შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი


25-02-2018, 17:37
ავტორი Stranger things
ნანახია 2 456

სოფელში დავიბადე და გავიზარდე,სწავლა თბილისში დავიწყე და მუშაობაც იქვე გავაგრძელე,შემდეგ იყო რაღაც,რისი დავიწყებაც მინდოდა,ამიტომაც ლონდონში გავემგზავრე,პატარაობიდანვე მინდოდა იქ სწავლა,მაგრამ მშობლებმა ნება არ მომცეს...იმ ამბის შემდეგ კი ხმა არ ამოუღიათ,მეტიც ხელი შემიწყვეს,რომ წავსულიყავი. საქართველოში არც არაფერი მაკავებდა.
ლონდონში ბინა ვიქირავე და გადავწყვიტე ახალი ცხოვრება დამეწყო,სამსახურიც ვიპოვე და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი გავხდი, მეგობრებიც გავიჩინე, რომლებიც მუდამ მხარში მედგნენ,სამყაროს გავემიჯნე,აღარც კარგი იყო ჩემს გარშემო და აღარც ცუდი,ვიყავით მე და ტანჯვა, სიცარიელე, ვერაფერს ვივიწყებდი, ღამე მეღვიძებოდა და დილამდე ვტიროდი, კედლებს ვიშენებდი გარშემო და არავის ვიკარებდი. მეგობრებსაც არაფერს ვუყვებოდი.
ერთ დღესაც ადრე გამეღვიძა,სამსახურში წასვლას ვაპირებდი, როდესაც სახლიდან გამოვედი და ჩემი მანქანისკენ წავედი, დამუხრუჭების ხმა გავიგე და მალე ტკივილი ვიგრძენი. მანქანიდან 20-22 წლის ბიჭი გადმოხტა და წამოდგომაში მომეხმარა.
-ძალიან დიდი ბოდიში,არ მინდოდა,ხომ კარგად ხართ?- დაბნეული ჩანდა და ლამაზ თვალებს აცეცებდა,თითქოს ჩალურჯებას ან დაზიანებას ეძებდა.
-შესანიშნავად!პირდაპირ დავფრინავ!იდიოტო!-ვუთხარი,ხელი გამოვგლიჯე და ჩემი მანქანისაკენ წავედი.
-მოიცა,ლამაზო მე წაგიყვან.-მომაძახა.
-მადლობთ,იყოს ყელამდე პატივცემაში ვარ ისედაც.-ვუთხარი და მყარი ნაბიჯებით წავედი წინ.
ვერ ვხედავდი,მაგრამ ვგრძნობდი,რომ იღიმოდა.
მეორე დღეს საუკეთესო მეგობარმა გამაღვიძა.
-ადექი,მორჩა.-თვალები,რომ გავახილე უკვე გათენებულიყო, გვერძე მიკა მეჯდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მანჯღრევდა.
-დამაცადე რა,დღეს კვირაა და ვისვენებ.-გამოვუცხადე.
-მერი!ვინ დამპირდა ხვალ მთელი დღე შენთან ვიქნებიო!-ბუზღუნებდა.(მარიამი მერქვა,მაგრამ ინგლისელებს უჭირდათ წარმთქმა,ამიტომაც მერის მეძახდნენ).- კარგი რა პრობლემაა,შენი გარდერობიდან იმ წითელ კაბას ავიღებ და ჩავიცვამ.
საწოლიდან გადმოვხღი და მიკას დავახტი.
-არ გაბედო, სხვა ჩაიცვი!-ორივე დაბლა გავგორდით და სიცილი აგვიტყდა.
ნახევარი საათის შემდეგ ორივე კაფეში ვისხედით და ის ყავას,მე კი წვენს ვსვამდი.(ყავა არ მიყვარდა).
-რას უყურებ?-მკითხა მიკამ.
ახლაღა შევამჩნიე,რომ გაშტერებული ვიყავი.
-მმმ,არაფერს.
-მითხარი!
-მმმ,აი...-გარეთ გავიხედე და სიმპატიური ბიჭი დავინახე, რომელიც მანქანიდან გადმოდიოდა.-...იმ ბიჭს.
-გამარჯობა ლამაზო...-მიკამ წარბები აათამაშა ბიჭის დანახვაზე. მე კი გამეცინა და წვენი მოვსვი.თან,ბიჭს დავაკვირდი,შორიდან კარგად არ ჩანდა,მაგრამ მართლა ლამაზი იყო,შავი მოკლე თმით,მაღალი,თვალებს სათვალეები უფარავდა.ვიცანი, ის ბიჭი იყო წინა დღეს რომ რამის სიცოცხლეს გამომასალმა. კარი გახსნა და შიგნით შემოვიდა,ჩვენს გვერდით მაგიდასთან დაჯდა და მიმტანს ხელით ანიშნა „ერთიო",ალბად აქაურობის ხშირი სტუმარი იყო,რადგან მიმტანმა თავი დაუკრა და ერთი ყავა მოუტანა,მაგრამ ბიჭი გამოიწია,მიმტანმა კი სკამზე ფეხი წამოკრა, და ყავა მე გადამესხა.საშინელი ტკივილი ვიგრძენი,კბილები დავაჭირე ერთმანეთს,რომ არ მეკივლა.
-უკაცრავა,დიდი ბოდიში...არ ვიცი რა დამემართა...-გოგონა დაბნეული იყო და ხელასახოცებს მაყრიდა და ცდილობდა ყავა გაეწმინდა ჩემი მაისურიდან.
-არა,არა,არა,რას აკეთებთ!-ბიჭი ახგა და ხელში ამიყვანა ისე,რომ ჭრილობებზე არ მეხებოდა.
-დამსვი!-ვუკიოდი.
სამზარეულოში შემიყვანა,იატაკზე დამსვა, ონკანი მოუშვა და ცივი წყალი შემასხურა.მესიამოვნა და ტკივილო ოდნავ შემისუსტდა.ბიჭი დაიხარა და თაფლისფერი თვალები შემომანათა.
-თავს როგორ გრძნობ?-მკითხა და ამ დროს სამზარეულოში მიკა შემოვარდა.-შენ?...
-გული გამისკდა,დაშავდი?
-არა,არა უბრალოდ მეწვის.-ვთქვი მე.
-სახლში რომ მიხვალ მალამო წაისვი და შეიხვიე.-მითხრა ბიჭმა.
-გაჩუმდი!ყველაფერი ისედაც შენი ბრალია.-ვუთხარი მე.
-შენ ეხვევი ასეთ სიტუაციებში და მე მაბრალებ!-მითხრა „გაბრაზებულმა"-მაპატიე მგრამ შენი ბრალიცაა.
-ყოჩაღ!ეხლა ყველაფერს მე მაბრალებ!-გავბრაზდი,რა უფლება ჰქონდა,რომ ჯერ რამის მომკლა,შემდეგ ყავა გადამასხა,ბოლოს ხელში ამიყვანა და გამწუწა,ახლა კი მე მაბრალებდა ყველაფერს.
-აბა ყველაფერი ჩემი ბრალია?-შემდეგ გაეცინა.-ალექსი. -მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-მერი.-ვუთხარი და ხელი არ ჩამოვართვი.
-სასიამოვნოა მერი, შენი გაცნობა.-მითხრა,მეკი წარბები ავწიე და მიკასკენ გავიხედე.
-გამარჯობა მე მიკა ვარ.-უცებ შუაში ჩაგვიხტა.ბიჭს აქაც გაეცინა და მასაც ჩამოართვა ხელი,ლამაზი ღიმილი ჰქონდა,ლოყებთან ჩაღრმავებული ადგილები უჩნდებოდა.
-ჩემი მანქანა აქვეა,სადაც გინდათ იქ წაგიყვანთ.
-კარგი.-დათანხმდა მიკა.-ჩემთან წავიდეთ, მაგრამ გთხოვ ალექს შენც წამოდი,თორემ შეიძლება ჭრილობა დავუზიანო,შენ კი კარგად გაართვი თავი.
-არა!ეს ისე ატარებს რამეს შეასკდება და დაგვხოცავს. დამიჯერე ვიცი.
-არაფერიც,წამოდი,წამოდი ნუ ჯიუტობ.-მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-ჩემითაც ავდგები არ მჭირდება ძიძა.-ვუთხარი და გარეთ გავედი.
თხუთმეტ წუთში მიკას სახლში ვიყავით,მე კანი მეწვოდა.მიკამ დოლბანდები,მალამო და მაკრატელი მოიტანა.
-მე ყავას გავაკეთებ.-თქვა და სამზარეულოში გავიდა.
-კარგი,მიდი გაიხადე ზედა.-მითხრა ალექსმა.მე წარბაწეულმა შევხედე გამომეტყველებით„შენ ხომ არ გადაირიე."მან კი ისეთი სახით შემომხედა,ეტყობოდა,რომ არ ხუმრობდა.
-არა!
-კარგი,მაშინ დაიტანჯე ტკივილით.-მითხრა და დივანს მიეყუდა.
ცოტა ხანს გავჯიუტდი,მაგრამ ბოლოს გახდა დავიწყე და სიმწრისაგან წამოვიკივლე.ალექსი მობრუნდა და მომეხმარა,გაცხელებულ კანზე მისი ცივი თითების შეხება მსიამოვნებდა.
მალამო გახსნა და თითით დამწვარ ადგილას წამისვა,მის ყოველ შეხებაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა და ვერ ვხვდებოდი რატომ, ცოტა ხნის წინ ეს ბიჭი მაღიზიანებდა. დოლბანდი გახსნა და ზედ ნაზად შემომახვია, ცოტა ხანი თავის ნახელავს უყურებდა. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ამ დროს მიკა შემოვიდა ყავით ხელში და თითქოს გამოფხიზლდა.
-მე უნდა წავიდე.-თქვა ალექსმა და მე შემომხედა,შემდეგ ადგა და გასასვლელისაკენ წავიდა.



№1  offline მოდერი zia-maria

heart_eyes flushed დასრულდა,ვიწყებ კითხვას. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent