შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 3)


25-02-2018, 16:44
ნანახია 1 696

-დე,მომენატრე-ეკრანზე გამოსახულ ახალგაზრდა ქალს ვუღიმი და გულში დიდი ხნის შენახულ სევდას ვგრძნობ. ცრემლი მაწვება მაგრამ შეკავებას ვცდილობ, რომ სუსტი არ გამოვჩნდე.
-ანუკი როგორ ხართ დედი?-თინას ხმაშიც ვგრძნობ რაღაცას. იქნებ მასაც მოვენატრე და სულაც არაა ისეთი გულქვა როგორიც მე მგონია? მაგრამ ეს მხოლოდ "იქნებ" არის და მეტი არაფერი.
-ჩვეულებრივ-მხრებს ვიჩეჩავ-შენი ქმარი როგორაა?
-კარგადაა ჟიული, შენი გაცნობა უნდა. ანა, იქნებ ცოტა ხნით აქ ჩამოსვლაზე გეფიქრა.. ბილეთებს მე გიყიდი, აეროპორტში დაგხვდებით და ჩვენთან იცხოვრებ, მოგეწონება.
-არა თინა, ასე არ მინდა. ვერ ვხვდები შენ რა გაკავებს რომ აქ ჩამოხვიდე? პატარა ბავშვივით იქცევი, რაღაცას გაირბიხარ და დარწმუნებული ვარ წარსულის გეშინია. საქართველო მაინც არ მოგენატრა?
-ანა, შვილო, ისე არ არის ყველაფერი როგორც შენ გგონია, ყველაფერს მარტივი თვალით ხედავ და ჯერ ვერ მიხვდები რა არის მიზეზი
-არა დედა, ყველაფერს ვხედავ, ვიცი რომ შენც გენატრები და ჩემი ნახვა გინდა, მაგრამ ვერ მნახავ თუ ერთ ნაბიჯს შენც არ გადადგავ.
-კარგი, მაგრამ იფიქრე აქ ჩამოსვლაზე და თუ გადაწყვეტ ძალიან გამახარებ
-ვიფიქრებ. ტყუილი იმედები არ დაგესახოს თორემ შეიძლება გაგიცრუვდეს.
-კარგი დე
-კარგად
ლეპტოპი დავკეცე. ფანჯარაში გავიხედე და სიგრილე ვიგრძენი. ჯერ გაზაფხულია, არც ისე თბილი სეზონი, მაგრამ სიგრილე მაინც მესიამოვნა და ატლასისხალათმოცმულმა გავაბიჯე აივანზე.
მთელი ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო, ჰორიზონტამდე მიუყვებოდა ციმციმა წერტილები, ღრმა ლურჯ ცაზე. ეს ღამის ყველაზე მშვიდი პერიოდია, ღამის ორ საათზე ყველაფერი მშვიდდება, არც არავინ დაასეირნებს აღრენილ ძაღლს, არც კატის ჩხავილი ან ლოთების გაბმული სიმღერა ისმის, ყველას სძინავს შენსა და ცის გარდა (თუ უპატრონო კატებს არ ჩავთვლით). ზოგჯერ მთვარეც გამოიძინებს ხოლმე რომ ძალა მოიკრიბოს სულელი ადამიანების საყურებლად, თუ არადა ჩვენს სიზმრებს დარაჯობს და ხან გვიღიმის ხანაც მოწყენილი წევს ცაზე, მას ხომ არავინ ელაპარაკება. მთვარე მარტოა, მაგრაკ ჩვენც მარტონი ვართ.
ხელები ცივ მოაჯირზე გადავდე და ძირს ჩავიხედე. მოაჯირს თეთრი საღებავი აქვს გადასმული და მოორნამენტებულია. დიდი აივანი მე თვითონ მივაშენებინე ბინასთან, რადგან როცა ტერასაზე ვარ თავს სასახლეში ვგრძნობ.
-ანუკი-საიდანღაც დაბალი, ბოხი ხმა მომესმა და ირგვლივ მიმოვიხედე, მაგრამ სულიერის ჭაჭანება არ ისმოდა.
-ზემოთ ამოიხედე.
თავი მაღლა ავწიე და ანდროს შავ თვალებს შევეჩეხე.
-აქ რას აკეთებ?-დაბნეულმა ამოვილუღლუღე და ხალათის ქამარი მჭიდროდ მოვიჭირე წელზე.
ბიჭმა ჩაიცინა და სასიამოვნოდ რბილი ხმით მიპასუხა-რასაც შენ.
რატომ გამიბა საუბარი? ალბათ მოწყენილობისგან სიკვდილს ან კატასთან სავარაუდო დიალოგის გაბმას ჩემთან საუბარი არჩია. ჰოდა, რახან დაიწყო, გადავწყვიტე საუბარში მეც ავყოლოდი.
-არ გეძინება?-მისკენ არ გამიხედავს, ისე ვკითხე.
-იშვიათად მძინავს-მანაც ჰორიზონტს გააყოლა მზერა- შენ რატომ არ იძინებ?
-მიყვარს ასეთ დროს გარეთ ყოფნა-უნებურად სიმართლე წამომცდა. ტუჩი მოვიკვნიტე მაგრამ გვიანი იყო, სიტყვებს უკან ვეღარ დავაბრუნებდი.
ბიჭს რომ ავხედე, იღიმოდა. შეიძლება მომეჩვენა მაგრამ მისგან უცხო სითბო ვიგრძენი, არც იმდენად ირონიული იყო, როგორც თავიდან.
უცებ ნიავმა დაუბერა, შიშველი ტერფები გამიყინა და შეციებულს გამაკანკალა.
-შედი, არ გაცივდე-ოდნავ გაიმკაცრა ხმა და ამჯერად მე გამეღიმა
-არ გავცივდები-თავი ამაყად ავწიე-ძლიერი ორგანიზმი მაქვს.
-ჰო, განსაკუთრებულად მაგ თხელ ხალათში და მოკლე პიჟამაში.
იმდენად ამაყი იყო, მინდოდა კარგი სილა მეტკიცა ლოყაში, მაგრამ როდის იყო, რომ ასეთი ცხელ-ცხელი სურვილი ამსრულებოდა?! აწითლებული ლოყებით ავხედე და სავარაუდო ვარიანტები გონებასი დავალაგე. პირველ ადგილზე მაინც ის ვარიანტი რჩებოდა რომ ჩემმა ტვინიკოსმა დაქალმა ვახშამში კატაბალახა შეაპარა და წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო ანდრო. თუმცა არა, ნინი ამას არ გააკეთებდა, ამიტომ ისევ ბიჭის გრძელ ენას და მოკლე ტბინს გადავაბრალე მისი სიტყვები.
-იცი რა?!-დოინჯშემორტყმულმა ავხედე ანდროს, მაგრამ უკვე ირონიულად მიღიმოდა.
-რა?-უდარდელად მკითხა და ჩემი აწითლებული სახე არ შეიმჩნია
-რა და...
-ანუკი შვილო-ფანჯრიდან ლალიმ გამოყო თავი და ტანჯული სახით გამომხედა. ღმერთო ჩემო, რატომ მარგუნე ასეთი მწარე ბედი?-დამაძინეთ, ღმერთი არ გწამთ? ხვალ ვერ მოასწრებთ საუბარს შენ და ნინი? ყოველ ღამით იავნანა უნდა გომღერო, რომ დაიძინო და მეც დამაძინო?
თავჩაღუნული ვიდექი და სანამ ლალი ლაპარაკობდა სირცხვილისგან ვიწვოდი. აი, ესაა ბედის ბორბალუ უკუღმა რომ ამოგიტრიალდება. მინდოდა, როგრმე გამჩუმებინა ლალის ორ კილომეტრზე გაჭიმული ენა, მაგრამ სად მაქვს მე ბედი? ბოლოს ამოიოხრა-ჩართე ის შენი რაპუნცელი და დამაძინეო და ფანჯარაც მიიხურა.
ასე გამწირა ბედმაც და ლალიმაც. ჩემი გაზრდილი მაინც არ იყოს მისი ზარმაცი კატა, ასე მიხდის მადლობას, კატის ნაცვლად რომ მე ვუჭერდი თაგვებს? და მაინც, თავის სულმდაბალ კატას ასმევდა ყოველდღე თბილ რძეს.
თვალი ნელა გავაპარე ზემოთ და დავინახე, როგორი ირონიით ჩამომყურებდა ანდრია. ოხ, ესეც მამა აბრამის ბატკანი არ ყოფილიყო, უცოდველი ცხვრის ტყავში რომ იმალებოდა!
ერთი შევუბღვირე და ოთახში შევფრასტუნდი. რაპუნცელის ყურებისთვის ნამდვილად არ მცხელოდა, პირიქით იმდენად რეალისტურ განწყობაზე დამაყენა ლალის ნალაქლაქევმა და ანდროს თვითკმაყოფილმა ღიმილმა, მეტი არ შეიძლებოდა! როგორ შეიძლება ადამიანი ასე გაწირო?! მე უნდა მეთქვა ორ თეთრადაც არ გამყიდესთქო.
ლოგინზე დავწექი და გრძელი შოკოლადისფერი თმა ბალიშზე გადავფინე. მძიმე საფიქრალი დამაწვა და მივხვდი შარში ვიყავი სულ რამოდენიმე მიზეზის გამო
1. ანდროს ღიმილი და დაბალი ხმის ტემბრი ჯერაც არ მშორდებოდა
2.იმის მაგივრად რომ გაბრაზებულს სამაგიეროს გადასახდელად გეგმები დამეწყო, დებილივით ვუღიმოდი ჩემს თავს
3. შევიცვალე.
*****************************************************************************
არც ისე ადრე იყო, სავარჯიშოდ რომ ჩავედი. სპორტულ შარვალს სპორტული ჟაკეტიც შევუხამე, წყლის ბოთლს, ყურსასმენებს და მთელს ჩემს ავლადიდებას ხელი დავავლე და ეზოში ჩავირბინე. რვა ხდებოდა, ამიტომ მზე ისე მალე ამოვიდოდა მე არც დამეკითხებოდა.
ეზო მთლიანად ვარდისფერს მოეცვა, გაზაფხულიც ხომ ვარდისფერია! ყლორტები ერთმანეთზე გადაკვანძულ ტოტებს ამშვენებდნენ, ირგვლივ კი სისუფთავის, ატმის ყვავილების არომატული და სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.
სამჯერ ეზოს შემოვურბინე (შუალედებში ოთხჯერ დავისვენე ორჯერ კი თასმის შესაკრავად დახრილს ჩამოჯდომა მომინდა). მოედანს ჩავუარე და ფეხბურთის მოთამაშეები შევნიშნე. გვერდი რომ ავუარე, ისეთი ბილწსიტყვაობა მომესმა, სწრაფად გამოვეცალე. ნეტავ ვის ჰგონია გინება კაცობა? მაგრამ ეს პატარა ბიჭები რომ არ შეიგინონ რაა მამული!
ცოტა ხანში სახლში ავირბინე და ყავისათვის ჩაიდანი დავდგი ცეცხლზე. საკეტის ხმა რომ გავიგე მივხვდი, ვინც იქნებოდა და თეაც ზარზეიმით შემობრძანდა სამზარეულოში და ვაი ამ შემოსვლას
-ჰეი-ომახიანად შესძახა და გაჯგიმულს მეტლახზე ფეხი აუსხლტა-ვაიმე, დამიჭირე გოგო!
ჰოდა მეც მანამ დავიჭირე სანამ საკუთარ სიკვდილს გამოიგლოვებდა.
-აბა დღეს რა გეგმები გაქვს?-უდარდელი სახით მკითხა და წინ ჩამომიჯდა.
-დარწმუნებული ხარ რომ მოსმენა გინდა? ხომ იცი ჩემი რთული გრაფიკის გადამკიდე ჩამოთვლაც კი მესიკვდილება.
თავი რომ დამიქნია, თითზე ჩამოსათვლელად მოევმზადე.
-დილით-არაფრის კეთების სპეციალური კურსები მაქვს, თორმეტზე დალევა და კარგად გამოთრობა, შუადღით კლუბში გავიტასავებ, საღამოს ვინმე ძეტკას ავაგდებ და ღამისთვისაც გამომიჩნდება სასიამოვნო საქმე-წარბები ავათამაშე.
-კარგი მაშინ ახლა ჩემი ლაპარაკის რეჟიმს გავააქტიურებ. ცოტა ხანი ნაშებს უნდა დაემშვიდობო, რადგან დიდი გეგმები გელის წინ. თორმატისკენ ბარგის და წინაპრების დატოვებული ავლადიდების ჩალაგება მოგიწევს, შუადღისკენ მგზავრობისთვის წამლის ყიდვა, თორემ მერე ხელებში რომ ჩამაკვდე ვენოკისთვის ფული არმაქვს, საღამოს უკვე პირდაპირი რეისით გავფრინდებით სუფთა ჰაერითა და სიმპატიური ბიჭებით მდიდარ ყაზბეგში-აღფრთოვანებულმა შეჰკივლა და ზედ შემახტა ამხელა ამწეკრანი ქალი.
-კაი თეაკო, მეც მიხარია მაგრამ წელი უნდა ჩამწყვიტო მაინცდამაინც? ვაიმე მგონი უკვე ვდაბლდები.
-დამშვიდდი, ალვის ხესავით ხარ დაო.
-ნუ მაბრალებ რაღაცეებს აფერისტო. მოიცა, ყაზბეგში ტაქსით მივდივართ? ძაან ძვირი ხოარ დაგვიჯდება?
-უფ, ანა, მე შენ ჭკვიანი გოგო გაგზარდე და ახლა რამ გამოგაშტერა?-ვითომ დარდისაგან ამოიწუწუნა-ანდროს მანქანით მივდივართ, ასე რომ სანამ დროა ისიამოვნე!
-ჰაჰა, რა სასაცილოა, უკეთესი ხუმრობა ვერ მოგაფიქრდა მაგ მართკუთხა ტვინში?-უკვე თავში წამორტყმას ვაპირებდი, მოულოდნელად პრიი რომ გააღო და ლაპარაკი განაგრძო:
-რა ხუმრო გოგო, აბა დაბლა ჩაიხედე, თვალები მიხატული გაქვს თუ მისტეპლერებული? იცოდდ ორ წუთს გაძლევ რომ შენით მიხვდე.
ფანჯრიდან გადავიხედე, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი შევნიშნე და მხრები ავიჩეჩე
-ნათელას გამხმარი თუთა ისევ ადგილზეა, ჯემალის ძაღლი ისევ ლალის კატას მისდევს და მგონი დროა სანამ ფეხებს გააფშეკინებს დავაშოშმინოთ. შენ ძაღლი დაიჭირე, მე კატას მივხედავ.
-გოგო-თვალები დამიბრიალა თეამ-შავი აუდი არ დგარ მანდ?
-უი,აუდი მაგისია?-ამოვიფრუტუნე უკმაყოფილოდ. რა, ნაკლები მანქანა არ ეკადრება ბიჭს? რომელი კიანუ რივზის შთამომავალი ეს მყავს აუდებით და პორშეებით რომ იაროს?!
-კარგი ახლა, ძაანაც ნუ შეგშურდება. მოკლედ, საღამოსთვის დამხვდი მზად, ფრჩხილებდაჭრილი და თმადავარცხნილი. თუ ღიმილის იზეზი არ გექნება ძალით მიიწებებ და მოტაცებული პატარძალივით არ გაჯიუტდები მანქანაში ჩაჯდომისას. როგორ საღ-სალამათსაც გტოვებ ისეთი დამხვდი, თორემ...
-მოიცა, რაები წამოვიღო?
-რაები უნდა წამოიღო და კუპალნიკები, შლიაპა და შლოპანცები, მზე არ ჩაგივარდეს თავში.. რა უნდა წამოიღო გოგო ყაზბეგში, არ გამაგიჟო ახლა!-თვალები გადმომიკარკლა და ისე გაბრძანდა, ძლივს შეკეთებული კარი თავზე ჩამომამხო.

ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ და მოგწონთ .. მართალია ჯერ ვერ მივეჩვიე დიდი თავების წერას, მაგრამ ვეცდები თითები არ დავზოგო რადგან მკითხველის ამპულაში ყოფნა გამოცდილი მაქვს.
P.S. ვისაც არ დაეზარება, თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში



ძალიან მომწონს.აუცილებლად გააგრძელე❤❤❤❤

 


მწვანეთვალებაგოგო
ძალიან მომწონს.აუცილებლად გააგრძელე❤❤❤❤

მიხარია რომ მოგწონს და გაგრძელებას ნამდვილად ვაპირებ <3 <3

 


№3 სტუმარი Beatrice

15-is xar xom? Arachveulebrivad cer. Imedia, shemdeg tavs male dadeb. <3

 


Beatrice
15-is xar xom? Arachveulebrivad cer. Imedia, shemdeg tavs male dadeb. <3

კი, შემდეგი თავი მალე იქნება და მადლობ რომ ასე ფიქრობ ^^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent