შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქმის დაქორწინებული VII


26-02-2018, 16:48
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 762

ქალი ფეხზე წამოხტა და ჩანთას დაავლო ხელი,დიტოც უკან დაედევნა და შეაჩერა.. ცდილობდა აეხსნა რომ ეს უბრალოდ ჩემი თამაში იყო,მაგრამ ქალი მას არც კი უსმენდა.. ჩხუბობდა,უყვიროდა და გემრიელად სახეშიც კი უთავაზა.მე?ვიჯექი და სანახაობით ვტკბებოთი თან კრუასანს მივირთმევდი.
ქალი შეშლილი სახით გაიქცა,ისე რომ სიტყვის თქმის უფლებაც არ მისცა დიტოს ეს უკანასკნელი კი მშვიდი სახით დამიჯდა გვერდით და დაასრულა თავისი ყავა ისე რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს.. შემდეგ ადგა თავი მოიწესრიგა და სანამ წავიდოდა ისე,რომ თავიც არ შემოუბრუნებია მითხრა.
-ეგ პერანგი კარადაში დააბრუნე,ძალიან მიყვას და ნუ დაჭმუჭნი.-პასუხს არც კი დაელოდა ისე წავიდა.
პერანგი ძალიან დიდი მქონდა,მაგრამ მის ჯინაზე გახდას არ ვაპირებდი. ტყავის ელასტიკი,მაღალქუსლიანი შუზები და ეს პერანგი მაკვდებოდა ტანზე თანაც ეს ტყავის ქურთუკი ხომ საერთოდ..
სამსახურში მივედი თუ არა ყველა შოკში ჩავარდა ცემი „ახალი იმიჯით“..
-კარგი იმიჯია.-აღნიშნა მარიამმა და ჭორების მოსასმენად მოკალათდა ჩემს წინ.
-კი მეც მომწონს.
-აი ჩემს ძმას კი არ მოეწონება რაც „ჩაიდინე“ მისი პერანგებისთვის თავსაც გასწირავს..
-დღეს შენს ძმას გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ან სამუდამოდ გამოვიხურავ მისი ცხოვრების კარებს..
-რატომ რა მოხდა?
-აღარ შემიძლია მე ასე გაგრძელება,ვიცხოვრო კაცთან რომელიც მიყვარს და მან სახლშ სხვა ქალები მოიყვანოს,გარდა ამისა არც მე მაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას.
სახლთან მისულს დიტო მოსული დამხვდა და მანქანის ძრავს დაჰყურებდა.. ჩამეღიმა და ჩუმად მანქანაში შევძვერი.. მთელი ძალით დავაწექი „სიგნას“ და დიტომ თავი მანქანის „კაპოტს“ აარყა.. გაბრაზებული მიყურებდა..შემდეგ მანქანიდან გადმომიყვანა და ვიგრძენი როგორ ამწია ჰაერში.. ბეჭზე გადაკიდებული შემიყვანა სახლში და დივანზე დამსვა..
-შენთან სალაპარაკო მაქვს.-მითხრა დიტომ.
-მეც.
-შეგიძლია დაიწყო მე მოგვიანეით გეტყვი.
-კარგი დავიწყე.. ჯერ ერთი არ მომწონს ეს სიტუაცია.. ჩემთან თუ გინდა გქონდეს ურთიერთობა ისეთი როგორიც ადრე მაშინ ჯობს სისულელეებს შევეშვათ და თუ უმიზეზოდ აპირებ ჩემს აქ დატოვებას,მაშინ მე ზომები უნდა მივიღო.
-რა ზომები?
-ის ზომები რომ დავბრუნდები ჩემს სახლშ და განვაგრძობ ცხოვრებას თითქოს არც არაფერი მომხდარა..
-შენ ეს შეგიძლია?
-შემიძლია,მაგრამ გადაწყვეტილება აქ შენ უნდა მიიღო.-დიტო სერიოზული სახით მიყრებდა და ჯიბიდან პატარა წითელი ყუთი ამოიღო.ცრემლები ვერ შევიკავე და კისერზე მოვეხვიე.
-გახსენი.. იქნებ სულაც არ მოგწონს..
-შენგან ნებისმიერი საჩუქარი მაბედნიერებს არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება..
-ნებისმიერი? მაშინ იმედი მაქვს რომ ესეც.-გამიღიმა და ყუთი ფახსა საიდანაც უზარმაზარი ტარაკანი გადმოვარდა.
კივილით უკან დავიწიე,დვანზე შევხტი შემდეგ კი საძინებელში გავიქეცი.დიტო კი იცინოდა ისე,რომ ლამის გაიგუდა.
ნერვები ძალიან მომეშალა,ამიტომ სავახშმოდაც არ ვაპირებდი გასვლას თუმცა დიტომ მოსვენება არ მომცა და ამიკლო.. ამიტომ შევუერთდი სუფრასთან..
ისეალური სუფრა იყო,სხვადასხვა კერძები და ორი სანტელი,წითელი ღვინო და სიმშვიდე..
ვახშმობას რომ მოვრჩი საძინებელში ვაპირებდი დაბრუნებას,მაგრამ დიტომ ხელზე ხელი ჩამავლო და კვლავ პატარა ყუთი ამოიღო ჯიბიდა,მაგრამ ამჯერად თეთრი..
-ახლა რა იქნება მორიელი?
-იქნებ ჯერ გახსნაა?
-სურვილი არ მაქვს.
-კარგი,მაშინ ისევ მე გავხსნი.-დიტომ ყუთს თავი გადახსნა და შიგნით ულამაზესი ნიშნობის ბეჭედი იდო,ულამაზესი თვლებით.
-ეს?..
-ცოლად გამომყვები?-მკითხა მშვიდი სახით.
-გამოგყვები,თუ სულელურ ოინებს აღარ მომიწყობ და სახლში ძუკნებსაც აღარ მოიყვან.-დიტოს გაეცინა.
-მაგრამ ყველაზე დიდი ძუკნა ცოლად მომყავს.
-დიტო იცოდე გადავიფიქრებ.
-კარგი მომეცი ხელი გაგიკეთო.-დიტომ ბეჭედი გამიკეთა და ვნებიანად მაკოცა.
კოცნას რაც მოჰყვა,ყველა კარგად მიხვდებოდით..
დილით,რომ ავექი დიტოს უკვე ყავა მოემზადებინა ჩემთვისაც.
-ერთი იდეა მაქვს..
-რა იდეა?-ვკითხე მე
-რომ დავქორწინდებით სოფელში წავიდეთ..
-სოფელში? სად სუფელში?-ავკაკანდი მე.
-რაჭაში.. თან თაფლობისთვედაც ჩაგვეთვლება.-გამიღიმა მან
-შანსი არ არის დიტოს.. მე სოფელში? თანაც თაფლობისთვის გატარება საზღვარგარეთ მინდოდა სადმე ბაჰამის კუნძულებზე და არა რაჭაში სოფელში..
-და რა მნიშვნელობა აქვს შენთვის რაჭაც საზღვარგარეთი არ არის?-დამცინა მან.
-დიტო არა მეთქი,თანაც მე ბიზნესი მაქვს და ასე ვერ მივატოვებ.-მოვიშველიე უკანასკნელი.
-ანუ ბაჰამებზე რომ წავიდეთ მაშინ შეძლებ დატოვო ბიზნესი და რაჭაში თუ წავალთ არა? თანაც პირველი ქორწინებიდან შემოიარე მთელი მსოფლიო,ფაქტიურად ის ორი წელი თაფლობის წლები გქონდა.
-ანუ აქედანვე მეკრიჟნები?
-არ გეკრიჟნები საყვარელო,თანაც თოთხმეტი ათასის მხოლოდ კაბები და ფეხსაცმელები გაქვს ასე,რომ რაჭაში ჩაიცვი და „იკაკუნე“ ქუსლებზე.
-დიტო მე ვფიქრობ არ გამოვა ასე.
-ტკბილო მე კი ვფიქრობ რომ ზუსტად ასე იქნება.-დიტომ შუბლზე მაკოცა და სააბაზანოში შევიდა.
ხასიაი იმ დონემდე მომესპო რომ აღარაფერი მინდოდა.. ყველაფერი მესაზიზღრებოდა და მახრჩობდა.. ამ განწყობამ მთელი დღის მანძილზე გასტანა.. საღამოს გოგონები შემოვიდნენ,რომლებმაც ახალი ამბავი უკვე იცოდნენ და მომილოცეს..
-ძვირფასო იცოდე რაღაც უნდა გითხრათ და დიტოსთან არ გაგვამხილო.-მითხრა მარიამმა.
-რა მოხდა?
-ზუსტად ერთ კვირაში შენი ქორწილია..
-არ არსებობს..
-არსებობს..
-დიტო ძალიან მაგარ საღამოს გიმზადებს და მე და მარიამი ვუწევთ ორგანიზებას,რა თქმა უნდა შენგან გასაიდუმლოებულია.-გაიცინა ნანაკომ.
-არ არსებობს..-გავიმეორე ისევ და მოწყვეტით დავჯექი ჩემს სავარძელში.
-ერთი რაღაც მინდა გითხრა..-დაიწყო მარიამმა.-დიტოს უნდა დაელაპარაკო და მისგან დამალული რაც გაქვს მოუყვე,ამის შემდეგ გადაწყვიტოს,როგორ მოიქცევა.. უსამართლოდ ნუ მოექცევი.-მიმანიშნა მარიამმა წარსულის უდიდეს შეცდომაზე.
-უკვე მულის ამპულა მოირგე და შენი ძმის მხარე დაიკავე?-შეეუტია ნანაომ.
-ნანაკო, მარიამი მართალია.. დიტო იმსახურებს სიმართლის ცოდნას.-მოვიწყინე და ჩემდა უნებურად ცრემლი ჩამომიცურდა ლოყაზე.
-მაგრამ დიტომ,რომ არ გაპატიოს?..-მკითხა ნანაკომ.
-მაშინ ჩვენ ისევ „თითქმის დაქორწინებულები“ ვიქნებით და ისევ დავშორდებით,თუმცა ამჯერად სამუდამოდ..
-მაგრამ შენ ხომ სხვა გზა არ გქონდა?
-დიტო მაგას არ შეხედავს.. მე შემეძლო გამერისკა და ბავშვი გადამერჩინა,მიუხედავად ჩემი დაავადებისა.
-ჰოდა შენ სამუდამოდ დაინვალიდდებოდი ბავშვი დაიბადებოდა თუ არა ჯანმრთელი კიდევ ღმერთმა იცის,თანაც მარტოხელა ინვალიდი დედა ინვალიდ ბავშვთან ერთად?-თქვა მარიამმა.
-ეს არ ამართლებს ჩემს საქციელს.-ვიგრძენი როგორი უმწეო ვიყავი ამ მომენტში როცა გოგონები ჩემი საქციელის გამართლებას ცდილობდნენ..
გოგონები წავიდნენ,მე კი გვიანობამდე შემოვრჩი საქმეებს,თანაც ვფიქრობდი როგორ ამეხსნა დიტოსთვის ეს ამბავი ისე,რომ ჩემთვის გაეგო.. თუმცა ვიცი ვერ გამიგებდა..
ვიცი რა დამოკიდებულებაც აქვს ამ საკითხთან მიმართებაში,ვიცი როგორ უყვარს პატარები და სულ პატარებზე საუბრობდა იმ პერიოდში სანამ მივატოვებდი.. თითქოს გულმა უგრძნოო.
სახლში დამძიმებული მივედი,რაც დიტოს არ გამორჩენია..
ვერ ვბედავდი საუბრს დაწყებას..
ბევრჯერ დავიწყე,დავუძახე,მაგრამ სხვა რაღაც ვუთხარი..
ისიც ხვდებოდა კარგად არ ვიყავი და რაღაც მაწუხებდა..
თავის ტკივილი დამეწყო,რადგან წარსულის შეცვლა არ შემეძლო,მე ისეთი უმწეო ვიყავი,რომ მისთვის სიმართლის თქმაც კი ვერ შევძელი..
ორი დღე გამოთაყვანებული დავდიოდი,ვერ ვიაზრებდი ჩემს ქცევებს,საუბარს,ჩაცმულობას,ჭამას..
ერთ დღესაც დიტოს ყელში ამოუვიდა ჩემი არ ნათქვამი სიტყვები და შემომიყვირა..
-საკმარისია უკვე.. გეყოფა! ან იტყვი შენი პრობლემა რაშია,ან არა და გეფიცები თვალით ვეღარ მნახავ!რამდენი დაახლოება ვცადე სულ გაცივდი,გაიქეცი.ახლა კი ასე აღარ იქნება! გისმენ!!
-მე.. სათქველი არაფერი მაქვს.
-გაქვს!ამასვ ვგრძნობ.
-დიტო ნუ მაძალებ,არ შემიძლია.
-რა არ შეგიძლია? ჩემზე დაქორწინება?-შუბლშეკრულმა ძლივს ამოღერღა..
-დიტო.
-რა დიტო! რა!-მიყვირა კვლავ
-კარგი... გეტყვი!-იგივე ინტონაციით გავეცი პასუხი.-მაგრამ არ შემაწყვეტინო!-ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე..-ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი,რაც მთელი ცხოვრება მომიწამლა.. ვამბობ ამას აღარასოდეს გავიხსენებთქო,მაგრამ ცხოვრების ყველა საფეხურზე ტივტივდება და თავიდან განვიცდი იმ ტკივილს..
-რა ტკივილს?-უგრძნობი სახით მკითხა.
-როცა საკურთხეველთან მიგატოვე და გავიქეცი იმ ღამით სახლში არ მივსულვარ,მთელი ღამე დავბოდიალებდი საქორწინო კაბით და წვიმაშიც მოვყევი.. საშინლად გავცივდი და ისეთი ვისუსები ავიკიდე,რომელიც ძალიან იშვიათია საქართველოში.. დასაწყისში მენინგიტი მქონდა,ამის შემდეგ ტკიპსმიერიენცეფალიტი და ტულარემია ავოკიდე.. ზურგის ტვინის სითხე,რომ ამიღეს ხერხემალი მტკიოდა და წონასწორობის დაცვა მიჭირდა.. სითხე კი არ გროვდებოდა.. ძალიან ძლიერი ანტიბიოტიკებით ვებრძოდი დაავადებას.. ამას ისიც დაემატა,რომ ფეხმძიმედ აღმოვჩნდი..-დიტოს გაურკვევლობა აღებეჭდა თვალებში,მე კი არ ვჩუმდებოდი და თან ვტიროდი.-ყველა სპეციალისტმა მითხრა,რომ ბავშვი მკურნალობას ვერ გადაიტანდა,ის დოზა რაც მიღებული მქონდა უკვე,სანამ გავიგებდი ბავშვის არსებობის შესახებ ბავშვს საკმაოდ დიდ ზაინს მიაყენებდა... მე კი ყველაზე კარგ შემთხვევაში ხეიბარი დავრჩებოდი.. სხვა გზა არ მქონდა.. სულიერად მოვკვდი იმ დღეს.. ბავშვი კი ფიზიკურად მოვკალი.. ჩემივე ხელით გამოვუტანე განაჩენი.. მოვაწერე ხელი საბუთებს და მე უბრალოდ დავიძინე.. გაღვიძებულს კი ის აღრა იყო.. ვეღარ ვგრძნობდი მის არსებობას.. შენ შეიძლება შეგძულდე,მაგრამ იმაზე ძლიერ მაინც ვერ შემიძულებ როგორაც მე თავად მძულს საკუთარი თავი.. მე მკვლელი ვარ,საკუთარი შვილის მკვლელი... შენი შვილის მკვლელი.. -ცრემლები მოვიწმინდე და განვაგრძე..-ახლა ბოლო სიტყვა შენ გეკუთვნის.. მოიყვან თუ არა ცოლად საკუთარი შვილის მკვლელს. შესაძლოა შენ ეს ამბავი დაივიწყო კიდეც მაგრამ მე მთელი ცხოვრება გამყვება ეს ტკივილი,ეს ტანჯვა ვიყო მუცლადმყოფი ბავშვის მკვლელი..
დიტო ფეხზე წამოდგა.. გაორებულივით ნელა მიაბიჯებდა,თან ჩემი სიტყვები თავში უტრიალებდა,თვალები ამღვრეული ჰქონდა... კედელს მთელი ძალით დაარტყა მუშტი,შემდეგ ქურთუკი აიღო და სახლიდან წავიდა.. ერთი სიტყაც კი არ უთქვამს ჩემთვის.. მერჩივნა ეჩხუბა,დაერტყა,მაგრამ უსიტყვოდ დატოვება კიდევ უფრო დიდ ტკივილს მანიჭებდა..
ის ვერ იფიქრებდა ჩემზე იმას,რაც მე უკვე ნაფიქრი არ მქონდა..
თვითმკვლელობამდეც ბევრჯერ მიმიყვანა ამ საბედისწერო შეცდომამ..
ახლა? ახლა ქორწილამდე მხოლოდ სამი დღეა დარჩენილი.. დიტო კი არსად ჩანს...


პ.ს იმედია არ ჩამქოლავთ.. მიყვარხართ მაინც გაითვალისწინეთ :D



№1 სტუმარი ani

Dzalian kargia magram gtxov ar daagviano xolme Ra ra agar vifiqre metqi dadeba shewyvita tqo ,,,,,,
Dzalian momewona ai realobastan imdenad axlos mixvedi realoba megona warmatebebi magaria ????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

 


რა ქენი ესს?სად გამიწყვიტეეე?არა ჯერ გელოდი და რომ გამოჩნდი კარგი მაგრამ ასე უნდა გამხეთქო გულზე და გადამიყვანო ჭკუიდანნ?ეჰ არ ვიცი რა ვთქვა შოკში ვარ

რა ქენი ესს?სად გამიწყვიტეეე?არა ჯერ გელოდი და რომ გამოჩნდი კარგი მაგრამ ასე უნდა გამხეთქო გულზე და გადამიყვანო ჭკუიდანნ?ეჰ არ ვიცი რა ვთქვა შოკში ვარ

 


№3 სტუმარი სტუმარი The dreamer

ani
Dzalian kargia magram gtxov ar daagviano xolme Ra ra agar vifiqre metqi dadeba shewyvita tqo ,,,,,,
Dzalian momewona ai realobastan imdenad axlos mixvedi realoba megona warmatebebi magaria ????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

სულელი მეოცნებე
რა ქენი ესს?სად გამიწყვიტეეე?არა ჯერ გელოდი და რომ გამოჩნდი კარგი მაგრამ ასე უნდა გამხეთქო გულზე და გადამიყვანო ჭკუიდანნ?ეჰ არ ვიცი რა ვთქვა შოკში ვარ

რა ქენი ესს?სად გამიწყვიტეეე?არა ჯერ გელოდი და რომ გამოჩნდი კარგი მაგრამ ასე უნდა გამხეთქო გულზე და გადამიყვანო ჭკუიდანნ?ეჰ არ ვიცი რა ვთქვა შოკში ვარ

სულელი მეოცნებე
რა ქენი ესს?სად გამიწყვიტეეე?არა ჯერ გელოდი და რომ გამოჩნდი კარგი მაგრამ ასე უნდა გამხეთქო გულზე და გადამიყვანო ჭკუიდანნ?ეჰ არ ვიცი რა ვთქვა შოკში ვარ

რა ქენი ესს?სად გამიწყვიტეეე?არა ჯერ გელოდი და რომ გამოჩნდი კარგი მაგრამ ასე უნდა გამხეთქო გულზე და გადამიყვანო ჭკუიდანნ?ეჰ არ ვიცი რა ვთქვა შოკში ვარ


გოგოებო ისტორიას ნამდვილად არ შევწყვეტ,მაგრამ ასე მიწევს დადება ეს დღეები..ზეგ დავდებ მომდევნო თავს

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

შად მიგვატოვე სასწრაფოდ ველოდები ახალ ტავს.

შაკვარელი და ზლიერი გოგო ხარ❤❤❤❤

 


№5 სტუმარი მარი. ელ❤

მაგარია ძაან ყოჩააღ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent