შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯოჯოხეთიდან სამოთხემდე თავი 2


22-02-2018, 03:25
ავტორი მია მია
ნანახია 1 039

არ ვიცი რა დავაშავე,მაგრამ გამუდმებით იძახის რომ უბედურების მთავარი და ერთადერთი მიზეზი ვარ და რომ მამაჩემი ჩემს გამო შეეწირა ავტოსაგზაო შემთხვევას.
მას შემდეგ რაც დოკას ხელებში შევრჩი შეჩეჩებული მზრდიდა ვაი-ვაგლახითა და ცემა-ტყეპით,დიდად ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება არ მქონია,რომც მქონოდა ჩემი არ იქნებოდა ან ხელებიდან გამოგლეჯდა დედაჩემი პირველივე შანსის მიცემისთანავე.
სმა და ნარკოტიკების მიღება ერთდროულად დაიწყო,ნარკოტიკზე უარი ცზონებულმა ბებიაჩემმა ათქმევინა,სასმელზე კი უარის თქმა ვერ შეძლო და დღემდე გატიალებული დაიარება ქუჩა-ქუჩა და ყველას უყვება თუ რაოდენ უვარგისი შვილი გააჩინა.
ერთი რამ ვისწავლე ცხოვრებისგან,თუ გინდა რომ არავის ავ მონაყოლს არ მოუსმინო უბრალოდ ყურებზე აიფარე ხელი და იარე ისე,თითქოს არც არასდროს გაგიგია არაფერი ცუდი.
ცივ და სუსხიან დილას ახლა უკვე წვიმის წვეთებიც ემატება,სახეზე ერთმანეთის მიყოლებით მეცემიან და სულ ცოტა ხანში გაჩერებაზე მდგარს ერთიანად მასველებენ.
როგორც იქნა შორიდან მომავალ ტაქსის ვამჩნევ,ხელს ვიშვერ და მძღოლიც მაშინვე მიჩერებს ცხვირწინ მანქანას,წინა სავარძელზე მოწყვეტით ვჯდები,რემენს ვიკრავ და ხელებს ფეხებს შორის ვმალავ.
ნაკარნახებ მისამართზე მალევე მივყავარ, ხუთ ლარს ვუხდი და ფრთხილად ვტოვებ ავტომობილს.
ორ სართულიანი შენობის შესასვლელთან ვჩერდები,შესასვლელის თავზე უზარმაზარ წარწერას ყოველი მოსვლისას ახლიდან ვკითხულობ. "ლამაზმანები"სიტყვა რომელის ასოებიც ღამღამობით წითლად ანათებენ და ქუჩაში გამვლელ უმეტედ უსაქმურ,მოღალატე და ფულის მფლანგველ მამაკაცს იზიდავენ.
კართან მდგარ გიორგის ვესალმები,არც თუ ისე დიდი ხანია რაც დაცვად დგას რადგან აქამდე რამდენიმე ადამიანი სამსახურს მწარედ გამოემშვიდობა,თავს მიკრავს და ხმას როგორც ყოველთვის არ იღებს,უინტერესო თვალებს ერთი ორჯერ მაპარებს მაგრამ მალევე უბრუნდება საწყის მდგომარეობას. შენობაში შევდივარ,სიგარეტის და სასმლის სუნი რომელიც ჯერ კიდევ გუშინდელი ღამიდან არის შემორჩენილი ცხვირის ნესტოებს მიწვამს და თავს მატკიებს,კურტკას ვიხდი და მარჯვენა ხელზე ვიკიდებ,
უზარმაზარი დარბაზიდან ვიწრო კოლიდორში ვინავლებ,დღისითაც გამუდმებით ჩაბნელებულ კორიდორს ნელი ნაბიჯებით მივუყვები და ხის კარს მიღმა შევდივარ რომელზედაც გარკვევით აწერია "გასახდელი" .
ოთახში მხოლოდ მე ვარ,დანარჩენი გოგონებიც ალბად მალე მოვლენ,იქამდე კი კურტკას საკოდზე ვკიდებ და შავ მდივანში ვესვენები. დიდი განსხვავება არის მოცეკვავე გოგონებსა და ჩვენს შორის,ოთახიც კი... მათ არ უწევთ სხეულის გაყიდვა,მაგრამ ყოველთვის ჩანან,ჩვენ არ ვჩანვართ მუდამ მაგრამ სხეულს ვყიდით..
ყოველი კლიენტის შემოსვლისთანავე ქალბატონი დალი გვადგება კარს,მამაკაცს ჩვენს ფოტოებს აჩვენებს სადაც სხეული კარგად გვიჩვანს მაგრამ არა შიშველ მეგომარეობაში,კლიენტი ირჩევს ერთ-ერთ ჩვენთაგანს მოწონებისამებს,მაგრამ ყველა ფოტო ბრუნდება უკან მალევე დალისთან,ოთახიდან გასვლის თანავე კი კლიენტის მოგონებებიც და შთაბეჭდილებებიც რჩება ამავე შენობაში,სხვა შემთხვევაში დავით ბაღათურიასთან დაიჭერენ საქმეს.
იმის გამო რომ წასასვლელი სხვაგან არსად მაქვს ღამემდე მიწევს თანამშრიმლებთან ერთად დროის გატარება,ერთი-ორს დავუმეგობრდი კიდეც,აქამდე არ მეგონა ასე თუ იყო მაგრამ თურმე ამ საქმიანობაშიც სცოდნია ხალხს შეცილება და ამოძულება იმის ვინც ვინმეზე მეტს შოულობს,ან თუ რომელიმე კლიენტის რჩეული ხდება. გასახდელი ივსება,ყველა თავის საქმეს უდგება მოცეკვავეების გარდა,მათ ღამით უწევთ მუშაობა ჩვენ კი დრო არ გაგვაჩნია სამწუხაროდ.
-ქალბატონო მარიამ- გვერდით მიდგება ლიზი,სარკის წინ მდგარ მაგიდაზე ლამაზად გადაშლილ კოსმეტიკას ავლებს თვალს,ლაინერს კიდებს ხელს და მე სკამზე მაჯენს -თვალი დახუჭე-ვხუჭავ მარჯვენა თვალს,როგორც წესი ლიზი ზრუნავს ჩემს გალამაზებაზე,სიამოვნებს ამის კეთება,მეც მუდამ კმაყოფილი ვრჩები მისი ნამუშევრით-აბა მოყევი,როგორ ხარ ? გუშინ უკან არ დაბრუნებულხარ,დავითმა თქვა რომ კლიენტმა მთელი ღამით დაგიტოვა -ახლა მეორე დახუჭულ თვალს ვახელ,ორივეს ვაფართოვებ გაოცებისგან
-მასე თქვა ?- მახსენდება გუშინ მომხდარი და ვაანალიზებ რომ ლიზისთან ამის შესახებ საუბარი არ არის კარგი აზრი -ნუ პრინციპში მასეა და აბა რას იტყოდა ?- ძალით ვიღიმი და სკამიდან ვდგები
-დღესაც მოდის მგონი,კარგად ვერ გავიგე ეგ-თვალებს ახლა უფრო ფართოდ ვახელ
-დღესაც ?
-ხო რა იყო?
-არაფერი .. -თავს ვარიდებ,ვტრიალდები და ნერვიულად ვიწყებ წინ და უკან სიარულს. ოთახში დალი შემოდის,ხელს მიქნევს და მეც მისკენ მივდივარ სწრაფი ნაბიჯებით
-კლიენტი გელოდება წამოდი-ხელს ხელზე მკიდებს ძლიერად და სირბილით მივყავარ კლიენტამდე.
ჩემს წინ ორმოცდაათამდე წლის მამაკაცს ვხედავ,უკვე შეთეთრებული წვერითა და თმით,ოდნავ გამობერილი მუცლით.
ერთი შეხედვით გულის რევის შეგრძნებას მბადებს,მეორე მხრივ სხვა გზა მაინც არ მაქვს დარჩენილი და მის გვერდით ვდგები. მამაკაცის მძაფრი სუნამოს სურნელი ყელში მაჭერს,ვცდილობ არ შევიმჩნიო არაფერი და მშვიდი ტემპით მივუძღვები წინ. დახვეულ კიბეებზე ავდივართ,მეორე სართულის მესამე ოთახში შემყავს,ოთახი ერთიანად ჩაბნელებულია,ჩემი ერთ-ერთი საყვარელია რადგან კლიენტთა ამაზრზენ სახეს გარკვევით ვერასდროს ვხედავ სექსუალური აკტისას. საპირფარეშოში ჯერ თვითონ შედის,შემდეგ მე შევდივა და ცივ წყალს ორჯერ ვისხამ სახეზე,ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ისევ უკან გამოვდივარ. ორ საწოლიან ლოგინზე წაშოტილი მხვდება,პერანგ შეხსნილი ხმაურიანად ხვნეშის,დილის გამო ჯერ კოდევ ჩანს მისი სახე და სხეული,ცალი ფეხი საწოლზე უდევს მეორე კი იატაკზე. იქამდე სანამ საპირფარეშოდან გამოვიდოდი მოუსწრია გახდა შარვლისა და ტრუსის,თუმცა პერანგს რატო არ იხდის აქამდე საკვირველია. კლიენტამდე ნელი ნაბიჯებით მივდივარ,საწოლზე ვძვრები და მერე ვასწორებ კარგად,ზევიდან ვაჯდები და პერანგს მაშინვე ვხდი.
ხელებს მკიდებს თავზე ძლიერად და თავისი სახისკენ მითრევს,ცდილობს ტუჩებზე მეძგეროს მაგრამ ამის საშუალება არა მხოლოდ მას არამედ სხვებსაც არ ვაძლევ,მალევე მნებდება.
მკერდზე ხელებს ძლიერ მიჭერს,შემდეგ უშვებს და ისევ მიჭერს,უხეშად მკრავს ხელს და საწოლზე ზურგით მანარცხებს,თუმცა თავი საწოლს იქით მრჩება ჰაერში.
ხელებს აქეთ-იქიდან მკიდებს და ახლა მუცელზე მატრიალებს,მარჯვენა ხელს უკანალზე მთელი ძალით მარტყამს,ტკივილისგან საწოლის გადასაფარებელს ვებღაუჭები და თვალებს ძლიერად ვხუჭავ,მეორედაც მარტყავს და მესამედ უკვე პირდაპირ შემოდის ჩემში. მისი სიმძიმის გაძლება გაუსაძლისი ხდება,ამაზრზენი ხვნეშისა და კვნესის ხმები ჩამესმის ყურში,დრო და დრო ყურის ბივილომდე მწვდება და უხეშად მკბენს,მერე ენას მისვამს ყურს უკან და აქამდე გაუგონას სიტყვებს ჩამჩურჩულებს სიამოვნებით. "იკივლე" მიყვირის თმაში მკიდებს ხელს,მთელი თალით მქაჩავს უკან,ყელში ბურთი მეჩხირება და მეც ხმა დაბლა ვიწყებ ყვირილს,ხელს მიშვებს და ზურგზე ჩქმეტას მიწყებს,მთელი ძალით სწევს კანს ზემოთ და კარგა ხანს თითებს შორის მოქცეულს არ უშვებს,სიმწრისგან ხმამაღალი კივილი მცდება ბაგეებიდან,მატრიალებს და ჩემს ზემოთ მოქცეული გაშლილ სილას მარჯვენა ლოყაში ისე ძლიერად მთავაზობს ცოტა ხანს გონება მებინდება,თვალებიდან ცრემლები უნებლიედ იწყევენ დენას და ენაზე კბილებს ძლიერად ვიჭერ.
უსიცოცხლოდ გამხდარ ხელებს გულ-მკერდზე ვადებ და ვცდილობ ჩემგან მოშორებით დავტოვო,ახლა მეორე სილას მეორე ლოყაზე მთავაზობს,ცოტაც და ტანჯვისგან გული წამივა. ფეხებზე წამდაუწუმ მიჭერს ხელებს,ხან მუცელზე ზემოდან მაწვება და სუნთქვას მაშინვე მიკრავს....
ამაზრზენი წუთები სრულდება,ცუვად მშორდება და მაშინვე ტრუსს და შარვალს იცვამს,საპირფარეშოში შესვლის გარეშე ტოვებს ოთახს და ჩემს ცრემლებთან მტოვებს მარტოს.
მაშინვე ვდგები და სააბაზანაშო ვიკეტები,ონკანს ვხსნი და ცხელი წყლის ქვეშ ვდგები,კედელზე დაკიდებულ სახეხს ვაქაფებ და მთელი ძალით ვიხეხავ სხეულს,ისტერიული ტირილი მიტყდება,დაწითლებამდე ვიხეხავ ტანს,ტკივილამდე მიმყავს საკუთარი თავი და ბოლოს კედელზე აყუდებულს მუხლები მეკვეთება და ძირს თავქვე ვეცემი.
-აღარ შემიძლია ღმერთო... აღარ შემიძლია.... აღარ მინდა... ღმერთო დამეხმარე გევედრები,აღარ შემიძლია.... -ვიმეორებ გაუჩერებლად და გიჟივით ვქანაობ წინ და უკან ისე თითქოს სარწეველაზე ვიჯდე...
წყლის გადავლების შემდგომ ოთახს ვტოვებ და ისევ გასახდელში შევდივარ,არავის არ ვცემ ხმას,არც ლიზი ჩანს როგორც ჩანს ახლა მისი დროა...
ღამემდე მდივანში ჩავარდნილი ვატარებ დღეს,ღამის რვა საათიდან კი მუსიკების უზარმაზარი ხმა ტვინს მიფეთქებს..
ამ დროს გასვლა ჩვენც შეგვიძლია დარბაზში და ცოტა განტვირთვა.

დარბაზში გასული ბართან ვჯდები და ტეკილას ტეკილაზე ვსვამ,სამ ჭიქაში კარგად მიჟუჟუნდება თვალებიც,თუმცა არაფერი მავიწყდება,პირიქით ყველაფერი ახლა უფრო კარგად მახსენდება ვიდრე ფხიზელს.
-მაარ-სესილი ჩამყვირის ყურში
-რა იყო ?
-კარგად ხარ ?
-შესანიშნავად სესი-ხელებს ვშლი და სიცილს ვიწყებ
-ამდენი დალევა არ შეიძლება ხომ იცი ? ჩვენთვის მით უმეტეს
-ვიცი კი
-კარგი... ვიღაც გელოდება-კიდევ ახალი კლიენტი... ფეხზე ვდგები და სესილის უკან მივყვები
-ვინ არის?- ვეკითხები დრო და დრო
-არ ვიცნობ არ ვიცი-ერთ-ერთ მაგიდამდე მაცილებს და თვითონ მალევე ქრება სადღაც.
ჩემს წინ მჯდარ ისევ იმ უცნობ მამაკაცს ვხედავ,მთვრალი კი ვარ მაგრამ ნამდვილად ის არის და არ მელანდება
-შენ ? -გაოცებას ვერ ვმალავ
-გუშინაც გაგაფრთხილე რომ მოვიდოდი-ფეხზე დგება და ხელს წელზე მხვევს. კორიდორისკენ მიმაქანებს და დავითის კაბინეტამდე მივყავარ,მეც უსიტყვოდ მივყვები ფეხდაფეხ-დამელოდე აქ-მაფრთხილებს და კაბინეტში დაახლოებით ათ წუთს აყოვნებს,შემდეგ უკან გამოდის და ხელს ხელზე მკიდებს,ახლა გასახდელში შევყავარ -შენი კურტკა აიღე- მეუბნება და თვითონ კოლიდორში მელოდება. კურკას ვიცვამ და ჩანთას ვიკიდებ მხარზე,გარეთ გავდივართ და მის მანქანაში მის გვერდითვე ვჯდები
-რა ხდება ?-ვეკითხები და მანქანის შუქზე კარგად. ვაკვირდები სახეზე
-გაიხადე კურტკა-მიბრძანებს მკაცრი ტონით
-ახლა იმ შენობაში არ ვართ
-გაიხადე-თქო -ვიხდი კურტკას და უკანა სავარძელზე ვდებ-პერანგი შეიხსენი და შეტრიალდი ჩემკენ ზურგით რომ იყო-პერანგსაც ვიხსნი,ვტრიალდები როგორც მითხრა. ხელს კიდებს პერანგის ბოლოს და ზემოთ ქაჩავს,მალევე უშვებს ხელს და სწორდება -შეიკარი-ვიკრავ და გაოგნებული სავარძლის საზურგეს ვეყუდები
-რა მოხდა ?
-რას გიგავს ზურგი? -მშვიდი ტონით მეკითხება მაგრამ მრისხანებას ნამდვილად ვერ მალავს ..
-ეს უბრალოდ..-არ ვიცი რატომ,მაგრამ მის წინაშე თავის გამართლების საშინელი სურვილი მიჩნდება,მაგრამ არ შემიძლია,სიტყვებს ვერ ვუყრი თავს რომ ავუხსნა თუ როგორი დრო გავატარე ამაზრზენ კლიენტთან ერთად
-უბრალოდ ..-ირონიულად იცინის-ეს უბრალოება არის ? შენ ამას არაფრად თვლი ? ნუთუ საერთოდ არაფერს ნიშნავს შენი სხეული შენთვის ?
-ეს უბრალოება არ არის.. მე არც კი ვიცი ვინ ხარ,საიდან ხან,რა გქვია და რა გინდა ჩემგან,ვერ გამიგია რატომ იწუხებ თავს ჩემი ცხოვრების ქექვით? მე ამით ფულს ვშოულობ,სიამოვნების მიღება რომ მდომოდა ასე და ამ სიტუაციაში ნამდვილად არ მექნებოდა ურთიერთობა
-ფულის შოვნა რამდენი რამით შეიძლება იცი ? თუ მაინც და მაინც მდივანი და ელჩი არ შეგიძლია რომ იყო,ელემენტარულად მიმტანია შესაძლებელი რომ გახდე
-შენ ფიქრობ არ ვიცი ეს ყველაფერი ? უბრალოდ ახსნას არ აქვს აზრი,ვერ გაიგებ და არც მინდა რომ გაიგო -ნერვიულად ვათამაშებ თითებს -სახლში წამიყვანე და მეორედ აღარ შემხვდე სადმე -მანქანას ძრავს და ადგილიდან წყვეტს,მშვიდად და საუბრის გარეშე ვაღწევთ ეზომდე
-დღეს რამდენი გამოიმუშავე ? -მეკითხება და მანქანის სალონში ანთებს სინათლეს,კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვჩქარობ რადგან არასასიამოვნო თემად მივიჩნევ ამ წამს-პასუხს არ მცემ ესეიგი.. კარგი-კურტკის ჯიბიდან იღებს ფულს და მაწვდის-აიღე,იმიტომ არ გაძლევ რომ მფარველობას გიწე,ჩემს გამო ვერ წამოიღე დღეს ფული -თავს იმართლებს,ფულს ვართმევ რადგან ვიცი სახლში საჭმელი არ დამხვდება,მთელი დღის უჭმელს კი ღამე მაინც მჭირდება ჭამა,მანქანის კარგს ვხსნი და უხმოდ გადავდივარ.
სახლში ასვლამდე მარკეტში შევდივარ,დაზურგული მარკეტიდან კი სახლში.
შესვლის თანავე ნაცნობი ხმა ჩამესმის ყურებში,პარკებს შემოსასვლელში ვალაგებ და მისაღებ ოთახში შევდივარ,სკამზე წამოსკუპებული ექვთიმე მხვდება
-შენ აქ რას აკეთებ? -ცივად ვაჩერდები
-არ გაგიხარდა ჩემი დანახვა ? -დგება ფეხზე და გულში მიკრავს,შემდეგ ისევ მშორდება და უბრუნდება საწყის პოზიციას
-არა როგორ არ გამიხარდა,უბრალოდ არ გელოდი დღეს აქ
-არაუშავს ექვთიმე მუდამ სასურველი სტუმარია ჩვენს სახლში-დოკა ფინჯნებით ხელში ნები ნაბიჯებით შემოდის და ფინჯნებს მაგიდაზე მშვიდად დგამს-როგორ ხარ ? -ჩემდა გასაკვირად მეკითხება კიდეც ამას
-არამიშავს-მოკლედ ვუჭრი. სავარძელში ვესვენები და ხელებს სახელურებზე ვალაგებ აქეთ-იქიდან -საჭმელი მოვიტანე,ამოალაგე და გავშლი სუფრას სამისთვის
-იჯექი მე გავშლი-მაშინვე ფეხზე დგება და გადის მისაღებიდან. დღეს მის უცნაურ ქცევებს ალბად მიზეზის ექნება,მიზეზი კი უთუოდ შოკის მომგვრელია გული მიგრძნობს.
-მარი
-ჰო
-ეს ყელზე რა გაქვს ?-თითს ყელზე იდებს და მანიშნებს
-აა ეს... რა მაქვს ?-ვიბნევი-არაფერია სერიოზული-ხელს ვაფარებ დალურჯებულ ადგილს და უხერხულობის გასაფანტად ვიღიმი
-ძალიან დაღლილი ხარ,იქნებ შეეშვა მაგ სამსახურს?
-მეც ძალიან მინდა მაგრამ ჯერ არ შემიძლია...-მიზეზი გონებაში კინო-კადრივით მიტრიალებს..მომენტი როდესაც დოკამ შეთანხმება დადო დავით ბარათაშვილთან და პირდაპირი გაგებით გამყიდა მასზე,ექვს თვიანი შეკრულების მსხვერპლი გამხადა საკუთარმა დედამ... სანაცვლოდ რას მიიღებს არ ვიცი,არც დავინტერესებულვარ და არც მომავალში დავინტერესდები. რამდენიმე მცდელობა მქონდა სამსახურიდამ წამოსვლის მაგრამ ვაი წამოსვლას,
სიკვდილზე ხელის მოწერის ტოლფასია ამ სიბინძურიდან თავის ასე დაღწევა !
-რატომ ?
-დედაჩემის ახლობელია უფროსი მაღაზიის,ხელის შეწყობა სჭირდება ცოტა ხანს,დალაგდება სიტუაცია და მეც წამოვალ
-ძალიან კარგი,გამხდარი იყავი ადრეც მაგრამ ახლა უფრო გახდი..-ახლა მიტრიალდება სცენა ფილმიდან თუ როგორ კვდება გოგონა შიმშილისგან,საბედნიეროდ არ მიწერია მთლად ეგ ბოლო მაგრამ არც არაფერი უკლია .. -ნათია რომ ჩამოვიდა საფრანგეთიდამ გაიგე?
-ნათია ? არა არ ვიცოდი,როდის ? ამ რა მიზეზით?
-არ მილაპარაკია არ ვიცი-ფეხზე ვდგები და შემოსასვლელში გავდივარ,ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ,ორი გამოტოვებული ზარია უცხო ნომრიდან შემოსული,მაშინვე ვრეკავ იმავე ნომერზე და ჰოი საოცრებავ,ნათიას ხმა ჩამესმის ყურში



№1 სტუმარი სტუმარი keti

Mecodeba. magram martla ho sheudzlia sxvagan imushaos, albat male gavigebt mizezs,ratom ar midis sxvagan, an tavidanve ratom datanxmda 6tvian kontrakts,saertod gakceuliyo saxlidan. dedamisi macemina netav :D :D velodebi shemdeg tavs <3 warmatebebi <3

 


№2 სტუმარი სტუმარი gega

male dade ra shemdegi tavi ❤️

 


№3  offline წევრი მია მია

სტუმარი keti
Mecodeba. magram martla ho sheudzlia sxvagan imushaos, albat male gavigebt mizezs,ratom ar midis sxvagan, an tavidanve ratom datanxmda 6tvian kontrakts,saertod gakceuliyo saxlidan. dedamisi macemina netav :D :D velodebi shemdeg tavs <3 warmatebebi <3

ნამდვილად მალე გაიგებთ მიზეზს თანაც წინ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გველის .. მადლობას გიხდი რომ კითხულობ

სტუმარი gega
male dade ra shemdegi tavi ❤️

აუცილებლად ჩემო კარგო როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა დავდებ

 


№4 სტუმარი სტუმარი keti

სტუმარი keti
Mecodeba. magram martla ho sheudzlia sxvagan imushaos, albat male gavigebt mizezs,ratom ar midis sxvagan, an tavidanve ratom datanxmda 6tvian kontrakts,saertod gakceuliyo saxlidan. dedamisi macemina netav :D :D velodebi shemdeg tavs <3 warmatebebi <3

Gelodebii <3

 


№5 სტუმარი სტუმარი keti

Sad daikargee amden xans velodebi mesame tavs ramdeni xania :D

 


№6  offline წევრი მია მია

სტუმარი keti
Sad daikargee amden xans velodebi mesame tavs ramdeni xania :D

მესამე თავი დევს რა ხანია,ეოთხე თავის დადებას ვაპირებ უკვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent