გულის ძახილი.თავი 3
ღიმილი – ბედნიერების უტყუარი ნიშანია და მთელი გზა სახლიდან სასწავლებლამდე ღიმილით გაიარა.მისი ბედნიერებისგან გასხივოსნებული სახე პირველ რიგში მისმა უახლოესმა მეგობრებმა შეამჩნია. -სესიიიი რა ბედნიერი სახე გაქვს,თვალები გიბრწყინავს და არა მარტო თვალები საყვარელო,შენ ერთიანად ბრწყინავხარ.სესილი გულში ვეღარ იტევდა სიხარულს და საუკეთესო და ერთადერთ დაქალს ყველაფერი მოუყვა,თან სიხარულისაგან აციმციმებული თვალები შეანათა. -ძალიან მიხარია,რომ ასეთ ბედნიერს გხედავ. -გოგოებოოო,ჩემო ფუნთუშებო და შოკოლადებოოოო.გოგონებს მათი მეგობარი ერეკლე მიუახლოვდა და ორივეს ხელი მოხვია. -რააა,რა გიხარია ერკე. -რა გეგმები გაქვთ დღეს,გეკითხებით იმიტომ,რომ მე მაქვს რაღაც გეგმა. -აბა ჩამოარაკრაკე, გისმენთ.უთხრა ერკეს მედეამ.ერკემ მედეას მიაჩერდა და შემდეგ სესილის უთხრა. -სესო წაკითხული მაქვს რომ მედეა კოლხი ქალი იყო და იყო საოცრი სილამაზით დაჯილდოვებული ქალი უფლისგან.ისიც წავიკითხე რომ ესაა ქალი, რომელშიც გაერთიანებულია ქალის ყველანაირი თვისება.შენ გეკითხები ეს ჯუჯა მედეა რატომ არ ჰგავს იმ ტანწერწეტა მედეას?ჯუჯა რატომ ხარ ასეთი შეუხედავი?უთხრა ბოლოს მედეას და თან გაეცინა. -შეუხედავი და მახინჯი შენ თავად ხარ,გველო.გაუბრაზდა მედეა და ერთი კარგი მორტყმაც მიაყოლა მის სიტყვებს,მაგრამ ერკეს არც გაუგია მისი დარტყმა მის დაკუნთულ მხრებზე. -გააჩერე ხელები და ნუ მომაყოლებ ახლა კოლხეთში არგონავტების შემოსვლის ისტორიას,მე სულ სხვა თემაზე მაქვს აქ საუბარი და გირჩევ მომისმინო. -თქვი ერკე რისი თქმა გინდოდა.უთხრა სესილიმ სიცილით. -მინდა დღეს სამივემ ერთად წავიდეთ და სადმე დავჯდეთ,მხოლოდ ბარში არა რა,მყუდრო ადგილი მინდა რომ ვისაუბროთ წყნარად.დიდი დროა ერთად არ გავსულვართ არსად და არ გვისაუბრია.სესილიმ ეშმაკურად გადახედა ჯერ ერთს და მერე მეორეს და გაღიმებულმა თქვა. -დღეს მე წაგიყვანთ კარგ ადგილზე. -სად?სად იცი კარგი ადგილი და სად დადიხარ შენ უჩვენოდ?წარბი აუწია ერკემ. -იქ სადაც,დარწმუნებული ვარ უჩემოდაც ბევრჯერ წახვალთ.თვალი ჩაუკრა ორივეს და ლექციაც დაიწყო.როგორც იქნა დასრულდა ლექციები და სესილის ელოდნენ ეზოში,რომ სესილიც გამოჩნდა წიგნებით ხელში და წავიდნენ იმ საოცრად ლამაზ და მშვიდ ადგილზე სადაც წინა ღამით ლუკასთან ერთად გაატარა.მისვლისთანავე ძია ფრიდონი შემოეგება ღიმილით და უთხრა. -ადრე მოხვედი,არ გელოდი სესო აქ ჯერ. -ვიცი,ძია უბრალდ ძალიან მოგვშივდა და ახლა მხოლოდ შენი თავბრუდამხვევი სალათა და თევზეული თუ მომიბრუნებს სულს. -ახლავეს ჩემო ლამაზო. -სესი აქ ხშირად დადიხარ? -არც ისე,მხოლოდ მაშინ როცა ძალიან მინდა მარტო ყოფნა. -აბა ჩემი საპატიო სტუმრები რას მიირთმევს?ჩვეული ღიმილით მიუახლოვდა მოხუცი ტკბილად მოჟღურტულე მეგობრებს. -რაც კი საუკეთესო და საფირმო გაქვთ მენიუში ძია. -და კიდევ წითელი ღვინო ერთი ბოთლი.მოხუცმა სესილის შეხედა თითი დაუქნია და უთხრა. -ჩვენ შემდეგ ვილაპარაკებთ ეშმაკო. -კარგი,ვილაპარაკოთ.ღიმილით შეხედა სესილიმაც მოხუცს. -სესილი ეს ამოდენა სიხარული იმ ადამიანის მიმართ არის გამოწვეული,ვინც მხოლოდ გუში გაიცანი?შეეკითხა ინტერესით მედეამ. -ვინ გაიცანი,სად გაიცანი,როდის გაიცანი და მე რატომ არაფერი ვიცი?გაუკვირდა ერეკლეს.ნუ მიყურებ და ნუ მიჟუჟუნებ თვალებს,გელოდები.უნდა მითხრა ყველაფერი როგორია,ვინ არის და ახლა სად არის. -მოგეწონება ძალიან კარგი ადამიანია და ახლა იმიტომ არ არის ჩემს გვერდით,რომ წლების უნახავ მეგობარს უნდა შეხვდეს.რაც შეეხება იმას თუ როგორია ის,გეტყვი რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია,ყველასგან განსხვავებული. -გასაგებია,მე მინდა რომ ბედნიერი იყო.რას გრძნობ თავად მის მიმართ. -რას ვგრძნობ?კარგი შეკითხვაა,მაგრამ ვერ ავხსნი რას ვგრძნობ იკა. -ქალები ასეთები ხართ,შეგპირდებიან ლამაზ ცხოვრებას და ალბად შენც დაიჯერე ეს ნაცნობი ზღაპარი. -როგორ ძალიან სცდები მეგობარო.არა,არ არის ასე და უფრო ამიტომ შემოვიდა ჩემს გულში პირველი ნახვისთანავე.ის ისეთია ვიცი,რომ ერთმანეთის ტკივილს და სიხარულს ერთად გავიზიარებთ. -მე ვერაფერს ვერ გეტყვი,მხოლოდ ერთისა.სესი ძალიან მინდა ბედნიერი იყო და აი როგორც დღეს ხარ ბედნიერებით სავსე,ასე იყავი ყოველთვის.დღეს შეგხედე თუ არა,თვალში მომხვდა ზედმეტად გაღიმებული შენი სახე და გამიკვირდა.სამი წელია რაც გიცნობ და ასეთი მხიარული და ბედნიერი არ მახსოვს მენახო.ამიტომ გთხოვეთ დღეს ცალკე გავსულიყავით,რადგან საუბარი შემძლებოდა თქვენთან თავისუფლად. -ვიცი იკა მივხვდი და მადლობა,ძალიან კარგი გააკეთე. -არ ვნერვიულობ შენზე,ვიცი რომ მშვიდი ადამიანი ხარ და მშვიდი ცხოვრებით მიყვები ცხოვრებას.ამას რა ეშველება თორემ შენ კი მიყვები ჭკუით. -არა,მითხარი ჩემთან რა უნდა ამ არა ადამიანს ამას.გაბრაზდა მედეა და სამივე გულიანად იცინოდა რომ მანქანების ხმა მოესმათ და ყურადღება ძალა უნებურად სესილის იქით გაექცა და ადგილზე გაქვავდა.მის გვერდით მჯდარ ერკეს ხელზე ხელი მოუჭირა და ამოიკვნესა. -ცუდად ვარ. -რატომ,რა მოგივიდა.შეეშინდა ორივეს. -ალბად ბედს ძალიან უნდა ჩვენი ერთად ყოფნა. -რა ხდება,ვინ დაინახე ასეთი ფერი რომ დაკარგე.ორივემ იქით გაიხედა იმ მხარეს საითაც სესილი იხედებოდა და დაინახეს ორი ახალგაზდა მამაკაცი რომლებიც ერთმანეთს ეხვეოდნენ. -ლუკა,ლუკაა იქ მეგობართან ერთად.აი დამინახა მანაც.ლუკა ანდრეას ღიმილით ესაუბრებოდა,რომ უეცრად სესილის თვალებს გადააწყდა,ჯერ გაუკვირდა და შემდეგ გაეღიმა. -დაჯექი და მოვალ ახლავეს.უთხრა ანდრეას. -სად მიდიხარ,ჯერ არც კი მოვსულვართ,ვინ დაინახე.ანდრეას საუბარში ლუკა სესილის მიუახლოვდა და სიყვარულით სავსე ხმით უთხრა. -სესილი?აქ არ გელოდი დღეს და ამ დროს.სესილის დაბნეულობა შეამჩნია და გაეღიმა,ყველას მიესალმა ღიმილით და ერეკლეც საინტერესოდ შეათვალიერა. -მეგობრებთან ერთად მოვედი,დღეს გადავწყვიტეთ აქ გვესადილა.უთხრა სესილიმ. -მეც მეგობართან ერთად ვარ,ხომ არ შევაერთოდ მაგიდები და ერთად დავჯდეთ? -არ იქნებოდა ურიგო,უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს.უთხრა ერეკლემ ლუკას და სესილის კი კმაყოფილი სახით გადახედა და ხელზე ხელი მოუჭირა მაგიდის ქვემოთ.არანაკლებ აღფრთოვანებული იყო მედეა ლუკათი.მაგიდები ერთმანეთს მიადგეს და მათი მხიარულება საღამომდე გაგრძელდა. -ლუკა ძალიან მიხარია შენს თვალებში ბედნიერების სხივს რომ ვხედავ,სესილი გაბარებ ჩემს ძმას და გაფრთხილებ,მის გულს გაუფრთხილდი,რადგან ეს გული ძალიან იშვიათ და დიდ სიყვარულს გაჩუქებს.სესილიმ ლუკას შეხედა და გაუღიმა. -ანდრეა რატომ არ მოვიდა გიორგი არ გინახავს,ან არ დაგირეკია,არ გითქვამს აქ რომ უნდა შევხვედროდით?შეეკითხა ანდრეას ლუკამ.ანდრეამ საათზე დაიხედა და თქვა გაოცებული ხმით. -აქამდეც უნდა მოსულიყო,მისამართი მივწერე და შეუძლებელია ვერ მოეგნო ამ ადგილისათვის,მისი მიუგნებელი არსებობს თბილიში რაიმე? -იქნებ საცობში მოხვდა,მოვა ნუ ნერვიულობთ.თქვა სესილიმ და ლუკას ხელზე ხელი დაადო ნაზად. -როგორ მიხარია,რომ ჩემზე ფიქრობთ და ნერვიულობთ.მხიარული ხმა გაისმა ახლოდან და ლუკა და გიორგი ერთმანეთს გადაეხვია. -ვერ ვიჯერებ,რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ ერთად ვართ.უთხრა ლუკამ. -იმედია ამიერიდან აღარ დავიკარგებით. -არა,აწი აქ ვარ და არსად არ ვაპირებ წასვლას და სულ მალე კი ვფიქრობ ჩემი მარტოობაც შევავსო. -ოოოო,ოოოოჰ,ეს ახალია?შენ იცოდი,ზეპირად რომ იცინი პროფესორა?შეხედა გიორგიმ ანდრეას და გულიანად გაეცინა ყველას. -გუშინდელი შეხვედრა რომ ერთი ანგელოზის გამო გადადო ლუკამ ეს ვიცი,ახლა რაც გავიგონე მეც შენთან ერთად გავიგე და მიხარია კიდეც ძალიან. -აქ კოქტეილი და ასეთები არ არის ხომ?სად მომიყვანეთ ამ გადაკარგულში გაფიცებთ ყველაფერს. -ნუ იცი ადამიანებზე შეურაფხოფის მიყენება და მიხვდი რაღაცას,მიიხედ მოიხედე და შეხედავ რომ აქ მამა-პაპური დუქანივით არის.თუ ვერ მიხვდი მოგარტყამ ყბებში მამა-პაპურს,რაც წამოიზარდე არ მოგხვედრია და ახლა ვფიქრობ წამალივით მოგიხდება.უთხრა გიორგის ანდრეამ გაბრაზებული ხმით. -ვიცი და ნუ ამოხტები შენებურად შარვლიდან საცვალი მაინც ხომ გაცვია პროფერაორა,აქ გოგოებია და არ შეაშინო. -გიორგი მართლა მოგხვდება.საუბარი მეგობრებს მოხუცმა შეაწყვეტინა. -რა მოგართვა ბიძი,წითელ ღვინოს მიირთმევ თქვენც? -მოხუცო იმედია ისმევა ეს ღვინო და არ მოვიწამლებით.ძია ფრიდონიმ გაკვირვებული თვალებით შეხედა გიორგის და თვალი მის ღიმილ შეპარულ ბაგეს რომ შეასწრო თავადაც გაეცინა. -სიმართლე გითხრა? -აბა რა,სიმართლე და მხოლოდ სიმართლე,არაფერი სხვა სიმართლის გარდა. -მოიწამლები,მაგრამ ისე მოიწამლები,რომ კიდევ მოგინდება აქ მოსვლა.გიორგი წამოდგა და მოხუცს გადაეხვია. -მართლა ძალიან მომწონს ეს უბრალო ქოხი და არ შეცვალო მოხუცო.თუმცა რაღაც იდეები არის და თუ დაფიქრდები,მე თქვენს გვერდით მიგულეთ. -მეც სწორედ მაგ თემაზე მინდოდა შენი ნახვა გიო და აუცილებლად უნდა დავილაპარაკოთ. -მეც აქ ვარ და მოვუსმინოთ ერთმანეთს.შემდეგ მიუბრუნდა მაგიდის წევრებს და ყველას სათითაოდ გაეცნო.სესილის ხელი რომ ჩამოართვა,თითქოს მისი თვალები ეცნო და ეს შესამჩნევად იგრძნო,მაგრამ განა ცოტა თვალებია რომლებიც ერთმანეთს ჰგავს?უეცრად დადარდიანდა და ანდრეამ ხუმრობით უთხრა. -რა გემართება გიო შენც შეყვარებული ხარ?შეეკითხა ღიმილით ანდრეამ. -მე ახლაც მიყვარს ის,ვისაც არც კი ვიცნობ.არც მინახავს წლებია და არც ის ვიცი ვნახავ თუ არა როდესმე,მაგრამ მაინც მასზე მეფიქრება.იქნებ აღარც კი ვახსოვარ,ან იქნებ კი? -ააააა,შენ მართლა შეყვარებული ხარ გიო.ქერაა თუ შავგვრემანი? -ღია წაბლისფერი თმები აქვს,ქერაც შეიძლება ვუწოდო და დიდი მრგვალი თაფლისფერი თვალები აქვს. -ალბად შენი ასაკის არის. -არა,ის ჩემზე პატარაა.სადღაც 20-21 წლის იქნება ახლა. -რატომ ალბად,სკოლიდან არ იცნობ? -არა,შემთხვევით გავიცანი,ჩვენი გაცნობა ანდრეა დიდ ტკივილთან ასოცირდება. -რას ამბობ,რა ტკივილთან.შეეკითხა სესილიმ და გიორგის გაკვირვებული უცქერდა და თავის თავში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე ფიქრობდა.გიორგიმ ამოიოხრა და თვალები დახუჭა,თქმით კი აღარაფერი აღარ უთქვამს.გაკვირვებული უცქერდა ანდრეა და ლუკა მათ ხომ მუდამ მხიარული გიორგი ასე დადარდიანებული არც კი ენახათ არასდროს. -არ მინდა იმ დღის გახსენება,იმედია არ გეწყინება სესილი. -მხოლოდ ერთს შეგეკითხები,დიდი ხანია იცნობ იმ გოგონას? -არა,არ ვიცნობ.მე მისი სახელიც კი არ ვიცი.მაგრამ ის კი ვიცი,იმ დღეს გული ძალიან მეტკინა. -არ გიფიქრია მას შემდეგ მასზე?არ გიფიქრია მოგეძებნა?იქნებ სულ ახლოსაა. -როგორ არ მიფიქრია,მაგრამ სერიოზულად რომ იფიქრო უნდა ხვდებოდე,უნდა გვერდით გყავდეს,ან რომ მოვძებნო იქნებ დაგვიანებულიცაა უკვე ჩემი მის ცხოვრებაში გამოჩენა. -გჯერა,რომ შეხვდები მას ოდესმე? -ალბად ოდესმე შევხვდები,მაგრამ როდის ეს მხოლოდ უფალმა იცის. -გჯერა ორი ადამიანის უხილავად სიყვარულის?სიყვარული რომელიც ძალიან ძლიერია და არ შეუძლია შეჩერდეს?შეეკითხა მედეამ. -კი,მჯერა.როცა ორ ადამიანს ძალიან უყვარს და დარწმუნებული არიან თავიანთ გრძნობებში,ვფიქრობ არ ღირს ცალ-ცალკე ცხოვრება,ისინი ერთად უნდა ცხოვრობდეს.შეიძლება,შეიძლება როგორ არა და მიხვდები ერთ დღეს გვერდით გყავს ის ვინც გიყვარს და გაქვს ის შენი ბედნიერება რომელიც თავად შექმენი.შეიძლება,შეიძლება ერთ დღეს იმ წერტილს შეეხო,რაც შენშია მაგრამ დაკეტილია და მოითხოვო ის რაც შენია,ან ვინც შენია და მხოლოდ შენ გეკუთნის.შეიძლება ისიც კი მოითხოვო ერთ დღეს,რომ არსებობ,ცოცხლობ,ცხოვრობ და მხოლოდ ამ ყველაფერთან ერთად სიყვარული გაკლია. -შენ მართლა ასე ერთი ნახვით ხარ შეყვარებული იმ პატარა გოგონაზე?კითხა ანდრეამ გაკვირვებულმა გიორგის. -სიყვარულს არ ჭირდება წლები გაიგო, ვინ გიყვარს ანდრეა და ან როდის შეგიყვარდა.ზოგჯერ შეყვარებულ ადამიანს არც კი ჭირდება კითხვა,მას ისედაც ეტყობა.სესილიმ საათს დახედა და ლუკამ მიხვდა,რომ სახლში აგვიანებდა.ბოდიში მოუხადა ყველას და სესილისთან ერთად გავიდა ქოხიდან,იკა და მედეა ერთად წავიდნენ.მაგიდას კი ანდრეა და გიორგი შემორჩა დიდი ხნით.გიორგიმ სესილის გააყოლა თვალი და ფიქრებში ჩაიძირა.ანდრეა ფიქრობდა და თან გიორგის უცქერდა და შემდეგ ხელზე ხელი დაადო და შეეკითხა. -გიო ის გოგონა სესილი არის? -დარწმუნებული არ ვარ,მაგრამ მის თვალებს რომ შევხედე ვიგრძენი რომ ის არის. -უნდა გადალახო და უნდა ჩაკლა შენში ეს გრძნობა გიორგი.ეს შეუძლებელია. -ვიცი,ვიცი და გპირდები რომ მეც ასე ვიზამ.ლუკამ ეს არ უნდა გაიგოს,გესმის?არ უნდა გაიგოს. -ჩემგან ვერ გაიგებს,გთხოვ შენ მოთოკო შენი თავი. -ლუკა და სესილი კმაყოფილი იყვნენ თავიანთი კიდევ ერთხელ ერთი ლამაზი საღამოს ერთად გატარებისთვის და ასე მხიარულად გალიეს გზა ბინამდე.ბინასთან მისვლისას,ეზოს ბავშვები ბურთს თამაშობდნენ,ლუკამ გადმოვიდა მანქანიდან თუ არა ერთი ძლიერად დარტყმული პასი პირდაპირ თავში მოხვდა და უეცრად იტაცა თავზე ხელი,შემდეგ კი იქვე მდგარ ბავშვებს გადახედა სერიოზულად.სესილის შეეშინდა და ახლოს მივიდა,ლუკამ ბავშვების თვალიერებას მორჩა და სესილის უთხრა. -გაფიცებ სიმართლე თქვი,ანდერძით დაუტოვე ეშმაკობა ამ ეზოს ბავშვებს? -ვაიმეეე,ლუკა როგორ შემაშინე.მეგონა,ახლა ყველას ერთად დაერეოდი. -მივხვდი რომ შეგეშინდა.გაეცინა ლუკას და ბავშვებს დაუძახა,ყველამ მასთან მივიდა და ლუკამ თქვა ღიმილით.-გინდათ გაჩვენოთ ნამდვილი თამაში როგორია?აჟრიამულდა ისევ ეზო,გაუხარდათ ბავშვებს უცნობი რომ არ გაუბრაზდათ.ლუკამ პიჯაკი გაიხადა და სესილის მისცა და ბავშვებთან ერთად ითამაშა.სესილი იდგა და უცქერდა და უხაროდა,უხაროდა რომ ლუკა ასეთი კარგი იყო. -ვგიჟდები ბავშვებზე,რომ დავქორწინდებით 3-4 შვილი უნდა გვყავდეს.სესილისთვის მოულოდნელი იყო ლუკას ხმამაღალად ნათქვამი მისი ოცნების მოსმენა და დაუფარავად უთხრა. -არ მეგონა ბავშვები ასე ძალიან თუ გიყვარდა. -მე მარტო გავიზარდე სესილი.შემდეგ გავიცანი ანდრეა და ბოლოს სკოლის დამთავრებისას გავიცანი გიორგი.ჩვენ სამნი დღემდე ერთად მოვდივართ. -მშობლები? -მშობლები,მამა უფროსია დედაზე,ბევრად უფროსი.მე რომ გავჩნდი დედას პრობლემები ჰქონდა და ვეღარ შეძლო მეტი შვილის გაჩენა.შემდეგ გაშორდნენ კიდეც ერთმანეთს და ამიტომ მინდა ჩემს სახლში ბევრი ბავშვები დარბოდნენ და სულ იყოს ხმაური.სულ რაღაცას ვეძებდე,სულ რაღაც მხვდებოდეს გაფუჭებული და სულ მათ დავდევდე გაბრაზებული. -მე ვფიქრობ,რომ უკვე როლებში შეიჭერი. -კარგი ნუ გაფითრდდი,არ გთხოვ ახლავეს დავიწყოთ შვილების გაჩენათქო,მაგრამ არც ისე ბავშვი ხარ რომ არ გესმოდეს რას ნიშნავს ოჯახი და რა არის მისი სამყაროს საფუძველი. -ვიცი რასაც გულისხმობ და რასაც ფიქრობ,მაგრამ.............. -არავითარი მაგრამ სესილი.თუ სხვა რამ არ გაქვს სათქმელი,თუ გულის სიღრმეში რაიმე არ გაწუხებს პრობლემაც არანაირი არ არსებობს და თუ სხვაგვარად არის რამე,უკეთესია თავიდან ვიცოდე ყველაფერი.მე არ დამიფარავს შენთვის არაფერი და ასე რომ,ვფიქრობ იპოვი ძალას შენში შენც იგივე გააკეთო.დაიცალე ჩემთან თუ რამ გინდა მითხრა და გული გაინთავისუფლე. -დღეს არა,ლუკა. დღეს ნუ მომთხოვ რამე აგიხსნა.ლუკას გული ეტკინა სესილის ცივად ნათქვამ პასუხზე,მაგრამ არ მიეძალა,დარწმუნებული იყო სესილი თავად ეტყოდა თუ რამ ჰქონდა სათქმელი მისთვის. -ხვალ რომელ საათზე გეცლება,ალბად სასწავლებლის შემდეგ.მეც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული შეხვედრა მაქვს ერთ ძალიან უცნაურ და ჭირვეულ კლიენტთან და რომ მოვრჩები დაგირეკავ.დამშვიდდი ხვალამდე და ხვალ ვისაუბროთ მშვიდად,მხოლოდ მე და შენ.სესილის ცრემლი მოეძალა და ისე ცრემლიანი თვალებით შეხედა ლუკას.თავი შეიკავა და ცრემლს არ მისცა საშუალება გარეთ გამოსულიყო,ხმა კი ვერ დაიმორჩილა და აკანკალებული ხმით უთხრა ლუკას. -ხვალ ოთხი ლექცია მაქვს მეც და შემდეგ შევძლებ. -კარგი,ხვალ შეგეხმიანები.წადი ახლა და დაისვენე,გახსოვდეს სესილი ჩემთან სანერვიულო არაფერი გაქვს,ერთად მოვერევით ყველა პრობლემას.დაემშვიდობა და წავიდა,მაგრამ ძალიან აანერვიულა სესილის რექციამ,მიხვდა რომ რაღაც სერიოზული ჭირდა ან სერიოზული ტკივილი ჰქონდა გულში.არ დაეძინა,ფიქრობდა მის მომავალ ახალ კლიენტთან შეხვედრაზე და ფიქრობდა სესილიზე.იგივე დღეში იყო სესილი მთელი ღამე ლუკაზე ფიქრობდა და ფიქრობდა აგრეთვე გიორგიზე.დილით გამოუძინებელი ადგა,მოემზადა და პირველად ექიმი მოინახულა. -გამარჯობა კარინა ექიმო. -გამარჯობა სესილი.რა კარგია რომ მოხვედი,ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას.გამახარე შენი მოსვლით,აბა როგორ ხარ? -თქვენი ღიმილით თუ ვიმსჯელებ,რაღაც კარგი და სასიხარულო უნდა მითხრათ. -მიმიხვდი ჩემი სიხარულის მიზეზს,კი უნდა გითხრა მართლაც ძალიან სასიხარულო.მივიღეთ გერმანიაში გადაგზავნილი შენი ანალიზების პასუხები და გაგახარებ,რომ სანერვიულო აღარაფერი აღარ გაქვს.სესილი შენი სისხლი სუფთაა და შენ სრულიად ჯამრთელი ხარ. -ვაიმეეეე,წყალი თუ შეიძლება.ექიმმა ღიმილით მიაწოდა ჭიქით წყალი და მოეფერა კიდეც სესილის. -ეს,ეს გამოდის რომ მე როგორც ყველა ქალი,მეც შემიძლია ვიცხოვრო ისე და შემიძლია გავთხოვდე,ოჯახიც შევქმნა? -რა თქმა უნდა სესილი.შვილო ჩვენ უკვე 5 წელია შენში ამ ავადმყოფობას ვებრძვით,ცოტა ნერვიულობა არ გამოარე არც შენ და არც მე,მაგრამ დღეს რომ გითხრა ,შენ სრულიად ჯამრთელი ხარ,ღირდა ბრძოლა და ღირდა ამ წუთების ლოდინად. -მე თავისუფკად შემიძლია მამაკაცთან ვიცხოვრო ყოველგვარი შიშის გარეშე და ვიყო ბედნიერი? -რა თქმა უნდა,ბედნიერება არ უნდა დაკარგო.თუ შენს ცხოვრებაში არის ისეთი ვინმე,ვინც უფრო გაგაბედნიერებს,დროს ნუ დაკარგავ სესილი.მხოლოდ უნდა აუხსნა,რომ გარკვეული პირველი პერიოდი ვერ დაფეხმძიმდები,რადგან უცხო მასა შენს ახალ გამოჯამრთელებულ სხეულს ავნებს,მოთმინება გმართებს სანამ სხეული არ განიკურნება ბოლომდე,სრულად.სესილის ღიმილი გაუქრა სახეზე და მისი ბედნიერებისაგან ანთებული თვალები ჩაქრა. -რა მოხდა,რა გჭირს. -როგორც ჩანს ბედნიერებისაგან არ ვარ განებივრებული,რომ მე ბოლომდე ვიყო ბედნიერი,მეც სრულყოფილი ქალი უნდა ვიყო ექიმო.მამაკაცი რომელიც ძალიან მიყვარს და მას უკვე ვაღმერთებ,მას ბევრი შვილი უნდა,რადგან თავად დედისერთაა.მტკივა,რომ არ შემიძლია ვაჩუქო ის რაც მას გააბედნიერებს და რაც მე სრულყოფილს გამხდის. -სესილი შენ სერიოზული ავადმყოფობა გამოიარე,თუ ეს ვერ გაგიგო თუ რას გრძნობ შენ,რადგან არ შეგიძლია მისცე მას ის რაც გააბედნიერებს და ეს ბედნიერება მისთვის მხოლოდ ბავშვია,ის არ არის იყოს ღირსი შენს გვერდით.თუ უყვარხარ,ის ბოლომდე შენს გვერდით იქნება.მე შემიძლია მას დაველაპარაკო,მომეცი ამის საშუალება თუ შენ ვერ შეძლებ უთხრა,მე შევძლებ და მე ავუხსნი.და კიდევ,გახსოვდეს,როცა გულწრფელი ხარ საყვარელი ადამიანის მიმართ,ის ყოველთვის გაგიგებს და ყოველთვის შენს გვერდით იქნება.ტყუილის თქმას არ გირჩევ,ნდობა არ დაკარგო საყვარელ ადამიანთან თორემ გაგიჭირდება ნდობის მოპოვება.დაელაპარაკე და მისი რექციით მიხვდები,რას ნიშნავ და რამდენად მნიშვნელოვანი ხარ მისთვის. -შევძლებ,ვუთხრა ეს ყველაფერი? -შეძლებ და თუ ვერ გაგიგო,უმჯობესია ახლა გეტკინოს,ვინემ მაშინ როცა სერიოზული ნაბიჯის გადადგმა მოგიწევს. -გპირდები,რომ შევეცდები აუცილებლად დაველაპარაკები და დღესვე გავაკეთებ ამას.მადლობა ყველაფრისთვის. -სესილი 18 წელი ველოდი შვილს.20 წლის გავთხოვდი და დედა გავხდი 38 წლის რომ ვიყავი.43 წლის ვარ და 5 წლის შვილი მყავს,ჩემს მეგობრებს კი უკვე გასათხოვარი და საცოლო შვილები ჰყავთ,მაგრამ მადლობა უფალს,რომ მე დედობის გრძნობა განმაცდევინა,ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ქალისთვის.არასოდეს დაკარგო რწმენა,უფალი გაჩუქებს დიდ სიხარულს. -მადლობა ექიმო,ძალიან დიდი ძალა მომეცით დღეს.აზრი არ ჰქონდა სასწავლებელში წასვლას და ლუკას დაურეკა. -პატარავ?უკვე ვაპირებდი შენთან დარეკვას,დაგიმთავრდა ლექციები? -არა,მაგრამ მე თავისუფალი ვარ.ლუკა უნდა დაგელაპარაკო,მინდა პირველივე ნაბიჯებიდან სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს. -რამე მოხდა,რამე სერიოზულია?სად მოვიდე,სად ხარ სესილი. -დღეს არსად არ წავალთ,ჩემთან სახლში ვიქნებით და იქ ვილაპარაკებთ. -სახლში?ახლა სახლში ხარ? -მალე მივალ,სახლში მოდი ჩემთან რადგან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მინდა გაჩვენო. -კარგი,მე ახლავეს გამოვდივარ.რა წამოგიღო,რას ინატრებს ჩემი პატარა?ლუკა ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და მხიარული ყოფილიყო,მაგრამ უკვე ხმაზე ეტყობოდა,რომ ძალიან ნერვიულობდა.სესილიმ კი სახლში მივიდა,პიცის მზადება დაიწყო,ასევე რამოდენიმე სალათი გაამზადა და უკვე ლუკას ელოდებოდა გულის ფანცქალით.იცოდა ვიკა საღამომდე არ მოვიდოდა და სახლში არჩია ლუკასთან მშვიდი საუბარი.ფიქრებში ჩაიძირა და კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა.ჯერ შეეშინდა,შუბლზე ოფლმაც კი გამოჟონა,სარკეში ჩაიხედა თმები შეისწორა და ნაძალადევი ღიმილით გააღო კარი.კარში კი ლამაზი თაიგულით იდგა ლუკა და იღიმოდა. -არ ვიცოდი რა მომერთმია და ეს თაიგული ავარჩიე.მარტო ხარ სახლში?სახლი მოათვალიერა და სესილის შეხედა. -შემოდი,არავინ არის მარტო ვარ.სამსახურიდან მოდიხარ,მოშივებული ხარ მეც არაფერი მიჭამია და ერთად დავჯდეთ. -სესილი ყელში არაფერი არ გადამივა,სანამ არ მოგისმენ და არ გავიგებ რისი თქმა გინდა.ამიტომ,უმჯობესია ჯერ ვისაუბროთ და შემდეგ კი სიამოვნებით ვისადილებ შენთან ერთად. -წუხელ გელოდებოდი,ვიფიქრე დამირეკავდი ან მომწერდი. -წუხელ გითხარი,რომ ძალიან უცნაურ პიროვნებასთან მქონდა შეხვედრა და მთელი ღამე მის სქელყდიან საქმეს ვსწავლობდი.მეორე ის რომ ისეთი აფორიაქებული იყავი,მინდოდა დაწყნარებულიყავი,მაგრამ ვხედავ ახლაც აფორიაქებული ხარ. -არა უშავს,გამივლის.იმ უცნაურ კლიენტთან საქმის დაჭერა არ ფიქრობ,რომ საშიშია? -არა,რატომ?მე ხომ უკანონოდ არაფერს არ ვაკეთებ,კანონის ფარგლებში ვმუშაობ და არც მეშინია.იცი ეს საქმე თუ მოვიგე,რამხელა ფულს გამოვკრავ ხელს?მაგრამ მართლა უცნაური ვინმეა,ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაცვა ჰყავს. -მაშინებ ლუკა. -ნუ გეშინია,რასაც ჩემი დედოფალი ინატრებს მას ყველაფერი ექნება. -ლუკა არ მაინტერესებს თუ რამდენს გადაგიხდიან ამ საქმის მოგებაში. -თუ გეტყვი,რომ ამ ფულით შეგვიძლია მსოფლიოს უამრავი ქალაქები შემოვიაროთ? -დამიჯერე ლუკა არ მაინტერესებს ფული,მე მინდა შენთან ერთად ვიცხოვრო ჩემი ტკივილიანი წარსულით და ჩემი ბედნიეროი მომავლით.მინდა სიხარული და ტკივილი ერთად გავიზიაროთ,არ მინდა რამეს გიმალავდე,არ მინდა შენგან დამალულად რამე მტკიოდეს და თავს ბედნიერად გაჩვენებდე.დღეს მინდა მოგიყვე სიმართლე და გითხრა,თუ რა მტკივა დღეს და რა მტკიოდა წარსულ წლებში.თუ შენ გაინტერესებს და სურვული გაქვს რა თქმა უნდა მოსმენის. -შენ რაც გეხება,მე ყველაფერი მაინტერესებს სესილი.ვიცი და ვხვდები რაღაც გტკივა,რადგან გუშინ საღამოს შემდეგ აღარ ბრწყინავ ისე,როგორც გუშინ დღის პირველ ნახევაში და ან პირველი შეხვედრისას. -ლუკა შენს ცხოვრებაში რომ გაჩენილიყო ისეთი ქალი და შეგყვარებოდა ძლიერ,ქალი რომელიც შვილებს ვერ გაგიჩენს და ვერ გაჩუქებს იმ სიხარულს რაც ოჯახს ამყარებს,აძლიერებს,ახმაურებს და სიხარულს ანიჭებს,რას იზამდი. -ეს რა შეკითხვაა,მართალია არ ვიცი რა გიპასუხო,მაგრამ ალბად რაღაც გამოსავალი იარსებებდა.რა თქმა უნდა შვილები მინდა რომ მყავდეს,არც დედმამიშვილები არ მყავს და ალბად ვფიქრობ შვილების ყოლით შევივსები.სესილი ვიცი რაღაც გაწუხებს და მოდი ნუ მტანჯავ და პირდაპირ მითხარი ის,რისი თქმაც გინდა.სესილიმ ხელი მოკიდა ლუკას და თავის საძინებელში გაიყვანა.იქ ლუკა თვალებგაფართოვებული უცქერდა უამრავი წამლის შუშებს,აბებს და ნაირ-ნაირ ძალიან ძვირადღირებულ მედიკამენტებს.გაოცებულმა მოათვალიერა ყველაფერი და შემდეგ სესილის შეხედა. -ეს,ეს რა არის სესილი. რა გჭირს,ესენი ყველა შენია,შენ იღებ ამ წამლებს? -ლუკა ეს გრძელი ისტორიაა,მაგრამ ამ ისტორიის ძირითადი თემა ის არის,რომ შიშმა საშინელი ავადმყოფობა დამიტოვა და დღეს ბოლო ანალიზის პასუხს სასჯელის მოლოდინში მყოფი პატიმარივით ველოდი განაჩენს,ჩემს განაჩენს ღირდა თუ არა ცხოვრების გაგრძელება. -მერე?ყველაფერი რიგზეა,ჩაიარა ყველაფერმა თუ ისევ მკურნალობის ქვეშ უნდა იყო.უჭირდა ლუკას საუბარი და არ უნდოდა სესილისთვის სიბრალულის თვალით შეეხედა,რადგან მის თვალებში დანახული სიბრალული მას გაანადგურებდა. -კი,ყველაფერმა ჩაიარა და გაიარა ავადმყოფობის მძიმე პერიოდმაც.ანალიზები გერმანიაში იყო გადაგზავნილი და პასუხი მოვიდა ყველაფერი სუფთაა,მაგრამ ჩემი ბედის განაჩენი ის არის,რომ მე ვერასოდეს ვერ გავხდები დედა.ვერ გაჩუქებ ლუკა იმ სიხარულს რასაც შენ ელოდები და როგორც შენ ამბობ,რომ შვილები შეავსებს შენს სრულყოფილებას.ლუკა მდუმარედ იდგა და უსმენდა,შემდეგ ახლოს მივიდა სესილისთან მისი სახე ორივე ხელებში მოიქცია და სიყვარულით სავსე ხმით უთხრა. -ყველას ქორწინებაში არის რაღაც,ეს მხოლოდ წყვილმა იცის რა ტკივათ და რა აწუხებთ.დამიჯერე უფალი ყოველთვოს გვაძლევს შანსს და ამ ძნელი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი.დამიჯერე სესო ყველაფერი კარგად იქნება. -დარწმუნებული ხარ?მაინც გეყვარები და მაინც გინდა დაქორწინება? -სიყვარული ეს ისეთი გრძნობაა,სასწაულის მოხდენას ველოდები და მჯერავს,რომ ეს ასე იქნება.მომიყევი რატომ გტკივა წარსული ასე ძალიან,მაგრამ იმ შემთხვევაში მომიყვები,თუ შენ გინდა ვიცოდე,მე არ გაძალებ.სესილიმ ღრმად ამოიოხრა და ლუკას შეხედა. -არ შემაწყვეტინო,ისედაც მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება.მამას მამა-პაპა ლტოლვილები ყოფილან და გორის რ-ნში სოფელ დარბში დასახლებულან.ერთ ზამთარში,13 წლის ვიყავი მაშინ სოფლიდან მოვდიოდით და მამას მანქანა მოუცურდა და ხეს შეასკდა.შეტაკება იმდენად ძლიერი იყო მანქანა შუაზე გადაიხსნა და დედა და მამა ადგილზე გარდაიცვალა.მე თავი მივარტყვი და ბუნდოვნად მახსოვს ვიღაცამ გადმომათრია მანქანიდან,რამოდენიმე წამში მანქანა აფეთქდა და მე ის მამაკაცი გადამეფარა.თვალებზე ხელი ამაფარა და არ მომცა საშუალება უკან გამეხედა.შიშისაგან გავითიშე და რამდენიმე დღეში როცა გონს მოვედი მხოლოდ მამიდა დავინახე ჩემს საწოლთან.მივხვდი,რომ ჩემი მშობლები აღარ იყვნენ ცოცხლები,შემდეგ აღვიდგინე ის სურათი და კანკალმა მოიცვა მთელი სხეული. -ის ვინ იყო ვინც გადაგარჩინა. -არ ვიცი,დღემდე არ ვიცი ვინ იყო ეს მფარველი ანგელოზივით მოვლენილი უცნობი.მხოლოდ მისი თვალები მახსენდება,დიდი და ლურჯი თვალები ჰქონდა.15 წლის რომ გავხდი გემოგლობილი დამივარდა,თავბრუხვევები მქონდა.მამიდას შეეშინდა და ანალიზები ამიღო,იქედან დაიწყო ჩემი ხუთწლიანი ავადმყოფობა,ეს ავადმყოფობა კი იყო ლეიკემია. -მაგრამ დასრულდა ყველაფერი,ხომ ასეა. -კი,მკურნალობამ ისეთი შედეგი გამოიღო რომ არ ველოდით.დღეს ჩემი ანალიზები სუფთაა და კარგია. -კარგია,მაგრამ მთელი ეს დრო როგორ უმკლავდებოდით ამ ყველაფერს.ამ ავადმყოფობასთან ბრძოლას არც მცირედი თანხა ჭირდება,ძლიერი უნდა იყო ეკონომიურად,გეხმარებოდათ ვინმე? -არა,არავინ დაგვხმარებია.მხოლოდ მამიდამ შემომწირა მისი ყველაფერი და თვით მისი თავიც,ბინა გაყიდა.ვილა გვქონდა წყნეთში და ისიც გაყიდა,ის სახლი საერთო სახლი იყო მამასი და მამიდასი,ძალიან უყვარდა,მაგრამ ჩემი ჯამრთელობისთვის ისიც კი გაიმეტა და გაყიდა. -ეს ბინა?მშობლებიდან დაგრჩა ალბად. -არა,ეს ბინა ბებიამ მაჩუქა მამის დედამ სიკვდილამდე და ჩვენი ბინა რიმ გავყიდეთ ჩვენ აქ გადმოვედით საცხოვრებლად.ასეთი იყო ჩემი ისტორია და ძალიან მინდოდა გცოდნოდა. -მადლობა,რომ სიმართლე მითხარი.მე ძალიან ვაფასებ შენს გულწრფელობას სესილი.სანერვიულო კი ვფიქრობ აქ არაფერია,შვილი და შვილები მინდა რა თქმა უნდა,მაგრამ განა ცოტა ბავშვია ვისაც მშობლების ალერსი და სითბო აკლია?ავიყვანთ,ვიშვილებთ და გავზრდით.ლუკამ გულზე მიიკრა სესილი და მის თმებში ასრიალებდა მის გრძელ და თლილ თითებს.არცერთს გაუგიათ კარის გაღების ხმა,ვიკა დაბრუნდა და გაოცებულმა შეხედა მდივანზე მჯდარ ჩახუტებულ წყვილს.ვიკამ ჩაახველა და ლუკამ უეცრად ხელი შეუშვა სესილის რაზედაც ვიკას ჩაეღიმა. -თქვენ ალბად ლუკა ხართ. -დიახ,ლუკა ჯაფარიძე.იურისტი. -დაბრძანდით,ვიცი გიცნობთ გადმოცემით.სესილის არ დაუფარავს ჩემთვის არაფერი და უკვე ვხვდები,რადგან აქ ხართ ალბად იცით რომ მასაც სერიოზული მიზეზი ჰქონდა აქ მოეყნანეთ. -დიახ და ვაფასებ მასში ამ გულწრფელობას.ასე რომ,სანერვიულო არც არაფერია,ის რაც ყველაზე საშიში იყო,უკვე აღარ არის.წავიდა,გაქრა და გაიარა და ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება.ცხოვრება საჩუქარია უფლისაგან ჩვენთვის და ნუ ვაწყენინებთ უფალს ჩვენი უმადურობით.მივღოთ ის ისეთი,როგორიც გვაჩუქა. -იშვივიათი ადამიანი ხარ ლუკა,რომელიც ძალიან წყნარად შეხვდი ამ თემას.სიმართლე გითხრა არ ველოდი ასეთ სიმშვიდეს. -ქ-ნო ვიკა.თუ არ ვცდები სახელი სწორად მახსოვს. -კი,სწორად გახსოვს.მაგრამ უბრალოდ ვიკა დამიძახეთ. -ხოდა,ჩემო ვიკა.რაც ბრწყინავს,ყველაფერი ისე არ ჩანს,მაგრამ უნდა შევძლოთ და ბრწყინვალება შევინარჩუნოთ და ვფიქრობ,მე და სესილი ამ ბრწყინვალებას შევინარჩუნებთ,არ დაუკარგავთ ფასს არც ჩვენში არსებულ ნათელ ფერებსაც.ყველაზე მეტად მე დიდ მნიშვნელობას იმ გრძნობას ვანიჭებ,რა გრძნობაც გამიჩნდა სესილის მიმართ.ვიკას გაეღიმა და ორივეს მოეფერა. -მადლობა,ლუკა უღრმესი მადლობა.ეს საუბარი ჩემთვისაც და სესილისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.ლუკამ სესილის გადახედა და ღიმილით უთხრა. -რომ მოვედი,მაშინ შემომთავაზე რამე ვჭამოთო,თუ არ გადაგიფიქრებია მე ძალიან მომშივდა.სამივეს გაეცინა და სესილიმ სამზარეულშეიპატიჟა ორივე და გემრიელად მიირთვეს სესილის მომზადებული პიცა და სალათები.ბედნიერი სადილი ლუკას ტელეფონმა დაარღვია,ნომერს შეხედა თუ არა გაეღიმა. -გისმენ გიორგი. -სად ხარ,ლუკა სასწრაფო საქმე მაქვს. -რა ხდება,ცეცხლია სადმე თუ მკვლელობა. -პირველი არა და მეორე კი. -გიორგი გამოვდივარ და ტყუილა არ მომიყვანო თორემ ვერ გადამირჩები. -ლუკა შენ გკითხულობენ,სასწრაფოდ მოდი.უთხრა გიორგიმ და გაუთიშა.ლუკა წამოდგა და ბოდიშის მოთხოვნით დატოვა სესილის სახლი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.