შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არანორმალური (16) დასასრული


22-02-2018, 01:40
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 534

დ ა ა ი გ ა თ ე ნ დ ა ქ ო რ წ ი ლ ი ს დ ღ ე ც :
დილით 6 საათზე მაღვიძარამ გამაღვიძა. სასწრაფოდ წამოვხტი და რაც შეიძლებოდა თავისუფლად ჩავიცვი. კაბის ჩაცმას ბოლოსაც მოვასწრებდი. სალომეს დავურეკე, რომელსაც ისედაც ვიცოდი, რომ ეძინებოდა:
-სალიიიიიიიი... – ჩავყვირე ტელეფონში – დილა მშვიდობისა!
-აუუ, რა იყო? – მეკითხება მძინარე ხმით – მეძინება ძალიან!
-ჩემი ქორწილია თუ შენი გოგო? – ვუთხარი გაბრაზებულმა – ჩქარა წამოხტი და ზუსტად ერთ საათში სალონში იყავი. მეც იქ მოვალ!
-ვაიმე ხო ქორწილი! კაი, კაი ვდგები! მადლობა და გკოცნი! – დაეტყო მასაც ხმაზე რომ გამოცოცხლდა და წამოდგა.
მერე სასწრაფოდ გავვარდი ლუკას ოთახში და მოვრთე ყვირილი:
-ლუკიტოოო ადექიიი...
-გაჩუმდი გოგო დამაძინე!
-დღეს შენი ქორწილია, შე ტლუ!
-ვაიმე ქორწილი! – წამოხტა ლუკა და ლოგინიდან ახტა რასაც ქვია – დღეს ჩემი ქორწილია დაიკო, ჩემიიი! ეჰეჰეეეე... აუ რა მაგარიაა! – დაიწყო იქით-აქით ბედნიერმა სიარული – დუპც-ტაპიცი, დუპც-ტაპიცი, მოდი ბარბი მეცეკვე გოგოო – მოვიდა და დაუარა ჩემს გარშემო ქართული
-რას დამტრიალებ ბიჭო, კი არ მოვკვდი?! მიდი ახლა გაემზადე და წავედი მე შენს საცოლეს მივხედო!
-კაი,კაი ბაბიკოო – მითხრა ღიმილით, შუბლზე მაკოცა და მერე სანდროს ოთახში გაიქცა ყვირილით – ბიჭოოო ადექიიი ვთხოვდებიიი!
-გიჟია რაა – ვთქვი სიცილით და გავედი ოთახიდან.
ამოვისუნთქე და ახლა ჩემს ’’მძღოლს’’ დავურეკე:
-დილა მშვიდობისა! – სანამ მე ვეტყოდი დამასწრო ბატონმა ნოემ.
-ხოხ, ნუთუ მე არ გაგაღვიძე? – ვეკითხები გაკვირვებული.
-არა, ვიცოდი რომ ვჭირდებოდი ჩემს პრინცესას და აი კარებთან ვზივარ ერთი 15 წუთია. არ მინდოდა შენები გამეღვიძებინა და შენს ზარს ველოდებოდი –მეუბნება მორცხვად.
-ვაიმე ჩემი სიკვდილი, გამეყინა ბიჭი! მოვქრი, მოვქრი – გავვარდი და სასწრაფოდ გავუღე კარები.
ტელეფონი გავთიშე და მაგრად მოვეხვიე ნოეს.
-მადლობა, რომ ასეთი საყვარელი ხარ! – ვუთხარი სიცილით.
-შენ კი ასეთი სექსუალური! – შემათვალიერა და თავისკენ მიმიზიდა.
-ახლა ამის დრო არ არის – ვუთხარი სიცილით – ისაუზმე უკვე?
-არა, მაგრამ სენდვიჩები მაქვს მანქანაში და შეგვიძლია გზაში მივირთვათ! – მეუბნება და მეკრიჭება.
-კარგი, მაშინ წავიდეთ! – სახლში შევვარდი და ჩემი რვეული ავიღე, სადაც რაღაცეები მქონდა ჩანიშნული, მერე კი სასწრაფოდ გავვარდი სადარბაზოში.
მალე მანქანაში ვიჯექი და გემრიელ სენდვიჩებს მივირთმევდით.
-უგემრიელესია – ვეუბნები და კიდევ უფრო გემრიელად ვკბიჩავ შემდეგ ლუკმას.
-აბა საით? – მეკითხება ნოე, როდესაც ჭამას მოვრჩით და მანქანას ქოქავს.
-სალონში – მისამართი წავუკითხე რვეულიდან და დაახლოებით 7 საათისთვის უკვე იქ ვიყავით.
სალომე უკვე იქ იყო და ერთ-ერთ გოგოს უკვე მეათასედ უხსნიდა როგორი ვარცხნილობა უნდოდა.
-დაუწყია უკვე გაპრანჭვა გოგოს! – ღიმილით წავედი სალისკენ.
-ბაბიიი! როგორ ხარ? აი ახლა ვიწყებთ ვარცხნილობას, ამასთან ერთად მანიკურსაც და პედიკურსაც უნდა მივხედო, მოკლედ იმდენი საქმეა! – ამბობს და დაღლილი ესვენება სავარძელში.
-ხოდა საქმეს მიხედეთ! – შევუცაცხანე იქ მდგარ გოგოებს და მათაც მაშინვე ფაცა-ფუცი დაიწყეს – კაბა წამოგიღე! აქ მერე ისე ჩაიცმევ, რომ არაფერი დაგიზიანდეს, ვარცხნილობა, მანიკური, მაკიაჟი და ა.შ. მერე ნოე სახლში მიგიყვანს, ოჯახში მოვა ბატონი ლუკა და იქიდან სკუპ ლიმუზინში და მერე სკუპ ეკლესიაში. ჯვარს რომ დაიწერთ მერე წავალთ ხელის მოსაწერად და მერე სკუპ რესტორანში. გამომრჩა რამე? – ვეკითხები დაქანცული.
-ჩემი გმირი ხარ ბაბი! არაფერი გამოგრჩენია, მაგრამ შეიძლება სანამ ხელის მოსაწერად წავალთ, მანამდე სამებაში წავიდეთ?!
-კი ბატონო, მშვენიერია! მაშინ მაგასაც ჩავსვამ გეგმაში – და სასწრაფოდ მივაწერე რვეულში.
-მოკლედ რახან შენთან მშვიდობაა, მაშინ მე წავალ და ჩემს დებილ ძმას მივხედავ, კარგი? – ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე სარძლოს – მძღოლო მოვძუძგეთ აბა სახლში. და ქალბატონო სალომე მე 1 საათში აქ ვარ ისევ, უნდა შეგამოწმო.
-კარგით ქალბატონო ბაბი! – მითხრა სიცილით და კვლავ სავარძელში მოთავსდა.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში სახლში ვიყავით.
-დილა მშვიდობისა ლომებო! – შევედი ოთახში
შევედი და რა ხდება: სამი კაცი ერთმანეთს უკრავს ჰალსტუხს და როგორც ჩანს ვერც ერთმა ვერ მოახერხა წესიერად შეკვრა.
-ჩადექით რიგში! – დავიყვირე და დავიწყე.
ჯერ მამაჩემს შევუკარი ჰალსტუხი, რომელსაც სულით ხორცამდე სძულს იგი და სამსახურშიც არასდროს იკეთებს, რამე ძალიან მნიშვნელოვანი თუ არ არის და მაშინაც მე ვუკრავ, მერე ბატონი ლუკა, რომელსაც ასევე ეზიზღება ჰალსტუხი და ახლაც ძალით აკეთებინებენ და ბოლოს ბატონი სანდრო, რომელიც ჩემი ნამდვილი ძმა აღმოჩნდა დეენემის ანალიზის მიხედვით და ჯიშში მოსდგამს ჰალსტუხის სიძულვილი. როდესაც სამივეს ვუშველე და ყველაფერი გადავამოწმე, სასწრაფოდ შევუცაცხანე ბიჭებს:
-აბა ჩქარა ახლა, ვარდები იყიდეთ, ყველაფერი მოამზადეთ და 11ზე იყავით გოგოს ოჯახში გასაგებია?!
-დიახ სერ! – ბიჭებმაც ერთხმად წამოიძახეს.
-ვაიმე გული ამომივარდება ახლა. მგონი სიძე-პატარძალზე მეტად მე ვნერვიულობ. ახლა მომისმინეთ მე უნდა დავბრუნდე სარძლოსთან, მერე იქიდან ნოეს გავუშვებ გასამზადებლად, მე ჩემს კაბას წავიღებ, მცირე მაკიაჟს გავიკეთებ სალონში, მერე მანქანას დავურეკავ, იქ სალომეს მოაკითხავენ, მე თქვენ შეგხვდებით და თქვენთან ერთად მივალ ოჯახში! შევთანხმდით?
-კი, ოღონდ გაეტიე ახლა სახლიდან – მომაძახა სიძე ბატონმა.
-ოე გათხოვილო სიძევ, გააჩუმე ენა თუ შეიძლება – ვუთხარი და დავეჭყანე, ამ დროს თავში ფოტოგრაფმა დამკრა და აი იქ დავღაფე სული – ვაიმეეეეეეეეეე... – წამოვიყვირე ბოლო ხმაზე.
მომვარდა მთელი ოჯახი და დამიწყეს მოსულიერება.
-რა მოხდა ბაბი? რამე დაგემართა? ხომ კარგად ხარ? – მომაყარეს კითხვები.
-ფოტოგრაფთან დარეკვა დამავიწყდა! – საცოდავი სახით ავხედე შეშინებულ ოჯახს.
-გოგო შენ ნორმალური ხარ?! გამისკდა გული, მეთქი ამდენი ნერვიულობით რამე დაემართათქო... დარეკვას რაღა უდგას წინ! – გამომლანძღეს ლუკამ, სანდრომ, ნოემ და მამამ ერთად.
-მართლები ხართ! წავედით ნოე და მანქანაში დავრეკავ.
მანქანაში ფოტოგრაფის საქმე მოვაგვარე და მალე სალონში ვიყავი. ჩემი კაბა გადმოვიღე ნოეს მანქანიდან და ნოე მოსამზადებლად გავუშვი. მეჯვარე ხარ და შენც სიძესთან ერთად უნდა შეხვიდე ოჯახშითქო.
შევვარდი სალონში. სალომე ულამაზესი იყო. მხოლოდ მაკიაჟის ბოლო შტრიხები ჰქონდა დარჩენილი. მეც სასწრაფოდ გავაკეთებინე ჩემთვის მსუბუქი მაკიაჟი, თმაც ლამაზად ავაწევინე, შემდეგ კაბაც ფრთხილად ჩავიცვი და მზად ვიყავი. მანიკური წინა დღეს წავისვი, ასე რომ მაგის პრობლემა მე არ მქონდა. მოკლედ 10 საათისთვის ორივე მზად ვიყავით.
-სალი ულამაზესი ხარრრ! – ვთქვი აღტაცებულმა და მოვეხვიე სარძლოს – ისეთი ბედნიერი ვარ, დღეს ჩემი ძმა მითხოვდება! საშინლად აღტაცებული ვარ! – ვამბობ და არარსებულ ცრემლებს ვიწმენდ.
-შენც ულამაზესი ხარ ბაბიკოო და შენი ძმა რას ცანცარებს! თხოვდება ხომ?! – ამბობს სიცილით.
-რავი თვითონ ასე ამბობს – ვუთხარი მხრების ჩეჩვით.
სასწრაფოდ დავურეკე მანქანას, ჩავსვი სალომე მანქანაში, მერე ნოეს დავურეკე და დაახლოებით თხუთმეტ წუთში ისიც ჩემთან გაჩნდა. შემომხედა და პირი დააღო:
-შენ...შენ...ულამაზესი ხარ!.. ძალიან სექსუალური ხარ ამ კაბაში – თქვა და ვნებით სავსე თვალებით შემათვალიერა.
-მადლობა! შენც ძალიან გიხდება სმოკინგი – ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი – იმედია ანკას კაბის ფერს შეუხამე! – დავამატე სიცილით.
-რა საჭირო იყო ახლა ეს ნამიოკი? – მკითხა მობეზრებული სახით.
-მე უბრალოდ შეგახსენე ანკას თხოვნა – ვთქვი თავის სამართლებლად.
მალე სალომეს ოჯახში ვიყავით. ჩემს ძმას სალომეს დანახვაზე ყბა ჩამოუვარდა, სუნთქვა შეეკრა და თვალებში სიყვარულის ნაპერწკლები აენთო. ანკაც იქ იყო. ჯერ მე შემათვალიერა უკმაყოფილოდ ტუჩებდაპრუწულმა, შემდეგ კი ჩემს გვერდით მდგარ ნოეს შეხედა და თვალები გაუბრწყინდა. მოვიდა ორივე გადაგვკოცნა, შემდეგ კი ნოეს მიუბრუნდა:
-მეჯვარეები იქით! – თქვა და მეორე მხარეზე მიუთითა.
-კარგი, წამოდი ბაბი – ჩამკიდა ხელი, გამიღიმა და ანკას ჩემთან ერთად გაჰყვა უკან.
რა თქმა უნდა ანკას გაუტყდა, არ ეგონა მეც თუ გამომიყოლებდა ნოე.
-რა ვქნა რომ ჩემი ბაბის გარეშე არ შემიძლია – ძალით ღიმილით უთხრა ნოემ ანკას.
ანკამაც უხერხულად გაუღიმა და აი ასე ერთად დავდექით მეორე კედელთან.
სახლიდან ეკლესიაში წავედით და ჯვარიც დაიწერეს სალიმ და ლუკამ. გამოსვლისას თვითონ სამებაში წავიდნენ, მე კი რესტორანში უნდა წავსულიყავი და იქ ყველაფერი შემემოწმებინა, ამიტომ მათ აღარ გავყევი. ტაქსიში ჩავჯექი და რესტორნისკენ წავედი. სამებიდან ხელის მოსაწერად მიდიოდნენ, ამიტომ ნოემ ვეღარ წამიყვანა რესტორანში.
იქ ყველაფერი გადავამოწმე, ოფიციანტებს მთლიანი გეგმა და მენიუ გავახსენე. მუსიკის საქმეც გავარკვიე, შემდეგ სუფრა შევამოწმე, ადგილები დავითვალე. მოკლედ ყველაფერი ბოლო დონეზე იყო შესრულებული და მეც კმაყოფილი დავრჩი.
მალე ყველანი მოვიდნენ და დაიწყო ცეკვები, სიმღერები, სადღეგრძელეოები და მოკლედ როგორც ხდება ქორწილებში. მე და ნოე ერთად ვერ დავჯექით, რადგან ის მეჯვარე იყო, მაგრამ მაინც გვერდიდან არ მომცილებია და ანკაც გაბრაზებისგან ცოფებს ყრიდა. და აი დადგა ჟამი თაიგულის სროლისა. ყველა გასათხოვარი გოგო ჩაგვამწკრივეს, წინ პატარძალი დაგვიდგა ზურგით და თაიგულის სროლა დაიწყო. უცბად გაჩერდა, ჩემკენ წამოვიდა და თაიგული ხელში მომაჩეჩა, ციდან უამრავმა ბუშტმა დაიწყო ცვენა, მე კი ისევ ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა. შემდეგ ნოე მოვიდა, დაიჩოქა და პატარა ყუთი გახსნა, სადაც ულამაზესი ბეჭედი იყო. ყურებამდე გაკრეჭილი იდგა და თვალებში შემციცინებდა.
-ჩემო არანორმალურო, ცოლად გამომყვები?! – მითხრა და თან ანერვიულებული ელოდა ჩემს პასუხს.
-ჰაა?..
ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა და გაშტერებული ვუყურებდი ხან ბეჭედს, ხან ნოეს, ხან თვალებგაბრწყინებულ სალომეს, ხანაც გამწარებულ ანკას და ნელ-ნელა გონებაში ვიმეორებდი ამ მომენტს. საბოლოოდ მოვტვინე რომ ნოე საშინლად ავანერვიულე, ისევე როგორც იქ მყოფი სხვა ხალხი და გავიაზრე რომ ის მე ცოლობას მთხოვდა. ყველა გრძნობა ერთად მომაწვა, სიხარულისგან მეეცხრე ცაზე ავედი და აღარ ვიცოდი მეხტუნავა, მეტირა, მეცინა, მეყვირა თუ მერბინა.
-კი, რა თქმა უნდა კი! – ვუთხარი და ხტუნაობა დავიწყე.
მასაც თვალები გაუბრწყინდა, ბეჭედი გამიკეთა, შემდეგ წამოხტა, მაგრად მომეხვია და მერე სახე დამიკოცნა.
-რამდენი მანერვიულე, არანორმალურო! – ჩამჩურჩულა ყურში და კიდევ უფრო მაგრად ჩამეხუტა.

7 წლის შემდეგ:
-დილა მშვიდობისა ძილისგუდავ! – მეუბნება ღიმილით ნოე, რომელიც დილიდან ილიასთან ერთად თამაშობს – დედიკო, იცი მე და ილია ლეგოებს ვაწყობთ?!
-ეეე, ცემი დედიკოა, სენი ალ ალის! – გამოხტა გაბრაზებული ილია და ნოე დატუქსა.
-ხო, აი მე ილიას დედიკო ვარ – ნოეს დავეჭყანე და ილიას მაგრად ჩავეხუტე.
ამ დროს ოთახიდან სესილი მორბის ყვირილით:
-დილა მშვიდობისაა! გაიწიე ილია, სანამ შენ დაიბადებოდი, დედიკო ჩემი იყო! – უთხრა ილიას და სესილიც მომეხვია.
-საერთოდაც, სანამ თქვენ დაიბადებოდით დედათქვენი ჩემი იყო. ასე რომ ახლა ითამაშეთ და მანამდე მე, დედიკო და თქვენი მომავალი დაიკო საუზმეს გავაწყობთ კარგი?! – უთხრა სიცილით ნოემ ბავშვებს.
-კალგი მამიკო. მე იცი დიდზე მშია?! – თქვა ილიამ და განაწყენებულმა ხელი მუცელზე დაიდო.
-მალე იქნება მამი საჭმელი! – თვალი ჩაუკრა ნოემ და სამზარეულოში გავედით.
-როგორ უცებ მომპარეს ამ პატარა მაიმუნებმა ცოლი! – მითხრა და მაგრად მაკოცა.
-მალე მესამე შვილიც გეყოლება და მერე ვნახავთ, აი ასე 5წუთიც არ დაგვრჩება განმარტოებისთვის. – ვთქვი სიცილით.
-ჩვენ ისეთები ვართ, რამეს მოვახერხებთ – მითხრა და თან თეფშების დალაგებას შეუდგა მაგიდაზე.
ამ დროს კარებზე ზარია.
-ამ დილაუთენია ვინ უნდა იყოს? – ვკითხე გაკვირვებულმა.
-12საათი ამ ოჯახის სამივე ქალბატონისთვის დილაა, მაგრამ კაცებს 7 საათის მერეა გვღვიძავს. რომ იცოდე! და კარებს ახლავე ვნახავ.
გავიდა და მალე ბავშვების წივილ-კივილი, ბიძია, ბიცოლა, ბაბუას და მომენატრეს ძახილი არ შემწყდარა და მეც მივხვდი რომ ჩემი დიდი ოჯახი მოვიდა ჩვენთან. გავედი და ყველანი აქ ყოფილან თურმე: სალომე, ლუკა, მათი ორი ბიჭუნა და ორი გოგონა , სანდრო, ვიკა და მათი ერთი, ჯერ კიდევ მუცლადმყოფი ბიჭუნა (ახალი დაოჯახებულები არიან), ჩემი ტკბილი, მაგრამ უკვე მოხუცი მამიკო და ნიაკო თავის საქმროთი ( ამათ ნამეტანი დიდი ხანი გაუგრძელდათ შეყვარებულობის პერიოდი).
-როგორ გამახარეთ! – თვალებგაბრწყინებული გავედი და ყველას სათითაოდ მოვეხვიე.
შემდეგ სახლის ეზოში გავედით, სუფრა იქ გავაწყვეთ. ჯერ ბავშვები დავაპურეთ, შემდეგ ისინი სათამაშოდ გავუშვით და ჩვენც გემრიელად შევექეცით ’’საუზმეს’’. ყველანი ახალ-ახალ ამბებს ვყვებოდით. ლუკა რა თქმა უნდა ჩვენი მასხარა იყო ისევ და აი ასე ბედნიერად ვატარებდით ერთად დროს. მაგრამ ამ დროს რაღაც თითქოს სისუსტე მომერია, წ....ბის დაღვრა დავიწყე, შემდეგ კი საშინელი ტკივილები დამეწყო. მივხვდი რომ წ....ბს ვღვრიდი და მალე პატარა ქეთევანიც გვეყოლებოდა!..

დასასრული.

###
ბავშვებო მინდა რომ აი უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი თითოეული თბილი, ტკბილი და საყვარელი სიტყვებისთვის. საბედნიეროდ ამ მოთხრობის წერის პროცესში კრიტიკა არ მახსენდება და მხოლოდ დადებითი და კარგი წამოვიდა თქვენგან, რაც ჩემთვის მოტივაციის ერთ-ერთი მთავარი საგანი გახდა! <3 <3 <3 იმედი მაქვს მოგეწონებათ ახალი და ბოლო თავი! <3 <3 <3 არ შემიძლია არ გამოვყო ერთ-ერთი უდიდესი გულშემატკივარი ამ მოთხრობისა, რომელიც დადების დღიდან მბალენბშიკობს მგონი და ეს არის ტაისია! პირადად დიდი მადლობა შენ ჩემო ტკბილო, თბილო და განსაკუთრებულო. შენმა კომენტარებმა უამრავჯერ გამაბედნიერა ჩემო საყვარელო! blush heart_eyes ასევე გამოვყოფდი ანიებს! ორი ანი მგულშემატკივრობდა როგორც მახსოვს: ერთი იყო: ანი ანი და მეორე: ანი... იმედია ნიქნეიმები არ მეშლება. :დდ მაგრამ ზუსტად იგივე მინდა გითხრათ თქვენც. უდიდესი მადლობა სიყვარულებო ^_^ <3 <3 <3 და ბოლოს ადამიანი რომელმაც სავარაუდოდ გვიან წაიკითხა ჩემი მოთხრობა: ა.ბოჭორიშვილი. მან მე პირადშიც მომწერა და მან არ იცის როგორ გამახარა, მისმა პატარა და საყვარელმა მესიჯმა! მადლობა შენ ამისთვის! heart_eyes heart_eyes heart_eyes აი უღრმესი მადლობა ხალხო ყველას ვინც გახსენეთ ან არ გახსენეთ! ბოდიშით თუ გამომრჩით და ვერ გახსენეთ!:დდ <3 <3 <3 მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან მიყვარხართ და იმედი მაქვს მალე დავბრუნდები ახალი მოთხრობით! blush blush heart_eyes heart_eyes



№1 სტუმარი ani

Ara nickname ar shegshlia didi madloba es iyo komedia romelic gulshi damrcha didi warmatebebii ar iyo uazro banaluri scenebi guli ar mwydeba rom dasrulda aseti dasasrulis gamo <3 ise daasrule rogorc warmomedgina mshvenieria
Unichieresi avtoric yavs temas da aba rogor ar dagvekargo male dagvibrundi komediit
Nu sheni nebAa rogor <3
Mtavaria male axali tema vnaxoo <3

 


№2  offline წევრი ქეთიtaisia

ვაიიჰ პირიქით მე გიხდი მადლობას,დიიიდ მადლობას რომ ასე კარგად წერ ????
ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია,პერსონაჟები და არ ვიცი ახლა რა მეშველება ამათ გარეშე:(( :)
ამდენი არანორმალურის მაგრამ ერთი გამორჩეულად ყველაზე არანორმალურის გარეშე ❤...
ზუსტად ასეთ დასასრულს ველოდი ❤ ძალიან მომეწონა ????❤
ისე ამ არანორმალურის შვილებიც ხო როგორი არანორმალურები იქნებიან და კიდე ქეთევანი ჩემი მოსახლე:) ესეც დარწმუნებული ვარ დედიკოს აირი არანორმალური იქნება:)❤
სანდროს და ვიკას ქორწინება გამეხარდა, მაგრააამ ნიაკოს საქმროს ვიცნობ თ?
მგონი არა ხოო?:(
რატო არ გამაცანიიი???
მეც მაინტერესებს ვინაა სიძე ბატონი..მარტო ი.ათმა რომ იციან რა არი ვითომ??..აბა სხვა სიძეებს კი ვიცნობ კაცო:)))
ჩემი არანორმალურები ❤❤❤
როგორ მომენატრებიაან????❤
ისე არ გინდა მეორე ნაწილი როდადი? ????
მიყვარხარ ძააალიიან ძალიან❤❤❤
ველი ახალ, ძალიან მაგარ ისტორიას❤❤❤

 


№3  offline წევრი Lily Morgan

a.bochorishvili
რა საყვარელი ხააარ, მინდა გითხრა რომ ძაალიან კარგად წერ, ველი ახალ მოთხრობას ♡

მადლობა და იმედია ახალი მოთხრობაც მალე იქნება grin heart_eyes heart_eyes heart_eyes

ani
Ara nickname ar shegshlia didi madloba es iyo komedia romelic gulshi damrcha didi warmatebebii ar iyo uazro banaluri scenebi guli ar mwydeba rom dasrulda aseti dasasrulis gamo <3 ise daasrule rogorc warmomedgina mshvenieria
Unichieresi avtoric yavs temas da aba rogor ar dagvekargo male dagvibrundi komediit
Nu sheni nebAa rogor <3
Mtavaria male axali tema vnaxoo <3

ვუაიმე მადლობა ჩემო საყვარელო!.. <3 <3 <3 მახარებ და მაბედნიერებ მოკლედ <3 <3 <3 იმედია მუზა მალე მეწვევა და მალე დავიწყებ ახალი მოთხრობის წერას <3 <3 <3 <3

ქეთიtaisia
ვაიიჰ პირიქით მე გიხდი მადლობას,დიიიდ მადლობას რომ ასე კარგად წერ ????
ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია,პერსონაჟები და არ ვიცი ახლა რა მეშველება ამათ გარეშე:(( :)
ამდენი არანორმალურის მაგრამ ერთი გამორჩეულად ყველაზე არანორმალურის გარეშე ❤...
ზუსტად ასეთ დასასრულს ველოდი ❤ ძალიან მომეწონა ????❤
ისე ამ არანორმალურის შვილებიც ხო როგორი არანორმალურები იქნებიან და კიდე ქეთევანი ჩემი მოსახლე:) ესეც დარწმუნებული ვარ დედიკოს აირი არანორმალური იქნება:)❤
სანდროს და ვიკას ქორწინება გამეხარდა, მაგრააამ ნიაკოს საქმროს ვიცნობ თ?
მგონი არა ხოო?:(
რატო არ გამაცანიიი???
მეც მაინტერესებს ვინაა სიძე ბატონი..მარტო ი.ათმა რომ იციან რა არი ვითომ??..აბა სხვა სიძეებს კი ვიცნობ კაცო:)))
ჩემი არანორმალურები ❤❤❤
როგორ მომენატრებიაან????❤
ისე არ გინდა მეორე ნაწილი როდადი? ????
მიყვარხარ ძააალიიან ძალიან❤❤❤
ველი ახალ, ძალიან მაგარ ისტორიას❤❤❤

ჩემო ტკბილოოოო! <3 <3 <3 მადლობა კიდევ ერთი საყვარლობა კომენტარისთვის <3 <3 <3 როგორ მიყვარხარ და მახარებ ^_^ <3 <3 ზუსტადაც რომ შენს გამო დავარქვი ბაბიკოს შვილს შენი სახელი! <3 <3 <3 <3 გყვარობ! <3 <3 <3 <3

meocnebe avadmyopi
ძალაინ მაგარი იყო სათაურიც რომ სწორედ ასეთი ჰქონდა

მადლობა საყვარელოო <3 <3 <3 მიხარია თუ მოგეწონაა <3 <3 <3

 


№4 სტუმარი ani

FyFaen
a.bochorishvili
რა საყვარელი ხააარ, მინდა გითხრა რომ ძაალიან კარგად წერ, ველი ახალ მოთხრობას ♡

მადლობა და იმედია ახალი მოთხრობაც მალე იქნება grin heart_eyes heart_eyes heart_eyes

ani
Ara nickname ar shegshlia didi madloba es iyo komedia romelic gulshi damrcha didi warmatebebii ar iyo uazro banaluri scenebi guli ar mwydeba rom dasrulda aseti dasasrulis gamo <3 ise daasrule rogorc warmomedgina mshvenieria
Unichieresi avtoric yavs temas da aba rogor ar dagvekargo male dagvibrundi komediit
Nu sheni nebAa rogor <3
Mtavaria male axali tema vnaxoo <3

ვუაიმე მადლობა ჩემო საყვარელო!.. <3 <3 <3 მახარებ და მაბედნიერებ მოკლედ <3 <3 <3 იმედია მუზა მალე მეწვევა და მალე დავიწყებ ახალი მოთხრობის წერას <3 <3 <3 <3

ქეთიtaisia
ვაიიჰ პირიქით მე გიხდი მადლობას,დიიიდ მადლობას რომ ასე კარგად წერ ????
ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია,პერსონაჟები და არ ვიცი ახლა რა მეშველება ამათ გარეშე:(( :)
ამდენი არანორმალურის მაგრამ ერთი გამორჩეულად ყველაზე არანორმალურის გარეშე ❤...
ზუსტად ასეთ დასასრულს ველოდი ❤ ძალიან მომეწონა ????❤
ისე ამ არანორმალურის შვილებიც ხო როგორი არანორმალურები იქნებიან და კიდე ქეთევანი ჩემი მოსახლე:) ესეც დარწმუნებული ვარ დედიკოს აირი არანორმალური იქნება:)❤
სანდროს და ვიკას ქორწინება გამეხარდა, მაგრააამ ნიაკოს საქმროს ვიცნობ თ?
მგონი არა ხოო?:(
რატო არ გამაცანიიი???
მეც მაინტერესებს ვინაა სიძე ბატონი..მარტო ი.ათმა რომ იციან რა არი ვითომ??..აბა სხვა სიძეებს კი ვიცნობ კაცო:)))
ჩემი არანორმალურები ❤❤❤
როგორ მომენატრებიაან????❤
ისე არ გინდა მეორე ნაწილი როდადი? ????
მიყვარხარ ძააალიიან ძალიან❤❤❤
ველი ახალ, ძალიან მაგარ ისტორიას❤❤❤

ჩემო ტკბილოოოო! <3 <3 <3 მადლობა კიდევ ერთი საყვარლობა კომენტარისთვის <3 <3 <3 როგორ მიყვარხარ და მახარებ ^_^ <3 <3 ზუსტადაც რომ შენს გამო დავარქვი ბაბიკოს შვილს შენი სახელი! <3 <3 <3 <3 გყვარობ! <3 <3 <3 <3

meocnebe avadmyopi
ძალაინ მაგარი იყო სათაურიც რომ სწორედ ასეთი ჰქონდა

მადლობა საყვარელოო <3 <3 <3 მიხარია თუ მოგეწონაა <3 <3 <3

Meore nawilic dagewera ici rogor michirs amattan ganshoreba an aseti motxeobit dagvibrundi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent