სიყვარულის დრო " 3 ნაწილი "
ორი დღის განმავლობაში იწვა და არ ინძრეოდა,არც არაფერი უჭამია.მარია გვერდიდან არ სცილდებოდა,თაია იძწვა და დუმდა.ამ ორი დღის განმავლობაში ხმაც არ ამოუღია,იმდენად იყო მოცული წარსულის მოგონებებით რეალობას ვერ აღიქვამდა.ვერ ახერხებდა აღექვა რა ხდებოდა მის ირგვლივ. გულში ისევ ბუდობდა ის საშინელი გრძნობა,ეხლა კიდევ უფრო მძაფრად განიცდიდა წარსულს და მის თითოეულ დაშვებულ შეცდომებს.შეცდომებს რომლებსაც ვერ პატიობდა საკუთარ თავს . მესამე დღეს რეალობის აღქმა დაიწყო,საწოლიდან წამოდგომა დააპირა.მაგრამ ორი დღის ერთი და იგივე პოზაში წოლის გამო წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, 10 წუთის განმავლობაში მაინც იწვა იატაკზე და ცდილობდა წამოდგომას.ყოველი დაცემის შემდეგ თავიდან იწყებდა წამოდგომას. -შენ ამას შეძლებ,ჯანდაბა ყველაფერს_იძახდა ყოველი დაცემის შემდეგ. ძვლის აზიდა სხეული და სააბაზანოსკენ წალასლასდა.წყალი მოუშვა უღონოდ ჩაცურდა იატაკზე. - ცივია,ცივია_ჩურჩულებდა გაუჩერებლივ ,მაგრამ ხელს ვერ გრძნობდა წყლის ტემპერატურის შესაცვლელად. -ჯანდაბა ,უტვუნო ბატი ხარ თაია,ბატი.იყავი ეხლა ესე და იწუწუნე._თავის თავს უბრაზდებოდა.ძვლის მოახერხა ადგომა და ცივი წყალი ცხელით ჩანაცვლა.სხველ თმას იშრობდა სააბაზანოს კარზე ბრახუნი ,რომ ატყდა. -თაია აქ ხარ,გამიღე კარი_შეშინებული ხმა ქონდა მარიას,თან გაუჩერებლივ ხელებს ურტყამდა კარს. -აქ ვარ,რა ხდება?_ შეეცადა მეგობრის დასანახად გაეღიმა ,მაგრამ არაფერი გამოუვიდა. -როგორ შემეშინდა,მადლობა ღმერთს კარგად ხარ. რა არ ვიფიქრე,კარგად ხომ ხარ თაია?_სხეულს უთვალიერებდა ,როგორც კი მორჩა მაგრად მოხვია ხელები და ჩაეხუტა. -კარგად ვარ,უბრალოდ კუნთები მაქვა ცოტათი მოდუნებული_ჩაილაპარაკა სიცილით და მეგობარს ლოყაზე აკოცა._ძალიან დიდი მადლობა მარია,შენ საუკეთესო ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში.მიხარია შენაირ კარგ ადამიანს ,რომ ვიცნობ_ორივე ლოყაზე აკოცა და ხელები მანაც ძალიან მაგრად მოხვია.თაიასთვის ეს არა მარტო მხარდაჭერა,არამედ იმედი იყო.იმედი იმის,რომ როდესაც არ უნდა დაჭირვებოდა გვერდით ყავდა ის ადამიანი ვინც დაიცავდა.ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა და არავის მისცემდა უფლებას მისთვის გული ეტკინა,თუ საჭირო გახდებოდა თაია თავისი თავისაგანაც დაიცავდა.თაიაც იგივეს გააკეთებდა მარიასთვის,რაც არ უნდა დასჭირვებოდა ყველაფერს გაუკეთებდა.ყოველთვის მხარში ამოუდგებოდა.ერთ დღეს ,რომ მისულიყო და ეთქვა ჩემს გამო უნდა მოკვდე-ო აუცილებლად გააკეთებდა ამას,დაუფიქრებლად გაწირავდა თავს საუკეთესო მეგობრისთვის. -მეც ძალიან მიხარიხარ და ბედნიერი ვარ ისევ ისეთს ,რომ გხედავ.არ მინდა ცუდად იყო,ძალიან შემაშინე.გული კინაღამ გამისკდა სახლში მოსულს ისეთ მსგომარეობაში რო გნახე.არ ინძრეოდი,ხმას არ მცემდი და შენთვის გაუგებრად ბუტბუტებდი რაღაცას.არც არაფერს არ ჭამდი,ჩემს შეხებაზეც კი არ გქონია რეაქცია.თაია რა გჭირდა,რა გახდა მიზეზი შენი ესეთი მდგომარეობის? გთხოვ უბრალოდ მომიყევი,იქნებ შემიძლია რაიმეთ დაგემხარო_უკვე ტიროდა მარია.გული მოუკლა მეგობრის ესეთ მდგომარეობაში დანახვამ.შერცხვა მისთვის ვერაფერს,რომ იმეტებდა სათქმელად.არ უნდოდა ვინმეს მისი წარსულის შესახებ ცოდნოდა,არ სურდა ვინმეს შეცოდებოდა. -ოდესმ აუცილებლად მოგიყვები,იმედი მაქვს ის დღეს ძალიან შორს იქნება. მანამდე კიდე მინდა მადლობა გითხრა,ხოდა კიდე მშია_გონს მოიყვანა მეგობარი და უბიძგა სამზარეულოსკენ წასულიყო. -ეხლავე რაიმეს გაგიკეთებ,ესეთი თაია მიყვარს მე.მაგრამ შემიძლია გითხრა,რომ ისეთ თაიას უფრო ჭირდება სიყვარული ვიდრე შეცოდება_ლოყაზე აკოცა და სამზარეულოსკენ წავიდა. -შენ რა ადამიანი ხარ, მასაც უნდა დაუნგრიო ცხოვრება? შეწყვიტე,აღარავის აღარ გაეკარო_უბრძანა საკუთარ თავს და თვალი აარიდა სარკეში საკუთარ ანარეკლს.როგორც კი თმის გაშრობას მორჩა სამზარეულოსკენ წავიდა.გემრიელად ისადილეს, ბევრი იცინეს ,მარია მის ბავშვობაზე უყვებოდა სასაცილო ისტორიებს თაია სულ განაბული უსმენდა და ბედნიერდებოდა მეგობრის ბავშვობის ისტორიებით.ეს ნამდვილად ჭირდებოდა, ყველაზე კარგი მკურნალი სიცილი არის.თუნდაც მარტომ გიჟივით იცინე შუა ქუჩაში,არ აქვს მნიშვნელობა ,რადგანაც ის კურნავს.ყველა დარდსა და ტკივილს თავისი ძალებით ებრძვის და ახერხებს კიდეც მის დამარცხებას.შეიძლება დიდი ხნით ვერ აკავებს,მაგრამ იმდენი ხნით აკავებს ,ცხოვრებას ბედნიერი წუთები მოპარო.მიისაკუთრო და შემდეგ გაუსაძლისი ტკივილის დროს სიცილით ნაცვლად იმათმა გიმკურნალონ. -შენ ცელქი ბავშვი არ ყოფილხარ?_კითხვა სრულიად გაუაზრებლად გაუსვა მარიამ,თაიას გაეღიმა მის კითხვაზე. -არა,ძალიან წყნარი ბავშვი ვიყავი.ეს მანამ გრძელდებოდა სანამ ფეხზე სიარულს ვისწავლიდი,მერე ყველაფერს ვაფუჭებდი.მახსოვს ერთხელ ანტიკვარი ლარნაკი გავტეხე_სევდიანად გაიღიმა და ისევ ჭამა განაგრძო. *** - თაია წყნარად არაფერი გააფუჭო_ცელქი გოგონა კალთიდან ჩახტა თუ არა გაფრთხილა ნანამ,ბედნიერმა გააყოლა შვილს თვალი. -დედა ეს რა არის?_ხელი საშინლად მახინჯი ქანდაკებისკენ გაიშვირა თაიამ,სახე ჩამოწელილი ქონდა,ცხვირი ოდნავ ემჩნეოდა და საშინლად საშიში თვალები ქონდა. -ქანდაკება არის დედა,უბრალოდ ეს სხვებს არ გავს.ყველაფერს თავისი მიზანი აქვს,ეს ქანდაკება ყველასთვის სხვადასხვა რამეს გამოხატავს.მე ეხლა ვფიქრობ ,რომ ის უბრალოდ ადამიანების შესაშინებლად გამოდგება._თვალი აარიდა ქანდაკებას ნანამ. - არ არის საშიში,ის ძალიან სევდიანი არის.დედა რაიმე ტკივა?_ტირილი მორთო 6 წლის თაიამ.ნანას შვილის სიტყვებმა დააბნია და გულში მაგრად ჩაიკრა შვილი. -არაფერი არ ტკივა დედიკო,ის ქანდაკება,უსულო საგანი._თმებზე კოცნიდა და ხელს არ უშვებდა შვილს. -ძირს მინდა_გაპროტესტა პატარა ქალბატონმა და სიარული დაიწყო.მერე დედამისი სხვა ოთახში შევიდა და ყურადღებას ვერ აქცევდა. -რა ლამაზი არის_ხელი ჩამოუსვა ანტიკვარ ლარნაკს და კიდევ უფრო დააკვირდა.კარის ძლიერ მოხირვაზე შეშინებულმა თაიამ ხელი შემთხვევით კრა და შენელებულკადრებადდაინახა თუ როგორ დაეცა ძირს ლარნაკი. შემდეგ კი ნაწილებად როგორ დაიშალა.შეშინებულმა გახედა კართან მდგარ დედას. -ძალით არ მინდოდა,მაპატიე_ცრემლები გადმოსცვივდა თაიას.ნანამ შვილი გულში ჩაიკრა და გასასვლელისკენ წავიდა. - აქედან წაეთრიეთ,თქვენი ფეხი აღარ ვნახო აქ. მეორედ აქ მოსვლა არ გაბედო _გაჰკიოდა ქალი მათ ზურგს უკან.თაიას შეაშინა ქალის არაადამიანურმა სახემ ,ბრაზით და სიძულვილით სავსე თვალებმა. -დედა რატო ყვირის,ვინ არის?_ შეშინებულმა ახედა დედას,ნანას ერჩივნა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩაეტანა ვიდრე ეს სიტყვები მის შვილს მოესმინა.ერჩივნა ცოცხალი არ ყოფილიყო. -არავინ დედა,დაიმახსოვრე სიძულვილმა არასდროს არ დაგაბრმაოს,პატიება უნდა შეგეძლოს დედა.შეუცდომელი არავინ არის, ამიტომ არავინ განსაჯო და უნდა აპატიო_შუბლზე აკოცა შვილს და გასასვლელისკენ დაიძრნენ. *** -მარია გავდივარ_ოთახში შეამითხა და ღიმილით დაემშვიდობა_მალე დავბრუნდები. - კარგი როგორც შენ გინდა_ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა მეგობარს და გაუღიმა.კიბები სირბილით ჩაირბინა და პირდაპირ ბიბლიოთეკისკენ წავიდა. ყურსასმენები გაიკეთა,მუსიკებს ბოლომდე აუწია და გზა განაგრძო. -კარგად ვარ,კარგად ვარ.კარგად უნდა ვიყო_ჩაიჩურჩულა თავისთვის და თვალი აარიდა იოანეს. ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის,უბრალოდ ვერაფრით მოვახერხე ინტერნეტთან მოსვლა . ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ, ძალიან მიხარიხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.