შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ძახილი 10


1-03-2018, 13:43
ავტორი zia-maria
ნანახია 3 541

მოთმინების ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია იმედგაცრუებასთან, გაღიზიანებასა და გაბრაზებასთან,დროდადრო ყველანი ვკარგავთ მოთმინებას. მაგრამ დღევანდელ მოთმინებას და ლოდინს წინ დიდი გაოცებაც ახლდა.დღევანდელი დღე ყველას გაუღებს კარს ბედნიერებისაკენ,მაგრამ ეს ბედნიერება იქნება ერთი ადამიანის გამოკლებით.მღელვარებაში გაიარა მთელმა დარჩენილმა საათებმა,საღამოს 9 საათზე ყველამ დემეტრესთან იყო,მხოლოდ ერთი ადამიანი აკლდა და ეს ადამიანი იყო ალექსანდრა.10-ის წუთებზე კარზე ზარიც გაისმა და დემეტრე ფეხზე წამოდგა,kარი მოახლე გოგონამ გააღო და სახლში შემოვიდა ალექსანდრა შავი სათვალით,შავი ერთიანი ტანზე მომდგარი კაბით და ასევე მისი ჩვეული ღრმა დეკოლტეთი.ანდრეამ გაოცებულმა შეხედა და აშკარა იყო ერთი შეხედვით დაატყვევა ალექსანდრამ ანდრეას გული.დემეტრეს გადახედა და უჩურჩულა.
-ვარდი,ღვინო და ლამაზი ქალი,მე ამ საუნჯეს დავადგი თვალი.სანამ ვარ ქვეყნად,სანამ ვიქნები,ვიყავი,ვარ და ვიქნები მთვრალი.
-ეგებ ყველამ ერთად შეიშალოთ.შეუბღვირა დემეტრემ ანდრეას და ანდრეამ გაღიმებულმა თვალი ჩაუკრა,დემეტრემ კი ალექსანდრას მიეგება.ანდრეა თვალს არ აშორებდა,წითელი ღვინო ესხა ბოკალში და ნელა-ნელა მიირთმევდა და უეცრად ალექსანდრას მზერა დაიჭირა,ესიამოვნა და წუთიც არ დაკარგა თვალი ჩაუკრა და ყველას შეუმჩნევკლად ჰაეროვანი კოცნაც გაუგზავნა მისი მოხდენილი ბაგეებით.გიორგი თვალს ადევნებდა ანდრეას და ისე მიუახლოვდა არც გაუგია ალექსანდრას ცქერაში გართულს.
-აუ რა შოკია ანდრეა.ანდრეამ შეხედა გიორგის და წარბაწეულმა უთხრა.
-მე რა,ნაკლები შოკი ბიჭი ვარ?შეხედა გიორგის გაოცებულ მზერას და ორივეს გაეცინა.
-მეგობრებო,პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ თუ ჯერ ვახშამი მივირთვათ,რადგან ყველამ ვიცით დაძაბული სიტუაციის შემდეგ ვერცერთი ვერ შევძლებთ მაგიდასთან დასხდომას.
-მეც ვფიქრობ,რომ დიასახლისს ნუ ჩავაყენებთ უხერხულში და მივირთვათ მისი სახელდახელოდ ნახელავი ვახშამი.თქვა ალექსანდრამ და იზოლდას ღიმილით გახედა,რომელიც ძალიან გაახარა ამ ყველას ერთობლივმა გადაწყვეტილებამ.იზოლდამ მაგიდის გაწყობა მოახლე გოგონასთან ერთად დაიწყო და ანდრეა ნელა-ნელა მიუახლოვდა ალექსანდრას.
-სახლში შენი შემოსვლა და ჩემი სუნთქვის შეკვრა ერთი იყო.
-რატომ?ჰაერის უკმარისობა გაქვს?როგორც ვიცი თავად ხართ ექიმი კარდეოლოგი.
-ჯიუტი არსებსა ხარ,მაგრამ გპირდები,მე ვიქნები ის ვინც მაგ ჯიუტ რქებს მოგამტვრევს.
-როგორ ძალიან სცდები ანდრეა?
-რატომ,გგონია ვერ შევძლებ?
-ცდა ბედის მონახევრეაო გამიგონია,მაგრამ დაიმახსოვრე თუ ქალს მორჯულება გინდა,იცოდე არა ქალს,შენ მთელ სამყაროს ეჭიდები.თვალი ჩაუკრა და დემეტრესთან მივიდა.ანდრეა იდგა და მისგან ნარნარით წასულ ალექსანდრას უცქერდა,გვერდით გიორგი დაუდგა და ისიც თვალებმოუშორებლად უცქერდა დემეტრესთან მდგარ ალექსანდრას,ანდრეას კი უთხრა.
-ისწავლე რაღაც 30 წლის ხარ,ქალს მოგარჯულებო ის კი არ უნდა უთხრა,სიყვარული უნდა აჩვენო,ეგაა ყველაფერი რაც მას შეავსებს,სხვას ცხოვრება თავად დაალაგებს ანდრეა.ქალს სიყვარული ჭირდება და არა მამაკაცი ყოველ ღამე ქამრით ხელში.ანდრეამ გიორგის შეხედა და შეუბღვირა.
-ვინ იცის შენსავეთ ნერვების აწეწვა.
-იდიოტი ხარ და რა გითხრა სხვა.უთხრა გიორგიმ და გაეცალა,იქვე მყოფ იზოლდას და სესილის მიუახლოვდა და მათთან ჩაება საუბარში,რამოდენიმე წუთში კი ყველა მაგიდას მიუსხდა,მაგრამ ვახშმის ხალისი არცერთს არ ჰქონდა.ყველა დაძაბული ისხდა და როგორც იქნა დადგა მღელვარე და მნიშვნელოვანი წუთი,ალექსანდრა წამოდგა და თავისი სქელი საქაღალდე გახსნა.
-მაპატიეთ,რომ მეგობრული ვახშამი ცოტა სევდიანი იქნება,მაგრამ ეს აუცილებელია,რომ თითოეულმა თქვენთაგანმა გაიგოს დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი.ვიცი,რომ ჩემი უეცარი გამოჩენა,ყველასთვის მოულოდნელი იყო და უცნაურადაც მოგეჩვენათ.ამ ჩემს გამოჩენას კი იმით ავხსნი,რომ მე და ლუკა საუკეთესო მეგობრები ვიყავით.მისი ცხოვრების ბოლო პერიოდი,ვთქვათ ბოლო წელიწად-ნახევარი მისმა ერთ-ერთმა უცნაურმა კლიენტმა შეცვალა,რომლის ბინძურ საქმეებს ლუკა პირისპირ შეეჩეხა.
მიუხედავად ჩემი თხოვნისა ლუკამ არ დამიჯერა და მისმა ჯიუტობამ მისი სიცოცხლე შეიწირა.ამ საზარელი შემხვევამდე რამოდენიმე დღით ადრე ვისაუბრეთ და თავისი ხელით შედგენილი ანდერძი ფაქსით გადმომიგზავნა და მითხრა,რომ პირადად მიმეხედა ამ საკითხისთვის.ამიტომ მე თუ ახლა თქვენს წინ ვარ,ეს ლუკას თხოვნით ვარ და არა პირადი ინტერესებისთვის.მაშ ასე,ეს ლუკას ხელით დაწერილი სიტყვებია,რომელიც მე დღეს თქვენამდე მოვიტანე.მიუხედავად იმისა ლუკას ანდერძზე ვსაუბრობ და ეს ჩემთვის ძალიან ძნელია,მთელ ჩემს ენერგიას,ძალას მოვიკრებ და გეტყვით რომ ყველა მისი უძრავ-მოძრავი ქონება რჩება სესილი მგალობლიშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სესილის რამე მნიშვნელოვანი შეემთხვევა,მისი ქონება გადაეცემა უპატრონო და მოხუცებულთა თავშესაფარს,რომელსაც უხელმძღვანელებს ჩემთან ერთად ბ-ნი დემეტრე ნინუა.რაც შეეხება ბ-ონ ანდრეა ივანეიშვილს მის სახელზე ლონდონში არის ანგარიში გახსნილი,ისე როგორც გიორგი ბურჯანაძის სახელზე და დემეტრე ნინუას სახელზე,ასევე დიდი სურვული მაქვს ჩემი ადგილი დემეტრეს გვერდით დაიკავოს გიორგიმ სადაც შეუძლია გააგრძელოს მისი საქმე.ალექსანდრამ თავი ასწია და ყველას გაოცებულ სახეებს გადააწყდა,ერთი თვალის გადავლებით მიხვდა,რომ არ ელოდა არცერთი ამ ანდერძის ასეთ შედეგს.ძალა მოიკრიბა და გააგრძელა.
-ვიცი,ვიცი და მაპატიე რომ ძნელ და რთულ საქმეს გიტოვებ გიორგი მაგრამ შენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ და შენს მკერდში უშიშარი და სირთულეებთან შეუპოვარ მკერდი ძგერს,მე ვიცი რომ ყველა სირთულეს გადალახავ.შენ ამას შეძლებ,არ შეუშინდე სირთულეებს მე ყოველთვის და ყველგან შენთან ვარ.სევდა რომელიც დღეს თქვენს გულშია,ვერ შეგედავებით მეც გეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი იდუმალი და უნაპიროა.თქვენს გონებაში ამ წუთში ჩამომდგარი ჩუმი მთა დგას.არ გინდათ მზე მოეფაროს მთას,მაგრამ სამწუხაროდ ჩემი მზე უკვე ჩავიდა და მთების იქით მიმწუხრი დადგა,გულში კი სევდა უფრო ღრმად შემოდის თავდახრილი.დამიჯერეთ,ცოტა დრო გაივლის და მთების იქით ამოვა ისევ მზეც და მთვარეც და თეთრი,ნათელი ფერებიც გაახარებს გულს.უნდა შეეგუოთ,რომ ცხოვრებას მკაცრი წესები აქვს,ჩვენ ვიარეთ მთელი ცხოვრება სიკეთის გზებით და ბოლოს ის დროც მოვიდა,რომ ეს გზები გაიყარა.მე აღარ ვარ თქვენთან ერთად,მაგრამ თქვენ ისევ ერთად ხართ,თქვენ სამნი ერთმანეთის გარეშე?არა,ვერ ვიჯერებ,თქვენ ერთი დღეც არ უნდა იცხოვროთ ერთმანეთის გარეშე.თქვენს გვერდით კი უკვე ალექსანდრაც დაგას,ჩემი ალექსანდრა.გიორგი მე კი შენთან ვარ,მე შენში ვარ და სულ მუდამ შენთან ვიქნები.ალექსანდრამ კითხვა დაასრულა და ყველასთან ერთად თავადაც მდუმარედ დაჯდა,გამშრალი ბაგეები წყლით დაისველა და იმდენად მშრალი ჰქონდა ყელი,ხმაუროთ ჩავიდა წყლის დიდი გორგალი ყელის სიღრმეში.ერთი დიდი და თეთრი დახურული კონვერტი ამოარჩია ქაღალდებს შორის,სესილის შეხედა და უთხრა.
-სესილი ეს დახურული კონვერტი შენ გეკუთნის,შენ უნდა წაიკითხო.მიაწოდა კონვერტი,მაგრამ სესილიმ ცრემლით სავსე თვალებით შეხედა და თხოვა
-არ შემიძლია,ვერ შევძლებ წავიკითხო,დასამალი არავისთან არაფერი არ მაქვს,წაიკითხე ალექსანდრა.
-როგორც შენ გინდა,მაგრამ ვფიქრობ ეს მხოლოდ შენი და ლუკას პირადულია.
-არა,მინდა წაიკითხო.
-კარგი.
,,სესილის''
საყვარელო სესილი.ვიცი,რომ ძალიან ცუდად ხარ.ახლა ერთი ხელი პირზე გაქვს მიფარებული და თან წერილს კითხულობ,შენი დიდი და ლამაზი თაფლისფერი თვალებიდან კი ცრემლი გდის.არ გეტყვი ნუ ტირითქო,იტირე საყვარელო ტირილით გულზე მოგეშვება.მაპატიე,მაპატიე საუკეთესო ცხოვრებას შეგპირდი,მაგრამ ვერ შევძელი.გული მტკივა,რომ შენი იმედები ვერ გავამართლე,თუმცა გული აღარ მაქვს,მე მას შენთან ვტოვებ,ისე როგორც ჩემს სიყვარულს.დრო-ჟამი მალე გაივლის,ვიცი გაგიჭირდება,ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა და დავიწყება,მაგრამ უნდა შეძლო და დამივიწყო სესილი.რომ შემეძლოს ახლა ჩემი ხელით მაგ ცრემლების მოწმენდა,აუცილებლად გავაკეთებდი.მაპატიე,მაპატიე რომ არ შემიძლია,მაპატიე რომ გული გატკინე და ყველა შენი ოცნებები დავამსხვრიე,ფრთები შეგაჭერი და უსაყრდენო ტაძარივით დაგტოვე.მიყვარხარ სესილი და ყოველთვის მეყვარები,ყოველთვის მიგრძნობ შენს გვერდით,რადგან მე შენთან ყოველთვის ახლოს ვარ.მე მჯერა სასწაულების,ვიცი რომ ერთ დღეს სასწაული ახდება,შენი ოცნებაც ახდება და შენ საუკეთესო დედა იქნები.როგორ ვოცნებობდი,რომ ჩვენ ჩვენი შვილი გვყოლოდა,ორივესთვის მეზრუნა,მაგრამ მაპატიე რომ ბოლო პერიოდი ჩემი პრობლემების გამო გაგირბოდი.გაგირბოდი,იმიტომ რომ ვგრძნობდი ყოველ დღე როგორ ახლოს მყავდა მტერი.მე აღარ ვარ შენს გვერდი,მაგრამ ჩემს არსებობას იგრძნობ ჩემი ,,გულის ძახილი''-ს გაიგონებ მე მას მაღლა ვტოვებ,რადგან მინდა იცოცხლოს და მხოლოდ შენთვის იფეთქოს.გააგრძელე ცხოვრება უჩემოდ და მინდა გისურვო,ღრმა სიბერემდე იყო ბედნიერი ქალი.ეს გასაღები ჩემი სახლისაა,ეს სახლი უჩემოდ ცარიელია,მაგრამ შენ შეავსე,შენია და შენია ყველაფერი ის, რაც მე გამაჩნია.მაპატიე შენი ყველა ცრემლი.
,,შენი ლუკა''.
დუმილი ,სიჩუმე ეს ხომ უსიტყვო ლოცვაა.სიჩუმე ერთ-ერთი სინამდვილეა, იმისა რომ ყველაფერი წარმავალია,ყველაფერი იცვლება გარშემო.ადამიანებიც და ცხოვლებიც,მაგრამ ის ისევ ისეთი რჩება,სიჩუმე სიღრმეში.ის ხომ ადამიანის სულის ყველაზე დაუნდობელი მსაჯულია,სწორედ ის სიჩუმეა ჩვენს სულებში ღრმად ჩამარხული ცათა სასუფეველი,წინ კი დიდი უსასრულობაა,მიუწვდომელი.ზოგჯერ სიჩუმე ძალიან დიდ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში,ზოგჯერ სიჩუმე თანხმობის ნიშანია.ჩუმად ხარ მაშინ,როცა ძალიან გიჭირს გადაწყვეტილების მიღება,სიჩუმე კი გეხმარება შენი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაში.გიორგიმ მის გვერდით მჯდარ სესილის შეხედა და სწორედ ისე ჰქონდა ხელი პირზე აფარებული როგორც ლუკამ აღნიშნა,თვალებიდან კი ცრემლები ღარებად ედინებოდა და ხელის გულში იყრიდა თავს.ხელი შემოხვია და სესილიმ იგრძნო გიორგის ძლიერი გულის ცემა.ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა,რატომ იზიდავდა გიორგის გული მას ასე ძალიან.გაუსაძლისი სიჩუმე ანდრეას ხმამ დაარღვია.
-გაოცებული ვარ,რამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობ ლუკას და თურმე არ მცნობია.ალექსანდრა შეგიძლია აგვიხსნა როგორ გაიცანი და რა ურთიერთობა გქონდა ლუკასთან.ალექსანდრას გაეცინა,ანდრეასთან ახლოს მიიწია და თვალებში ჩახედა,შემდეგ კი უთხრა.
-გაოცებული ხარ იმიტომ,რომ ლუკას არ იცნობდი ჩემსავით.
-თუნდაც.უთხრა ასევე თვალ-მოუშირებლად ანდრეამ.ალექსანდრამ თავი ჩახარა,ღრმად ამოისუნთქა და ჩუმი ხმით დაიწყო მოყოლა.8 წელია ლუკას ვიცნობ,9 წლის წინ მამა გარდამეცვალა ,მამა რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ ტკივილად დარჩა ჩემს გულში.დედა უფრო ადრე გარდაიცვალა და მამა ცდილობდა არაფერი მოეკლო ჩემთვის.ძალიან ცდილობდა დედაც ის ყოფილიყო და მამაც.მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ გავიგე რომ თურმე ყველაფერი რაც გაგვაჩნდა ბანკში ჩაედო,რადგან კაზინოში თამაშობდა.ზოგჯერ იგებდა,ზოგჯერ აგებდა და ერთ დღეს იქამდეც მივიდა ყველაფერი რაც გააჩნდა იქ დატოვა.ამ ყველაფრის გაგების შემდეგ არ ვიცოდი რა მექნა,არ ვიცოდი ამოდენა ვალი როგორ გადამეხადა და გამოსავალის არ ქონის გამო სმა დავიწყე.მაშინ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი,ერთ საღამოს უცხო მამაკაცმა გამომიყვანა ბარიდან გათიშული მთვრალი და რომ გავიღვიძე უცხო სახლში ვიყავი.შემეშინდა და რომ დამინახა გავიღვიძე მიყვირა ავმდგარიყავი,მეც ავდექი და მის წინ დავდექი,მაგრამ ერთი ისეთი ძლიერიად მომიქნია ხელი და ისეთი გამარტყა მარცხენა ყბა გვერძე მომექცა.მიყვირა,მლანძღა,შემდეგ დამიჯდა და მეფერა.გეფიცებით,პირველად ვიღაც ფსიხოპატი მეგონა,მაგრამ რამოდენიმე თვეში ჩემს წინ ქაღალდები დააწყო და მითხრა,იმ შემთხვევაში მომეწერა ხელი თუ სმას თავს დავანებებდი .წავიკითხე და მივხვდი,რომ ჩემს წინ ჩემი ქონების უკან დაბრუნების ყველა საბუთი მედო.ყველა ვალი ლუკამ გადაიხადა,სახლი დამიბრუნა,მის გვერდით სამსახური მომცა და გზაზე დამაყენა,ცხოვრება ახლიდან მასწავლა.მე ლუკას წინაშე მთელი ჩემი ცხოვრება ვალში ვარ,ამიტომ ვფიცავ,რომ არავის არ შევარჩენ ლუკას სისხლში ვინც ხელი გაისვარა.ის ჩემი ძმა იყო ანდრეა მთელი ეს წლები და ბოლომდე ძმად დარჩა.მიხაროდა მისი ბედნიერება,რომ მითხრა ჩემს ქორწილში უნდა ჩამოხვიდე და ჩემი სამეგობრო უნდა გაგაცნოო.მე საქორწილოდ ვემზადებოდი,სიხარულით დავცქეროდი უკვე ნაყიდ ბილეთს და უეცრად თვალთ დამიბნელდა ლუკას გარდაცვალებით რომ აფეთქდა მთელი სოციალური ქსელი.ჩემს ირგვლივ ჯერ ყველაფერი გაშავდა და შემდეგ სითეთრეში გავახილე თვალი,საავადმყოფოში ვიწექი რამოდენიმე დღე ძლიერი შოკის მიღების გამო.იმ დღეს და იმ დღემდე თითქოს სიცოცხლე შეწყდა,ვერ წარმომედგინა ლუკას სიკვდილი და მე ის მდუმარე მენახა ვერ შევძელი,დასაფლავებაზე ვერ ჩამოვედი,მინდოდა ლუკა ისეთი დამმახსოვრებოდა როგორიც იყო.მისი ამ ქვეყნიდან წასვლაში მაშინ დავრწმუნდი,როცა ჩამოვედი მის საფლავზე ავედი და მისი ფოტო ღიმილით შემომეგება,მაგრამ მდუმარედ.მის სამუდამოდ არ ყოფნაში,მხოლოდ იმ დღეს დავრწმუნდი.იქ დავიფიცე,რომ მე ჩემს სიცოცხლეს გავწირავ და მკვლელს ვიპოვი,ჩემი ხელით გამოვუტან განაჩენს ან შევეწირები მის პოვნას.ჭირს წაუღია ყველაფერი ანდრეა მე მხოლოდ ის მინდა,მწარედ აგოს პასუხი მკვლელმა და მითხრას რატომ,რატომ შეეხო ასე სასტიკად ამ საოცრად კეთილ ადამიანს.
-მარტო შენ არა,ალექსანდრა ყველამ უნდა ვიბრძოლოთ მკვლელის მოძებნაში.ის არ არის შორს,ის ძალიან ახლოსაა.თქვა დემეტრემ.
-კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ,როგორც ვიცი და რა თქმა უნდა ესეც ლუკასგან რომ ყველა თქვენთაგანის იურისტი დემეტრე არის,მაგრამ დღევანდელი საუბრიდან ყველა კარგად მიხვდებით,რომ დემეტრე ვერ დაგეხმარებათ,რადგან ის თავად არის მოხსენიებული ლუკას ანდერძში.ამიტომ ამ საკითხში მე ვიქნები თქვენი პირადი ადვოკატი.თქვენი გადასაწყვეტია მზად როდიდან იქნებით,რომ შევუდგე მეც ჩემს საქმეს და სესილი ძალიან გთხოვ ფრთხილად უნდა იყო,ყოველი შენი ნაბიჯი უნდა გათვალო,რადგან როგორც ვთქვი ლუკამ ძალიან დიდი კაპიტალი დაგიტოვა და შესაძლებელია მტერი გამოგიჩნდეს.ვფიქრობ ყველაფერი ვთქვით და მხოლოდ თქვენს შეთანხმებას ველოდები,ახლა კი დაგემშვიდობებით ჩემი წასვლის დროა.ალექსანდრა ფეხზე წამოდგა,მაგრამ მისი ტელეფონი ამღერდა და დემეტრემ შეხედა ზარი ანონიმური იყო.დემეტრემ და ალექსანდრამ ერთმანეთს შეხედეს და დემეტრეს ნიშანის შემდეგ, აიღეო უპასუხა ზარს.
-გისმენთ.
-???
-გისმენთ,რომელი ხართ.ხმა გაიმკაცრა ალექსანდრამ.ტელეფონი გათიშა და თქვს.-უკვე დაიწყო მუქარები.ჩანთას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა,ანდრეამაც წამოდგა და ალექსანდრეს გაყვა უჩუმრად.ალექსანდრამ სახლში მისვლამდე ერთ-ერთი ადრეასთვის კარგად ნაცნობ ბართან გაჩერდა,მანქანა პარკინგზე დააყენა და თავისი მოხდენილი ნაბიჯებით ბარში შევიდა.ანდრეამ შეუმჩნევლად მიჰყვა უკან და რამოდენიმე მაგიდის მოშორებით დაჯდა,რომ მოულიდნელად უცნაურ საუბარს წაწყდა მეზობელი მაგიდიდან,სადაც მისთვის ორი უცნობი მამაკაცი იჯდა.
-საერთოდ ვერაფერი ვერ ნახე?
-ვერა,კომპიუტერი გატეხიალია.
-ვინ იცოდა კოდი ლუკას გარდა,ფიქრობ რომ დემეტრემ?
-არა მგონია,დემეტრე თავად გიჟს ჰგავდა რადგან ყველა საჭირო ინფორმაცია დაეკარგა.
-ყველაფერს გავიგებთ,ნუ ნერვიულობ.ვიღაცას ჩვენს შორის დიდი იარაღი უჭირავს ხელთ და როდის გამოიყენებს არ ვიცით.
-არ ვიცი რა მოხდება,მაგრამ ჩვენ ორს დიდი სიფრთხილე გვმართებს.
-იცი?ხანდახან ვფიქრობ შევძვრე შენს ტვინში.
-რატომ,რა არ მოგწონს. ნუთუ ის რომ ვფრთხილობ?
-მინდა გავიგო,რატომ აკეთებ ამ ყველაფერს.ლუკა აღარ არის,ვისი გეშინია იჯექი შენთვის მშვიდად და არც არავინი არ შეგეხება.
-პირველი,ის რომ ლუკამ დამინახა მე რომ ვესროლე და მე მოვკალი.ვაჟა მკვლელი მე ვარ,მე მოვკალი ის ნარკოდილერი თაზო და მეორე ის არის,რომ..........
-მეორე ის არის,რომ რასაც შენ აკეთებ ეს ყველაფერი დამღლელია რეზი.
-მე გაფრთხილებ,მოულოდნელად არ დაგაჭიროს ფეხი იმან ვისაც ასე ძალიან ენდობი.
-ფრთხილად ვიქნები,მაგრამ ასე მგონია სადაცაა გულის ეფრანგმა მომივა.
-მე ვიცი კარგი გულის ექიმი,გინდა მიგასწავლო?
-მეც ვიცი და არ არის ცუდი იდეა მას თუ დაუახლოვდები,ისე როგორც მისი პაციენტი.ანდრეა ფეხზე წამოდგა და ბარიდან გავიდა,ტელეფონი ამოიღო და ალექსანდრას დაურეკა.
-სად ხარ ალექსანდრა.
-ბარში ვარ,რა მოხდა რა ხმა გაქვს.
-უნდა გნახო,გარეთ გამოდი და გარეთ გეტყვი.დაიცა,მანდ იყავი არ გამოხვიდე მე შემოვალ.დაინახა ანდრეამ რომ ის ორი ბარიდან გამოვიდა და ნელი ნაბიჯით ანდრეას მანქანისაკენ წამოვიდნენ.ანდრეამ ოდნავ ჩამოსწია მინა რათა გაეგონა რაზე საუბრობდნენ.
-რეზი შეგიძლია ჩემთან გულახდილი იყო,დაიცალე.
-დღეს არა,ვაჟა ერთ დღეს კი ყველაფერს გეტყვი აუცილებლად.
-ვერ გაუძლებ ამდენ დარდს მარტო.
-არსებობს ზღვარი და ვცდილობ ეს ზღვარი არ გადავლახო.
-შენ ხომ უკვე გადალახე ეს ზღვარი.
-არა უშავს,ზოგჯერ ასეც ხდება.ყველაფერს ერთად ვერ შევეშვები,მაგრამ თუ მოვინდომებ ყველაფრის დათმობაც შემიძლია.
-გეთანხმები.
-ნუ ცდილობ გაიგო იმაზე მეტი,რაც გინდა გაიგო.
-კარგი მე აღარაფერს აღარ გეკითხები,დაიწყე.
-ლუკამ დაინახა ის რაც არ უნდა დაენახა.ლუკამ იცოდა ის რაც არ უნდა სცოდნოდა,ამ ყველაფრის შემდეგ კი საქმის დატოვება კატეგორიულად მოითხოვა და მოინდომა მისთვის მშვიდად ყოფნა.ამიტომ ჩემი ხერხებით მინდოდა შემეშინებინა,მაგრამ ზედმეტი მოუვიდა ბიჭებს და ის სამუდამოდ გაჩუმდა.
-ხომ იცი ლუკა ცნობილი და ძლიერი პიროვნება იყო და ეს საქმე ასე ადვილად არ ჩაივლის
მას ძალიან კარგი სამეგობრო ჰყავს.
-ყველას ჩამოვიშორებ, ვინც კი გზად გადამეღობება.
-მე მგონი სულ დაგეჩოჩა ტვინის უჯრედები ისე,რომ ვეღარ აზროვნებ საკმარისად.კარგი მე წავედი,იცი სადაც უნდა მნახო.ვაჟა წავიდა რეზი იდგა და მის წინ მიმავალ მამაკაცს უცქერდა,რომელიც ნელა-ნელა შავმა სივრცემ შთანთქა,ისიც წავიდა და ანდრეა გადმოვიდა მანქანიდან გაოგნებული და ბარში შევიდა.ალექსანდრასთან მივიდა და დაუკითხავად აართვა ხელიდან ვისკის ჭიქა და სულმოუთქმელად დაცალა.შემდეგ ალექსანდრას შეხედა ჩაწითლებული და ჩასისხლიანებული თვალებით და უთხრა.
-რატომ მოხვედი აქ,არ იცი რომ კარგ გოგონებს ამ დროს სძინავთ?
-ადრე რომ მიხვიდე სახლში,ამის სიხარულიც უნდა გქონდეს.მე კი რადგან მარტო ვარ,ვიფიქრე ჯერ თვალს გადავავლებ ახალგაზრდებსთო.
-ალექსანდრა ამ დროს გარეთ საშიშია, ბევრი მტერი გყავს.
-დამიჯერე,სახლში ყოფნა უფრო საშიშია ანდრეა.
-უკან გამომყევი,ვიცოდი აქ რომ იყავი.ალექსანდრამ გაოცებულმა შეხედა და პირი გააღო რაღაც უნდა ეთქვა,რომ ანდრეამ შეაჩერა და სიტყვა-სიტყვით უთხრა ყველაფერი.გაოცებული უსმენდა ანდრეას და თან უნდოდა ყველაფერი კარგად გადაეხარშა.
-გამოდის,რომ ლუკამ ყველაფერი იცოდა და ამიტომ გააჩუმეს?
-ასე გამოდის.დიდხანს შემორჩნენ გარეთ,არცერთს არ უნდოდა წასვლა,თითქოს ერთმანეთისკენ რაღაც მაგნიტური ძალა იზიდავდა.ბოლოს ალექსანდრამ უთხრა.
-წავიდეთ,ხვალ ორივე ვმუშაობთ.ახალი ინფორმაციით დატვირთული ალექსანდრა მეორე დილით დემეტრეს წინ იჯდა და ყველაფერს სიტყვა-სიტყვით უყვებოდა.
-ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია,მაგრამ ჩვენ ჩუმად ვართ,არაფერი არ ვიცით,რადგან უნდა დაველოდოთ შემდეგ სვლას.უთხრა დემეტრემ და ალექსანდრა თავის კაბინეტში წავიდა.ქაღალდებში ჩარგული და თავდახრილი კარებზე კაკუნის ხმამ და მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა.
-შეიძლება შემოვიდე?კარებში ახალგაზრდა მამაკაცი იდგა.
-მობრძანდით.
-აქ ვმუშაობ მეც და ვიფიქრე ახალ თანამშრომელს გავიცნობმეთქი.ალექსანდრამ უცნაურად ჩათვალა უცნობის მოულოდნელი სტუმრობა,მაგრამ მისი ჩვეული მკაცრო სტილით შეხვდა მამაკაცს.
-კარგი მოგიფიქრებიათ,არავის არ ვიცნობ აქ.
-თუ წინააღმდეგი არ იქნებით,შემიძლია მეგზურობა გაგიწიოთ.ალექსანდრამ ხელებზე დააკვირდა მამაკაცს და შეამჩნია მარჯვენა ხელის არა თითზე ბეჭდის კვალი შენიშნა.
-ვფიქროვ ცხოვრების მეგზური გყავთ,რადგან თქვენს მარჯვენა ხელს ბეჭდი კვალი ამშვენებს.მე კი იმედი უნდა გაგიცრუოთ,რადგან მეც მყავს ცხოვრების მეგზური.
-არასწორად გამიგეთ ალექსანდრა.
დაიბნა მამაკაცი.
-თქვენც არასწორ მისამართზე მოხვედით.უმჯობესია თქვენი საქმე აკეთოთ.
-მე არ მინდოდა გწყენოდათ,უბრალოდ თქვენი გაცნობა მინდოდა.გოდერძი ჩემი სახელი.ადგა და კაბინეტიდან უხმოდ გავიდა,ცოტა ხანში კი დემეტრე გაფითრებული შევიდა ალექსანდრასთან.
-ალექსანდრა მკვლელობაა,სასტიკი მკვლელობა.
-მერე,ვინ არის იცნობდი?
-ლუკა იცნობდა,ლუკასთან ახლობლობდა.
-ეს იმას ნიშნავს,ლუკას გარშემო ვინც იყო ყველას დახოცავენ?
-ასე გამოდის და შენი მეშინია,შენ მარტო არ უნდა ცხოვრობდე.რაღაც უნდა ვიღონოთ,რაღაც უნდა მოვიფიქროთ.უეცრად ანდრეას დაურეკა და სასწრაფოდ მასთან მისვლა სთხოვა.რამოდენიმე წუთში ანდრეა ანერვიულებული,მაგრამ დინჯი ნაბიჯებით შევიდა კომპანიაში და დემეტრეს წინ დაუჯდა.
-რა ხდება,მოვედი.
-ანდრეა,ალექსანდრას უნდა მიხედო.მოკლედ აუხსნა საქმის შინარსი და ანდრეაც სიტყვის უთქმელად დათანხმდა დემეტრეს.



№1  offline წევრი mia15

ძალიან კარგი თავი იყო.მომეწონა ველი შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი mzia

zalian kargad midis movlenebu da tanas hkar hkara gvasvdi.kohag kuklamu.❤❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

აი ეს მომწონს, ძალიან კარგად განვითარდა მოვლენები. ძალიან მსინტერესებს ლუკას გული რომ აქ გიორგის სესილის რეაქცია.

 


№4  offline მოდერი zia-maria

მადლობა ყველას ჩემო ტკბილებო. kissing_heart kissing_heart

 


№5  offline წევრი mia15

ველოდები ახალ თავს.მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent