შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [19]


1-03-2018, 07:17
ავტორი მე♥
ნანახია 5 145

ზუსტად თარაშის წასვლის წინა დღეს დანიშნა უფროსმა დამატებითი გადაღების საათები. მთელი დღე აწყობდა გეგმებს, როგორ გაცილების საღამოს მოუწყობდა მერლანს. შესვენებაზე ქალაქში გავიდა, რომანტიკული სუფრისთვის აქსესუარები შეიძინა და ახლა ამ ყველაფერთან ერთად სტუდიაში ყოფნა და გადაღების მსვლელობაზე დაკვირვება უწევს. არ წუწუნებს, უბრალოდ იმედები გაუცრუვდა და არ მოეწონა დარჩენილი რამდენიმე საათისს ასე გატარება.

-დღეს ცოტა დამაგვიანდება. შოუს ჩაწერა მიდის ჯერ კიდევ.

-არაუშავს, მთელი ღამე წინ გვაქვს.

-ხო, მაგრამ მინდოდა ყველაფერში დაგხმარებოდი.

-ბარგი ჩავალაგე, დანარჩენს მერეც მოვასწრებთ.

-ყველანაირად ვეცდები მალე დავამთავრო. გკოცნი.

***
სამსახურიდან სირბილით გავარდა, იქვე ახლოს მდებარე მაღაზიაში შევიდა და სწრაფი კერძის მოსამზადებლად პროდუქტები იყიდა. მერე ტაქსიში ჩაჯდა და აჩქარებულმა უკარნახა მისამართი.

ასეთი სიტუაციაში პირველად არის, კაცს პირველად აცილებს, თანაც ძალიან დიდი ხნით. წარმოდგენა არ აქვს კიდევ როდის ჩავა თარაში იტალიაში, ან ჩავა თუ არა საერთოდ. ვერც იმაზე ფიქრობს ნახავს თუ არა ზაფხულში ჩასული ლოლა თარაშ მერლანს და ექნებათ თუ არა ის ურთიერთობა როგორსაც აქ ტოვებენ. ძალიან შეშინებული და აფორიქებულია, არ უნდა მისი მიზეზით რაიმე არასწორად მოხდეს და ყველაფერი გააფუჭოს.

-თუ ყელაფერი ისე არ გამოვა როგორც ჩვენ გვინდა... _პლედზე მოკალათებულს თარაშის მუცელზე ედო თავი და დაბნეული უყურებდა განათებულ ჭაღს. _როგორ ფიქრობ ჩემი დავიწყება გაგიადვილდება?_ხამდაბლა იკითხა და წამოწოლილს გვერდულად გადახედა. მერლანმა თავი ოდნავ მაღლა ასწია, ლოლას გამომეტყველებას დააკვირდა და ისევ უკან დადო.

-არ ვიცი, ლოლა, ამაზე საუბარი მე მგონი ძალიან ადრეა. ჯერ ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ მომხდარა და რატომ ცდილობ დრამის შექმნას?

-არ ვცდილობ, უბრალდო მინდა რომ ყველაფრისთვის მზად ვიყოთ.

-ყველაფრისთვის მზად ვერ იქნები, არ ვიცით რა მოხდება მომავალში და სიმართლე გითხრა ამაზე ფიქრის არც დრო მაქვს და არც სურვილი. შეირგე და ისიამოვნე იმით რაც გაქვს. _შუბლშეჭმუხნულმა ცივი ხმით ჩაილაპარაკა თარაშმა.

-მაინტერესებს გაგიჭირდება თუ არა ჩემი დავიწყება. _კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა, წამოჯდა და თარაშს ზემოდან დააჩერდა.

-არ ვიცი, შეიძლება.

-როგორ?! ჩემი დავიწყება შენთვის სირთულეს არ წარმოადგენს?_აფოფრილი მუხლებით დადგა და ხელები თარაშის მუცელზე დააწყო.

-ლოლა, გეყოფა. _ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა თარაშს.

-თუ ეგრეა მეც ვიპოვი ვინმე იტალიელ ჯეელს, რომელი გამიჭირდება. _ნიშნისმოგებით ჩაიჩურჩულა და მამაკაცის გვერდით გაწვა. _შავგვრემანი, წვერებიანი, შავთვალება, სექსუ..._სიტყვა ზემოდან მქოცეული თარაშის დანხვისას გაუწყდა.

-განაგრძე, გისმენ. _წარბწეულმა, მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და თვალებანთებულ ლოლას დააჩერდა.

-გინდა უბრალო სუფს გაგიკეთებ. _ხელები წელზე შემოხვია და თითები ერთმანეთში ახლართა.

-არ მინდა.

-როგორც გინდა. _ნაწყენმა ჩაიჩურჩულა და თავი მარცხნივ გადაატრიალა.

-მოდი აქ. _მერლანმა ცალი ხელით თავისკენ მიიზიდა და მთელი სხეულით ზედ აიკრა. ლოლამ ღიმილით შემოხვია ორივე ხელი და პირ-სახე მის ყელში ჩარგო.

დიდი სიამოვნებით გაატარებდა მთელ ღამეს ასე. მერლანზე ჩახუტებული თვალსაც არ მოხუჭავდა ისე გაათენებდა იმაზე ფიქრში რომ მეორე დღეს იგივე დროს თარაში მასთან ერთად აღარ იქნებოდა. სამსახურიდან მოსულს სახლში აღარ დახვდებოდა, მაგრამ ერთადერთი რაზე ფიქრსაც ახერხებს მამაკაცის მიმართ გაჩენილი გრძნობებია. ამღვრეული გონება და აფორიქებული გული მისი თითოეული შეხებისას. გაუწონასწორებელს ხდის თარაშის გვერდით ყოფნა, მხოლოდ მერლანზე და საკუთარ თავზე ფიქრს ახერხებს.
ხუმრობაში გადართული კითხვა მისთვის მართლაც პრობლემური საკითხია. ეშინია რომ თარაშს ლოლას მიმართ გაჩენილი გრძნობები გაუცივდება და საქართველოში სხვას იპოვის. ქალს ვისთან ერთად ცხოვრებასაც ადვილად შეძლებს, ყოველგვარი დაბრკოლებების და მანძილის გარეშე.


თარაშის ცივი ტუჩების შეხებამ გამოფხიზლა, კრუსუნით ასწია თავი მაღლა და თვალდახუჭულმა ამოილუღლურა.

-ადგომის დროა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა თარაშმა და შუბლზე აკოცა.

-კიდევ ხუთი წუთი... სულ ხუთი წუთი. _მუდარანარევი ტონით აღმოხდა ლოლას. კიდევ ერთხელ იგრძნო თარაშის ტუჩები მთელ სახეზე და მერე გაითიშა.

თვალები რომ გაახილა საწოლში იწვა, ფარდები საგულდაგულოდ გადაეწია თარაშს, საბნის გვერდები კი ზუსტად ისე შეეკეცა ლოლასთვის როგორც ამას თავად აკეთებს ხოლმე. დაბნეულმა კიდევ ერთხელ მოავლო ჩაბნელებულ ოთახს თვალი და ფეხზე წამოდგა.

-თარაშ.

ხმადაბლა დაიძახა მამაკაცის სახელი და მისაღებში გატანტალდა. კედელზე ჩამოკიდებული საათის დანახვისას სუნთქვა გაუჩერდა. ანერვიულებულმა სახეზე ხელები აიფარა და კედელს მიეყრდნო.

-შეუძლებელია.

ჩურჩულით ამოილაპარაკა და აცრემლებული თვალებით გასასვლელისკენ წავიდა, მაგრამ თარაშის ბარგი იქ არ დახვდა. ანერვიულებული ისრესდა თითებს და ცდილობდა საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ბრაზი როგორმე დაეძლია. მთელი ღამე თეთრად გაათენა თარაშის სხეულზე აკრულმა, გამთენიისას ძილი მოერია და ჩაეძინა, ვერც კი იფიქრებდა რომ დილით ადგომა იმ დონეზე გაუჭირდებოდა რომ თარაშს აეროპორტამდეც კი ვერ გააცილებდა. ანერვიულებულს ცრემლები გადმოსცვიდა, საშინელი უპასუხისგმებლობის, იმედგაცრუების და მონატრების გრძნობა სჭამდა. ცრემლები თითებით ამოიშრო და იქვე მდგარ საკმზე ჩამოჯდა.

მისაღებში გაშლილი პლედი და იატაკზე დაყრილი ბალიშები დივანზე ლამადაც დაუწყია. ყველაფერი მიულაგებია და ისე წასულა აეროპორტში. ლოლა სლუკუნით წამოდგა ფეხზე და საძინებლისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა.

***
მთელი დღე გაშტერეული უყურებდა ტელეფონს და თარაშის ზარს ელოდებოდა. რამდენიმე საათის წინ უნდა დაერეკა მერლანს, მაგრამ ჯერაც არ დაკავშირებია. რა თქმა უნდა ჩასვლისთანავე ლოლასთან დარეკვას ვერ მოახერხებდა, მაგრამ ამდენი ხანი როგორ არ გაახსენდა.

-ქ-ნო ლოლა, პირველ ხაზზე გირეკავენ. _მდივნის ხმამ გამოაფხიზლა.

-ვინ არის?

-თქვენი ქვეყნიდან რეკავენ.

-კარგი, დამაკავშირე. _ანერვიულებულმა მოიმარჯვა ტელეფონი და ხმამაღლა ამოისუნთქა. ნაცნობი სუნთქვის გაგონებისას ტუჩები ღიმილით გაებადრა.

-როგორ ხარ?

-კარგად ვარ. რატომ არ დამირეკე, მთელი დღეა გელოდები. _საყვედურნარევი ტონით ჩაილაპარაკა ლოლამ, მაგრამ თარაშის ხმის გაგონებამ იმხელა სიხარული მიანიჭა პასუხზე საერთოდ არ უფიქრია

-შენი ტელეფონი არ მუშაობს, ვცდილობდი, მაგრამ ვერ დავრეკე.

-როგორ?! ჩართულია... _ტელეფონის ეკრანი გაანათა და მარცხენა კუთხეში არსებულ რამდენიმე ხაზს სიცილით დახედა. _მიღება არ ჰქონია. _საკუთარ უყურადღებობაზე ჩაეცინა. _როგორ იმგაზვრე?

-კარგად. შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად ვარ, მაგრამ მე მგონი სახლში რომ მივალ ხასიათი გამიფუჭდება. _მოღუშულმა ჩაილაპარაკა და კომპიუტერის ეკრანს მიაშტერდა.

-ლოლა... უკაცრავად. _ოთახში შემოსულმა მდივანმა ტელეფონზე მოსაუბრე ლოლას დანახვისას უხერხულად ჩაიღიმა._უფროსი გიბარებს.

-ახლავე გამოვალ. _ღიმილით დაუქნია თავი და ფეხზე წამოდგა. _თარაშ, უფროსთან უნდა შევიდე. საღამოს თუ გეცლება დაგირეკავ. გკოცნი.

***
-დღეს კლასელები მარისთან ვიყავით ასული.

-ახლახანს რომ გათხოვდა?

-გაშორდა.

-რატომ, რა მოხდა?_გაკვირვებული მიტრიალდა ლეპტოპისკენ.

-უღალატა.

-მარიმ თუ მარის?

-რა მარიმ... ქმარმა უღალატა თავის თანამშრომელთან.

-სამ თვეში თუ აპირებდა ღალატს ცოლად რაღას მოყავდა?!

-მე მგონი მარი იყო ორსულად და მაგიტომ, თან გახსოვს ერთი პერიოდი საერთოდ რომ არ გამოდიოდა გარეთ? _დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა და მოჭუტული თვალებით დააკვირდა ეკრანს.

-მუცელი მოეშალა?

-ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდი ეგეთია. ორსულობის გამო გათხოვდა, მერე მუცელი მოეშალა და ამ ბიჭმაც რაღატომ შეგინახოო.

-მსგავსი ისტორიების მოსმენა აღარ მინდა. გადაცემისთვის, სტუმრების შერჩევისას იმდენ ვარიანტს განიხილავენ... _დაღლილმა ამოილაპარაკა და ტელეფონს დახედა.

-ელოდები?_ეშმაკური ხმით კითხა მარიტამ და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა.

-სამსახურიდან რომ მოვედი რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა.

-ალბათ არ სცალია. ამდენი ხანი სხვა ქვეყანაში როცა ხარ წასული მერე ერთბაშად ბევრი საქმე გროვდება.

-შეიძლება. წავალ დავიძინებ თორემ დღეს იმდენი საქმე იყო თვალებს ძლივს ვახელ. შენც დაიძინე გვიანია მანდ. _ღიმილით დაემშვიდობა წითელთავა დეიდაშვილს და ლეპტოპი დახურა.

სახლში შემოსვლისთანავე იგრძნო სიცარიელე. კართან რომ მოვიდა მიხვდა რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აკლდა მის ყოველდღიურ ცხოვრებას. ფაქტი რომ სახლში შესულს თარაში შინ არ დახვდებოდა შინაგანას ჭამდა და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. საკეტს გასაღები წვალებით მოარგო, საკუთარ თავს ვერ აჯობა და სახლში მარტივი მოქმედებით ვერ შევიდა. კარის გაღება და იქიდან თარაშისებური სიცივი გამოვარდნა ერთი იყო. ქუჩიდან შესულს იმის მაგივრად რომ სითბო ეგრძნო უარესად გაიყინა, მთელი სხეული აუცახცახდა. პროდუქტების პარკი იქვე მდგარ დაბალ კომოდზე დადო, მოსასახამი გაიხადა და კარადის კარი გამოაღო. დაბნეულს სუნთქვა შეეკრა, ღიმილშეპარული ხმით ამოიკრუსუნა და კარადაში მოთავსებულ თარაშის სპორტულ მოსასხამს თითები ნაზად დაუსვა. წამებში შეეცვალა განწყობა, თითქოს რაღაც მისთვის ძალიან მნიშნვლეოვანი და განსაკუთრებული აღმოეჩინოსო, თითქოს თარაში შესულიყო მის სახლში, იმდენად ესიამოვნა მისი ნივთის პივნა. სწრაფად მოხსნა საკიდიდან და ცხვირთან მიიტანა, ჯერ კიდევ მისი გასაგიჟებელი სურნელით იყო გაჟღენთილი.

სააბაზანოდან გამოსული თბილ პიჟამაში გახვეული თარაშის მოსასხამთარ ერთად მისაღებში დივანზე მოკალათდა.

საძინებელში შესულს კიდევ ერთხელ შეეჯახა უთარაშობა. თითების ტკაცუნით მივიდა საწოლამდე და ჩაფიქრებული დააჩერდა. პირველი ღამე გაახსენდა, როგორი გათამამებული და გამოუცდელი იყო, მაგრამ როგორ არ იმჩნევდა.
მასთან გატარებული ყველა ღამე გაახსენდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ თარაშთან ყოფნა მისი ძალიან სწორი არჩევანი იყო. იმდენი რამ ისწავლა, იმდენ რაღაცაზე დაფიქრდა და გაანალიზა. აქამდე თუ მარტო სამსახურისთვის და ოჯახისთვის ცხოვრობდა ახლა ძალიან ბევრი მიზეზი გაჩნდა რისთვისაც არსებობა უხარია.
***
დილით ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. მაღვიძარასგან განსხვავებული ზარის მოსმენისას დაფეთებული წამოხტა და ოთახი მოათვალიერა. ძილის ეფექტი რომ მოიშორა თავი ტუბოსკენ მიატრიალა და ტელეფონისკენ გაიწია. ნაცნობი ნომრის დანახვისას წამებში გამოფხიზლდა, სახეზე ცალი ხელი მოისვა და ღრმად ამოისუნთქა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს პირველ პაემანზე წასასვლელად ემზადებაო, მე მგონი ასეთი რეაქცია თარაშთან შეხვედრების დროსაც კი არ ჰქონდა. დაბნეულმა გააქნია თავი და ეკრანს თითი ნაზად გადაუსვა.

-გისმენ. _განაბული, მაგრამ ძილისგან დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა ლოლამ და ფეხები იატაკზე დააწყო.

-გეძინა?_თარაშის ხმაში გაკვირვება იგრძნობოდა. ლოლამ დაბნეულმა დახედა ტელეფონის ეკრანს და საათის დანახვისას თვალები გაოგნებულმა დაქაჩა.

-შაბათ დღეს ამ დრომდე არასოდეს ჩამძინებია. _სიცილით ჩაილაპარაკა და სააბაზანოსკენ წავიდა. _როგორ ხარ?_მისთვის უჩვეულო რიდი იგრძნობოდა ხმაში. თითქოს მანძილმა მათ შორის ძალიან მცირე და გამჭვირვალე კედელი აღმართაო. დაბნეულია, თითქოს რაღაცამ ძალიან შებოჭა და თამამი ნაბიჯების გადადგმა აუკრძალა.

-კარგად. _ცივად უპასუხა თარაშმა. _შენ როგორ ხარ?_ლოლას მოკითხვისას ხმაში უცნაური ბგერები შეეპარა მშვიდი და თითქოს ნაზი.

-მე კარგად ვარ, ახლა ყავას მოვიმზადებ და სამსახურის საქმეებს ჩავუჯდები. ხო მართლა, ნაცრისფერი სპორტული დაგრჩა. _ საწოლის ბოლოში გადაკიდებული სპორტულის დანახვისას ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ლოლამ.

-არაუშვს რომ ჩამოვალ დამჭირდება.

-მართლა ჩამოხვალ?_თავისდაუნებურად, აღელვებულს ხმამაღლა წამოსცდა კითხვა.

-ვნახოთ, ალბათ ჩამოვალ.

-ზაფხულამდე?

-რა თქმა უნდა ზაფხულამდე. _გოგონას გულუბრყვილობაზე ჩუმად ჩაეცინა თარაშს.

-თარაშ, ჩემი სახლი არ მოგენატრა?_შეპარვით იკითხა ქირიამ. თარაშის დუმილი პასუხად ჩათვალა და ისევ თვითონ განაგრძო. _ვგულისხმობ იმას, რომ ანუ... აქაურობა, აქაური სიტუაცია, გარემო, ჩემი მომზადებული კერძები, ჩვენი პლედი.. მე._წვალებით ამოსთქვა და ერთიანად მოდუნებული სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა. ტელეფონის მეორე მხრიდან ჩუმი ჩაცინების ხმა გაისმა. ლოლამ წარბწეულმა გასწია ტელეფონი უკან, თითქოს ამ ხერხით თარაშის სახის დანახვას შეძლებდაო. _რა გაცინებს?_ხმაში სიბრაზე შეერია.

-შენ შემოპარებულ კითხვაზე გამეცინა. _გულწრფელად უპასუხა მერლანმა.

-ანუ, ჩემი კითხვა სასაცილო იყო?

-მე ეგ არ მითქვამს!

-კარგი, მართალი ხარ, ეგ არ გითქვამს. _თავი დააქნია და ფეხზე წამოდგა. ჩაიდანი ჩართო და კარადიდან ყავის ფინჯანი გამოიღო. _მაგრამ არც კითხვაზე არ მპასუხობ. _ნაწყენმა განაგრძო.

-ორი დღე გავიდა, ლოლა ჯერ. ვერანაირ მონატრებას ვერ მოვასწრებდი.

-გასაგებია. _ამოილუღლუღა და ქვედა ტუჩზე სიმწრით იკბინა. რა გამოდის რომ თარაშმა ლოლას მოანტრება ორ დღეში ვერ მოასწრო?! აბა ლოლა რატომ განიცდის მის წასვლას ასე მძაფრად, რატომ ენატრება მასთან გატარებული თითოეული საათი? იქნებ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მის სახლში ხდებოდა და ახლა უბრალოდ აქაურობას ვიღაც აკლია, ან იქნებ იმიტომ, რომ ლოლას უფრო ძლიერი გრძნობები აქვს თარაშის მიმართ ვიდრე პირიქით.

***
ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ტელეფონით კონტაქტობდნენ, კამერით არცერთხელ არ უსაბრიათ. თარაში სულ სამსახურია, ლოლაც. ერთმანეთთან საუბარს იშვიათად ახერხებენ, ზოგჯერ დღის განმავლობაში საერთოდ ვერ ეკონტაქტება. გარკვეული დისკომფორტი პირველივე დღიდან იგრძნობოდა, თითქოს მანძილმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა მათ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ დაარწმუნა ლოლა იმაში რომ სამსახური, გარემო ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ფაქტს ისეთად ქმნის რომ სხვა დეტალებისთვის დრო აღარ გრჩენა. თარაში ოპერაციებზეა, იქიდან კი ლოლასთან დარეკვა და მისი ამბების გაგება აფსურდია. ამასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს, თავადაც ძალიან დატვირთულია და თარაშმა რომ ამის გამო იკამათოს დარწმუნებულია რომ იმ წამსვე შეწყვეტს მასთან ურთიერთობას, მაგრამ იცის რომ მერლანს ამაზე გართულება არასოდეს ჰქონია და არც მომავალში ექნება.

უბრალოდ ხშირად ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე რაც მის თავს ხდება. ფაქტია რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ და ერთმანეთთანაც ძალიან კარგად არიან, მათი დიალოგის მოსმენისას ამას უდაოდ მიხვდება ნებისმიერი. ლოლამაც იცის რომ ამ ურთიერთობას მანძილი ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ დააკლებს და ყველაფერი ის რაც ხდება ბუნებრივი და ლოგიკურია. ცხოვრების ყველა ეტაპს თავისებური გაგება და მიჩევევა სჭირდება. თარაშთან თანაცხოვრებასც გარკვეულწილი სირთულეები ახლდა თან, ბევრი რამ რაღაც პერიოდის მერე გაიაზრა, ასეა ახლაც. ვერ ხვდება რა როლს თამაშობს მანძილი მათ ცხოვრებაში, იმედია ამასაც მალე გაარკვევს და ყველაფერი დალაგებდება.

***
-სამსახურიდან უნდა წახვიდე! _კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და გაკვირვებულ ლოლას დააკვირდა.

-აქ ამისთვის დამიბარეთ?_ხმაში ცინიზმი შეეპარა ქირიას.

-რა თქმა უნდა, მინდა რომ სამსახურიდან წახვიდე. კონტრაქტის დარღვევაზე არ ინერვიულო, ისე გავაკეთებ რომ ჯარიმა არ დაგეკისრება. _მშვიდი ხმით საუბრობდა დიეგო და თან ცალ თვალს დივანზე მოკალათებული დივნისკენ აპარებდა.

-ძალიან ცდები თუ ფიქრობ რომ კონტრაქტის დარღვევის უფლებას მოგცემ!_გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ხელები დივნის სახელურებს მოკიდა. _სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლას არ ვაპირებ, აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ, თუ რაიმეთი უკმაყოფილო ხარ შეგიძლია დირექტორს მიმართო წერილობით და შემდეგ მასთან ერთად გავარკვევ დეტალებს!_ფეხზე წამოდგა ქირია. _დაიმახსოვრე უმიზეზოდ, საკუთარი სურვილების შესასრულებლად ჩემი გამოყენების უფლებას არ მოგცემ. თუ კონტრაქტის დარღვევას გადაწყვეტ იმაზე დიდ ჯარიმას დაგაკისრებ ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ასე რომ მაცადე ჩემი საქმის კეთება და მორჩი ინტრიგების ხლართვას, ერთხელ თუ დაირხა ხმა ჩათვალე რომ მთელი ცხოვრება შენ გარშემო იტრიალებს ექო. _თვალი ჩაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა. _და კიდევ... ჩემს შევიწროვებას მორჩი, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გზებით მოგვიწევს ურთიერთობა!

ანერვიულებულმა შეაღო კაბინეტის კარი, უფროსის კაბინეტში ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდე ერთბაშად მოაწვა და გაშლილი თმები თითებით მთელი ძალით მოიქცია მუჭში. თავადაც ხვდება რომ აქ გაჩერებას დიდხანს ვეღარ შეძლევს. უფროსთან კომფლიქტი და უფროსის დაჟინებული მოთხვნა რომ თანამშრომელი გაანთავისუფლოს ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ზუსტად იცის რომ მისი თითოეული ნაბიჯი ხაფანგისთვის იქნება განწირული. სანამ ნაბიჯს გადადგამს დარწმუნებული უნდა იყოს რომ წინ საფრთხე არ ელოდება. მისი პროფესიის ადამიანს კი ამაზე ფიქრისთვის დრო არ აქვს, ვერ ხვდება რაში სჭირდება დიეგოს მსგავსი ინტრიგების ხლართვა და ლოლაზე ზეწოლის მოხდენა. დაღლილი ჩაესვენა სავარძელში და თავი უკან გადასწია.
რაც არ უნდა მოხდეს და როგორი რთულიც არ უნდა იყოს, კონტრაქტის დასრულებამდე საკუთარი ნებით არსად წასვლას არ აპირებს. შეეცდება უფრო მობილიზებული იყოს და არავის მისცეს საშუალება მისი მოქმედება სათავისოდ გამოიყენოს. აქამდე იდეალური თანამშრომლისგან ახლა ცუდს ვერავინ შექმნის, ამის უფლებას არ მისცემს.

-ლოლა, კარგად ხარ?_ჩაფიქრებული მდივნის ხმამ გამოაფხიზლა. თავი სწრაფად წამოსწია და შეშფოთებულ გოგონას ღიმილით დაუქნია თავი.

-კარგად ვარ, კარგად, გმადლობ.

-ისეთი ჩაფიქრებული იყავი ვერც კი გაიგე როგორ შემოვედი. უფროსთან გაქვს პრობლემები?

-არა უშავს, მოვაგვარებ. _თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა.

-ხომ იცი, რას არ უნდა მოხდეს ვიცით რომ შენ საქმეში არაჩვეულებრივი ხარ, ასე რომ ჩვენი იმედი გქონდეს. _ღიმილით ჩაუკრა გოგონამ თვალი და კარისკენ შეტრაილდა. _ყავას ხომ დალევ?

-დიდი სიამოვნებით. _მისი სიტყვებით გახალისებულმა ღიმილით დაუქნია თავი.

-დღეს საღამოს გასვლას ვაპირებთ და წამოხვალ?_მორიდებით იკითხა მარიამ და მის პასუხს წარბებშეჭმუხნული დაელოდა.

-ვეცდები.

-ძალიან კარგი, ადგილს ყავას რომ შემოგიტან მერე გეტყვი.

განტვირთვა ნამდვილად სჭირდება, რაც თარაში წავიდა არსად არ ყოფილა. გამუდმებით სამსახურზე და შექმნილ ვითარებაზე ფიქრობს. თანამშრომლებთან ერთად სიარულსაც არ არის მიჩვეული. წავა, იქნებ მოეწონოს და მომავალში ეს მის ჩვეულ რუტინად ჩამოყალიბდეს.

სამსახურიდან გასულმა რამდენეჯრმე სცადა თარაშთან დაკავშირება, მაგრამ როგორც ყოველთვის ამჯერადაც უშედეგოდ. ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანა, ჩანთაში ჩააგდო და ერთ-ერთი თანამშრომლის მანქანისკენ წავიდა.

-არ მჯერა, ჩვენი უფროსიც მოდის. _სიცილით ჩაილაპარაკა მარკომ და მანქანის კარი გაუღო.

-როგორი ხუმარა ხარ. _წარბების თამაშით გამოაჯავრა და მანქანაში ჩაჯდა.

-მიხარია ჩვენთან ერთად რომ მოდიხარ. _გულწრფელი ღიმილით ჩაილაპარაკა და საჭისკენ წავიდა. ლოლამ თვალები დახუჭა, თავი გააქნია და ღრმად ამოიხვნეშა.

მთელი საღამო გულიანად იცინოდა. თავს შესანიშვად გრძნობდა, სამსახურის გარეთ ყველა ისეთი განსხვავებული და მეგობრული აღმოჩნდა. თავი ძალიან ცუდად იგრძნო ამდენი ხანი ამ ყველაფერს რომ იკლებდა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა რომ წლების განმავლობაში საკუთარ თავს თავად იმეტებდა მარტოობისთვის. წარმოუდგენელია გარშემო ასეთი დადებითი ადმაიანები გყვადეს და სამსახურის მერე სახლში მიდიოდე. მარიას მადლიერი მზერით გადახედა და ტუჩების ნელი მოძრაობით მადლობა გადაუხადა. დარწმუნებულია რომ დღეიდან მისი ცხოვრების წესი შეიცვლება, აღარ იქნება კაბინეტში გამოკეტილი პროდიუსერი, რომელსაც თანამშრომელბთან ურთიერთობა დისკომფორტს უქმნის.

-თავიდან ჩვენთან რომ დაიწყე მუშაობა ისეთი უჟმური და ცხოვრებაზე დაბოღმილი გოგო ჩანდი. შენი საქმის გარდა არავინ და არაფერი არ გაინტერესებდა, ყველას ზემოდან უყურებდი, მეგონა რომ შენს ერთ-ერთი მათგანი იყავი. _საჩვენებელი თითი მაღლა აღმართა და სიცილით ასწია თვალები. _პატვის მარტო იმიტომ გცემდი, რომ შენი საქმის პროფესიონალი ხარ, შენი თითოეული მოქმედება მართლა სამაგალითოა, მთელ გულს და სულს დებ იმაში რასაც აკეთებ... მაგრამ რამდენიმე თვის წინ ისეთი სხვანირი გახდი, რადიკალურად სხვა ლოლა მოდიოდა დილაობით სამსახურში. შეიძლება შენ ვერ ამჩნევ, მაგრამ გამარჯობასაც კი ყველა თანამშრომელს ეუბნები. არ ვიცი ეს რისი ბრალია, შეიძლება შეჩვევის მომენტი გქონდა და გიჭირდა, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ რომ მათნაირი არ ხარ და ჩვენთან ერთად ბარში ჯდომა შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

გულწრფელი ტონით ჩაილაპარაკა შავგვრემანმა გოგომ და თვალი ჩაუკრა. ლოლამ დაბნეულმა აათამაშა თითები და აჩქარებული გულისცემის დასარეგულირებლად წვენი მოსვა. ეს ყველაფერი მისთვის ძალიან რთული მოსასმენი აღმოჩნდა. იმის გააზრება რომ თანამშრომლებში ცუდ დამოკიდებულებას იწვევდა ძალიან დასწყვიტა გული. პარალელურ რეჟიმში იაზრებდა იმას რომ რამდენიმე თვის წინ თარაში გაიცნო, მისი საშუალებით შეცვლილი ლოლა და დამოკიდებულება თანამშრომლებში, ამ ყველაფერმა საშინელი შიშის გრძნობა გაუჩინა. აღელვებულმა მოისვა თითები ყელზე და ყველას მორიდებით გაუღიმა.

-ცოტახნით დაგტოვებთ.

ფეხზე წამოდგა და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად გარეთ გავიდა. ბარის ეზოში მდგარ ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა და ლამპიონებით განათებულ ქუჩებს გახედა. ხელი პიჯაკის ჯიბისკენ წაიღო, მაგრამ სიცარიელე დახვდა.

-ტელეფონი. _თვალები მაგრად დახუჭა და ხმადაბლა ამოიჩურჩულა. _ჩანთაში მაქვს... ჩანთა კი მანქანაშია.

***
-სად გქონდა ტელეფონი?_თარაშის ცივი და გაღიზიანებული ხმის მოესმენისას ცოტა არ იყოს და თავადაც შეშფოთდა.

-ჩანთაში.

-მთელი საღამო გირეკავდი, ლოლა.

-ვიცი, ვნახე გამოტოვებული ზარები. თანამშრომლებთან ერთად ბარში ვიყავი და ჩანთა მანქანაში დამრჩა, მეგონა ტელეფონი თან მქონდა.

-და ბარში ყოფნის დროს არცერთხელ დაგჭირდა ტელეფონი?

-თარაშ, ეჭვიანობ?_გაოცებულს ხმამაღლა აღმოხდა.

-არა, ვცდილობ საკუთარი უპასუხისმგელობა გაგრძნობინო.

-ნუ ბრაზობ, მომავალში აღარ განმეორდება. _ღიმილით დადო პირობა და ფეხმორთხმული დივანზე დაჯდა.

-იმედია. _ტონს არ იცვლიდა მერლანი.

-და შენ სად გქონდა ტელეფონი? მეც გირეკავდი.

-ჯიბეში, მაგრამ ვერ გიპასუხე.

-ბევრი მიზეზით შემიძლია შარი მოგდო, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. _სიცილნარევი ხმით “დაინდო” ლოლამ.

-რამდენიმე დღე თურქეთში მივდივარ და ტელეფონი არ მექნება. _საქმეზე გადავიდა მერლანი.

-თურქეთში რა გინდა?_შეშინებულმა ხმადაბლა იკითხა და ფეხები იატაკზე დააწყო.

-საქმე მაქვს. _მოკლედ უპასუხა მერლანმა.

-კარგი, არ გეძიებია. მაგრამ მე როგორც ვიცი თურქეთი საკმადო განვითარებული ქვეყანაა და ერთი ზარი დღეში არც შენ დაგაქცევს, არც შენ საქმეს და არც სამშობლოს. უბრალოდ რომ ვიცოდე როგორ ხარ, სხვას არაფერს გთხოვ.

აღელვებულმა ჩაილაპარაკა და თარაშის პასუხს იმედით დაელოდა.

-საქართველოში რომ დავბრუნდები დაგირეკავ.

-გასაგებია. _თავი დააქნია და ღრმად ამოისუნთქა. _ როგორც ყოველთვის ამჯერადაც გაურკვევლობაში უნდა ვიყო. _სიმწრის ღიმილით მოიკვიტა ქვეტა ტუჩი. _დაახლოებით რამდენი ხანი აპირებ დარჩენას?

-არ ვიცი, ალბათ ერთი კვირა.

-კარგი, სანამ წახვალ დამირეკე, იქნებ ამჯერად მაინც დაგემშვიდობო ისე როგორც საჭიროა.

-გავიგე სამსახურში პრობლემები გაქვს. _ტონი შეეცვალა მერლანს. ლოლას თავისდაუნებურად ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.

-ხო, უფროსმა სამახურიდან წასვლა მომთხოვა, მაგრამ მიიღო პასუხი. იმედია მომავალში მსგავს სისაძაგლეს აღარ გამიბედავს, წინააღმდეგ შემთხვევაში დირექტორთან შესვლა მომიწევს._აღელვებული გაილექსა.

-თუ დახმარება და ახალი სამსახური დაგჭირდება იცი ვისაც უნდა მიმართო.

-ვიცი, გუშინაც ვესაუბრე, მაგრამ ამ ეტაპზე ახალ სამსახურზე ფიქრი არ მინდა.

-ჭკუით, დაგირეკავ და ტელეფონთან ყურადღებით!

***
-ლოლა, დაჯექი. _ემოციების ქვეშ მყოფი მარიტას ხმის მოსმენისას სიცილი ვერ შეიკავა და ხმამაღლა გადაიკისკისა. სავარძელში კომფროტულად მოკალათდა და დეიდაშვილს დაელოდა.

-დავჯექი.

-კარგად ზიხარ, მაყარი სკამია?

-იტყვი თუ ავდგე?

-ლაშამ ხელი მთხოვა. _კივილით წამოიძახა მარიტამ. ლოლამ თვალები და პირი ერთდროულად დააღო და ფეხზე წამოხტა.

-მარიტ, არ მჯერა. _გახარებული ადგილს ვერ პოულობდა. მთელი კაბინეტი შემოიარა, თან აღელვებული ხმამარლა სუნთქვდა და დროდადრო იცინოდა. _თხოვდები?!

-ვთხოვდები და რომ იცოდე როგორი ბედნიერი ვარ. არ ვიცი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ლაშსგან ეს ნაბიჯი ასე თუ გამაბედნიერებდა. იმდენად კარგად ვიყავით ერთად. ერთად გადასვლაზეც ქორწილის გარეშე ვფიქრობდით, საერთად ყველაფერი იდეალურად გვქონდა მეგონა და დღეს დილით ბეჭდით რომ მომადგა სამსახურში მივხვდი რომ თურმე ეს მართლა მაკლდა.

-კი არ გაკლდა, უბრალოდ მიხვდი რომ ესეც აუცილებელია. როგორ მიხარია რომ იცოდე, როგორ მინდა მეც მანდ ვიყო. _გახარებულს სევდა შეეპარა ხმაში.

-მე მგონა შენ იცოდი.

-არა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. არადა გუშინ ვემესიჯე და სიტყვაც კი არ დასცდენია მაგ ეშმაკ ბიჭს.

-ქორწილი აგვისტოში დავთქვით და იმედია აქ იქნები.

-რა თქმა უნდა მანდ ვიქნები!

***
4 დღის განმავლობაში ადგილს ვერ პოულობდა სადაც თავს მშვიდად იგრძნობდა, გამუდმებით თარაშის გადაკარგვაზე და მის მდგომარეობა ფიქრობდა. არანაირი წყარო საიდანაც მასზე მცირე ინფორმაციის მოძიებას მაინც შეძლებს, თარაშისგან იცის რომ რამდენიმე კვირით ნინუცაც საქართველოშია წასული, შესაბამისად ვერც მისგან გაიგებს რაიმეს.
სოციალური ქსელსაც არ იყენებს შეტყობინება რომ დაუტოვოს იმის იმედად რომ ოდესმე ნახავს.

ოთხს დღეში მიხვდა რომ მერლანი მისი ნერვიულობის მთავარი ობიქეტია, მსგავსი გრძნობა არასოდეს არ ჰქონია, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ახლა ყველანაირად ცდილობს მის დაცვას. დედა რომ შვილს გაუშვებს ეზოში და მერე მთელი ეს დრო ფანჯარაში რომ აქვს ცალი თვალი, ზუსტად ეგრეა, ვერაფრით იშორებს მერლანზე ფიქრს და დარდს თავიდან. სულ ჰქონია რომ რაღაც ცუდი უნდა დაემართოს, ვერ ხვდება ეს ყველაფერი ასე მძაფრად როდის დატრიალდა მის თავს, მაგრამ თარაშის სიძვირფასეს თითოეულ წამში გრძნობს.

კარის ხმაზე ლეპოტპი დივანზე გადადო, მაისურის შეისწორა და გასასვლელისკენ წავიდა.

-ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ ისეთი გემრიელი ნამცხვრის რიგში ვიდექით დამიჯერე უდაოდ ღირდა. _სიცილით შევიდა მარია სახლში და ნამცხვრის ყუთით ხელდამშვენებული პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა. უკან თანამშრომელი გოგონები მოყვებოდნენ პარკებით ხელდამშვენებულები.

-რა საჭირო იყო ამდენი რამ, ხომ გითხარით რომ ყველაფერი ვიყიდე?_შეწუხებულმა, მორიდებით ამოილაპარაკა და სამზარეულოსკენ წავიდა გოგონებთან ერთად.

გოგონებთან ურთიერთობა იმ შეხვედრის შემდეგ სულ სხვანაირად განვითარდა. უფრო გახსნილები და თამამები არიან ლოლასთან, თუ სადმე აპირებენ წასვლას ქირია აუცილებლად საქმის კურშია, ერთმანეთთანაც ხშირად დადიან. ოთხშაბათს ლოლამ დაპატჟი სამივე თავისთან, პარასკევს მოდით და ვინაიდან და რადგანაც შაბათს სამსახური არცერთს გვაქვს დარჩითო.
მოსწონს მათთან ურთიერთობა, თითქოს იტალიაში ყოფნაც უფრო სასიამოვნო და ნაყიფიერია მისთვის. აღარ არის გამუდმებით დაძაბული და გონებაგადაღლილი, განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებები აქვთ გოგონებს.

მისაღებში, ხალიჩაზე კომფორტულად მოკალათებულებს დაბალ ხმაზე სიმღერები ჰქონდათ ჩართული და ერთმანეთთი საუბრობდნენ. ერთი ჭორი ყველა თანამშრომელზე გაიგო, თან ხუმრობდა მომავალში თუ დამჭირდება აუცილებლად გამოვიყენებო.

-დიეგო რომ ასე მარტივად არ დაგანებებს თავს ალბათ ხვდები... _თემა შეცვალა მარიამ და გოგონებს გადახედა.

-მართალია, ძალიან ეშმაკი კაცია, შენ ჯერ კიდევ არ იცი რისი გამკეთებელია. თავისი ცოლის დეიდაშვილის მოყვანა უნდოდა რამდენიმე წლის წინ და ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი ისე გაგდო სამსახურიდან, საწყალი ბიჭი ორი თვე ვერ მოვიდა გონს.

-არა, ჩემთან მსგავსი ხერხებით თამაში არ გაუვა, ძალიან კარგად ვიცი რომ ჩემი მოშორება უნდა, მაგრამ ზუსტად ისე დავხვდები როგორც საჭიროა.

-ლოლა, შენი ტელეფონი რეკავს.

-ჩემები იქნებიან, დაველაპრაკები და ახლავე მოვალ.

ფეხზე წამოდგა და დაბალი მაგიდისკენ წავიდა. ტელეფონის განათებულ ეკრანს ცალი თვალით დახედა და უცხო, ოდნავ გრძელი ნომრის დანახვისას გახალისებულმა დასტაცა ხელი აპარატს.

-როგორ ხარ?_თარაშის ხმის გაგონებისას ღიმილით გადახედა ერთმანეთში მოსაუბრე გოგონებს და ჩუმი ნაბიჯებით საძინებლისკენ გაიპარა.

-ძალიან გამიხარდა რომ დარეკე. _გულწრფელი სიხარულით ჩაიჩურჩულა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. _მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად ვარ. საქართველოში ვბრუნდები.

-მეც არ ვთქვი მოვენატრე და 3 დღე ვაღარ მოითმინა-თქო..._ცინიკურად დაიგესლა ქირია. მისაღებიდან სამ ხმაში გაჟღერებული ხმამაღალი სიცილი ექოსავით გაისმა ოთახში.

-სახლში ხარ?

-კი სახლში ვარ, ჩემი თანამშრომლები არიან ჩემთან.

-მე მგონი შენ ჩემი წამოსვლა მოგიხდა. _წინადადების წარმოთქმის დროს თარაშის სახე რომ წარმოიდგინა სიცილი ძლივს შეიკავა. უსიტყვოდ გააქნია ლოლამ თავი და გარდერობის სარკეში არეკლილ საკუთარ თავს გაუღიმა.

-შენი აქ ყოფნა მომიხდა და არა წასვლა. _თავისებურად შეცვალა თარაშის სიტყვები და ფეხზე წამოდგა. _თურქეთში ვიზიტმა კარგად ჩაიარა? _ბოლოს მისთვის საინტერესო საკითხზეც გადავიდა. მართალია თარაშის პროფესიულ ამბებში დიდად არ ერევა, მაგრამ ინტერესი მაინც აქვს, რაც ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია.

-კი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. _მოკლედ გასცა პასუხი მერლანმა. _რაც შეეხება შენი და შენი თანამშრომლების ურთიერთობას, ძალიან მომწონს ასეთი აქტიური რომ გახდი.

-მეც მომწონს, ძალიან მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა. ჩემ თავზე ვბრაზობ აქამდე რომ არ გავაკეთე ეს ყველაფერი. _თარაშთან საუბრით გახარებული თავს ვეღარ აკონტროლებდა და ცდილობდა ყველაფერზე ესაუბრა რაც ბოლო პერიოდში გადახდა თავს. _აქამდეც მინდოდა მეკითხა, მაგრამ თავს ვიკავებდი... _მორიდებით განაგრძო საუბარი. _ჟურნალისტი, დათო... როგორ არის?_ტელეფონის მეორე მხრიდან თარაშის ირონიული ჩაცინება გაისმა.

-კარგად არის.

-მომიკითხე. _გაბადრულმა ჩაიჩურჩულა და თმები ყურს უკან გადაიწია.

-ლოლა, სამახურში ხომ ყველაფერი კარგად გაქვს?

-კი, უფროსთან აღარაფერი ყოფილა, მაგრამ როგორც კი კონტრაქტს დავასრულებთ აუცილებლად შევიცვლი სამსახურს.

-მაგაზე ახლავე უნდა იფიქრო, სამსახურიდან რომ წამოხვალ მერე სირბილში დროის კარგვას უმჯობესია რამდენიმე თვით ადრე მოაგვარო.

-მართალი ხარ, რამდენიმე დღეში დავურეკავ დეივიდს და ყველაფერს გავარკვევ. ადრე მითხრა რომ ჩემთვის კარგი ადგილი აქვს შერჩეული, ვნახოთ რამდენად გავამართლებ.

-წავედი, რეგისტრაცია დაიწყო. როგორც კი მოვახერხებ დაგირეკავ.

-დროებით.

***
დილით გოგონებზე ადრე გაიღვიძა, შხაპი მიიღო და სამზარეულოში გავიდა სადილის მოსამზადებლად. გუშინ ისე გვიან დაწვნენ დასაძინებელად სავარაუდოდ საუზმეს ყველა გამოტოვებს ასე რომ პირდაპირ შუა დღის კერძების მომზადება ამჯობინა.
ყავის ფინჯანი და ლეპტოპი მაგიდაზე დადო და ახალი ამბების შესამოწმებლად სამზარეულოს სკამზე მოკალათდა.

-აბა ვნახოთ რა ხდება ჩვენს გარშემო._ინტერესით აათამაშა თითები და თვალებმოჭუტულმა გახსნა პირველი ფანჯარა. _ამ გოგოს ხომ ვერაფერს დაასწრებ. _კუთხეში ამოვარდნილი ფანჯრიდან მარიტას თეთრი კბილები უღიმოდნენ.

-“დღეს თარაშმა დაგირეკა?”

-“არა. რა მოხდა?”

-“თარაშს ყოფილი ცოლი ჰყავს?”_მარიტას უცნაურმა კითხვამ ცოტა არ იყოს და დააბნია. თავიდან იფიქრა რომ რაღაცა ეშმაკობისთვის ეკითხებოდა, მაგრამ დიალოგის მისალმების გარეშე დაწყება როგორც წესი მის დეიდაშვილს არ ახასიათებს ხოლმე.

-“რას ნიშნავს ყოფილი ცოლი?”

-“ყოფილი ცოლი რასაც ნიშნავს ხოლმე იმას... ანუ, ჰყავდა და მერე გაშორდა.”_დაბღვერილი სმაილით განუმარტა გოგონამ.

-“არა... ყოველშემთხვევაში თარაშს ჩემთვის არასოდეს უხსენებია წარსულში არსებული ქალები. რა მოხდა, ამჯერად რა გაიგე?”_ცინიკური ღიმილით აკრიფა ასოები და შეტყობინება წარბწეულმა გაგაზავნა.

-“ჩემი ახალი მეზობელი ცირა შემხვდა დღეს სადარბაზოში... “ავეჯის ამოტანაში ჩემი ყოფილი მეუღლე მეხმარებაო” ასე განმიცხადა და პირველ სართულზე რომ ჩავედი თარაში ეჯაჯგურებოდა მაგის საწოლს.”

-“და რატომ გგონია რომ მაინც და მაინც თარაშია მისი ყოფილი, იქნებ სხვა კაციც ეხმარებოდა?”

მიუხედავად იმისა რომ ამ გზით ამ თემის განხილვა მისთვის მხოლოდ და მხოლოდ სასაცილოა მაინც ძალიან აანერვიულა მარიტას სერიოზულმა შეტყობინებებმა და გამძაფრებულმა დიალოგმა. როგორც სჩანს გოგონა არც ხუმრობის ხასიათზეა და არც დილანდელ ამბავს იგონებს, უბრალოდ როგორც ყოველთვის ლოლა ამჯერადაც სხვა კუთხით ცდილობს სიტუაციის დანახვას და მხოლოდ ერთი სიტყვით არა აფასებს იმას რაც მარიტამ დაინახა. შესაძლოა თარაში არავის ყოფილი არ არის და არც ცირაა მისი ყოფილი მეუღლე, იქნებ მართლა სხვა მამაკაცი იგულისხმა რომელიც თარაშთან ერთად ავეჯის ატანაში ეხმარება.
ყოფილი ცოლიც არ იქნება ლოლასთვის მიუღებელი და პრობლემის მომტანი იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს ყოფილია, თარაშის წარსული სადაც ლოლას არაფერი არ ესაქმება, მაგრამ მისი დამალვა რატომღაც მერლანის მხრიდან სულაც არ ჰქონია სწორი ფორმა.

-“თარაშის გარდა იქ არავინ არ ყოფილა, ლოლა. როგორ ფიქრობ მხოლოდ ჩემი ვარაუდი რომ იყოს ამ ყველაფერს ასე უაზროდ მოგახლიდი? ცირამ მითხრა რომ მერლანი მისი ყოფილი ქმარია. ეს ყველაფერი თარაშმაც გაიგონა, მაგრამ როგორც სჩანს საჭიროდ არ ჩათვალა შენთვის ეთქვა.”

-“კარგი... მაგრამ როგორ ფიქრობ რატომ მაინც და მაინც “ჩემი ყოფილი ქმარი მეხამრება ავეჯის გადმოტანაში?”_წამებში დაეჭვებულმა სწრაფად გაგზავნა შეტყობინება და პარალელურ რეჟიმში ტელეფონში თარაშის ნომერი მოძებნა.

-ისე ხომ იცი... მაგან ცოტა არ იყოს და მეც დამაეჭვა, თანაც არც კი მიკითხავს ვინ ეხამრებოდა.”

-“ოხ, მარიტა, როგორ არ გიყვარს სიტუაციაში ბოლომდე გარკვევა.”_დედაიშვილსი ქცევით უკმაყოფილომ ხვნეშით დააწირა ღილაკს თითი, ტელეფონი ყურზე მიიდო და ფეხზე წამოდგა. რამდენიმე ზარის შემდეგ წკაპუნთან ერთად მერლანის ხმა გაისმა.

-დაიმახსოვრე, ერთ მშვენიერ დღეს მე და მარიტა ძალიან ვიკამათებთ!_თარაშის ცივი ხმის გაგონებისას ერთიანად გასცრა ქირიას.

-მართალი ხარ, შენი და შენი ყოფილი ცოლის შესახებ მითხრა._ნაწყენმა ხმადაბლა ამოილუღლუღა და თვალები მოისრისა. _მართლა შენი ყოფილი ცოლია?_ხვდებოდა რომ ხმში ცრემლები ეპარებოდა.

-კი, ცირა ჩემი ყოფილი ცოლია.

>>>>
ძალიან, ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა რომ ამ თავის მოცულობით დაგვიანება ანაზღაურებულ იქნა, მაგრამ მიუხედავად ამისა... ძალიან დიდი ბოდიშს გიხდით 8 დღიანი ლოდინისთვის. ვერ დაგპირდებით რომ ეს აღარ განმეორდება იმიტომ, რომ ჯერ ჯერობით ისევ ვერ არის ყველაფერი კარგად. <3 უღრმესი მადლობა ყველას ვინც ელოდებოდით და ვინც აღარ ელოდებით <3 :დ ბანალური ინტრიგის იმედი არავის ჰქონდეს, ყველაფერი ისე მოხდება როგორც ისტორიას შეეფერება. დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ და ისიამოვნეთ. მადლობები <3 <3



№1 სტუმარი სტუმარი lia

Mომეწონა,საუკეტესო ტავია.

Gისურვებ პრობლემების მოგვარებას.

Iმედი მაქვს ზალიან არ დააგვიანებ ახალი ტავის დადებას. ❤❤❤

 


№2 სტუმარი Shorena kiladze

Vaimee kaoandara yurebamdea sheyvarebuli da echvianobso.oora gemrieli da msuye tavi iko tas.es kaci ratoa aseti lodi ra Aris .cidoa gogo vaa.:)AR velodi tu dadebdi da tvalwbi shublze gamivida sixarulisgan... Geli geli mogeliiiii chemo tkbilo

 


№3 სტუმარი nia

პირველი ისტორიაა შენი რომლის მამაკაცი პერსონაჟი არ მომწონს, ზედმეტად ღმერთი გონია თავი, მისი ცივი პასუხები და მომთხოვნი დამოკიდებულება არ მომწონს. წერტილს სვამს იქ სადაც ჯერ კიდევ მძიმეა. ანდა ეს ყოფიი ცოლის დახმარებები რა სტილია საერთოდ ვერ ვხვდები

 


№4  offline წევრი ქეთიtaisia

ვაიმეეე როგორ მემენატრნეენ????❤
იმედი მაქვს ლოლასულელურ ეჭვიანობას არ დაიწყებს იმ ქალზე ხო??
ძალიან გამიხარდა ახალი თავის ნახვა ????❤
მიყვარხარ მე შენ ❤
წარმატებები ❤❤❤
ველი შემდეგს ❤

 


№5  offline წევრი მალუ

ნამდვილად აანაზღურე <3
უკვე ისე გაქვს ყველაფერი აზრევდ ვერ ვალაგებ როგორ შეიძლება გაგრძელდეს :დ
მალე მოგემთავრებინოს პრობლემები საყვარელო :*

 


№6 სტუმარი მაკი

მაგარი გოგო ხარ და პრობლემების მოგვარებას გისურვებ

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

უცნაური პერსონაჟია თარაში,თითქოს უემოციო... ზედმეტად დაპროგრამებული მოქმედებებით, საინტერესოც არის, მაგრამ დამღლელი. ლოლა კი ძალიან დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში ახალგაზრდა ქალბატონი. მომწონს და ვფიქრობ თარაშის უცნაურობას გაამართლებს შენი ისტორია.

 


№8  offline წევრი tamuna.s

მართალი გითხრა თარაშმა ჯერ-ჯერობით ვერ მომხიბლა. ის ხიბლი და მიზიდულობა თითქოს არა აქვს როგორც შენს სზვა მამაკაც პერსონაჟებს, მიუხდავად ისა რომ თაფლი და შაქარი ხასიეთი არც ერღს არ აქვს. ეს კი რაღაც ზედჯეტად ცივი და უგრძნობი ტიპია, ასეთ კაცთან ურთიერთობა ძალიან ძნელია, მითუმეტეს აჯხელა მანძილზე. ცოლის შესახებ რომ არ უთხრა ეს კიდევ ერთი მინუსია. ქალთან რომელთან ერთად წევხარ და ამდენი თვე ურთიერთობა გაქვს, შენი ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვამი ფაქტის არ თქმა მიუღებელია. ნამდვილად საწყენია სხვისგან ამის გაჰება და კიდე მარიტაზე აქვს პრეტენზია.

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

Rogor gamixardiii, chemo alubalo imedia yvelaferi kargad iqneba. Arijavro dagelodebitt, mgonia rom cira shirmaaaa, iseti samsaxuri aqvt ras gaugebt magatt, me asemgoniaaa, tarashigsn emociebis feierverks ar velodebodi, magram eh es zaan isetiaa. Tumca arc lolaa gaxsnili, vnaxot raiqnebaaaa, carmatebebi, yvelafers tavisi mizezi aqvssss, lamaz gazafxuls gisurvebbbb

 


№10  offline წევრი f43i3zxv

იმდენად მეუცხოვა ამხელა თავი პროტესტის გრძნობა მქომდა რატოა ამხელა თქო :დ
იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დაგვიანების მიზეზი მალე აღმოიფხვრება , თუმცა არა იმიტომ რომ არ დააგვიანო :დ

 


№11  offline წევრი Tushma19

Perfecto<3

 


№12  offline მოდერი მე♥

სტუმარი lia
Mომეწონა,საუკეტესო ტავია.

Gისურვებ პრობლემების მოგვარებას.

Iმედი მაქვს ზალიან არ დააგვიანებ ახალი ტავის დადებას. ❤❤❤

უღრმესი მადლობა შენ, ძალიან მიხარია რომ მოგწონს და კითხულობ. <3 დიდი იმედი მაქვს. <3
Shorena kiladze
Vaimee kaoandara yurebamdea sheyvarebuli da echvianobso.oora gemrieli da msuye tavi iko tas.es kaci ratoa aseti lodi ra Aris .cidoa gogo vaa.:)AR velodi tu dadebdi da tvalwbi shublze gamivida sixarulisgan... Geli geli mogeliiiii chemo tkbilo

უხ, ძალიან დიდი მადლობა, უზომოდ მიხარია შენი სიტყვები <3 ლოლას მე მგონი თარაშის გულცივნობაზე რეაქცია საერთოდ არ აქვს, ასეთი იყო მერლანი როდესაც გაიცნო და იცოდა რომ მისგან თაფლი არ დადგებოდა. <3 მადლობები <3
nia
პირველი ისტორიაა შენი რომლის მამაკაცი პერსონაჟი არ მომწონს, ზედმეტად ღმერთი გონია თავი, მისი ცივი პასუხები და მომთხოვნი დამოკიდებულება არ მომწონს. წერტილს სვამს იქ სადაც ჯერ კიდევ მძიმეა. ანდა ეს ყოფიი ცოლის დახმარებები რა სტილია საერთოდ ვერ ვხვდები

თარაშის პერსონაჟი ზუსტად მაგ კუთხით მყავს წარმოჩენილი რომ თქვენში აგრესიასთან ერთად დადებით ემოციასაც იწვევდეს, არ უნდა იყოს 100%_ით ისეთი კაცი რომელსაც ყველა კატეგორიის ქალი შეიყვარებს. <3 მიხარია რომ შენში აგრესია გამოიწვია, მართლა <3 ძალიან დიდი მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის, მიხარიხართ <3

ქეთიtaisia
ვაიმეეე როგორ მემენატრნეენ????❤
იმედი მაქვს ლოლასულელურ ეჭვიანობას არ დაიწყებს იმ ქალზე ხო??
ძალიან გამიხარდა ახალი თავის ნახვა ????❤
მიყვარხარ მე შენ ❤
წარმატებები ❤❤❤
ველი შემდეგს ❤

ლოლა ძალიან ჭკვიანი და გონიერი გოგოა, მარიტასთანაც როგორი საინტერესო კითხვა დასვა? მიხვდა რომ ყველაფერი ისე მარტივად არ არის როგორც ჩანს. <3 ძალიან დიდი მადლობა, მეც გყვარობ შენ <3
მალუ
ნამდვილად აანაზღურე <3
უკვე ისე გაქვს ყველაფერი აზრევდ ვერ ვალაგებ როგორ შეიძლება გაგრძელდეს :დ
მალე მოგემთავრებინოს პრობლემები საყვარელო :*

იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. <3
მაკი
მაგარი გოგო ხარ და პრობლემების მოგვარებას გისურვებ

უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო. <3

სტუმარი ნანა
უცნაური პერსონაჟია თარაში,თითქოს უემოციო... ზედმეტად დაპროგრამებული მოქმედებებით, საინტერესოც არის, მაგრამ დამღლელი. ლოლა კი ძალიან დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში ახალგაზრდა ქალბატონი. მომწონს და ვფიქრობ თარაშის უცნაურობას გაამართლებს შენი ისტორია.

დაპროგრამებული არა, უფრო უემოციო და ხეა.. :დ <3 როგორ მიხარია ლოლას პერსონაჟს ასე კარგად რომ აღიქვამთ <3 უღრმესი მადლობა შენ. <3
Mariiiiami
ნერვებს მისლის ეს კაცი.მინდა რომ მოვკლა არა ჯერ ვცემო და მერე მოვკლა.ანუ მანძიილი ყველა ვარიანტში არის დაბრკოლება და მიუხედავად მერლანის ხასიათისა ცოტათი ვალდებულია რომ ლოლას მეტად აგრძნობინოს ტავისი დამოკიდებულება.აი ეცადოს იყოს უფრო ყურადღებიანი.შემდეგ თავში არც კი ვიცი რას ველოდები უბრალოდ ძალიან ბევრჯერ ამიჩუყდა გული.მე ლოლას ადგილას არ ვიცი რა მომივიდოდა და აი პირვეკივე დღეს რაღაც კედელი რომ იგრძნო ეგ არი რთული ზალიან.სამსახურის ამბები მაინტერესებს ძალიან!გამიხარდა რომ ლოლამ ურთიერთპბები დაათბოო ეს დაეხმარებაა .ეს ყოფილი ცოლიი არვიციი ნუუ გელოდები.მინდა ყველაფერი მალე მოაგვარო <3

ჩემი გოგო, როგორ მიხარიხარ შენ ვერც კი წარმოიდგენ <3 უზომოდ დიდი მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის <3 თარაშის სიცივეს შესაძლოა ჰქონდეს გამართლება, მაგრამ ლოლამ ასეთი გაიცნო, ასეთი მიიღო და ასეთი თარაშის მიმართ აქვს გრძნობები... არცერთხე, არცერთხელ არ უგრძვნია მისი სიცივის გამო თავი არაკომფორტულად, ცუდად, უსარგებლოდ, პირიქით მე მგონი მის მიმართ უფრო მოსიყვარულე გახდა ქირია. <3 იმედია გაგიმართლებთ იმედებს.<3

tamuna.s
მართალი გითხრა თარაშმა ჯერ-ჯერობით ვერ მომხიბლა. ის ხიბლი და მიზიდულობა თითქოს არა აქვს როგორც შენს სზვა მამაკაც პერსონაჟებს, მიუხდავად ისა რომ თაფლი და შაქარი ხასიეთი არც ერღს არ აქვს. ეს კი რაღაც ზედჯეტად ცივი და უგრძნობი ტიპია, ასეთ კაცთან ურთიერთობა ძალიან ძნელია, მითუმეტეს აჯხელა მანძილზე. ცოლის შესახებ რომ არ უთხრა ეს კიდევ ერთი მინუსია. ქალთან რომელთან ერთად წევხარ და ამდენი თვე ურთიერთობა გაქვს, შენი ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვამი ფაქტის არ თქმა მიუღებელია. ნამდვილად საწყენია სხვისგან ამის გაჰება და კიდე მარიტაზე აქვს პრეტენზია.

კარგია რომ თარაში სხვა ჩემი პერსონაჟებისგან რადიკალურად განსხვავებული და ზოგისთვის მიუღებელია... თარაშის უგრძნობობა ალბათ ყველაზე ნაკლებად განსახილველია, ვინაიდან და რადგანაც მისი მხრიდან არ ჩანს ისტორია... უბრალოდ ცივი ადამიანია, გრძნობების და ემოციების გამოხატვა მისთვის რთული და ძნელია. ხო, ვალდებული იყო რომ ლოლასთვის ყველაფერი თავისდროზე ეთქვა. <3 იმედია ახსნის. <3 უღრმესი მადლობა <3
Qeti qimucadze
Rogor gamixardiii, chemo alubalo imedia yvelaferi kargad iqneba. Arijavro dagelodebitt, mgonia rom cira shirmaaaa, iseti samsaxuri aqvt ras gaugebt magatt, me asemgoniaaa, tarashigsn emociebis feierverks ar velodebodi, magram eh es zaan isetiaa. Tumca arc lolaa gaxsnili, vnaxot raiqnebaaaa, carmatebebi, yvelafers tavisi mizezi aqvssss, lamaz gazafxuls gisurvebbbb

ცირას ამბავი გაგრძელდება აუცილებლად და ამომწურავ ინფორმაციას მოგაწოდებთ მეოცე თავში. <3 ძალიან დიდი მადლობა ჩემო თბილო და ტკბილო გოგოვ, მიხარიხარ.<3 აი, ზუსტად არც ლოლაა გადამრიე და მოსიყვარულე გოგო :დდდ <3 შენც ასევე. <3
f43i3zxv
იმდენად მეუცხოვა ამხელა თავი პროტესტის გრძნობა მქომდა რატოა ამხელა თქო :დ
იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დაგვიანების მიზეზი მალე აღმოიფხვრება , თუმცა არა იმიტომ რომ არ დააგვიანო :დ

ვააააიი :დდდ დიდი თავების გაპროტესტება აღარ გვინდა, გთხოვ :დდდდ ძალიან დიდი მადლობა <3
Tushma19
Perfecto<3

უუჰ, მადლობები <3
--------------------
ა.ა

 


№13  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

როგორ აგამიხარდა ახალი თავისს დანახვაააა მმმმ კაი იყო ძალიანნნ არ დაიგვიანოო რაა ასეე(((((

 


№14  offline მოდერი მე♥

ნარჩიტა
როგორ აგამიხარდა ახალი თავისს დანახვაააა მმმმ კაი იყო ძალიანნნ არ დაიგვიანოო რაა ასეე(((((

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა... მიხარია რომ მოგწონს. <3
--------------------
ა.ა

 


№15  offline წევრი Mrs grey

ქალბატონო ანასტასია თქვენ მე მაგიჟებთ .... რა იყო ვითომ ეს ? რა ქარიშხალივით მოვარდი და დამტოვე მონგრეული ??? ველოდები ❤️ გელოდები ❤️ საერთოდ არ ვთვლი რომ ამ ისტორიაში რამე ბანალური იქნება ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent