შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქმის დაქორწინებული X


1-03-2018, 17:36
ავტორი The Dreamer
ნანახია 3 246

-შეხედე დედაშენს,მზად არის აქვე გამომღრას კისერი.-დიტომ დედამისისკენ გააპარა თვალი და ისევ გადმომიჩურჩულა.
-უკვე გვიანია,შეგიძლია ბოლო ლოცვა წაიკითხო.-ისევ გაეღიმა და დამხვედრ საზოგადოებას მიესალმა.-გამარჯობა.
-გამარჯობა შვილო.. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.-შემოგვეგება ბებია და ბაბუა.
-ტრადიციები დავიცვათ!-თქვა დედამთილმა და ფეხქვეშ თეფში შემოგვიცურა..
-ღადაობ დედაა?-ჰკითხა დიტომ,მან კი საპასუხოდ თვალები დაუბრიალა.. დიტომ მანიშნა ფეხი დაარტყიო..
ერთდროულად დავარტყით ფეხი ტეფშს და გავტეხეთ,ნამსხვრევები ლამს ფეხქვეშ გამოგვაცალეს ახალგაზრდა გოგონებმა.. რაღაც უაზრო მითების გამო.. შემდეგ დედამთილმა შოკოლა მომაწოდა,თავისი ხელით ჩამიდო პირში,რომელიც იმდენად მწარე და საზიზღარი იყო,როგორც მისი სახე,როცა მე მიყურებდა,დიტოს გაუღიმა და სხვა თეფშიდან მიაწოდა შოკოლადი.. ასი.. არა ათასი პროცენტით ვიცოდი,რომ მას უგემრიელეს შოკოლადს მისცემდა.
-ახლა კი მობრძანდით.-გვითხრა და სახლში შეგვიძღვა..
როგორც კი თვალი მომაშორა,მაშინვე გადავაგდე მწარე შოკოლადი,დიტომ დაეჭვებული შემომხედა და ჩუმად მკითხა.
-რა მოხდა?
-დედაშენმა მწარე შოკოლადი მაჭამა,ვერ გადავყლაპე.-ისეთივე ინტონაციით ვუთხარი.
-მე ძალიან მომეწონა.
-იმიტომ,რომ შენ შვილი ხარ.-დიტოს გაეცინა.
სუფრასთან რა თქმა უნდა ჩემი მეუღლის გვერდით დავჯექი.. ვერაფერი ვჭამე,რადგან თავი ვიტრინაში გამოდებული თოჯინა მეგონა,რომელსაც ყველა ათვალიერებ...
ძალიან მომბეზრდა აქ ყოფნა,სამაგიეროდ დიტო თავს იდეალურად გრძნობდა..
-რა გჭირს?-მკითხა მან
-გარეთ უნდა გავიდე,აქ აღრა შემიძლია..-ფეხზე ავდექი,რა საკვირველია ყველას ყურადღება მივიპყარი.დიტოც აპირებდა გამოყოლას,მაგრამ დარჩენა ვთხოვე.
გარეთ გავედი სუფთა ჰაქრზე.. მზეს ვეცხუნებოდი და ვტკბებოდი მისი სხივების სითბოთი.. ჰაერი როგორც გაზაფხულის თბილ ამინდებში რბილი და თბილი იყო.. სასიამოვნო ნიავიც ჰქროდა.. თვალები დავხუჭე და ოცნებებში გადავეშვი,თუმცა ვინ გაცადა..
-რატომ გამობრძანდი გარეთ,რა იუკადრისე ამჯერად?-თავის ქნევით მესაუბრებოდა დედამთილი.მასთან საუბარი არ მსურდა,ამიტომ ტიჩებს კბილი დავაჭირე.-ახლა პასუხსაც აღრა მცემ?-არა და არ ჩუმდებოდა.
-თქვენთან საუბარს განა რაიმე აზრი აქვს? მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება ჩემს მიმართ,ანალოგიურად თქვენც იცით როგორ მეხატებით გულზე,ამიტომ სასაუბრო არც არაფერი გვაქვს.
-ჩემი შვილი ქორწილის დღეს მიატოვე,შვილი გამინადგურე და ქვეყნიდან გამიქციე ახლა კიდევ შენ არ გეხატები გულზე?-უფრო გაცეცხლდა,მაგრამ მის აგრესიას ყურადრებას არ ვაქცევდი და სიმშვიდეს არ ვკარგავდი.
