უკიდეგანო (1)
<< მომინდა დამეწერა ისეთ სიყვარულზე,როგორსაც თავად ვერასოდეს ვიგრძნობ. << ბარიდან გამომავალი მბჟუტავი, ბეცი, შუქჩრდილები ნელნელა მისი ხელის მტევნებს ეცემოდა და ალკოჰოლის წვეთებს რომლიც ტუჩების მოწმენდის დროს შემორჩა, უფრო მეტად აპრიალებდა, აშუქებდა. უყურებდა კონკრეტულ წერტილს ბართან. ამოერჩია და უყურებდა. მრგვალ გვირგვინის მსგავს დეკორაციაში სადაც რაღაც გაურკვეველი შინაარსის ფოტო მოეთავსებინათ, ისევე იყო გამოკიდებული როგორც მიცვალებულის თაიგული სარეცელთან. ალკოჰოლიანი თითის მტევნები, უხეშ, ნახევრად დაშრამულ სახეზე მოისვა, ფოტოს თვალი მოაცილა და აუხსნელად გაუკრთა ღიმილი. ბარმენმა ჰკითხა რამეს ხომ არ შეუკვეთავდა, მან უპასუხოდ დაუქნია თავი, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო. ვიღაცამ, გაურკვეველი წელთაღრიცხვისას, გაურკვეველ თვესა და დროს გადაწყვიტა რომ მამაკაცებს ტირილი არ შეეფერებათ, ამიტომ არ შერცხვა, ცრემლები გუგებისკენ ამოქაჩა და ტკივილისგან გახევებულმა მხოლოდ ამოგმინვა შეძლო,რომელიც იქვე დამსწრე საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.ფიქრობდა,როგორ დაფარულიყო ყველაფერი იმისგან რაც სოციუმს უკავშირდებოდა, როგორ დამალულიყო ახლობლებისა და მეგობრებისგან, მისი ქალებისგან, გამვლელებისგან, უნდოდა ცოტა ხნით მაინც ეგრძნო საკუთარი თავი პირისპირ. დამთგრუნველი გარემო რომ გაექრო,რაღაცების გახსენება დაიწყო. გაახსენდა მისი პირველი ,,მოხსნა“ ამ ბარში,როდესაც დიდი კომპლექსებისა და დახუთული გარემოს მიუხედავად, ერთ მშვენიერ გოგონასთან მივიდა და მასთან საუბრის გაბმა შეძლო. აქამდე მხოლოდ იმას ფიქრობდა,რომ მშვენივრად ესმოდა ყველა გოგოსი,რომელსაც ყურადღება აწუხებს. მისი ფიქრები იმისკენაც მიდიოდნენ რომ არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა მშვენიერი ქალი იქნებოდა,ვიდრე მამაკაცი,რომელსაც სხეულში ჩამონტაჟებული ხერხი აქვს და შეშისგან მორჩენილ ხის მორებს სახლის უკან მოისვრის. არასოდეს უნდოდა ხერხი ყოფილიყო. მისი აზრით, მამაკაცების ავთენტური თავდაჯერებულობა, ზოგჯერ გულისამრევი და ცრუ იყო,რომელსაც ქალების აღშფოთება უნდა მოჰყოლოდა. არ ესმოდა მათი,ვისაც ეს იზიდავდა, ვინც ელტვოდა,ებმებოდა ამ ქსელში. ის ცდილობდა ყველა პოზიციიდან შეეხედა მოვლენებისთვის, ყველა სქესი,რასა და კულტურა ყოფილიყო, როცა ყველა და ყველაფერი ხარ, უფრო სამართლიანად განსჯი, მაგრამ მეც და შენც ვიცით,რომ ეს შეუძლებელია. ერთდროულად ვერც ქრისტიანი და ვერც მუსლიმი ვერ იქნები,რაღაც უნდა დაუწესო შენ თავს, კონკრეტული მიმართულება, ესეც აწუხებდა,აფორიაქებდა... არ ესმოდა, რატომ უნდა ჰქონოდა შეზღუდული ნება სრულფასოვან ადამიანს, თუნდაც რელიგიური კუთხით,მრავალმხრივი რწმენა/ურწმენობა. ვინ თქვა ან მოიგონა რომ რატომღაც უნდა დავიყოთ? ამაზე ფიქრობდა , უფროსწორედ ამაზე აშკარად ფიქრობდა მანამ, სანამ თვრამეტი წელი არ შეუსრულდა,ამ ბარში არ მოხვდა და საცდელ ვირთხად არ ჩამოყალიბდა. სანამ ფაქიზ, უბიწო სხეულში გამოცდილება დაისადგურებს, თითქოს ყველაფერი სამართლიანია, ლამაზი და მრავალმხრივი. ბევრის ნახვა, გამოცდა, სულიერი შფოთი, ისტორია, აბოსოლიტურად ყველა დეტალი რომელიც ფსიქიკას აყალიბებს- აქამდე უფრო კეთილი და სიყვარულით სავსე იყო, მაგრამ მგონი სიტყვა ,,თანაგრძნობა“ უფრო შეეფერება. ამ ნათელი თვისებებით დახუნძლული,რატომღაც უმისამართო სიბინძურეში გაეხვა. ყველაზე ცუდი და შემაშფოთებელია ის ფაქტი რომ ძირითადად სულ ასე ხდება და ეს ადამიანების ბრალი არ არის. ისევე როგორც ,,ათი ცნება“, ყველაფერი დახარისხებულია, პიროვნული დეგრადაციის ყოველი დეტალი. სამწუხარო ფაქტია რეალობა, არსებული პროდუქტიულობა, რომელსაც მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ვგულისხმობ. მისივე იუბილეზე დაუგეგმეს რომ უკვე ,,დრო იყო“ საკუთარი ღირსებები გამოეცადა და ქალთან დაწოლილიყო. ესეც ერთგვარი საგამოცდო საკითხი. კატეგორიულად უარყო მეძავთან ვიზიტი და საბოლოოდ,იმდენად შეაწუხეს,რომ ამ ბარში მოსვლას და დაბადების დღის აღნიშვნას (ამ ფორმით) დათანხმდა. ის და მისი რამდენიმე კლასელი,რომელსაც ,,ქულ გაი“-ის ტიტული მოეხვეჭა და მრავალი ურთიერთობით იკვეხნიდა, წამყვანის როლს ასრულებდნენ, აძალებდნენ სასმელს და თავი მაგარ ტიპებად მოჰქონდათ. მკრეხელური ისტორიები ქალებზე, მათ ,,მოპოვებულ ქალებზე“, პირველ სექსზე და პირველ ორგაზმზე, გულს უწუხებდა და თან ფიქრობდა რომ ეს პროცესი საჭირო იყო, უნდოდა შერწყმოდა სამყაროს,რაღაც საერთო აღმოეჩინა, მისთვის ეს სიტუაციაც განვითარების საშუალება იყო, თითქოსდა აწუხებდა ყველაფერი ის-რაზეც აქამდე უფიქრია. ამიტომ ღიმილითა და ლუდის ბოთლების გამოცლით, ეჩვეოდა ამ რუტინას, იღიმოდა, თავს უქნევდა არსებულ ხუმრობებზე და ირიბად ათვალიერებდა გამოწკეპილ გოგოებს, თავიანთი ღირსებებით გამოცხადებულს. ერთ დეკოლტიან გოგოზე მიუთითეს და მხარი გაკრეს (ეს იყო მოქმედების საწყისი ჟესტი), მაგრამ გული ვერ დაუდო და თვალი აარიდა. - ბიჭო ნახე რა მაგარი ვინმეა, მიდი- მისმა მეგობარმა,რომელსაც ქერა თმა იაფასიანი ჟელეთი უკან გადაეწია, რასაც ქვია,ტვინი წაუღო. - თუ მოგწონს,შენ მიდი- უპასუხა მშვიდად. - რა... შენ არ მოგწონს?როგორ,როგორ?- გულიანად გადაიხარხარა და სხვებიც აყვნენ. - რაღაცნაირია, არამიმზიდველი- აღიარა გულწრფელად- სტერეოტიპული ვინმეა, ასეთს ყველგან შეხვდები. - მისმინე გიგი- მხრებზე ხელი წაუჭირა და მისკენ მიაბრუნა- სიყვარულის საპოვნელად აქ არ მოგვიყვანიხარ, აქ მაგის გამო არავინ მოდის... არც ისინი- გოგოებისკენ მიუთითა- ის უნდათ,რაც შენ გინდა, პროსტა ესენი უფრო ემოციურები არიან. აი ამ გოგოს კი, ათი ბალიდან შვიდს დავუწერდი. ბიჭო, იცი რა რთულია საქართველოში, შვიდი ნომრის პოვნა?! - რიცხვებით აფასებ?- გაეცინა. - ეგ კი არა, ყველა რიცხვებით ვაფასებთ, ათი ბალით!- შავგვრემანმა, გრძელთმიანმა ჰიპსტერმა,წვერი შეისწორა და ტუჩები გაილოკა. - აუ დავით, შენ რაღა დაგემართა?- - მართლა კარგი გოგოა- ისევ მიუბრუნა მზერა- იმდენად კარგია რომ უნდა გამოელაპარაკო. თუ დეტალების გარკვევა გინდა,აქვე ვართ. - შენ გგონია ლაპარაკი არ შემიძლია?- - რას ამბობ, ჩვენ უფრო იმაზე ვთანხმდებით რომ ორატორი ხარ. - ლუზერი ორატორი- ქერას ჩაეცინა და მხარზე ხელი წამოარტყა-ვხუმრობ ძმაო, ერთი-ორი სექსი და ყველაფერი დალაგდება. - სექსზე ყოფილა ჩემი ცხოვრება დამოკიდებული.- - კარმაზე ძმაო, კარმაზე! - როცა მიხვდა საითკენ მიდიოდა საუბარი და როგორ მობეზრებოდა უკვე ეს ყოველივე, გამოკვეთილად აღნიშნა. - მე ის მომწონს- ბარისკენ შეაჩერა მზერა და შეუმჩნევლად მიუთითა- ის გოგო, ჭრელი კაბით. რაღაცნაირია, ჩვეულებრივი. - მართლა მესმის,არა,ნამდვილად მესმის, პირველ ჯერზე ცუდი გარეგნობის გოგოსთან უფრო მარტივია. - მშვენიერი ნაკვთები აქვს-ჩაუსწორა დავითმა- უბრალოდ სექსუალური არ არის. - მე მასთან მივალ- მეგობრების რეპლიკებს ყურადღება არ მიაქცია და ზედა შეისწორა-რამეს ვეტყვი. - სასმელი შესთავაზე- დაარიგეს- გაუღიმე. - რასაც მინდა,იმას ვიზამ-უპასუხა გაღიზიანებულმა და ბარისკენ დაიძრა. უკნიდან გრძნობდა გამამხნევებელ,დამცინავ მზერებს და ფიქრობდა იმაზე რატომ არ გამოლაპარაკებია აქამდე არავის. სიმარტივისთვის. ეშინოდა რომ დაიბნეოდა და მისი მეგობრებს დასაცინი თემა გამოუჩნდებოდათ. უნდოდა სექსი,მაგრამ უფრო მეტად ის უნდოდა რომ რაღაც დაემტკიცებინა. დამტკიცების მოტივი და მიზანი კი მისთვისაც უცნობი იყო. ყველაფერი ინერციით მოხდა, მივიდა ბართან, ლუდი შეუკვეთა და გოგონასკენ გააცურა. - მადლობ- უთხრა და მოიყუდა. სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ამ მოვლენით. როგორც იქნა, ხმის იოგები მოიკრიბა და ამოუშვა. - არ მინდა გეგონოს რომ აპრიორი სასმლის შეთავაზება, გამოლაპარაკებას ნიშნავს, უბრალოდ არასოდეს მინახავს ასე მარტივად დამთანხმებოდნენ რამეზე. - ეს ლუდია- უთხრა მშვიდად, ნაზი ხმით-მას ყველა, ერთნაირად სვამს. - კი,მესმის- უცაბედად დაიბნა და თითები ახალამოსულ წვერს მოსუვა - თითქოს მელოდებოდი როდის შევუკვეთავდი შენთვის. - თურმე ლუდის შეთავაზებაც, ,,აპრიორი“ გამოლაპარაკებას ნიშნავს ხომ?-გაუღიმა. - იმათ შეხედე, ოღონდ არ შეიმჩნიო- მისი მეგობრებისკენ მიუთითა- მთხოვეს ბარში გოგო ამომერჩია და გამეჟიმა. - რა საძაგლობაა. - უნდათ რომ ეს მათ თვალწინ გავაკეთო. - და რას მთავაზობ?- გადაიკისკისა. - შენ, ჩვეული სინაზით, ასწევ უკანალს... მაგ ლამაზ კაბას გაისწორებ, ხელკავს ამომიდებ... ბარიდან გავალთ,შენ სახლში წახვალ და მეც იგივეს გავაკეთებ. - რატომ უნდა დაგეხმარო ამ წმინდა საქმეში?- იკითხა გულწრფელად. - იმიტომ რომ ლუდი გიყიდე... და ეს ,,აპრიორი“ დახმარებას ნიშნავს. გოგონამ, მოწყენილმა შეხედა ლუდის ქილას, დაუნანებლად გამოცალა და გიგის ხელს თითები მოუსვა. << ავლაბრის ქვაფენილიან ამოსასვლელს, ნახევრად სველი, უკვე წაბილწული ფეხსაცმლით მისდევდნენ და თან ქოშინებდნენ. როდესაც გზა გასწორდა, მთელი ძალღონე მოიკრიბეს და ერთმანეთს შეხედეს. ორივეს უცაბედი სიცილი წასკდა. - ვერასოდეს ვხვდებოდი- საუბარი გოგონამ წამოიწყო- რატომ აქვთ მეგობრებს ამხელა გავლენა. - ისინი უბრალოდ ცდილობენ დაგეხმარონ მაშინაც კი-როცა ეს არ გჭირდება. - ფაქტია რომ მათ სურვილს და ნებას მისდიე, გამომელაპარაკე და ახლა წესით რომელიმეს ბინაში უნდა ვიყოთ,ნახევრად შიშვლები. სულ ასეთი მიზანდასახული მეგობრები გყავს? მარტივი ყოფილა მათთვის, ვგიჟდები ადამიანთა ამ კატეგორიაზე. - რომელს გულისხმობ? - ,,ყოვლისშემძლე ბრიუსებს“- გადაიკისკისა და ხელკავი ამოუდო- ცივა დღეს რაღაც. - ჰო... ისე არ მიკითხავს აქამდე, მემგონი უნდა ვიცოდე შენი სახელი. - პატარა მისი- უთხრა ჩვეული სიცილით- მარიამი მქვია მაგრამ ყველა მასე მეძახის. - რომელიღაც წიგ... - ,,ძმები კარამაზოვები“- შეაწყვეტინა- ალბათ მანდედან გეცნობა,ჩემმა შეყვარებულმა გადაწყვიტა რომ ეს პერსონაჟი ვარ, შემარქვა და ფაქტია იმის მერე ვეღარ მოვიშორე. - გინდა მოიშორო? - ნახე რა ლამაზად ჟღერს-პატარა ქალბატონი- მაშინაც კი,როცა მოვხუცდები,ნაოჭები ჩამომეკიდება და ბორძიკით ვივლი, ყველასთვის(!) ვიქნები პატარა მისი... თითქოს ეს ახალგაზრდობის სამუდამო საბუთია. - იცი ცოტა გამიჭირდება პატარა მისი დაგიძახო... - არაუშავს. ჩვენ ისედაც აღარ შევხვდებით ერთმანეთს. ტანში შეაჟრჟოლა, გოგონას თეთრ, პატარა შესახედაობის სახეს უფრო გამოკვეთილად დააკვირდა. საშუალო ზომის ვარდისფერი ბაგეები, წვრილი თითები და საშუალო ზომის,ნაზი მკერდი მოუჩანდა გამჭირვალე კაბიდან. ნერწყვი გადაყლაპა და ეცადა ჰორმონები დაეცხრო, მაქსიმალური კონცეტრირება მის სახეზე მოახდინა და გაოგნდა. ძალიან ლამაზი მოეჩვენა. წამიერად გაჩერდა, აფექტურად ხელები მისი ლოყებისკენ წაიღო,სახე დაუჭირა და მიაშტერდა. პატარა მისი დაიბნა, ხელი გააშვებინა. - რა დაგემართა?- უცებ ჩაერთო შიშის ინსტიქტი, შუაღამეს, უცხო ბიჭთან ერთად რომლის სავარაუდო მიზანიც მისთვის ცნობილი იყო, ღიმილით მიუყვებოდა ქუჩებს და არც უფიქრია რომ შეიძლებოდა რამე დაეშავებინა. ამ მიშტერებამ კი, ეს უსაფრთხოების შეგრძნება გაუქრო. - არაფერი- უპასუხა დაბნეულმა- ფერმკრთალი ხარ. - მე სულ მასეთი ვარ, მარმარილოსავით ცივი და თეთრი კანით. ტუჩებიც ცივი მაქვს. და საერთოდ უაზროდ მოხაზული სახე. გგონია მომწონს?... არა. უბრალოდ შევეჩვიე. - რა შუაში იყო...- - დაგღალე კიდეც. - უბრალოდ არ მესმის რატომ აპელირებ შენ გარეგნობას მაშინ როდესაც... არაფერი მიკითხავს. თითქოს არ იცოდე... აღიარება გინდა? მოსულელო თვითშეფასებით ყველა ადამიანი მაღიზიანებს... - მე არ მომწონს ჩემი კანის ფერი და ჩემივე უფლებაა არ მომწონდეს. - სულელი ხარ- მიახალა გაღიზიანებულმა- ბედნიერი უნდა იყო რადგან ყოველ დილით,სარკეში, ლამაზი და ახალგაზრდა გოგოს დანახვა გიწევს... ეს უპირატესობაა ამ ნაგავ სამყაროში, სწორედ ვიზუალია მთავარი მაპროვოცირებელი. შენ კიდევ, არ მომწონსო, შეეჩვიე და მაგიტომ არ მოგწონს... აბა მე მკითხე?! გგონია ყოველდღე ვხვდები გოგოს ასეთი ვარდისფერი ტუჩებით? - ვერ დაგეთანხმები- - არც მჭირდება. სახლში მივდივარ...- - მე... - არც შენი ნომერი მჭირდება, არც შენი სახელის დამახსოვრება და არც შენი თეთრი კანი! სწრაფად მოსწყდა ადგილს, დაუდგენელ რაღაცებს გრძნობდა, ვერ ხვდებოდა რისკენ მიისწრაფვოდა, რას ამტკიცებდა ყოველი ნაბიჯით. მხოლოდ სიმარტოვე უნდოდა, დღეს ზედმეტად ბევრი რამ აურია მის რუტინაში. მიდიოდა და ბორგავდა ,, არასოდეს, არასოდეს აღარ გამოველაპარაკები, ასეთ ლამაზ გოგოს.“ << |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.