შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ძახილი 8


27-02-2018, 15:50
ავტორი zia-maria
ნანახია 3 337

ცრემლიანი თვალებით მიუყვებოდა საფლავებს შორის მზის შუქით განათებულ გზას,მიდიოდა იქ,სადაც ძნელია შეიკავო თავი და არ იტირო,მიუხედავად იმისა როცა გეტირება.გული ყელში ჰქონდა და სადაცაა ტირილს დაიწყებდა,მაგრამ მაინც სიმშვიდეს ინარჩუნებდა.არავისთან ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ თავს ძალას ატანდა.ახლა კი იქ მიდიოდა სადაც,საყვარელი ადამიანი ელოდებოდა.ვერ ეგუებოდა ლუკას მდუმარედ დახვედრას,მაგრამ ნელა-ნელა მიეჩვია ქვაზე გამოხატული მომღიმარი ლუკასთვის მშვიდად შეეხედა.როგორ ეგონა და როგორი დარწმუნებული იყო,რომ მათი სიყვარული გაუძლებდა დროს,წლებს და საუკუნეებს.თავისი ნატიფი თითებით მოეფერა ლუკას გაღიმებულ ფოტოს,შემდეგ ხეებიდან ჩამომტვრეული პატარ-პატარა ტოტები აკრიფა საფლავზე.ტკიოდა და უჭირდა მისი მწუხარების ხილულად გადმოფრქვევა,კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ირგვლივ და ნელი ნაბიჯებით გაეცალა მდუმარე ადგილს.მიდიოდა დაღონებული და დაფიქრებული,მისი სიმყუდროვე კი ერეკლეს ზარმა შეაწყვეტინა.არავისთან საუბარი არ უნდოდა,მაგრამ ერეკლეს მაინც უპასუხა დარდით და სევდით სავსე ხმით.
-სად ხარ სესო.
-სახლში მივდივარ ერეკლე.
-მოდი რა ჩვენს კაფეში, გელოდები.ფეხით დაუყვა გზას და 15 წუთში ერეკლეს წინ იჯდა.
-მარტო ხარ?კოლხი მედეა რატომ არ არის დღეს შენს გვერდით,როგორ დაგტოვა მარტო?გაეცინა სესილის,ერეკლემ გაოცებული მზერა რომ მიაპყრო.
-როგორ ხარ.კითხა სერიოზული ხმით ერეკლემ.
-რავი,ვარ.ხანდახან ისე ვიკარგები სუნთქვაც კი მიჩერდება,რომ ამოვისუნთქებ მახსენდება,რომ ცოცხალი ვარ.
-სესო ხომ იცი,წარსული უკან არ ბრუნდება,ის უკან აღარ დაბრუნდება.ისევ სასაფლაოზე იყავი?
-იქ ვიყავი,შენი ნახვა მინდოდა რაღაც უნდა გითხრა,მაგრამ არ იყვირო,არც ის ვიცი როგორ გითხრა.
-რა ხდება,რამე გჭირს ისევ?
-არა,არა მაგ მხრივ ყველაფერი კარგადაა.ერეკლე რაც უფრო დრო გადის ვრწმუნდები,რომ გიორგის მიმართ გრძნობა მაქვს.ერეკლემ გაოცებულმა მიაჩერდა სესილის და ჯერ რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა,შემდეგ კი უთხრა.
-არ ვიცი,არც მე ვიცი რა გითხრა,მხოლოდ ერთს გეტყვი.დაეშვი მიწაზე,ეს მოჩვენებითია ყველაფერი და მეტი არაფერი. სესილი,გიორგი არ გამოგადგება ჭრილობების დასაამებლად.თვეები გავიდა უკვე,ნუ ხარ ჩაკეტილი გამოდი გარეთ,სამსახური უნდა დაიწყო რომ რაღაცით დაკავდე და ისევ იცხოვრებ ჩვეული ცხოვრებით.
-არ შემიძლია,ერეკლე ვერ შევძლებ.2 წელი გვიყვარდა ერთმანეთი და ეს 2 წელი იყო ჩემს ცხოვრებაში,ყველაზე ბედნიერი წლები.
-დარწმუნებული ხარ,გიორგი შეძლებს დაგავიწყოს ეს ტკივილი?
-არ ვიცი,იმასაც ვფიქრობ რომ ის ლუკას საუკეთესო მეგობარი იყო,მაგრამ ვგრძნობ,გეფიცები ვგრძნობ თავადაც როგორ მიყურებს.
-სესილი ის გიორგი არ არის?კითხა ერეკლემ და ბარისაკენ გაიხედა ორივემ.ბართან გიორგი და ანდრეა ისხდნენ და იცინოდნენ,მოულდნელად ანდრეამ სესილის თვალებს გადააწყდა და ფერი ეცვალა სახეზე,მაგრამ ღიმილით უთხრა გიორგის.
-სესილი ზის განაპირა მაგიდასთან.გიორგის უეცრად გული აუჩქარდა და ანდრეას შეეკითხა.
-აბა სად.თავადაც გაიხედა და მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა.წუთიერად კი გაიფიქრა.
-ძალიან მძიმეა და რთული, გიყვარდეს ჩუმად და უხმოდ,ნეტავ შემეძლოს და შეგეძლოს დამიჭირო,მეც დაგიჭრედი.შენს თვალებში ჩავიძირები ღრმად და შენში დავრჩები მუდამ.უშენოდ ცუდად ვარ სესილი,ძალიან ცუდად.ანდრეას გაუღიმა მკრთალად და ორივე ღიმილით წავიდნენ სესილისთან.
-როგორ ხარ სესილი.შეეკითხა ანდრეამ და გადაკოცნა.
-კარგად ვარ ანდრეა. შენ როგორ ხარ,გიორგი.
-უკეთ ვარ,მადლობა სესილი.ლუკა როდის ბრუნდება,ჩვენ საერთოდ არ გვეხმიანება.სესილი უეცრად დაიბნა და ანდრეას შეხედა და ისიც გაშეშებული იჯდა.გაახსენდა ანდრეას სიტყვები,რომ გიორგის არ უნდა გაეგო ლუკას სიკვდილი ჯერ-ჯერობით და უთხრა.
-ალბად მალე,რადგან თავადაც არ იცის როდის დაბრუნდება.ერეკლეს სასწრაფოდ წასვლა მოუწია და ბოდიშის მოხდით წავიდა,ძალიან არ უნდოდა ანდრეას მათი მარტო დატოვება,მაგრამ დაურეკეს და სასწრაფოდ გავიდა ბარიდან.დარჩა ორივე ერთმანეთის პირისპირ.
-სესილი ძალიან მიჭირს,მაგრამ რაღაც მინდა გითხრა,რაღაც რაც ძალიან მნიშვნელოვანია.მაგრამ არ მინდა ან გიჟად ჩამთვალო,ან თავი იგრძნო შეურაცყოფილად.სესილიმ გაოცებულმა შეხედა გიორგის,გიორგიმ ბარმენს დაუძახა და ვისკი შეუკვეთა,რაზედაც სესილი გაუბრაზდა.
-არა,მისთვის ალკოგოლი არ შეიძლება.ალკოგოლის გარეშე მითხარი, რა უნდა მითხრა გიორგი.
-სესილი ოპერაციის შემდეგ თავს რაღაც უცნაურობები მემართება,რაღაც უცნაურად ვგრძნობ თავს შენთან რომ ვარ,რომ შეგხედავ.
-გაჩუმდი,გიორგი ეს სიგიჟეა რასაც მეუბნები.
-არ ვიცი რა მემართება,არ ვიცი ლუკას როგორ შევხედო თვალებში,მაგრამ გულს ვერ ვიკავებ,დაგინახავ თუ არა მე არა,გული მოდის შენსკენ.გულშიც და თავშიც ყველაფერი არეულია და ვერც ვერავის ვეუბნები,ვიცი რომ გამკიცხავენ.
-გიორგი უნდა წავიდე,მოდი საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ.
-ნუ გეშინია,მე არასოდეს არ შეგიქმნი პრობლემებს.უბრალოდ მინდოდა მეთქვა რას ვგრძნობ შენს მიმართ მთელი ეს დრო.ვიცი უხერხულ სიტუაცისში ჩაგაყენე და მაპატიე,მაგრამ გპირდები,ეს აღარ განმეორდება.მხოლოდ გვინდა არ გვინდა ჩვენ მაინც შევხვდებით ერთმანეთს მეგობრებთან ერთად.სესილიმ დაემშვიდობა,დაბნეული იყო,უფრო აირია ვერ გაეგო რა ეპასუხა,რა ეთქვა განა ისიც ისე გაორებული არ იყო გიორგის მიმართ?ანდრეამ ჩქარი ნაბიჯით შევიდა დემეტრეს კომპანიაში და დაუკაკუნებლად შეაღო კარები,მაგრამ დემეტრემ მკაცრად უთხრა.
-მოხვედი უკვე?გარეთ დამელოდე გავთავისუფლდები თუ არა დაგიძახებ.ანდრეას გაუკვირდა დემეტრეს სიმკაცრე და გაოცებულმა შეხედა,მაგრამ დემეტრემ ახლოს მივიდა და კარებისკენ უბიძგა და ყურში უჩურჩულა.-ლუკას ეხება,ყველაფერს გეტყვი მხოლოდ ახლა დამტოვე მარტო.
-კარგი,კარგი გარეთ ვიქნები ან დამირეკე თავად რომ განთავისუფლდები და მოვალ.გარეთ გავიდა და ისე გაითიშა,ვერც შეხედა ისე შეასკდა რაღაცას ან ვიღაცას,რომლის ხმამ გამოაფხიზლა და შეხედა მის წინ თითქმის მისივე სიმაღლის,თხელი ტანის,ბეჭებამდე შავი თმებით და შავი მყვირალა თვალებით იდგა გოგონა.თვალი ცოტა ქვემოთ ჩააყოლა და გოგონას დეკოლტემ გააშეშა,უფრო სწორად დეკოლტეს სიღრმემ.
-ვინ,ვინ ხარ.აქ რას აკეთებ.დაიბნა ანდრეა და გოგონას თვალს ვერ აშორებდა.
-ალექსანდრა ვარაზიშვილი.
-აქ რას აკეთებ,ვგულისხმობ ვისთან ხარ მოსული.
-აქ მუშაობ?
-არა,არ ვმუშაობ.საერთოდ შეხება არ მაქვს ამ კომპანიასთან.
-აბა ვინ ხარ, რომ მეკითხები მე ვინ ვარ და ვისთან ვარ.მრისხანედ შეხედა ალექსანდრამ ანდრეას და გვერდი აუარა, დემეტრეს მდივანთან მივიდა და რაღაც უთხრა,მაგრამ უკმაყოფილო სახით დაბრუნდა უკან.ანდრეა იდგა და თვალს არ აშორებდა მის წინ ჰაეროვნად მიმავალ ალექსანდრას.ისიც მდივანთან მივიდა და შეეკითხა ვინ იყო ეს უცხო ქალი და ჩაიცინა,რომ გაიგო დემეტრეს ელოდებოდა მასავით,ერთი გახედა ისევ ალექსანდრას და უკან გაყვა ჩქარი ნაბიჯიტ,მაგრამ ვერ მიუსწო ლიფტის კარიც დაიკეტა,ამიტომ არც დაფიქრებულა ისე ჩაირბინა კიბეებზე და ლიფტით ჩასულ ალექსანდრას ანდრეა იქვე დახვდა,რომელსაც გაოცებულმა შეეკითხა.
-შენ?აქ როგორ გაჩნდი,მეშვიდე სართულზე დაგტოვე.
-სუპერმენი ვარ,საიდუმლოს ვერ გაგიმხელ ეს აკრძალულია.მომისმინე,გავიგე რომ დემეტრეს ელოდები,მეც მასთან ვარ მოსული და ვერ ვნახე,რადგან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა.აქეთ კაფეში დავჯდეთ,გავიცნოთ ახლოს ერთმანეთი და შემდეგ ერთად მივიდეთ დემეტრესთან.