-ყველაფერს სხვა კუთხით შეხედეთ..-ძლივს შევიკავე ღიმილი.-მე რომ არ მიმეტოვებინა,შენი შვილი ამერიკაში ვერ წავიდოდა და მით უფრო მაიორი ვერ გახდებოდა.
-ხუმრობ კიდეც? ან რას გავხარ ეს თმები რიჟად რამ შეგაღებია,რა ნამუსით მოჰყვები მას აქ და თავი ისე გიჭირავ თითქოს დედოფალი ხარ.
-ჯერ ერთი რიჟა არა.. ეს წითურია,მერე მეორეც მე დიტოს მეუღლე ვარ და ბევრი რომ არ გავაგრძელო აქ თქვენ თავად მომიწვიეთ,თორემ დამიჯერეთ ჩემი სურვილით ერთ წუთსაც არ გავჩერდებოდი აქ.
-თავხედი და უზრდელი ხარ!-მითხრა მან.
-თქვენთან კამათს არ ვაპირებ,მაგრამ მოგიწევთ შეეგუოთ რომ მე დიტოს ცოლი ვარ.
ქალმა გვერდი ამიარა და განრისხებული ჩავიდა კიბეებზე..
საღამოს სტუმრები აიშალნენ.. მეც დიტოს ხელი ჩავავლე და წასვლა ვთხოვე,როცა ისევ საყვარელი დედამთილი გამოჩნდა ჩვენს შორის..
-წამოდი შვილო ცოტა ვისაუბროთ,თან გემრიელ ყაას გაგიმზადებთ.
-კარგი დედა.-თავი დაუქნია დიტომ და მეც თან გამიყოლა..
ყავაზე უარი ვთქვი,რადგან ვიცოდი პილპილს ჩამიყრიდა ან არ ვიცი რაიმე საზიზღრობას..
საუბრობდნენ დიტო და დედამისი,მამამისიც ოთახში იყო,მაგრამ საუბარში არ ჭრებოდა..
-რაჭაში ვიწყებ მუშაობას.-თქვა დიტომ და სამივემ მკაცრად გავხედეთ.
-იმისთვის გასწავლე ამერიკაში,რომ აქ.. რაჭაში დაიწყო მუშაობა? ეგ თუ გინდოდა ისედაც შემეძლო შენთის რაჭაში მეშოვნა სამსახური!
-მე და სოფი რაჭაში გადმოვედით საცხოვრებლად,შესაბამისად აქ ვიმუშავებ.
-ამ გომბიომ დაგარწმუნა...
-დედა მას სოფია ჰქვია და ჩემი ცოლია! მოვითხოვ პატივი სცეთ ერთმანეთს.-შემდეგ მე გამომხედა დიტო,რომ ეს სიტყვები მეც მეხებოდა.
-კარგი შვილო,მაშინ ჩვენთან იცხოვრეთ და არა იმ ტყეში.
-მე ის ტყე მომწონს და ამ „ქალაქს“ ბევრად მირჩევნია-აღარ გავჩუმდი მე,დედამთილმა კი ნიშნისმოგებით გამიცინა,უკვე იცოდა ჩემი სუსტი წერტილ.. იცოდა რომ მათთან ერთად დიდხანს ვერ გავძლებდი.. ენას კბილი დავაჭირე,მაგრამ რაღა დროს.
დიტომ წრბაწეული გამომხედა,მაგრამ არაფერი უთქვამს..
-დღეს დარჩით.-შემოგვთავაზა ცბიერად.
დარჩენა არ მინდოდა,ვერ ვიტანდი ამ ხალხს.. მხოლოდ დიტოს ბებია-ბაბუა ჩანდნენ კარგები.. დანარჩენები მტრულად მიყურებდნენ.. დიტო დათანხმდა,მე კი გაღიზიანებული ისევ გარეთ გამოვედი..
ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი,სასიამოვნო საღამო იყო,მაგრამ იდეალური იქნებოდა ჩვენს პატარა ქოხთან მდებარე შაორის სანაპიროზე ვყოფილიყავით,თბილი პლედები მოხვეული და კოცონის პირისპირ მას ძველებურად გიტარაზე დაეკრა და ემღერა,მე კი მისი მოსმენითა და ცხელი ყავით დავმტკბარიყავი,თუმცა სანაცვლოდ ასპიტების გარემოცვაში ვიყავი..
-რა ხდება საყვარელო?-წელზე ხელები მომხვია დიტომ.-დიდიხანია გელოდები და შენ არ შემოხვედი.
-არ მინდა აქ დარცენა.. ყველა მტრული მზერით მიყურებს,თითქოს უპატიებელი შეცდომა დავუშვი მათ წინაშე,განსაკუთრებით კი დედაშენი..
-დაველაპარაკები და გპირდები მოვაგვარებ,სამაგიეროდ ცოტახნით აქ ვიცხოვროთ.
-რატომ რა საჭიროებას წარმოადგენს ჩვენ აქ ცხოვრება?თანაც გველმა ტყავი რომ გამოიცვალოს მაინც გველია არა?-დიტომ ხელები ჩასწია და აივანსზე მსგარ მაგიდას დაეყრდნო.
-ხომ იცი რატომაც არ უყვარხარ?
-დედაშენის სიყვარული არ მჭირდება დიტო!თანაც ის მანამდეც ვერ მიტანდა სანამ საკურთხეველთან მიგატოვებდი,მაგრამ მათ ხომ რეალური მიზეზი არ იციან? მოდი იქნებ მოვუყვეთ „დედიკოს“?მაგრამ არა.. დამნაშავე მაინც მე ვიქნები,რადგან შენ მათი შვილი ხარ.
-ჩემო ცხოვრებავ დაველაპარაკები,მაგრამ დამპირდი რომ ტრადიციული რძალ-დედამთილი არ ქნებით.
-არა რა ტრადიციული.. ჩვენ დაქალები გავხდებით თანაც საუკეთესო.. მეტიც,თმებსაც კი დაუწნით ერთმანეთს!-ირონიით გავიცინე მან კი უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-ცოტა მოითმინე,შემდეგ კი აქედან წავალთ.
იმდენად გავღიზიანდი,რომ გვერდი ავუარე და საძინებელში შევედი..
ჯერ არ მეძინებოდა,მაგრამ იმათი სახეების ყურებაც აღრა შემეძლო,არც დიტოსთან მსურდა საუბარი..
ჩემი თვის მიკვირდა აქამდე როგორ მოვედი.. დავტოვე ბიზნესი და უმადურ ქალთან მიწევს საქმეების გარჩევა მიყრუებულ სოფლის ორღობეში..
ფიქრებში ჩამეძინა..
დილით საძინებლის კარების ხმამ გამაღვიძა,გვერდით დიტო არ იწვა,ამიტომ მეც ავდექი და ხალათით გავედი მის მოსაძებნად.
-საყვარელო..-დავინახე დიტო დერეფნის ბოლოში.
-გაგაღვიძე?
-არაუშავს.. წავიდეთ?
-ჯერ ვისაუზმოდ.
უკან გავყევი მობეზრებული სახით და გაშლილ სუფრას მივუსხედით..
მხოლოდ ფინჯნის თეფშზე დადების ხმა ისმოდა,ისე ჩუმად ვსაუზმობდით,მაგრამ ჩემს დედამთილს დიდხანს რა გააჩუმებდა ენაზე იყო გამობმული და როგორ მოეშხამა ვინმე იმაზე ფიქრობდა.
-ღამით,როგორ გეძინა?-მკითხა მე.
-მადლობა კარგად..
-რა თქმა უნდა კარგად გეძინებოდა.. ჩვენ მთელი ღამე სუფრას ვალაგებდით და ჭურჭელს ვრეცხავდით,სტუმრები რომ წავიდნენ ზოგადად ჩვენ გვიწევს ამის მოგვარება.
-კარგ დამხმარე გოგონებს გირჩევთ, ისინი მიხედავენ ამ საქმეს და თქვენც შეძლებთ ტკბილად დაძინებას,მაგრამ რადგან ამ მივარდნილ სოფელში უნდა წამოგყვნენ გადახდაც საკმაოდ მოგიწევთ.- პასუხში არ ჩამოვრჩი.. დიტოს ჩუმად გაეღიმა,მივხვდი ესეც ხალისობდა ამ გარემოებით და სწორედ ამიტომ უნდოდა აქ დარჩენა.
-ტუტრუცანა გოგო ხარ,შენ..
-დედა საკმარისია უკვე!
-ვერ გაიგონე რა მითხრა?-ყვირილით კითხა დიტოს,მან კი მშვიდად გასცა პასუხი.
-საკმარისია მეთქი!
-ამ გოგოს ამას არ შევარჩენ..
-ამ ტუტრუცანა გოგოს სოფია ჰქვია! ეს დაიმახსოვრეთ და იმისთვის ნუ მომთხოვთ პასუხს სადაც ლომის წვლილი თქვენს შვილზე მიდის! იმაზე ბრაზობთ ეკლესიაში რომ მივატოვე? უარესის ღირსი იყო,მაგრამ ჩემს თავს ვერ გავუკეთებდი მსგავს რამეს.. მაგრამ იცით რა? დარწმუნებული ვარ ეს ფაქტი თქვენთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს.-მონასმენმა ვერ გააკვირვე ისინი.. მივხვდი ყველაფერი იცოდნენ.
-ქალი ხარ,დიდი რამე შენმა ქმარმა სხვა ქალისკენ თუ გაიხედა.. კიდევ გიმეორებ ქალი ხარ და უნდა მოითმინო. თანაც ნინო შენნაირი არ გეგონოს.-„დედამთილოჩკა“ გაჩუმდა მაშინვე.
-შეიძლება თქვენ მიჩვეული ხართ მსგავს საქციელს,მაგრამ მე თქვენს თავში არ აგერიოთ.-დიტომ მაგიდაზე ხელი ძლიერად დაარტყა და ფეხზე წამოდგა.შიშიდან ყავის ფინჯანი კინაღამ ხელიდან გამივარდა.
-დედა.. რა იცი იმ გოგოს რა ერქვს?-დიტო მტრული მზერით უყურებდა დედამისს,ვერ მივხვდი რა სახელზე საუბრობდა,როგორც ჩანს სიბრაზეში რაღაც ვერ გავიგონე.მაია(დედამთილი) ხმას ვერ იღებდა.-დედა!-დაუყვირა კვლავ.
-მე არ ვიცი..
-გაჩუმდი! ხმა აღარ გავიგო არავისი!-თვალებ ამღვრეული კვლავ დედამისს უყურებდა.-ასეთი რამე როგორ გამიკეთე,ჩვენ ორივეს ასე როგორ მოგვექეცი?! გინდოდა სოფიმდე ეს ამბავი მისულიყო და მივეტოვებინე?! ასეთ ბოროტი როგორ ხარ? რა დაგიშავა ან მან.-ჩემკენ გამოიშვირა ხელი დიტომ.-ან მე რა დაგიშავე?
-შენ მის გვერდით მომავალი არ გექნებოდა! პატარა იყავი ოჯახის შესაქმნელად,რა უნდა გაგეკეტებია სახლში უსაქმურს? ბავშვები გაეგეჩინათ და მისი გამოკვების საშუალებაც არ გექნებოდათ!
-შენ რა იცი !! რატომ გადაწყვიტე ჩემს მაგივრად!-დიტო გაწითლდა,შუბლზე ძარღვი დაეჭიმა,მაგიდას ხელს ურტყამდა და თან მთელს ხმაზე უყვიროდა.. ვცადე მისი დამშვიდება,მაგრამ თავიდან მომიშორა.-ყველას ამას გეუბნებით რომ ჩემს მაგივრად ნუ წყვეტ რა ჯობია და რა არა!რა არის ჩემთვის კარგი და რა არა!
-შვილო..
-შვილს ნუ მეძახი!-დაუღრიალა კვლავ მაიას.-იცი რა გადაიტანა სოფიმ? შენმა ბოროტებამ რამხელა ზიანი მოგვაყენა იცი? გეკითხები!
-არა არ ვიცი.-ამოილუღლუღა მან.
-სიკვდილს ძლივს გადაურჩა..
-დიტო საჭირო არ არის,ის ამის ღირსი არაა.-დიტოს ხელი მოვხვიე და ორივენი გამოვედით..
სწრაფად ჩავიცვით და იქედან წამოვედით..
დიდი სიჩქარით ატარებდა მანქანას,ცოტა მეშინოდა.. დაძაბული ვიყავი.. არც თავად იყო კარგ დღეში. ჩვენს სახლს,შაორის პირას ისეთი სიჩქარით ჩავუქროლეთ,რომ თვალი ძლივს მოვატანე..
-სად მივდივართ?-ვკითხე მე
-თბილისში.. სახლში!-მეტი არაფერი უთქვამს,მაგრამ სიჩქარეს არ უკლებდა მე კი ძალიან მეშინოდა და მთელი ძალით კარების სახელურს ჩავეჭიდე..
პ.ს გარდა იმისა,რომ პატარა თავია სხვას რას იტყვით, როგორია?



№1 სტუმარი ani

მე თემის სიდიდეს მოცულობით არ ვზომავ, ვზომავ მისი შინაარსით რა კარგია ნეტა იცოდე
არავინ დებს ყოველდღე თითქმის ვის თემასაც ვკითხულობ და ეს მიხარია რომ ყოველდღე დებ გადატვირთული კვირაა ყველასთვის ვიცი რადგან სწავლა მუშაობა ათასი სხვა საქმეაა
მე მხოლოდ სკოლაში ვსწავლობ და იქიდან მასწავლებლებთან რომ მივდივარ და ვბრუნდები იმ დონეზე ვიღლები მხოლოდ ეს თემაა განტვირთვა ჩემთვის წარმატებები არ ვიცი სხვა რა დავამატო როგორც ყოველთვის უშეცდომოდ წერ მადლობააააა heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№2  offline მოდერი Mathew

არ ვიცი რა ვთქვა.საოცარი თავი იყო ,საშინლად მომეწონა.მაია არ მომეწონა და რატომ ამას ახლსნა არ სჭირდება.დიტოს გადაწყვეტილება კი რატომღაც გავამართლე,იმის მიუხედავათ,რომ ის დედამისია.ძალიან საინტერესო და ჩამთრევ ისტორიაა თნ ყველა თავი უფრო ჩამთრევი და დამაინტრიგებელი ხდება.ასე გააგრძელე ყველაფერი შეუდარებელია ^_^ )))

 


№3 სტუმარი პს

გარდა იმისა რომ პატარა თავია მაინც პატარა თავია ::დდდ მალე დადე რა შემდეგი თავი ❤️❤️

 


№4  offline მოდერი The Dreamer

მადლობა მეგობრებო ასეთი შესანოშნავები რომ ხართ heart_eyes

 


№5 სტუმარი ani

Girl with pretty smile
არ ვიცი რა ვთქვა.საოცარი თავი იყო ,საშინლად მომეწონა.მაია არ მომეწონა და რატომ ამას ახლსნა არ სჭირდება.დიტოს გადაწყვეტილება კი რატომღაც გავამართლე,იმის მიუხედავათ,რომ ის დედამისია.ძალიან საინტერესო და ჩამთრევ ისტორიაა თნ ყველა თავი უფრო ჩამთრევი და დამაინტრიგებელი ხდება.ასე გააგრძელე ყველაფერი შეუდარებელია ^_^ )))

გამარჯობა შენს მოთხრობასაც ვკითხულობ და ახალ თავს ველი გთხოვ მალე დადე რაა

 


№6  offline მოდერი Mathew

ani
Girl with pretty smile
არ ვიცი რა ვთქვა.საოცარი თავი იყო ,საშინლად მომეწონა.მაია არ მომეწონა და რატომ ამას ახლსნა არ სჭირდება.დიტოს გადაწყვეტილება კი რატომღაც გავამართლე,იმის მიუხედავათ,რომ ის დედამისია.ძალიან საინტერესო და ჩამთრევ ისტორიაა თნ ყველა თავი უფრო ჩამთრევი და დამაინტრიგებელი ხდება.ასე გააგრძელე ყველაფერი შეუდარებელია ^_^ )))

გამარჯობა შენს მოთხრობასაც ვკითხულობ და ახალ თავს ველი გთხოვ მალე დადე რაა

ველი როდის გამოქვეყნდება :)

 


№7 სტუმარი nia

ძალიან მომწონს, კარგად წერ. ერთადერთი რაც არ მომწონდ ეს დიტოსსაქციელია როცა სოფის სურვილის საწინააღმდეგოდ აიძულებდა იქ ყოფნას სადაც არ უნდოდა. იმედია მალე მოგვარდებიან <3

 


№8 სტუმარი სტუმარი lia

შაუკეტესო ტავია

Mომეწონა ზალიან. Uნიჰიერესი ხარ❤❤❤

 


№9  offline წევრი მართაა

ძალიან მომწონს , კარგად წერ <3 უბრალოიდ პატარა თავს დებ ძალიან <3
წარმატებები :*

 


№10  offline წევრი naniko mindia

Rodis dadeb?
--------------------
lomidze

 


№11  offline წევრი mia15

ველოდები ახალ თავს.როდის დადებ

 


№12  offline მოდერი The Dreamer

Nano Goduadze
არ დებ ახალ თავს? (((

ვერ ვაქვეყნებ და ბატონი გოგა არ თვლის საჭიროდ პასუხი მაინც გამცეს.. ის ე კი ,,წვდომა’’ არ მაქვს ..

 


№13  offline წევრი მართაა

როდის დადებ ???

 


№14  offline მოდერი The Dreamer

მართაა
როდის დადებ ???

როგორც კი გოგა მომაქცევს ყურადღებას და დამეხმარება პრობლემის მოგვარებაში

 


№15 სტუმარი ani

აუუუ ახალს როდის დადებ?
ვიცი საიტს ხარვეზები აქვს მე მიჭირს შემოსვლა sob

 


№16  offline წევრი naniko mindia

Vaime guli damelia atjer wavikitxe rodis gasworeben,
--------------------
lomidze

 


№17  offline მოდერი The Dreamer

naniko mindia
Vaime guli damelia atjer wavikitxe rodis gasworeben,

სამწუხაროდ არ ვიცი როდის.. რატომღაც არ ჩქარობენ მე კი ისტორია უკვე დავასრულე და ველოდები როდის შევძლებ გამოქვეყნებას

 


№18  offline წევრი naniko mindia

Argaswores kidev?
--------------------
lomidze

 


№19 სტუმარი გოდო

ბატონო გოგა, იქნებ მიაქციოთ ამ მოთხრობას ყურადღება! დავიტანჯეთ!

 


№20 სტუმარი ani

საიტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა როგორც ვიცი სიახლეების დამატება შესაძლებელია და იქქნებ სცადო

 


№21 სტუმარი სტუმარი თამთა

როდის იქნება? დამელია სული ლოდინით.
pensive pensive

 


№22  offline წევრი nigita

ჯობია სრულად დადო ეს ისტორია რადგან უკვე დიდი ხანია არ გიდევს გასწორდა საიტი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent