არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (2 თავი)
ის დღე მიკასთან გავატარე,ფილმს ვუყურეთ და მიკას ჩაეძინა, მე კი სახლში წასვლა დამეზარა და მის საწოლში ჩავწექი, თან იმ დღეს დატრიალებულ ამბებზე ვფიქრობდი და მეღიმებოდა, ბოლოს კი ჩამეძინა. -ოოო,შე ოკუპანტო.-ახალ გაღვიძებულს მიკას ხმა ჩამესმა.-მე იქ საწყლად დამტოვე და შენ აქ წამოსკუპდი?!-თქვა და თან ზედ წყალი დამასხა.შემცივდა და წამოვიკივლე. -მიკა!-დავუყვირე, საწოლიდან გადმოვხტი და გავეკიდე.ბოლოს ორივე იატაკზე ვიწექით და ვიცინოდით. -რა იყო ქალბატონი,გუშინ ალექსმა რომ წყალი შეგასხურა ლამის ხელებში ჩაადნი და ჩემი შესხურებული არ მოგეწონა?-სიცილით მკითხა მიკამ და ამაზე ახლი საბრძოლო რაუნდი დაიწყო.მანამდე ვიჩხუბეთ ბალიშებით,სადამ მიკას ტელეფონის ხმა არ გავიგეთ და ორწუთიანი შესვენება ავიღეთ. -მიდი,ხო უპასუხე.-ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვუთავაზე ბალიში. -ოჰ...-წამოიძახა და ტელეფონს უპასუხა.-გამარჯობა...კარგად შენ?....ხო ისიც აქაა...მგონი აღარ სტკივა...დღეს კარგად იქნევდა და სახვევიც მოუხსნია...კარგი გადავცემ...კარგად. -ვინ იყო?-ვკითე ისე,რომ თითქოს არ მაინტერესებდა. -შენი რომეო.-წარმოთქვა და ხელი გაშალა ჩემი მიმართულებით. -ალექსი? -უყურეთ,როგორ უცებ მიხვდა.-დაიწყო სიცილი. -არა,უბრალოდ ხელზე რომ გკითხა მივხვდი-ვუთხარი და მერე გავიაზრე „შენი რომეო" რომ დაუძახა და ბალიში ვუთავაზე მკლავში. ერთი წამოიკივლა და ახლა თვითონ მომვარდა. ბოლოს გავიაზრეთ,რომ სამსახურში გვაგვიანდებოდა, ორივე მიკას კაბებში გამოვეწყეთ და სამსახურში წავედით.როგორც კი შიგნით შევედი ენმა(ჩემი ასისტენტი) წვენი მომაწოდა და განრიგის გაცნობას შეუდგა: -9 საათზე თათბირზე გელოდებიან,11-ის ნახევარზე მოდელებთან გაქვთ გასაუბრება, 12-ზე თქვენი ახალი პარტნიორი მოვა, ერთმანეთს გაიცნობთ და გადაღებებზე წახვალთ....-ენი აგრძელებდა მე კი ნერვების მოთოკვას ვცდილობდი,რაც ჩემი პარტნოირი წავიდა, მთელი საქმეები მე დამაწვა კისერზე და ახლა ვიმედოვნებდი, რომ ახალი პარტნიორი ცოტას მაინც გადაიბარებდა. -12-მდე 10 წუთიანი შესვენება ჩამისვი.-ვუთხარი და კაბინეტში შევედი. თათბირმა მალე ჩაიარა და ახლა მოდელებთან მქონდა გასაუბრება.ეს ჩემთვის ყველაზე საძულველი საქმე იყო,რადგან ვერ ვიტანდი იმ გრძელფეხება ინდაურების გამოხტომებს, ნუ მართალია ყველა ასეთი არ იყო,მაგრამ უმეტესობა გახლდათ. ოთახში შესვლის თანავე სიჩუმე ჩამოვარდა,მოდელებს გავესაუბრე, ზოგი ისეთი იყო,ერთი სული მქონდა როდს გავექცეოდი.აი მაგალითად: -გამარჯობა. -გამარჯობა. -მომიყევით თქვენს შესახებ,რატომ გადაწყვიტეთ,რომ ჩვენი კომპანიის სახე გამხდარიყავით?-ვეკითხებოდი სერიოზული ტონით,ისინი კიდე რაღაც გაუგონარს მპასუხობდნენ. -აუ რავი,ძააან მინდოდა მოდელი ვყოფილიყავი ბავშობიდან და ეხა ავდექი და მოვედი და ოცნებას ხო ამისრულებ და ამიყვან? -ჯერ თუ შეიძლება თქვენობით მელაპარაკეთ და მეორე ეგ საღეჭი რეზინი გამოაგდეთ პირიდან არაფერი მესმის. -აუუუ,გთხოვ.... -კარგი,მოვიფიქრებთ და დაგიკავშირდებით. გვედრით ლაპარაკს მოვკარი ყური და დამაინტერესა: -რომ ამიყვანოს მოვკვდები,წარმოიდგინე იმას გავიცნობ. -ხი,შენც გაიგე?კომპანიის ახალი პარტნიორია! -აუუუ,რა ტკბილია,თუ ამან ამიყვანს გეფიცები დავითრევ. -იოცნებე,ორი წელია მარტოა და ვერავინ ხვდება მიზეზს. -ხოოო,ქალაქში ყველაზე სიმპატიური და მდიდარი კაცი ისე დადის, რომ შეყვარებული არ ჰყავს, მეტი რაღა უნდა გაგიკვირდეს ადამიანს. -ამას წინად ვნახე კლუბში იყო და მეგობრებთან ერთად ერთობოდა,ისეთი საყვარელი იყო ვერ მოვითმინე და მივედი. -მერე?-აშკარად დააინტერესა მეორეს. -არაფერი,რამდენჯერმე გამიღიმა, ბარმენს ჩემთვის სასმელი დაასხმევინა და გამერიდა. მომბეზრდა იმათი მოსმენა და ახლა სხვა მოდელზე გადავედი. -გამარჯობა. -გამარჯობა. -რამ გადაგაწყვეტინათ ჩვენი კომპანიის სახე გამხდარიყავით? -მიყვარს ჩემი საქმე და მინდა უფრო მაღალ საფეხურზე გადავინაცვლო.-გოგონა ლამაზი იყო გრძელი ქერა თმითა და ცისფერი თვალებით. -კარგი და რითი დაამახსოვრებთ თავს ჩვენს მომხმარებლებს? -მმმ,ვეცდები ჩემი თავი ბოლომდე წარმოვაჩინო და თქვენს ტანსაცმელს მოვერგო,ის კი მე მომერგოს. -კარგი,მოვიფიქრებთ და დაგიკავშირდებით. ერთი საათის შემდეგ სასადილოში დავჯექი და წიგნს ვკითხულობდი,როდესაც მიკა შემოვიდა და გვერდით სკამზე დაჯდა. -როდის მოდის ახალი პარტნიორი? საათს დავხედე. -20 წუთში აქ იქნება. -მერე?-მკითხა გაკვირვებულმა. -რა მერე? -იმ ბიჭზე ისეთი ამბები დადის და შენ კიდე ამით აპირებ მასთან შეხვედრას?-მითხრა და კაბაზე დამხედა. -კარგი რაა...არ გეზარება.... -არა,არა მართლა ისეთი ამბები დადის აღარაფერი გამიკვირდება ამბობენ ძაან სიმპატიურია და საყვარელიო. -მაგას ვინ ამბობენ ის მოდელები? -ხო,მაგრამ ამას წინად მეც წავიკითხე და წერდენენ,რომ ისევ უცოლოა და რაც შეყვარებული ჰყავსო, გოგოების ცვენაა მაგაზე. -ბლა,ბლა,ბლა... -მორჩა ადექი და წადი დაგაგვიანდება.-მიხრა და ფეხზე წამომაგდო. მე ამაყად წავედი ჩემი კაბინეტისკენ და გზაში ენის შევხვდი. -ქალბატონო მერი,თქვენი ახალი პარტნიორი თავის კაბინეტში გელოდებათ. -გადაეცით ჩემთან შემოვიდეს.-ვთქვი და ჩემი კაბინეტისაკენ წავედი.თან ვფიქრობდი,რომ ახლავე უნდა გაეგო ახალ პარტნიორს,რომ გაურკვევლობის შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა ჩემი იქნებოდა. შიგნით რომ შევედი,დივანზე მჯდარი მომღიმარი ალექსი დავინახე და გამიკვირდა. -გამარჯობა ლამაზო,ვიცოდი რომ ჩემთან არ შემოხვიდოდი და მე გეახლე.-მითხრა,წამოდგა და ხელი გამომიწოდა.-სასიამოვნოა შენი გაცნობა პარტნიორო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.