არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (5 თავი)
დილით სწრაფად წამოვხტი ფეხზე,სააბაზანოში შევვარდი და შემდეგ ერთი საათი დავკარგე კაბის არჩევაში,ადრე ასე არ ვიყავი,კარგი ტანსაცმელი მქონდა და არჩევაც არ მიჭირდა, ახლა კი ერთს ჩავიცვამდი არ მომწონდა,შემდეგ მეორეს,მესამეს და ასე მოვიზომე მეშვიდე კაბა,ისიც უნდა გამეხადა,როდესაც საათს შევხედე და გავიაზრე სამსახურში რომ მაგვიანდებოდა, ჩემ თავს გავუბრაზდი და დავსაჯე,რადგან მივხვდი ასე რატომ ვემზადებოდი, თითქოს პირველ პაემანზე მივდიოდი. სახლიდან გამოვედი და მანქანისაკენ გავეშურე,როდესაც შავი მანქანა გაჩერდა გვერდით. -რა იყო ჩემი მძღოლობა მოგეწონა? -ვიფიქრე, თუ პარტნიორად არ გამოვდგები მძღოლად მაინც ამიყვანს—თქო. -იოცნებე,ახლა ისე მჭირდება კომპანიის საქმეებში დახმარება, რომ შენც კი აგიტან. მანქანას მოვურე და უკანა სავარძელზე დავჯექი. -მანდ რა გინდა?-მკითხა გაკვირვებულმა. -მაინტერესებს მაინც თუ ვერ აგიტან მძღოლად გამოდგები თუ არა. -ნუ მაიმუნობ,გადმოდი წინ. -ნწ. -რა „ნწ" რატო არ გადმოდიხარ? -არ იმსახურებ და იმიტომ. -ოჰ კარგი,გვერდით ჯდომასაც დამსახურება უნდა? -აბა შენ რა გეგონა?გუშინ მაკოცებდი და დღეს ხელებში ჩაგიდნებოდი? -არა ვიფიქრე, შოკოლადები მოგინდებოდა წინ რომ მაქვს. -არა მადლობა. -კარგი მე შევჭამ-თქვა და მანქანა დაძრა. დრო ვიხელთე და მიკას დავურეკე. -მიკა,როგორ ხარ? -კარგად,გუშინ დამეძინა და წახვედი ხო. -აღარ შეგაწუხე. -ვიფიქრე დარჩებოდი, არ გავაღვიძებ—თქო და ბლინები მოგიმზადე შენ კი ჩემს ოთახში არ დამხვდი. -ოოოოჰ,საწყალო და შემდეგ საცოდავად ჭამე ის ბლინები არაა?-ვეუბნებოდი და თან მეცინებოდა. -აბა რა მექნა,ისეთი გემრიელი იყო. -ისე რა გჭირს შენ?ჯერ ორი საათი ფილმზე ტიროდი,მერე „არ გამაღვიძე",ბლინები მომიმზადე...ვინ ხარ და სად არის ჩემი მეგობარი? -ნუ დამცინი. -კარგი ხო,სემი როგორ არის? -კარგად.-რაღაც უკმეხად თქვა. -თქვენ ორს შორის ყველაფერი კარგადაა? -არა.გუშინ ვიჩხუბეთ და აღარ გამოჩენილა. -აჰა,გასაგებია. -რა არის გასაგები? -დალევა გჭირდება. -რას მთავაზობ?-მკითხა გახალისებულმა. -დღეს,მე და შენ ჩვენს კლუბში.გაწყობს? -მიყვარხარ ხო იცი? -მეც.კარგი წავედი.საღამომდე. -მოვედით.-მომესმა ალექსისს ხმა. სულ დამავიწყდა სად ვიყავი.მანქნაიდან გადავედი და კომპანიისკენ წავედი. -ეჰ დაიწყო...-მომესმა ალექსის ხმა, თავიდან ვერ მივხვდი რას გულისხმობდა,მანამ სანამ გოგოები არ შემოეხვივნენ.მე გამეცინა და გეზი კაბინეტისაკენ ავიღე. ორი საათი ქნებოდა გასული ალექსი რომ შემოვიდა, თან ხელში რაღაც საბუთები ეჭირა,არაფერი უთქვამს ისე დაჯდა მაგიდასთან და მუშაობა დაიწყო. -რას აკეთებ?-ვკითხე გაკვირვებულმა. -რას უნდა ვაკეთებდე, ვმუშაობ. -აქ? -ხო,ვიფიქრე ვიმუშავებ—თქო და ხან ერთ მოდელი შემოვარდა ხან მეორე. სიცილი დავიწყე და ვეღარ გავჩერდი. -რა გაცინებს?შენ რომ ასე გესეოდნენ თანამშრომლები მეც უნდა დამეცინა? -კაი ხოო...-ვცდილობდი სიცილი შემეკავებინა. შემდეგ საქმეზე ვილაპარაკეთ და ბოლოს დაღლილ დაქანცულებმა დავხურეთ საქაღალდეები. -დავიღალე.რომელი საათია? -რვა ხდება.წამოდი ქვევით ჩავიდეთ და რამე ვჭამოთ. -არა,მეზარება აქ მოგვიტანს ენი.-დავურეკე და ვთხოვე რამე გემრიელი მოეტანა.15 წუთში უკვე იქ იყო. -ინებეთ ქლბატონო მერი.-მითხრა და მე და ალექსს სალათები დაგვიწყო წინ. -მადლობა ენი.საუკეთესო ხარ.-ალექსმა გაუღიმა და ენი ლოყებაწითლებული გავიდა გარეთ. -რა გინდოდა,ეს თანამშრომლები რომ გადამირიე?!-ვუთხარი სიცილით. -რა ჩემი ბრალია?! -ახლა წარმომიდგენია წვეულებაზე რა მოხდება-ვთქვი და თავი გავაქნიე. -რა წვეულება? -ვალენტინობა მოდის. -ააა,ეგ სულ გადამავიწყდა.მეც ვარ დაპატიჟებული? -კი,როგორც კომპანიის თანამმართველი. -შენ მიდიხარ? -არ ვიც, საერთოდ ასეთ წვეულებებზე არ დავდივარ,მაგრამ თუ იქ ისეთი სტუმრებიც იქნებიან, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვფიქრობ აუცილებლად წამოვალ. -ოჰ,ოდესმე გართობაზე ფიქრობ? -გართობა არ მიყვარს დიდად,თუ მიკასთან ერთად არ ვარ ,რა თქმა უნდა. -თუ დაასრულე წავიდეთ.მეჩქარება ჩემი ბავშობის მეგობარი ჩამოვიდა და დღეს კლუბში ვაპირებთ წასვლას. -არა არა,მე მიკა წამიყვანს.-ვუთხარი,დავემშვიდობე და მიკასთან წავედი. -აბა,გამოიცვლი ასე წამოხვალ?-მკითხა მიკამ. -რას მთავაზობ? -ორი კაბა მაქვს ერთი ჩემთვის მეორე შენთვის. ორივემ მოვირგეთ კაბები მისი წითელი,ხოლო ჩემი ოქროსფერი იყო და კლუბში წავედით.შესვლისთანავე ვიგრძენი ალკოჰოლისა და სიგარეტის მძფრი სურნელი,რომელიც მუდამ მომწონდა. ბართან მივედი. -რამე ძლიერი დაგვისხით მე და ჩემს მეგობარს. ორი ჭიქის შემდეგ ვიგრძენი,რომ ნელ-ნელა ვთვრებოდი,მაგრამ მიკას სასმელზე მოუნდა გულის გადაყოლება და უარი ვერ ვუთხარი. -წამო ვიცეკვოთ.-ხელი მომკიდა და ხალხში შემათრია. ალკოჰოლმა მოქმედება დაიწყო და მუსიკას ავყევი.უეცრად უკნიდან ვიღაცის მოახლოება ვიგრძენი და ძლიერი ხელი შემომეხვია მუცელზე,დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა: -ასე იმიტომ ცეკვავ რომ გამაგიჟო?-შევბრუნდი და ალექს კისერზე ჩამოვეკიდე. -არ ვიცოდი აქ რომ იყავი. -არც მე ვიცოდი,მეგობართან ერთად ვიყავი,რომ დაგინახე, ვიფიქრე მეჩვენება—თქო. -ხშირად გეჩვენები?-ვკითხე კეკლუცად და გავუღიმე. გაეცინა და კისერზე მაკოცა. -ასე ნუ აკეთებ.-ვთქვი და ოხვრა ამოვაყოლე. -როგორ ასე?-მიკიხა და ახლა მეორე მხარეს მაკოცა.-გაიცინა თვალებში ჩამხედა და მითხრა.-მთვრალი უფრო საყვარელი ხარ. -ოჰ,წამოდი კიდევ დავლიოთ. -არა ლამაზო, სახში წასვლის დროა.მიკა აქაა? -კი,მაგრამ სახლში არ მინდა.ჯერ ადრეა. ხელი ჩამავლო და გასასვლელისაკენ წამიყვანა,თვითონ კი მიკას მოსაყვანად წავიდა. -აქ დამელოდე.არსად წახვიდე. გასასვლელთან ვიღაც ბიჭები იდგნენ. -გამარჯობა ლამაზო,მარტო ხარ?-მკითხა ერთ-ერთმა.ხმა არ გავეცი. -მართლა რა ლამაზი ხარ.-მითხრა და ხელი მომხვია. -გამიშვი.-ვუთხარი და იქით გავიწიე. -რატო?-მითხრა და ხელების ფათური დამიწყო. მე თავდაცვის მექანიზმი ჩავრთე და ბიჭი დაბლა დავაგდე,ზედ ფეხით შევდექი. -აღარ გაბედო ჩემთან მოკარება. ამ დროს ალექსიც მოვიდა და ბიჭი რომ დაინახა სიცილი დაიწყო. -არა,მაინც გათქმევინებ სად ისწავლე ასე ჩხუბი. მანქანაში ჩავსხედით და ალექსმა ორივე სახლებისაკენ წაგვიყვანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.