შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისინი(ისტორია v სრულად)


26-02-2018, 00:40
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 18 772

ზუსტად ერთი წლის წინ შემოიჭრა ჩემში ქარიშხალი სახელად ნუკი . ერთი წლის წინ ზუსტად ამ ადგილას მოვიდა და მას მერე სულ ჩემს გონებაშია. ახლაც ველი ,რომ მოვა და ყველაფერი დასრულდება. ეს თამაში რომელმაც ასე დაგვტანჯა ორივე .
ევა რომ არა ალვათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ჩვენი გაურკვეველი ურთიერთობა. როგორც გავიგე მუცოში ყოფნის დროს უამბო ევამ თავისი ამბავი ნუკის , მაგრამ ქალბატონმა თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა და სამი თვეა მაწამებს . ნაბიჯი ვერ გადავდგი,ყველგან ის არის სამი თვეა ქალისკენ გახედვას ვერ ვბედავ როგორც კი ვიწყებ საუბარს საიდანღაც ჩნდება მისი უდიდებულესობა და ჭკუას მაკარგვინებს. რომ მგონია ჩემს ხელშია ხახამშრალს მტოვებს და ქრება. არც მე დამიკლია ,მაგრამ მაინ ის იმარჯვებდა ბოლოს.
ისევ თოვს..ამჯერად მშვიდად ცვივა ფანტელები და თანდათან იმოსება თეთრად მიდამო . შეშა ტკაცუნით იწვის , ოთახს მხოლოდ ცეცხლის წითელი შუქი ანათებს. წითელი ღვინო კარგ კომპანიას მიწევს, ნელ-ნელა ვსვამ და თანდათან მიბუჟდება სხეული.
-ჩემთვისაც იშოვით ერთ ბოკალს თუ აქედან დავლიო მატრობელა სითხე- არ ვიცი საიდან გამოჩნდა, მაგრამ უკვე ჩემს ზურგს უკან დგას, ყურთან მეჩურჩულება და მკოცნის . იცის როგორ გამაგიჟოს -სად გამომექეცი ცოტნიკო?-ჭიქა დავდე და ხელი მოვხვიე, დივანზე დავაწვინე და ზემოდან მოვექეცი-ააა გადარეულო
-გაები ჩიტო მახეში? -ხელები გავუკავე და ვაკოცე- დაიგვიანე...
-მელოდი?
-მე სულ გელოდები ...
-ხელს არ გამიშებ? მეც მინდა მოგეფერო - ოხ შე პატარა გაიძვერა გგონია ისევ წამოვეგები შენს ანკესზე? ნურას უკაცრავად. საპასუხოდ ვუღიმი და მისი ყელის შესწავლას ვაგრძელებ, მალე დუნდება,თავს უკან სწევს .როგორ მიყვარს მისი ეს ქცევა, ათრთოლებული სხეული, დახორკლილი კანი და აჩქარებული სუნთქვა -ჩემო ქარიშხალო რა გავაკეთო ხვალაც რომ არ გამექცე აქედან? რამეს ხომ ვერ მირჩევდით ძალის დასახარჯად
-ცოტნე ...ნუ მაწამებ
-ვინ მე? მე გაწამებ? რას ბრძანებ ჩემო ქალბატონო
-ევა ღელავს...
-თემის გადატანის დიდოსტატო ქალბატონო ნუკი , ამაღამ საწოლზე მიგაბავთ იცით? -ერთი ხელი წელზე მოვხვიე და თბილი ზედის ქვეშ თითები შევაცურე, ახურებულმა კანმა ლამის დამწვა, მუუცელი შეეკუმშა და ჩემკენ წამოიწია-მგონი ქარიშხალი ჩადგა.. მალე გამოიდარებს
-ცოტნეე გეყოფა
-არ მყოფნი ... -ქვემოთ ჩავიწიე და მუცელზე ვაკოცე - არასდროს მეყოფი... შენ კი რამდენი ხანია მიწვევ. საერთოდ არ გეცოდები... ცუდი გოგო ხარ ,ძალიან ცუდი
-ახლა აპირებ სამაგიეროს გადახდას? ასე ...
-ვარდის ფურცლებს მოვყრი საწოლზე გინდა? -ოხ როგორ მიყვარს მისი გაბრაზება, სრულიად უემოციოდ ვუყურებ და ისე უცებ ითავისუფლებს ხელებს მიკვირს. ისევ გამარტყა და მერე ტუჩებზე მეტაკა. ნამდვილი გიჟი , უცებ წყვეტს კოცნას და ყბაზე მიჭერს
-ნურას უკაცრავად... შენს საყვარლობას არ ვაპირებ
-რა მშიშარა ხარ ჩემო ქარიშხალო... როგორც კი ლავას ხედავ მაშინვე ქრები გეშინია არ დაგამარცხოს ხო?
-ნუ სულელობ... გეყოფა . მართლა რა მე შენთან დროის გასატარებლად მოვედი აქ შენ კიდე ჩემი ხელში ჩაგდების მეტი არაფერი გაფიქრებს
-შენი ბრალია ... რას გამიქციე გოგონები?
-იმათ მისტირი არა? ხოდა კიდევ დიდხანს ვერ ეღირსები ჩემთან ყოფნას .საზიზღარო ... როგორ ვერ გიტან
-არ გაბედო დარტყმა არ გაბედო... აღარ გეყო ტო? რაც შენ მცემე იმდენჯერ არავის გაურტყია
-ხოდა ცუდად გაგარტყი მუჭზე უნდა გადავიდე და გაგიტეხო ყბა .საზიზღარო მექალთანევ
-ოხ როგორ მიყვარს შენთან კამათი.. ვგიჟდები ეგ თვალები რომ გიელავს
-საზიზღარი ხარ... განგებ მიკეთებ ხო?
-ნუკ გვეყოს რა ... სამი თვეა უკვე ჩემს ნერვებზე თამაშობ... ერთი წელია ვიტანჯებით და აღარ გვეყოს?
-ასე ნუ მიყურებ... ნუ მაგიჟებ რა ცოდო ვარ სულ პატარა ვარ ჯერ 22 წელი დიდი გგონია?
-ჩემი პატარა გოგო ... გინდა ღვინო? დავლიოთ? მომიყვები შენს ამბებს?
-ახლა ძალიან მეძინება... დავიძინოთ და მერე ვილაპარაკოთ. მთელი კვირა შენთან ვრჩები
-მიმზიდველად ჟღერს... ერთი კვირა მხოლოდ მე და შენ? იცოდე რომ მომატყუო და ხვალ აქ არ დამხვდე
-ოო რით ვერ დაივიწყე ის ღამე
-ერთი? მხოლოდ ერთი? ორი კვირის წინ რომ მესტუმრე შუაღამით გადამრიე კაცი და მერე სააბაზანოშ შესვლის მაგიერ გამეპარე
-კარგი ორი... აბა როგორ გინდა ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია
-ზედმეტად ბევრი ეკლები გაქვს ლამაზო... და თან ერთი ჩხვლეტის გეშინია
-შენ... ღმერთო მართლა რა ტუტუცი ხარ, უზრდელო
-კარგი ახლ ამართლა გვეყო თამაში მომენატრა ადამიანური საუბარი. შეთანხმება დავდოთ და გაგიშვებ
-რა შეთანხმება...
-ერთი კვირა ტაიმაუტს ვიღებთ.. არავითარი გამოწვევა . მგონი დროა გავიცნოთ ერთმანეთი .ცოლად სანამ შეგირთავ მანამ უნდა შეგიცნო ბოლომდე...
-კარგი ... სხვა გასართობს ვპოვი
-მერე მე ვარ საზიზღარი
-მე საყვარელიც ვარ- გაიკრიჭა და მაკოცა -თუმცა შენც საყვარელი ხარ... ჩემი ტკბილი
-მალე ქვედა ტუჩი აღარ მექნება
-ნწ არ მოვკბეჩ .. მერე რა ვქნა მე ზედა ტუჩი არ მომწონს
-ტუ არ მოგწონს მოგანატრებ კოცნას- უცებ მოვშორდი და ბოთლიდან ღვინო დავუსხი
-ბუუს... მარტო ღვინო დავლიოთ? საკვები არ გეპოვება? მშიაა
-თუ იპოვი რამეს მიბრძანდი სამზარეულოში
-არ გაჭმევ იცოდე- გამაფრთხილა და სამზარეულოსკენ წავიდა. რა თქმა უნდ აყველაფერი იპოვა, ველოდი და ყველაფერი ვიყიდე რაც მას უყვარს. მთელი ღამე საუბარში გავატარეთ, გვიან ავედით საძნებელში. მასთან ჩახუტებულს პირველად მეძინა, ასე მშვიდად და ტკბილად.
მთელი კვირა ნეტარება იყო, სიტყვა შეასრულა და იმდენი რამე მომიყვა მგონი არც ერთი დღე გამოუტოვებია განვლილი ცხოვრებიდან.
-არ მინდა წასვლა
-დავრჩეთ ...რა პრობლემაა თან მაინც თოვს და ვერც გავიდეთ შეიძლება სოფლიდან-დილით ქალბატონი აწუწუნდა. ხელი მოვხვიე და მთელი სახე დავუკოცნე, ვგიჟდები რომ იტრუნება -ასე რომ იტრუნები მინდა შეგჭამო
-ასე რომ მკოცნი და მაბრუებ მაგის ბრალია- თავი მკერდზე დამადო ხელები კი მუცელზე მომხვია - დავიძინოთ რა...
-დავრჩეთ ანუ?
-ცოლი არ იეჭვიანებს და მე თუ მომიკითხავენ მხოლოდ ამბავს გაიგებენ
-ცოლი შეიძლება მალე მომტაცონ...
-მეეჭვება ... არ ეუბნებით სიმართლეს იმ კაცს და სანამ არ მოგკლავს არ დაისვენებ
-ევამ არ ვეტყვიო და მე რა ვქნა ..მისი ნებაა . თან ბოლომდე მეც არ ვენდობი,ბავშვი რომ წაართვას მერე?
-კანონის მიხედვით შენი შვილია და სანამ ეგ რამეს დაამტკიცებს მანამ მოვიგებთ საქმეს, ქვეყნის ყველაზე მაგარი ადვოკატები ჩვენს ოჯახშია
-თორნიკე მისი ძმაკაცია...
-ასე რომ მოაგვარებს სიტუაციას... ნუ სანამ დიდი მარიამი ჩაერთვება საქმეში . ევას რთულად აქვს საქმე ... მირიანი ნამდვილი კლდეა
-გეთანხმები ... თუმცა თუ კარგად დააკვირდები ნათელია რომ ჩემს გოგოზე გიჟდება
-კაი ახლა ეგ საიდან დაასკვენი ... სიტყვას ეგ არ ამბობს და ქცევა მე არ შემიმჩნევია .
-დაძინებას ვაპირებდით ჩვენ
-მოიცააა რატომ გადაგაქვს თემა? რამე იცი და მე არ ვიცი?-ნუკიმ წარბები შეკრა და შემოტევისთვის მოემზადა. მობილური რომ ამღერდა ამოვისუნტქე გადავრჩითქო, როცა ევას გამოსახულება დავინახე
-გისმენ ჩემო კნუტო ... - სიცილით ვუთხარი და დაველოდე მის პასუხს თუმცა მის ნაცვლად ირაკლის ხმა გავიგე
-ცოტნე ...
-ყიფო რა ხდება? ევა სად არის?- ინსტიქტურად ავფიქრიაქდი. აწრაფად წამოვდექი და პასუხის მოლოდინში გულმა ძგერა შეწყვიტა,მივხვდი რომ რაღაც ხდებოდა ,იმდენად გაჭიანურდა პასუხი- პირდაპირ მითხარი ირაკლი რამე დაემართათ? მაქსიმეა ცუდად? ირაკლი
-დაბრუნდი რა ... თბილისში ჩამოდი ევაა ცუდად , მანქანა დაეჯახა- მერე არაფერი გამიგია. არც ის ვიცი როგორ და რა ფორმაში დავტოვეთ სახლი. მანქანას მტელი სისწრაფით მივაქროლებდი კლინიკისკენ და თვაწინ მხოლოდ ევა იყო, მხოლოდ ის და სხვა არავინ. მაქსიმე რომელიც ალბათ სადმე ტიროდა და ჩვენ გარეშე ვერ ისევენებდა. ჩემი პატარა ევა , რომელიც ვერ დავიცავი , მე ხომ სულ მის გვერდით ვიყავი ახლა კი მეორედ ვერ დავიცავი საფრთხისგან.
-ცოტნე ცოტა ნელა გთხოვ- ნუკი მკლავზე ხელს მხვევს და ოდნავ ვანელებ სიჩქარეს, მეხვევა და ახლაღა აღვიქვამ რომ ტირის. თავზე ვკოცნი და გზას ვაგრძელებ . სიტყვის თქმას ვერ ვახერხებ, რამე რომ ვთქვა შესაძლოა მეც ავტირდე , ისეთ ტკივილს ვგრძნობ შეუძლებელია გადმოვცე.
სანამ დერეფანი გავიარეთ ნუკი ლამის წაიქცა. ხელი მოვხვიე ვაკოცე და ისე მივაღწიეთ დერეფანში მყოფებამდე. ნუკის ოპერაციას უკეთებდნენ. კატო და ერეკლე ადამიანებს აღარ გავდნენ. სამყაროს მოვწყდი ,არაფერი მადარდებდა მხოლოდ ნუკი თუ მიშველიდა დაუფარავად მოვეხვიე და მანაც მჭიდროდ შემომხვია ხელები , სლუკუნით მითხრა ჩვენი გოგო კარგად იქნებაო და თავი მხარზე მომაბჯინა.
დრო ასე მტანჯველად არასდროს გასულა, თიტქოს საუკუნე იყო გასული, ყველაფერი ირეოდა გონებაში,მოგონებები, ბედნიერი წამები, ტკივილი, სიხარული და საშინელი აზრები რომლის გაქრობასაც ვერ ვახერხებდი, იმის წარმოდგენა რომ ჩემი ევა არ მეყოლებოდა ჭკუიდან მშლიდა. ნაწილებად ვიშლებოდი და თავს ვერაერს ვუხერხებდი, ის ხომ ჩემი ნაწილია, არაბიოლოგიური ტყუპი რომელიც ღმერთმა შვიდი წლის შემდეგ მომივლინა. ის ტუ არ მეყოლება ჩემი ცხოვრება გაუფერულდება.
ექიმი გამოდის, მარიამ ყიფიანიც მის უკან დგას. ის გვიხსნის სიტუაციას მხოლოდ იმას ვიგებ რომ მდგომარეობა მძიმეა და არავინ იცის თავის ტვინის დაზიანება რა შედეგს გამოიღებს . ისევ მოლოდინის რეჟიმში გადავდივართ, ამჯერად ვახერხებ შორიდან მაინც დავინახო.
მისი პალატის კართან ვდგავარ, ფანჯრიდან ვუყურებ სრულიად სხვა ევას, უამრავი მილით , ნემსით და აპარატით დაფარულს. უსიცოცხლო გამომეტყველება გულს მიკლავს, ხელით ვეყრდნობი კარს და იქვე იატაკზე ვიკეცები. რამდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებ სივრცეს, არ მინდა ვიფიქრო ,არ მინდა იმის წარმოდგენა რა იქნება მის გარეშე...
ნაბიჯების ხმა მაფხიზლებს, დერეფანში ვიღაც მორბის . სწრაფად უხვევს და უკვე ნათლად ვხედავ ნაკანის არეულ სახეს, სრულიად ფერმკრთალია, თვალებდაწითლებული და შეშლილი გამომეტყველებით. რომ შემომხედა ბრაზიც გაუკრთა თვალებში, წამით სედგა ალბათ იფიქრა რომ ახსნა მოუხდებოდა , არ შემეძლო თამაში ყველაზე ცუდი დრო იყო ამისთვის. მზერა მოვარიდე, თავი ისევ დავხარე და იატაკს გავუსწორე მზერა. კართან მივიდა რამდენიმე წამს მისი სუნტქვაც კი არ მესმოდა, შემდეგ ჩემ გვერდით დაჯდა და თავი კარს მიაყრდნო .
მახსენდება ის ინფორმაცია რაც მოვისმინე ,მაგრამ იმ წამს არ გამიაზრებია. ახლა კი მკაფიოდ ჩამესმის ყურებში კატოს სიტყვები“ ჩემთან ანერვიულებული მოვიდა, მაქსი დამიტოვა და მითხრა რომ საქმე ჰქონდა“.. შემდეგ ირაკლის სიტყვები „ მთაწმინდაზე იყო , ჩვენს ადგილას გზაზე გადადიოდა და მანქანა დაეჯახა,მძღოლს უთხრამს ტიროდა გათიშული მოდიოდა ფაქტობრივად გადმომიხტა წინ“ ყველაფერს ერთმანეთთან ვაკავშირებ და სისხლი მეყინება
-შეხვდით? მიპასუხე ნახე და რამე უთხარი? რა უთხარი ,იჩხუბეთ ? - ვერც კი ვიაზრებ ისე ვწვდები ყელში მირიანს და კედელზე ვანარცხებ. ტემბრს ვერ ვაკონტროლებ მხოლოდ პასუხი მჭირდება - მიპასუხე !
-გამიშვი ... ახლა არაა მაგის დრო
-დრო .. დრო თავზესაყრელად გვაქს ვხედავ როგორაა? მართალი ვარ ხო? ნახე რარაც უთხარი აანერვიულე და იმიტომაა ახლა აქ
-ხო ველაპარაკე... ველაპარაკე და ვუთხარი რომ სიმართლე ვიცოდი . ვუთხარი რომ თქვენს დაწყევლილ თამაშს მაინც ამოვხსნიდი და ყველაფერს ბოლოს მოვუღებდი, ვუთხარი რომ სიმართლეს გეტყოდი მაგრამ როგორც ჩანს ისედაც ყველაფერი იცი და ახლა მითხარი ვინაა დამნაშავე ის რომ აქაა... იმაში რომ ასე რთულადაა ყველაფერი . ყველანი დამნაშავეები ვართ ,ყველანი ,მაგრამ ახლა შენთან კამათს არ ვაპირებ.. არც არაფერს გავარჩევ უბრალოდ მინდა გადარჩეს, მინდა კარგად იყოს და იცოცხლოს - ბოლო სიტყვებში იმხელა სასოწარკვეთილება ჩანდა ხელი გავუშვი, ბრაზიც გაუქრა თითქოს ერთიანად გამოეცალა ძალა და დაუძლურდა.
ექიმი მოვიდა ,ორივე გავჩუმდით . მდგომარეობის შესამოწმებლად იყო, რომ გამოვიდა გვითხრა ცვლილება არ არისო და წავიდა.
კატომ რამდენჯერმე დაკარგა გონება, ერეკლე ვერ ამშვიდებდა .მატი დანახვისას კიდევ უფრო ცუდად ვხდებოდი. ნუკი გარეთ გავიდა და მეც გავყევი. ეზოში იდგა ,მის გვერდით დავდექი ,ჩამეხუტა
-მეშინია...მისი დაკარგვის მეშინია ცოტნე. ის რომ დავკარგოთ ყველაფერი აირევა, ის ხო ჩვენი ევაა...ჩვენი ლამაზი გოგო მშვიდი და საყვარელი გოგო რა გვეშველება მის გარეშე. ჩვენ ყველას გვტკივა და არ ვიცი როგორ ავხსნა არ ვიცი რას ვგრძნობ მე მეშინია ცოტნე
-კარგად იქნება...მაქსიმეს არ მიატოვებს !- სხვა ვერაფერი ვთქვი, მეც მხოლოდ ეს ერტი იმედი მქონდა.
მთელი ღამე ველოდი მის გამოფხიზლებას თუმცა ამაოდ...
დილით მაქსთან წავედი. მშვიდად ეძინა ,ცოტა ხანს ვუყურებდი შემდეგ გაიღვიძა მოვაწესრიგე და კლინიკაში წავიყვანე. უკვე დამღალა ლოდინმა, აღარ ვაპირებდი ლოდინს უნდა გაიღვიძოს და მორჩა!
ბავშვი შევიყვანე, ველაპარაკე ბევრი ვაკოცე, სადაც კი შემეძლო შევეხე მაგრამ ამაოდ. არაფერმა გაჭრა.
....
სამი დღე გაშმარში გავატარეთ. ტირილის ხმაც კი არარ ისმოდა დერეფანში, იმდენად დაუძლურებული ვიყავით ყველანი. უეცრად ნაბიჯების ხმა გაისმა დერეფანში, შემდეგ მირიანი გამოჩნდა რომელმაც გვახარა ,რომ ევამ გაიღვიძა.
მგონი ყველანი პალატის კართან ვიყავით და ველოდით ექიმს. დიდხანს მოგვიხდა ლოდინი. ყველა გამოკვლევა რომ ჩაატარეს შემდეგ გამოვიდნენ ,თუმცა აშკარად არ ჰქონდა კარგი ამბავი. მარიამიც მათთან იყო კატო გულში ჩაიკრა და ექიმის სიტყვებმაც არ დააყოვნა
-როგორც ვვარაუდობდით პაციენტი გონს მოვიდა, მდგომარეობა დასტაბილურდა ,თუმცა თავის თვინის ტრამვამ სამწუხაროდ სიბრმავე გამოიწვია, რომელიც შესაძლოა დროებითი იყოს ,ტუმცა დიდი ალბათობით ოპერაციას საჭიროებს...
სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, მალევე მოიცვა ყველაფერი სიბნელემ....
ყველა ვინც მასთან შევიდა ტირილის და ცრემლების ღვრის გარდა აარაფერს აკეტებდა. თავს ვერ იკავებდნენ .მე კი უბრალოდ დერეფანშ ვიჯექი სკამზე და ყველაფერს ვიაზრებდი. ბოლოს შევედი ,მარტო იყო თვალები დახუჭული ჰქონდა თუმცა არ ეძინა
-ცოტნე შენ ხარ?- არაფერი მითქვამს ,სკამზე დავჯექი და ხელზე ვაკოცე - არაფერს მეტყვი?კარგი მე ვილაპარაკებ... იცოდე არ გაბედო და მათ მსგავსად არ შეგებრალო. ალბათ ღმერთმა გადაწყვიტა ჩემი ლაღი ცხოვრება საბოლოოდ აერია ახლა მეც მიწევს ცხოვრებისთვის ბრძოლა და ისევ ჩემთან ხომ იქნები? სხვა არავინ მჭირდება ისინი ვერ გაუძლებენ .ცოტნე...
-გტკივა? ძალიან გტკიოდა?
-ვერაფერს ვგრძნობ... ვერც მაშინ ვიგრძენი მხოლოდ ხმაური გავიგე და შემდეგ გავითიშე
-არ მეტყვი რა გინდოდა იქ?
-მირიანმა იცის რომ მაქსიმე მისი შვილია და უნდა რომ წამართვას... ვიკამათეთ უფრო სწორად მითხრა რისი ტქმაც უნდოდა და წავიდა. ვერც გავიაზრე სად მივდიოდი ისე ვიყავი ... შედეგიც სახეზეა- ნაწყვეტ ნაწყვეტ ლაპარაკობდა თვალებს არ ახელდა თიტქოს ეშინოდა .ისე აჭერდა ქუთუთოებს ერთმანეთზე -ხვალ მომიყვან მაქსს?
-მოგიყვან .... ახლა ექიმი მოვა და სხვა პალატაში გადაგიყვანენ. შენთან ვიქნები ამაღამ
-ისინი გაუშვი რა გთხოვ...არ მინდა რომ აქ იყვნენ . მარტო შენ დარჩი
-კარგი შევეცდები ...- ისევ ვაკოცე და გამოვედი.
როგორღაც გავუშვი ყველანი სახლებში. ევაც გადაიყვანეს პალატაში და შემდეგ მასთან შევედი ახლა მხოლოდ თაბაშირები ამშვენებდა და ერთი წვეთოვანი ედგა . სავარძელი მივაჩოჩე საწოლთან და დავჯექი. ეძინა, წამლის მოქმედების ქვეშ იყო და მშვიდად ძინავდა. მე კი დიდხანს ვერ მოვხუჭე თვალი შემდეგ დაღლილობამ მძლია და სავარძელზე ჩამომეძინა. შუაღამით ნაბიჯების ხმამ გამომაღვიძა, თვალები რომ გავახილე უკვე დერეფანშ მყოფ მირიანს მოვკარ მზერა წამში გაუჩინარდა ,მაგრამ მაინც მივხვდი რომ ის იყო.
აღარ ვიცი რა ვიფიქრო, რა მოვიმოქმედო მოვაშორო ევას თუ დავეხმარო . მხოლოდ ის ვიცი რომ ევას გამოჯანმრთელებაში უნდა დავეხმარო დანარჩენს შემდეგ მოევლება...
დილით ადრე წავედი სახლში, სანამ ევას გაეღვიძებოდა მანამ რომ მომეყვანა მაქსი. პალატაში რომ შევიყვანე იქ კატო და ერეკლე იყვნენ. ევამ ბავშვის ტირილის ხმა რომ გაიგო თავი მოაბრუნა,, თვალებს აცეცებდადა რომ ვერ ხედავდა ბავშვს გული შემეკუმსა. სწრაფად მივუყვანე და საწოლზე დავსვი, ხელი შეძლებისდაგვარად მოხვია და გულში ცაიკრა, მაქსიც გაიტრუნა და დედას მიეკრა. დიდხანს ეფერებოდა და თან ტიროდა. შემდეგ ბავშვი კატომ და ერეკლემ წაიყვანეს, ევამ სთხოვა რომ წასულიყვნენ და ისინიც დაემორჩილნენ თუმცა ექიმების კოლონა ჰყავდათ კლინიკაში და სულ ვიღაც შემოდიოდა, ყოველ წამს რეკავდნენ და ამბავს იგებდნენ.
დღეები სწრაფად გადიოდა, სწრაფად და ერთფეროვნად. ერთი თვე კლინიკაში ვიყავით, შემდეგ თაბაშირი მოხსნეს და სახლში წასვლაც შეგვეძლო, მდგომარეობა სტაბილური იყო. რაც შეეხება მხედველობას დიაგნოზი უცვლელი იყო არავითარი დაზიანება არ შეინიშნებოდა, ოპერაცია შეუძლებელი იყო და შესაბამისად უნდა დავლოდებოდით. ვერ ვიგებ როგორ შეიძლება ასე უბრალოდ დაბრმავდე, თუმცა ექიმები ხსნიან ამ ფაქტს ემოციური ფონით. როდის დადგება დღე როცა ევა კვლავ გამოიხედავს არ ვიცი ,მაგრამ ასე უფერულს ვერ გავხდი მის ცხოვრებას, ამას ვერ შევეგუები დიდხანს. როგორც კი გამოჯანმრთელდება და სიარულს შეძლებს, სხვა ჭრილობები მოუშუშდება ერთად ვისწავლით როგორ უნდა მოახერხოს დამოუკიდებლად ცხოვრება.
სახლში მივედით, ყველანი ჩვენთან იყვნენ საღამომდე . შემდეგ წავიდნენ და დავრჩით მარტო. ევა საძინებელში ავიყვანე, ბავშვი მოვაწესრიგე და ისიც მის გვერდით დავაწვინე. ვიცი უჭირს , წუხს კიდეც იმის გამო ყველაფერს მე რომ ვაკეთებ ,მაგრამ მე არ მადარდებს ეს ფაქტი და არანაირად მაწუხებს მისი მოვლა.
-ბავშვი შენთან უნდა იწვეს? მე ვერ მოვუვლი ...
-დიდი საწოლია თუ მიმიღებთ?
-გადმოხვალ? .. ცოტნე იქნებ მომვლელი აგვეყვანა... და ექთანიც ჩემთვის და ბავშვისთვის შენც გათავისუფლდები, როდემდე გააგრძელებ ასე . სამსახურშიც ხო უნდა გახვიდე
-საქმეს ჩემ გარეშეც მშვენივრად უვლიან ,შენ ნუ ღელავ. დაიძინე ახლა. შხაპს მივიღებ და მეც მოვალ
ამდენ დღიანი დაძაბულობის შემდეგ შხაპი ნამდვილად ნეტარება იყო. დიდხანს დარჩენა კი მინდოდა ,მაგრამ ევას რომ დავჭირდებოდი და არ ვიქნებოდი შემეშინდა რამე არ დამართნოდა. სწრაფად გავედი ოთახში, ეძინა ,მაქსიმეზე ჰქონდა ხელები მოხვეული და მშვიდად ეძინა. მინიმალური მოძრაობებით დავწექი მათ გვერდით და დავიძინე.
რამდენიმე დღე არ შეწყდა სტუმრიანობა, ფაქტობრივად ისინი აკეთებდნენ ყველაფერს. შემდეგ ევას მოუშუშდა წრილობები და განაცხადა მოვლა აღარ მჭირდება შეგიძლიათ ყველამ თქვენს საქმეს მიხედოთ პაციენტები, პატიმრები, ბანკები თქვენს გარეშე ვერ იარსებებენო და იძულებული გახდნენ შეემცირებინათ ვიზიტის რიცხვი.
ევა რამდენიმე დღეა ოტახებში გადაადგილებას სწავლობს ჯოხის საშუალებით და ყველაფერს იმახსოვრებს. ბავშვსაც ჩააცვა დღეს და მეორე სართულიდან დამოუკიდებლადაც ჩამოვიდა სანამ მე მაქსის საჭმელს ვამზადებდი.
საღამოს მისაღებში ვიყავით, დივანზე ვისხედით .ჩამეხუტა და ვსაუბრობდით იდილეა კარზე ზარმა დაგვირღვია. ნუკი არ იქნებოდა რადგან რამდენიმე წუთის წასული იყო სხვას კი არავის ველოდით .
-ვინ უნდა იყოს ?
-ვნახავ-სწრაფად წამოვდექი და კარის გასარებად წავედი. გამიკვირდა მირიანის დანახვა,თუმცა ვიცოდი რომ ბოლოს მოვიდოდა.
-საღამომშვიდობის... შეიძლება?- მისი სიმშვიდე მაოცებს. უკან გავიწიე და შემოვატარე
-გამარჯობა. მობრძანდი- მისარებისკენ წავედით. ევა სწრაფად წამოდგა და ხმის მიმარტულებით გამოიხედა, ვიცი მიხვდა ვინც იყო მაგრამ მაინც მკითხა
-ვინ იყო?
-მე ვარ...
-ვინ შენ... ვერ გხედავ იცი?
-ევა ... სალაპარაკოდ მოვედი
-რამე გვაქვს მე და შენ სალაპარაკო? ბოლოს რომ სევხვდით მითხარი რომ ცოტნეს მოუყვებოდი რა წესიერი ცოლი ჰყავდა და შეგიძლია უამბო, თუმცა მეეჭვება რაიმე ისეთი უთხრა რაც არ იცის- მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მირიანი კი რაც უფრო დიდხასნ უყურებდა მით უფრო მეტად ეცვლებოდა მშვიდი გამომეტყველება. ვგრძნობდი როგორ უჭირდა თავის შეკავება, ევას გულგრილობა აგიჟებდა. - შეგიძლია სასამართლოს მიმართო, ბავშვს მაინც ვერ წამართმევ
-ევა იქნებ დავასრულოთ და...- ხელი ცავკიდე და მშვიდად ვუთხარი. მაშინვე წარბები სეკრა
-არა!
-როგორც შენ გინდა - ხელზე ხელი მოვუჭირე და მირიანს გავხედე სანამ რამეს ვეტყოდი თავად დამასწრო
-მინდა მითხრათ სიმართლე... საერთოდ არ ითვალისწინებთ ჩემ მდგომარეობას , თუმცა არცერთმა ვიცით ჩვენი სიმართლე - მეცოდებოდა, ისიც და ევაც აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. მე საკმაოდ ჩავერიე მათ ურთიერთობაში იქნებ ჩემი გადაწყვეტილება რომ არა ახლა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო მე რომ ცოლობა არ შემეთავაზებინა , იქნებ ყველაფერი სხვაგვარად უნდა გადამეჭრა...
-არაფრის თქმას ვაპირებ ! მე არაფერი მაქვს სათქმელი თუ წახვალ დამავალებ ,მყუდროებას მირღვევ
-ევა ...- ხელი მოვუჭირე მინდოდა მენიშნებინა რომ ცუდად იქცეოდა ,თუმცა აშკარად მყარად იდგა თავის აზრზე მაისურაძის ქალბატონი
-არასდროს არავისთვის მითხოვია ევა... ერთადერთი ხარ ვისთანაც უკან ვიხევ იმხელა დათმობაზე მივდივარ რომ საკუთარი შვილისგანაც კი შორს ვარ შენ კი მაიძულებ ის გავაკეთო რაც არ მინდა
-ვერაფერს გააკეთებ ... რა იცი რომ შენია იქნებ შენს გარდა მილიონთან ვიყავი, იქნებ ცოტნესია ან კიდევ სხვა ვინმესი - ამას არ ველოდი , უცებ წამოიჭრა ფეხზე ევა გაცხარებული არადა ადრე ასე მარტივად არ ბრაზდებოდა. საშინლადაა გაღიზიანებული, ბოლო დროს ვეღარ ვცნობ თიტქოს სულ სხვა ადამიანია-წადი აქედან ! გაეთრიე აქედან მირიან , კიდევ მელაპარაკები დათმობაზე? თიტქოს რამეს ნიშნავდეს მაქსი შენთვის რა გაკავშირებს მასთან მითხარი არაფერი ..ისიც არ იცი სისხლი თუ უჩქეფს შენი მე კი მის გარდა არაფერი გამაჩნია და მემუქრები? მიბედავ და მემუქრები? არ მჭირდება გაფრთხილებები გააკეთე რაც გინდა მაჩვენე შენი ძალები ვნახოთ ვინ აჯობებს მე თუ შენ ხო არ მჭირდება დათმობაზე წასვლა და შებრალება ბრმაც ძლიერი ვარ ,იმაზე მეტად ძლიერი ვიდრე შენს ერთუჯრედიან ტვინს წარმოუდგენია მე ევა მაისურაძე ვარ მხოლოდ სუნთქვა რომ შემეძლოს და აზროვნება მაინც ევა მაისურაძე ვარ !
არ ვიცი მირიანი რას ფიქრობდა მე კი სრული შოკი მივიღე . ასეტი ძლიერი , შეუვალი არასდროს ყოფილა ევა. ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი ასე უცებ როგორ გააქრო ჩემი თბილი გოგო ტკივილმა...
ისევ მარტონი დავრჩით . უკან დაეშვა დივანში ცაეფლო , ხელის ცეცებით მომაგნო ჩამეხუტა და წამში აქვითინდა. ხელები მჭიდროდ მოვხვიე და დიდხანს მყავდა ჩახუტებული. არაფერს ამბობდა უბრალოდ ტიროდა. ნუკი რომ შემოვიდა და დაგვინახა მასაც თვალები აემღვრა მანიშნა რა ხდებაო , მაგრამ ვერაფერი ვუთხარი
-ევა... რა ხდება?
-ნუკი ... შენ ხარ? როდის მოხვედი - უცებ მომშორდა და ხელი ჩაკიდა გვერდით მჯდომს - ხომ დარჩები? გთხოვ დარჩი რა
-დავრჩები რა თქმა უნდა - შემდეგ მას ჩაეხუტა, აღარ ტიროდა ბოლოს ნუკისაც მოშორდა და რამდენიმე წამიანი დუმილის სემდეგ დაიწყო
-მოკლედ ცოტა ხნით კიდევ უნდა იყოს ცოტნე ჩემი ქმარი. დარწმუნებული ვარ მირიანი სასამართლოს მიმართავს , მეეჭვება იმაზე კარგი ადვოკატი იპოვოს ვიდრე ჩვენები არიან სანამ პროცესი დასრულდება ცოტნე და მე ერთად ვიქნებით. მერე კი მოვითხოვ რომ გავეყაროთ, ახლა არაფერი თქვათ ძალიან გთხოვთ უკვე გადავწყვიტე, რადგან ექიმებმა განაცხადეს რომ ოპერაცია არ მჭირდება და დროა საჭირო შევეგუები ამ მდგომარეობას და გავაგრძელებთ ყველაფერს ისე როგორც უნდა იყოს. მირიანთან კი ყველაფეირ უნდა დავასრულო
-ევა ვერ ვხვდები რატომ გინდა იმ ბიჭის გაბრაზება ის ხომ უბრალოდ სიმართლეს ითხოვს
-და რა ვუთხრა გილოცავ სენს გარდა არავისთან ვყოფილვარ ცოტნე ჩემი მეგობარია , ჩემი ძმა არის და ახლა ბავშვს მოგარტმევ-თქო? არ ვაპირებ ავუხსნა ის რასაც არ დაიჯერებს მას მე ერტი უბრალო კახპ.. ვგონივარ და დაე ეგონოს ის რასაც ფიქრობს .
-ხომ იცი რომ ბავშვის ნახვის უფლებას მოიპოვებს
-მოიპოვოს .... რამდენიმე საათით მეგობრებთანაც მყავს ბავშვი დიდი არაფერი განსხვავებაა. უბრალოდ არ მინდა ჩემთან ჰქონდეს რამე კავშირი, ბავშვი კი გაიგებს რომ ისაა მისი მამა არ ვაპირებ დამალვას ისედაც .
-ჩვენებს რას ეტყვი ევა- ის კითხვა დასვა რაც მეც ძალიან მაინტერესებდა. ყველაფერი იმიტომ ჩაიხლართა რომ სიმართლის გამჟღავნება არ გვინდოდა ახლა როგორ აუხსნიდა ერეკლეს ბავშვის ამბავს
-სიმართლეს ვეტყვი მამას ... როცა გავეყრებით შემდეგ
-ასე მარტივად?
-ისეთები აქვთ მაგათ ერთმანეთისთვის ნაპატიები მე ჩამქოლავენ შენი აზრით ევა?
-მაშ თავიდან რატომ არ თქვი სიმართლე
-არ მინდოდა ბავშვს უმამობა ეგრძნო თორემ სულ არ მადარდებდა ჩემზე ვინ რას იტყოდა ... მოკლედ ახლა მამა ეცოდინება ვინ არის და პრობლემაც მოგვარებულია. დავიძინოთ რა ... ცოტნესთან ბოდიში ამაღამ ნუკი იზინებს ჩვენთან
-ეე მე მაგდებ?
-ნუკისთან თუ მიგაწვინე მე ვეღარ დავიძნებ არ შემიძლია გენაცვალე .. ვერ ვხედავ მაგრამ სმენა მაქვს გასაოცარი ამის კრუტუნს ვერ მოვისმენ
-ევა!- ნუკიმ წმაოიზახა უცებ და აწითლდა . ქალბატონმა გაიცინა და ნუკის ხელი მოხვია
-წავედით ახლა.. შენ როგორ განაზდი ამ ბოლო დროს.. სად გაქრა ჩემი გადარეული ნუკი? რა უქენი ბიჭო ბავშვს!
-რა დავაშავე ტო მეჩხუბები, საწოლიდან გადმომაგდე... ცოდო არ ვარ მე?
-არაფერი დაგიშავდება .. მალე ჩემი ხელით გადმოგაბარებ ნუკის
-არაფერიც ... არ ვაპირებ მე მაგასთან ცხოვრებას
-აბა ვისთან აპირებ
-კნუტთან...
-კნუტს ნუ მიხსენებ! მივახრჩობ ერთხელაც და დაისვენებ
-რა კნუტი? მე რატომ არ ვიცი?
-საიდანღაც მოათრია და ის უწევს გვერდით.. მე კიდე ახლოს არ მიკარებს ნორმალურია ახლა ეს?
ევამ სიცილი დაიწყო. ნუკის მიჰყვებოდა ,საძინებელთან რომ მივედით ფრთხილად შევიდა. საწოლში დაწვა და დამელოდა როდის გავიდოდი. ნუკი მაინც ვერ დამისხლტა უცებ ჩავავლე ხელი და ვაკოცე ,მერე კი მეორე საძინებელში გადავედი...
,....
ყველაფერი ისე მოხდა როგორც ევას სურდა, მიკვირდა მისი ურეაქციობა, თიტქოს ქანდაკება იყო, არც თავის მდგომარეობას წუხდა და არც იმას რომ სასამართლოში სიარული უხდებოდა. მისი ადვოკატი ლიკა იყო მხოლოდ მან იცოდა სიმართლე. რა თქმა უნდა ბავშვი ვერ წაართვა მირიანმა, მხოლოდ ნახვის უფლება მოიპოვა ევას ეს ისედაც სურდა და შესაბამისად სედეგით კმაყოფილი იყო. არც კი უსაუბრიათ , სულ ცემ გვერდით იყო და გავიგებდი . ისე გვიყურებდა მირიანი ყოველ ჯერზე მინდოდა ისევ ჩავრეულიყავი , მეთქვა ყველაფერი და ამ კაცისთვის სატანჯველი მომეხსნა მაგრამ ევას ღალატს ვერ ვახერხებდი. სასამართლოს შემდეგ სახლში მივდიოდი რომ მითხრა ჩემს მშობლებთან წამიყვანეო , დავემორჩილე რა თქმა უნდა. გზაში არაფერი უტქვამს იქ მისულს კი სახლი სავსე დამხვდა ყველა იქ იყო ვინც საქართველოს ტერიტორიაზე დააბიჯებდა მათი ოჯახიდან. მივხვდი რისი თქმაც სურდა, ჩემი გაჩუმების დრო იყო კიდევ ერთხელ გავედი უკანა პლანზე და ნუკის მზერა მივაპყარი ,ალბათ ჩვენზეც იტყვის ან შეიძლება არ თქვას არ ვიცი ,უკვე აღარ მელაპარაკება . ორი თვეა ჩემი ევა დავკარგე ...
-რატომ შეგვკრიბე ჩემო ლამაზო? რისი თქმა გინდა?- ერეკლემ უთხრა და დაელოდა . ყველას ვაკვირდებოდი სახეზე და ისეთი შეგრძნება მრჩებოდა რომ იმათგან ორმა ყველაფერი იცოდა . არ ვიცი რატომ მაგრამ სულ მგონია რომ ალექსანდრე ახვლედიანმა და მარიამ ყიფიანმა ,ამ საოცარმა წყვილმა ყოველთვის ყველაფერი იცის.
ირაკლი ალბათ გაგიჯდება, ისიც მოვატყუეთ და მომკლავს. სხვებზე ვერაფერს ვიტყვი ყველასთვის შოკი იქნება ეს ამბავი. ყველაზე მეტად უფროსი მაისურაძის რეაქციის მეშინია, არ მინდა ევა ანერვიულდეს თუმცა ისე მყარად დგას მგონი მასზე არც არაფერი იმოქმედებს.
და აი გადავიდა მტავარ სათქმელზე...
-მოკლედ ახლა რადგან მირიანი გამოჩნდა ... თან ყველაფერი შეიტყო მე და ცოტნე გავეყრებით. მირიანმა ბავშვის ნახვის უფლება მოიპოვა აზრი აღარ აქვს ამ ფარსის გაგრძელებას, მინდა ჩემს ერთგულ მეგობარს ცოტნეს უფლება მივცე საყვარელ ქალთან ბედნიერების . ჩვენ შორის მყარი მეგობრული ურთიერთობის გარდა არაფერი ყოფილა და შესაბამისად ბოლომდე ასე გავაგრძელებთ . თქვენ კი გთხოვთ მაპატიოთ ამ ტყუილისთვის და მირიანი აღიქვად უბრალოდ როგორც მაქსის მამა მას ცემტან სხვა კავშირი არასდროს ექნება , ჩვენი ურთიერთობა შეცდომა იყო და ამაზე არარასდროს ვისაუბრებ...- ასე მოკლედ დაასრულა . წამით ყველა დადუმდა კატო გაფართობული თვალებით უყურებდა შვილს , ერეკლე ფეხზე წამოვარდა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა შემდეგ გაჩერდა იქვე დადგმული საყვავილე მოიფრიალა და ნამსხვრევებად აქცია მერე შეიგინა და უმისამართო გინებას მოჰყვა რამდენიმე წამს. მის ადგილას ალბათ გავგიჯდებოდი ,კიდევ კარგად შეიკავა თავი
-ახლა რას აპირებ ... აქამდე როგორ არ თქვი სიმართლე რა საჭირო იყო ცოტნეს გახვევა ამ ამბავში და ქვეყნისთვის მოდება . ახლა ხომ ისედაც ყველაფერი გამოაშკარავდა , რა გეგონა რომ მოგკლავდი? ასე გვიცნობ? ჩვენგან ყველას აქვს შეცდომა დაშვებული მართალია დიდი სისულელე ჩაიდინე ,მაგრამ როგორ დამალე ...როგორ
-ახლა ვნანობ მაგრამ არაფერი იცვლება სინანულით ... მინდა ჩვენს აგარაკზე გადავიდე საცხოვრებლად . ყველაფრისგან შორს მინდა ყოფნა. მომვლელს ავიყვან და ჩემს ბიჭთან ერთად ვიქნები . ეს მჭირდება და გთხოვთ გამიგეთ ... იმედია როცა დავმშვიდდები შევძლებ ისევ დანახვას და დავბრუნდები...
კიდევ ისაუბრეს... ისევ ევას ნებას დავყევით. ბარგის ცალაგებაში დაეხმარნენ, სახლიდან თავისი ძიძა წაიყვანა მომვლელად აგარაკზე . გვიან ღამემდე მასთან დავრჩი სემდეგ მომეხვია და მეც გამომისტუმრა...
სახლი მათ გარესე ცარიელი მეჩვენა. დივანში ჩავეშვი და მაქსის სათამაშოს მოვკარი თვალი ბალიშებს შორის რომ ეგდო, ავიღე და გამეღიმა. თიტქოს სულზე მომისწრო ირაკლის ზარმა . ყიფიანი გაბრაზებული კი იყო მაგრამ რისი ყიფოა ზურგი რომ მაქციოს რთულ მომენტში
-აბა ჩავარდი დეპრესიაში მორალატევ? უჩემოდ ვერ ძლებ ხო? მარტო აგდიხარ და სასმელს არჩევ?
-სად ხარ?
-კლუბში ჩვენთან... მარა თუ გინდა ბინაში წავალ ცუნცულ და საძინებელში დაგელოდები
-მოვდივარ ... ვინები ხართ
-ყველანი აქ ვართ.. თავადი თორნიკე ახვლედიანიც კი მოსწყდა დღეს თავის პაციენტებს და დაჯე თამუნიაც მიატოვა , მოკლავს ხო იცი და მოდი მალე ტო
-მოვდივარ ხო- გამეცინა და სწრაფად ჩავჯექი მანქანაში. რამდენიმე წუთში მათ გვერდით ვიჯექი და ზედიზედ მესამე ჭიქას ვცლიდი. რომ შევხურდი მერე შევჩერდი. ამათთან ერტად ყველაფერი ავიწყდება კაცს. ვლაპარაკობდით , კიდე მომაყოლეს ჩვენი ამბავი ისევ გამომლანძღეს და რომ გავიდა დაახლოებით ორი საათი გოგონებიც მოვიდნენ, ზოგმა თავიანთი ბიჭები მიიტაცეს, ზოგმა ძმაკაცები და საცეკვაოდ წავიდნენ. ნუკი არ ჩანდა , გამიკვირდა წესით თამუნასთან და სალომესთან უნდა ყოფილიყო. მობილური მოვიმარჯვე რომ დავხედე და ნორმალურად ციფრები ვერ ავკრიფე მივხვდი რომ უკვე მაგარი მთვრალი ვიყავი. წამოვდექი და სუფტა ჰაერზე გავედი, ზარი გადიოდა მაგრამ არ მპასუხობდა. მესამე ჯერზე უკვე რომ შევფხიზლდი მეც სიცივეში ყოფნით მისი ხმაც გავიგე ფონად მაღალი სიმრერა და სიცილ -კისკისი მესმოდა
-გისმენ ...
-ნუკიი სად ხარ?
-ცოტნე შენ ხარ? მე სად ვარ და ჩემ მეგობრებთან ერთად რესტორანში . შენ სად ხარ ბიჭებმა არ დაგირეკეს?
-ვინ მეგობრებტან ხარ?
-არ იცნობ შენ... რა მნიშვნელობა აქვს.. მთავარია ვერთობი
-დალიე?
-ნწ.. ახლაც ვსვამ - გაიცინა და ვირაცის ხმაც გაისმა ცეკვას სთხოვდა. ისიც აშკარად დასთანხმდა - კაი წავედი გკოცნიიი
-მოიცადე... ნუკი , ნუკი - აზრი არ ჰქონდა გათიშა. გავბრაზდი ,თან ძალიან . არა გასაგებია რომ მეგობრებთან ერტადაა მაგრამ რატომ არ მითხრა ან ვინ ბიჭს ეცეკვება. ვგრძნობ როგორ მაწვება ეჭვიანობა მთელი ძალით და სისხლში მიჯდება. კაპილარებში იწყებს მოზრაობას და მაგიჯებს. კლუბში დავბრუნდი გოგონებისგან გავიგე სადაც იყო და სწრაფად გავემართე იქეთ. რესტორანში არეული სიტუაცია იყო, ყველა მთვრალი , მობარბაცე, იდგა და ცეკვავდა. სახეების გარცევა რთული იყო ისეთი განათება იყო. სამაგიეროდ ნუკის კისკისის ხმა ამოვიცანი მარტივად იქეთ გავიხედე ხმა საიდანაც მოდიოდა და ლამის იქვე ავფეთქდი ბრაზისგან. ჩემი გადარეული გოგო ცენტრში იდგა „გალეშილი მთვრალი“ სრული ამ სიტყვის მნიშნელობით და ცეკვავდა, ცეკვასაც გააჩნია ორონდ . ჩვეულებრივ ცეკვაზე არ ვჭედავ მაგრამ ამდენი დამშეული კაცის წინ ნახევრად შიშველი სტრიპტიზის მსგავს მოძრაობებს რომ აკეთებ ყველა ზღვარს სცდება და ჩემი მოთმინებაც ისე უცებ ამოიწურა რომ მანძილი წამებში გადავფარე, გათიშულ ქალბატონს ხელი ცავავლე მხარზე გადავიკიდე და იქედან წამოვიღე. გზად ხელს მისი ცანთა გამოვაყოლე ,მოსაცმელი ვიცანი გამოსასვლელთან მაგიდაზე თორე კი დავტოვებდი იმათ. ნუკის კივილი დავაიგნორე , მანქანას სანამ არ ავაკარი მანამ ხმა არ ამომიღია , მერე ხელებს შორის მოვიქციე , ისე წაიქცეოდა ალბათ . მთვრალს უფრო უელავდა თვალები და სულ გადამრია, მგონი მეც მომეძალა სასმელი ვინ მაცადა დამშვიდება და რომანტიული განწყობის შექმნა ისეთი გამომიქანა ყბაში მგონი ქვედა ყბა გამიტეხა
-როგორ ბედავ ... ვინ მოგცა უფლება გართობას რომ მაწყვეტინებ ჰა? შენ რა გგონია მართლა დავჭკვიანდი? ნუთუ არ მაქ უფლება ამდენი რამის მერე განვიტვირთო
-ჯანდაბა დამშვიდდები თუ რა გავაკეთო ... იდექი იქ ცეკვავდი ამდენი მთვრალი ბიჭის წინ აყლაპვინე ნერწყვები და კიდე მე მეჩხუბები? ვის აქვს აბა უფლება შენზე თუ არა მე
- არც შენ გაქვს და არც სხვას... ჩემი ცხოვრება მე მეკუთნის და გართობის გარდა არაფერი მინდა საკმაოდ დავიტანჯე ამდენი ნევრიულობით . რაც გამოჩნდი მას მერე სულ რარაც ხდება მეც და ევაც გაგვაგიჟე. თუმცა ევა მირიანმა გააგიჟა მაგრამ რა მნიშნელობა აქვს ცოლად რომ არ შეგერთო ხომ არ ჩაიხლართებოდა ყველაფერი ,შენ ცემთვის ტქმაც არ გინდოდა იმდენად არ განაღვლებდა ჩემი გრძნობები საიდუმლოს ინახავდი მე კი ლამის საუკეთესო დაქალის მორალატედ ცავთვალე თავი. იცი რას ვგრძნობდი? ლამის შევიშალე საკუთარი თავი მძულდა, მერე ევას ამბავი... ისევ ვერ ვიქნებით ერთად ახლა უნდა შემრცხვეს რომ დაქალის ყოფილ ქმართან გავაბა ურთიერთობა? არარ შემიძლია შენ კი მიყვირი აქ და მომათრევ ძალით - ჯერ ყვიროდა, ბურდუნებდა,მერე ცრემლები წამოუვიდა და ასლუკუნდა. ლამის გავგიჟდი ხელებიც დამიშინა ბოლოს ნიკაპზე მომიჭირა ხელი და ახლოს მოიწია- მაინც ვერ მომარჯულებ შენ მე ,რაც არ უნდა გააკეტო ცოტნიკო შენ მე ვერ შემაჩერებ. მე ქარიშხალი ვარ რომელიც ბოლოს აუცილებლად ამოვარდება და ყველაფერს გაანადგურებს. რამდენიმე დღიანი ან თვიანი შეჩერება არაფერია შეეგუები ან გაქრები- ცხვირი ცხვირზე გამისვა და გაიღიმა. მაგიჟებს ...
-მომისმინე ქალბატონო ,ძალიან კარგადაც მესმის რასაც გრძნობ, ყველაფერი ვიცი და რაც შეეხება შენს ბობოქრობას მე ასეთი მიყვარხარ მაგრამ არა სტრიპტიზის მოცეკვავე ნაშა ვირაც სირებს რომ უდ.. მისი ცეკვის შემყურებს მაგის უფლებას არ მოგცემ გესმის? და თუ არ შეგაჩერებ მაგასაც ვნახავ. ყველაფერი დალაგდეს და გაჩვენებ მე შენ ჩემს ხერხებს ისე დატკბები და დადნები შენი ქარიშხალი სიოდ გადაიქცევა , სასიამოვნოდ და საამოდ მომელამუნება სახეზე ეგ სიო - ისევ მანქანას მივაყუდე ხელები გავუკავე და ტუჩები დავუკოცნე. ისეთი გემრიელია ვერ ვწყდები. რა თქმა უნდა თავი დაიხსნა ხელები მომხვია და კოცნაში ამყვა. უნდა გამაგიჟოს ...
-ვნახოთ ვინ აჯობებს... -ქვედა ტუჩზე ისე მწარედ მიკბინა სისხლის გემო ვიგრძენი. ველური! - ახლა წამიყვანე ...
-სად წაგიყვანო, გასარები ჩანთაში გაქ ხო?
-ხო - მანქანის კარი გააღო და სავარძელზე მიწვა . გიჟია ... არაფერი ადარდებს
ბინასთან მივედი, ეძინა . ხელში ავიყვანე, მომწყდა წელი. ლიფტში შევედი და როგორც იქნა ავაღწიე. ახლა როგორ გინდ აგასაღები აიღო, დავსვი ძირს მივაყუდე კედელზე და როგორც იქნა კარიც გავაღე. შემდეგ ისევ ხელში ავიყვანე. საძინებელში რომ შევედი მაშინ გამოფხიზლდა რატომღაც და მაკოცა, მერე ძირს დავსვი, მშვენივრად დადგა. ხელები ყელზე მომხვია მერე ერთი ხელი პერანგის ქვეშ შეაცურა ზურგზე მისი თიტების შეხებისას ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა მგონი ამოფრქვევა მელოდა... ხელები უცებ გავუკავე და კოცნა შევწყვიტე. სასმელის ზემოქმედება აშკარად მოქმედებს ჩემს გოგოზე , მე კი სულაც არ მინდა მთვრალმა სისულელე ჩაიდინოს... მეც ბევრი დავლიე და დროულად უნდა გავცერდე . რაც ძალიან ძნელია ...
-დარჩი რა ...- ხელების გაცერების მიუხედავად მეკვრის სხეულზე და ისევ მკოცნის ,ყბას მიუყვება ყელზე გადადის და სისხლის მიმოქცევა არანორმალურად ჩქარდება ,ისე მოქმედებს ჩემზე რომ წამში შეუძლია აზროვნება შემიჩეროს
-რომ დავრჩე ვიცი შემაცდენ- ვიღიმი, ისიც იღიმის და ტუჩესბს უბრუნდება
-ძალიან მინდა რომ შეგაცდინო და რას იტყვი მოვახერხებ? - რა აზრი ჰქონდა ხელები რომ გავუკავე ფეხი ისე შემომახვია და საწოლზე დამაგდო სულ არ დასჭირვებია ხელით ბიძგება-ხელს არ გამიშვებ? იქნებ და რა გავაკეთო - ზემოდან დამყურებს და ეშმაკურად იღიმის და ეს უგონოდ მთვრალია? რას მეთამაშება, იაზროვნე ცოტნე.. იაზროვნე რაღაცას გიჩალიჩებს
-ნუკი...
-იცი ხელებს თუ არ გამიტავისუფლებ ასე ვერ გაგხდი... არ ვარ სპეციალისტი ისედაც
-ასე დავიძინებ იყოს ..- ვუღიმი და ზემოდან ვექცევი
-ხუმრობის ხასიათზე რატომ ხარ... ნუთუ სხვა არაფრის სურვილი გამოვიწვიე - ჩემკენ იწევს და მეკვრის .ჯანდაბა !
-გეყოფა ...
-კიდევ მე მეყოფა? სულ არ გეცოდები... საერთოდ არ ფიქრობ ჩემზე .მხოლოდ მაბრაზებ,მანერვიულებ და ისევ მაბრაზებ იქნებ ისეთი რამეც გააკეთო რაც ბედნიერს გამხდის ახლა ძალიან მჭირდება ისეთი რამ რაც ყველაფერს დამავიწყებს
-ხომ დალიე...
-სისულელეებს ნუ აფრქვევ
-ნუ მაშტერებ! ... -ვკოცნი ,ვერ ვწყდები რა გავაკეთო - მაგიჟებ... ჯანდაბა ძალიან მინდიხარ - ხელებს ვუთავისუფლებ რომ უკეთ მოვეფერო და ყელის შესწავლას ვიწყებ. უბრალოდ შეუძლებელია იფიქრო მისი შეხებისას, საოცრებაა ნამდვილი სასწაული ...
-კარგი რა ცოტნიკო... ასე მალე როგორ შეიძლება . ასეთი დამყოლი თუ ხარ სენ ნებისმიერი შეგაცდენს... მე კიდე მაგარი ბიჭი მჭირდება ვინმე ნაშამ რო ცაგიგდოს ხელში მაგრად არ უნდა დახვდე?
რაოო?
არა ხომ ვამბობდი რაღაცას ხლართავს-თქო . ისე უცებ დამისხლტა ხელიდან და მკვირცხლად წამოხტა საწოლიდან დამტოვა ხახალშრალი და განადგურებული.
-ნუკიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
-მე სააბაზანოში შევალ და რომ გამოვალ იმედია უკვე შენს სახლში იქნები....- კარიდან თავი გამოყო კოცნა გამომიგზავნა და კარი გადაკეტა.
ახლა წავალ როგორ არა ელოდე ... მოიცა რადგან განაახლე ბრძოლა , რადგან თვლი რომ ზავი აღარ არსებობს მალე გავათანაბრებ ანგარიშს ქალბატონო. ის დროა რომ ევას რჩევას დავყვე და ბედნიერებისთვის ყველაფერი გავაკეთო, გართობაც მაბედნიერებს ...
ვიხდი და საწოლში ველოდები. ღიღინით გამოდის სააბაზანოდან პირსახოცმოხვეული და ჩემი დანახვიდად ადგილზე შეშდება
-არ წასულხარ?
-ნასვამი საჭესთან ვერ დავჯდები ...- ვუღიმი და ვაიგნორებ. წარბს მაღლა სწევს კარადიდან საჭირო ნივთებს ირებს და უკან ბრუნდება. მალე გამოდის პიჟამას შარვალში და მაისურში გამოწყობილი და ჩემ გვერდით მშვიდად წვება. აი ეს მაგიჟებს ზუსტად , ქარიშხალივითაა უცებ რომ ამოვარდება და მერე რომ ჩადგება და ნიავი ქრის მხოლოდ. ვაი საცოდაო ჩემო თაო როგორ გინდა დაიძინო თორე მაგას რა ენაღვლება.
ჩემკენ ბრუნდება და მიყურებს...
-რა გინდოდა იქ
-გაბრაზდი?
-რა თქმა უნდა... აბა რა ქცევა იყო
-აწი აღარ მოიქცევი ეგრე
-იცი რამდენჯერ მიცეკვია მაგიდაზე კლუბში ათასი ბიჭის წინ? რა გადაგიყვარდები? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ამას
-ახლა აღარ უნდა გააკეთო ყველა ის სიგიჯე რასაც ადრე ჩადიოდი რადგან მე ვარსებობ შენს ცხოვრებაში...
-ვერ ვიგებ ამ კაცურ ლოგიკას მე ვერთობი და რა მნიშვნელობა აქ ვიღაც რას ფიქრობს და როგორ მიყურებს
-ქალები რატომ ეჭვიანობთ ხოლმე ... ჩემთან ვინმე ქალი რომ მოვიდეს მასთან ერთად დავლიო ვეცეკვო, ხელები ვუფათურო მოგეწონება?
-ხელებს არ მიფათურებდნენ! მე ასე ვერთობი, ამ გზით ვივიწყებ ყველაფერს და ახლა რა ვქნა
-უკეთესი საშუალებებიც არსებობს განსატვირთად
-ჯერ სხვა საშუალებებს ამოვწურავ მაგისთვის დრო მექნება
-სხვა საშუალებებს ხელს არ უშლის სხვათაშორის
-სხვათაშორის შენ ახლა შენს სახლში უნდა იყო. ხვალ ვინმე რომ დამადგეს სად მიდიხარ
-ვინ უნდა დაგადგეს
-მაგალითან ბატონი გიგი ...
-დავიმალები სადმე- ბალიშს ვაფუმფულებ ერთ ხელს ქვეშ ვდებ, მეორეს ნუკის წელზე ვხვევ და ჩემკენ ვწევ.ვკოცნი და თვალებს ვხუჭავ- დავიძინოთ ისედაც ზედმეტად რტული დღე იყო ემოციური
-იცი მშურს ჩემი მშობლების...
-რატო...
-ცხოვრებაში იმდენი სიგიჟე ჩაიდინეს... ცხუბობდნენ კიდეც ,მაგრამ მაინც სულ ერთად იყვნენ და არაფერი ადარდებდათ. არასდროს დაშორებულად არ გატანჯულად და სულელურად არ გაუფანტიათ დრო. სულ ,მთელი ცხოვრება ბედნიერები არიან . მათ ირგვლივ უამრავი პრობლემა იყო ,მაგრამ ისინი მაინც ინარჩუნებდნენ თავიანთ სახეს . მე ვერ ვახერხებ ამას
-შენ შეიძლება გვანცას გავხარ მაგრამ მე გიგის მსგავსად ვერ ვაფრენ...
-ახლა გისმენდეს გაგაფრენდა მეშვიდე სართულიდან...
-როდის უნდა ვუთხრათ ჩვენზე
-რა უნდა უთხრა მე სენთან არ ვარ ...
-ოჰ აგრძელებთ ქალბატონო?
-რა თქმა უნდა... არ დაგიმსახურებივარ ჯერ... გამოისყიდე მრავალი დანაშაული და შემდეგ მიმიღებ საჩუქრად
-შეფუთულს?
-რა ფერშიც გინდა იმ ფერად შევფუთავ ჩემს სიმრგვალეებს ,გპირდები - ეშმაკურად იღიმის და ტუჩებზე ოდნავ მეხება - თუ ჭკვიანად მოიქცევი მალე დასრულდება ყველაფერი
-ჭკუას ვკარგავ და როგორ მოვიქცე ჭკვიანად
-მაგაშია საქმე ...- გაიცინა და ჩამეხუტა- გვეყო …მეძინება. -ისე ხვალ მართლა ველოდები მამიკოს
-რას მაშინებ ნეტავ- გავიცინე და უკეტ მოვკალათდდი
-შენ ჩემი მამიკოს შესაძლებლობებს არ იცნობ - წარბები მაღლა აზიდა და ჩაიცინა - თუმცა დედაჩემი უფრო საშიშია
-სიდედრების ისედაც მეშინოდა და ახლა სულ ნუ გამაგიჟებ -ეს რომ ვუთხარი აკისკისდდა , ძლივს ამოისუნთქა -რა გაცინებს გოგო
-ვაიმეე ცუდად ვარ.... იცი გვანცას აქვს ნათქვამი შენ თუ ვინმემ გთხოვა ცოლობა ეგრევე გაყევი დედა თორე ხომ ხედავ ამდენხნიანი ქალიშვილობით სრულ წკუაზე აღარ ხარო და ეგ პირიქით იმიტო მოგკლავს ჯერ კიდევ არაფერი რომ არ გვქონია
-ასე თუ გინდოდა წეხან ხელში არ გყავდი? რას გამექეცი
-აუ რა დამპალი ხარ ...შემეშვი საერთოდ . გიჟ დედაჩემს არ ვუჯერებ მე
-მაგარია ისე დედა რომ გეუბნება მაგას ...
-საოცარი ხალხი ვართ რით ვერ შეგვეჩვიე შენ კიდე ამდენი წელია იცნობ მაგათ...
-არა ხო ბაზარი არაა მარა მაინც ნორმალურ ხალხთან ურთიერთობას ვარ შეჩვეული და ცოტა მიჭირს გააზრება მაგათი ქმედებების
-შენ ყველას სიყვარულის ისტორია იცი? თუ არ მოუყოლია ევას და დავიწყო
-ვიცი!
-აუუუ აბა რა გავაკეთო არ მეძინება უკვე
-ნუ ხვანცალებ და გააჩერე ფეხები თუ გაანადგურე ჩემი ღირსება ვერაფერს მოიგებ მაგით ...
-აბა ერთ წამს თუ შეწყვეტ ბილწი აზრების ფრქვევას და შეირგებ ჩემს მშვიდად ყოფნას
-საკმარისად გამაგიჟე ამ საღამოს ისე რომ მე ვერაფერს გეტყვი ასანაზღაურებლად
-შენ ჯერ ნორმალურად გაეყარე ცოლს... მერე გააგებინე ჩემებს რომ ერთად ვართ, მერე... მერე მოვიფიქრებ კიდევ რამეს და აი მერე არა კიდევ მერე და კიდევ სულ მერე რა აღარ გაგაჩერებ გპირდები
-რა დიდი შეღავათია... არა რომ არ მიწვევდე კიდე ხო ,მაგრამ რომ მაგიჟებ და მერე მტოვებ ეგაა უბედურება
-გასართობიც მომიშალე ახლა.. მშვენივრად ვუკრავ შენს ნერვებზე
-ნერვებზე დაკრვა არ მსიამოვნებს მე
-აბა გიტარაზე არ ვიცი... არცერთ საკრავზე.. სმენა არ მაქ მე და მომაშორე ეს ხელი უნდა ავდგე
-სად მიდიხარ ..- ხელი რომ ავწიე ეგრევე წამოფრინდა საწოლიდან -დილის ოთხი საათია გოგო რით ვეღარ დაიღალე
-მშია... ასე ვიცი ლოთობის მერე
-ღადაობ ხო?
-წავედი მე რამეს შევჭამ დაიძინე შენ- თმები შეიკრა და წავიდა. ვერ ვიჯერებდი რომ 4 საათზე წავიდა საჭმელად. სიმრერის ხმა რომ გავიგე საწოლში წოლაც მომბეზრდა თან მაინც ვერ ვიძნებდი და გავედი სამზარეულოში . გაზქურასთან იდგა და ცეკვავდა ამის თეძოს რხევა შემიწირავს. დახლთან მაღალ სკამზე დავჯექი და ხის ზედაპირს დავეყრდენი ქალბატონი უფრო გახურდა და აზარტში შევიდა თავადაც აჰყვა მელოდიას და საჯდომი ისე გამოსწია უკან სიცილი ვერ შევიკავე . უცებ შემოტრიალდა გაბრაზებული და ხის კოვზი გამომიქანა
-რა გაცინებს საზიზღარო .. აქ თუ იყავი ვერ მითხარი? -კიდევ კარგი ავიცდინე კოვზი და გადავრჩი თავის გატეხვას . სამაგიეროდ სიცილი განვაგრძე-აუ ნუ დამცინი მიყვარს ეს ცეკვა და რა გავაკეთო
-გევლო მერე ცეკვაზე და ნორმალური მაინც გესწავლა რამე
-აუ მაგარი იქნებოდა რაჭულს რო ჩამოვუვლიდი სამზარეულოში ...
-ჩა-ჩა-ჩა წავიდოდა ზატო
-მე ბოდიში მინი კონცერტს რომ ვერ გთავაზობთ- ისევ მაქცია ზურგი და გაზქურა გამორთო. ლორი და კვერცხი გადმოიღო თეფშზე საწებელი მოასხა დასკუპდა და ისე შეექცეოდა მეც მომინდა- ნუ მიყურებ ტყუილად არ გაგიყოფ
-სულ არააა...სულ ცოტასაც არ გამიყოფ?
-ნწ-ამომხედა და წარბები აწკიპა- არ ხარ ღირსი
-კიდე მე არ ვარ ღირსი მთელი რამდენი საათია მაწამებ
-მე? რა სისულელეა ,ღმერთმანი შენი წამება არც მიფიქრია -ისეთი სახით მიყურებდა გავითიშე. მისკენ გადავიწიე და ვაკოცე
-მიყვარხარ ...
გაეღიმა, რაღაც სხვანაირად გაუბრწყინდა თვალები ალბათ იმიტომ რომ იშვიატად ვეუბნები ამ სიტყვას. ჩვენ ხომ უბრალო წყვილს არ ვგავართ,ჩხუბიც კი არ შეგვიძლია ისე როგორც სტანდარტულ წყვილს. ისაა გამორჩეული და სწორედ ამიტომაა ჩვენი ურთიერთობაც ასეთი საოცარი...
*****
.....ევა ....
გათენდა...
კიდევ ერთი დღე დაიწყო ,მე კი ისევ სიბნელეში ვარ. მხოლოდ ხმაური მაუწყებს დილის დადგომას. ჩიტების ხმა და ჟრუამული რომელიც სადრაც შორიდან ისმის. მგონი ადრე ასე მკაფიოდ ვერ აღვიქვამდი ხმებს, სურნელს ,შეხებას ახლა კი ყველა დეტალს აღვიქვამ და ვსწავლობ.
უკვე რამდენიმე თვეა რაც ღმერთმა სიბნელეში ყოფნა მარგუნა. ალბათ 22 წლიანი ბედნიერების შემდეგ ცხოვრება რომ მესწავა, თავად რომ გავმკლავებოდი პრობლემებს ეს იყო საჭირო. ხანდახან ვფიქრობ ნუთუ ჩემს გასაძლიერებლად სხვა გზა ვერ იპოვა , არ ვიცი ალბათ ასე იყო საჭირო. ვიცი რომ ბოლოს ყველაფერი დასრულდება და მაშინ როცა ვისწავლი ცხოვრებასთან ბრძოლას ისევ შევძლებ ჩემი ბიჭის დანახვას, ისევ აღვიქვამ იმ ყველაფერს რასაც ყურადღებას არ ვაქცევდი როცა შემეძლო შემჩნევა, ახლა ვხვდები რამდენ რამეს ვტოვებდი უყურადღებოდ, ვაიგნორებდი და აღქმას ვერ ვახერხებდი. სადღაც დავფრინავდი , მაშინ არც ამ სასიამოვნო ხმებს ვუსმენდი ყოველ დილით. ახლა კი სანამ ჩემი ბიჭი გაიღვიძებს მანამ ვუსმენ თითოეულ ბგერას რაც ყურთასმენას შეუძლია აღიქვას.
რამდენიმე კვირაა მარტო ვართ მე და ჩემი ბიჭი . მომვლელიც ჩვენთანაა ,მაგრამ მაინც მარტო ვგრძNობ თავს. ეს მჭირდებოდა , მარტოობა და ფიქრი. ვიცი რომ ყველა კარგადაა და სანერვიულოც არაფერია . იქ ყოფნა არარ შემეძლო, ცხოვრებაში პირველად ცოტნესთანაც ვერ ვგრძნობდი ტავს კომფორტულად, უკვე ვგრძნობდი რომ მასაც პრობლემად ვექეცი ისიც დავტანჯე და ცხოვრება ავურიე .
რამდენიმე თვეა კადრებად ვხედავ წარსულს...
არ მინდა მასაც ვხედავდე, მაგრამ ყველაზე ხშირად ისაა ჩემი სიზმრების სტუმარი . თვალს ვახელ და ისევ სიბნელეა, შემდეგ ისევ ნაკანი ჩნდება და მთელი არსებით ვიცვლები, გარდავიქმნები ...
რამდენიმე დღეა ვხვდები რომ მენატრება. ამ ფაქტს ვერ ვხსნი , უბრალოდ ვიცი რომ ეს მონატრებაა. როცა მაქსს ვეხვევი მისი სურნელი ერევა ჩემი ბიჭის სურნელს და მგონია რომ სადღაც ახლოსაა, გამიჭირდა ამის აღიარება მაგრამ ახლა ვიცი რომ მისი ნახვა გამახარებს. მეეჭვება მოვიდეს, დარწმუნებული ვარ რომ თავად არ ვნახავ შესაბამისად არავინ იცის როდის შევხვდები. ბავშვის წასაყვანად სხვა გამოგზავნა, ტავად არ მოვიდა და ალბათ მეორე ჯერზეც იგივეს გაიმეორებს. საკუთარ თავზე ვბრაზობ, ამდენი პრობლემა მაქვს, ბრმა ვარ და მასზე ვფიქრობ. უმისობა მაწუხებს...
რაღაც განსხვავებულად ბედნიერი ვარ დღეს... ჩემი პატარა ძილს აგრძელებს, მის შეხებას ვგრზნობ ,გვერდი იცვალა და სახე მკერდზე მომაბჯინა ასე მაშინ იქცევა როცა ძილის გაგრძელება სურს. ხელით ვპოულობ მის კულულებს და ვეფერები. უკვე მოზრდილი აქვს თმა , სხვა დროს შევჭრიდი ახლა კი შეხების წყაროს ვერ მოვსპობ.მინდა მოვეფერო და დიდხანს ვხლართავდე თიტებს მის კულულებში.
ალბათ უფრო გამუქდა, მეუბნებიან რომ თვალები ღამესავით შავი აქვს. საერთოდ არ მგავს, როგორ შეიძლება ასე ჰგავდეს მამას. ხომ ამბობენ ბიჭები დედებს ემსგავსებიანო მაშინ შავი კი არა ჟღალთმიანი უნდა იყოს, თვალები მაინც უნდა ჰქონდეს ლურჯი, მწვანე მაინც ის კიდევ სულ არ მგავს. ვბრაზდები და გული მწყდება ამ ფაქტზე-თქო ვერ გეტყვით ,მაგრამ იმ ვაჟბატონის გაბედნიერეის არანაირი სურვილი მაქვს.
ბავშვის ფერებაში გართულს არაფერი მაინტერესებს. ირგვლივ ყველაფერი უცვლელია , შემდეგ კი რაღაც იცვლება. ნაბიჯების ხმა მესმის დერეფნიდან მოდის, შემდეგ კართან წყდება , კარი იღება და ოთახში ვირაც შემოდის. ოთახში გამეფებულ სურნელს ნაცნობი არომატი ერევა , მხოლოდ მას რომ აქვს და არცერთ სუნამოს რომ არ ახასიათებს ისეთი , წამში მივლის მონატრების ჟრუანტელი და ისევ იცვლება მტელი ჩემი არსება. არ ვიცი ვძაბები თუ ვფორიაქდები გულისცემა კი საგრძნობლად ჩქარდება, ტუჩებიც მიშრება და მთელს სხეულზე ტაო მაყრის როცა ნაბიჯების ხმა მატყობინებს რომ საწოლს უახლოვდება. ხომ შეიძლება რამე მაინც ტქვას, მერე რა რომ მძინარე ვგონივარ სუნთქვა მაინც დაარეგულიროს რა უბედურებაა რა ხმამაღლა სუნტქავს , ისე ღრმად რომ მგონი მტელს ჟანგბადს ის იტაცებს და ამიტომ მიჭირს ასე ძალაინ სუნთქვა. საწოლი იზნიქება, დაჯდა. სახეზე სუნთქვა მეფრქვევა, ესღა მაკლდა კადრები თვალწინ მიდგება. ბრმა ვარ რატომ ვხედავ იმ დაწყევლილ ღამეს, ერთ დროს არც კი მახსოვდა და ახლა როგორ ვახერხებ მისი შეხების გახსენებას, როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს. რეალობაში მაბრუნებს მისი შეხება და ინსტიქტურად ვახელ თვალებს, ისევ ისე მტკივა სიბნელის შეგრძნებისას. ამ მომენტს ვერადა ვერ შევეჩვიე . უკან იხევს, რატომ ვერ ვიგებ
-გაგაღვიძე, მაპატიე. მეგონა უკვე ქვემოთ იქნებოდით ...- ყოველგვარი მოსალმების გარეშე იწყებს თავის მართლებას და მისი ხმა არაა ისეთი ცივი როგორც ადრე. დაფარულ ტკივილს ვგრძნობ , უკვე ხასიათის გამოცნობა ხმით შემიძლია და ვიცი არ ვცდები
-არაუშავს... მაქსის წასაყვანად ხარ ალბათ. ჯერ კიდევ იძინებს ,მანამ ნივთებს გაამზადებს ლელა - საბანს ვწევ და ფრთხილად ვწევ ფეხებს გაინულ იატაკზე, ჟრუანტელი მივლის როცა ტერფებს იატაკზე ვდებ და ვდგები . მანძილი აშკარად ვერ გავთვალე , თავს ვაბრუნებ და პირდაპირ მის მკერდს ვეჯახები ცხვირით , რატომ არ იწევა ის მაინც ხომ ხედავს რომ გასასვლელი არსადაა. ხელებს ჰაერშ ვასავსავებ, ერთ მხარეს ტუმბო და კედელია მეორე მხარეს ტახტი ის კი გასასვლელს მიკეტავს-არ მეგონა დღეს თუ მოხვიდოდი ,მითხრეს რთული კვირა აქვს საავადმყოფოში და ვერ გათავისუფლდებაო- ვსაუბრობ რომ ემოცია დავფარო, თვალებს მაინც ვხუჭავ და ვჩუმდები.ტუჩები გამიშრა ნერწყვს ვყლაპავ და ენისწვერით ვისველებ ტუჩებს .მიახლოვდება ისე რომ მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვევა ,მგონია რომ მაკოცებს ....
სიცარიელე ... წავიდა ისევ მომშორდა . გონს რომ მოვდივარ ისეთი გაბრაზებული ვარ მინდა რომ საერთოდ მოჩვენება იყოს .
-მე გავალ , დავუძახო ლალის თუ თავად მოწესრიგდები
-არ შეწუხდე მივხედავ თავს .. შემიძლია ! - ტონში ბრაზი მეპარება. მშვიდად მივდივარ დივნისკენ , გუშინ გავამზადებინე ტანსაცმელი ლალის , ყველაფერი ზეპირად ვიცი , არაფერს ვეჯახები თუ ვინმემ არ გადაადგილა ნივთები შესაბამისად თავისუფლად ვარ. სააბაზანოში შევდივარ და კარს ვხურავ მგონი არც ჩაკეტილა არ ვიცი , ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. სწრაფად ვიხდი ,ფრთხილად ვდგები დუშის ქვეშ ხელით ვეძებ ონკანს და წყალიც სწრაფი ნაკადით ეშვება ...
რამდენიმე წუთი ვრჩები მხოლოდ, თავს ვიწესრიგებ და ის ისაა უნდა მოვიშორო პირსახოცი და ჩავიცვა მაქსის ტირილის ხმა მესმის. იმდენად მოქმედებს სიბრმავეც კი მავიწყდება, სწრაფად ვბრუნდები კარის მიმართულებით და დანამულ იატაკზე ფეხი მიცდება. მხოლოდ წამოყვირებას ვახერხებ, მოწყვეტით ვეცემი და ყრუ ტკივილს ვგრძნობ, ერთ ადგილას იწყება და მთელს სხეულს ედება, ზუსტად ვერ ვხვდები რა მტკივა. წამიერად ხდება ყველაფერი შემდეგ კი მგრძნობელობა საერთოდ მიქრება , ბურუსი ისადგურებს ჩემს სიბნელეშიც.
სახეზე გაყინული ხელების შეხება მაფხიზლებს, შეშინებული ხმა ჩამესმის რომელიც გამოფხიზლებას მთხოვს . მერე მახსენდება რომ რაღაც არასასიამოვნო შემასუნთქეს . სახე მემანჭება და თავს გვერდით ვწევ. გონს მოვსვლას ვერ ვასწრებ ისე ვჩნდები ვიღაცის მკლავებში მოქცეული და ნაწილებად ვიშლები იმდენად მსიამოვნებს ამ მდგომარეობაში ყოფნა. სასიამოვნო სურნელი წამში აღწევს ჩემამდე და მგონი ჟანგბადის ნაცვლად ის მიდის ორგანოებამდე ,თმაზე მეფერაბდა და აკანკალებულ ხელებს უმისამართოდ დაატარებს, რაღაცას ბუტბუტებს მაგრამ ვერ ვიგებ ნორმალურად . არ ვაწყვეტინებ, ჩუმად ვარ და ველოდები როდის დამშვიდდება . უეცრად სიცივეს ვგრძნობ და ვხვდები რომ ისევ პირსახოცშემოხვეული ვარ, ნახევრად სველი და შიშველი
-ასე ძალიან თუ ინერვიულებდი არ მეგონა... ასეთი კეთილი როგორ ხარ ექიმის ინსტიქტი გიტევს ხოლმე ?- თავს ვერ ვიკავებ, არ მინდა ემოცია გამოვხატო ამიტომ ასე ვშორებ . სწრაფად ვიხვევ საბანს და თავბრუსხვევა მაიძულებს დავწვე. თავს ბალისზე ვდებ და ვგრძნობ რომ სულ გაყინული ვარ-მაქსიმე სად არის
-ლალის ჰყავს... აჭმევს
-ხომ კარგადაა... ტიროდა და
-ვიცი რომ ტიროდა მასთან ვიყავი ... როგორ ხარ.
-კარგად... ტანსაცმელს თუ მომაწოდებ კარგი იქნება მცივა...
-ახლავე- სწრაფად დგება და გადის. მალევე ბრუნდება. კიდევ კარგი ვერ ვხედავ თორემ ჩემი საცვლებით ხელში რომ დავინახავდი უთუოდ ავწითლდებოდი. საწოლზე აწყობს და დგება, თუ მოიფიქრო და გახვიდე-აი ყველაფერი გვერდით დევს
-გმადლობ... მაქსს როდის წაიყვან?
-არ მიმყავს...
-აბა? სანახავად მოხვედი? მაშინ როდის წახვალ
-არ მივდივარ- ხელი მიშეშდება და ძლივს ნაპოვნი ტუსი მივარდება
-უკაცრავად? მომესმა?- სე წამოვვარდი თიტქოს აზრი ჰქონდა, მაინც ვერ ვხედავ სად არის თავბრუ დამეხვა და წავბარბაცდი, ესღა მაკლდა . დამიჭირა? ასე უცებ როგორ მოახერხა, ჯანდაბა სულ გავშიშლდი მგონი, ისე მხვევს ხელს გეგონება გავრბივარ- გამიშვი - სწრაფად მოვდივარ გონს, მაგრამ რათ გინდა აზრი აქვს? ვერ გავიგე რა უნდა ვხედავდე მაინც მივხვდებოდი ახლა კი გონებას ვერ ვძაბავ...
-საშნელი ამინდია... არ უნდა ამოვსულიყავი. გზა ჩაკეტილია და სესაბამისად ვერსად წავალ
-რააა... გაგიჟდი? აქ აპირებ დარჩენას?
-ახლოს მეზობელი არ არის... არც სასტუმრო თორემ დიდი სიამოვნებით წავიდოდი
-დიდი სიამოვნებით თუ წახვიდოდი გაბრძანდი და მანქანაში დაიძნე. არ ვაპირებ შენ აგიტანო ჩემს სახლში არც ერთი დღით
-თვალში არ გაგეჩხირები
-დამცინი? ისე ამბობ თიტქოს გხედავდე... სამაგიეროდ შენს არსებობას ვგრძნობ და ესეც საკმარისია
-და რა გაწუხებს ... თუ ის გაგიჯებს რომ თავს ვერ აკონტროლებ ცემს გვერდით
-ნამდვილად ვერ ვაკონტროლებ მინდა მოგკლა და გაგაქრო ჩემი ცხოვრებიდან
-მხოლოდ იმიტომ გინდა მომკლა რომ საკუთარ თავს ვერ ერევი?- ცინიკოსი, დამპალი როგორ ბედავს. თან როგორ მსვიდად მეუბნება ალბატ ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე და კმაყოფილი მიცქერს. ჯანდაბა გავიყინე !
-აქ რომ დაეყუდე და მებაასები ჩემს მოსანახულებლად ხარ თუ ბავშვთან ყოფნა გინდა.. შენ ხომ მამობრივი სიყვარულის მოჭარბებას გრძნობ და ახლა როგორ კარგავ დროს
-ნუ რელავ..ისეთი ამინდია კიდევ დიდხანს მომიწევს დარჩენა.. ტან მეეჭვება ის ჩანგრეული ხიდი მალე აღადგინონ
-ასე როგორ შეიცვალა ამინდი ნუ გამაგიჟებ.. მატყუებ თუ რა ხდება გუშინ უბრალოდ წვიმდა
-წუხელ მთელი რამე წვიმდა და მდინარე ადიდდა, ტყუილი რაში მჭირდება სენი აზრით მე მინდა შენთან ყოფნა? ვიწვი შენს გვერდით ყოფნის სურვილით თუ რა
-ხო რა თქმა უნდა შენ ხომ ვერ იტან ჩემნაირ უთავმოყვარეო გარყვნილ,ყველაფერზე წამსვლელ ქალებს
-ეგეთებს ნამდვილად ვერ ვიტან ... გირჩევნია ჩაიცვა თორემ იყინები - დახორკლილ მკლავზე ხელს მისვამს და ისევ მეფრქვევა სახეზე მისი სუნტქვა, ასე უცებ როგორ ამცირებს მანძილს ვამპირია და ელვის სისწრაფით გადაადგილდება? თუმცა ძლიერი რომაა და საოცარი მოძრაობები აქვს ჩემზე უკეთ ვინ იცის... ჯანდაბა ნუ ფიქრობ ტვინო -ისედაც დიდი ხანია სველი თმით წევხარ...
-როგორ ზრუნავ ჩემზე ექიმო ...- ხელს ვიშორებ და ზურგს ვაქცევ, სად ვარ ხელით ვარკვევ და საწოლისკენ ვიხრები, ცუდი არჩევანი იყო,მაგრამ არ მადარდებს- გასხვლას არ აპირებ?
-რა ტქმა უნდა გავალ ... - ისე მეუბნება ვითომ ჩემი ცქერა შეაწუხებს ,საზიზღარი როგორ ვერ ვიტან !
სწრაფად ვიცვამ, როგორც შემიძლია და კარებისკენ მივდივარ. ნაბიჯებით მაქვს დათვლილი კიბებმდე მანძილი. შემდეგ სახელურს მაგრად ვებღაუჭები და ქვემოთ ცავდივარ. მირიანის ხმა მესმის, ბავშვს ელაპარაკება და კოცნის, ისიც იცინის, ადგილზე ვსეშდები, ტკივილს ვგრძნობ, როგორ მინდა ვხედავდე ამ ყველაფერს, ორი ერთნაირი ალბათ მირიანიც იცინის ..თვალებს მაგრად ვხუჭავ და კედელს ვეყრდნობი, მეტი აღარ შემიძლია თავს ვერ ვერევი, ცრემლები გზას იკვლევენ და ემოციისგან ვიცლები. შემდეგ ჩვეულ გამომეტყველებას ვიღებ და ოთახში შევდივარ. ბუხარია დანთებული მგონი, შესის ხმა მესმის. ლალი ვერ მოახერხებდა ალბათ ბატონმა იმარჯვა. გატბობამ არ დააკმაყოფილა და განსხვავებული ატმოსფერო შექმნა. გზა დივნისკენ გავაგრძელე მაგრამ როგორც ჩანს იატაკზე ბალიშები აქვს დაყრილი წამოვედე და წავედი ხალიჩისკენ ფარფატით . ისევ დამიჭირა მაგრამ ისე შემეშინდა კივილი განვაგრძე
-ააააააა რა დააწყვე აქ იდიოტო ბრმა რომაა სახლშ გავიწყდება? ან უფლება ვინ მოგცა ნივთების გადაადგილების
-შეწყვეტ კივილს? თუ გაგიშვა
-გამიშვი ! არ მჭირდება შენი დახმარება
-შენ ამ სიხშირით თუ ეცემი ყოველ დღე როგორ ხარ ჯანმრთელად მიკვირს უკვე მესამედ დაგიჭირე მგონი
-თუ წუხდები შეგიძლია მადროვო დაცემა ...
-სიბრმავე უხეშს თუ ხდიდა ადამიანებს არ ვიცოდი
-ხელს თუ არ გამიშვებ მომტეხ თავიდან ხელს და მერე აქედან როგორ წამიყვან ძალიან მაინტერესებს
-რომ ბრაზდები სრულიად გეცვლება გამომეტყველება...
-ბავშვი მომიყვანე- ხელს ვიტავისუფლებ და ბალიშზე ვეშვები . ველოდები როდის აღმოჩნდება მაქსი ჩემს მკლავებში ,სულ ტყუილად აშკარად არ აპირებს ბავშვის მოყვანას.მისი ხმა ისევ გვერდიდან მესმის- ბავშვი ...
-იჯექი მანდ ... ბავშვი მე მყავს
ახლა რომ შემეძლოს მისი დანახვა მივახრჩობდი! ხელს ვაცეცებ მის მხარს ვპოულობ მივუყვები მკლავებს მაგრამ ბავშვი აშკარად არ უჭირავს, აბა საიდან მესმის ხმა . თიტებთან მივედი და რომ უნდა მოვშორებოდი მომიჭირა თავისკენ მიმიზიდა და ისე გამაჩერა ცხვირით მის ლოყას შევეხე. ტუჩები ყბაზე მომაწება, ყელზე გადაიტანა მაგრამ არ უკოცნია რას აპირებს ,მგონი გაგიჟდა . არა ჩემს გაგიჯებას აპირებს
-რას აკეთებ
-ჩშ... - ყურთან აქვს ტუჩები მოტანილი ,ცხვირს ჩემს თმაში გრავს და სურნელს გრძნობს ,თითებს მტევნიდან მხრებისკენ მიაცურებს, ყელთან ჩერდება შემდეგ ზურგზე გადადის ,ხერხემალს მიუყვება, ისე ნელა მოქმედებს ვწამობ. სუნტქვა მიჩერდება-ნუთუ ვერ ხვდები რომ დროს ფუჭად ვკარგავთ... მხოლოდ მე ვგრძნობ ამას? - ცხვრის წვერს ლოყაზე მიხახუნებს და ხელები უკვე წელზე აქვს მოხვეული, ისე რომ მოძრაობის უნარი დამიკარგა. რომც სემეძლოს მასთან ბრძოლა თავს მაინც ვერ დავიხსნი .-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი, არადა ყველაფრის მარტივად მოგვარება შეგვეძლო ჯერ კიდევ მაშინ პირველად რომ შევხვდით
-მარტივად... მეტი სიმარტივე რა გინდოდა წინააღმდეგობა გაგიწიე თუ რა- საწყლად აღმომხდა და მგონი გაიცინა ,ვერაფერი გავიგე
-შენი სიჯიუტის გამო არც კი გვილაპარაკია ... ასე თუ გააგრძელებ სანამ თავად არ მთხოვ არაფერს გეტყვი
-შენი აზრით მჭირდება რაიმე ინფორმაცია? მნიშვნელობა აქვს?
-გადავწყვიტე შენივე ხერხებით გეთამაშო... რადგან არ დააფასე ჩემი კეთილი ნება და ისევ ასე უხესად მესაუბრები და ცდილობ გამაბრაზო არაფერს გავაკეტებ სანამ თავად არ მთხოვ და აღიარებ ყველაფერს...
-სულ გაგიჟდი მგონი...რა თამაშზე ლაპარაკობ, ან რა უნდა გააკეთო შენგან არაფერი მჭირდება მე - ხელი გამიშვა , ჩემს ნერვებზე თამაშობს, ამჯერად დივნისკენ შევბრუნდი ხელების ცეცებით ვიპოვე ბავშვი, მივხვდი რომ უკვე ეძინა, გამაგიჯებს ასე უცებ როგორ იძინებს . სუნთქვაზე ვხვდები რომ ძინავს, ვერ გავაღვიძებ არადა მინდოდა მეკოცნა ასე კი ვერ შევძლებ. უკან ვბრუნდები ,ზურგით დივანს ვეყრდნობი, ფეხებს ხალიჩაზე ვსლი და კომფორტულად ვეწყობი. შეშის ტკაცუნის ხმა მომწონს, სულ მიყვარდა ბუხრის წინ გოგონებთან ერთად ჯდომა და ჭორაობა. სანამ ბიჭები მოვიდოდნენ და აგვაწიოკებდნენ .
ლალი სემოდის და გვაუწყებს რომ საუზმე მზადაა. ფრთხილად ვდგები და ორიენტირებას ვცდილობ. ბალიშები ისე დააწყო ავირიე. უცებ მომხვია ხელი და წამიყვანა მაგიდისკენ
-არ მჭირ..
-გაჩუმდი რა... უბრალოდ დაჯექი და მიირთვი- სკამი გამოსწია და დამსვა თვითონ ცემ გვერდით დაჯდა სკამის გამოწევის ხმა გავიგე . რომ დავაპირე ლალისთვის მეთქვა რა გააკეთეთქო ბატონმა დაიწყო-ფორთოხლის წვენს დალევ ხო? ერბოკვერცხია და საწებელთან ერთად მიირთმევ ალბათ - ხმა მესმის მგონი ჩემ თეფშზე გადმოიღო რაღაც
-შენს თავს მხიედე და შემეშვი.. ლალი იც..
-ნუ დარდობ ჩემზე.. დილით მხოლოდ ყავას ვსვამ და ჯერ ჯერობით არ მშია . პირი გააღე
-რა... - სურნელს ახლოდან ვგრძნობ ის რა აპირებს თავისი ხელით მაჭამოს? სულ გაგიჯდა/ არა ნამდვილად ვერ არის კარგად-გეყოფა!
-რა მეყოფა...
-ჩემს ნერვებზე თამაში.. და საერთოდ ეს მზრუნველის როლის მორგება . ხმა ნუ მესმის შენი, ფეხებშ არ გამებლანდო. ბავშვთან იყავი და შემდეგ წაბრძანდი..იმედია მალე გაიხსნება გზა-სწრაფად მივაყარე და წამოვდექი- ლალი საძნებელში ამომიტანე საუზმე-წასვლას ვაპირებდი მკლავშ რომ მწვდა და ისეთი ძალით დამხია უკან წონასწორობა ვერ შევიკავე
-ტყუილად გარბიხარ. არ მოგცემ წასვლის უფლებას, ჩემთან ერთად იქნები
-ველურო ,გამიშვი
-არ ვაპირებ! რას გააკეთებ
-ნუ იყენებ ჩემს მდგომარეობას
-რომელ მდგომარეობას არამგონია ცუდად იყო რომ მოინდომო გამოიხედავ ,მაგრამ შენ ისე ხარ შეპყრობილი არც იცი რა გინდა
-როგორ მელაპარაკები, როგორ მექცევი საერთოდ რა გინდა ჩემგან
-დალაპარაკება... ადამიანური საუბარი რომელიც თავისთავად მოაგვარებს ყველაფერს და ეს გაურკვევლობაც დასრულდება. აღარ ვიცი როგორ მოგექცე არაფერი ჭრის შენზე ასეთი ჯიუტი როგორ ხარ
-დღეს მეათასედ იმეორებ ერთი და იმავეს და უკვე დამრალე იცი? ნუთუ არ გბეზრდება
-ჩემს ნერვებზე დაკვრა არ გბეზრდება?
-ნუ ყვირი ხმა არ დაკარგო ...
-ამის დედა... რატომ გინდა გამაგიჟო ჰა? ჭამაც კი არ შეიძლება შენს გევრდით, ყველაფერზე უნდა მომშხამო და ნერვები დამაგლიჯო რამდენჯერ დავთმე... ვინ იცის რამდენჯერ
-შენ არ შეგიძლია ბრძოლა რა ცემი ბრალია... თავიდანვე მნდებდები ეგაა შენი პრობლემა
-შენ ძალიან გინდა ჩემი ძალა დაგანახო,გინდა ისე მოგექცე როგორც სხვებს და შემდეგ მოგვარდება ყველაფერი
-ოხ ღმერთო როგორ შემაშინე ფეხები მიცახცახებს ...- ხელი უცებ გამიშვა და მგონი დაჯდა
-შეგიძლია წაბრძანდე...გაიქცე და გამოიკეტო ოთახში. მე დამალვას არ ვაპირებ
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი მერე მივხვდი რომ სულ ტყუილად ვარიდებდი თავს, უბრალოდ მობილიზება მჭირდებოდა და ყველაფერი დასრულდებოდა. ურეაქციობა უშველის მხოლოდ, არ მივაქცევ ყურადღებას და ეგ იქნება. იმედია შევძლებ, მაგრამ მისი მოახლოებაც კი მაფორიაქებს ასე თამაში როგორ შევძლო...
დივანთან მივდივარ და ბავშვთან ვჯდები ,თავს დივანზე ვდებ,მისი სუნთქვა მესმის და ვმშვიდდები.ისეთი ტკბილია, ისეთი თბილი რომ ყველაფერი ქრება ირგვლივ. ვდუნდები და ვუსმენ მის მშვიდ სუნთქვას, რაღაც ხმებს გამოსცემს შიგადაშიგ,ალბათ იღიმის კიდეც ამ დროს ნაკეცები უჩნდება ბუთქუნა ლოყებზე და კოცნა გინდება. წარმოვიდგენ როგორ იქნება და მეღიმება.
რამდენიმე წუთში ნაბიჯების ხმა მესმის , შემდეგ ხალიჩაზე გადმოდის და ჩემ გვერდით ჯდება, ვიცი მიყურებს. საშინლად მინდა მივუახლოვდე, უფრო ახლოს ვიგრძნო მისი სურნელი,გავიგო მისი გულისცემა და მოვეხვიო... მაქსიმალურად ვცდილობ არ შევტოკდე, ტავი ისე დავიჭირო თიტქოს ვერ ვამჩნევ მის მოახლოებას. ადგილიდან არ იძვრის ,შემდეგ ბავშვს კოცნის და წამით მიახლოვდება , მხოლოდ წამით შემდეგ ისევ თავის ადგილს უბრუნდება.
ბავშვი მალე იღვიძებს, ეფერება, კოცნის, ესაუბრება მისი ხმის ტემბრიც კი იცვლება ამ დროს . ვზივარ და ვუსმენ, ხმადაბლა ვსუნტქავ რომ მათი ხმა არ დავფარო. მაქსიც კისკისებს, ატასგვარ ბგერებს ისვრის. ვერ ვარჩევ რას ამბობენ ვერ ვაზროვნებ დივნის საზურგეზე მაქვს თავი ცამოდებული და ვცდილობ თავი შევიკავო , მათგან სორს დავრცე და ქვითინი არ დავიწყო . ვგრძNობ რომ მეტს ვერ გავუძლებ , ბავშვს გამოსავლელი აქვს და მირიანს მიჰყავს ,ლალის უთხრა რომ თავად მიხედავდა და ისიც დარჩა. გული მტკივა რომ მე ბავსვის მოვლაც აღარ შემიძლია, მხოლოდ მოფერება და სხვა არაფერი...ცებ ხმაური მესმის ეზოდან,რაღაცის მტვრევის ხმა
-ლალიი
-დიახ
-როგორი ამინდია? გარეთ მინდა გავიდე
-წვიმს ... ქარიცაა და გარეთ გასასვლელად ნამდვილად არ არის შესაფერისი ამინდი. ევა მე რარაცეები მაქვს დასალაგებელი და თუ არაფერი გჭირდებათ მეორე სართულზე ავალ. ბატონი მირიანი და მაქსი ზემოთ არიან თქვენს საძინებელში თამაშობენ
-არაფერი მჭირდება,შეგიძლია წახვიდე
ლალის გასვლას ვუცდი და რამდენიმე წუთი მარტო ვრჩები.
ღამდება, ამას იმით ვხვდები რომ მაქსს ისევ აჭმევს მირიანი და ეუბნება შენი ძილის დროაო. მიკვირს ყველაფერი რომ იცის და საერთოდ არ ტირის მასთან ბავშვი. არ მელაპარაკება , მე საერთოდ მაიგნორებს და ისევ ზემოთ ადიან. მე კი წასვლა არ მინდა ,ვიცი ჩემ ოთახშია და მასთან ერთ ოტახში ყოფნა არ მინდა. მოგვიანებით ავალ, გამოვიცვლი და დავიძინებ.
ბუხარი ქვრება და ოტახი ცივდება. შემდგე მესმის წვიმის ხმა და მახსენდება რომ დიდი ხანია წვიმის წვეთების შეხება არ მიგრძვნია...ვდგები, გარეთ გასვლა მჭირდება მინდა შევიგრძნო რომ ისევ ცოცხალი ვარ. თავად მიკვირს როგორ ვლახავ ამდენ ბარიერს მთავარ კარამდე და სწრაფად ვაღებ. ერთიანად მეყინება სხეული, აზროვნების უნარი მიქრება, ქარს წვიმის მსხვილი წვეთები მოაქვს და წამში ვსველდები. გარეთ გავდივარ ,ბეტონზე მივაბიჯებ და სიშველი ფეხისგულებით ვგრძNობ ფოთლების შეხებას, თმაშიც მივარდება რამდენიმე ფოთოლი , წვიმის წვეთები უკვე მტელს სხეულს ფარავენ. კაბა ტანზე მეკვრის და საოცარი სიგრილის შეგრძნება მეუფლება. როგორ მინდა ვხედავდე სხვადასხვა ფერ ფოთლებს ახლა ჰაერში რომ ტრიალებენ წვეთებთან ერთად, ყვითლად შეფერილ მინდორს და გაშიშვლებულ ხეებს ...ახლა ვხვდები რომ ბევრი დავკარგე როცა ამ ყველაფერს არ შევიგრძNობდი. მე ხომ ბევრჯერ მინახავს მსგავსი ამინდი, სულ სწრაფად დავდიოდი და არასდროს ვიხედებოდი გარეთ, მხოლოდ მზიანი ამინდები მიყვარდა და თოვა ისიც როცა დიდი ფანტელები ცვიოდა ციდან ან ვგუნდაობდი მეგობრებთან ერთად. ამ სილააზეს კი ვერ შევიცნობდი, უბრალოდ გავურბოდი რადგან შემაწუხებელი იყო სიცივე ... მივდივარ, არ ვცერდები ვიცი ეზო თავისუფალია და არაფერს დავეჯახები . არ ვიცი სად ვარ რამხელა მანძილი გავაირე სახლიდან, მხოლოდ ხმაური მესმის რომელსაც ქარი ქმნის და საიდანღაც მტვრევის ხმა . ალბათ ხეს ძველი გამხმარი ტოტოტები მოტყდა. უსარგებლოს ყველაფერს თავიდან იშორებენ, ბუნებაში ყოველთვის ასე ხდება. ხეც კი იშორებს გამოუსადეგარ ნაწილს ,რომელიც ერთ დროს თავის ფუნქციას ასრულებდა . ახლა მეც ასეთი გამოუსადეგარი ვარ, სრულიად უსარგებლო და არაფრის მაქნისი. მხოლოდ ტვირთი ვარ ,ჩემი შილისთვისაც ტვირთი ვიქნები, რაში დასჭირდება დედა რომელსაც მოხლოდ ჩახუტება შეუძლია, რომელსაც არანაირი წვლილი ექნება მის აღზრდაში,მხოლოდ საუბარი და სხვა არაფერი.საჭმელსაც კი ვერ გავუკეთებ, ისიც კი არ მეცოდინება როგორი იქნება რომ გაიზრდება. .. გულისცემა მიცერდება, ვეღარ ვმოძრაობ. ყველა აზრი რასაც აქამდე ვაცერებდი ერთდროულად მიღრღნის გონებას , წონასწორობას ვერ ვიცავ და ცივ მიწაზე ვეცემი, მინდორზე ბალახებსა და ფოტლებში ვჯდები და მიწაზე ხელებდაყრდნობილი ვღმუი...ყვირილი რომ შველოდეს ალბათ არარანაირი პრობლემა მექნებოდა ამ დღის შემდეგ. ხმა სანამ არ ჩამიწყდა მანამ ვყვიროდი, შემდეგ მოვიკეცე და დავწექი. ასე ემბრიონის ფორმაში ვიწექი ალბათ შუა ეზოში ყავისფერი ფოთლებით დაფარულ მიწაზე და ციდან წამოსული წვეთები ჩემს ცრემლებს ერეოდა. თუმცა ახლა ღამეა და ვარსკვლავებით მჭედილი ცა დამცქერის ზემოდან , შეიძლება მთვარეც არის ,მაგრამ არამგონია ახლა მთვარიანი რამე იყოს . ვერაფერს ვგრძნობ , მხოლოდ სიცარიელეს და შინაგან ტკივილს . საშინელი ჭექა -ქუხილის ხმა გაისმა, ალბათ ცაც განათდდა და წვეთები უფრო დამსხვილდა, ქარმაც უფრო ძლიერ დაუბერა, ფოთლები სხეულზე მეყრებოდა საიდანღაც მირიანის ხმა მოიტანა ქარმა.ჩემ სახელს ძახდა, სასოწარკვეთილება ჩანდა მის ხმაში და ყოველ ჯერზე უფრო უმატებდა ,ყოველ ჯერზე უფრო ხმამაღლა იძახდა. შემდეგ გაჩუმდა და სადღაც შორიდან გავიგე მისი ხმა
-ევა მაისურაძე გეფიცები გიპოვი სადღაც ხის უკან ან ხევსი ჩავარდნილს მაინც გიპოვი და ჩემი გაგიჯებისტვის გადაგიხდი, თითოეულ აჩქარებულ გულისცემას და შეტოკებულ ნერვს დავითვლი და იმდენხანს გამოგკეტავ . გეფიცები ყველა ჩემს სიტყვას უკან წავირებ, აღარც შეგეჯიბრები, აღარც გაგაწამებ და აღარც არაფერს დაგიმტკიცებ . მაგ ჯიუტ თავს არაფერს დავაჯერებ შენ ისეთი სულელი ხარ მაინც ვერაფერს მიხვდები და სანამ შენ გონება განათდდება მეც შემიწირავ.. შმეიწირავ გესმის? თანდათან მკლავ და არ მოგცემ უფლებას შე პატარა ჯიუტო თხა უფლებას არ მოგცემ ასე მარტივად გამანადგურო და საკუთარი თავიც გაინადგურო გესმის? - ღრიალებდა და ალბათ მეზობელ სოფლებშიც ისმოდა მისი ხმა. მინდოდა მივსულიყავი და მოვხვეოდი, მინდოდა ისე მოვხვეოდი რომ არასდროს მოვშორებოდი ,მაგრამ არ შემეძლო იმ წამს ვიგრძენი რომ მთელი სხეული გაყინული მქონდა და მოძრაობის უნარი აღარ მქონდა. სადღაც ისეთ ადგილას ვიყავი სადაც ჩემი დანახვა ძნელდებოდა. - ჯანდაბა .... ევა იცოდე რომ გიპოვი მხოლოდ იმ პირობით გადმაირჩები თუ მეტყვი რომ მხედველობა დაგიბრუნდა და იმას იტყვი რისი თქმაც მე მინდა ამდენი ხანია.... თუ არ მეტყვი იცოდე მე მაინც გეტყვი და აზრი არ აქვს არაფერს - რატომ არ ჩუმდება, ან რატომ ვერ მხედავს ნუთუ ასე შორს არის. ნაბიჯების ხმა მესმის და ისევ მეძახის მინდა ხელი მაინც ავწიო მაგრამ მტკივა, არ ვიცი რა მჭირს როდის დავეცი მაგრამ მტკივა ,მგონი რამდენიმე წუთი ამოიშალა ჩემი გონებიდან. უცებ სიცივე სითბომ შეცვალა, მისი ხმა ახლოს გავიგე, მისი ტუჩების სეხება ვიგრძენი ასე ძალიან რომ ველოდი, ხელებსაც გაუცერებლად მისვამდა სახეზე და მთხოვდა გამოფხიზლებას. მთელი სახე დამიკოცნა და სველ თმებზე ხელი გადამისვა- ევა... დამელაარაკე გთხოვ .ევა ხმა გამეცი რამე გააკეთე რომ გავიგო როგორ ხარ თორემ გავგიჟდები გეფიცები- ლოყაზე მაკოცა თავი ოდნავ შევაბრუნე და ვაკოცე. შემდეგ სიმსუბუქე ვიგრძენი, მის მკლავებში მოვექეცი და მართალია ისიც მთლიანად სველი იყო და ისევ გვაწვიმდა ,მაგრამ მაინც თბილად ვიყავი. გულში ისე ვყავდი ჩაკრული თიტქოს პატარა ბავშვი ვიყავი . ძალიან სწრაფად გარბოდა , მერ ემივხვდი რომ შორს ვიყავი,თანაც ძალიან შორს.მელაპარაკებოდა ,მართალია ვერ ვიგებდი რას რადგან უკვე ცუდად ვიყავი ,მაგრამ ვიცი შიგადაშიგ მკოცნიდა და არ ჩუმდებოდა. შემდეგ იატაკზე დამსვა, უკვე აღარ წვიმდა და სითბო იყო მივხვდი სახლში ვიყავი. მაგრამ დგომა არ შემეძლო ერთი ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული მეორე კი კაბას გლეჯს, გრძელმკლავიან კაბას ისე სწრაფად მაშორებს სხეულიდან გააზრებას ვერ ვახერხებ. მალე სრულიად შიშველი ვრჩები , ისევ მეცემა სხეულზე წვეთები, ამჯერად ცხელი წყლის წვეთები და მთელს სხეულსი სისხლის მიმოქცევას ვგრძნობ, დაბუჟებული ხელების ამოძრავებას ვახერხებ. მირიანი თიტებს ფრთხილად მახებს იმ ადგილას სადაც ტკივილს ვგრძNობ, ალბათ ჭრილობები მაქვს რადგან ძალიან მეწვის, ცრემლები მდის და ვქვითინებ. სიტყვას ვერ ვამბობ,სწრაფად მეხვევა და მის განიერ გულ-მკერდზე მიკრული ვრჩები. თავზე ხელს მისვამს და მკოცნის-კარგად იქნები...ყველაფერი კარგად იქნება გპირდები ჩემო პატარავ
-აღარ მინდა ასე...აღარ შემიძლია ვერარ ვუძლებ
-გაუძლებ.. უნდა გაუძლო ჩვენ ხო მაქსი გვყავს მის გამო უნდა შეძლო - ჩემ სახეს ხელებში იქცევს და სველ ტუჩებს მიკოცნის. ისეთი გრძნობით მკოცნის ძალა ისევ მეცლება, მხრებზე ხელს ვხვევს და მოჭარბებული ემოციისგან ვკვნესი,ლოყაზე გადადის და შემდეგ ისევ მეხვევა, ყელში მკოცნის და ისე ძლიერ მიკრავს სხეულზე რომ საყრდენად იქცევა-ყველაფერი დასრულდა , აღარასდროს მოგცემ წაქცევის უფლებას - ყურში მეჩურჩულებოდა და მკოცნიდა. შემდეგ ხელში ამიყვანა პატარა ბავშვივით შემომახვია პირსახოცი და საძინებელში გამიყვანა. რამდენიმე წუთი გავიდა და შემდეგ თმა გამიშრო , ჩაცმაში დამეხმარა და საბანშ გამახვია. გვერდით მომიწვა და აგონიაში მყოფს მხოლოდ ისღა მახსოვს რომ მაქსი ტიროდა, ისიც საწოლში დააწვინა ჩვენთან და შემდეგ ჩამეძინა. ასე ღრმად, მშვიდად და ტკბილად დიდი ხანია არ მიძინია.
დილით ისევ წვიმის ხმამ გამაღვიძა, წინა ღამე კოშმარს ჰგავდა არ ვიცოდი ცხადი იყო თუ მართლა სიზმარი იყო . გვერდით მაქსი იწვა მხოლოდ, ვიფიქრე რომ ყველაფერი მომეჩვენა და ბავშვი მაგრად მივიკარი გულზე, ბევრი ვაკოცე და მივხვდი რომ ხელი მოძრაობისას ჭრილობა მტკიოდა, კარის ხმა გავიგე სააბაზანოს კარი იყო შემდეგ ნაბიჯების ხმა და საწოლი ჩაიზნიქა ,ამას ლოყის ახურება მოჰყვა და სემდეგ ტუჩებზე მისი ბაგეების შეხება
-დილამშიდობისა... როგორ ხარ? ხელზე მალამო წაგისვი მეშინოდა რომ სიცხე აგიწევდა ,მაგრამ შევცდი მაგარი გოგო ხარ- ისევ ვდუმდი,ვერაფერს ვეუბნებოდი მისი ხმა მამშვიდებდა. ბავშვს აკოცა და ზურგიდან ჩამეხუტა. ვიგრძენი რომ მხოლოდ შარვალი ეცვა და შიშველი გულმკერდით მეკვროდა ზურგიდან. თავი ჩემს თმაში ჩამალა და სურნელი ღრმად შეიგრძნო
-რას აპირებ... შემრიგდი? კარგი გოგო გავხდი?
-ნწ ... შენ ჩემი ცუდი- კარგი გოგო ხარ
-რატომ არ მშორდები ცუდი თუ ვარ
-ახლა მე არ მინდა ლაპარაკი ,უბრალოდ შეიგძენი სიმშვიდე და იყავი ბედნიერი ჩვენთან ერთად
-იქნებ შენ სულაც არ მანიჭებ ბედნიერებას
-გვეყო ევა... გუშინდელი ბოლო წერტილი იყო შენს მახეში აღარ გავხვევი აღარ დაგიჯერებ,თავდიან ვერ მომიშორებ ვერც ერთი წამით- ხელები მუცელზე შემიცურა და უფრო მომეკრა,მხარზე მაკოცა და გაჩუმდა.
ისევ ჩამეძინა, დაღლილი ვიყავი და საუბრის ძალაც არ მქონდა. ნორმალურად ვერ ვაზროვნებდი. არ ვიცი რა დროს გამეღვიძა, მარტო ვიყავი და წვიმის ხმა აღარ ისმოდა. ფრთხილად წამოვდექი,სკამზე დადებული ხალათი მოვიცვი და ოთახი დავტოვე. კიბეს ფრთხილად დავუყევი, მისაღებიდან გავიგე ხმა და იქეთ წავედი. მირიანი მაქსს ელაპარაკებოდა, მისი სიცილის ხმა მესმოდა და გული გამითბა
-აი დედიკოც მოვიდა, გაუღვიძია მძინარე მზეთუნახავს
-ისევ იმ აზრზე ხარ?
-ისევ აგრძელებ? - მშვიდად მითხრა და გეფიცებით მივხვდი რომ გაიღიმა .
-კარგი ვჩუმდები ... -ბავშვი ვიპოვე ხელების ცეცებით და დავიჭირე, ბევრი ვაკოცე და გულზე მივიკარი ,მის თმებში ჩავმალე ცხვირი და სურნელი სევიგრძენი,მერე კელზე გადავედი და ვაკოცე.დედას ტკბილი ბიჭია ,ყველაზე კარგი...
სიჩუმე მობილურის ხმამ დაარღვია. დივანზე მედო და ხმით მივაგენი ,ღილაკს დავაჭირე და ვუპასუხე ვიცოდი ცოტნე იქნებოდა და არც შევმცდარვარ
-როგორ ხარ ჩემო ჟღალო ფისუნია?- როგორ შეიძლება არ გაგეღიმოს ამ სიტყვების გაგონებისას,თან როცა ციი როგორი სითბოთი გეუბნება
-კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად უბრალოდ ნუკი მაწვალებს
-ხოო? ძალიან ?
-სასტიკად მაწვალებს. უთხარი სემიწყალოს რა
-ჩემი ძალა მასზე არ ჭრის ... დამოუკიდებელი ერთეულია და რა გავაკეთო
-ოო ნუ დამცინი რა... შენ კიდე ქალბატონო ნუკი თვალებს ნუ მიბრიალებ
-როგორ ხარ ევაჯან?
-კარგად შენ? რატომ აწამებ მაგას?
-ვინ მე? საიდან მოიტანე ღმერთმანი არაფერ შუაში ვარ...გოგო საშინლად წვიმს და მანდ რა ხდება?
-აქაც საშინელი ამინდია ...
-ევა რამე ხო არ გჭირდება? მანდ მარტო ხართ წამოვალ და რაღაცეებს წამოვიღებ ყველაფერი გაქ?
-ნუ ღელავ ყველაფერი გვაქვს არაფერი მჭირდება ... თან ხიდია ჩამტვრეული
-ხო? და შენ რა იცი?
-მირიანია აქ.. ბავშვის წასაყვანა დმოვიდა და ჩაიკეტა
-მირიანი ? მერე? რას შვებით? ხო არ შერიგდით?
-არა! არ ვიცი
-არ იცი რას ნიშნავს! ახლა მანდაა?
-კი
-თუ ხვდება რომ მე ვარ მაგას კი ექნება გიჟი სახე... რომ ხედავდე კარგად იხალისებდი მარა სიტყვებიტაც გაერთობი
-ნუ ხარ ბოროტი,მეტის ღირსი ხარ შენ უნდა გაწამოს მააგნ მართლა
-კაი გოგო ამას კიდე მაგის თქმა უნდა? წადი ახლა მხიედე საქმეს და დააღირსე მაგ კაცს კიდე სიმართლე არავინა რაფერს ეუბნება ნორმალურად და ცოდოა
-ყველა ნუ გებრალება შენ
-აუ ევა როგორ იცი ხოლმე რომ შეჯდები ვირზე, ნამდვილი კახელი ხარ . კახელი ვირი
-ცოტნეეე - გავბრაზდი და ისე ჩავყვირე ტელეფონში ბავშვმა წამოიტირა
-უკაცრავად ქალბატონო ევა რომ გიშლით ქმართან საუბარს ,მაგრამ ბავშვს აშინებთ
-რა გაყვირებს გოგო გამისკდა ყურის ბარაბანი ახლოს მქონდა მობილური... როგორ შეიძლება ასეე
-აუ ცოტნე ნუ მაიმუნობ.. წავედი მე შემეშვი
-გკოცნი ფისო და იცოდე რომ გადაიღებს წვიმა ამოვაალ ...მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ გელოდები მაშინ- გავიგე რომ გათიშა და ტელეფონი დავდე. ბავშვი უკვე ჩუმად იყო სამაგიეროდ ვიღაც მწვდა ხელში,ვირაც რა მირიანი იყო ხელი ჩამავლო და სადღაც წამიყვანა,ვერ გავიგე რა ხდებოდა ან როგორ ახერხებდა თან წაყვანას თან პირზე ხელის აფარებას. მერე სადღაც დამსვა , კარის მიხურვის ხმა გავიგე, მგონი სახლი შეირყა ისე მიხურა და ისე უცებ აღმოვჩდნი კედელზე მიკრული ხმა სულ ჩამივარდა, არადა ჩხუბს ვაპირებდი
-რა გინდა მითხარი ...რატომ გამოგყავარ სულ მწყობრიდან. როგორ ახერხებ გამარკვიე როგორ გამოგდის 30 წელია მშვიდად ვცხოვრობ არავის გავუგიჟებივარ და შენ როგორ შეგიძლია მოთმინება დამაკარგვინო. თავმოყვარეობა შემილახო, მიწასთან გამასწორო და მაინც შენთან მოვფოფხდე ბოლოს, რას მიშვრები ასეთს რომ ვერ გშორდები რატომ ვერ შეგიძულე ვინ ხარ ასეთი ჩვეულებრივი ქალი ხარ არაფრით გამოირჩევი საერთოდ არაფრით და მაინც ვარწმუნებ ყოველ ჯერზე თავს რომ არ ხარ ცუდი... რომ ვცდები და რაღაც ისე არ არის როგორც ჩანს ისე არ არის ...
-ნუ ღრიალებ - ხელი გულ მკერდზე მივაბჯინე და შევეცადე უკან გამეწია, ისე მიჭერდა ყველა ძვალი ამტკივდა- მე არაფერს ვაკეთებ... შენ თავად ცვლი განწყობას და ჩემდამი დამოკიდებულებას მე შენს მოშორებას ვცდილობ მაგრამ თავს არ მანებებ როგორც თქვი და რა ჩემი ბრალია ასე ძალიან თუ გინდა ჩემთან ყოფნა
-ცოტნესთან თუ გინდა და მე თუ მიშორებ რატომ არ არის შენთან. ან იმას რას უკეტებ ასეთს ასე როგორ გაგვაგიჟე ორივე .. მან ციის რომ უღალატე ,ჩემგან შილი გყავს და მაინც ჩვეულებრივი ურთიერთობა გაქვთ . ასე როგორ ახერხებ ყველაფრის დამალვას,ვერაფერი შევიტყვე შენზე საერთოდ თქვენზე, იმის გარდა რაც ისედაც ცნობილი იყო ყველასთვის. თორნიკე და თამუნაც კი არაფერს ამბობენ ვერაფრით ავალაპარაკე არადა ვიცი სიმართლე იციან. მარიამსაც კი ვთხოვე სიმართლე ეთქვა მხოლოდ ის მითხრა რომ მომეცადა და ყველაფერი გაირკვეოდა ოდესმე.. მაგრამ არ შემიძლია რამდენი ნაბიჯითაც გსორდები ორმაგად გიახლოვდები
-ავად ხარ ალბათ... უბრალოდ ვერ ეგუები იმ ფაქტს რომ შენთან ყოფნა არ მინდა და უბრალოდ იმ ღამით გავერთე
-გაერთე? შენ მე სულელი გგონივარ? შენთვის პირველი ვიყავი და ახლა რას მეუბნები რო გაერთე?
-რა სისულელეა სიზმრად ხედავ ეტყობა იმ ღამის შენეულ ინტერპრეტაციას
-რადგან დილით არ დაგხვდი ოთახში და არ შემისწავლია ყველაფერი დაწვრილებით იმას არ ნისნავს რომ არაფერი მახსოვს. შენ იყავი მთვრალი თორემ მე არაფხიზელ მდგომარეობაშიც ისე ვაზროვნებ როგორც ამ წამს... აქ მოდი მაინც არ გაგიშვებ- ძლივს მოვშორდი და ისევ უკან დამაბრუნა.
-ნუ ყვირი გთხოვ ისედაც ცუდად ვარ რა წესია ბრმა ქალს მეჩხუბები ერთბაშად...
-საერთოდ არ მიქმნის შენი სიბრმავე პრობლემას ... შეიძლება ამ წამსვე გამოიხედო და საერთოდაც მე სხვა რამეზე გესაუბრებოდი და უარესად ნუ მაგიჯებ... ისედაც მიჭირს თავის შეკავება
-თავის შეკავება? შენ გგონია ახლა თავს იკავებ? უარესს რას გააკეთებ წარმოდგენაც არ მინდა, ალბატ სულ დამილურჯდა ხელები და მერე მცემ თუ რა... არ ვიცი მე შენთვის რა ქცევაა ნორმალური მაგრამ მე ასე არავინ მექცევა და არ ვაპირებ აქ ვიდგე და ველოდო როდის დაიცლები შენ ემოციებისგან, უბრალოდ ეჭვიანობ და საკუთარ თავზე ბრაზობ მე არაფერ შუაში ვარ ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე და გამეცალე
-აბა ვისი ბრალია.. ორი წელია ჭკუიდან მშლი,ნელ-ნელა აღწევ ჩემსი და ახლა უკვე ყველგან შენ მეჩვენები . დღისით ,ღამით. თვალის დახუჭვისას შენ ხარ , სულ ყველგან და ყოველთვის .ორი წელია ვცდილობ თავიდან ამოგიგდო... მერე ის ღამე იყო და საერთოდ ბოლო მომიღე აქაც კი დავბრუნდი შენს გამო და გატხოვილი დამხვდი ქალბატონო ... ფეხმძიმობა მარტო ხომ ვერ ჩაივლიდა ისე ცოტა ნატესავი და მეგობარი გყავს მაინცადამაინც უნდა გაჰყოლოდი ვინმეს... გიყვარდეს მაინც ,რომ გყვარებოდა არც მთვრალი უღალატებდი მასაც უბრალოდ იყენებ და ამით ტკბები .
-გულების ანტებარა გაკლია ...უი ვერ დავინახავ აზრი არ აქვს ისე შეგიძლია სიყვარულის ზე რომანტიული ახსნა დასრულებულად ჩავთვალოთ ახლა გამიშვი
-მორჩი ამ ცინიკოსობას... გეყოფა თამაში.ხომ გითხარი გუშინ აღარ მოგცემ ნებას ...თავიდან ვერ მომიშორებთქო
-ქმარი მყავს ... შენ კიდევ არავინ ხარ, არც ხარ ჩემთან რომ მოგიშორო... - ხმისთვისაც არ ამიწევია და ალბათ ეს უფრო აგიჟებდა. ძალიან არ მინდოდა მისი გაბრაზება,მაგრამ სიმართლე რომ მეთქვა მერე რა იქნებოდა ამას ვერ ვხვდებოდი. იქნებ დროც იყო აღიარების...-ხელი მტკივა მირიან
-შენ არ იცი მე როგორ მტკივა... როგორმე უნდა გაიგო როგორ მტკივა ...
-რა გტკივა მითხარი ის რომ გაურკვევლობაშია ბატონი ნაკანი? თავმყოვარეობის შელახვა გაწუხებთ თუ ის რომ კახ... გყავთ ვაჟიშვილი.რა სამარცხვინოა არა? როცა თქვენს ვაჟიშვილს სხვა უწოდებდა შვილს თავზე ლაფის დასხმააა პირდაპირ
-არა მე უშენობა მტკივა... ყოველი დღე იმის ფიქრში რომ სხვასთან ხარ,რომ ჩემი არ ხარ , სხვა გიყვარს ეს უკვე მაგიჟებს ტკივილი აღარაა უკვე ნაფლეთებად ვარ ქცეული და აღარ ვიცი რა გავაკეთო. როგორ დავიხსნა თავი მალე შეურაცხადი გავხდები , შენზე ფიქრები შემშლის . ყველაფერს ვკარგავ...ერთიანად ვიშლები და შენ გარდა ვერავინ მიხსნის - სახეზე მომადო ხელები და შუბლიმომაბჯინა ცხვირით ცხვირზე მეხებოდა, ღრმად სუნთქავდა თიტქოს მართლა ტკიოდა რაღაც. გული შემეკუმშა ვერ გავუძელი ,მის ხმას , მის ტკივილნარევ ხმას ვერ გავუძელი. დაბუჟებული ხელები ფრთხილად ავამოძრავე, მისი სახე ვიპოვნე ხელებში მოვიქციე და ვაკოცე .არ ამყვა,თითქოს გაქვავებული იყო - ბოლოს მეც დავიღლები... შენს წინ მუხლებზე დგომით დავიღლები და ეს ტკივილიც ბოლოს მომიღებს
-მოგიყვები... ყველაფერს გიამბობ ,მაგრამ არც იფიქრო რომ ჩემთან დარჩები . არ მჭირდება არავისთან ყოფნა, მე და ჩემი ბნელი სამყარო ერთად დავრჩებით სანამ კვლავ არ განათდდება და ტყუილად ნუ ეცდები
-ევა ...
-მე და ცოტნე ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით. მე მესამე კურსზე ვიყავი ის დამატებით კურსებს გადიოდა .ჩემ გამო წამოვიდა ამერიკაში , რაც ვიცნობთ ერთმანეთს მას მერე სულ ერთად ვართ
-თქვენის იყვარულის ისტორიის მოყოლას აპირებ?
-დამაცადე... იმის თქმა მინდა რომ მე და ცოტნე გაცნობის დღიდან განუყრელები ვართ. არ ვიცი შენ გჯერა თუ არა ,მაგრამ არსებობს ბიჭის და გოგოს მეგობრული სიყვარული რომელიც მეგობრობაზე აღმატებულია,მაგრამ არა ქალ-ვაჟური ალბათ ტყუპებს რომ აქვთ ისეთი ურთიერთობა გვქონდა სულ. თითქოს ჩემი სულის ნაწილია...
ძირითადად სულ ჩემთან ერთად იყო ყველგან. იმ ღამით ქალაქიდან გასული იყო მეგობრებთან ერთად და მარტო წამოვედი მეგობრის წვეულებაზე. საკმაოდ ბევრი დავლიე, არც პირველი გამოთრობა იყო და არც უკანასკნელი, არ ვიცი რა დამემართა ყველაფერი შენი ბრალია, რომ არ მოსულიყავი ვდიექი ჩემთვის ვცეკვავდი მარტო და სახლამდეც მივაღწევდი. არ ვიცი რა გააკეთე ისეთი თავი რომ დამაკარგვინე და გამაბრუე ,მაგრამ მერე რაც მოხდა ძალიან კარგად იცი. დილით ყველაფერს გაორებულად ვხედავდი საერტოდ ვერ მოვედი აზრზე, სიმართლე გითხრა არც არაფერი მახსოვდა წინა ღამიდან, მანამ სანამ მუცოში არ გნახე. თავი კოშმარში მეგონა, ცოტნე თურმე ღამით დაბრუნდა და გაგიჯებული დამეძებდა, რომ მოვუყევი ყველაფერი ლამის შეიშალა
-რა გინდა მითხრა რომ ..
-ყველაფრის დავიწყება გადავწყვიტე... საერთოდ მინდოდა ეს საიდუმლო ჩემთან ერთად მომკვდარიყო მხოლოდ მე და ცოტნეს გვეცოდინებოდა და თუ ოდესმე შემიყვარდებოდა ვინმე მას გავანდობდი ამ ამბავს. მაგრამ რამდენიმე კვირაში მაქსის არსებობის შესახებ შევიტყვე... საშინლად ვიყავი აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მხოლოდ აბორტს ვხედავდი გამოსავლად ,ცოტნე მაშინ პირველად მეკამათა სერიოზულად და ბოლოს დამარწმუნა რომ ბავშვი უნდა დამეტოვებინა, რომ თავად შემირთავდა ცოლად და ყველაფერი მარტივად გადაწყდებოდა ... თბილისში დავბრუნდით და გეგმა განვახორციელეთ. ყველას გაუკვირდა ,მაგრამ დაიჯერეს რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა ...
-შეუძლებელია... ანუ ცოტნეს და შენ
-არცერთი დღე ვყოფილვართ ცოლ -ქმარი .ცოტნე ყველაფერია ჩემთვსი გარდა საყვარელი მამაკაცისა. .. ცოტნეს ნუკი უყვარს... ქორწილამდე გაიცნეს ერთმანეთი შემთხვევით. მან ყველაფერი იცის..უკვე ყველამ იცის სიმართლე შენ რომ გამოჩნდი ისევ თავდაყირა დადგა ყველაფერი
-ხომ შეიძლებოდა ყველაფერი გეთქვა... ჯანდაბა რომ გეთქვა ყველაფერი დიდი ხნის წინ დასრულდებოდა და ახლა ..
-ახლა არაფერი იქნებოდა... სიმართლე იცი ხომ გინდოდა ,ასე ძალიან გინდოდა სიმართლის გაგება და აჰა შენი სიმართლე. მე და ცოტნე უკვე გავეყარეთ და იმედია მალე შეირთავ ნუკის... თუ დაითანხმა და...- ვაგრძელებდი საუბარს უცებ რომ ჩამეხუტა. მის სიხარულს ყველა მოძრაობაში ვხვდებოდი და ვგრძნობდი. მთელი გრძნობით მიკოცნიდა ტუჩებს და მეც ვერ ვიკავებდი თავს,.ბოლოს მივხვდი რომ ცუდად ვიქცეოდი, რომ აზრი არ ჰქონდა და მოვიშორე
-სად გარბიხარ... ახლა მითუმეტეს ვერსად წახვალ
-მე ბრმა ვარ თუ ხედავ... არ ვაპირებ შენს ცხორვრებაში შემოჭრას. ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება , შენთვის მარტო იმას ჰქონდა მნიშვნელობა ვიყავი თუ არა სხვასთან და
-რა სისულელეს ამბობ თუ ხვდები. ცოტნეს ცოლი რომ ყოფილიყავი ეს უბრალოდ სხვასთა ყოფნა კი არ იქნებოდა ორივეს ღალატი იქნებოდა და შენ ეს ძალიან კარგად იცი
-არ აქვს მნიშვნელობა ...
-აუ ევა ისევ გინდა გავგიჟდე?- მელაპარაკებოდა და ხელს არ მიშვებდა, ისევ მკოცნიდა და იღიმოდა .თვალები დავხუჭე და გეფიცებით დავინახე როგორ იღიმოდა ,გული გამითბა-ანუ ცოტნეს გაეყარე და უკვე თავისუფალი ხარ იურიდიულადაც
-ხო... -გათიშულმა ამოვიკნავლე და მის კისერში ჩავიმალე
-ძალიან კარგი... ზამთარში ქორწილის მომხრე ხარ? თუ ბარემ ნოემბერში ვიქორწინოთ- წამიერად ვერ გავიაზრე რა მითხრა,შემდეგ დამფრთხალი მოვშორდი და თვალები ისე ვწყიტე თიტქოს დავინახავდი.
-რა? რა ქორწილი ...
-ხომ მითხარი გულებით სიყვარულის ახსნა არ მინდაო ხოდა პირდაპირ ცოლობას გთხოვ.. გთხოვ რა არც გთხოვ ისე ...უბრალოდ გეკითხები ამ თვეში ვიქორინოთ თუ საახალწლოდ გადავდოთ
-არც ახლა და არც არასდროს...
-ნუ ფრთხი ლამაზო.. აქ დარჩი- ხელი ჩამავლო და ისევ ჩამეხუტა- ნუთუ ვერ ხვდები რომ ბოლოს მაინც ჩემსას გავიტან და ახლა საერთოდ არ აქვს შენს სიჯიუტეს აზრი -თავზე მაკოცა და თმებში თითები ახლართა
-მირიან !
-ნუ მირტყამ ძალიან გთხოვ ... თორემ რომ ვბრაზდები შენი დასჯა მინდება- ხელები ერთიხ ელით გამიკავა და სათიტაოდ მაკოცა ორივე ხელის ზურგზე - მინდა კოცნით დაგახრჩო ... მანამ მოგეფერო სანამ არ დავიღლები , სულ რატომ მინდა შენთან
-მირიაან- ამჯერად გაპარული ხმით ამოვიკნავლე და იმ წამს მართლა საწყალი ფისო მეგონა თავი . თავისუფალი ხელი თმაში შემიცურა ისევ და ქვედა ტუჩზე ნაზად მაკოცა, იმდენად ნაზად რომ დავდნი მერე ზედაზე გადაინაცვლა და ჩემი მოთმინების უნარიც გაქრა, ყველა აზრი გაფრინდა გონებიდან.მგონი საერთოდ ტვინი გაქრა და დარჩა მხოლოდ გული რომლის ფეთქვა ნორმალური სულაც არ იყო...
..................
თავს მოდუნების უფლებას ვერ ვაძლევდი, სულ მეგონა რომ რაღაც საშნელი მოხდებოდა. დღეები ერთმანეთს მისდევდა, მას მერე არც კი ვიცი რა დრო გავიდა, მხოლოდ ერთი ვიცი მირიანის გვერდით ვიღვიძებდი და მის მკლავებში მოქცეული ვძინებდი. ყველგან ის იყო , მხოლოდ ის და მაქსი . ყოველი დღე მშვიდი იყო მაგრამ ჩემში არსებობდა შიში რომელსაც ვერ ვდევნიდი სხეულიდან, იმის შიში რომ ჩემი სიბრმავე მუდმივი გახდებოდა. რომ ლოდინი ფუჭად დროის ხარჯვა იყო, მე კი არ მინდოდა მას მტელი ცხოვრება უნარსეზღუდულ ქალტან გაეტარებინა. ათასი ფიქრი ტრიალებდა გონებაში, ათასი აზრი და მოჩვენება. სიმშიდე ვერ ვპოვე...
თოვს... მთელი დრეა თოვს . ფანჯრიდან ხელი გავყავი და მივხვდი რომ დიდი ფანტელები ცვიოდა. უცებ ამეკრო ზურგიდან მირიანი და ყელში მაკოცა
-გინდა გავისეირნოთ? არ გინდა ფიფქების შეგრძნობა?
-მაქსს რომ სძნავს?
-მაქსს სხვა დროს გავიყვანთ და ისედაც მტელი დღეა ვერ მოვაშორე ფანჯარას, რამდენჯერაც გავიყვანე იმდენჯერ ატირდა - ხელი ცამკიდა და წამიყვანა. ტავად ჩამაცვა თბილი ქურთუკი, ხელთათმანები მომაწოდა, ქუდი დამაფარა და კასნეც ის ემომახვია ვერარ ვსუნტქავდი .სიცილი ამიტყდა და აშკარად გაბრაზდა-რა გაცინებს?
-ამდენი რამ რათ მინდა მირიან? ეზოშ გავდივარ სალაშქროდ ხო არა
-სიცივეა და გაცივდები... არ ხარ ხეტიალს მიჩვეული სახლშ ხარ სითბოშ და უცებ რომ გახვალ გაცივდები
-ჩემი მზრუნველი ბიჭი
-ბიჭობამდე ცოტა მიკლია.. შენსავით ბავშვი რომ არ ვარ აღარ გახსოვს?
-ბავშვობაში როგორი იქნებოდი წარმოდგენაც არ მინდა... ქალების რისხვა ,გულთამპყრობელი მირიან ნაკანი
-მორჩი ჩემს დაცინვას... ნუ ხარ ცუდი გოგო - საწოლზე დამსვა და ისე უცებ ასწია ცემი ფეხი წამოვიკივლე
-რას აკეთებ
-ოჰ ისე კივი ვითომ პირველად გეხები .. ჩექმას გაცმევ, დამშვიდდი- აშკარად გაიცინა და მომარგო კიდეც ჩექმა
-ჩემით რომ შემიძლია ჩაცმა დაგავიწყდა?
-სულ გხდი და ერთხელ რომ ჩაგაცვა რა დაშავდება
-აშკარად გახდა უკეთ გამოგდის- ფეხი გამოვაცალე და თავად ამოვიწიე ელვა . უცებ წამოვდექი და გავიჯგიმე-მომაშორე ეს- კაშნი მოვიშორე და როგორც იქნა მისი ხელი ვიპოვე, მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე- წავედით
-არის მილედი ... ხო სხვათაშორის თორნიკემ დაგირეკა
-მე? შენზეა საკავშირო ძებნა გამოცხადებული და იმიტომ დამირეკა ალბათ
-დაბრუნებას არ გეგმავ?
-შენ გინდა დაბრუნება?
-არა რა თქმა უნდა ,მაგრამ შენ მუშაობ
-ჩემს პაციენტებს მიხედავენ ნუ ღელავ შენ
-იცი მეც მომხედავენ
-და მე აქ შენს მოსავლელად ვარ დავიჯერო? - ყურში მეჩურჩულება და ბიბილოზე მკბენს - რა ცუდი გოგო ხარ
-მე ვარ ცუდი გოგო? ღმერთო რატომ არ აცლი ამ საზიზღარს ენას?
-უმადური ხარ იცი? დაუფიქრებელიც ...
-კარგი ერთი ...რატომ ვითომ სულ მშხამავ და მიშლი ნერვებს რომ გაჩუმდე უკეთესი იქნება
-ენა რომ ამომაცალოს მის სხვა დანარჩენ ფუნქციას რა იკისრებს ძალიან საინტერესოა...ისევ შენ იგრძნობ დანაკლისს
-ამხელა კაცი სულ გაგიჟდი მგონი... არადა სერიოზული მეგონე და ტურმე ნამდვილი გადარეული ხარ -უცებ წამოვიძახე შეშფოტებულმა და გავედით კიდეც თოვლში. ვგრძნობდი სიარულის დროს ხმას და ვხვდებოდი რომ აშკარად დიდი თოვლი იყო ლამის ჩავეფალი შიგნით. ბატონმა თოვლი აიღო მუჭით და თავზე დამაყარა - ეე რა წესია მე რომ ვერ დაგიმიზნებ უსამართლობა არ არის?
-გუნდა არ იყო ..
-რა მნიშვნელობა აქვს... - დავიხარე და თოვლის დიდი გუნდა გავაკეთე
-იმედია არ აპირებ სროლას...იცოდე გავიქცევი და მერ...- სანამ ყბედობდა მის ხმას დავაკვირდი ზუსტად იქეთ ვისროლე საიდანაც ხმა მოდიოდა და აშკარად გავარტყი- ვა ჩემი შენ თვალებდახუჭული როგორ ისვრი და რომ მიყურებდე ხომ მომკლავდი ტო ... არა რაღა აქ მომარტყი გოგო თუ მიხვდი სად ვიყავი ცოტა ზევით ვერ დამიმიზნე?- კნაოდა კი არ ლაპარაკობდა მე კიდე სიცილი ხარხარში გადამივიდა და ლამის თოვლშ ცურვა დავიწყე ისიც ჩემ გვერდით ცაეშვა და თავი მკერდზე დამადო
-დამშვიდდი გადარჩები
-მტკივა გოგო !
-რა გავაკეთო მე
-მაკოცე და მომირჩება - პატარა ბავშვივით მეუბნება და ძლივს შეწყვეტილ კისკისს ისევ თავიდან ვიწყებ - ზვავი წამოვა ევა მალე სიცილს თუ არ შეწყვეტ-ისე სერიოზულად მეუბნება წამით ვჩუმდები და მერე ისევ ვაგრძელებ.
სასიამოვნო შეგრძნება იყო თოვლის შეხება და ფიფქები რომლებიც შეუცერებლად მეცემოდნენ სახეზე . ხელები ავამოძრაავე თოვლში და შემდეგ ფეხებიც ბატონ მირიანს თავზეც დავაყარე თოვლი,ვინაიდან დამინდო მხოლოდ წუწუნებდა და ისეთი საყვარელი იყო მისი ტუჩები ვიპოვე და კოცნის კვალი დავუტოვე.
-რა გავაკეთო კიდევ რომ მაკოცოს მისმა უმაღლესობამ?
-შევიდეთ თორე მცივა უკვე - არაფერი მიპასუხია. წამოვდექი ისიც მომეხვია და ერთად შევედით სახლში. პატარა ბატონმა გვიან გაიღვიძა, მანამ ბუხართან ვიჯექით და ვთბებოდით. დივანზე ჩამეძინა ,ნაკანის სხეულზე აკრულს და საღამომდე არ გამოვფხიზლებულვარ. ისიც ხმაური გავიგე და როგორღაც მოვედი გონს. ქალის ხმა რომ გავიგე გამიკვირდა, მაგრამ ნაკანის ხმაც მეუცნაურა. ხმა აშკარად ეზოდან მოდიოდა,ვინაიდან სიმშიდე იყო თოვლშ კარგად ისმოდა , სწრაფად წამოვდექი და აღმოვაჩინე რომ საძნებელშ ვყავდი აყვანილი. ფეხსაცმელი ვიპოვე და კიბე ჩავიარე. ეზოში გავედი ,არ ვიცოდი ზუსტად სად იყვნენ მხოლოდ ქალის ხმა მესმოდა
-არ მოგბეზრდა მირიან? აქ ყოფნა და მზრუნველი კაცის როლის თამაში. როდემდე აპირებ სამსახურიდან წამოსვლას და ამ ქალთან ყოფნას. რით ვერ შეიგნე რომ უნდა დაშორდე . ამისთვის გზრდიდი რომ ბრმა შეგერთო? მერამდენედ გაგიმეორო და..
-დედა გეფიცები აქედან თუ ახლავე არ წახვალ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ ... აღარ გააგრძელო ხომ იცი მწყობრიდან თუ გამოვედი არავის დავინდობ
-არც მე?
-არც შენ დედა ,არც შენ
-ყოჩაღ... ასე როგორ მოგაჯადოვა ეს რა მესმის საკუთარი შვილი არ მემორჩილება რომელიც 30 წლის განმავლობაში ჩემს გარესე მნიშნელოვან გადაწყვეტილებას არ ირებდა
-მითუმეტეს დედა დროა მგონი რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გადაწყვეტილება თავად მივიღო და შევწყვიტო შენს ნებაზე სიარული. მგონი 30 წელი საკმარისი იყო შენი სიმშვიდისთვის. ყველაფერს ვითმენდი, არ მინდოდა შენთან კამათი რადგან დიდ პატივს ქცემ, მიყვარხარ და სისულელების გამო არ გაგანერვიულებდი , მაგრამ ახლა არ ვაპირებ შენს ნებაზე სიარულს. შეიგნე რომ მიყვარს ... რა აქ გაუგებარი და მხედველობის დაკარგვა რა შუაშია
-რა შუაშია? რა უნდა გააკეთოს მითხარი როგორ იცხოვრებთ, ასე იქნები მის გვერდით მტელი ცხოვრება ელაპარაკები, აჭმევ, ცააცმევ წაიყვან წამოიყვან და შენ რა განადგურდები. მთელს ნაშენებ ცხოვრებას დაანგრევ ამ ქალის გამო? მერე რა რომ შილი გაგიჩინა. ნებისმიერ შენს საყვარელს შეეძლო შვილი გაეჩინა , რაღა მისგან გყავს. არ გახსოვს ნინა როგორ გააგდე რომ გითხრა ფეხმძმედ ვარო?
-დედა შენ გაგიჟდი? ნინა საერთოდ ჩემგან იყო კი ფეხმძმედ? და საერთოდ რას მეუბნები თუ ხვდები რომ არ ვყოფილიყავი დარწმუნებული შენი აზრით საკუთარ შილს მოვკლავდი?- აქამდე თუ დაძაბული ესაუბრებოდა და ხმის კონტროლს ცდილობდა ახლა იღრიალა და მისი ხმა ისე გავრცელდა ადგილზე შევხტი . ისედაც ცუდად ვგრძნობდი თავს იმის გამო რომ ჩემთან იყო ახლა კი დედასაც ეკამათებოდა ჩემ გამო . ვხვდებოდი რომ ჩემი შიში მართლდებოდა, ისიც ისე ფიქრობდა როგორც მე , მე მირიანის ცხოვრებას ვანგრევდი და ის უნდა წასულიყო. უნდა დასრულებულიყო ეს ზღაპარი ...
-და რა იცოდი რომ ამ ქალბატონს თავისი ქმრისგან არ ჰყავდა შვილი. მაინცადამაინც ეს გათამამებული მილიონერი უნდა მოგეყვანა? რომელიც ყველას ზემოდან დაგვიწყებს ყურებას? რაში მჭირდება ისედაც ასეთი რძალი მე ადრეც გითხარი სანამ ეს ამბავი დაემართებოდა მაგ გოგოს მე არ მივირებთქო.. ახლა გადაიკარგე სად არ გეძებე არც დამირეკე საერთოდ დამივიწყე იქნებ და რა მჭირდა
-დედა ეჭვიანობის სცენას მიდგამ თუ რა ხდება...-აშკარად გაიცინა ,სიმწრის სიცილი უფრო იყო- შეიძლება შევიშალო... ახლა ვხვდები მამამ რატომ ვერ გაგიძლო- რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ უთხრა და ხმა გავიგე, მგონი გაარტყა
-როგორ ბედავ! ამას როგორ მეუბნები .მამაშენს ამართლებ? მთელი ცხოვრება ვწვალობდი იმისთვის რომ უმამობა არ გეგრძNო, კაცად რომ გამეზარდე, მარტო ვიყავი და მაინც არ ვნებდებოდი შენს გამო .შენ კიდე ასე მიხდი? აქამდე გეთქვა ამას თუ ფიქრობდი... რატომ მიფრთხილდებოდი ასე თუ ფიქრობდი, რატომ ! წასულიყავი შენს მამიკოსთან და მის საყვარელ ცოლთან . სიხარულით მიგიღებდა ჩემი მოღალატე ქმარი და თავისი კახპ... ცოლ-შვილი
-გეყოფა! ჩემს დებს ნუ ახსენებ !
-კარგია ... მე იმისთვის ამოვედი აქ რომ წამეყვანე და თურმე პრობლემა მხოლოდ ევა არ ბრძანდება. აი სად გამოჩნდა შენი ნამდვილი ფიქრები
-დედა გთხოვ...
-რას მთხოვ ...შენ რას მთხოვ, ეს მე გთხოვ რომ გონს მოხვიდე და დაუბრუნდე შენს ცხოვრებას . მეგონა იქ შენს დებთან იყავი და აღარ დაბრუნდებოდი. შევეჩვიე ამ ფაქტს და წამოვედი გერმანიაში. ახლა აქ დაბრუნდი და გამოგყევი ,გთხოვ დაბრუნდე უკან და შენი საქმე განაგრძო. საქართველოში არაფერი გესაქმება
-დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩემი შვილი და ცოლიც ჩემთან ერთად წამოვლენ... სადაც ისინი იქნებიან იქ ვიქნები მეც და კარგად იცი რომ სულ ერთია აქ ვიქნები კლინიკაში ქართელების გადარჩენა უფრო მახარებს მე ვიდრე გერმანელების მომსახურება. შენ კი იმიტომ გამომყევი იქ რომ შეგეშინდა მამაჩემთან უკეთესი ურთიერთობა არ მქონოდა, სულ ეჭიანობ ახლა ევაზე გადახვედი დედა? არ გრცხვენია?
-არ მეგონა შენი ჯიუტი ხასიათი ჩემს საწინაარმდეგოდ თუ შემობრუნდებოდა... ანუ არ მოდიხარ. მაშინ ვასრულებ საუბარს და იცოდე დღეიდან მხოლოდ ის გყავს. ვნახოთ რამდენ ხანს გიერთგულებს ,თუმცა ახლა ბრმაა და ვერც გააბრიყვებს ბევრს... ისევ შენზე და თავის ქმარზე იმუშავებს . რომ გატკენს გულს და გაგანადგურებს მერე შეგიძლია მოხვიდე ...სანამ მასთან იქნები ჩემი არსებობა დაივიწყე
- სულელურად იქცევი დედა . შენნაირ ქალს ამ სიტყვების თქმა მინიმუმ არ ეკადრება. თავს იმცირებ დედა ,მაბრაზებ თან გულს მტკენ და რა გინდა ახლა რომ სამუდამოდ დავივიწყო შენი არსებობა? არავითარ არჩევანს არ გავაკეთებ რადგან შეუძლებელია დედასა და საყვარელ ქალს შორის არჩევანის გაკეთება . ახლა სახლში დაბრუნდები , დამშვიდდები შეწყვეტ პანიკას და იფიქრებ იმაზე მე რა გამაბედნიერებს და არა იმაზე შენ როგორი რძალი გინდა . დაგირეკავ იცოდე და სახლში რომ არ იყო, თბილისიდან რომ წახვიდე გეფიცები შევიშლები დედა და მერე გაიგებ რა შემიძლია. როცა დრო იქნება დავბრუნდები... მეც მეკუთნის მგონი ცხოვრებაში ერთხელ დასვენება ყველასგან და ყველაფრისგან
არ მეგონა თუ გააცერებდა, არ მეგონა ამას თუ შეძლებდა .ქალს არაფერი უთქვამს ,მანქანის ხმა გავიგე და კედელს მივეყრდენი. დაველოდე როდის მოვიდოდა. რამდენიმე წუთი არ გამოცენილა,მე კი ისეთ ადგილას ვდიექი ვერ დამინახავდა. ვიღაცას ელაპარაკებოდა მობილურით
-მახო მე ვარ! კარგად ვარ ... არ დავკარგულვარ ,ვისვენებ უბრალოდ ,მერე მოგიყვები ახლა დეიდაშენი სახლში ბრუნდება მალე მივა და ძმურად მიხედეთ რა ვიცი შეტევა ექნება და გთხოვ არ დატოვოთ რა . არ შემეძლო გამოყოლა და იმიტომ ...რომ შემძლებოდა ხო გამოვყვებოდი ტო . თუ არ გცალია სხვას დავურეკავ შენ კიდე რას მალაპარაკებ ამდენს... მშვიდად ვარ ნუ ღელავ შენ, მოკლედ მიხვალ თუ არა... ხოდა ეგრე რა , დამირეკე რა -ბოლოს მუდარა ცანდა მის ხმაში. სემდეგ ნაბიჯების ხმა მომესმა და რამდენიმე წამში ჩემს წინ იდგა- ევა?- იმდენად შესფოტებული ხმა ჰქონდა აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა
-მოგისმინეთ... ვიცი ცუდად მოვიქეცი,მაგრამ ვერ მოვიდოდი ვერც უკან დავბრუნდებოდი
-მერე?
-მერე? მეკითხები? მართალი იყო ხომ იცი
-გეფიცები მე მომივა ახლა შეტევა თუ რამეს იტყვი - ხელი მომხვია და ჩამეხუტა- დაივიწყე რა ..ყველაფერი დაივიწყე ჩემ გარდა ხომ შეიძლება...
-არ შემიძლია... მაქსი მერე?
-მე და მაქსიმე რამ გაგვყო ?- ხასიათზე მოვიდა ბიჭი, შუბლზე მაკოცა და სახლში შემიყვანა.-გვიანია უკვე.. დავიძინოთ
-მთელი ეს დრო მეძინა და კიდე როგორ დავიძინო...
-მოვიფიქრებ რამეს , ზემოთ ავიდეთ ოღონდ რა
-კარგი ...
ჩუმად მივყვებოდი, მაგრამ ჩემს ტვინში ისეთი ქაოსი იყო ყველაფერი ტავდაყირა დადგა. ისევ აირია და უკვე აღარ ვიცოდი რას ვაკეთებდი, რას ვფიქრობდი.რადგან მიღებული გადაწყვეტილება, მირიანის დამსახურებით ,ყოველთვის განსხვავდებოდა ქმედებისგან
საძინებელში ავედით ,საწოლზე დავჯექი და დაველოდე როდის მოვიდოდა ისიც. სააბაზანოს შეაფარა თავი თუმცა მალევე დაბრუნდა.
-არ გინდა ვილაპარაკოთ?
-თუ უნდა მითხრა რომ ჩემთან ვერ იქნები და ათასი სისულელე მოაყოლო არა !- ხელში ამიტაცა და საწოლზე ფრთხილად დამაწვინა თვითონაც გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა
-არაფერს გეტყვი ..უბრალოდ ჩვენ არაფერი ვიცით ერთმანეთზე . ნუ მე არაფერი ვიცი შენზე ისიც კი არ ვიცი დედაშენს რა ჰქვია , საერთოდ სად ცხოვრობდით რა გიყვარს შემთხვევით გავიგე და ყველაფერი მაინც არ ვიცი
-ლაპარაკი რომ არ მინდაა? - ყელში მაკოცა და თავი მხარზე დამადო - რა ვქნა რომ ცუდ განწყობაზე ვარ?
-ახლა რა იქნება? დედაშენთან უნდა იჩხუბო ?
-ამაზე მეტად არ წამეჩხუბება დამიჯერე. ისე ანჩხლობს თორე ჩემგან შორს ყოფნა არ შეუძლია ბოლოს მაინც დანებდება შენ არ იდარდო მაგაზე ,მე და დედა მოვაგვარებთ
-ჩვენ ყველანი ისე კარგად ვართ ერთმანეთთან ანჩხლი დედამთილები მითი მეგონა ...
-ხოდა რა გინდა გამოცდი საკუთარ ტავზე კაპას დედამთილს ... იტრაბახე მერე
-სასაცილოა ეს მირიან?
-უნდა გავიცინო თორე ხო გამისკდა გული
-მომიყევი შენ ოჯახზე ...
-დედაჩემი , ლია პროფესიით ისტორიკოსია თუმცა არასდროს უმუშავია . ახალგაზრდა გათხოვდა მალევე დაფეხმძიმდა და მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა. მამამ მაშინ მიგვატოვა როცა ერთი წლის ვიყავი და სიმართლე გითხრა უბრალოდ ვიცნობ თორემ მამა შვილური ურთიერთობა არასდროს გვქონია. დედა ამაზე არასდროს ლაპარაკობდა, ძალიან უჭირდა მარტოხელა დედობა ,მაგრამ მაინც ფუფუნებაში ვიზრდებოდი ბაბუას დამსახურებით.მერე დედამ თავისი ბიზნესი დაიწყო და ეკონომიურად არ გვიჭირდა მხოლოდ თორე სხვა უამრავი პრობლემა გვქონდა. რომ გავიზარდე კითხვებიც გამრავლდა და ბოლოს გავარკვიე რომ მამა უბრალო საყვარელთან ერთად არ გაქცეულა მისი ამჟამინდელი ცოლი თურმე დიდი ხანი უყვარდა და სანამ მის გულს მოიგებდა ძალით შერთეს დედაჩემი. მამამ როგორც ჩანს მოახერხა იმ გოგოს შებმა და როგორც კი ხელსაყრელი დრო გამოუჩნდა დაგვტოვა და მასთან ერთად წავიდა. დედა ეძახის კახპ.. თორე მშვენიერი ქალია . ორი და მყავს უფროსი 28 წლისაა და გათხოვილია ,ორი შვილი ჰყავს .უმცროსი ისეთი ხასიათის მატარებელია მეეჭვება საერთოდ გათხოვდეს მე მგავს ... წარმოიდგინე ჩემნაირი გოგო - აშკარად გაიღიმა ეს რომ თქვა. მოკლედ ასე მამა და მისი ოჯახი გერმანიაში არიან. მინდოდა მათთანაც მქონოდა ურთიერთობა, თან იქ სწავლა აშკარად მომგებიანი იყო ჩემთვის წავედი კიდეც ვისწავლე მუშაობაც იქ დავიწყე და დედაც წამოვიდა. კიდევ კარგი სხვადასხვა ქალაქში ვიყავით თორემ დედა მამას ალბათ მოკლავდა.
-სულ არ მიკვირს ასეთი ხასიათი რომ აქვს... ბევრი გადაუტანია ცხოვრებაში. მითუმეტეს თუ უყვარდა მამაშენი
-რომ ჰკითხო არ უყვარდა ,მაგრამ მეეჭვება ასე მზიმედ გადაეტანა ეს ამბავი სხვა შემთხვევაში .
-არავინ ჰყოლია? ალბათ 60 წლისაც არ არის
-52 წლისაა უკვე . არა არავინ ჰყოლია, სულ ვიღაცას მოსწონდა მაგრამ ყველას თავიდან იშორებდა. დედასთვის ხალხის აზრი იმდენად მნიშვნელოვანია ვინმე რომ შეყვარებოდა მასაც კი უარს ეტყოდა.
-ჩემზე საიდან იცოდა ... დაბრმავებამდე საიდან მიცნობდა
-გინდა ჩემი საიდუმლო გაგანდო? - გაეღიმა , ლოყაზე მაკოცა-იცი იმ ღამემდე დიდი ხნით ადრე ვიცოდი შენ შესახებ. ერთხელ რაღაც წვეულებაზე შევხვდით და მას მერე გულში ჩამივარდი
-ანუ მანამდეც მიცნობდი?
-დიახ ქალბატონო ...
-დილით რატომ წახვედი თუ მანამდეც გიყვარდი
-ბედმა დაგვცინა... დილით ადრე დამირეკეს საავადმყოფოდან .გადაუდებელი მდგომარეობა იყო და რომ არ წავსულიყავი არ შეიძლებოდა. რომ დავბრუნდი წასული იყავი და რა თქმა უნდა შენი პოვნა ძალიან გამიჭირდა, თურმე ისე ახლოს იყავი . თორნიკეს ოჯახისწევრი იყავი და მე სადღაც შორს დაგეძებდი...
-ბევრი გიწვალია ...
-გეცინება და მე რა გადავიტანე შენ გამო...
-ხოდა თუ ჭკვიანად იქნები კიდევ დიდხანს ვიქნები შენთან და ბოლომდე გაგიმწარებ სიცოცხლეს- ჩავეხუტე ,ძალიან მაგრად მოვხვიე ხელები და გავიტრუნე
-თანახმა ვარ მთელი ცხოვრება გამიმწარო - გაიცინა და იმდენი მაკოცა სუნტქვა აღარ შემეძლო. ხმამაღლა გავიცინე და კიდეც გავაღვიძე ჩემი ბიჭი - ოო ვიღაცას ჩვენთან მოსვლა მოუნდაა- უცებ წამოხტა საწოლიდან და ჩემი ბარტყი მოიყვანა. შუაში ჩააწვინა და ორივეს ჩაგვეხუტა.
კიდევ უამრავი პრობლემა არსებობდა ,მაგრამ ბედნიერი ვიყავი მათი არსებობის გამო და უნდა მებრძოლა მათთვის .
თითქოს მირიანის დედამ გახსნა ვიზიტები . რამდენიმე დღეში მანქანის ხმა გავიგე,რაც ასე იშვიათი იყო შემდეგ კარიც გაიღო და ჩემი მშობლები მეწვივნენ . არ ველოდი მათ ვიზიტს დარწმუნებული ვიყავი რომ მამა მანამ არ მოვიდოდა სანამ მე არ ვეტყოდი.
-ევა...- იცით მამა ყველაზე განსხვავებულად წარმოთქვამს ჩემს სახელს, თითქოს ამით მტელს გრძნობას გამოხატავს. უცებ წამოვდექი და მისი მიმართულებით წავედი, ხელები რომ მომხვია და გულში ჩამიკრა გავთბი. ჩემი ერეკლე ის კაცია რომელზეც ვგიჟდები, ის მხოლოდ მამა არ არის ყველაფერია ჩემთვის, ჩემი სიამაყეა .
-მამიკო... მომენატრე- მის მკლავებში მოქცეულმა ამოვიკნავლე და ცრემლები წამომივიდა.
-მე არ მოგენატრე?- კატოს ხმა გავიგე გვერდიდან და გამეღიმა .ჩემი ლამაზი დედიკო , ხმაც კი არაჩველებრივი აქვს - ჩემო გოგო ,ჩემო პატარა ბარტყო ,როგორ მოენატრე დედას რომ იცოდე... -როგორც კი ჩავეხუტე მაშინვე ცრემლები გადმოღვარა და სახე დამიკოცნა- ჩემი ლამაზი ბიჭი სად არის? ძინავს?
-ზემოთ არის ... არა არ ძინავს - სიტყვა არ მქონდა დამთავრებული მაქსის ხმა რომ გავიგე ,ვინაიდან კარგად იცოდა ბაბუ ვინ იყო მისი დანახვისას აჟიტირებული იძახდა „ბაბუს“ . ცოტა შემეშინდა რომ გავიაზრე მირიანს მოჰყავდა. მამას რეაქცია არ ვიცოდი როგორი იქნებოდა, აშკარად დაეჭიმა ჩემზე მოხვეული ხელი და რამდენიმე წამში საერთოდ მომშორდა.
-გამარჯობა ...
-რა სიურპრიზია...არ ვიცოდი აქ თუ იყავი - ერეკლეს ხმაში ცინიკური ტონი ჟღერდა, როგორ კარგად ვიცნობდი ამ ტემბრს ამ დროს ისევ 20 წლის ბიჭი ხდებოდა ,თავქარიანი ქუჩისბიჭი
-როგორ ხარ მირიან?- დედა აშკარად სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა. ბავშვის ხმა უკვე მისი მხრიდან ისმოდა
-კარგად ,თქვენ როგორ ბრძანდებით
-არაგვიშავს... არ ვიცოდით აქ თუ იყავით
-არ დავსხდეთ? - მამას ხელი ვიპოვე და მოვეხვიე- ასე ხომ არ ვილაპარაკებთ
-დავსხდეთ - დივნისკენ წამიყვანა და ჩემ გვერდით დაჯდა. სანამ მირიანი იტყოდა რამეს მანამ დავიწყე
-მინდა გითხრათ რომ მე და მირიანი ერთად ვართ... ყველაფერი გავარკვიეთ და ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ
-კიდევ კარგი რომ მოგვენატრე და ამოვედით თორემ როდის შევიტყობდით ამ ამბავს საინტერესოა
-მამა გთხოვ... მე უბრალოდ სიმშვიდე მინდა
-და ამ სიმშვიდეს მე გირღვევ ევა? მე და დედაშენი გირღვევთ სიმშვიდეს? შენი არ მესმის ... ხომ იცი რომ მე შენი ბედნიერების წინააღმდეგ არასდროს დავდგები სულ რამდენიმე თვის წინ ამბობდი რომ არ გინდოდა თქვენი ურთიერთობა სხვა სტადიაში გადასულიყო ... მხოლოდ ბავშვის მამამაოო და ახლა რა შეიცვალა
-შენ არ უნდა გიკვირდეს ეს. არამგონია დედაჩემის შეყვარება დიდი ხნის განმავლობაში გეცადა და ამაზე გეფიქრა. მივხვდი რომ მიყვარს და მასთან მინდა ვიყო . შენ ჩვენი პირველი საუბრისას იყავი მის მიმართ დადებითად განწყობილი და ახლა შეიცვალა რამე?
-კარგით რა რაზე კამათობთ.. რა ჯობს მაგას თუ ერთად ხართ. ძალიან მიხარია ბავშვებო თქვენი ამბავი . ჩემი ბიჭიც ბედნიერი იქნება გვერდით დედიკოც ეყოლება და მამიკოც. ერეკლე გეყოფა ხო?
ერეკლეს აღარაფერი უთქვამს.უბრალოდ ცემზე ბრაზობდა, იმაზე რომ არ ვუთხარი ყველაფერი დროულად . მესმოდა მისიც და არაფერი მითქვას უბრალოდ ცავეხუტე და ვუთხარი რომ მიყვარს. იმ დრეს ჩვენთან დარჩნენ . როგორ შეიძლებოდა ბატონი ერეკლე მოსულიყო ,დარჩენილიყო და თან ამალა არ მოჰყოლოდა . შესაბამისად საღამოს უკვე ყველამ იცოდა რომ კიდევ ერთი წყვილი შედგა და ჩვენი ძლივს დამალულუ ამბავი ასე მარტივად გახმაურდა და გახდა აღნიშვნის საგანი. დიდი ხნის მონატრებული ბიცოლები, ბიძები ,მამიდები და დეიდები მეწვივნენ. ბავშვები არ ჩანდნენ და მეწყინა,მეგონა ისინიც მოვიდოდნენ.
მეორე დრეს ისევ დაცარიელდა სახლი. სამაგიეროდა ზარები არ წყდებოდა დილიდა. აღმოჩნდა რომ ახალგაზრდები სვანეთში იმყოფებოდნენ რამდენიმე დღით და მპირდებოდნენ რომ ჩამოვალთ შენი სიმშვიდე წარსულს ჩაბარდებაო . ამისრულეს დანაპირები, ორ დღეში ეზო მანქანებით აივსო,ს ახლი ხალხით და თუ ვინმე დააბიჯებდა საქართველოს ფარქგლებში ყველანი მეწვივნენ. ვინც საზღვრებს გარეთ იმყოფებოდა მირეკავდა და მოკლედ ჩემი მარტო ყოფნაც დასამარდა.
ერთი კვირა მარტო ვერ დავრჩით მე და მირიანი. ბოლოს სადღაც წამიყვანა და ჩამკეტა
-ძლივს მეშველა მგონი .. მარტო ვართ არ მჯერა
-კაი რა გეყოს...
-აუ ხო ყველა მიყვარს ,მაგრები არიან მაგრამ როგორ ძლებენ საერთოდ ამ ბავშვებს როგორ ასწრებენ სულ ერთად ხართ
-აუ შენ ძალიან გატუტუცდი ასეთი არ იყავი
-გაგიფუჭეს ბიჭი
-არ ვიცი,ვერ ვამჩნევ.. გეყოფა !- უკვე საწოლისკენ რომ დავიძარით და მივხვდი რასაც უმიზნებდა ავფართხალდი ,მაგრამ ვინ გამიშვებდა . დრო იხელთა და ხელიდან დავუსხლტებოდი?
შემდეგ ყველა დაიფანტა, უბრალოდ მირეკავდნენ, ხანდახან მსტუმრობდნენ,მაგრმა მაინც მშვიდად ვიყავით.
ამ დროის განმავლობაში ექიმტან რამდენიმე ვიზიტი მქონდა, პასუხი ყოველ ჯერზე ერთი იყო .ბოლოს გადავწყვიტე მივნდობოდი ღმერთს და იქნებ მართლაც გამეღვიძა ერთ დრეს გამეხილა თვალები და ძველებურად დამენახა ყველაფერი. ფაქტი კი ერთია, ჩემ მდგომარეობას მიეჩვიე და უმოქმედოთაც არ ვარ. გადაადგილება, თავის მოწესრიგება და ნივთების დალაგებას ვახერხებ. სამზარეულოს არ მაკარებდა მირიანი ,მაგრამ დაჭრას მაინც ვახერხებდი. ერთობლივად კერძის მომზადება ვცადეთ,თუმცა ბატონმა ნაკანმა ვერ იმარჯვა და სანამ მე მეფერებოდა და მაგიჯებდა კიდეც დაწვა საჭმელი ,მიაყოლა ტაფაც.
ყველაზე საინტერესო ჩემი“ქმრის“ და მისი მომავალი ცოლის სტუმრობა იყო. ისინი ცალკე გვეწვივნენ . ნუკი შემოვიდა და მარტომ მოახერხა მტელი სახლის გამოცოცხლება, ჯერ მარტო მისი და ცოტნეს დიალოგები მამხიარულებდა. იმათ შემყურე მირიანიც კი ბოლო ხმაზე ხარხარებდა. მიხსნიდა რას აკეტებდნენ როცა ვერ ვიგებდი სად გქრებოდნენ და ასე ვატარებდით დროს. საინტერესო იყო მირიანის და ცოტნეს ერთად ყოფნა. ცოტნე რომ მეძახდა ათას მოფერებით სახელს ამაზე ნუკის რეაქცია არ ჰქონდა, საერთოდ არ ეჭვიანობდა აი მირიანი კი ვგრძნობდი როგორ ენთებოდა. მერე ცოტნე იცინოდა ამ ყველაფერზე ,მაგრამ მაინც არ მშორდებოდა მომიჯდებოდა გვერდით და ისე მეხუტებოდა როგორც ადრე . არ ვიცი მე შენი მირიანი მე ჩემი ადგილი მაქ გენაცვალე ღამე ხო დავთმე და არ ვუწვები გვერდით დღე ჩახუტება მაინც მაცადეო და ასე უკრავდა ნაკანის ნერვებზე. ნუკი კი ხალისობდა და გადიოდა ასე დღეები. იმ ორმა გიჟმა მგონი ბავშვიც გამიგიჟეს იმდენი სიტყვა ასწავლეს ერთ კვირაში მე რომ ვერ მოვახერხე რამდენიმე თვეში.
დილას სიმძიმე ვიგრძენი წელზე და გამახსენდა რომ მირიანი იწვა ჩემ გვერდით. ისე ახლოს იყო მთელი სხეული დაჭიმული მქონდა. წუხელ საოცარი ღამე გვქონდა ,იმდენად საოცარი რომ დღეს მთელი დღე საწოლში გავატარო შეიძლება . რომ შევტოკდი და მისი ხელის მოშორება ვცადე უფრო მომეხვია და საერთოდ სხეულზე ამიკრა
-მოისვენე ... მეძინება
-ბავშვს არ მოიყვან?
-მიხედავს ლალი ... - დაბოხებული ხმით ჩურჩულებდა და ყელში მკოცნიდა. მგონი გამოფხიზლდა უკვე. უცებ მომექცა ზემოდან და მაკოცა- ჩემო კრუტუნა ფისუნია როდის უნდა შეეშვათ ჩემი ზურგის განადგურებას? მოშუშებასაც ვერ ასწრებს. ამ ფრთხილებს დაგაჭრი - თითები დამიკოცნა და ერთ-ერთზე მიკბინა
-მოიცადე რაღაც უნდა გითხრა
-გისმენ...- კოცნით მიუყვებოდა ჩემს სხეულს და თან ლაპარაკს მთხოვდა .როგორ შემეძლო დალაპარაკება და აზროვნება
-წასვლა მინდა... ახალ წელს ყველანი მუცოში იქნებიან. მარიამი,გაბრიელი და გაბრიელაც ჩამოდიან იმათ სიურპრიზს უწყობენ და გთხოვ ჩვენც წავიდეთ რა. ოღონდ ცოტა გვიან ჩავიდეთ .ვიცი ძალიან გაუხარდებათ
-არის მბრძანებელო ...
-მიროოო
-ჩშშ...-ტუჩებზე თითები მიმადო და კოცნით მკერდიდან მუცელზე გადაინაცვლა ...
მასთან გატარებული ყოველი წამი ნეტარებაა. თუმცა მივხვდი რომ ჩემი ოჯახი მჭირდება სრული ბედნიერებისთვის. მათ გარეშე თიტქოს ვიკარგები, ის აღარ ვარ ვინც სინამდვილეში, მუცოსკენ მიმავალ გზაზე ისე ვღელავდი როგორც არასდროს. ალბათ აქაურობა ძალიან ლამაზია, შევეცადე მაგრამ არ მქონდა დეტალები დამახსოვრებული, ამ ადგილსაც არ ვაკვირდებოდი დიდი გატაცებით. არადა საოცარი ხედებია ირგვლივ . ალბათ უკვე ყველანი იქ არიან, მალე დამირეკავენ და მიმილოცავენ . თუმცა სეიძლება მისვლა მივასწრო, მირო მითხრა რომ მალე მივალთ. ბავშვი სავარძელში უჯდა უკან და როგორც ჩანს უკვე ეძინა, კიდევ კარგი ჭკვიანი ბიჭია და მამიკოს გავს დინჯი თორემ რა მეშველებოდა. მანქანა რომ გაჩერდა სუნთქვა შემეკრა, ემოციები მომეძალა, მთელი გულით მინდოდა იმ ღამეს სასწაული მომხდარიყო მათი ერთად ნახვა მინდოდა. ამდენი ხნის შემდეგ პირველი ახალი წელი იყო სრული შემადგენლობით რომ ვიკრიბებოდით. ყველა თაობის წარმომადგენელი იქნებოდა ახვლედიანების, დევდარიანების, ქალდანების, მაისურაძეების, ფარჯიანების, ყიფიანების,აბაშიძეების და მე ყველანი ძალიან მიყვარს, ყველა ვინც ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია.
მირიანმა ბავშვი აიყვანა , მანქანიდან გადასვლაში დამეხმარა და ერთი ხელი წელზე მომხვია. დიდი თოვლი იყო,როგორც ყოველთვის და თოვდა კიდეც . კივილის ხმა გავიგე რამდენიმე წამში და ჩემი მარიამის ხმა ამოვიცანი ფარჯიანის ქალბატონი პირველი გამოვარდა და მალე დავკარგე წონასწორობა ისე მომეხვია .
-ჩემო გოგო... ჩემო ევანგელია როგორ მომენატრე ...
-მარუსაა...ჩემო მარუსა შენც დაგვიბრუნდი როგორც იქნა
-რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი ... ჩემი ტკბილი გოგო...-მარიამმა დაიწყო და სათითაოდ ყველამ განაგრძო. ამ ჩახუტებების დროს მივხვდი რამდენი ვიყავით. მირიანი ვიღას ახსოვდა. თანდათან უფრო ვთავისუფლდებოდი, ვბედნიერდებოდი და სიხარულით ივსებოდა ყველა ჩემი უჯრედი.
რა ბედნიერებაა როცა ამდენი მეგობარი გყავს.. როცა ამდენი საყვარელი ადამიანი გყავს . როცა ირგვლივ მხოლოდ სიყვარულია ....
მალე თორმეტი გახდება. ეზოში ვდგავარ მირიანის გვერდით მას მაქსი უჭირავს ხელში და თავისუფალი ხელით მე მეხვევა. თავი მის მკერდზე მაქვს მიდებული და თვალები დახუჭული მაქვს. მინდა მეც შევხედო მრავალფერად განათებულ ცას რომლის ქვეშ უამრავი წყვილი დგას ,მინდა როგორც ყოველთვის ახლაც ბედნიერების ცრემლები ამიკიაფდეს თვალებში ჩემი საყვარელი მშობლების მათი მეგობრების და შვილების დანახვისას. როცა ზუსტად 12 საათზე აკოცებენ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ აუხსნიან სიყვარულს . ახალ წელს ხომ სულ ერთად ვეგებებით . მინდა ამ ყველაფერს ისევ ვხედავდე ... ჩემი ბიჭი პირველად ხვდება ახალ წელს და მისი გამომეტყველების დანახვა მინდა როცა ათასფრად შერებილ ცას დაინახავს,მინდა ვხედავდე როგორ ეგებება ფიფქებს თავისი ბუთქუნა თითებით... ჩემი ნაკანის თვალებს მინდა ვხედავდე ,მხოლოდ ჩემთვის რომ ბრწყინავენ ...
ქუთუთოებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს ღრმად ვსუნთქავ და ხმაურიც ისმის, აფეტქების ხმა და შეძახილები . ნაცნობი ხმებია , მაგრამ რაღაც ნათდდება ყველაფერთან ერთად. მირიანი მკოცნის და ბავშვის ხელიც მეხება დედას მეძახის და იცინის. თვალებს ვახელ და შავ სფეროებს ვაწყდები რომლებიც უფრო მეტად ბრწყინავენ ვიდრე წარმოვიდგენდი. რამდენიმე წამი მგონია რომ მეჩვენება, ირგვლივ ვიხედები სწორედ იმ წამს ნუკი ცოტნეს კოცნის , სალომე და მათე , თორნიკე და თამუნა, ლიზა და დიმა, ელენე და ერეკლე ...ყველანი ჩემთან ახლოს დგანან სხვები ზურგით არიან და მხოლოდ ერთმანეთზე აკრულ სხეულებს ვხედავ. შემდეგ ჩემს პატარა ბიჭს ვაკვირდები,თითქოს ყველას და ყველაფერს პირველად ვხედავ. მინდა რამე ვთქვა მაგრამ არ შემიძლია, მირიანი მაკვირდება მაგრამ სიტყვის თქმას ვერ ბედავს. ისევ ვხუჭავ თვალებს და რამდენიმე წამში ვახელ, კადრებს უკეთ ვარჩევ და ფართოდ ვუღიმი ნაკანს
-არ გამიღიმებ? შენი თბილი ღიმილი არ მინახავს
-ევა... ჩემო ევა ხედავ? ვიცოდი რომ შეძლებდი ჩემო საყვარელო ჩემო ერთადერთო - ხელი მომხვია და ჰაერში ამწია. ბოლო ხმაზე ყვიროდა რომ ვუყვარდი . ყველა ჩვენ გვიყურებდა და მათი ხმები ირგვლივ ვრცელდებოდა.
ჩვენთვის ყოველი ახალი წელი რაღაც საოცრებასთან ასოცირდება, რაღაც ახალთან და კარგთან . ახალი წლის ღამის სასწაულების ყველას გვჯერა და არსებობს კიდეც. თუ გულით გსურს ყველაფერი აგისრულდება...
მთელი ღამე ავღნიშნავდით ახალ წელს ,ნინას დაბადების დღეს და ჩემი მზერის დაბრუნებას. დილით წავედით ჩვენი ოთახებისკენ ,თუმცა ბევრი მისაღებში დივანზე გაწვა. ყველა კუთხეში ვირაცას ეძინა ,ძალიან სასაცილო სანახავები იყვნენ . მირომ სწრაფად შემიყვანა ოთახში და ყურებამდე გაკრეჭილი მომეხვია
-მიყვარხარ...
-მე უფრო
-საოცრება ხარ... ჩემი ,მხოლოდ ჩემი - სახეს მიკოცნიდა და ხელებს მაგრად მხვევდა- ხომ არასდროს მიმატოვებ... ხომ ყველაფერს გავუძლებთ
-ყველაფერს არა ...
-არა?
-რა თქმა უნდა , რომ მიღალატო მოგკლავ! არ გამიჭირდება ხომ იცი... სხვები გააკეთებენ ამას ჩემ მაგივრად -ეს რომ ვუთხარი ამოისუნთქა და გაიღიმა
-შენ თუ შემიწირავ- ხელში ამიყვანა და საწოლისკენ დაიძრა
-იმედია არ დაგივარდები ,მთვრალი ხარ
-გალეშილი მთვრალი ბიჭებს ვაკეთებ და შენ დამივარდები? არ გრცხვენია?
-რა დახვეწილი ლექსიკონი გაქვთ ექიმო - გავიცინე და მივეხუტე - ძალიან მეძინება
-მე უკვე მძინავს- ბალიშში თავჩარგულმა თქვა და ტორი მომხვია .ისე არ იძნებს, თითქოს გავიქცევი სადმე.
ახალი წლიდან დაიწყო ჩვენი სრულყოფილად ბედნიერი დღეები , ყველა პრობლემა მოგვარებადი გახდა და რეალური სიმშვიდე შევიგრძენი...



№1 სტუმარი სტუმარი თამო

ვგიჟდები შენს ისტორიებზე.ახლა ჩავუჯდები და ისევ წავიკითხავ თავიდან:-)

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

იცი მჯერა მე შენი ისტირიების...
იმ ისტირიების რომელსაც აღწერ და სასწაულების როლებიც ამ ისტორიებში ხდება..
მე ძალიან მინდა შენი ზღაპრული ისტორიის ერთ ერთი პერსონაჟი ვიყო

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

მმმმმნ მაგიჟებ საოცრებაა ხარრრ დაა შენი ისტორიებიც საოცრებაა

 


№4 სტუმარი სტუმარი Nestani

Yvela ertmanetze uketesi nawarmoebia imdeni emociebis aqvs Tavi moyrili sheuzlebelia ROM ar mogewonos madloba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent