგან განცალკევებით. სიბოროტეს მოწყვეტილი ადგილი და ,მხოლოდ მყუდროება. ეს ზუსტად ის იყო,რაც მჭირდებოდა,რომ ჩემი მიზნები შემესრულებინა. –დამპირდი,რომ აქ არასდროს შემოუშვებ შენს სამყაროს–ერთ საღამოსაც ვუთხარი რაც მაწუხებდა–დამპირდი,რომ აქ არასდროს მოხვალ ბინძური სულით.–აცრემლებული |თვალებით გავხედე,თავი ჩაეხარა და ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს,..–გესმის გიორგი? ხვდები რას გეუბნები?–ხმას ავუწიე და მასთან ჩავიმუხლე,რომ მზერა გამესწორებინა.–შემომხედე–თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე.–მე ვერ გთხოვ იმას,რომ ამ სამყაროს ჩამოშორდე,ვიცი ეს შენთვის რამდენს ნიშნავს და შენც იცი,ამას რომ არ მოვითხოვ... ის,რაც შენი სამყაროა,შენია და ვიცი,იქ არ არის ჩვენი ადგილი,მაგრამ,აქ,ამ სახლშიი,მოვითხოვ, როგორც დედა, როოგორც შენი ცოლი, როგორც ადამიანი, შენი სახელით, ჩემი სახელით, ალექსანდრეს სახელით მოვითხოვ,რომ არასდროს! არასდროს არ შემოხვიდე ამ სახლში ბინძური სულით.. იქ,ზღურბლთან დატოვებ ყველაფერს. სისხლს,ტანჯვას,ტყვიას.. ყველაფერს.. აფსოლუტურად ყველაფერს, რაც მაგ სამაყროს უკავშირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები,ზომები მივიღო.. მეგონა,ნამდვილად მეგონა და ვფიქრობდი,რომ იმ სახლში განცალკევებით ვიყავი,მაგრამ,ვცდებოდი. იქ მოდიოდნენ და წამლავდნენ ჰაერს.. მოდიოდნენ და უკანმოუხედავად მიყვებოდი.. არ მინდა,რომ ამ სახლშიც ასე განმეორდეს. არ მინდა ამ სახლიდან მოვალეობებმა გაგიყვანოს. ხვდები რას გეუბნები გიორგი?–ხმას უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი,მის ჩახრილ თავს ვერ ვეგუებოდი. –აქ სიწმინდეა,სიწყნარეა,სიმშვიდეა,სისუფთავეა და არავის,დედამიწის ზურგზე,არავის,მათ შორის შენც,არ მოგცემთ უფლებას,რომ აქაურობა წაბილწოთ.. –ხმაჩამწყდარმა დავასრუე და წამოვდექი,ოთახიდან ალექსანდრეს ტირილის ხმა მომესმა.. გაეღვიძებინა და ,წარბებშეკრული მიყურებდა,გამეღიმა,გაბრაზებაც კი გიორგის ნაირი იცოდა. ფრთხილად ამოვიყვანე საწოლიდან და,სკამზე ჩამოვჯექი. ღიმილით ვუყურებდი,თუ როგორ ჭამდა და,გული სიხარულით მევსებოდა. წეღანდელი აღელვება წამებში დამავიწყა,მომწყვიტა სამყაროს. ნაბიჯების ხმა მომესმა,ვიგრძენი ჩემს უკან რომ იყო და,ღიმილით გვიყურებდა. –შენი აზრით რამეს მივცემ უფლებას ეს წამართვას?–სიჩუმეში ხმამა/რლა გაისმა მისი ჩუმად ნათქვამი სიტყვები. –ის,რასაც შენ ემსახურები,უკონტროლოა გიორგი და მეშინია,რომ ვერ გავუძლებ წინააღმდეგობას. –არც დაგჭირდება,ამ სახლში ორივე უსაფრთხოდ ხართ,წინააღმდეგ შემთხვევაში,აქ არ მოგიყვანდით.–ძალიან შორიდან მომესმა მისი ხმა და,კარებიც გაიხურა. ** ამ, დღის შემდეგ,თითქოს ყველაფერი დალაგდა. გიორგიმ დამხმარე,ახალგაზრდა გოგონა მომიყვანა,თავიდან წინააღმდეგი ვიყავი,მაგრამ,ნელნელა ,ძალიან დავუახლოვდი მას და,მარტოობასაც მასთან ერთად ვკლავდი. 19 წლის ახალგაზრდა,სიცოცხლით სავსე გოგონა იყო.. მშვიდი,მოწესრიგებული,კეთილშობილი. ალექსანდრეს მოვლაში ძალიან მეხმარებიდა,საღამოობით კი,ბუხართან სააათობით ვბაასობდით. დროთა განმავლობაში,მისთვის ცნობილი გახდა გიორგისთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები. არც დამიმალლია და დარწმუნებული ვიყავი,ის ადამიანი იყო,რომლის ნდობაც შეიძლებოდა. –მე ვერასოდეს გავბედავდი ბედს ასე შევწინააღმდეგებოდი,თქვენ კი მედგრად უდგახართ და,ყველაფერს აკეთებთ,რომ დაწერილი წაშალოთ.–ერთ საღამოსაც წამოიწყო ანნამ. –იცი?ვიდრე ადამიანი არ ნებდება,ის კათუთარ ბედზე ძლიერია,მე კიდევ,ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს,რომ არ დავნებდე და გავაგრძელო ბრძოლა.–ღიმილით გავხედე და,ცხელი ჩაი მოვსვი. –ერთ დღესაც რომ ვერ შეძლოთ> ამაზე გიფიქრიათ?? –იცი? ყოველდღე მაგაზე ვფიქრობ,რომ შეიძლება ერთ დღესაც ვეღარ შევძლო და ყველაფერი წყალში ჩავყარო,მაგრამ,დავინახავ თუარა ალექსანდრეს,ახალი ძალა მეძლევა,ახალი გული ფეთქავს,ახალი სისხლი მიჩქეფს,ისააა ჩემი მიზანი,ისაა მიზეზიც და ჩემი სუნთქვის,ბრძოლისა და ბორგვის ძალა. ალექსანდრე და გიორგი. ჩემი ცხოვრების ორი მთავარი მამაკაცი..–ღიმილით გავხედე ჩაფიქრებულ ანნას და მოგიზგიზე ცეცხლს გავუსწორე მზერა.. –ამდენი პრობლემის შემდეგ,თქვენ ისევ ძლიერად გიყვართ ის,მგონი ეს,გმირობის ტოლფასია... –ანნა,სიყვარული არარის გრძნობა,რომელიც იცვლება მაშინ,როცა მისი ალტერნატივა ჩნდება,შეიძლება ცხოვრება გართულდეს და ყველაფერი შეიცვალოს,მაგრამ,ნამდვილი სიყვარული უცვლელი რჩება. მე გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე,სიყვარულის გავყევი,ახლა კი,უფლება არ მაქვს,ზურგი ვაქციო მას.–ცეცხლზე თვალ მოუშორებლად ვუპასუხე და,ჩემი შვილის ოთახისკენ წავედი. ** ალექსანდრეს ერთი წლის იუბილეს სულმოუთქმელად ველოდი. ფეხხი ახალი ადგმული ჰქონდა,და,წამდაუწუმ უკან დავყვებოდი,ამიტომ,მთელი სამზადისი ანნამ აიღო მის თავზე და,დღის ბოლოს მაგიდაც მან გააწყო. რომელსაც მხოლოდ სამნი ვესხედით,მე,ანნა და გიორგი. ალექსანდრე,რა თქმა უნდა,სუფრის თავში იჯდა და,თვალებ გაფართოებლი უყურებდა უზარმაზარ ტორტსა და ,ანთებულ სანთელს. გიორგი აღელვებული იყო. გრძნობების დამალვას ცდილობდა,მაგრამ,მისი თვლები ყველაფერს ხდიდა ფარდას. გაცისკროვნებული დაჰყურებდა მის მსგავსს და სიხარულს აფქვევდა.| ყველასთვის მოულოდნელად,როცა,სიმღერითა და,სიცილით მივახლოვდით ბავშვს, გიორგის გახედა და. –მა მა–ნელა,მაგრამ,გარკვევით წარმოთქვა. ეს მისი პირველი სიტყვა იყო,მისი ერთი წლის იუბილეზე.. სიხარულისგან წამოსული ცრემლები ერ შევიკავე და,გაბადრულ გიორგის გავხედე,რომელსაც უკვე აეყვანა ხელში ბავშვი და,სიხარულისგან ატრიალებდა. –ჰო მა,ჰო მამიკოს ბიჭო,აქ ვარ მა–მღელვარებისგან გატეხლი ხმით ეჩურჩულებოდა და გულზე ფრთხილად იკრავდა. ბედნიერებისგან სულ წამერთვა ხმა. იმდენად ამაღელვებელი სცენა იყო,რომ ანაც დაუფარავად ტიროდა და,ცრემლებს მონდომებით იწმენდდა. ის საღამო ბედნიერებით იყო გაჟღენთილი. ჩაძინებულ ალექსანდრეს ვაწვენდი,უკნიდან ნაბიჯების ხმა რომ მომესმა. –ეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში,მისი დაბადების შემდეგ.–ღიმილით გადმომხედა და,კარებში გამატარა,ჩემი ოთახისკენ წავედით. –ჰო,ცოტა კი ვიეგოისტე,პირველი მამა რომ თქვა და არა დედა.–სიცილით ვუპასუხე და,მოღლილი ჩამოვჯექი საწოლზე. გვერდით მომიჯდა და,მიმიხუტა,მხარზე დავაყრდენი თავი... –ხომ იცი,დედაც შენ ხარ და მამაც მისთვის.–ნაღვლიანად ამომხედა,თვალებდიმიყურებდა და,განაგრძობდა.–არ ვიცი,უშენოდ რა ვიქნებოდი,შენ რომ არა,ალბათ,ცოცხალიც აღარ ვიქნებოდი,მადლობა! მადლობა,რომ ყველაფრის მიუხედავად,ამდენს აკეთებ ჩემთვის.–ჩახრინწული,დაღლილი ხმით ამოთქვა და,წელზე მოხვეული ხელი,სახეზე გადმოანაცვლა. ნაზად ჩამომისვა ხელის ზურგი.. ჟრუანტელმა მთლიანად დამფარა და ,ეს არც გიორგის გამორჩენია. თითქოს ნიშანს ელოდაო,წამში დაიხარა და,სასრველ ტუჩებს დაეწაფა. ისე ნაზად,რბილად,ფრთხილად მკოცნიდა,თითქოს ეშინოდაო. საოცარი სინაზით დაატარებდა გაუხეშებუ ხელებს ჩემს ტანზე და,ბურუსისკენ მივყავდი. ისე მომნატრებოდა მთელი ამ ხნის მაძილზე მისი ალერსი,.. მისი შეხება და,ცხელი სუნთქვა.... მისი მომთხოვნი ტუჩები და,ვნებიანი თვალები.... ხვდებოდა გიორგი ამას და ასმაგად მიორკეცებდა სიამოვნებას.. მაგრამ,არც ჩემი შეშფოთება არ გამოპარვია,როცა მის ტანსაცმლისგან განთავისუფლებულ სხეულს შევხედე. სურვილისაგან ანთებულმა სხეულმა წამში შეწყვიტა ცახცახი. ამჯერად,შიშმა ამაკანკალა. ჩემ წინ აღმართულ მამაკაცში ვეღარ ვცნობდი ცხოვრების სიყვარულს.. გაოცებული მზერით ვათვალიერებდი თითოეულ მოხატულ ნაკვეთს და,ვერ ვხვდებოდი,თუ რატომ არასდროს მიმიქცევია ამისთვის ყურადღება. მაგრამ,დღეს ხომ პირველად ვიხილე ის ამ მდგომარეობაში. წამისწინდელი შიში გაოგნებამ ჩაანაცვლა,როცა,ფიგურებში ალექსანდრეს სახელი და,მისი სახე გავარჩიე. ფრთხილად მივუახლოვდი და,ტანზე აკანკალებული ხელი დავუსვი,სადაც კი ტატუირება ჰქონდა. ყველა ნხატი თუ წარწერა,მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს აღნიშნავდა. ალექსანდრეს დაბადების თარიღი. მისი სახე.. ციხეში გატარებული ყოველი დღე. ფიგურები,რომლებსაც ვერ ვხსნიდი და, ათასი რუსული ასოები,რომელთა ნაწილის შიფრი ჩემთვის გაუგებარი იყო. ყველაზე დიიდ ყურადღება კი,თვალებმა მიიქციეს,რომელიც განცალკევებით,სხეულის მარცხენა მხარეს,გულთან ახლოს ჰქონდა ამოტვიფრული. წუთების განმავლობაში მონუსხული ვუყურებდი თვალებს,რომელშიც ძალიან ბევრი რამე იკითხებოდა. გაკვირვებისგან ერთმანეთში მქონდა ფიქრები არეული,იმდენად რეალისტურად გამოიყურებოდა მელნით ნახატი. გიორგი ალბათ მიხვდა,ჩემს გაოცებას და,ნახატზე მიყუნული ჩემი მზერა მისკენ მიმამართია. –ეს ტატუ,ზუსტად ერთი წლის წინ,ამ დღეს დავიხატე.–ჩახლეჩილი ხმით,ძლივსგასაგნად ამოიძახა–მაშინ,საავადმყოფოში,პალატაში რომ შემოვედი და დამინახე,ზუსტად ასეთი თვალები გქონდა. მასში ძალიან ბევრი ემოცია: ტკივილი, სიხარული, მონატრება, ორჭოფობა იკითხებოდა.. შენი თვალები მთელ სამყაროს მერჩივნა,მაგრამ,იმ დღევანდელი,ვერცერთს შეედრება. როცა ამ სახლიდან გავდივარ და,ჩემი სამყაროსკენ მივდივარ,ყოველთვის მაგ თვალებზე ვფიქრობ, ისინი არ მაძლევენ უფლებას,მეტი დავაშავო და,ყოველთვის იმისკენ მომიწოდებენ,რომ უკან დავიხიო. ეს ის თვალებია,რომელიც წინ მეღობება და,ცხოვრებისკენ დაბრუნებას ჩამძახის. მონუსხული ვუსმენდი მის სიტყვებს.. ათრთოლებული ბაგეებისკენ ნელა წავიწიე და,იმ წამს,როცა მათ უნდა შევხებოდი, გამაყრუებლად იფეთქა და მწვავე ტკივილი ვიგრძენი მთელ სხეულზე. მანამ,სანამ სრულიად დამებინდებოდა მხედველობა,დავინახე,როგორ ეხვეოდა ცეცხლში მთელი სახლი. ** დედამიწაზე ადამიანის მოდგმის გაჩენიდან 21–ე საუკუნამდე დაახლოებით 100 მილიარდი ადამიანი დაიღუპა. ეს იმხელა მაჩვენებელია,რომ დედამიწისთვის ერთი ადამიანის სიკვდილი დიდი კატასტროფა ვერ იქნება. მითუმეტეს იმ შემთხვევაში,როცა დაღუპულებს შორის ბუმბერაზი მწერლები თუ მეცნიერები არიან,რომელთა სიცოცხლე ღირდა. ჩემი სიკვდილი არ იქნება მოუშუშებელი ტკივილი. მე ხომ ილია ჭავჭავაძე არ ვარ. მე ხომ არაფერი გაიკეთებია იმის ფასი,რომ ვინმემ მიგლოვოს. მე იმდენად ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,რომ შეუმჩნევლად გავქრები და ყველაზე მაქსიმუმ,ას მეერთე ვიქნები.. –რა ეგოისტი ხარ!–მთელი ხმით ჩამყვირა ფიქრებში ვიღაცამ და,მძლავრად მკრა გულმკერდზე ხელი. –ისე ლაპარაკობ,თითქოს ალექსანდრე არ გყავდეს.–არ წყვეტდა შიგნიდან მომავალი ხმა ჩემს გაკიცხვას,ბიძგები კი წუთში ერთხელ მეორდებოდა.. ალექსანდრე! ისევ განმეორდა ბიძგი და საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში. ჩემი შვილი–მთელი ხმით დაყვირება ვცადე,მაგრამ ვერც ერთი ბგერა ვერ გამოვეცი. ირგვლივ გამეფებულ სიშავეს შიშით მოვავლე თვალი. ვერაფერს ვერ ვარჩევდი. გაქცევა და თავის დახწევა მინდოდა გაურკვევლობისგან,მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი. ტკივილი უფრო მალურსმავდა ერთ ადგილზე. კიდევ ერთხელ უნდა დამეყვირა,გაუსაძლისმა ბიძგმა რომ უცებ გამინათა გარემო. –დაბრუნდა!–ძალიან შორიდან ჩამესმა უცხო ქალის ხმა–გულის ცემა აღდგა..–ცოტა ხანში დაბინდულად შევამჩნიე ახალგაზრდა,თეთრ ხალათში გამოწყობილი გოგო,რომელიც დამყურებდა.–არ შეგეშინდეთ,საავადმყოფოში ხართ,ახლა სინათლეს დაგანათებთ და თუ შეგიძლიათ თვალი გააყოლეთ–მშვიდად დაიწყო ლაპარაკი და კალმის მაგვარი წვრილი აპარატიდან სინათლე დამანათა,მითითებებს დაბნეულმა გავყევი. –ძალიან კარგი,ჯერჯერობით ყველაფერი კარგადააა,კარგი გოგო ხარ,ბევრი გვაწვალე,მაგრამ,რაც მთავარია,დაგვიბრუნდი.–იმედიანად გამიღიმა–ახლა დამამშვიდებელს გაგიკეთებ,დასვენება გჭირდება,1 დღეში ისევ გამოგაღვიძებთ და მერე ვისაუბროთ.–მითხრა,როგორც კი მისკენ წავიღე ხელები და ხავილის მსგავსი ბგერები გადმოვეცი. –ჩ..ემ..ი შ.ვი..ი –ძლივს გასარკვევად ამოვთქვი,ნელნელა ბინდი მეკვრებოდა და ტკივილიც მიამდებოდა. სანამ საბოლოოდ გადავეშვებოდი,ქალის ნაღვლიანი მზერა დავიჭირე.. ** რატომ დაუსევდიანდა სახე? დავუბრუნდი თუარაა სიშავეს,კითხვები ამეშალა გონებაში. რა მოხდა?სააავადმყოფოში რტომ ვარ? მიდი,გაიხსენე,რა მოხდა მანამ,სანამ აქ მოხვდებოდი?–გონების დაძაბვა ვცადე,მაგრამ,მხოლოდ ქალის სახეს ვიხსენებდი. –ალექსამდრე.. რა შეიძლებოდ დამართნოდა მას?–გულში ტკივილით გავიფიქრე. ის,ანნასთან ერთად მის ოთახში იყო–პატარა ფრაგმენტი გამახსენდა მომხდარიდან და,საკუთარ თავთან განვაგრძე საუბარი. ეტაპობრივად ვიხსენებდი ყველაფერს. ნელნელა ვიღდგენდი მომხდარს. გიორგი! მართალია,მე და გიორგი ოთახში ვიყავით..–ჩემი თავით გახარებულმა უფრო დავძაბე გონება და,კონცენტრირება მხოლოდ ამ ფაქტზე მოვახდინე. –ჩვენ ვსაუბრობდით,მერე?? მერე რაღაც მოხდა–თავი მძლავრად გავაქნიე,რომ არეული კადრები როგორმე დამელაგებინა. ღმერთო! ძლიერად გამაკანკალა და გულზე მაგრად მივიჭირე ხელი. ღმერთო!–რაც შემეძლო დავიყვირე,რომ მახსოვრობიდან ბოლო კადრი გამექრო. –ცეცხლი.. ბავშვი. გიორგი.. ღმერთო–ტკივილისგან მუხლები მომეკვეთა. შავ იატაკზე მუხლებმოკეცილი ჩავცურდი და ხელებით მაგრად დავეყრდენი. სხეულის მარცხენა მხარე გაუსაძლისად მტკიოდა და რაც შემეძლო მძლავრად ვიჭერდი ხელს. –წნევას ვერ ვარეგულირებთ.შეტევააქ–გაცრეცილ სიშავეში ისევ გაისმა ნაცნობი ხმა–პრეპარატებზე არ რეაგირებს,რამე თუარ ვიღონეთ გული გაუსკდება და დავკარგავთ.–ყვიროდა ის და,აწრიპინებულ აპარატზე ღილაკებს აწვებოდა. –ძალიან გთხოვთ,ახლა რაზეც არ უნდა ფიქრობდეთ,შეწყვიტეთ–თითქოს მიხვდაო ჩემს ტკივილს,ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გაფართოებულ თვალებში ვედრებით ჩამაცქერდა. –ისინი კარგად არიან,გესმის?–ხმამაღლა ჩამძახა და იმედიანად დამიქნია თავი–კარგად არიან,შენი შვილი და ქმარი კარგად არიან??? გესმის ჩემი???–კითხვით სავსე მზერა მომაბყრო და პასუხის მოლოდინში გაირინდა. –თუ გაიგე რა გითხარი,შეეცადე ხელი მომიჭირო,კარგი?–ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და დამელოდა. თავს ძალა დავატანე,რომ რგორმე ხელი მომეჭირა. მგონი გამომივიდა,სახე ოდნავ დაულაგდა. –ძალიან კარგი,კარგი გოგო ხარ,–გამიღიმა და ოდნავ დარეგულირებულ აპარატს გახედა.–ესე აღარ ქნა,შენ რომ დაგკარგო,საკუთარ თავს არ ვაპატიებ.–მშვიდად მითხრა. გადასხმის პაკეტში რაღაც წამალი შეიყვანა და,წუთის შემდეგ ვიგრძენი,რომ ისევ სიბნელეს ვუბრუნდებოდი. –ისინი კარგად არიან!–მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა მთელი დროის მანძილზე. ** თვალებს ძალდატანებით ვახელ,მთელი სხეული დაბუჟებული მაქვს და კიდურების გამოძრავება მიჭირს.. პირველ წუთებში გამოსახულების გარჩევა მიჭირს,შემდეგ თვალიეჩვევა სინათლეს და,თეთრ კედლებს ვუსწორებ მზერას. პალატაში ვარ,მარტო. გარეთ ღამეა და წვიმს,დანამულია მინები. თავი სულ ოდნავ მტკივა,მაგრამ,მაინც ვერ ვამოძრავებ სურვილისამებრ. ისევ ფანჯრისკენ ვიყურებოდი,კარების ხმა რომ გავიგონე. მომენტალურად მივბრუნდი ხმაურისკენ. გიორგი იყო.. იმდენად შეცვლილი იყო,რომ არა,მისი უცვლელი სიარულის მანერა,ალბათ გამიჭირდებოდა მისი ამოცნობა. საოცრად მოტეხილი მომეჩვენა. სახეზე ნაოჭებსაც კი დაუთვლიდი. თვალები ამოღამვოდა,ჩაწითლებლი ჰქონდ თაფლისფერი სფეროები. ნერვიულად ისვამდა წამოზრდილ წვერზე ხელს და აჭიანურებდა ჩემთან მოახლოებას. ნელა გავიწოდე ხელი მისი მიმართულებით. სახეზე უკვე ვგრძნობდი სისველეს. –არ შემიძლია..–ხმა ჩამწყდარმა მითხრა დათავი ჩახარა. –გი..ოო.–ძლივს ამომივიდა ხმა ყელიდან,სულ მთლად ჩამხმარი მქონდა კისერი. –არ შემიძლია–თავი ნერვიულად გააქნია და სკამზე ჩამოჯდა,დისტანციას ისევ იცავდა,არ მიახლოვდებოდა და გულს მტკენდა.–რომ მოგიახლოვდე,ასე მგონია,რამე დაგიშავდება და აღარ მეყოლებ,ხვდები?უკვე ძალიან საშიში ვარ შენთვის,უკვე ვეღარ ვაკონტროლებ სიტუაციას და ვგიჟდები. ხვდები? თქვენ რომ რამე დაგშავებოდათ როგორ ფიქრობ,ვიცოცხლებდი წამით?–ჩსისხლიანებული თვალებით ამომხედა და აცრემლებული მზერა ისევ მომარიდა. –წყევლა ვარ,თქვენი წყევლა,სულ საფრთხეს გიქმნით,ჩემი თქვენს გვერდით ყოფნა არშეიძლება,ხვდები?? ეს დღეები მეგონა ცოცხლად ვკვდებოდი. შიგნიდან მჭამდნენ და მსერავდნენ. მეგონა ჩემი შუაზე გადახერხვა უნდოდათ და პროცესს აჭიანურებდნენ... გულს მიღებდნენ და ძაღლებს უგდებდნენ საღირღნად.. ჯოჯოხეთი გამოვიარე,ცეცხლში ვიწვოდი და მთელი კანით ვგრძნობდი ამას.. ეს ყველაფერი იცი რისთვის გამოვიარე?–აკანკალებული ხმის დასარეგლირებლად ჩაახველა და ნაღვლიანი მზერა მომაბყრო. –მარტო იმიტომ,რომ ჩემ თავში ვერ ვნახულობ ძალას,რომ ჩემ თავს ჩამოგაშოროთ. ეგოისტი ვარ,სულით ხორცამდე ეგოისტი.. არ მემეტები უჩემოდ და ვერც საკუთარ თავს ვიმეტებ უშენობისთვის. მაგრამ,უკვე დაუთვლელად შემიძლია ჩამოვთვალო ამ საქციელის უკუჩვენებები. შენ,გესმის?? შენ შეიძლება რამე დაგმართნოდა მარტო იმისთვის,რომ ჩემს გვერდით იყავი.. რომ ჩემი ცოლი ხარ,რომ ჩემი შვილის დედა ხარ.. ჩემი...–ამოიხავლა და მომდგარი ცრემლი უცებ მოიწმინდა. –ისინი არ გაპატიებენ ამას,არაა... ისინი კიარა,მე ვე ვპატიობ ჩემ თავს,რომ ყველაფერი აქამდე მივიყვანე.. ჩემი ბრალია.. ჩემიი და ეს მკლავს,ეს მანადგურებს.. ალექსანდრე.. იცი? ბედის ირონიაა ალბათ,ანნას ჩაუყვანია სამზარეულოში და,აფეთქებისთანავე,მომენტალურად გასულან გარეთ. აფსოლუტურად უვნებელია–ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა–ანნასაც რამოდენიმე ნაკაწრი აქვს,მე,მხოლოდ დაცემისგან მიღებული რამოდენიმე დაბეჟილობას ვმკურნალობ.. შენ კი..–ხმა ისევ გაუწყდა,ამჯერად იდიდ დრო დასჭირდა,რომ თავი წესრიგში მოეყვანა და ემოციებს გამკლავებოდა. –ბომბი,შენი საძინებლის მოპირდაპირე ღობეზე იყო მიკრული. ამიტომ დაშავდი ყველაზე მეტად,ზურგით იდექი და,მთელი ბიძგი შენზე გადმოვიდა. ეს ყველაფერი კარგად გათვლილი ნაბიჯი იყო. მათ მხოლოდ შენი სიკვდილი უნდოდათ და ,ზუსტად ჰქონდათ განსაზღვრული აფეთქების ტრაექტორია და სიმძლავრე. ერთადერთი ვერ გათვალეს.. ჩემი იქ ყოფნა.. მე რომ იქ არ ვყოფილიყავი..წარმოდგენაც არ მინდა,რა მოხდებოდა.. –თავი ხელებში ჩარგო და ვიგრძენი,როგორ აუთრთოლდა მხრები.. მინდოდა რამე მეთქვა,მენუგეშებინა,გული გამელღო მისთვის,მაგრაამ ხმას ვერ ვიღებდი. ბოლოს ფრთხილად წამოდგა,მომიახლოვდა,თვალებდი სევდა ჩასდგომოდა.. ვედრებით ავხედე,მინდოდა დარჩენილიყო,მძავრად მოვეჭიდე ხელზე და ჩემენ სუსტად დავქაჩე. –თავს ვეღარ მივცემ უფლებას მეტი დაგიშავო..–ყურთან ახლოს მიჩურჩულა და,ნაზად მაკოცა ათრთოლებულ ტუჩებზე. ნელი ნაბიჯით გავიდა პალატიდან. მისი ადგილი კი,ექთანმა შეავსო,რომელსაც პატარა ალექსანდრე ულზე აეხუტებინა და ჩემკენ მოყავდა. –დე და.–ბორძიკით წამოიძახა გახარებულმა ჩემმა ბიჭმა და,ხელებგამოწვდილი იქაჩებოდა ჩემკენ. გული გამითბა. დაძაბულობა ერთიანად მომეხსნა. ტკივილით გაჟღენთილი სხეული მომიდუნდა და,მთელი ძალით ჩავიკარი გულში. თვალებიდან წამოსული ცრემლები სახეს მინამავდა და,თავს უბედნიერესად ვგრძნობდი. –ალექს..ანდე,დე–მთელი გრძნობები ამოვაყოლე და დარჩენილი საათები მიხუტებული მყავდა. შუაღამე გადადიოდა,ექთანი რომ შემოვიდა ჩვენთან. ოდნავ გამიღიმა და,ალექსანდრეს აყვანის ნებართვა ითხოვა. სუსტად გავუწოდე და ველოდებოდი,როდის გავიდოდნენ,მეორედ რომ გაიღო კარი. შემოსასვლელში ანნა იდგა ფერწასული.. შიში და გაურკვევლობა ჩასდგომოდა თვალებში. სიხარულის გამოხატვა ვერ მოვასწარი,ისე უცებ გავიდა და,საწოლთან,პატარა ფურცელი დამიტოვა. მთელი გულით ვიგრძენი იქ რაც ეწერა და წინასწარ შემენგრა მთელი გულ–მუცელი. აკანკალებულმა გავშალე ფუცელი და ხელნაწერითაც მივხვდი ვის ეკუთვნოდა. თეთრ ფურცელზე შავად გაკვევით ეწერა. „არავის არ მივცემ უფლებას თქვენი სიცოცხლე ხელყოს. მანამ არ მოვისვენებ,სანამ მათ საფლავებს საკუთარი ხელებით არ გავთხრი“ ** საავადმყოფოდან გამოწერიდან,მის ჩამოსვლამდე ცხოვრება მდორედ მიედინებოდა. ალბათ,შიშის და დაუცველობის გრძნობა უნდა გამჩენოდა,მაგრამ,მს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. შესასვლელთან მისი უახლოესი მეგობარი –ზაზა ლომინაძე დამხვდა. გამიხარდა მისი დანახვა,უკვე წელიწადი გადიოდა,რაც არ სჩანდა. თბილად მოგვიკითხა და,მანქანისკენ წაგვიძღვა მთელი გზა ათასგვარ კითხვებს მისვამდა,მაგრამ,ჩემი გონება მხოლოდ გიორგისკენ იყო მიმართული. როცა გზა საგრძნობლად გაიწელა,მხოლოდ მაშინ ვკითხე ზაზას,თუ სად მივდიოდით. –თქვენი ქალაქში დარჩენა შეუძლებელია,გიორგიმ ერთადერთი რამე მთხოვა,რომ მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილი მომეძებნა თქვენთვის მის ჩამოსვლამდე,ასეთი ადგილი კი დედამიწის ზურგზე ერთადერთი მეგულება:სვანეთი... შეგიძლია საზაფხულო არდადეგები ცოტა ადრე მოიწყო–თბილად გამიღიმა და,დარჩენილი გზა მყუდროებაში გავატარეთ. სვანეთს მივუახლოვდით თუ არა,ის განცდა დამეუფლა,რაც მთელი ამ დროის მანძილზე მენატრებოდა. სისუფთავე,სიმშვიდე,სიწყნარე,სისადავე.. ყველაფერი იმდენად შერწყმული იყო ერთმანეთში,რომ დაძაბულობა ერთიანად მომეხსნა. სიმშვიდის განცდა გამიორკეცდა,როცა ზაზამ ღიმილით შეგვიღო ქვით ნაშენი სახლის ხის კარი. ყველაფერი ძალიან სადად,მაგრამ მაქსიმალურად კომფორტულად იყო მოწყობილი. –ზაზა,არაჩვეულებრივი ადგილია,ძალიან დიდი მადლობა..–მადლიერმა გადავხედე და,ხელებში მძინარე ალექსანდრე ბავშვის საწოლში ჩავაწვინე,რომლის იქ დანახვაც ძალიან გამიხარდა და თან გამიკვირდა.. მაგრამ,ესხომ გიორგია,მას სხვანაირად არც შეუძლია.. –სახლში ყველაფერია,რაც დაგჭირდება,სხვა თუ რამე იქნება საჭირო,ჩემი ნომერი იცი და ნებისმიერ დროს შეგიძლია დამიკავშირდე. მე კვირაში ერთხელ ამოვალ და,რაღაცებს ამოვიტან შენთვის და ბავშვისთვის. აქ არავინ დაინტერესდება შენით და,ნურც შენ გამოიჩენ ინტერესს სხვებისადმი. ჰო,და რაც მთავარია–გულღიად გამიღიმა და,გვერდითა ოთახის კარები გამოაღო სადაც ანნა იდგა ზღურბლთან.. –ეს მისი სურვილი იყო.. ემოციები იმდენად მომეზღვავა,რომ ჩემთან მოახლებლს მთელი გულით მოვეხვიე. გული ამიჩუყდა. თავი ბედნიერად ვიგრძენი. და,საერთოდ,რა შეუძლია ადამიანმა მისცემ მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა?და რა შეიძლება ამაზე მეტი იყოს?–არაფერი. მე მისი სულიდან წამოსული მთელი ზღვა სითბო მივიღე და,ამან ამაღელვა.. –მადლობა ანნა,ძალიან დიდი მადლობა–თვალებამღვრეულმა ვუთხარი. –თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამიჭირდა უთქვენოდ ამ დღეების გატარება.–თვალზე მომდგარი ცრემლი ხელის გულით შეიმშრალა და იმწამს გაღვიძებული ალექსანდრე გულზე მიიიკრა. ** ასე დაიწყო ჩვენი ცხოვრება სვანეთის მაღალმთიან სოფელში. პირველ პერიოდში ძალიან გვიჭირდა შევგუებოდით შექმნილ სიტუაციას,მაგრამ,ერთად ყოფნით,ნელნელა გვიადვილდებოდა ყველაფერი. თითოეული დღე მარწმუნებდა,თუ რა იყო ადამიანისთვის ადამიანი. მისი მხარდაჭერა,დახმარება,გამოწვდილი ხელი,ნდობა და,სიყვარული უფრო მიადვილებდა ყველაფერს. ზაზა,დაპირებისამებრ,ამოდიოდა ხოლმე და,აფსოლუტურად ყველაფერი ამოჰქონდა. მერე ვისხედით სამივე ბუხართან და,საათობით ვსაუბრობდით. ზაზასთვის ვერ ვბედავდი მეკითხა გიორგიზე,მაგრამ კითხვა არც სჭირდებოდა,გასვლისას ყოველთვის დამიმარტოხელებდა და,დამამშვიდებდა ხოლმე. –ნუ ინერვიულებ,კარგადაა,არ ვიცი როდის,მაგრამ,დაბრუნდება,სხვანაირად არშეიძლება. –გამიღიმებდა და მიდიოდა.. მიჭირდა თუ არა? ამაზე პასუხი არ მაქვს.. გიჭირს როცა გილხინს.. მე კი დალხენილი ცოხვრება არასდროს მქონია. ჩემს მდგომარეობას გაჭირვება არ ერქვა. ჩემს სიტუაციას მხოლოდ ერთადერთი სიტყვა შეეფერება–მონატრება.. მონატრება იტევს ყველაფერს. ტკივილს. ტირილს. სიცილს. დუმილს. ყბედობას. სინანულს. სისუსტეს. სიძლიერეს. მარტოობას. გვერდში დრომას. თეთრად გათენებულ ღამეებს. გოდებაში გალეულ წუთებს. მოლოდინში დათვლილ თითოეულ წამს. იმედგაცრუებას. ფიქრს. ოცნებას. წარმოსახვას. მოლანდებას. ზმანებას. ყველაფერს იტევს და ყველაფერს გამოხატავს.. სიყვარულსაც და,სიძულვილსაც,რომელსაც ყოველთვის განვიცდიდი.. მენატრებოდა. და მეშინოდა,რომ ამ მონატრებაში არ დამეკარგა... ** სვანეთში ყოფნის მეოთხე თვეს ვითვლიდი,მისგან კი არაფერი ისმოდა. დღეს ზაზა უნდა ამოსულიყო, ის კი უჩვეულოდ იგვიანებდა.. რამოდენიმეჯერ გადავურეკე,მაგრამ გაბმული ზუმერის შემდეგ არავინ იღებდა. ანერვიულებული ვიყავი,გული ძალიან,ძალიან ცუდს მიგრძნობდა და თავს ვერაფრით ვიმშვიდებიდი. უკვე წასასვლელად ვემზადებოდი,არ ვიცი,როგორ,რანაირად. ფეხით ჩავიდოდი ქალაქამდე ოღონდ რამე გამეგო,რომ კარებზე სუსტი კაკუნი გავიგეთ. დამფრთხალი წამოვვარდი და,შეუმოწმებლად გავაღე სასწრაფოდ კარი. ზღურბლთან ზაზა იდგა,უჩვეულოდ დაბნეული და ძალიან ბერმკრთალი. დამინახა თუ არა,სახის შეცვლა სცადა,ღიმილი აიკრა.. მაგრამ,მიხვდა,რომ შევამჩნიე მიისი მიმიკის ცვლილება. –ზაზა–ხმა ჩამიწყდა,ვიცოდი,რაღაც ძალიან ცუდის თქმას აპირებდა და,ვერ გადაეწყვიტა,როგორ ეთქვა..–ჩამოვიდა,არა?–თვალები დამებინდა ცრემლებისგან.. პასუხის მოლოდინში გული ამოსკდომას მქონდა,მაგრამ,რატომღაც არ ჩქარობდა ეპასუხა. სიცივეში,გარეთ იდგა და ვერც შემოსვლა გაებედა. –უნდა წავიდეთ...–მხოლოდ ეს მიპასუხა წუთიერი დუმილის შემდეგ ..–ოღონდ მარტო,მხოლოდ მე და შენ..–მვხვდი,ძალიან გაუჭირდა ამის თქმა. –გასაგებია.–ისე,რომ არც შემომიპატიჟებია,უკან გავბრნდი.. ოთახიდან სასწრაფოთ ავიღე ნივთები და დაბნეულ ანნას მივუბრუნდი,რომელსაც ალექსანდრე ეჭირა ხელში და,არ იცოდა,რა ემოქმედა. –ანნა.–მკლავებში მოვკიდე ხელი და ცისფერ ამღვრეულ თვალებში ჩავხედე.–უნდა წავიდე,რაღაც,ძალიან,ძალიან ცუდი მოხდა და,გიორგის ვჭირდები.. შენი ისე მწამს,როგორც არავისი.. ვიცი,რომ ალექსანდრეს საკუთარივით მოუვლი. გთხოვ,გთხოვ–თვალები მძლავრად დავხუჭე,რომ მოწოლილი ცრემლები შემეჩერებინა,ახლა ძლიერი უნდა ვყოფილიყავი,სისუსტის დრო არ იყო.–არ ვიცი,როდის დავბრუნდები,დავბრუნდები თუარა,ისიც არ ვიცი,ღმერთმა იცის ეს ღამე რას მოიტანს,ამიტომ.. უბრალოდ გთხოვ,თუ 3 დღეში არ დავბრუნდით,აქედან წადი და ძალიან, ძალიან შორს წაიყვანე ალექსანდრე. ბავშვს წამიერად მოვეფერე და,უკანმოუხედავად გავედი სახლიდან. ** მთელი დრო,რაც პუნქტამდე მისვლაში დაგვჭირდა,სიჩუმეში გავატარეთ. მაქსიმალურად ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა და,ნერვიულობას არ ავეტანე. სიტუაციის ბუნდოვნობა უფრო მძაბავდა. ზაზას გახევებული პირისახე კი იმას მოწმობდა,რომ ყველაფერი ძალიან ცუდად იყო. სიჩუმე კი მხოლოდ მაშინ დაირღვა,როცა გზიდან გადავუხვიეთ და ჩემთვის უცნობ,ძალიან უჩვეულო ადგილას გავჩერდით. ქვის გალავანს მავთულხლართები ჰქონდა შემოვლებული. რკინის მასიურ კართან კი,რამოდენიმე იარაღიანი ახმახი იდგა. აქ მოსვლამდეც შევნიშნე ტყეში გაფანტული რამოდენიმე ადამიანი,რომლებიც ნიშნის მიღებისთანავე ჩამოგვცილდნენ და გზის გაგრძელების საშუალება მოგვცეს. შიშმა ამიტანა. ზაზას კითხვით სავსე მზერით გავხედე.. ის,მანქანიდან გადასვლას არ ჩქარობდა და,ნერვიულად უჭერდა საჭეს ხელს. –თუ ამისთვის მზად არ ხარ,შეგვიძლია უკან გაბრუნება..–გადმომხედა და მზერა ისევ სიბნელეს მიაბყრო. –ზაზა,წავედით–მტკიცედ ვუპასუხე და სახელურს წავეტანე,რომ გამეღო მაგრამ ისევ შემაჩერა. –იქ ჩვეულებრივი ადამიანები არ დაგხვდებიან.. იქ ის წრეა,რომელსაც გაურბი და,გეზიზღება. იქ ვერ მიგიღებენ ხელგაშლით. შენ მათთვის მტერი ხარ.. ისინი გიორგის სცემენ პატივს და ამიტომ დათანხმდნენ შენს აქ მოსვლას.. ისინი გიორგის აღმერთებენ,მაგრამ,არ გიცნობენ შენ. შენი აქ მოყვანა მე ვთქვი და,თუ ყველაფერი ისე არ წავიდა,როგორც მათ სურთ.. მე ვეღარ გადაგარჩენ.. ისინი უსისხლოები არიან.. მათთვის წმინდა არაფერია.. ისინი რადიკალურად განსხვავებულები არიან გიორგისგან. მათსა დაშენს შორის მედა გიო ვგდავართ.. შენი აქ მოყვანა დიდი გამოწვევა იყო მათთვის,მაგრამ,მე შენი მჯერა.. ჩემი თავით ვაგებ პასუხს შენზე.. ამიტომ გეკითხები,თუ მათთან შესახვედრად მზად ა ხარ,შეგვიძლია ავბრუნდეთ. მშვიდად მოვუსმინე ზაზას და,უთქმელად გადავედი მანქანიდან. ისიც წამში ამომიდგა გვერდით.. –ერთხელაც იქნება ეგ შეუპოვრობა დაგღუპავს–ნაღვლინად გადმომხედა და წინ გამიძღვა. ** შესვლისთანავე ცნობილი გახდა ჩემთვის,თუ რატომ მთავაზობდა ზაზა უკანდახევას... სახლში გამეფებულმა იდეალურმა სიჩუმემ მთელი სხეული გამიყინა. ირგვლივ აფსოლუტური სიცარიელე იყო,მაგრამ,მთელი ტანით ვგრძნობდი,რომ ყველა კთხიდან ვიღაც მითვალთვალებდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს მზერით მჭამდნენ და,იქიდან გაქრობა მომინდა. მაგრამ მიზეზი არ მაძლევდა გულისთქმის ასრულების საშუალებას. ძალა მაქსიმალურად მოვიკრიბე და,წელში გავიმართე. თავს არ მივცემდი უფლებას,მათთან სუსტი და დაუცველი გამოვჩენილიყავი. ვიგრძენი,სხეული როგორ დაუბრუნდა ჩვეულებრივ ტემპერატურას და,მყარი ნაბიჯით განვაგრძე სვლა. –თავს კარგად ართმევ,ყოჩაღ–ძალიან ჩუმად ნათქვამი სიტყვები მომესმა ზაზასგან. –ეტყობა,არც ისე კარგად,შენ შემამჩნიე–ოდნავ ჩავიღიმე და,ხის მასიურ კარებში შევედი,რომელიც მან შემიღო. თავი უზარმაზარ,მუქ ფერებში გადაწყვეტილ ოთახში ამოვყავი. ყველაფერი იმდენად მოწესრიგებული,სუფთა იყო,რომ არ მცოდნოდა,თუ სად ვიყავი,თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. თავის გასამხნევებლად ხმადაბლად ჩავახველე და , ოთახში ახლად შემოსულ მაღალ,ასაკოვან მამაკაცს მზერა გავუსწორე. ვერ გეტყვით,მასში რა ამოვიკითხე,მაგრამ,იქიდან წამოსულმა სუსხმა,კვლავ გამომაცალა ძლივს შეკოწიწებული თვითდაჯერებულობა. მამაკაცი მაღალი იყო,ასაკი არ ეტყობოდა,მაგრამ 50 გადაცილებული იქნებოდა. წელში გამართული იდგა და,თვალებით ჩემს სულში შემოსვლას ლამობდა. მიუხედავად მისი ცივი თვალებისა,მისდამი პატივიცემით განვიმსჭვალე,ჩემდაუნებურად. ამ ფაქტმა გამაოცა,მაგრამ,იმდენად დიდ ძალას ასხივებდა,რომ ეს სხვანაიად შეუძლებელი იყო. ის თითქოს ჩამოგავდა კიდეც გიორგის,ეს ფაქტი წამში ვუარყავი გონებაში და,შვებით ამოვისუნთქე. ჩვენი თვალებით კონტაქტი სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა,მაგრამ,ეს საკმარისი აღმოჩნდა,რომ მისი არ შემშინებოდა და ნდობა გამჩენოდა. რასაც ვერ ვიტყვი საზოგადოებაზე,რომლის ხილვაც მომიწია,როცა წინხსენებულ მამაკაცს უსიტყვოდ გავყევით. გარემო,რომელშიც ოთახში შესვლისთანავე აღმოვჩნდი,ძალიან წააგავდა მძაფრსიუჟეტიანი კინოფილმის კადრს. მრგვალ მაგიდაზე შემომსხდარი ათიოდე მამაკაცი შუაში გორად დაყრილ ფულს მონდომებით ითვლიდა. მათ მხოლოდ წამით მომაბყრეს მზერა,ეს კი საკმარისი იყო იმისთვის,რომ მათში ზიზღი და ვნება ამომეკითხა. უხამსად მომავლეს მზერა და ირონიულად ჩაიცინეს. იმდენად დაპროგრამებულივით იქცეოდნენ,რომ გულისრევა დამეუფლა. საბედნიეროდ,მათთან შეხვედრა მხოლოდ რამოდენიმე წუთი გაგრძელა. ჩვენმა თანმხლებმა პირმა უსიტყვო ბრძანება გასცა,რამაც დაუყოვნებლივ იმოქმედა და,ცივად მიბრუნდნენ მათ საქმიანობას. მივხვდი,ესენი მათი კლანის ყველაზე დაბალ ფენას წარმოადგენდა.. ჩვენ კი,სიარულიგანვაგრძეთ. უკვე ვფიქრობდი,რომ უსასრულოდ უნდა გვევლო,რომ ერთერთ ოთახთან შევჩერდით. გული საგრძნობლად ამიჩქარდა. შეღებულ კარებში ფრთხილად შევედი. ოთახს მოვავლე თუარა თვალები,გაკვირვებულმა და დამფრთხალმა მაგრად დავეყრდენი სკამს... ყველაფერს ისეთი იერი ჰქონდა,თავი საავადმოფოს პალატაში მეგონა. ოთახის კუთხეში,ფანჯარასთან,საწოლი ედგათ,რომელსაც ერთი ხალათში გამოწყობილი ექიმი და,სამი მამაკაცი დარაჯობდა. მათ ისეთივე იერი ჰქონდათ,როგორც ჩვენს შემხვედრს. გამაჟრჟოლა.. უკითხავად გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი და ,საწოლის ჩამოფარებულმამაკაცებს გავუპირისპირდი. ისინი დაძვრასაც არ აპირებდნენ.. ამან საშინლად გაამაბრაზა და კართან გაჩერებული მამაკაცისკენ მივბრუნდი. –უთხარით მათ,რომ გამატარონ.–ვუთხარი,რადგან მივხვდი,ისინი მისგან ელოდნენ თანხმობას. მამაკაცმა უხმოდ დაკრა თავი და,მეც შევძელი მივახლოებოდი მას.. ** გაუნძრევლად იწვა.. სუნთქავდა თუ არა,ამასაც ვერ მიხვდებოდი,სანამ კარგად არ დაუყურადებდი.. ტყავმების დათვლა ვცადე,მაგრამ,თვლაც ამერია.. მინდოდა შევხებოდი,მაგრამ პარალიზებული ვიყავი.. მხოლოდ მას დავყურებდი და,აზრებსაც ვერ ვალაგებდი გონებაში თუ რას,რა ძალას შეეძლო მიისი ამ მდგომარეობაში ჩაგდება. რომ არ მცოდნოდა,რომ წარბზე მცირე შრამი აქვს,ალბათ ვერც ამოვიცნობდი მასში გიორგის.. იმდენად უსუსური,დაუცველი მომეჩვენა,რომ გული მომეწურაა.. მინდოდა ერთიანად ამომეხეთქა ხელში მოწოლლი ბურთი,მაგრამ,აქ არა,აქ,ამათ თვალწინ არ გავტყდებოდი.. ამიტომ,მოვკრიბე ძალა,გავიმართე და იმისკენ მივბრუნდი,ვისგანაც პასუხს ველოდი. გავოცდი,როცა სწორედ ჩვენს გარდა ოთახში აღარავინ იყო. ზაზაც კი გასულიყო,რამაც დამარწმუნა,რომ ამ ადამიანის ნდობა ნამდვილად შემეძლო. სასთუმალთან ჩამოვჯექი და მრავლისმეტყველი მზერა მივაბყარი. უთქმელად ველოდი მისგან ყველა კითხვაზე პასუხს.. მქონდა თუ არა ამის უფლება?? –არა,მაგრამ,რადგან აქ ვიყავი და თან მარტონი,ესეიგი,ის მზად იყო პასუხებისთვის. –შურისძიება,ავი და შეუპოვარი გრძნობაა–რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ დაიწყო მამაკაცმა,შევერცხლილ თმაზე ნერვიულდ გადაისვა ხელი და,მეც კიდევ ერთელ გავიფიქრე,რომ გორგის ძალიან ჰგავდა.–სუსტს,უნიათოს,ლაჩარს ძალისხმევით აღავსებს და იარაღს დააჭერინებს ხელში. გიორგის ხასიათი შენც კარგად იცი და,ალბათ,ბნებრივიცაა,მომხდარის შემდეგ შურისგება რომ გადაწყვიტა.. ის ლაჩარი არასდროს ყოფილა,მისი ცხოვრების ბიბლია ამას ასწავლის და ისიც,სულის ამოძახის გაჰყვა. მომხდარიდან რამოდენიმე საათში დამიკავშირდა გიორგი.. მიმართულება მომცა და მთხოვა,სანამ ის შეძლებდა ჩამოსვლას,მანამდე საქმეს გავცნობოდი და,შესაბამისად მემოქმედა. არ გამჭიდებია მათი პოვნა.. მიზეზებს ვერ აგიხსნი და ამის უფლება არც მაქვს–ისინი სუსტ რგოლს წარმოადგენენ,მაგრამ,პრობლემაც ამაშია. მიეცი სუსტს იარაღი და,თავი კოზანოსტრას ლიდერი ჰგონია. საქმე ისე ჩავფარცხე,რომ,გიორგის ჩამოსვლა აღარ იყო საჭირო.. და მეც ყველაზე ნაკლებად ეს მინდოდა. ვიცოდი მისი სიფიცხის ამბავი.. მაგრამ,როცა საქმე ღირსებასა და ოჯახს ეხება,იქ ერთჯერადი ადამიანის სიტყვა ნულის ტოლფასია. ბევრი ვიბრძოლე,რომ გადაეფრიქრებინა,მაგრამ,არ დამიჯერა... ვიცოდი რაღაც ასეთი რომ მოხდებოდა,ვაფრთხილებდი,მაგრამ,შენც იცი,თუ რამეს დაიჟინებს,მას ბოლომდე მიიყვანს..–ნაღვლიანად გადახედა მდუმარედ მწოლიარეს და,სიგარეტს მოუკიდა. –ხარკოვში როგორც კი ჩამოვიდა,იმ დღიდან არ მოვშორებივარ.. წამითაც კი არ დამიტოვებია მარტო,ეს ჩემი მოვალეობა იყო.. ჩემს გაკეთებულ საქმეს ნაბიჯ ნაბიჯ მიყვებოდა და,ჯაჭვის არცერთ რგოლს არ ინდობდა.. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი,მაგრამ,ეეს გიორგი იყო და აქ მთავრდებოდა ყველაფერი. ყოველდღიურად ვიღებდი ხალხის უკმაყოფილებას,მაგრამ,ვერც მე და ვერც გიორგის, ვერ გადაგვდიოდნენ. მას უნდოდა ასე და თუ ამისთვის საჭირო იყო ჩემში ეჭვი შეპარებოდა,ამაზეც თანახმა ვიყავი..–შეჩერდა,აღელვებული ხმის დამორჩილება სცადა და განაგრძო,ფანჯარაში უმისამართოდ იყურებოდა და,ისე ლაპარაკობდა,ძალიან გამიკვირდა,ჩემი თანდასწრებით სისუსტეს რომ ავლენდა... –შეცდომა დავუშვი,ჩემი ბრალია–წამიერად გადმომხედა და,შიშჩამდგარი მზერა მომაბყრო..–მომატყუა და მეც დავიჯერე.. ისეთ საქმეზე მიდიოდა,იცოდა რომ დავუშლიდი და ამიტომ მომატყუა.. გვიან მივხვდი,ძალიან გვიან რომ მაჭამა... ძალიან მწარედ მაჭამა და როცა მოქმედება დავიწყე,უკვე მაცნნობეს,რომ,დაჭრილი საავადმყოფოში იწვა. საქმე ბოლომდე მიეყვანა და,ბოლო წამს ვერ მოასწრო რეაგირება.. ერთი სიკვდილი გამოვიარე,სანამ საავადმყოფომდე მივიდოდი.. იქ რომ ცოცხალი არ დამხვედროდა,თავს არ ვაპატიებდი. სააავადმყოფოში საჭირო ხალხი უკვე იქ დამხვდა,აამიტომ,მისვლისთანავე გადაყვანაზე დავიწყეთ ზრუნვა. მისი ხარკოვში,მითმეტეს საავადმყოფოში დატოვება სიკვდილის ტოლფასი იყო ის იქ მომხდარამდე იძებნებოდა,ამიტომ,მასზე უკვე საერთაშორის ძებნა გამოცხადდა. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა,რომ აქამდე უვნებლად ჩამომეყვანა. საქართველოს მთავრობაც გამწარებული დაეძებს. შენც კარგად იცი,ციხიდან გაქცევისთვის იძებნება და ამას ათასი დანაშაული ემატება,ამის მიუხედავად,საქართველო უფრო უსაფრთხოა მისთვის,ვიდრე სხვა დანარჩენი ქვეყანა. მითუმეტეს,რომ აქ შენ ხარ.–ისევ გადმომხედა და ამჯერად მზერა არ მოუცილებია ჩემთვის,წუთის შემდეგ კი გიორგის დახედა. –ძალიან აქვს დასუსტებული ორგნიზმი,ძლიერ დამამშვიდებლებს ვუკეთებთ.. რად უფრო დიდხანს იქნება ძილის ფაზაში,მით უფრო მალე მოახერხებს ორგანიზმი აღდგენას.. ტყვიამ მარცხენა ფილტვში გაიარა,ამ შემთხვევაში გაგვიმართლა,გამჭოლი რომ არ ყოფილიყო ჭრილობა,მის გადმოყვანას ვერ შემძლებდით.. ამას ემატება რამოდენიმე დაჟეჟილობა და ჯამში,ძალიან მძიმედ არ არის,თუმცა დასვენება სჭირდება. აქ გუშინ ჩამოვედით,ეს ყველაფერი ორი დღის წინ მოხდა,აქ სრულიად უსაფრთხოდაა.. ეს ტერიტორია არსად აარააა დარეგისტრირებული.შეგიძლია მშვიდდად იყო.. –მონოლლოგი დააასრულა და გასასვლელისკენ დაიძრა.. მანამ,სანამ გავიდოდა,მისკენ მივბრუნდი და პასუხში სრულებით დაწმუნებულმა ვკითხე. –თქვენ რა გქვიათ?? –თემური..–თავჩახრილმა,ჩემკენ შემოუბრუნებლად მიპასუხა.–თემური საკანდელიძე,გიორგის მამა..–ძალიან მძიმედ მითხრა და,ოთახიდან გავიდა. ** იმის მიხედავად,რომ რაღაც ამდაგვარს ველოდი,მაინც შოკისმომვრელად იმოქმედა ახალმა ამბავმა. სრულიაად პარალიზებული ვიჯექი და,სივრცეს გავყურებდი. რამდნჯერაც გიორგის მშობლებზე წამოვუწყებდი საუბარს,ის ყოველთვის თავს აიდებდა,ამიტომ,აღარ ვეძიებოდი და მათზე ფაქტობრიივად არანაირი ინფორმაციას არ ვფლობდი. ყოველთვის ვფიქრობდი,რომ მისი მშობლები არ იქნებოდნენ მის ცხოვრებასთან კავშირში,მაგრამ,თურმე ვცდები.. აუ თურმე საიდან ჰქონდა გიორგის ცხოვრებისეულ მისწრაფებებს საწყისი.. მაშინ,როცა ოჯახში სხვას ვერაფერს ხედავ,შენც ნებით თუ უნებლიეთ,იმ გზას ადგები,რომელაც შენი წინა მორბედი.. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამრწმუნა,რომ ალექსანდრე მაქსიმალურად უნდა გამერიდებინა ავისმომასწავებელი სამყაროდან,წინააღმდეგ შემთქვევაში,მასაც იმავე ბედი ელოდა,როოგორიც ლანგარზე დადებული მიართვეს გიორგის თავის დროზე.. ** მეოთხე დღე იწურებოდა,რაც სრულიად მიკარგულ ადგილად ვიყავი და,ამ დროის განმავლობაში არანაირი ცვლილება არ ყოფილა. ზაზას ანნასთან მისვლა ვთხოვე და,ისიც კმაყოფილი დაბრუნდა უკან,ანნა მშვენივრად ართმევდა თავს. გიორგი უცვლელად იყო. სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილური,ჭრილობა კარგად ხორცდება.. მაგრამ,მის გამოფხიზლებას არ ჩქარობენ. რამოდენიმეჯერ ეჭვი შემეპარა იქ მყოფი ექიმის კომპეტენციაში,მაგრამ,ჩემდაუნებურად აზრი მეცვლებოდა,რადგან ვრწმუნდებოდი,რომ,თემური გაუჩენელს გააჩენდა მისთვის.. მასთან შეხვედრას კი,ვერიდებოდი.. მის ძლევამოსილებაში ყველაფერი მარწმუნებდა და ეს მრთგუნავდა,.. ისიც თითქოს მარიდებდა თავს.. თუ ოთახში შემოვიდოდა და იქ დავხვდებოდი,უკანმოუხედავად გადიოდა და მხოლოდ მაშინ ბრნდებოდა,როცა მე მივდოდი. ეს თამაში კიდევ 3 დღე გაგრძელდა,ჯამში კი,ერთი კვირა.. ამ დღეების განმავლობაში ვგრძნობდი,რომ დავსუსტდი და ძალა ნელნელა მეცლებოდა. თავს მხნედ ვეღარ ვგრძნობდი და ძალიან ვწუხდი. ამას ის ფატიც ემატებოდა,რომ ბავშვი უჩემოდ მყავდა გამოკეტილი მიყრუებულ ადგილას და მასთან მისვლა არშემეძლო. ვიცოდი,თუ ამ სახლს დავტოვებდი,უკან ვეღარ დავბრუნდებოდი.. ამ სახლიდან გასვლას მხოლოდ მაშინ შევძლებდი,როცა გიორგი ფეხზე დადგებოდა.. უკვე საკმაოდ მოსაღმოვებული იყო,გიორგისთან რომ შევედი. ადგილზე გავშეშდი,როცა,მასზე გადამხობილი სხეული დავინახე,რომელსაც შესამჩნევად უცახცახებდა მხრები. მარტივად გავარჩიე მასში თემური. ფრთხილი ნაბიჯებით მივუახლოვდი და,მხარზე დავადე ხელი. შეკრთა,მაგრამ,დამინახა თუარა,სიმშვიდე ჩაუდგა მზერაში. ის მენდობოდა და მზად იყო ჩემთან სუსტი ყოფილიყო. –გიორგი რომ დაიბადა,მაშინ ჯერკიდევ არ ვიყავი ამ სიმაღლეზე. მაშინ სწორად განსჯის უნარი არ მქონდა და,ერთადერთს ამას ვნანობ მთელი ჩემი ცხოვრება. მისმა დაბადებამ ჩემში სიხარული გამოიწვია,არადა პირიქით უნდა ყოფილიყოო.. სიამაყით ვიყავი სავსე,გვარისა და გზის გამგრძელებლად ვთვლიდი მას. ცოტა ფიქრისა და აზროვნების უნარი ჩამოყალიბდა,იმ დღიდან ვუნერგავდი მას ჩემი ცხოვრების ნირს და,ისიც ყველაფერს ზედმიწევნით ისრუტავდა. ვამაყობდი,ყელმოღერებული ვაცნობდი ჩემი ხროვის წევრებს გიორგის და ისინიც შურით მიმზერდნენ. პირველად მაშინ გავაცნობიერე ჩემი დანაშაული,როცა 17 წლის იყო.. სკოლაში ლამის სიკვდილამდე უცემიათ მასდა მის თანაკლასელებს ერთი ბიჭი. იმ ბიჭის გაავებულ მშობლებს რომ შევხედე,მერე მივხვდი,რომ შვილი სწორად ვერ აღმიზრდია. მაგრამ,უკვე ძალიან გვიან იყო. გიორგის ტვინიდან ვეღარ ამოვრეცხავდი იმას,რაც თავად ჩავუნერგე. ამის მიუხედავად,ყოველთვის ვაკონტროლლებდი. ყოველთვის ერთი ნაბიჯით ვუსწრებდი მის ქმედებებს,რომ ,შესაბამისად არ ეწვნია. ბევრჯერ ავაცდინე ის სასჯელი,რომელიც ეკუთვნოდა,ვფიქრობდი,რომ ეს მეტ ზიზღს ჩაუნერგავდა და,თურმე აქაც შევმცდარვარ. მას რომ სინდისის ქენჯვნა ეგრძნო,იქნებ სხვანაირად შემობრუნებულიყო საქმე? იმისთვის რომ მიზღვეოდა,რაც გააკეთა,იქნებ სიბარული გასჩენოდა??–წამით ამომხედა დანისლული თვალებით და ისევ განაგრძო ლაპარაკი. მონუსხული ვისმენდი მის აღსარებას.. –მაგრამ,თავისმართლება გამომდის ხანდახან.. ყველაფერი შეიძლებოდა მესწავლებინა მისთვის : სიტყვა–პასუხი, გარკვეული ფრაზები, ქცევის წესები, მაგრამ,იმ რაც ქურდს ახასიათებს:სიმართლისა და თავისუფლების სიყვარული, ძალით ვერ გამოიმუშავებ.უნდა გქონდეს. მას ეს მთავარი ღერძი ჰქონდა და,მეც პლანეტებივით შემოვულაგე დანარჩენი თვისებები. ვნანობ,სულით ხორცამდე ვნანობ,რომ,ხელი შევუწყვე მის ხასიათს.. ჩემი ბრალია,ამას დიდი ხანია მივხვდი.. მასთან ვეღარაფერს შევცვლი,მაგრამ შენთან –ჩაწითლებული თვალებით ამომხედა,ვედრება მოდიოდა მისი მზერიდან.–და ალექსანდრესთან ვალდებული ვარ.. მოვალე ვარ თქვენს წინაშე.. გამაცია,ვერ მივხვდი რისკენ უმიზნებდა... –ჩემი ცოხვრება ყველასთვის სამაგალითოა,მაგრამ,მინდა ერთხელ მაინც ის ნაბიჯი გადავდგა,რომელიც ჩემი წრის იქითაც ასარგებლებს ვინმეს. ჩემთვის ქურდული ცხოვრება,ვაჟკაცობისა და სამართლიანობის განსაკუთრებული გზა იყო,მაგრამ,ამასთან ერთად,მე ყოველთვის ვიცოდი,რომ არსებობდა ცხოვრების სხვა უფრო ვაჟკაცური და ბევრად სამართლიანი გზაც,რომელზეც ხელი არც მე,და არც გიორგის არ მგვიწვდება,. ახლა კი,როცა საშუალება მაქვს და,გამოცდილებამ საკმაოდ მაზღვევინა,აღარ დავიხევ უკან.. 30 წლის წინ დავაშავე და,ამის შედეგს ახლა ჩემი თვალის წინ ვყურებ–ნაღვლიანად დახედა გიორგის...–მაგრამ,მინდა,რომ 30 წლის შემდეგ,გიორგიმ იგივე სინანული არ იგრძნოს.. მინდა,გიორგის ავარიდო ის სინდისის ქენჯვნა,რომელიც წლებია მე მომდევს. დამიჯერე,არაფერია იმაზე მტკივნეული,ვიდრე სინდისი. შეიძლება ბევრ რამეს გაუძლო,ბევრი რამიდან გამოძვრე,მკვდარი გაცოცხლდე,მაგრამ,აქ.–გულზე მწარედ მიიიჭირა ხელი–აი აქ რომ სინდისი მოგეხვევა და,შენი ცხოვრების ჭამას დაიწყებს,იმას ვერ გაუძლებ–ტკივილიანი მზერა მომაბყრო და ვედრებით შემომხედა. სხეული ისე მიკანკალებდა,წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი. მოსმენილმა იმდენად იმოქმედა ჩემს სულზე,რომ ვგრძნობდი,საცაა გული გამისკდებოდა. მაგრამ,სულიერად მაშინ მოვკვდი,ჩემს წინ,მუხლებზე დამდგარი თემური რომ დავინახე. შევრძწუნდი. მეგონა მთელი დედამიწა იძრა.. გაოცებული დავყურებდი და არცერთი სიტყვა არ მესმოდა. იმდენად არარსებულს ვხედავდი,რომ ვერც კი ვიჯერებდი. ახლა რომ ვინმე შემოსულიყო,ალბათ მისი და ჩემი ცოხვრებაც ერთ წამში დასრულდებოდა. მან იცოდა,თუ რამხელა რამეზე მიდიოდა და ამით უფრო მარწმუნებდა მის სინანულსა და სიტყვებში. ცოტა გონდ რომ მოვედი,მაშინ გავიაზრე,თუ რას მთხოვდა ჩემ წინ დაჩოქილი.. –გთხოვ.–ხმა საგრძნობლად გატეხვოდა და,შესამჩნევად დაასუსუტებულიყო,–რაც შეიძლება შორს წაიყვანე ალექსანდრე და გიორგის არეალს მოშორდით.–დაასრულადა თავი ჩახარა. მხრები ისევ აუცახცახდა... ფრთხილად დავიხარე და,მკლავზე მძლავრად მოვეჭიდე. ნელა წამოვაყენე და გიორგისებრ თვალებში ჩავხედე. სიწითლეს იმდენად მოეცვა სფეროები,რომ,წამით შემეშინდა. არ ვიცი,ამან გამაძლიერა,თუ ეს მჭირდებოდა,რომ თავი მაქსიმალურად ძლიერად მეგრძნო,რომ ნაბიჯი გადამედგა,მაგრამ აშკარა იყო, მისმა სიტყვებმა გამიმყარა ჩემი ფიქრები და,ახალი ძალით ამავსო. ნელა დავიძარი კარისკენ,მანამ,სანამ გავიდოდი,უკანასკნელად გავიხედე მისკენ. –თქვენ საუკეთესო ბაბუა ხართ–ხმაჩამწყდარმა ვუპასუხე და წამით შევავლე მზერა მწოლიარეს. მაგრამ,ეს საკმარისი აღმოჩნდა,რომ დამენახა,მისი თაფლისფერი თვალები,რომელიც ტკივილიანად მიმზერდა. ტკივილთან ერთად კი,თანხმობა იკითხებოდა. ეს ყველაფერი კი,მას შემდეგ გავიაზრე,რაც სახლი,სვანეთი,დედაქალაქი და საქართველოს აეროპორტი უკანმოუხედავად დავტოვე.. მთელი გზა და,განვლიი 18 წელი მხოლოდ მისი უკანასკნელი მზერა დამდევდა თან და,ფიქრი,რომ ბოლო წამს,როცა ტკივილი დასძლია და თვალები გაახიდა,ამ სცენასა და საუბარს წაწყდა,და იმის მაგივრად,რომ წინააღმდეგობა გაეწია ის მომხრე იყო ჩვენი წასვლის.. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა,რომ გიორგი ჩემი პიროვნება იყო.. ** ის პერიოდი,რაც იტალიაში გავატარეთ,ძალიან რთული,პრობლემებით სავსე და დაძაბული იყო. იმის მიუხედავად,რომ ფინანსურად ძლიერად ვიყავიდ,მორალურად სრულიად გავნადგურდი. ფეხზე მხოლოდ ის მაყენებდა,რომ ალექსანდრესათვის უნდა მებრძოლა. ის კი,დროთა განმავლობაში უკონტროლო ხდებოდა. წლების მატებასთან ერთად კითხვებიც იმატებდა და ამის მოგერიებას ვეღარ ვახერხებდი. ის ძალიან ჭკვიანი,გონებამახვილი,მოხერხებული იყო და,დრო და დრო მიძნელდებოდა მისთვის ყველაფრის ახსნა. ის კონკრეტულ პასუხებს მოითხოვდა,მე კი ამის გაკეთება არ შემეძლო. ამას ისიც,ემატებოდა,რომ რაც უფრო იზრდებოდა,მით უფრო ემგვანებოდა გიორგის. ეს მსგავსება იმდენად თვალშისაცემი იყო,რომ მეგონა თვალწინ გიორგი მედგა და არა ალექსანდე. საუბრის მანერა. სიარული. მიხვრა–მოხვრა. ხასიათი და აზროვნება.. აფსოლუტურად ყველაფერი იდენტური ჰქონდა.. მეშინოდა.. იმდენად მეშინოდა უკვე მისი ხასიათის,რომ ვეღარ ვინარჩუნებდი სიმშვიდესა და სიმკაცრეს. ხანდახან იმდენად მომთხოვნი იყო,რომ ვეღარ ვუმკლავდებოდი და,მის წინ ვტყდებოდი. როცა ატირებულს,აღელვებულს მხედავდა ლბებოდა.. პატიებას მთხოვდა,მაგრამ,მეც ხომ ვიცოდი,რომ ერთ დღეს მაინც გაარკვევდა ყველაფერს.. ყოველდღე შიშით მითენდებოდა და,დაღამებაც არ მინდოდა,მეშინოდა უკვე ხვალინდელი დღის.. ამ ბოლო პერიოდში,სახლში მოსვლას ძალიან აგვიანებდა და,როცა ვეკითხებოდი,თუ სად ატარებდა მთელ დროს,უხეშდ მიშორებდა.. ცდილობდა თავი დამნაშვედ მეგრძნო და თავად გამოვტყდომოდი ყველაფერში,მაგრამ ჯერ კიდევ შემწევდა მისი წინააღმდეგობის ძალა. მაგრამ,ოსტატურად მიგერიებდა. ვიცოდი,მალე ვეღარ შევძლებდი მის გაჩერებას და,ეს ყველაფერი წყალში ჩამეყრებოდა. ძალას ვეძებდი,მაგრამ ვერსად ვპოულობდი. ვერ ვხდებოდი,თუ რატომ იყო ასე მოწადინებული წარსლისკენ. დროთა განმავლობაში ამაზე პასუხი ლოგიკურად მივიღე. –მის ძარღვებში გიორგის სისხლი ჩქეფდა,ეს კი ყველა კითხვას მარტივად სცემდა პასუხს. მას სისხლში ჰქონდა ის,რასაც გავარიდე.. ბევრი ვეცადე,ბევრი ვიწამე. ბევრი ვაწამე,მაგრამ,ის,რაც სისხლში ჰქონდა,ვერ ამოვშალე. ვერ გამოვაცალე სისხლის ბოლო წვეთი და ვერ მოვწამლე ერთბაშად. ამაში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი,როცა ერთ დღსაც სახლში არ დაბრუნებულა.. გაცხოველებული ძებნისა და სისხლამდე დაღვრილი ცრემლების შემდეგ, სააქართველოდან შემოვიდა ზარი.. კანკალით დავაწექი ღილაკს,და,სანამ ხმას გავიგონებდი,უკვე ვიცოდი,თუ ვინ იყო. 18 წლის შემდეგ პირველად გავიგონე მისი ხმა და ამან იმაზე მეტად იიმოქმედა,ვიდრე ველოდი. სრულიად განადგურებულმა მოვისმინე ის,რასაც ისედაც ვეჭვობდი. –არ ინერვიულო,მართა,ალექსანდრე ჩემს გვერდითაა.. ___ დასასრული.. _____ პირველ რიგში,მოგესალმებით.. დავიწყოდ იქიდან,რომ აღნიშნული მხოლოდ პირველი ნაწილის დასასრულია და ყველაფერი აქ არ მთავრდება.. ისეთი აღეკვებული ვარ,ვერც გადმოგცემთ. ყველააზე მეტი განცდა ღელვა ამ ისტორიის წერისას მეუფლებოდა.. ეხლა კი,ორმაგად ვარ დაძაბული,რადგან,მეორე ნაწილი წინაა.. მთელი სულით და გულით ველი თქვენს შეფასებას. ისე,როგორც არასდროს.. ძალიან,ძალიან მინდა დიდი ენერგიით დამმუხტოთ იმედია,იმედები და მოლოდინი გავამართლე. თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.