შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის დრო " 4 ნაწილი "


28-02-2018, 13:45
ავტორი amitida
ნანახია 1 282

-იმედი მქონდა ,რომ მოხვიდოდი_იმდენად ახლოს იდგა იოანე მის სუნთქვას ყელზე გრძნობდა.ადგილიდან ვერ მოახერხა დაძვრა.იდგა ერთ ადგილას მიყინული,თვალები დახუჭული ქონდა და მის სუნთქვას უსმენდა.გულში საშინელი აურზაური ქონდა,მუცელში პეპლები დაფრინავდნენ და ცდილობდნენ გულში გამეფებული აურზაური და ცუდის მოლოდინის გრძნობა,გადაეფარა.
-უნდა წავიდე,მეჩქარება_თავის დახსნა სცადა თაიამ,მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა.
- მინდა ვისაუბროთ _კატეგორიულად უთხრა იოანემ ხელი მოკიდა და კაფისკენ წაიყვანა.გაუცნობიერებლად მიყვებოდა და ცდილობდა როგორმე მისი შეხების შედეგად,გამოწვეულ სასიამოვნო გრძნობისთვის თავი დაეღწია.იცოდა თაიამ არაფერ კარგს , რომ არ მოუტანდა ეს არც მას და ყველაზე მეტად კი იოანე დაზარალდებოდა.ერჩივნა ის ყოფილი ცუდად ,ვიდრე სხვისი უბედურების მიზეზი ყოფილიყო.
- რას დალევ?_ ფანჯრის მხარეს აირჩია ადგილი,თავი ფანჯრისკენ მიაბრუნდა და გარეთ მოსიარულე ადამიანებზე დაკვირვება დაიწყო.
- წყალს_ჩაიჩურჩულა ისე თავი არც მოუბრუნებია.
-იმ დღეს,ძალიან ვიყავი გაბრაზებული.ჩემს თავს კონტროლი ვერ გავუწიე ,ბოდიშის მოხდა მინდოდა.მეორე დღეს გეძებდი უნივერსიტეტში მაგრამ ვერ გიპოვე.არც ბიბლიოთეკაში იყავი._პირდაპირ თაიას უყურებდა ,ცდილობდა ყველაფერი კარგად დაემახსოვრებინა.ძალიან აინტერესებდა მისი რეაქციაც.
-არაუშავს, არაფერი დაგიშავებია.უკვე აღარც მახსოვს_თავი არც მოუბრუნებია ისე ჩაილაპარაკა თაიამ.
- შემომხედე და ისე მითხარი_თავი მოაბრუნებინა იოანემ,ცრემლის დანახვამ მის თვალზე გული მოუკლა.ეხლა უფრო მძაფრად გრძნობდა მის დანაშაულს,გადაწყვიტა რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა ,მოახერხებდა რომ ყოველთვის ამ გოგოს გვერდით ყოფილიყო.
- უკვე აღარც მახსოვს,არ იყო საჭირო ჩემი ძებნა. არ მინდა მეძებდე, არ მინდა ჩემს გამო თავს იდანაშაულებდე გამიგე.არ მინდა_თვალებში უყურებდა და ცდილობდა გაეღიმა.მაგრამ შეუძლებელი გახდა მისთვის,იოანეც კარგად ხვდებოდა რა ცუდად იყო თაია.
-მე მინდა,მინდა სულ შენთან ვიყო.მინდა სულ გეძებდე,სულ გვერდით მყავდე_საკუთარ თავთანაც პირველად აღიარა იოანემ ,რომ უკვე ამ გოგოს გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებდა.ხელი მისი ხელისკენ წაიღო,მაგრამ თაიამ სწრაფად აიღო ხელები მაგიდიდან.
-უნდა შეძლო,ჩემგან შორს უნდა იყო.ჩემთვის არ გთხოვ ამას,შენთვის გეუბნები.არ მინდა გული გატკინო, მე კიდე დარწმუნებული ვარ ესე მოვიქცევი,გაუცნობიერებლად გულს გატკენ.ამიტომ ჯობია დაივიწყო ყველაფერი,ჩათვალე ეს არაფერი არ ყოფილა. ჩათვალე რომ არასდროს გინახივარ.ესე უფრო ადვილია,ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება_თვალზე ცრემლი მოიწმინდა და წამოდგა,წასასვლელად მოემზადა როდესაც ხელზე იოანეს შეხება იგრძნო.უნდოდა ეყვირა,როგორმე ემოციებისგან დაცლილიყო და თავი დაეღწია მისთვის.არ უნდოდა ყველაფერი ესე რთულად ყოფოლიყო. ბედნიერება უნდოდა,ნანატრი ბედნიერება,რომელსაც თვლიდა რომ არ იმსახურებდა.თვლიდა მის ცხოვრებაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო ის ბედნიერი,მხოლოდ სხვა სიცოცხლეში.ამ სიცოცხლეში კი უფლება არ ქონდა,მისი წარსული არასდროს მისცემდა უფლებას ბედნიერი ყოფილიყო.ამიტომ ამბობდა უარს იოანეზე. ერჩივნა სხვასთან ყოფილიყო ბედნიერი,ვიდრე მასთან უბედური.
-ვერ გაგიშვებ,უშენობას ვერ მომისჯი._ხელს არ უშვებდა ბიჭი.იცოდა თაიამ თუ ეხლა არ გაუშვებდა მერე გვიან იქნებოდა,მერე ვეღარ შეძლებდა მისგან შორს ყოფნას.ხელი ნელა გააშვებინა და მისგან ზურგით დადგა.
-მე არა ცხოვრების ბრალია,ის გვიშლის ხელს.მან მოგისაჯა უჩემობა_ლოყაზე დადენილი თბილი სითხისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე წავიდა კარისკენ.იქედან გამოსულმა გზა თავისი ფსიქოლოგის სახლისკენ გააგრძელა.მასთან საუბარი ყველაზე მეტად სჭირდებოდა.ზარის ღილაკისთვის ხელი არ აუშვია მანამდე ,სანამ კარი არ გააღეს.ეს მისი ჩვევა იყო, ბავშვობიდან ესე არის.თუ ზარის ღილაკს ვერ წვდებოდა,მანამ ურტყამდა ხელს კარს ,სანამ დედამისი კარს არ გააღებდა.
-შეიძლება შემოვიდე?_ დამწუხრებულმა ახედა მასზე ორი თავით მაღალ მამაკაცს,ისიც გვერდით გაიწია და თაია შეატარა.
-რაიმე მოხდა თაია?_მხრებ აცახცახებულს ხელი მხარზე შეახო ლევანმა.
- შეიძლება მოგიყვეთ?_სევდა ჩამდგარი თვალები მიანათა თაიამ ,ლევანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მის წინ ჩამოჯდა.
-ბოლოს აქ,რომ ვიყავი აქედან წასულმა ერთი ბიჭი გავიცანი.როგორც კი შევხედე მივხვდი ,რომ უკვე მიყვარდა.თან ძალიან მიყვარდა,შეიძლება ამ გრძნობას სხვა არ უწოდებს სიყვარულს,მაგრამ მე ვთვლი ეს გრძნობა სიყვარული არის.აი ისეთი სიყვარული წიგნებში ,რომ არის.შეიძლება მასზე ძლიერიც კი.მერე დავკარგე,ორი დღის შემდეგ ისევ ვნახე.მერე იცით რა მოხდა?_ ნაძალადევი ღიმილით გახედა თაიამ.ლევანმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია._გამახსენდა,ყველაფერიგამახსენდა.წარსული ისევ შემოიჭრა,ისევ არია ყველაფერი.თავს არ მანებებს და არც არასდროს დამანებებს თავს.ყველაფერი წამართვა,ყველანაირი გზა მომიჭრა მასთან მისასვლელი.თავს ეხლა ისე ვგრძნობ როგორც უდაბნოში დიდი ხნის სიარულის შემდეგ წყალს აღმოაჩენ,ბოლოს კი აღმოჩნდება რომ დაგასწრეს.უფლება არ გაქვს შეეხო,რაღაც ძალა ისევ თავიდან გაწყებინებს და გაიძულებს მასთან მისასვლელად ისევ იგივე გზა გაიარო. ხელ-ფეხს გიკრავს,ამდენი სიარულით დაღლილს კი ძალა აღარ გაქვს. ვეღარ ახერხებ დაუპირისპირდე ,ვერ ახერხებ გზა განაგრძო.ძალა გაქვს გამოლეული,ამიტომ ბრძოლას წყვეტ და ნებდები._თავს უკვე კონტროლს ვეღარ უწევდა,დივანზე იჯდა და სლუკუნებდა.ცდილობდა როგორმე ემოციებისგან დაცლილიყო. უფრო მეტად კი იმას ცდილობდა წარსულ გაქცეოდა.
- არ გინდა შენს წარსულზე ვისაუბროთ? უთქმელობა არ შეიძლება,ვინმეს უნდა მოუყვე ,შემგ კი უფრო თავისუფლად იგრძნობ თავს_მხარზე ხელის შეხებამ მოიყვანა გობს,ლევანი გვერდით ეჯდა. სწრაფად მოხვია ხელები,რადგანაც ეხლა ყველაფერზე მეტად ჩახუტება სჭირდებოდა.
- თბილისში დავიბადე და იქ გავიზარდე. მე და დედა ვცხოვრობდით მარტო,პატარაობაში როდესაც მამას ვკითხულობდი მეუბნებოდა,რომ ის გარდაიცვალა. რაც წამოვიზარდე მერე აღარ უცდია ჩემთვის რაიმე დამალვა და მითხრა, თურმე მამას მივუტოვებივარ.ძალიან გამიჭირდა იმის გაცნოერება,რომ გმირი მამის შემდეგ მოღალატე მამა შემრჩა ხელში.მერჩივნა მართლა მკვდარი ყოფილიყო,ვიდრე მოღალატე.ყველაზე საშინელი ადამიანები არიან მოღალატები, დაუფიქრებლად ადგებია და გაგანადგურებენ.ცხოვრებას აგირევენ ,მერე რამდენიც არ უნდა ეცადო გიჭირს მისი იდეალურ მდგომარეობაში მოყვანა.არასდროს არ დავინტერესებულვარ თუ ვინ არის, სად ცხოვრობს და რას აკეთებს.ჩემთვის ის მაშინ მოკვდა,როდესაც დედამ მითხრა რომ მიგვატოვა.უნდა შეეცადოთ და გამიგოთ, 14 წლის გოგონასთვის ძნელი გადასატანი აღმოჩნდა ეს ამბავი,ორი კვირის განმავლობაში ვიწექი და არაფერს ვჭამდი.გული მტკიოდა და ვერაფრით ვშველიდი,ეს იმდენად ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა გულისთვის დღემდე ვერ მოვირჩინე.ალბათ შეიძლება წლების გასვლის ,შემდეგ ვნახო კიდეც.არ ვიცი,ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია. გული ისევ ისე მტკივა და ვცდილობ ,როგორმე დავივიწყო ის. მეორე ძლიერი დარტყმა რომელიც მივიღე,სწორედ იმ წელს მოხდა.დედაჩემა გადაწყვიტა გათხოვებულიყო,მისი ბედნიერების წინაღმდეგი არვყოფილვარ.ყოველთვის მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო,მაგრამ არა თედოსთან.ვიცოდი მასთან ბედნიერი ვერ ვიქნებოდით,შეიძლება დედა ვერ ამჩნევდა თუ როგორი არაკაცი იყო ,მაგრამ მე კარგად ვხვდებოდი. სადღაც თედოს გაცნობიდან ოთხ თვეში დაქორწინდნენ,მე მას მანამდეც ვიცნობდი.ალბათ გაგიკვირდებათ ეხლა საიდან ვიცნობდი . მისი შვილი ჩემი სკოლელი იყო,ზედმეტად ამპარტავანი,უცეში და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩლუნგი. ჩემზე ორი წლით უფროსი იყო.ყოველთვის ცდილობდა ჩემთან ახლოს ყოფილიყო, სიყვარულს მეფიცებოდა. მე ვერც კი წარმომედგინა მისნაირი ადამიანი,თუ როგორ შეიძლება მოგწონდეს.ყოველთვის ვცდილობდი თავი ამერიდებინა,მაგრამ სამწუხაროდ ამის ყველანაირი შანსი მომისპეს.ნამდვილი ჯოჯოხეთი კი იმ დღესვე დაიწყო,როდესაც ჩვენ მათან გადავედით. არც კი მსურს გავიხსენე ის საშინელი დღეები._ცრემლები ცვივოდა ,სულში ჩაბუდებულ სხეულისა და სულის მღრნელს ყურადღება არ მიაქცია, იცოდა თაიამ ეს გრძნობა მასთან იქნებოდა ყოველთვის.ამიტომ ცდილობდა როგორმე თავი აერიდებინა მისთვის,თორე ნამდვილად შეშლიდა ეს საშინელი გრძნობა._მაპატიე,ალბათ მოგაცდინე_ნაღვლიანი თვალებით გახედა ლევანს.
-მე აქ იმისთვის ვარ,რომ დაგეხმარო _სანდომიანი ღიმილით დააჯილდოვა ლევანმა.თაიამაც გაუღიმა და ისევ წიგნების თაროებისკენ დაიძრა.
-და ის ბიჭი?_წიგნისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა,გახსენდა იოანე.ისევ მოიცვა მისი სხეული იოანეს დაკარგვით გამოწვეულმა გრძმობამ,გული გამალებით აუძგერდა და სუნთქვა გაუხშირდა.
- დამთავრდა,ჩვენ ყველაფერი დავასრულეთ.მომავალი არ გვაქვს,არ მინდა ჩემს გამო ცუდად იყო._ცრემლი მოიწმინდა და ხელი წიგნებისკენ წაიღო.
-იქნებ ჯობს თავს უფლება მისცე ბედნიერი იყო,იქნებ სულაც არ არის ყველაფერი ისე ცუდად როგორც შენ გონია.რატომ არ ცდილობ ცხოვრება თავიდან დაიწყო,დაივიწყო წარსული და დღევანდელი დღის და მომავლის რწმენით იცოცხლო? რატომ არ გინდა წარსული, წარსულში დატოვო და მომავალზე იფიქრო?_ შეპარვით დაიწყო ლევანმა.თაიას გული მოუკლა მისმა სიტყვებმა, არაფერი იცოდა მის წარსულზე.არ იცოდა არაფერი.
- არ შემიძლია,უფლება არ მაქვს.ვერ ვიფიქრებ მომავალზე როდესაც ესეთი წარსული მაქვს.არ შემიძლია ვიყო ბედნიერი და ამდენი ადამიანის ცოდვა მაწვეს ზურგზე.არ შემიძლია ამ ტვირთით ფრენა. როდესაც ცდილობ ბედნიერი იყო საჭიროა თავისუფალი იყო,საჭიროა იფრინო.მე კიდე ფრთები აღარ მაქვა,ამ ტვირთმა ჩემი ფრთები განადგურა და მალე ჩემს განადგურებასაც მოახერხებს._ შეძლებისდაგვარად გაუღიმა ლევანს,ჩანთა აიღო და კარებისკენ წავიდა.
- ბედნიერებას ნუ გაურბიხარ თაია,ის მაინც გიპოვის.ვერ შებრძოლები ძალა არ გეყოფა და ის მოახერხებს შენი წარსულის დამარცხებას.გაიგე არც იმდენად ძლიერები ვართ ,ბედნიერებაზე უარი ვთქვათ . და როდესაც სიყვარულის დრო მოვა ვერსად დავემალებით,ის აუცილებლად გვიპოვოს და თავის ჯადოსნურ ხელებს შემოგვხვევს._ გაიგონა მანამ სანამ კარს მიიკეტავდა.როგორც კი მის ზურგს უკან კარი მიხურა ,თავი მას მიაყრდნო და იქვე ჩაიკეცა.ცრემელებს უკვე ვეღარაფერს უხერხებდა,ვერაფრით ვერ დამშვიდა. მის სულს კი ბრძოლა გამოეცხადებინა, მასში ჩაბუდებული საშინელი გრძნობისთვის.
- სიყვარულის დრო არ დამდგა,ის სიყვარულის დრო ჩემთან არასდროს მოვა_ამოისლუკუნა და ძვლის აზიდა სხეული,კიბებე ბანცალით დაუყვა.რომ არა კიბის სახელური ალბათ კიბებიდანაც დაგორდებოდა.გაუჩერებლივ ბუტბუტებდა " სიყვარულის დრო არ დაგდება" ,. " ჩემთან არასდროს დადგება " , " არ ვიმსახურებ " და ცდილობდა როგორმე თავი შეემაგრებინა.აუტანელი გახდა თავის შემაგრება სადარბაზოდან გამოსული პირდაპირ იოანეს სილუეტს,რომ მომრა თვალი.თვალთ დაუბნელდა ,პულსაცია საგრძნობლად შეუმცირდა და გონება დაკარგა.
გონს სავადმყოფოს პალატაში მოვიდა,გვერდით შეშინებული იოანე ყავდა.მის ხელი ეჭირა და კოცნიდა.იმდენად ესიამოვნა ბიჭის ტუჩების შეხება ხელზე თავს ვერაფრით აიძულა უარი ეთქვა. ბედნიერს გაეღიმა და გულში ამოუნცობი გრძნობას ნება მისცა შიგ დაბუდებულიყო. გულისცემა აჩქარებული ქონდა,მუცელში კი ყველა სასიამოვნო ყრუ ტკივილს გრძნობდა.შეეძლო მთელი ცხოვრების მანძილზე ესე გაეტარებინა.რაღაც მომენტში დაუშვა კიდეც,რომ თავს უფლებას მისცემდა იოანესთან ერთად ყოფილიყო.
- მადლობა_ამოიჩურჩულა ღიმილით,იოანეს თვალებში დანახულმა ბედნიერების სხივმა მიახვედრა თუ რამდენს ნიშნავდა ეს ადამიანი უკვე მისთვის.
-მადლობა შენ,რომ არსებობ.სულ გაიღიმე,ძალიან გიხდება_კიდევ ერთხელ აკოცა ხელზე და შემდეგ შუბლზე აკოცა.სანამ საბოლოდ მოშორდებოდა,შუბლი თაიას შუბლს მიადო . საშინლად დაიბნა თაია ბიჭის სუნთქვა სახეზე ,რომ გაებნა.თავს უფლება მისცა და ბედნიერების უფლება მისცა წუთით.ტუჩები ბიჭის ტუჩებს მიაკრო. თავიდან დაიბნა იოანე,არ ელოდა თაიასგან ამ საქციელს.გონს მოსულმა ხელები სახეზე შემოხვია და კოცნაში აყვა.დაეფიცება თაიას,რომ ესეთი სასიამოვნო არაფერი ყოფილა მის ცხოვრებაში, მუდამ ემახსოვრება ეს სასიამოვნო განცდა რაც იოანესთან კოცნის დროს განიცადა.თავს უფლებას ვერ მისცემს დაივიწყოს.
-ესე აღარასდროს აღარ შემაშინო,შენ არც კი იცი რა დამემართა გულს წასულს,რომ გიყურებდი.გული მიკვდებოდა და ის განცდა შენთვის არაფრის გაკეთება შემეძლო თავს არ მანებებდა _ტუჩები შუბლზე მიაკრო.ეგოისტურად ესიამოვნა თაიას იოანეს სიტყვები, არ მოსწონდა ბიჭი მის ცუდად ყოფნას ,რომ განიცდიდა.მაგრამ მან მიახვედრა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის მისთვის.
-ვეცდები აღარ შეგაშინო_ ბედნიერმა გაუღიმა და ხელი მაგრად ჩაკიდა._ეხ
ლა კიდე მეძინება,თან ძალიან_მთქნარება ავარდნილმა ხელი პირზე აიფარა და მოხერხებულად მოკალათდა.
-დაიძინე მე შენს გვერდით ვარ,არასოდეს მიგატოვებ.ყოველთვის შენთან ვიქნები_ უკვე ძილის პირას მყოფს ბუნდოვნად ესმოდა იოანეს სიტყვები.

თვალების გახელისას პირველი რაც შემაჩნია,მის ხელზე ჩაჭიდული იოანეს ხელი იყო.ბედნიერს გაეღიმა,ხელი მის თმაში შეაცურა და თამიში დაუწყო. ბედნიერს ხდიდად მასთან ერთად,ერთ ოთახში ყოფნაც კი. იოანეს შესწავლას ტელეფონის ხმამ მოწყვიტა.
-გისმენ მარია_თავი დამნაშავედ იგრძნო მეგობრის წინაშე,მთელი დღეა სახლიდან არის გამოსული და არც კი შეეხმიანა.ალბათ როგორ ინერვიულა მარიამაც.
-სად ხარ? ხომ კარგად ხარ?_არ დაყოვნა კითხვებმაც.
-კარგად ვარ,მალე მოვალ ძვირფასო,მანამ კიდე რაიმე გემრიელი გაგვიკეთე_ბედნიერმა ჩაილაპარაკა და თვალი მძინარე იოანესკენ გააპარა.რომელსაც სულაც არ ეძინა ,თაიას სიტყვებით ბედნიერი უღიმოდა.
-კარგი რაიმეს ვიზამ, სტუმარს ველოდებით?_კითხა მარიამ ინტერესით.
-კი,თან ყველაზე მნიშვნელოვანს სტუმარს_ჩაიცინა და მეგობარს დაემშვიდობა.
- მიხარის თუ შენთვის მნიშვენელოვანი ვარ _ხელზე აკოცა იოანემ.
-თან ძალიან,წავიდეთ რა.მშია და კიდევ ერთი რამ,ვერვიტან სავადმყოფოებს_ზიზღით მოავლო თვალი პალატას.
-ექიმთან გავარკვევ და წავიდეთ_ გასვლამდე აკოცა და ბედნიერი წავიდა კარისკენ.
- წარსულ თავს დავაღწევ,მოვახერხებ და ბედნიერი ვიქნები.იმაზე ბედნიერი ვიდრე ვიოცნებებდი_ჩაილაპარაკა დაბეჯითებით და საყვარელ მამაკაცის ლოდინში ტელეფონის ეკრანი გაანათა,შეეცადა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.არ უნდოდა სავადმყოფოს სუნისთვის მიექცია ყურადღება,არც პალატის დანახვა სურდა.ზედმეტად უსიამოვნო გრძნობებს იწვევდა მასში.



ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებუსთვის.იმედია ვინმე ელოდა და აინტერესებს გაგრძელება <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent