კომა {სრულად}
პირველ რიგში მინდა წინასწარ მოგიხადოთ ბოდიში შეხდომებისთვის. იმედია ჩემი ისტორიის წაკითხვით ისიამოვნებთ ს ისტორია რომელიმე თქვენგანის გაღიმებას თუ მოახერხებს ვიტყვი რომ მიზანი მიღწეულია. ველოდები თქვენს შეფასებას და კომენტარებს. ---------------- სრულ გაურკვევლობაში ვარ. არ ვიცი სად ვარ ან რატომ ბნელა ასე? თვალებს რატომ ვერ ვახელ? რატომ მესმის დედაჩემის ტირილი ? დედას შეხებას ვგრძნობ და წამით ვმშვიდდები. მაგრამ არა,რაახდება? სად ვარ? თუ სიზმარია რატომ ვერ ვმოძრაობ?ლაპარაკს რატომ ვერ ვახერხებ? რატო მტკივა გული მაშინ?რატომ ვგრძნობ ცრემლებს ჩემს გულ-მკერდზე?რატომ ჩამესმის დედაჩემის განწირული ხმა? რატომ ვგრძნობ მის თითებს ჩემს სახეზე? რატომ ვგრძნობ მის ტუჩებს შუბლზე? რახდება ვისი ხმა მესმის ? ეს ხომ თათაა ჩემი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ რა ატირებს? რატომ მთხოვს ყველა გაღვიძებას? გონიათ მე არ მინდა? უბრალოდ არ შემიძლია. ხომ იციან, რომ სიბნელის მეშინია მაშინ რატომ მტოვებენ აქ? რატომ არ მეხმარება არავინ? რატომ არ შემანჯღრევს ჩემი ძმა როგორც ადრე მაღვიძებდა, რატომ არ მადგება დედაჩემი ბლინებით ხელში? რატომ ვერ ვგრძნობ ბლინების სურნელს?. ყველა რატომ ტირის? კი მაგრამ რა მჭირს? მათ ხომ არ მოუვიდათ რამე და ვერ მეუბნებიან? ოღონდ ახლა შევძლო გაღვიძება და დედას დილით არასოდეს ვეტყვი ცოტა დამაძინეთქო, აღარავის გავაბრაზებ, ჩემს იდიოტ ძმასაც ვეტყვი, რომ მასზე ვგიჟდები თათას, კი ერთი დღე გადაბმული ვეჭორავები . გავგიჟდები არმინდა ასე! გაღვიება მინდა! მინდა ვხედავდე ყველას! მინდა დედას ჩავეხუტო! ბოდიში მოვუხადო, რომ ვანერვიულე! მოიცადეთ სად მიდიხართ! რატომ მტოვებთ? ვინმემ ხმა გამეცით! რამე მითხარით! მიყვირეთ, გამლანძღეთ, მეჩხუბეთ ოღონდ რამე მითხარით! ამ სიბნელესა და მარტოობაში ნუ დამტოვებთ ! გთზოვთ ! დამეხმარეთ! არავინ არ ხართ? დამეხმარეთ! -ასეთი ახალგაზრდა და უკვე ასეთ მდგომარეობაში,-მესმის ქალის ხმა-მგონი, საერთოდ ვერ გამოვა კომიდან-ესეიგი კომაში ვარ, კი მაგრამ რა მოხდა, რომ არ მახსოვს. -გაჩუმდი და შენს საქმეს მიხედე ლანა!-მესმის მამაკაცის მკაცრი ხმა. -ბატონო ექინო! მე უბრალოდ ის ფაქტი ავღნიშნე, რასაც საკუთარი თვალებითაც ხედავთ,-ამ გოგოს ენას ამოვაძრობ, მაგრამ რას ვიმუქრები ნეტა. -ლანა თუ არ მორჩები სისულელეების ბოდვას, სხვა რეზიდენტის აყვანა მომიწევს,-გამოუცდელი რეზიდენტი, რომ მოგიშხამავს ხასიათს. -ბატონო დუდა რა ვთქვი ასეთი? -პირველი-დუდა არა ალექსანდრე, მეორე-ცოცხალი ადამიანს უკვე მკვდარი უწოდე და მესამე-სხვისი სილამაზის ხაზგასმას და შურიანობას, რაც გაქვს იმით დაკმაყოფილდე ჯობია,-ღმერთო ეს კაცი ვინაა? მემგონი შემომეჭმება, რა მკაცრი და შეუვალია, ეს შემთხვევით ლუციფერის ნათესავი ხომ არ არის. არა რა რაზე ვფიქრობ! ვუჯავრდები საკუთარ თავს. ისე სხვა საფიქრალი მაინც არ მაქვს და რა გავაკეთო? -მე გავალ,-ამბობს ზემოთხსენებული ლანა. -რათქმაუნდა. წვეთოვანის გამოცვლა რომ გთხოვო, უეჭველი საწამლავს აურევ, ისეთ ხასიათზე დადექი,-ღმერთო რა საწამლავი გაგიჟდა ეს ხომ? შენც მიგახრჩობ რომ გავიღვიძებ. -რა სისულელეა! ამას არ გავაკეთებ!-შეიცხადა ლანამ-მემგონი თქვენ აპირებთ მაგას. -მე ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული, შენგან განსხვავებით და აბა როგორ?-ბატონო ექინო როგორ დამამშვიდეთ, რომ გავიღვიძებ აუცილებლად გადაგიხდი სამაგიეროს, ეს უკვე ვთქვი ხომ -მე გავალ,-გავიგე ლანას შეცვილი ხმა, მემგონი სადაცაა იტირებდა, მოიცა ჩემი ექიმი ტირანია? ამან მეც არ მომკლას, მერე რა რომ ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული -მიბრძანდი და კარი გაიხურერე!-მესმის კარის გაჯახუნების ხმა. ეს გოგო ბოქსიორია ისე ძლიერად გაიჯახუნა კარები მემგონი ჩამოიღო. ეს კი მემგონი უგრძნობი ტირანია, გოგომ ლამის იიტირა და ამან რა უთხრა. -ღმერთო ამას კიდე რამდენი ხანი უნდა ეძინოს?-მოიცა ეს ახლა ჩემზე რამეს ამბობს? ზედმეტი არ მოგივიდეს ტირანო, თორემ ამოგაძრობ ენას, მერე შეგიწვავ და სადილად მოგართმევ-ლანას გემოვნებას ვერ დაუწუნებ მართლა ლამაზია, მაგრამ უკეთესებიც მინახავს-ხეპრე! ჯერ კომპლიმენტით გამახარა, მერე კი მომშხამა მაინც. როგორ გაგიმართლათ რომ კომაში ვარ. მოიცა ახლა ამან ჩემი პალატა დატოვა? არა რა! ვერთობოდი მაინც, ახლა მარტო ვარ, ვერ ვიტან სიჩუმეს . ბედიც ამას ქვია რა ძილი მიყვარდა და ახლა მძინავს კიდეც თან ისე რომ ვერავინ მაღვიძებს. ჩუმად, ისევ კარის გაღების და ნაბიჯების ხმა მესმის მეშინია, კი მაგრამ რატომ? მე ისიც კი არ ვიცი ვინ არის -პატარა გაიძვერა, შეიძლება არ მოკვდი, მაგრამ შენს მდგომარეობას სიკვდილი ჯობია-ვინაა? ღმერთო რა საზიზღარი ხმა აქვს, ვინმემ დამეხმარეთ! მეშინია!-არადა როგორ მინდოდა შენი ოცნების ასრულება, შენ ხომ მამიკოს ნახვაზე ოცნებობდი, როგორც ჩანს ძალიანაც არ გყვარებია მამიკო თორემ ახლა მის გვერდით იქნებოდი ჯოჯოხეთში, ახაც შემიძლია ეს, მაგრამ უკეთესი სასჯელი მოვიფიქრე, თანაც არ მინდა ჩემი შვილი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დავაყენო . გინდა მოგიყვე მამაშენი როგორ მოვკალი ? გამოჯამთელებაში დაგეხმარება დამიჯერე-ვინაა ეს კაცი? საიდან იცნობს მამაჩემს? თვალებს რატომ ვერ ვახელ უნდა მივახრჩო-მოგიყვებოდი, მაგრამ ჩემი წასვლის დროა სხვა დროს გავადრძელოთ. აბა ტკბილი ძილი. ანუ მამაჩემი მოკლეს კი მაგრამ რატომ? ჩემი ბუნჩულა მამიკო როგორ მენატრება . გპირდები მამიკო ვიპოვი იმ კაცს და აუცილებლად ვიძიებ შენს გამო შურს. არ შევარჩენ შენს სიკვდილს, არშევარჩენ რომ სამუდამოდ დამაშორა შენთან, გპირდები ძლიერი გოგო ვიქნბი და არასოდეს გავჩერდები სანამ საწადელს არ მივაღწევ, რატო მეთიშება გონება მოიცა მე ახლა მეძინება? საოცარია კომაში მყოფს ძილიც თუ შემეძლო არ მეგონა. მამიკოს ტუჩებს ვგრძნობ ჩემს შუბლზე და უფრო ტკბილად მეძინება ეს შესაძლებელია ნამდვილი ყოფილიყო? *********************************** ***************** ************* ნეტა საათი რომელია ? ან ეს ხალხი სად დაიკარგა თათა მაინც სადაა? სული მეხუთება ამ პალატაში უკვე. ნეტა რა მოხდა რა დამემართა? გავიგე რომ კომაში ვარ მაგრამ ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოვჩნდი. მამიკოს კოცნა მახსენდება ძალიან რეალური იყო, რომ არ ვიცოდე მკვდარია ვიფიქრებდი, რომ მართლა ის იყო კარის გაღების ხმა მესმის და ნაცნობ სურნელს ვგრძნობ ისეთს, როგორიც მარტო დედაჩემს ქალბატონ ნატას შეძლება ქონდეს -ბელ შვილო, ჩემო ლამაზო გოგონა, დედას სიცოცხლევ რატომ გვაშინებ? ხომიცი ასე რომ იქცევი როგორ ვნერვიულობ? რატომ არ იღვიძებ ? ვიცი რომ გიყვარს ძილი, მაგრამ ორი დღეა უკვე გძინავს ასე არ შეიძლება! მენატრები უკვე, შენი ხმის გაგონება მინდა, მინდა შენი და შენი ძმის ჩხუბი ისევ ისმოდეს სახლში, რაც შენ გძინავს ოთახიდანაც აღარ გამოდის, გვაკლიხარ, იცი ვერ ვეგუები, აქ ასე მწოლიარეს რომ გხედავ გული მიკვდება მჭირდები შვილო! გესმის ჩემი ხომ გესმის, შეიძლება სადაც ხარ მანდ კარგია მაგრამ დაბრუნდი ჩვენთან გთხოვ, შეიძლება ცუდი დედა ვარ, მაგრამ ეგოისტი ვარ შვილო მინდა ჩემთან იყო, ასეთს ვერ გიყურებ, მე შენ ცელქი და მოუსვენარი მახსოვხარ ახლა კი ასე მშვიდად რომ ხარ გული მეწურება, არ დამტოვო გთხოვ ხომ იცი მჭირდები შენ დაკარგვას ვერ გადავიტან, დე გაიღვიძე რა- დედას ტირილის ხმა მესმის და მინდა რომ ჩავეხუტო, თვალებიდან ცრემლები მოვწმინდო, რა უბედურებაა რატომ ვერ ვიღვიძებ? არ მინდა ტიროდეს დედაჩემი გესმით! არმინდა. მინდა მის სახეზე ღიმილს ვხედავდე. რატო ტირის? ვერვიტან ჩემს გამო რომ ხდება ეს. არმინდა გამაღვიძეთ რა! არ გესმით რომ ტირის! გული მტკივა ღმერთი არ გწამთ გამაღვიძეთ.! ნუ ტირი დე გთხოვ, ჩემსგამო ნუ ტირი. -ჩემო გოგო! გახსოვ დილით რატომ იღვიძებდი ადრე? თუ გინდა მილიონ ბლინს გამოგიცხობ, არ შემეზარება გეფიცები ოღონდ გაიღვიძე. აღარასოდეს გეჩხუბები სახლში რომ დააგვიანებ, სადაც გინდა იქ გაგიშვებ და აღარ გაგაკონტროლებ, არაფერს დაგიშლი, ოღონდ გაიღვიძე და შენს გამო მთებსაც კი გადავდგამ, ისე გამიღიმე როგორც ადრე, თუ გინდა ნუ გამიღიმებ საერთოდ ნუ დამელაპარაკები ოღონდ გაიღვიძე-რატომ? რატომ ვერ ვიღვიძებ სასჯელია ეს რამე? გესმით რომ მტკივა! გული არ გაქვსთ ან გრძნობები! დედაა ჩემი ხალხო! ის კი ტირის რატომ ტირის? არ მიყვარს მის თვალებზე ცრემლები, მინდა კოცნით ამოვუშრო.იცით დედაჩემს რა ლამაზი ცისფერი თვალები აქვს? იცით მის თვალებში სამყაროს ვხედავ, სიმშვიდეს ვპოულობ, ჩემდამი სიყვარულს ვხედავ, არუნდა ტიროდეს ეს თვალები! არ უნდა ტიროდეს! -დედა დამშვიდდი -მოიცათ ეს ახლა ჩემი ძმაა, ჩემი კვაზიმოტო რა კარგ დროს გამოჩნდება ხოლმე. -არშემიძლია შვილო, ასეთს რომ ვხედავ ვერ ვმშვიდდები-ამბობს და ისევ ტირის -დედა შენი აზრით ბელს ასე ეხმარები, შენი აზრით მას უნდა ჩვენ დაგვტოვოს, შენი აზრით ის ახლა არ ბრძოლობს, ხომიცი რომ ყველაზე მეტად ჩვენ ვუყვარვართ, დამიჯერე ყველაფერს გააკეთებს და დაბრუნდება არ იცნობდე მაინც, ბოლოს და ბოლოს შენი და ზაზას შვილია-უბნება და მოიცა კოცნის ხმა მესმის, მეც მინდა ვაკოცო დედიკოს მშურს ჩემი კვაზიმოტოსი, მაგრამ ამწამს მისით ვამაყობ-კარგი რა ნატა გაიღიმე ხომ იცი როგორ გიხდება ღიმილი. აი ბელს რომ უყვარს ისე გაიღიმე, ნახავ რა მალე გაიღვიძებს და მომიშხამავს ხასიათს ისევ, შენ კიდე მოემზადე მილიონი ბლინი გექნება გამოსახზობი ხომ იცი ბელი არაფერს რომ არ ივიწყებს, განსაკუთრებით შენს ბლინებს თუ ეხება-დედას სიცილის ხმა მესმის, ყოჩაღ კვაზი კარგი ბიჭი ხარ ასე როდის გაიზარდე -უკარავად რომ ხელი შეგიშალეთ, მაგრამ პაციენტი უნდა გავსინჯო, ამიტომ პალატის დატოვება უნდა გთხოვოთ-მესმის ექიმის ხმა ეს როდისღა შემოვიდა? -კარგი ჩვენ გავალთ, მაგრამ მანამდე ჩემს დას რაღაც რომ ვუთხრა შეიძლება? -მოიცა ახლა ამან ნებართვა ითხოვა თუ მეჩვენება -კარგი უთხარით- რა ბოხი ხმა აქვს, დავიჯერო ექიმი კაცი თამბაქოს ეწევა -ბელ იცი რაა შეგიძლია კიდევ გააგრძელო ძილი, შენ არ ინერვიულო დედას ბლინებს შენს მაგიცრადაც მე შევჭამ, მე ჩავეხუტები და ნუ საერთოდ მივისაკუთრებ, ისე ვიზამ რომ დაავიწყდეს მეორე შვილი რომ ყავს. აბა ტკბილ ძილს გისურვებ-ოოოხ კვაზი, როგორ ახერხებს ჩემს გაბრაზებას ვიცი რომ უნდა გავიღვიძო და იმიტომ ამბობს, მაგრამ მაინც -ისე რომ იცოდე რა სიმპათიური ექიმი გყავს არამგონია ეგრე მშვიდად შეძლო ძილი-მეუბნება ყურთან ახლო,ს რა დროს ეს იყო -ლანა მემგონი საკმარისია იმ ბიჭის თვალებით გაშიშვლება-მესმის ექიმის მკაცრი ხმა - რა? მე არ .... უფროსწორად რამე გჭირდებათ?-ისმის ლანას დაბნეული ხმა, დავიჯერო ეს მართლა ჩემს ძმას უყურებდა?არა ექინო შეცდით აშკარად არ აქვს ამ გოგოს გემოვნება -წვეთოვანი-აგრძელებს მშვიდად თავის საქმეს.. ეე ტირანო ცოტა ნელა, მეტკინა ასეთი ხელებით ექინი როგორ ხარ? მემგონი ამას პავიენტები შუა ოპერაციის დროს უკვდება -ბატონო ალექსანდრე, შანსი მაინც არსებობს რომ გაიღვიძოს?-ეკითხება ლანა. -შენ მემგონი მულის გულის მოგებას ცდილობ-რაო მულიო ჩემი ძმა და ლანა, არააა არამგონია -რა მული ექიმო ეგ რა შუაშია?-გაიკვირვა ლანამ -რამოდენიმე წუთის წინ მისი ძმა ლამის შეჭამე თვალებით და კიდევ რა შუაშია, ამან თუ ამ ტემპით გააგრძელა ძილი კიდევ დიდხანს ივლის ის ბიჭიც აქ და რაიცი რახდება-მე რომ არ ვეხსენებინე გამეცინებოდა მის სიტყვებზე, ეს ტირანი კაცი მართლა გამახსენეთ რომ გავიღვიძებ ვკითხო ლუციფერი ვინ იყო მისი. -მე წავალ-ისევ მესმის შეცვლილი ხმა, ისევ ტირილს აპირებს, ჩემს სარძლოს როგორ ატირებს ეს ტირანი . მოიცა მე ახლა სარძლო ვთქვი არა მე არ ვყოფილვარ -წადი-ურჩხული, უგულო არსება ამას რად უნდა გული, ომოაჭრან და ვინც იმსახურემს იმას გადაუნერგონ-შენ კიდე ან თვალები გაახილე, ან კიდევ მოკვდი და მოასვენე ეს ხალხიც და მეც. თითქოს შენს მეტი საქმე არ მქონდეს-რაო ახლა ამან მოკვდიო? შენ გაგისტუმრებ იმქვეყნად მე მიქელასთან მაცადე გამოვფხიზლდე ჯერ -დუდა არ წამოხვალ? ყავა დავლიოთ-მესმის სხვა მამაკაცის ხმა -გავსინჯავ ვატო და აუცილებლად-ამბობს და ჩემს გასინჯვას აგრძელებს -ეე რა გოგოა ნახე ამას კომაში რა უნდა? -მადლობა ვატო -რავიცი მიდი აბა კითხე ეგება გაგიმართლოს და გიპასუხოს- არიცვლის ტონს -კაი რა რას ახურებ ვითომ არ მოგწონდეს -მე მკვდრები არ მომწონს შენგან განსხვავებით- ამან უკვე მეორედ მიწოდა მკვდარი, ოხ ალექსანდრე ხარ თუ დუდა არ ვიცი, მაგრამ საფლავის ქვაზე ორიდან ერთს აუცილებლად მივაწერ. -ღმერთო გეხვეწები ამის მოსაწონი ქალი შექმენი რა თორემ დაბერდა და ეგაა-ვატო აშკარად მომწონს. -კი შექმნის. ღერთს სხვა საქმე არ აქვს ახლა და შენი სურვილების ასრულებას დაიწყებს. -ღმერთო ოღონდ ეს ვნახო შეყვარებული და მერე თუ გინდა მომკალი, აბა უკვდავი ხო არ ვიქნები. -ნუ მწყევლი, წავედით-ამბობს და ჯერ ნაბიჯეის მერე კი კარის დახურვის ხმა მესმის ისევ მარტო დავრჩი . არ მიყვარს მარტოობა ამ ექიმმა ხასიათი მომიწამლა რატომ ვიტიშებე რა გამიკეთა საწამლავი? არა რატომ მიკვირს **************** ****************** *************** მე რა ისევ ცოცხალი ვარ? არა როგორ ვიფიქრე რომ მომკლავდა და ჩემს გამო კარიერას დაემშვიდობებოდა.ისე კი მოუწევს ცოტახანში რომ ავდგები აქედან ისე რა საშინელი საწოლია მეტკინა წელი. კარის ხმააა ვიღაც მოდის არა ამის ფეხსაცმელების ხმას მემგონი კილომეტრის მოშორებითაც გაიგებს ადამიანი -მოგენატრე-მესმის თათას ხმა მართლა მომენატრა -ვიცი რომ მოგენატრე, ნახე ახალი კაბა ვიყიდე, რა დროს კაბაა რა უნდა მეთქვა ჩვენი კლასელი ლიკა გახსოვს, ზუსტად ეგ ჯოჯოხეთის მაშხალა გათხოვდა-ამბობს და მთელი გულით იცინის , თათა ჩემი პოზიტივია იცის როგორ უნდა გამამხიარულოს- ხოდა გოგო ახლა შოკს მიიღებ ისეთს გეტყვი მემგონი წამოფრინდები და ითრევ თმებით, ვის გაყვა ცოლად და გიგოს ხო სწორად გაიგე შენს ძმას შენს კვაზიმოტოს-მოიცა რაააა მოძრააობა რო შემეძლოს ყბა ჩამომივარდება მე ასე ვარ იმ კვაზიმ კი ცოლი მოიყვანა თან მისს საზიზღრობა რატომ მეხი არ დამეცემა ან მიწა არ გასკდება და ჩამიტანს -კარგი გოგო არ გადმოვარდე საწოლიდან ვიხუმრე შენს ძმას მაქსიმუმ ის ექთანი გაყვეს აქ რომ შემოდის ხშირად, ისე ეგეც ზედმეტად კარგია მაგისთვის ჩვენს მეზობელ ციალა ბებოზე რას იტყვი აი ეგ ზუსტად შეეფერება-ვაიმე ახლა სიცილისაგან გავითიშები ამდენს როგორ ლაპარაკობს არ იღლება მაინც-ხო უბანი შენს გარეშე მოწყენილია და კიდევ იცი რა სიმპათიური ექიმი გყავს დავდნი გოგო. მე რომ კაცი მომეწონება წარმოიდგინე რა უნდა იყოს მაგრამ იცი რას ვფიქრობ ლუციფერის ახლობელი უნდა იყოს ეგ -არა ხომ ვამბობ ეს გოგო ჩემი ტყუპისცალია უბრალობ ერთ მუცელში არ გავზრდილვართ მარტო-იცი როგორია აგიღწერ და წარმოიდგინე აბა მაღალი, კალადბურთელები ხოიცი მაგსიმაღლეა ზუსტად შავი თმები და დედაშენის მსგავსი ცისფერი თვალები აქვს, სწორი ცხვირი და დიდი ტუჩები შენ რომ გინდოდა გქონოდა, ისეთი მემგონი ბოტოქსით აქვს დაბერილი კუნთებზე აღარაფრს ვამბობ მემგონი დაყენებული აქვს ან მიხატული აბა ბუნებრივად მე მასეთი არ მინახავს,-ამან ახლა ადამიანი ამიღწერა არა რა წარმოსახვის და გაზვიადების უნარი აქვს კაცი ათ ქულაზე ნაკლებს ვერ დაუწერ -აქ რა ხდება თქვენ არ იცით რომ პალატაში უცხოები არ დაიშვებიან? -მესმის ექიმის მკაცრი ხმა ეს როდისღა შემოვიდა როგორ ვერ გავიგე, ყველას შემოსვლას ვგრძნობ ამ კაცის გარდა -აუ ბელ გაიგე ამან რა მითხრა ახლა უცხოო, ღრმად პატივცემულო ექიმო მე ბელის მეგობარი ვარ და დამიჯერეთ ჩემზე ახლობელი არავინ ყავს ამას -ამბობს თათა და იცინის- და რაც შეეხება იმას თუ რას ვაკეთებ აქ ახლავე მოგახსენებთ, ჩემი მეგობარი მომენატრა და მასთან მოვედი საჭორაოდ და კიდევ მისი სიმპათიური ექიმი აღვუწერე -თათა შენი გამოსწორება არ იქნება, ბოლო რომ არ გეთქვა ისე როგორ შეიძლებოდა -კარგი შეგიძლიათ დატოვოთ პალატა უნდა გავსინჯო -უკაცრავად ლექცია გავაცდინე და აქ გამოვიქეცი რომ მენახა და მასთან მეჭორავა მემგონი თქვენ უნდა მიბრძანდეთ ხელს გვიშლით-მიყვარს ეს გოგო და რა ვქნა, მისი პირდაპირობა მაგიჟებს -არამგონია ესმოდეს თქვენი -ყრუ კი არ არის ან მკვდარი, ანუ თქვენ იმის თქმა გინდათ რომ ამდენი ტყუილად ვისაუბრე და ახლა ეს არ მისმენდა, ბელ ადექი და უთხარი რომ ცდება თორემ მიგახრჩობ-მესმის სიცილის ხმა- არა რა ძილი რომ გიყვარდა ეგ ვიცოდი მაგრამ მეც თუ გამცვლიდი ძილში მაგას არ ველოდი წავედი თორემ ეს ექიმი ისე მიყურებს ოდესმე მისი დახმარება რომ დამჭირდეს მგონი საოპერაციო მაგიდაზე მომკლავს -ამბობს და სიცილს აგრძელებს როგორც ჩანს მართლა საშინელი ვინმეა ეს ექიმი კარის გახურვის ხმა მესმის -ლანა ახლა არ თქვა გოგონებიც მომწონსო-ამ კაცს ეს გოგო უყვარს და ვერ ეუბნება თუ უბრალოდ უყვარს ადამიანების გამწარება -ხო მემგონი ორიენტაცია უნდა შევიცვალო-ამბობს და იცინის რა საყვარელი სიცილი აქვს -არა ვატოს და რომ იყავი ვიცოდი მაგრმ მისნაირი გადარეულიც არ მეგონე-აი თურმე რა ხდება, ლანა მისი მეგობრის და არის სწორედ ამიტომ სურს რომ საუკეთესო იყოს ამიტომაც ექცევა ასე მკაცრად, სამსახურის და სახლის საქმეებს ერთმანეთში არ ურევს ყოჩაღ ექიმო -გენები თავისას შვრება -პაციენტი გასინჯე-რააა თვითონ არ გამსინჯავს მეწყინა -რა? შენი საყვარელი პაციენტის გასინჯვის საშუალებას მაძლევ-საყვარელი პაციენტის მომესმა ხომ არადა ძალიან მესიამოვნა -ლანა ძალიან გიყვარს საუბარი, ოპერაციის დროსაც თუ ასე ეჭორავები ვინმეს არამგონია ნარკოზის ქვეშ მყოფმა პავიენტმა თვითონ შეძლოს ოპერაციის გაკეთება-ამას გრძნობები არ აქვს სულ ასეთი ცივი ხმა საშინელებაა უცებ შემცივდა -აი მეც მოვედი-მესმის ჩემი ძმის ხმა- არ ვიცოდი მარტო თუ არ იყავი ბელ უნდა გაგეფრთხილებინე-ამბობს და გვერდით მიჯდება-თათა შემხვდა არა როგორ დაიჯერე რომ ლიკას ცოლად მოვიყვანდი, გული მეტკინა, აი ციალა ბებოზე კი დავფიქრდები, როგორც კი გამოჯამრთელდები ქორწილიც მაშინვე იქნება, ხოიცი ასაკშია და ცოტა მალე გამოჯამრთელდი თორე დარჩა ქალი გაუთხოვარი-არა რა ეს არ შეიცვლება ისევ ისთია-ისე მე ჯერ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ციალა ბებო ასაკშია და ცოტა მალე ქენი თორემ მოვკვდი კაცი საცოდაობით, მართლა სერიოზულად ცოლს თუ მოვიყვან შენთან ხშირად მოვალთ, მონატრებით არ მომენატრები არც იფიქრო, უბრალოდ ხალხს ხომ არ ვაჭორავებ, ცოლი მოიყვანა და და საერთოდ დაავიწყდაო -ამბობს და იცივის, არა ამის დასერიოზულება არ იქნება -უკაცრავად მე გავალ-მესმის ლანას ხმა -მე გავალ საქმე მაქვს შენ კიდევ დარჩი და პაციენტის გასინჯვა დაასრულე-მესმის ექიმის და მერე კარების გახურვის ხმა -ბელ ახლა გასაგებია რატომ არ იღვიძებ ასეთი ექიმი რომ მყავდეს არც მე გავიღვიძებდი-ამას რომ ამბობს ლანას ჩაცინების ხმა მესმის- თქვენ აქ ხართ ახლა არ მითხრათ შებუნებრივი ძალები მაქვს და პაციენტს შორიდან ვსინჯავო, ასეთი ტემპით თუ გააგრძელებთ მომავალშიც მუშაობა პაციენტი ისე მოკვდება გასინჯვასაც ვერ მოასწრებთ -არა რათქმაუნდა უბრალოდ -უბრალოდ სხვის საუბარს უსმენთ ეს კი უზრდელობაა -ეე კვაზიმოტო ასე გოგოს აწყენინებ -უკაცრავად-არა რა ეს ახლა იტირებს -გასინჯე ჩემი და თუ იცი რათქმაუნდა-გიგო ამისთვის მარად გცემ რომ გავიღვიძებ-მემგონი აქ ჭორიკნების დედოფალი ხართ -ბოდიშით-ამბობს გოგო და მერე კარის ხმა მესმის ოხ კვაზი -არა რა ასეთებს რატომ ამუშავებენ აქ ისე ბელ რაგინდა ლამაზი კი იყო არგინდა ადგილი გამიცვალო-მაიმუნი ეს გოგო ატირა და ახლა შებმასაც უპირებს-მოკლედ საყვარელო დაიკო ჩემი მანქანა შენი დამსახურებით დამსხვრეულია, ამიტომ სასჯელი არაგცდება ჩემს მანქანას ვერ გაეკარები აქედან გამომდიარე ავტობუსით ივლი უნივერსიტეტში, სად გაქრა ის გოგო წავალ მოვძებნი რომ გაგსინჯოს, მაგ გოგოს ჩემი თავი ექიმი ეგონა რას გარბოდა ნეტა -მეუბნება საწოლიდან დგება და უჩინარდება მე უცნაურუ ფიქრები მიპყრობს ნეტავ ვინ იყო ის კაცი ან რატომ მოკლა მამაჩემი? მე რაღას მერჩოდა ან კიდევ რატომ არ ასვენებს გამჩენი? რატომ ვიგრძენი მამაჩემის სიახლოვე მისი კოცნა შუბლზე მემგონი ახლა გავგიჟდები ამდენი გაურკვევლობა მღლის როგორ ვაპირებ შურუსძიებას თუ ვერც კი ვფხიზლდები? როგორ უნდა ვაჯობო იმ კაცს თუ ჯერ საკუთარ თავს ვერ ვჯობნი და თვალებს ვერ ვახელ.ისევ ის ნაბიჯები ისევ მიპყრობს შიში ის აქ არის მამაჩემის მკვლელი აქ არის. აქ რას აკეთებს -პირობა შევასრულე და მოვედი იმედია მოგენატრე, დაგპირდი მოგიყვებოდი თუ როგორ გავამგზავრე მამაშენი იმქვეყნად და პირობას შევასრულებ. ოღონდ მოყოლაში ხელი არ შემიშალო კითხვები მერე იყოს ახლა კი დავიწყებ-დამცინის კიდეც - მე და ზაზა ბავშვობის მეგობრები ვიყავით საუკეთესო მეგობრები, ერთმანეთს ბოლომდე ვენდობოდით. მამაჩემი შეძლებული კაცი იყო ამიტომ არასოდეს გაგვჭირვებია, ცოტა რომ წამოვიზარდეთ და უნივერსიტეტში ჩავაბარეთ აი აქედან დაიწყო განხეთქილებაც. ზაზამ იურიდიულზე ჩააბარა მე კი ბიზნესზე. ეს მამაჩემს არ მოეწონა და მასთან მეგობრობა ამიკრძალა, მამაჩემს არასდროს ვუსმენდი ზაზა ძალიან მიყვარდა მაგრამ უკვე გამომძიებელი რომ გახდა უამრავი პრობლემა შეგვიქმნა. მამაჩემი მაფიასთან იყო კავშირში და მისი ბიზნესიც მთლიანად ფულის გაყალბება და ქრთამები იყო მეტი არაფერი, ადრე ახერხებდა გამომძიებლების მოკრთამვას და ამ საქმის მიჩქმალვას მაგრამ აი ზაზა სულ სხვა განზომილება აღმოჩნდა არანაირი ქრთამი ნამდვილი წმინდანი იყო. როცა გაიგო რომ დამნაშავეები ვიყავით ჩვენი დასმენა და დაპატიმრება გადაწყვიტა. მე იძუმებული გავხვდი მომეკლა მკვლელი დავიქირავე რომელმაც დავალება იდეალურად შეასრულა. სიტუააცია ჩაწყნარდა ხოლო შემდეგ გავიგე რომ თვით ბელ ზარანდია ემზადებოდა რომ დეტექტივი გამხვდარიყო და ამ საქმესაც იძიებდა გიცნობდი და ვიცი როგორიც იყავი ამიტო ვერ დავუშვებდი რომ სიმართლე გაგერკვია ამიტომ ხარ ახლა აქ, ზაზასგან განსხვავებით შენ გაგიმართლა და გადარჩი-არა ამ კაცს მოვკლავ ვინააა დედას ეცოდინება დედას მოუყვებოდა ზაზა ყველაფერს-კარგი პატარა საძაგელო ახლა უნდა წავიდე სურპრიზზე მოგვიანებით ვისაუბროთ-ამ არაკაცმა მამა მომიკლა ჩემი მოკვლა სცადა და ახლა კაცმა არ იცის რას მოიმოქმედებს მე კი აქ ვწერვარ და განძრევაც არ შემიძლია ეგეც არაფერ თვალებსაც კი ვერ ვახელ. ვიცოდი მამაჩემი რომ კარგი ადამიანი იყო ამის ყოველთვის მჯეროდა მამი იმედია მისმენ მინდა გითხრა რომ მეამაყები კარის გაღების ხმა მესმის კი მაგრამ ახლა ვინღაა -გასინჯეთ მე ხელს აღარ შეგიშლით-უი ჩემი კვაზიმოტო ყოფილა -კარგით შეგიძლიათ გახვიდეთ-კარის გახურვის ხმა მესმის მემგონი გავიდა -ასეთი კარგი გოგო და ასეთი იდიოტი ძმა როგორ გყავს? გოგოს როგორ უნდა ესაუბროს არც კი იცის, სულაც არ ვარ ჭორიკნების დედოფალი იდიოტი, რეები მითხრა მეწყინა ძალიან ასეთებს დუდაც კი არ მეუბნება ხეპრე-რა საყვარლად ლანძღავს დავდნი მემგონი. არა ლანა შენც კარგი რა რას მიკეთებ არ მინდა გავითიშო არ მინდა არა ისევ ვითიშები ეს უსამართლობაა ****************** ****************** ***************** ხელზე შეხებას ვგრძნობ და მეღვიძება ნეტა ვინაა? ან რა უნდა? -ბელ მე ვარ დემნა -აი თურმე ვინაა დემნა ჩემი კურსელია-გუშინ გავიგე რაც შეგემთხვა და ლამის შევიშალე, იცი როგორ მჭირდები ძალიან უშენოდ არაფერს ფასი არ აქვს უნივერსიტეტშიც კი მეზარება წასვლა შენ რომ არ ხარ მიდი რა გაიღვიზე გაახილე თვალები, მიყვარხარ ბელ სიგიჟემდე როგორც კი გაიღვიძებ მაშინვე ყველაფერს გეტყვი არ მინდა დრო დავკარგოთ მინდა სამუდამოდ ერთად ვიყოთ ვიცი შენც გიყვარვარ და გთხვ ჩვენი სიყვარულისთვის იბრძოლე-მოიცათ ეს ახლა სიყვარულს მიხსნის რა სისულელეა ან საიდან მოიტანა რომ მე მიყვარს მე ხომ მეგობრად ვთვლი მას არც მეტი და არც ნაკლები ამას კი თურმე რა გეგმები ქონია მე არ მეკითხება ნეტა არაფერს. -უკაცრავად პაციენტი უნდა გავსინჯო და თუ შეიძლება მიბრძანდით-ბატონი ექიმი ეს კაცი დადის თუ დაფრინავს რატომ ვერ ვგრძნობ როდის შემოდის პალატაში, რატომ აქვს შეცვლილი ხმა ძალიან გაბრაზებულს გავს უფრო გაცოფებულს -კარგით გავალ მე ექიმო ყველაფერი გააკეთეთ რომ ჩემი ბელი დამიბრუნდეს-ჩემიო ? დემნა გპირდები რომ გავიღვიძებ ბატონი ექიმის საფლავის გვერდზე შენს საფლავს გავამზადებ აუცილებლად ხეპრე ისე მიმისაკუთრა თითქოს გასაყიდი ნივთი ვარ -ყველაფერს ვაკეთებ ახლა კი მიბრძანდით-ეე ლამის გააგდო დემნა პალატიდან ექიმო რა დღეში გაქვთ ნერვები-ყველაფერთან ერთად საშინელი გემოვნება გქონია ბელ ეს ზმანზე აწყობილი იდიოტი რამ შეგაყვარა- სულაც არ მიყვარს ბატონო ექიმო და ზმანზე აწყობილი იდიოტიც არ არის უბრალოდ უყვარს მამამისის ფულს რომ ხარჯავს და ეგაა -დუდა ისევ აქ ხარ- მესმის ვატოს ხმა -როგორც ყოველთვის -დუდა გავიგე რომ შენ გადაარჩინე მანქანიდან გამოიყვანე და ყველაფერი გააკეთე რომ ეცოცხლა მაგრამ ხომიცი რომ მთელი ღამე თუ მის პალატაში გაათენებ ამით არაფერი შეიცვლება - რას ნიშნავს ეს ანუ ალექსანდრე ამდენი ხნის განმავლობაში აქ იყო კი მაგრამ რატომ ეს ვერ გამიგია, მან გადამარჩინა ანუ ჩემი გმირი ხართ ექიმო -ვატო არ შემიძლია თავს დამნაშავედ ვგრძნობ მამაჩემის შავ-ბნელ საქმეებს ეს გოგო რომ ეწირება -რააა ის კაცი ვინც მამაჩემი მოკლა და მერე ჩემი მოკვლაც სცადა ალექსანდრეს მამაა -შენ არ ხარ დამნაშავე იმაში რაც მამაშენმა გააკეთა. ამის გამო თავს ნუ ისჯი -ვატო ნუ ცდილობ დამამშვიდო, მკვლელის შვილი ვარ გესმის მკვლელის- ალექსანდრეს ხმა სასწაულად შეცვლილი აქვს ის სასოწარკვეთილია -კარგი რა ხომიცი შვილები მამაებს არ ირჩევენ -ამან კიდე რით ვერ გაახილა თვალები, დავიღალე მისი დაცვით გამოფხიზლდეს და თვითონ მიხედოს თავს, თავი მისი პირადი მცველი მგონია - დავიჯერო არ გიხარია, ან ვის ატყუებ ერთი შენი თავი სარკეში განახა რომ უყურებ როგორი ხდები, ჩემი დარწმუნებით იმაში რომ არ მოგწონს რეალობას ვერ უარყოფ დუდა, მაგრად გაქვს დარხეული -შენი წყევლა სრულდება და გიხარია -მიხარია, მაგრამ აი შენ კი სულ არ გაქვს სასიხარულოდ საქმე-მესმის ვატოს სიცილის ხმა -ხო შეყვარებული ყოლია გოგოს, და მისთვის უნდა იბრძოლოს -ეს რას მოვესწარი დუდა ბურდული ეჭვიანობს, სად შეგვიძლია ამდენი -ვატო შენ შენს სტუდენტს მიხედე და გაქრი ახლა აქედან თორემ ამაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდები -კაი მერე მეც ხო არ შეგიყვარდები, ისე ერთ სქესიანთა ქორწინება დაშვებულია ნეტა უნდა გავარკვიო -სერიოზულად კაცი ვერ დაგელაპარაკება შენ -ორიენტაცია შეიცვალე და მოდი გიჟო მერე ჩემთან -ვატო -საყვარელო არ გინდა მთელი საავადმყოფო ავალაპარაკოთ ჩვენს სიყვარულზე -დღეს რამე დალიე და მთვრალი ხარ -კი შენი სიყვარულით ვარ მთვრალი, მინდა აქვე გახდე ჩემი ვეღარ ვითმენ -ეს პიდარასტი საძმაკაცოში ვინ შემომატენა -ერთი ნახვით რომ შეგივარდი დაგავიწყდა -ღმერთო ეს კაცი მოსიარულე პოზიტივია ცუდად ვარ სიცილისაგან -მე ერთი ნახვით შეყვარების არმჯერა -აბა დავიჯერო მორედ გნახე და არ მახსოვს -ვატო მორჩი ცანცარს -შენ ამაცანცარე. კარგი ხო წამოდი ქვევით ჩავიდეთ. დუდა ნახე თითი აამოძრავა -რა? მოიცა ვნახო-არა მე არაფერი გამიკეთებია ატყუებს-ვატო გამაასწარი აქედან -საყვარელო ქორწილამდე მაინც მოგვეცადა. აქ ვერ დაგნებდები დუდაააააა-მერე რა ხდება არაფერი ისევ მარტო ვრჩები ისევ ბურუსი კი მაგრამ შეხება არ მიგვრძნია და წამალი როგორ გააკეთა . ბედის ირონიაა არა მამაჩემის მკვლელის შვილი ჩემს გადარჩემას ცდილობს, და ის უკვე ბედის დაცინვაა ძალიან რომ მომწონს მისი ზრუნვა. მამაჩემის მკვლელის შვილი მომწონს და თან ისე რომ არც კი ცივი როგორ გამოიყურება დამცინეთ ვიცი ვიმსახურებ. აი ახლა კი ნამდვილად ბურუსში ვარ ტკბილი ძილი ჩემო თავო ******************* *************** ***************** თავის ტკივილი მაღვიძებს და თვალებს ძლიცს ძვილობით ვახელ ძალიან მტკივა ასე მგონია წამწამებზე გირები მაქვს დაკიდებული. ღმერთო როგორ მიხარია მე თვალი გავახილე ანუ კომაში აღარ ვარ როგორც იქნა, თორემ უკვე მეგონა სამუდამოდ გაგრძელდებოდა ეს. კარი იღება. ბატონი ექიმი მობრძანდება თავის რეზიდენტთან ერთად. თათას ნამდვილად არ გაუზვიადებია ნამდვილად სიმპათიური ექომი მყავს -ექინო ნახეთ პაციენტმა გაიღვიძა-გენაცალე შენ რა საყვარელი გოგო ყოფილა ლანა -როგორც იქნა თორემ უკვე დასამარხ ადგილს ვარჩევდი-ამბობს მობეზრებული ტონით ალბად ჰგონია რომ ლანა ატყუებს -თქვენთვის არჩევდით იმედია მაგ ადგილს -როგორც იქნა ხმა ამოვიღე მაშინვე მოტრიალდა ალბად გაუკვირდა -ლანა მეგონა ხუმრობდი კარგია რო გონს მოდით თავს როგორ გრძნობთ-ვაიმე ამ კაცს მართლა დედაჩემის თვალები აქვს ახლა შევჭამ, ტუჩები ღმერთო შენ მიშველე მემგონი გულის შეტევა მაქვს -კარგად ვარ და რაც შეიძლება სწრაფად მინდა რომ აქედან გამცეროთ - ჯერ გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ უნდა დავრწმუნდეთ რომ ყველაფერი რიგზეა და მერე აუცილებლად -კარგით გააკეთეთ რაც საჭიროა-ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ -აი მეც მოვედი ბელ-მესმის ჩემი ძმის ხმა -ჩემი კვაზიმოტო როგორ მომენატრე -ვეუბნები და ხელებს ვწევ რომ ჩამეხუტოს ძალიან უკვირს მაგრამ მერე მთელი ძალით მეხუტება როგორ მომენატრა ეს საძაგელი -ბელ შენ გამოფხიზლდი -ხო და შენი და ციალა ბებოს ქორწილს ველოდები-ვეუბნები და ვიცინი -შენ რა გესმოდა ყველაფერი-უკვირს ძალიან -კი გიგო მესმოდა კომაში ვიყავი მკვდარი კი არ ვყოფილვარ -ეს რომ ვთქვი შევამჩნიე ალექსანდრეს გაკვირვებული სახე მაგრამ არაფერი შევიმჩნიე-სადაა დედაჩემი უთხარი მილიონ ბლინს ველოდები -ახლაგაახილე თვალები და ჭამაზე როგორ ფიქრობ ტო-უკვირს გიგოს -შეგიძლიათ ყველამ გახვიდეთ ლანა შენც პაციენტს მე მივხედავ -ამბობს ექიმი და ყველა გარეთ გადის -ანუ ყველაფერი გესმოდა -დიახ ბატონო ალექსანდრე ყველაფერი -და მაინც რა მოისმინე - ის რომ მამაჩემი და მამაშენი ბავშვობის მეგობრები იყვნენ მამაშენი კი ფულს ათეთრებდა და სწორედ ამიტომ მოიშორა მამაჩემი თავიდან გაიგო რა მაქინაციებშიც მონაწილეობდა უნდოდა პოლიციაში დაესმინა მაგრამ არ დასცალდა, მეტი არაფერი გამიგია -აბა იმას როგორ ვეტყვი შენი და ვატოს საუბარი მოვისმინეთქო -ეს მე არ მითქვამს-გაუკვირდა ალექსანდრეს -მართალია შენ ძვირფას მამაიკოს იმდენად ვუყვარვარ რომ მინახულა თანაც ორჯერ -ახლა რას აპირებ?~ -გამომძიებელს მოვუყვები ყველაფერს როგორც კი აქედან გავალ -პატარა ქალბატონო და შენი აზრით აქედან ცოცოხალი გახვალ ეს ყველაფერი რომ მოუყვე გამომძიებელს -შეიძლება ვერ გავიდე მაგრამ მამაჩემისგამო შურს მაინც ვიძიებ -ანუ მამაშენის გამო გინდა მოკვდე -თუ სიტუაციას დაჭირდება მოვკვდები კიდეც შენ კი მადლობა რომ გადამარჩინე -მარტო მადლობით ვერ დაიძვრენ თავს -და რას მოითხოვთ ჩემგან -არაფერს რასაც ვერ გააკეთებ, გინდა მამაჩემზე შური იძიო არამგონია გამომძიებელმა მტკიცებულებების გარშე დაგიჯეროს -მართალი ხარ, აუცილებლად ვიპოვი მტკიცებულებებს -კი მანამდე თუ არ მოგკლეს აი მაშინ კი ვეღრ დაგეხმარები მე -როგორმე საკუთარ თავს თვითონ მივხედავ -ღმერთმა ხელი მოგიმართოს და მომავალ შეხვედრამდე -მე თქვენთან შეხვედრას არ ვაპირებ სამომავლოდ -მამაჩემს რომ ვიცნობ დარწმუნებული ვარ მეორედაც მოგიწევს აქ მოსვლა მერე კი ორიდან ერთში აუცილებლად მოხვდები -ვერ გავიგე? -ან მორგში მოხვდებით ან რეამინაციაში,ან სამოთხეში ან ჯოჯოხეთში-როგორ მინდა კბულები ჩავულეწო ახლა ამ კაცს -თქვენ მე არმიცნობთ და ნაადრევი დასკვნებისგან თავი შეიკავეთ -მე უბრალოდ რეალობას გავუსვი ხაზი -ტირანი -უკაცრავად რამე მითხარი? -მემგონი ანალიზები უნდა აგეღოთ და მერე გაგეწერეთ-ვეუბნები ნიშნისმოგებით -კი როგორ არა პირდაოირ ისეთ მდგომარეობაში ხართ საკუთარი ფეხით გახვალთ აქედან -დიახაც გავალ-არ გავიტეხე იხტიბარი -მიდი აბა სცადე გელოდები -რა სიამოვნებით მოგაშორებდი მაგ ირონიულ ღიმილს სახიდან, მართლა ვცადე წამოდგომა მაგრამ შენც არ მომიკვდე ზურგი და ფეხები ისე ამტკივდა საკუთარ ადგილს დავუბრუნდი-რატომ არ მიდიხარ -ვერ ხედავთ -მე გავალ თქვენ კი დაისვენეთ ან მამაჩემს დაელოდეთ შეიძლება დაგდოს პატივი და მესამედაც გეწვიოს -ძალიან გაგიხარდება არა. ისე რა მიკვირს მკვლელის შვილი ხარ არ გამიკვირდება შენც მისნაირი რომ იყო -არ გაბედო მე და მამაჩემი ერთმანეთს რომ შეგვადარო, ეს აღარასოდეს გაბედო - მეუბნება და ვხედაბ მის დაჭიმულ სხეულს ყელსა და ხელებზე დაბერილ ძარღვებს -თორემ რას იზამ? მომკლავ მიდი აქ ვარ, არც გაგიჭირდიბა, მიდი რაღას ელოდები -ვეუბნები და ჩემი თავის მიკვირს რატომ არ მეშინია ამ კაცის რაღაცნაირად მისდამი ნდობასაც კი ვგრძნობ -მოვიფიქრებ- ამბობს და გადის რას მოიფიქრებს ნეტა მართლა ხომ არ მომკლავს ისე არ გამიკვირდება მამამისის შვილი კვიცი გვარზე ხტისო რა წომოუქრის კაცმა არიცის მერე რა რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ არის მამამისსაც უყვარდა მამაჩემი მაგრამ ამას ხელი სულაც არ შეუშლია რომ მოეკლა. ნეტა რა სურპრიზზე საუბრობდა ის კაცი სახელიც კი არ ვიცი მე კი კაცმა რომ მკითოს მასზე შურისძიებას ვაპირებ,იმას კი ვერ ვითვალისწინებ რომ ის კავი ჩემზე ძლიერია და ძალაუფლებაც აქვს. ფიქრიდან თათას ხმამ გამომფხიზლა -ბელ, ისევ მე ვარ, კარგი რა ამდენი ხანია გძინავს არ მოგბეზრდა ჩემი ხათრით მაინც გაახილე თვალები-როგორც ჩანს თათამ არაფერი არ იცის ოხ გიგო -კარგი რა თათა ნუ წრიპინებ-ვეუბნები და თვალებს ვახელ -შენ, შენ..... გაიღვიძე.............მაგარია-სიხარულისადან მგონი ენა ჩაუვარდა-წავალ ექიმს დავუძახებ -არ არი საჭირო ეხლახან გავიდა ისედაც, მომენატრე-ვეუბნები და ხელს ვკიდებ -მეც ძალიან-მეუბნება და მთელი ძალით მეხუტება -დუდა ისევ აქ ხარ-ოთახში შემოდის ვატო- მძინარე მზეთუნახავს გაუღვიძია-მეუბნება და მიღიმის თათას ვაკვირდები უკან არ იყურება და თავი დახრილი აქვს თითქოს აქედან გაქცევას ცდილობს-ბოდიში არ გაგეცანი ვატო ვიბლიანი ვარ შენი ექიმის მეგობარი -სასიამოვნაო მე ბელი ვარ - ვეუბნები და ახლოს მოსუს ხელს ვართმენ -თათა თქვენ აქ რას აკეთებთ-ეეე ესენი ერთმანეთს საიდან იცნობენ -გამარჯობათ ბატონო ლექტორე, მე მეგობარს მოვაკითხე-ეყბნება და ჩემზე ანიშნებსოხ თათა მომიწევს ელექტროსკამზე დაგსვა და დაგაფქვევინო ყველაფერი ერთი კვირა მეძინა და რამდენი რამ მომხდარა -კარგი წავალ ხელს არ შეგიშლით, თათა შენ კიდევ ხვალე გნახავ უნივერსიტეტში-ეუბნებდა და პალატიდან გადის მისი გასვლა და თათს საწოლზე დანარცხება ერთი იყო ისე ღრმად ამოისუნთქა ვიფიქრე ფილტვებიც ამოაყოლათქო -აბა ახლა დაფრქვი ყველაფერი-ვეუბნები გაბრაზებული სახით -რას გულისხმობ? -თათა სულელი ნუ გგონივარ, გიყვარს შენი ლექტორი მოყევი -კარგი ხო არვიცი მიყვარს თუ არა მარამ სულ მის გვერდით მინდა რომ ვიყო, ლექციას ვერ ვუსმენ სულ მას ვუყურებ მიშტერებული რას ლაპარაკობს ნახევარიც კი არ მესმის, არადა ყურადღებას საერთოდ არ მაქცევს, არ მეგონა აქ თუ მუშაობდა, ნახე როგორ უხდებოდა თეთრი ხალათი-ამბობს და იცინის -ოხ თათა მერე ამას მიმალავდი -ვეუბნები ღიმილით -გიმალავდი არა კვახი კომაში იყავი და აბა როგორ მეთვა-შეიცხადა თათამ -ლიკას გათხოვების ამბავი ხომ მითხარი-არ ჩამოვრჩი მეც ჯერ გაუკვირდა და ლამის ყბავ კი ჩამოუვარდა -თათა რასაც მეუბნებოდი ყველაფერი მესმოდა ლამის მართლა გადმოვვარდი საწოლიდან ლიკა შენს ძმას გაყვაო რომ მითხარი-ვეუბნები და ახლა მევიცინი -ხომ მაგრად მოვიფიქრე -ამბობს და იცინის -არა რა ფერი ფერო და მადლი ღმერთსო მართალია სრულიად -ეგ რა შუაშუა ახლა -შენ და ვატო ერთნაირები ხართ ისიც მასხარაა და შენც-ნუ მოკლედ თათას ცნობისმოყვარეობა რომ დამეკმატოფილებინა მომიხდა ვატოს და ალექსანდრეს საუბარი მომეყოლა მისთვის -ანუ დაქალებმა ძმაკაცებს დავადგით თვალი -ამბობს და იცინის -შენი გამოსწორება არ იქნება ეს შენ დაადგი ლექტორს თვალი აბა მას კითხე -კარგი რა ბელ რატომ მიფუჭებ ხასიათს სულ არ გეცოდები -ღრუბლებში დაფრინავ თან უპარაშუტოდ და არ მინდა მიწას დაენარცხო ესაა და ეს -დამაცადე ოცება მაინც -აბა რეალობაში მაგ კაცს თავს ვერ მოაწონებ და ეგაა -სანაძლეო მოსულა -მოსულა ვადა ერთი კვირა -ცოტაა მაგრამ არაუშავს თუ მოვიგებ რას მივიღებ-მეკითხება ინტერესით -ერთ კვირაში თუ შეძლებ ვატო შენს მარწუხებში მოაქციო ერთ სურვილს შეგისრულებ რასაც გინდა მნიშვნელობა არ აქვს -და თუ ვერ შევძელი რაც ძალიან მეეჭვება -შენ შემისრულებ ერთ სურვილს რასაც მინდა პრეტენზიების გარეშე მოსულა -იასნა ტო-ამბობს და იცინის -ათვლა ხვალიდან იწყება აბა შენიცი-ვეუბნები და ორივე ვიცინით-თათა დემნაზე უნდა მოგიყვე -ჯალაღონიაზე? -კი ვუყვარვარ, მე კიდე არ მიყვარს იცი რეები მითხრა სანთელი რომ ვყოფილიყავი დავდნებოდი -კარგი რა უბედური ის ვინც შენ შეგიყვარებს-ამბობს და ისევ ორივე გვეცინება -რაზე იცინით თუ საიდუმლო არაა -ოთახში შემოვიდა გიგო -ძამიკო ციალა ბებოს ხელი როგორ უნდა თხოვო-ვეკითხები და უარესად ვიცინით -კაი რა მოვიტაცებ და ეგაა-ამბობს და ისიც გვყვება -ცუდად რომ გახდეს მერე რას შვრები -არ ეშვება თათა -კორვალოლს ან კაპს წავიღებ არიქნება პრობლემა -ამბობს ნიშნისმოგებით -ძამიკო მე რომ ბევრი ძმიშვილი მინდა ეგ საქმე როგორ იქნება-არ ვაკლებ ირონიას -რამდენი ბავშვია იცი ობოლთა თავშესაფარში ვიშვილებთ -ვერ წარმომიდგენია თქვენი პირვეი ღამე -იცინის თათა -ვიდეოს გადავიღებ და გაყურებინებთ გული არ დაგწყდეთ-მემგონი ჩვენი სიცილის ხმა მთელ საავადმყოფოში ისმის -ფუ გაფუჭებულო-ეუბნება თათა -არა ისე ჯობია ლიკა მოვიყვანო ახალგაზრდა მაინც არის შთამომავლობაზე უნდა ვიზრუნო-ამბობოს გიგო და იცინის -აი მერე მართლა გეყოლება პატარა კვაზიმოტოები -დავცინი გიგოს -როგორხართ ბავშვებო-მოგვესმა დედას ხმა -ნატა დეიდა ორი ვარიანტი გაქვს -ეუბნება თათა -რა ვარიანტი შვილო-უკვირს დედას -ლიკა შავაძე თუ ციალა ბებო-ამაზე ყველას სიცილი გვიტყდება დედას კი უკვირს რა ხდება -კი მაგრამ რახდება-გვეკითხება დაბნეული -კარგი რა დედა აირჩიე ერთ-ერთი შენი ხმა გადამწყვეტია-ვეუბნები და სიცილს ვუმატებ -არვიცი რას გულისხმობთ მაგრამ მე ციალა ბებოს ვაძლევ ჩემს ხმას -აი სიცილი ახლა უნდა გენახათ მემგონი მიწაც კიშეირყა მუცელზე მქონდა ხელი მოჭერილი თათა და გიგო კი იატაკზე ხოხავდნენ სიცილით -გიგო ეგაა შენი ბედი და მორჩა-ეუბნება სიცილით თათა-კაპლი მოიმარაგე და წნევის წამლები არ დაგავიწყდეს -კარგი რა დედა ამათ პირში რატომ ჩამაგდე-შეიცხადა გიგომ -კიმაგრამ ბავშვებო რა ხდება ?-დედასაც ავუხსენით ყველაფერი და ახლა ისიც ჩვენერთად იცინოდა -შვილო დედისტოლა ქალს რძალო როგორ დავუძახო -აგვყვა დედაც ხუმრობაში მემგონი მთელი ერთი საათი ვიცინოდით ამ თემაზე ბოლოს ლანა რომ შემოვიდა და თქვა პაციენტს დასვენება სჭირდება მემგონი მაშინ შევძელით გაჩერება -ლანა ქორწილში გპატიჟებთ-ვაგრძელებ მე -თხოვდები გილოცავ -მეუბნება და მიღიმის -მე არა ჩემს ძმას მოყავს ცოლი და მის ქორწილში გეპატიჟები -ვეუბნები და ისევ ვიცინი ლანას კი სახიდან ღიმილი უქრება ვატყობ მართლა მოსწოს ჩემი ძმა-საბრალო ციალა ბებო რა იფიქრებდა 75 წლის ასაკში თუ გაეხსნებოდა ბედი-ვამბობ და უფრო ვიცინი ლანაც მიხვდა ჩეს ხუმრობას და ახლა ისიც იცინის -აუცილებლად მოვალ ქორწილში- ამბობს და ნემსის გაკეთებას აპირებს -კარგი რა ლანა არ მინდა ძილი -ვეუბნები და კატის თვალებით ვუყურებ -მე არაფერ შუაში ვარ ალექსანდრეს მოთხოვე პასუხი-მეუბნება და ნემსს მაინც მიკეთებს -კაი რძალო-ვეუბნები და მის გაკვირვებულ სახეს ყურადღებას არ ვაქცევ მალე კი ვითიშები კიდეც ********************* ******************** **************** რომ გამომეღვიძა ძალიან გვიანი იყო უფრსწორად შუაღამე საშინალებაა მთელი დღე ერთ ადგილას იწვე და ვერ დგებოდეთვალი მოვავლე პალატას და საწოლის მარჯვნივ მდგომ სავარძელში მძინარე ალექსანდრე შევნიშნე. გამიკვირდა ძალიან გამიკვირდა მაგრამ რომ მესიამოვნა და მისი დანახვაც გამიხარდა ესეც ფაქტია. მიუხედავად იმისა რომ მკვლელის შვილია ვფიქრობ რომ ვატო მართალია შვილები მამამებს არ ირჩევენ მისი ბრალი სულაც არ არის თუ ასეთი მამა ყავს მამის ცოდვებს შვილი არ უნდა ზიდავდეს ზურგით. მამის გამო შვილს ვერ დავსკიდი უბრალოდ არ შემეძლო -ალექსანდრე გაიღვიზე -კაი ბელ ახლა შენ გგონია ამას შენ გააღვიძებ უცებ შესანიშნავი იდეა მომიცვიდა ბალიშს ხელი დავავლე და მისი მიმართულებით ვისროლე თავში მოვარტყი მიზანს სამაგიეროდ გაეღვიძა -რა ხდება ? -რახდება კი არა ჯერ ბალიში დამიბრუნე მეტკინა თავი-ვეუბნები და ბალიშს ვართმევ -რატომ მესროლე გააფრინე?-აშკარად გაბრაზებულია -უკაცრავად ჩემს პალატაში რატომ გძინავს კაბინეტი არ გაქვს?-არც მე დავაკელი გაბრაზება -ვინმე რომ მოვიდეს და შენს წვეთოვანში საწამლავი შეურიონ მერე რას შვრები. იმქვეყნიდან ხომ არ იძიებ შურს -ვაიმე როგორ ნერვიულობ ჩემზე. ჩემი მზრუნველი, -შენზე არა ჩემს კლინიკას და სახელს ვუფრთხილდები არმინდა კამერების ობიექტი გახდეს -მომშხამა რომ ეთქვა ხო ვნერვიულობო მოკლავდა ვინმე -ისე არ ჩანს რაღაც მამაშენი და ხომ არ მოკვდა -არა ცოცხალია და რაღაცას გეგმავს ამიტომაც არ ჩანს -ამბობს და სახე ეცვლება -როგორ გამახარე-ვეუბნები და სახე მეცვლება -მე შენსადგილას ეგრე არ გამიხარდებოდა და მიზეზი ძალიან მარტივია -რა მიზეზი ბოლოს და ბოლოს მამაჩემის მკვლელი საკადრისს მიიღებს -შენ იცი რო პაატას დასაკარგი არაფერი აქვს ჩემსგარდა რათქმაუნდა, აი შენ კი გყავს დედა ძმა და კიდევ მეგობარი პაატა აუცილებლად გამოიყენებს რომელიმეს შენს გზიდან ჩამოსაშორებლად-ალექსანდრე მართალია ამაზე როგორ არ დავფიქრი მე ხომ ფაქტიურად ჩემი ამგვარი საქციელით მათ საფრთხეში ვაგდებ -ამაზე არ მიფიქრია -ვეუბნები და ცოტახნიტ ვჩუმდები -მე მაქვს გეგმა-ამბობს და თვალებში მიყურებს არა ოღონდ ეს არა ესღა მაკლდა ჯერ ხომ მარტო საბრით და მისი ახლოსყოფნით მაგიჟებს და ახლა მისი თვალები მაგიჟებენ -რა გეგმა საიდუმლო თუ არ არის -ვეკითხები ცოტა დაბნეული მაგრამ მაინც გაოცებული -ჯერ ადრეა ერთი კვირის მერე გეტყვი როდესაც აქედან გაგწერ თან მანამდე ისეთ მდგომარეობაში ხარ არამგონია რამე შეძლო -რატომ მეხმარები-ვკითხე ისე რომ მისი ყურება არ შემიწყვეტია -მეგონი კარგად იცი რატომაც მაგრამ თავს ისულელებ-ამბობს და უფრო ახლოს მოდის მის სუნთქვას ვგრძნობ ასე რატომ ცხელა მემეგონა კონდინციონერი იყო ჩართული -კარგი შეგიძლია წახვიდე მეძინება-ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ -მაინც მოგიწევს აღიარება და მოემზადე-მითხრა და პალატიდან გავიდა სულელი ხეპრე უნდა რომ მე ვაღიარო ყველაფერი, ვაღიარო რომ მისი და ვატოს საუბარი მოვისმინე მაგრამ ნურას უკაცრავად ბატონო ალექსანდრე. ნეტა თათა რას გააკეთებს ჩემთან სანაძლეოს წაგებას რაიმე სასწაული მოიფიქროს ურჩევნია ******************* ************************* *************** მთელი ერთი კვირა გავიხა და სიახლე არაფერი იყო. დღეს უნდა გამწეროს ბატონმა ალექსანდრემ მის პირობას ასრულებს და გეგმის შესახებ არაფერს მეუბნება მაგრამ დღეს მოუწევს ყველაფრის მოყოლა. ისიც უნდა ავღნიშნო რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში გვერდიდან არ მომშორებია ისევ ვხედავდი ჩემს პალატაში მძინარეს და ძალიან მიხაროდა. ბატონი პაატა არ გამოჩენილა ნეტა მართლა რა სურპრიზს მიწყობს ამ ფიქრებში მყოფმა ისევ ვერ გავიგე როგორ შემოვიდა პალატაში ალექსანდრე -აბა ვიცი რომ ძალიან ბედნიერი ხარ რადგან როგორც იქნა აქედან მიდიხარ-ამბობს და სახიდან ღიმილს არ იშორებს ღმერთო ან ტირანს ღიმილიც როგორ უხდება -ვერც კი წარმოიდგენ სიტყვებით ვერ ავღწერ-ვეუბნები და სახეზე ხელოვნურ ღიმილს ვიფარებ -როგორ მეწყინა ვერც კი წარმოიდგენ-ამბობს და სიცილს უმატებს -მორჩი მსახიობობას და რა გეგმა გაქვს მითხარი-გადავედი პირდაპირ საქმეზე ალექსანდრე თავის გეგმას მამცნობს მინდა ვთქვა რომ ეს კაცი დღითიდღე მაოცებს -შესანიშნავი გეგმაა მაგრამ რაიცი რომ დასთანხმდება-ვგიჟდები მეგობრებო ამ კაცზე სიგიჟემდე მინდა ახლა ავდგე და ჩავეხუტო მის გულისცემა გავიგო მაგრამ მოვლენებს წინ ნუ ვუსწრებ -დასთანხმდება არაფერია იმაზე საშინელი როცა შვილს გიკლავენ მამაჩემს ეს გამოცდილი აქვს ჩემი უმცროსი ძმა მის ამბიციებს შეეწირა ახლა კი არ დაუშვებს რომ მეც ასე დამემართოს-ვეღარ მოვითმინე ავდექი და საკუთარი ინიციატივით ჩავეხუტე თავი კი მკერდზე მივადე, დრო გაჩერდა ირგვლივ ყველაფერი გაქრა თავი ყოვლისშემძლედ ვიგრძენი აღარაფრის მეშინოდა მის გვერდით ალექსანდრეს გვერდით მგონია რომ შეუძლებელსაც შევძლებ. ალექსანდრე ის ჟსნგბადია რომელიც აუცილებლად მჭირდება რომ ვიცოცხლო -მე არ ვიცოდი შენი ძმის გამო კი ვწუხვარ-ვეუბნები და მის ხელებს ვგრძნობ ჩემს წელსა და ზურგზე ისე ძლიერ მეხუტება ლამისაა ძვლებში გადამამტვრიოს -კარგ დროა წავიდე ჩემები მელოდებიან. გაუჩინარებას როდიდან იწყებ-ვეკითხები და ვიცინი -ხვალიდან ყველაფერს მოვამზადებ დღეს. საღმოსთვის კი ყველაფერს შეგატყობინებ -მადლობა რომ მეხმარები შენთან ვალში ვარ-ვეუბნები და პალატიდან გავდივარ საღამოს მართლაც რეკავს ალექსანდრე და ყველაფერს მატყობინებს -ყველაფერი მომზადებულია ადგილი სადაც უნდა ვიყო ვიდეოც ჩავწერეთ მამაჩემს რომ უნდა აჩვენო თუ არდაიჯერებს მთავარია შენ არ შეგეშინდეს და შენი ახლობლები დროა გაიყვანო აქედან -კარგი ალექსანდრე მაგრამ არვიცი სად გავგზავნო -ვეუბნები და ნერვები მეშლება რომ ისევ დუდა უნდა შევაწუხო -კარგი ფშავზე რას იტყვი იქ ვერავინ იპოვის. მე მოვაგვარებ მაგ საქმეს -მადლობა -მადლობას ნუ მიხდი -მაშინ ბოდიში -ანაბელ მორჩი-ვერ წარმოიდგენთ რა სასიამოვნოდ ჟღერდა ის იერ ნათქვამი ჩემი სახელი -კარგი -ვეუბნები და ტელეფონს ვთიშავ დღეს თათა მოდის და იმედია სანაძლეო არ წამიგია თორემ მოიფიქრებს ეგ რამე არარეალურს. მისი ერთი კვირაც ამოიწურა ვნახოთ რა მოიმოქმედა დიდხანს ლოდინი არ დამჭირდა ნახევარ საათში ზარის ხმა გავიგე მეც მაშინვე წავედი და კარები გავაღე აი მაშინ მივიღე შოკი თუ მივიღე კინაღამ ხელმეორედ ჩავვარდი კომაში ჩემს წინ თათა და ვატო იდგნენ. აი სად დამერხა -შემოგვიშვებ-მეუბნება ნიშნისმოგებით თათა -აა კი მობრძანდით -ვეუბნები და გვერდით ვიწევი -ბელ გაიცანი ნუ ისეც იცნოვ ვატო ჩემი შეყვარებული -ამბობს და იცინის -ვატო ამის არმჯერა შენ გკითხვავ. მატყუებს ეს და თქვენ შემთხვევით შეხვდით ერთმანეთს ხომ-ვამბობ და გაკვირვებული ვუყურებ -არ გატყუებს ნამდვილად მიყვარს შენი მეგობარი -ამბობს და შუბლზე კოცნის ახლა ვიტირებ -კარგით მიხარია თქვენი ამბავი სიძე -ვამბობ და ვიცინი-თქვენთან სათხოვარი მაქვს -ვეუბნები და ორივეს ვუყურებ -რახდება ?-მეკითხება ორივე ერთად -ვატო შენ მინდა გთხოვო ერთი კვირით თათას ისე გაუფრთხილდე როგორც საკუთარ სიცოცხლეს -ბელ რახდება-უკვირს თათას -ხომ მენდობი თათა იცი რომ ცუდს არაფერ გავაკეთებ უბრალოდ მინდა რომ უსაფრთხოდ იყო მხოლოდ ერთი კვირა და მერე ყველაერს მოგიყვები გპირდები ახლა უბრალოდ არ შემიძლია-ვეუბნები და ვმშვიდდები რადგან თათა მთანხმდება დედაჩემი და ჩემი ძმა დავარწმუნე რომ ფშავში წასულიყვნენ უნდა ვთქვა რომ მთავარი მონდომებაა მაგრამ მაინც ტყუილის თქმა მომიხდა ყველაფერი მოვაგვარე ახლა კი დროა საქმეს შევუდგეთ *********************** *********************** ********************* ალექსანდრემ მისი სიტყვა შეასრულა ორი დღე ისე გადაიკარგა კაცი შვილმა ვერ იპოვა საავადმყოფოში ქაოსი შეიქმნა. ალექსანდრეს მეგობრებმაც ბატონ პაატას დაურეკეს და ალექსანდრეს გაუჩინარების ამბავი შეატყობინეს ახლა კი ჯერი ჩემზე იყო მობილური ავიღე და ბატონი პაატას ნომერი ავკრიფე -გისმენთ-მესმის მამაკაცის გულისამრევი ხმა -გამარჯობათ ბატონო პაატა მიცანით -პატარა საძაგელო შენ როგორ ვერ გიცნობდი-აშკარად არელოდა ჩემს ზარს -მინდა შეგხვდეთ და დაგელაპარაკოთ, დაგაინტერესებთ -ყველაფეერი ისე იქნება როგორც მე გადავწყვეტ-გამოსცრა კბილებს შორის -საქმე ალექსანდრეს ეხება, დროს და ადგილს შეგატყობინებთ,-ვეუბნები და პასუხს არ ველოდები ისე ვთიშავ მობილურს გეგმის ერთი ნაწილი შესრულებულია მეორე და მთავარი ნაწილი დარჩა. მეშინია იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. საღამოს ვივახშმე და მშვიდად დავიძინე მაგრამ ვინ მაცალა ძილი ღამის ო საათზე ოთახში ნიღბიანი მამაკაცები შემომივარდნენ თავზე ტომარა ჩამომაცვეს და სადღაც წამიყვანეს ნახევარი საათი ვიარეთ მემგონი მაქანით არვიცი სად მივედით მაგრამ თავზე ტომარა რომ მომხსნეს სკამზე ვიჯექი ხელფეხი შეკრული მქონდა და ჩემს წინ ბატონი პაატა იდგა -გამარჯობა იცი ძალიან ვწუხვარ რომ გააღვიძე-მომესმა მისი ირონიული ხმა -არაუშავს დარწმუნებული ვარ როგორმე გადაიტან-არვიცი როგორ გავბედე და ვუთხარი შიშსგან მუხლები მიკანკალებდა მაგრამ შიშს მაინც არ შევიმჩნევდი -ალექსანდრეზე აპირებდი რაღაცის თქმას ? -უი შვილი მოგენატრათ? არინერვიულო მამაჩემთან არ გამიგზავნია ჯერჯერობით-ვეუბნები და ირონიუ ღიმილს ვიკრავ სახეზე -მას რომ რამე დაემართოს ხომიცი რომ ვერ გადარჩები? ახლა კი მითხარი სად არის ჩემი შვილი? -ბორაბორაზე ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში-თვალებში ვუყურებ და მისდამი შიში სადღაც ქრება -არამგონია სახუმაროდ გქონდეს საქმე მითხარი თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ -კარგი ახლა კარგად მომისმინე შენი შვილი ჩემთან არის კარგად არის ნუ მართლა ხითვარსკვლავიანი სასტუმრო არ არის მაგრამ თავს კომფორტულად გრძნობს პრეტენზიებს არ გამოთქვამს -სად არის ჩემს ნერვებს ნუ ცდი მოგკლავ და იცი ხელიც არ ამიკანკალდება -მე თუ მომკლავ ან რამე დამემართება თმის ერთი ღერიც თუ ჩამომივარდება ალექსანდრეს მოკლავენ ახლა კი კარგად მომისმინეთ ბატონო პაატა არამგონია ისეთ მდგომარეობაში იყოთ რომ დამემუქროთ. თქვენს ლაქიებს კი უთხარით რომ ხელები გამიხსნან და საიდანაც წამომიყვანეს ისევ იქ დამაბრუნონ -რასითხოვ მისი სიცოცხლის სანაცვლოდ -საჭირო საქმეზე გადავედით თუ გინდა რომ თქვენი შვილი ცოცოხალი ნახოთ პოლიციაში უნდა მიხვიდეთ და აღიაროთ რომ მამაჩემი მოკლალით და ჩემი მიკვლაც სცადეთ -ამას არ გავაკეთებ -არ გააკეთებთ და თქვენი უფროსი შვილი უმცროსის ბედს გაიზიარებს ამით კი ანგარიში გასწორებული იქნება მამაჩემის სიკვდილისგამო შურს ვიძიებ შენ მამა მომიკალი მე კი ერთადერთ შვილს მოგიკლავ -ამას არ გააკეთებ ან რა გარანტია მაქვს რომ არ მატყუებ -სად არის ჩემი მობილური-ვიკითხე ცოტახანში მომიტანეს კიდეც ვაჩვენე ვიდეო სადაც ალექსანდრე საშინელ მდგომარეობაში იყო ნაცემი და დაბმული ამდენი მაკიაჟი მეც კი არასდროს გამიკეთებია რამდენიც მას გავუკეთეთ ხელოვნური ნაჭრილობევი შევუქმენით -მასთან საუბარი მინდა-ისმის პაატას სასოწარკვეთილი ხმა და ვხვდები რომ მიზანი მიღწეულია -თუ გამათავისუფლებთ აუცილებლად დაგალაპარაკებთ ბატონო პაატა-ცოტახანში ხართლაც მხსნიან თოკს მე ფეხზე ვდგები და მობილურზე ნომერს ვკრეფ -გამარკობა ბიჭებო,კი ყველაფერი რიგზეა ალექსანდრეს გადაეცით ყურმილი -ქალბატონო ბელ მოგენატრეთ -მე არა საყვარელო შენს მამიკოს მოენატრე, მიდი და ესაუბრე მე სენტიმენტებისთვის არ მცალია -შვილო როგორ ხარ, ყველას მოვთხოვ პასუხს გპირდები -მესმის პაატას ხმა გული ამიჩუყდა მაგრამ მამაჩემი გამახსენდა მალევე -კარგად ვარ მამა არ აყვე მის პროვოკაციებს არ დათანხმდე რაცარუნდა გითხრას არ დათანხმდე -ესეც მაგარი მსახიობია რა მობილური გავთიშე -ანუ ბატონო პაატა 24 საათი გაქვთ. ამ დროის გასვლის შემდეგ თუ ციხის საკანში ვერ დაგინახავთ თქვენი შვილი მოკვდება ხოლო პირობას თუ შეასრულებთ მას გავუშვებ -რა გარანტია მაქვს რომ არ მომატყუებ -არანაირი სიტყვაზე უნდა მენდო, ახლა კი სახლში დამაბრუნეთ-ვეუბნები და გარეთ გავდივარ სახში მართლაც დამაბრუნეს ვიცოდი რომ მითვალთვალებდნენ ამიტომ უნივერსიტეტის გარდა არსად არ მივდიოდი ისიც მივხვდი რომ პაატას შეეძლო ჩემს მობილურზე მოსასმენი აპარატი დაეყენებინა ამიტომ სულ გათიშული მქონდა და არსად არ ვრეკავდი მეგობრებო პაატას შვილი მართლაც ყვარებია პოლიციაში მივიდა და ყველაფერი აღიარა ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა მისი ნახვა ციხის გისოსებში ახლა ვიცი რომ მამაჩემის სული მოისვენებს რადგან ანგარიში გასწორებულია ალექსანდრე მაშინვე გაათავისუფლეს მადლობა გადავუხადე მას ამისთვის როგორც აღმოჩნდა ალექსანდრემ თავისი უდანაშაულო ძმის 5 წლის დემეტრეს გამო იძია შური რომელიც მამამისის ამბიციებს შეეწირა ვერ წარმოიდგენთ რა სახე ქონდა ბატონ პაატას სიმართლე რომ გაიგო ასე მეგონა ციხის კედლებს გამოანგრევდა ბრაზისგან დედაცემი და ჩემი ძმა უკან დავაბრუნე სიმართლე რო მოვუყევი კი გაბრაზდნენ მაგრამ მთავარი ისიყო რომ ჩემით ორივე ამაყობდა თათა ისედაც კარგ ხელში იყო და მასზე არც ვნერვიულობდი ვიცი ვატო მას სიცოცხლის ფასად დაიცავდა რაც შეგვეხება მე და ალექსანდრეს იმ დღის შემდეგ არ მინახავს თითქოს ჩემთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. მაგრამ მე ხომ ვიცი ჩემგან ელოდება პირველი ნაბიჯის გადადგმას ამიტომ შესანიშნავი იდეა მომივიდა თავში რაშიც ვატოს დახმარება მჭირდებოდა დილით როგორც კი გავიღვიზე მაშინვე საავადმყოფოში წავედი ვატო დამეხმარა და ერთერთ პალატაში მომათავსა თუ გავითვალისწინებთ რომ მთელი ორი საათი პალატაში ვიწექი და არაფერი გამკეთებია -კარგი რა ვატო რა სისულლეა-გავიგე ალექსანდრეს ხმა და მაშინვე დავხუჭე თვალები -დუდა მოკეტე და გამომყევი ვნახოთ ბოლო პაციენტი ვინაა, -სხვის ნაცვლად მორიგედ როდიდან დადიხარ -აი ისიც ბოლო პაციენტი ანაბელ ზარანდია ავტო ავარიაში თავის მძიმე ტრამვა და მას შემდეგ კომაშია -ხომ არ გაუბერე რა ავტო ავარია რა კომაშია ეს შეუძლებელია-ყვიროდა გაცხარებული ალექსანდრე -არვიცოდი უბრალოდ როგორ მეთქვა ძმაო შენი რეაქცია მაშინებდა მაგრამ ვეღარ დაგიმალავდი -სად არის რომელ პალატაში -მარჯვნი გაიხედე კარის გაღების ხმა მესმის ოთახში შემოდის და მიახლოვდება -ახლა.......... -ბატონო ალექსანდრე თქვენ ძალიან უზრდელი და ტუტუცი ადამიანი ხარ ხო ბოდიში უნდა მეთქვა რომ იმდღეს შენი და ვატოს საუბარი მოვისმინე ყველაფერი შესანიშნავად გავიგე და მახსოვდა კიდეც მაგრამ მაინც მინდა ეს ყველაფერი შენ მითხრა-ვდგები და ისე ვეუბნები ერთი სიტყვის თქმასაც არ ვაცლი -ეს ყველაფერი გაითამაშე წარმოდგენა მაინც გაქვს რა დამემართა კომაშიაო რომ მითხრა ვატომ -ყვიროდა გაბრაზებული დუდა -რა დაგემართა ორი კვირა გავიდა და ერთხელაც არ მოგიკითხივარ არც დაგირეკავს საერთოდ ფეხზე ხომ არ გკიდივარ ესეც უნდა კითხო -არც მე დავაკელი გაბრაზება -მე არა მთელი ორიკვირა საავადმყოფოში თავზე რომ გევლებოდი რა მოვიგე მაინტერესებს -უი უკაცრავად და მე გთხოვე რომ ხელის გულზე მატარე-მეთქი გთხოვე რომელიმე პაციენტისაგან გამომარჩიეთქო რატომ გააკეთეთ ეს მიპასუხეთ რატომ გააკეთეთ -იმიტომ რომ შემიყვარდი ამის დედაც შემიყვარდი -ისევ გაინტერესებს ორი კვირა თავზე რომ მევლებოდი რა მოიგე?-ვეკითხები და მასთან ახლოს ვიწევი მხოლოდ თავს მიქნებს-ის მოიგე რომ მეც შემიყვარდი-ვეუბნები და ტუჩებში ვკოცნი თავიდან თითქოს უკცირს ვერაფერს ცვდებაო მერე კი მის ხელებს ვგრძნობ წელზე და ისიც მყვება კოცნაში ვნებიანად და მომთხოვნად მკოცნის მე კი თავი მორფეოსის სამყაროში მეგონა -სულელი პატარა გოგო ხარ ასე აღარასოდეს იხუმრო შენი სიცოცხლე საკუთარზე ძვირფასია ჩემთვის -ამბობს და ისევ ეწაფება ჩემს ბაგეებს -კარგი გბირდები -ვეუგნები და მის მკერდზე ვდებ თავს ******************* ******************* *** 2 წლის შემდეგ -დუდა სად ხარ ამდენი ხანი-ვეწუწუნები მობილურში -ბელ 5 წუთში მოვალ -შეგიძლია აღარ მოხვიდე -ბელ! -რა? -მართლა არ გინდა რომ მოვიდე-მესმის მისი ნაწყენი ხმა -დებილი ხარ ამხელა კაცი და სულელს კიდევ მე მეძახი, შენი ნახვა მინდოდა ახლაც მინდა და საუკუნეებიც რომ გავიდეს მაშინაც მომინდება მიყვარხარ ხისთავიანო და მაგიტომ -მემგონი მსოფლიოში საუკეთესო ცოლი მყავს -მეც ვფიქრობ რომ ჩემს ქმარს მსოფლიოში საუკეთესო ცოლი ყავს -მიყვარხარ ბელ -მიყვარხარე დუდა. პირობა შეასრულა მართლაც ხუთი წუთის შემდეგ მოვიდა -აბა თავიდან გაიმეორე რაც ტელეფონში მითხარი-მეუბნება და მუცელზე მხვევს ხელს -და რა გითხარ?-თავს ვისულელებ მე -კიდე რომ მე მეძახის ხისთავინს-ამბობს და იცინის -ჩუმად დემეტრე გაიღვიზებს -ჩემი პატარა კაცი ძალიან მომენატრა-ამბობს და ბავშვის ოთახისკენ მიდის -არ გააღვიძო დუდა ცოდვაა ახლახანს დავაძინე -კარგი -მეუბნება და ჩემსკენ მოდის ჩემს ტუჩებს ეწაფება და ძალიან ვნებიანად მკოცნის მერე კისრისკენ იხრება -დაღლილი არ ხარ- ვეუბნები და თითებს თმებში ვუცურებ -შენთვის არასდროს პატარავ ****************** **************** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.