-ყოველთვის ასეთი დარწმუნებული ხარ,რომ რაც გინდა აიღებ?სუნთქვა არ გაქვს აჩქარებული ამდენი კიბეები სირბილით ჩამოიარე?
-საერთოდ არა,ძლიერი გული მაქვს და იცის როდის უნდა გამოიჩინოს აჩქარება ან ვის მიმართ აჩქარდება ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
-ხოოო?მე რომ არ მიყვარს უცნობებთან საუბარი?უკან დახევას არ აპირებდა ანდრეა.
-კარგი რა,ხომ ხედავ რა პირდაპიროი ადამიანი ვარ,ყოველგვარი შორი გზების შემოვლის გარეშე ვამბობ ყველაფერს.
-ისე რომ იცოდე,ადამიანში ყველაზე მეტად პირდაპირობა მიყვარს.
-აი ხედავ?ჩვენი აზრები ერთმანეთის აზრებს ემთხვევა,მეც მომწონს,როცა სიმართლეს ამბობენ.
-ეს კარგია თუ ცუდი?
-ამაზე კი ორივემ დავფიქრდეთ.აბა,რას იტყვი ყავა რომ მივირთვათ ერთად?
-თუ დარწმუნებული ხარ,რომ მიიღებ იმას რაც გსურს,მე თანახმა ვარ.მაგრამ უნდა გაგაფრთხილო,არც ისე იოლად მოსანადირებელი ქალი დგას შენს წინ ბ-ნო ანდრეა.ანდრეამ თვალებგაფართოვებულმა შეხედა ალექსანდრას და შეეკითხა ასევე გაოცებით.
-მე არ მითქვამს რა მქვია,საიდან იცი ჩემი სახელი?
-დაწყნარდი,ცუდი განზრახვა არ მაქვს არც შენთან და არც დემეტრესთან მოვსულვარ ცუდი განძრახვით.მალე გაიგებთ ყველა თუ რისთვის ჩამოვედი,სულ მალე.ანდრეა ლუდს მიირთმევდა და შიგა და შიგ ალექსანდრას უცქერდა და რაც უფრო სწავლობდა მისი მკაცრი სახის ნაკვთებს უფრო და უფრო რწმუნდებოდა,რომ ალექსანდრა არ იყო ადვილად დასაყოლიებელი ქალი.მიხვდა რომ ის ძლიერი და მტკიცე სულის მქონე ქალია,თან მებრძოლია,საუბრის დასასრულს ბოლოს ნათქვამმა სიტყვებმა ააღელვა და მისი თვალები სიბრაზისაგან ელავდა და აქა-იქ ცეცხლის ალებიც კი შენიშნა.ანდრეა ალექსანდრეს დაყოლიებას ცდილობდა,დემეტრე კი ანერვიულებული ეძებდა მტკიცებულებებს რომ ვიღაცამ ლუკას კაბინეტში,ლუკას კომპიუტერი გატეხა.
-სიმართლე,სიმართლე მინდა ბექა.
-დაწყნარდი და ყველაფერს გავიგებთ ბ-ნო დემეტრე.
-ბექა ახალი თანამშრომელი ხარ და პირდაპირ გეტყვი,რომ დიდი ნდომა არ მაქვს შენს მიმართ.მაგრამ შენთან გულახდილი ვარ,აქ ამ შენობაში რაღაც ხდება.აქ ბუზიც კი არ შემოფრენილა არასდროს და გუშინ ვიღაც შემოვიდა,ვიღაცამ შემოაღწია,რომ არ აქვს დაფიქსირებული კამერებს.რაღაც ხდება ბექა რა ვერ გავრკვეულვარ.
-მეც ვხვდები რაღაც ხდება,მაგრამ რა.
-ეს მაგრამ არის,რომ არ შემიძლია დამტკიცება.ამიტომ მინდა ვიღაც ისეთი,ვინც მომეხმარება.
-რას ვაკეთებთ ბ-ნო დემეტრე.არ გჭირდება ჩემთან არაფლის ახსნა,მოდი გულახდილად და თავისუფლად ვისაუბროთ,შენც ასევე გტკივა ლუკა როგორც მე,მაგრამ უფრო შენ რადგან თქვენ მეგობრები იყავით.უფრო მეტი, ძმები იყავით დემეტრე.
-მეც ეს მინდა,გულახდილად ვისაუბროთ.ვიღაცამ ლუკას კომპიუტერი გატეხა,რადგან ის იქ ინახავდა ბევრი,ძალიან ბევრი საინტერესო მასალებს.მე ვერ ვიზამ ვერაფერს,დარწმუნებული ვარ იმ მასალებით ხელი მიგვიწვდება მკვლელზე,ბექა არაფერი ისე არ მინდა,როგორც მისი მკვლელის პოვნა.
-დემეტრე ძალიან საშიშია,გაგვიგებენ.
-ბექა დაგიცავ,შენი ზურგი ვიქნები.მე ველოდები ერთ ძალიან ძლიერ იურისტს,რომელიც ლუკას საქმეზე იმუშავებს.მე ვიპოვი ლუკას მკვლელს,გეფიცები ვიპოვნი.
-ჩვენი ყოველდღიური შეხვედრა ეჭვს გამოიწვევს,დემეტრე თუ ისეთი ვინმე მეყოლება გვერდით,რომ შემეძლება შენს გარეშე მასთან კონტაქტი.დავფიქრდეთ კარგად და გეფიცები,შენთან ერთად მეც მოგეხმარები მკვლელის მოძებნაში.
-კარგი,შევთანხმდით.შეგეხმიანები,ახლა კი მაცნობეს წინ კიდევ ერთი სერიოზული შეხვედრა მელოდება.ბექა წამოდგა,დემეტრეს ხელი ჩამოართვა და კაბინეტიდან გავიდა.დემეტრემ კი მდივანს გადაურეკა.
-ბელა შემოვიდეს შემდეგი.
-ბ-ნო დემეტრე გავიდა უცხო სტუმარი და ვფიქრობ დაბრუნდება,აი მოვიდა ანდრეასთან ერთად.ბელამ ტელეფონი გათიშა და ალექსანდრას და ანდრეას უთხრა.
-ბ-ნი დემეტრე გელოდებათ.ანდრეამ დემეტრეს კაბინეტის კარი შეაღო და წინ ალექსანდრა შეატარა.დემეტრემ ფეხზე წამოდგა და ერთი თვალის გადავლებით შეხედა კაბინეტში შემოსულ წყვილს,ჩაიცინა რადგან სასიამოვნოდ წარმოიდგინა მათი წყვილი.ანდრეას კი თვალი ჩაუკრა ალექსანდრას კი ხელი ჩამოართვა.
-ალექსანდრა ვარაზიშვილი.
-დემეტრე ნინუა ამ საადვოკატურო ბიუროს დამფუძნებელი.ვხედავ მოგისწრიათ გაცნობა ერთმანეთის,ეს კი ანდრეა ივანეიშვილი ჩემი ძმა და მეგობარი.
-ძალიან ბევრი მსმენია თქვენზე ბ-ნო დემეტრე და საერთოდ თქვენს სამეგობროზე.ისიც გამიგონია,რომ სამ ახალგაზრდას თქვენ მამასავით ჰყავდით გვერდით,რადგან მათზე დიდი ხართ ასაკით.ალესანდრამ შეხედა ანდრეას რომ ცდილობდა რაღაცის თქმა,მაგრამ დაასწრო და თქვა.
-არ შემეკითხოთ საიდან,რა ვიცი.ყველაფერს მისი დრო აქვს.
-უფრო ადრე გელოდი შენს ჩამოსვლას ალექსანდრა.
-ვერ შევძელი დემეტრე,მითვალთვალებდნენ.
-ვხედავ ინფორმაციას ლუკას მკვლელობაზე ძალიან შორს გაუჟონია.თქვა დემეტრემ.
-გამაგებინებთ ბოლოს და ბოლოს რა ჯანდაბა ხდება.ვეღარ მოითმინა ანდრეამ და დემეტრეს ხმამაღალი ხმით შეუტია.
-დაჯექი,ალექსანდრა ლუკას საუკეთესო მეგობარია.თავად დამირეკა და მაცნობა ჩამოსვლის შესახებ,რადგან რაღაც საინტერესო აქვს სათქმელი ჩვენთვის.
-რამე იცი მკვლელობის შესახებ?შეეკითხა ანდრეამ და იქვე,მის წინ დაჯდა.იმედია იცი და კარგად ხვდები,რომ მძიმე საქმეს ეჭიდები და ფრთხილად უნდა იყო.
-ვიცი ანდრეა,ლუკამ ყველაფერი მომიყვა.
-ყველა ვნერვიულობთ ალექსანდრა და გვაქვს კიდეც სანერვიულო.
-მომისმინეთ,რაც მოსახდენია მაინც მოხდება.კი,გეთანხმები,რომ სიფრთხილე გვმართებს ყველასთან,მაშინაც კი როცა გვერდით პარტნიორს ვირჩევთ,ამიტომ არ არის საჭირო ყველასთან,ყველაფრის თქმა.მინდა ჯერ რაც შეიძლება მეტი გავიგო იმ პიროვნებაზე,ვისთვინაც მუშაობდა ლუკა ბოლო დროს.
-არ შემიძლია,ვწუხვარ ალექსანდრა.წუხელ ვიღაცამ ლუკას კომპიუტერი გატეხა,ყველაფერს საქმის გარშემო კი რაც ინფორმაცია ჰქონდა იქ ინახავდა,ახლა კი ხელთ აღარაფერი აღარ გვაქვს.
-ყველაფერი კარგად არის დემეტრე.ყველაფერი ის ინფორმაცია უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი ჩემს ხელთაა.დემეტრემ თავი აწია მაღლა და ალექსანდრას შეხედა გაოცებულმა.
-როგორ,როგორ მიგიწვდა ხელი შენ ლუკას კომპიუტერზე.აქ ვინ შემოგიშვა.
-ლუკამ მითხრა ვის უნდა ვენდო და ის ძალიან მყარი კედელი გამოდგა ჩემთვის.
-ვინ,ვინ არის,ვინ დაგეხმარა.შეეკითხა არა ნაკლებ გაოცებულმა ანდრეამ.
-ბექა რომელსაც ცოტა ხნის წინ ესაუბრეთ და ვერ გამოტეხეთ.
-ბექა?ბექა ბერიძე? კითხა დემეტრემ.
-კარგი მაგრამ აქ როგორ შემოდი,შენ გიჟი ხარ?
-ყველანაირ სიგიჟეზე ვარ წამსვლელი ანდრეა მხოლოდ მკვლელი ვიპოვო და მინდა ჩემი ხელით გავუსწორდე მას.
-გეთანხმები,მაგრამ არის ისეთი რაღაცეები რაც არ იცი ალექსანდრა.
-არა უშავს,ნელა ნელა გავიგებ არსად არ მეჩქარება.
-რა გითხრა,ვერ შეგაჩერებ ისეთი მომართული ხარ.რაც არ უნდა დაგიშალო,შენ მაინც იმას გააკეთებ რაც არ უნდა გააკეთო.ამიტომ,მე და ყველა შენს გვერდით ვართ ალექსანდრა.
-დემეტრე პირობა მომეცი,რომ ბექას არ გაუჯავრდები.
-ვერ შეგპირდები,უნდა დავფიქრდე,ცოტა მოხვდება,მაგრამ კარგია სანდო ადამიანი რომ გვყავს გვერდით.
-დემეტრე,ანდრეა.როგორც იცით ლუკას უეცარი გარდაცვალება ყველასათვის იყო მოყულოდნელი გარდა ლუკასი.ის ელოდებოდა რაღაც ცუდს და მინდა ერთ დღეს ყველა შეიკრიბოთ.
-ყველაში ვის გულისხმობ ალექსანდრა.
-თქვენ და თქვენთან ერთად გიორგის,ასევე სესილის
-ესე იგი,ყველას იცნობ შორიდან.
-კი ყველას ვიცნობ და მინდა როცა შეიკრიბებით ლუკას ანდერძი გადმოგცეთ.
-ანდერძი?ლუკამ ანდერძი დატოვა?
-კი,დატოვა.სიკვდილამდე რამოდენიმე დღით ადრე და ფაქსით გადმომიგზავნა,მისი სიკვდილის შემდეგ კი მივიღე ორიგინალიც.მაგრამ თქვენ არ იცით და მინდა გაგაფრთხილოთ,რომ საფრთხე ემუქრება სესილისაც და თან დიდი საფრთხე.
-მოიცა,სულ დავიბენი ალექსანდრა.რატომ,რატომ ემუქრება საფრთხე სესილის.
-ლუკას ალბად არადროს უთქვამს თქვენთვის,რომ ის ძალიან მდიდარი იურისტი იყო დემეტრე.შესაძლებელია მისი საახლობლო გამოჩნდეს და ქონებაზე ნადირობა დაიწყონ.თუმცა ვიცი,რომ ლუკას არავინი არ ჰყავს.მამა ბავშვობის ასაკში გარდაეცვალა,დედამ კი რომ გაიგო ლუკას დაღუპვა გულმა უმტყუნა და ისიც გარდაიცვალა.
-ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით,მაგრამ ეს ლუკას არასოდეს არ უთქვამს.
-არ უყვარდა თავის თავზე საუბარი,მე კი მისი ცხოვრების შესახებ ყველაფერი ვიცი და უნდა გითხრათ,რომ გთხოვთ ცუდი არაფერი არ იფიქროთ.ყველაფერი რაც კი გააჩნია,მისი დაუღალავი შრომით აქვს შეძენილი,ის უძლიერესი იურისტი იყო,არანაირ სირთულეებს არ ერიდებოდა და ყველაფერს კანონის ფარგლებში აკეთებდა,ამიტომ იყო ყოველთვის დაუმარცხებელი.
-გასაგებია,მაგრამ პრობლემა გვაქვს ალექსანდრა.უთხრა დემეტრემ.
-რა პრობლემაა.
-გიორგიმ არ იცის,რომ ის ლუკას გულით ცხოვრობს და სიცოცხლე ლუკამ შეუნარჩუნა.
-ეს როგორ გავიგო.გაუკვირდა ალექსანდრას.
-ლუკას გარდაცვალება მოულოდნელი იყო ყველასთვის,იმ დროს გიორგი მძიმე ავად იყო და დონორს ვეძებდით.ლუკამ კი სიკვდილის წინ თქვა,რომ სურვილი ჰქონდა მის გულს გიორგის სხეულში ეცოცხლა და გიორგიც ასე გადაერჩინა.გიორგიმ ჯერ ისიც არ იცის,რომ ლუკა ჩევენს გვერდით აღარ არეის და ის რომ გაიგოს მისი გულით ცხოვრობს და ცოცხლბს,გაუჭირდება ამ აზრთან შეგუება.
-ეს მართლაც მძიმე მოსასმენია იქნება გიორგისთვის მაგრამ ჯერ-ჯერობით ის მაინც უნდა გაიგოს,რომ ლუკა აღარ არის,როდემდე აპირებთ დამალვას.საუბარი ანდრეას ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინათ დახედა და დემეტრეს უთხრა.
-გიორგი რეკავს,ავიღო?
-აიღე,დაელაპარაკე ჩვეულებრივად.უთხრა ალექსანდრამ.
-გისმენ გიორგი.
-ანდრეა,ანდრეა ქეთი ვარ ჩქარა მოდი გიორგი ცუდად არის.
-რა ხდება ქეთი.ფეხზე წამოდგა ანდრეა და თან დემეტრეს შეხედა.
-არ ვიცი რა ხდება,რაღაც კონვერტი მოიტანა კურიერმა გიორგის სახელზე არის და რომ გახსნა მის მერე ხმით ტირის და ცუდად არის.
-მოვდივართ ქეთი არ ინერვიულო.დემეტრე და ანდრეა ჩქარი ნაბიჯით გავიდნენ
კაბინეტიდან და მათ ალექსანდრაც გაყვათ უკან.



№1 სტუმარი marina

zalian saintereso tavia.kargi ikneba tu lukas mkvleli daisjeba.etkoba girgisas kvelaperi gaaagebines.vnaxot velodebi gagrzelebas❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent