შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქმის დაქორწინებული IX


28-02-2018, 15:29
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 921

ბარგი მანქანაში ჩააწყო და თაფლობისთვის გასატარებლად გავემგზავრეთ ჩემთვის საძულველ რაჭაში..
კარგად ვხვდებოდი იქ რაც მელოდა.დიტო ჯოჯოხეთს გამომატარებდა,მაგრამ ვალში არც მე დავრჩებოდი..
მგზავრობამ ძალიან დამღალა და ჩამეძინა.. რომ გავიღვიძე მანქანა უკვე პატარა სახლის წინ იდგა,დიტო კი არსად ჩანდა..
გარეთ გადავედი.. ძალიან ციოდა,ამიტომ სწრაფი ნაბიჯით შევედი სახლში და დიტოს დავუწყე ძებნა..
-დიტო!-დავინახე ბუხრის პირას,რომელიც ცეცხლს ანთებას ცდილობდა..
-გაიღვიძე ტკბილო?მოდი ცოტა შეთბი...-ისე შემომხედა თითქოს არაფერი მომხდარაო
-შენ მანქანაში დამტოვე?
-ჰო აქ ციოდა,ვიფიქრე ბუხარს ავანთებ და შემდეგ ჩამოვიყვანთქო.-გამეღიმა,მისგან პირველად ვიგრძენი მზრუნველობა.
ბუხართან რომ შევთბი გონება მაშინ გამინათდა,გამახსენდა რომ მას რაჭაში უზარმაზარი სახლი ჰქონდა.. ეს კი უბრალო და სადა ხის სახლი იყო,რომელსაც უზარმაზარი ფანჯრები ჰქონდა,იქედან კი შაორის ულამაზესი ხედი მოსჩანდა.
-ეს შენი სახლია?-ვკითხე მე
-არა.. ეს ჩვენი სახლია.-გამიღიმა კვლავ.
-კარგია,მომწონს.. დასასვენებლად დიდი სიამოვნებით ჩამოვალ ხოლმე.
-შენს ტელეფონს დაჭერა აქვს?-მკითხა მოულოდნელად
-არა.. რა ცუდიააა.-შევიცხადე შეწუხებულმა,მას კი გაეღიმა..
-ცუდია დაქალებს ხშირად რომ ვერ დაეკონტაქტები.. სამაგიეროდ ისწავლი ძროხის მოვლას,ეზოს დაგვას და კიდევ უამრავ სასოფლო საქმეებს.-სახე დამეღრიცა.
-ჩვენ აქ თაფლობის თვის გასატარებლად ვართ..
-ჩვენ აქ საცხოვრებლად გადმოვედით.-კვლავ მხიარულად გამიღიმა.
-ღადაობ?-სახე გაუნათდა..-ღადაობ არა?-თავი გააქნია იმის ნიშნად რომ ეს ხუმრობა არ იყო.-გთხოვ მითხარი რომ ეს სულელური ხუმრობაა.
-ეს სულელური ხუმრობაა,მაგრამ ჩვენ მაინც აქ გადმოვედით.-ყველაფრს სურვილი დავკარგე..
წასვლა რომ დამეპირებია,ვიცოდი არსად გამიშვებდა.. გაპარვას კი აზრი არ ჰქონდა,რადგან ის მაიორია და ყველაფერზე მიუწვდება ხელი.. ნებისმიერ საპატრულო მანქანას დამადევნებდა და უკან დაბრუნებულს ცხოვრებას კიდევ უფრო გამიმწარებდა.
იმ საღამოს აღარ გვისაუბრია,ისეთი დაღლილები ვიყავით ვახშმობის თავიც კი არ გვქონდა..
დილით მამლის ყივილმა გამაღვიძა,საათს გავხედე დილის ექვსი საათი იყო.. გავღიზიანდი და თავზე ბალიში დავიფარე,რომ მისი უაზრო ყივილი აღარ გამეგონა,მაგრამ ვეღარ დავიძინე..
ავდექი.. ყავა გავიმზადე,თბილი პლეედი ავიღე და შაორის ნაპირზე გავედი.. დავჯექი ტბასთან ახლოს და ვტკბებოდი ამ ულამაზესი ხედით.. არც ისე ცუდი ყოფილა რაჭაში.. აქ საოცარი სიმშვიდეა.. გაზაფხულია და ყველაფერი ღიაფერ მწვანეში იმოსება,სუფთა ჰაერია და ცოტა ნისლი.. მინდორი კი ცვარიანი..
-გამარჯობა შვილო..-მომიახლოვდა ვიღაც მოხუცი ქალბატონი,რომელიც ნორჩ ბალახს გლეჯდა.-შენ ახალი მოსახლე ხარ?-სიმწრით გავუღიმე და თავი დავუქნიე.-ძალიან კარგი.. შენს ქმარს ველაპარაკე და მითხრა ყველაფერში დაგეხმარება,უნდა სოფლის საქმე ისწავლოს და თავადაც მოიშენოს შინაური ცხოველებიო.
-რა?-მკვლელობის სურვილი გამიჩნდა.. დიტოს ნამდვილად არ ვაცოცხლებდი..
-გამიხარდა ასეთი კარგი გოგო რომ ხარ,თბილისელებს არ გიყვართ საქმე,მაგრამ შენ კარგი გოგო ხარ.. წამოდი წამომყევი ძროხა უნდა გამოვწველო და გასწავლი..
-იცით.. მე ჯერ სახლში უნდა გავიარო და შემდეგ მოვალ.-ურცხვად დავპირდი და ჩემი იდიოტი ქმრისკენ წავედი..
სახლში რომ მვედი დიტოს კვლავ ეძინა,ამიტომ ფრთხილად ავედი საწოლზე და ბალიში მთელი ძალით დავაფარე სახეზე,რა თქმა უნდა დიტოს მალევე გაეღვიძა და ერთი ხელის მოსმით მკლავებქვეშ მომიქცია..
-რას აკეთებ?-მკითხა და ზემოდან დამყურებდა,მე კი ვერ ვინძრეოდი..
-შენ რას აკეთებ.. გამიშვი,ვეღარ ვსუნთქავ.
-ჩემი გაგუდვა რატომ გინდოდა?-მკითხა და გაეღიმა...
-იმიტომ რომ საზიზღარი ხარ! რა ძროხის მოვლაში მივეხმარო ვიღაც მოხუცს.. სულ შეიშალე?
-არ შევშლილვარ,მაგრამ აქ ცხოვრებას თუ ვაპირებთ შესაბამისადაც უნდა მოვიქცეთ.
-მე არ მინდა აქ ცხოვრება..
-აი მე კი მინდა,თანაც შენთვის არ მიკითხავს ტკბილო.-ისე ხავეროვანი ხმით მესაუბრებოდა,რომ შთაბეჭდილება მრჩებოდა,რომ ჩემს შებმას ცდილობდა,მაგრამ მთელი თავისი მომხიბვლელობა და იდეალურობაც რომ გამოეყენებინა ამ საკითხე მაინც ვერ დამიყოლიებდა.
ხელი გავაშვებინე და გაღიზიანებული ავდექი საწოლიდან,ის კი ნებივრობას აგრძელებდა და სულაც არ აპირებდა ჯერ ადგომას..
-იქნებ რაჭის ღირსშესანიშნაობები დაგვეთვალიერებინა..-შევთავაზე მე..
-ჯერ წადი ძროხებს მიხედე,შემდეგ ქათმებს.. ღორები არ დაივიწყო.. ამასობაში მეც ავდგები ღავას მოვიმზადებ და წავიდეთ..
-არა დიტო! მე არ წავალ იმ ქალთან!
-კარგი,როგორც გინდა ტკბილო.
იმ დღეს არსად არ წავსულვართ,არც ძროხებთან და ღორებთან..
მთელი დღე შაორის სანაპიროზე გავატარე და სიმართლე ვთქვა არც მინდოდა სადმე წასვლა..
საღამოს შხაპი მივიღე და დიტოს მომზადებული ვახშმის დაგემოვნებას შევუდექი.. მასტან კითხვები მქონდა.. მინდოდა გამეგო რატომ გადაწყვიტა ჩემი პატიება,მაგრამ კითხვის დასმას ვერ ვბედავდი.. დიტო მიმიხვდა სადაც დაფრინავდა ჩემი გონება და თავად დაიწყო საუბარი.
-ჩემს გადაწყვეტილებაზე ფიქრობ?-მკითა მან.ტანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე..-კარგი ახლავე გავარკვიოთ,შემდეგ კი თემა სამუდამოდ დაიხურება... იმ დღეების განმავლობში ვფიქრობდი რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება და მე რატომ არაფერი გამაგებინე და ყველაფერი გავაანალიზე.. რა თქმა უნდა არც ჩემთვის იყო იოლი გადასატანი ეს ყველაფერი,მაგრამ ჩემთვის უპირველესი შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.. ვერ ვიტან ისეთ ხალხს,რომლებიც უმიზეზოდ მსგავს რამეს ჩადიან,მაგრამ შენს სამედიცინო ისტორიას,რომ გავეცანი ყველაფერი უფრო ნათლად დავინახე..
-შენ ჩემი სამედიცინო ისტორია ნახე?
-რა თქმა უნდა ტკბილო,რატომ გიკვირს?
-არ მენდე?
-„ენდე,მაგრამ შეამოწმე“ გსმენია? თანაც,როცა საქმე ასეთ რაიმეს ეხება ვერ გენდობოდი თვალდახუჭული.. ადამიანს საკუთარი უმსგავსო ქმედების გამართლებითვის ათასი ისტორიის შეთხზვა შეუძლია,ის რომ საყვარელი ადამიანის თვალში არ დაცემულიყავი შენც შეგეძლო ჩემი მოტყუება,ამიტომაც ვერ გენდე.. მე მხოლოდ იმაში გადანაშაულებ,რომ ამდენი ხანი მალავდი და როცა გჭირდებოდი არაფერი მითხარი.
-შენ ჩემი მოსმენა არ გენდომებოდა..
-შენ რა იცი მე რა მენდომებოდა და რა არა სოფი! შენ არ გაქვს უფლება ჩემს მაგივრად გადაწყვიტო რა მინდა და რა არა! ვიცი.. ყველაფერი ჩემი ბრალია,მე რომ არ გამომეჩინა წამიერი სისუსტე შენ არაფერი დაგემართებოდა და ბავშვიც ჯანმრთელი დაიბადებოდა,მაგრამ ჩემი შეცდომა შენს დანაშაულს ამინც არ ამართლებს.დანაშაულშ აბორტს არ ვგულისხმობ, შენ ყველაფერი უნდა გეთქვა.
აღარაფერი მითქვამს,რადგან ყველმხრივ ის მართალი იყო.. რა თქმა უდნა არ მესიამოვნა რომ არ მენდო და ჩემი სიტყვები გადაამოწმა,მაგრამ ეს მისი „საქმიდან“ გამომდინარე მიღებული ინსტიქტია..
ისეთი დაღლილი ვიყავი რომ საღამოს ცხრა საათზე უკვე მეძინებოდა,მაგრამ რა გასაკვირია მე ხომ დილით ექვს საათზე გავიღვიძე?..
დილით ისევ მამლის ყივილმა გამაღვიძა და ისევ დილის ექვსზე.. უკვე მესაზიზღრებოდა აქ ყოფნა.. ვეღარ დავიძინე,ამიტომ დიტოც გავაღვიძე,რომელსაც სულაც არ უშლიდა ძილში ხელს არც მამლის ყივილი და არც ჩემი ყვირილი..
ბოლოს შევეცოდე და ადგა,ყავა მოვუმზადე რომ დღეს მაინც მიმეღო ის რაც მინდოდა.. ვხვდებოდი დიტო განგებ ისულელებდა თავს.. თითქოს ვერ ხვდებოდა,როგორ მინდოდა სახლიდან გასვლა.
-დღეს მაინც წავიდეთ სადმე..
-კი საყვარელო ახლავე გადაგყვები ქალბატონ.. უმ სახელი დამავიწყდა,მაგრამ ძროხები მოწველე.
-რატომ ხარ ასე ჩაციკლული ამ ძროხებზე?-ვიყვირე მე..
-აი ერთხელ მაინც თუ გააკეტებ რასაც გეტყვი,გპირდები აღარასოდეს გაიძულებ.-ცოტა ჩავფიქრდი.
-მპირდები?
-რა თქმა უნდა ტკბილო გპირდები.-თვალი ჩამიკრა და კიდევ ერთი ყლუპი ყავა მოსვა..
დიდი ვაივაგლახით ავდექი და დიტოს გავყევი მექობელთან ძროხების მოსავლელად.. გული მერეოდა მათ სუნზე,მაგრამ რას იზამთ.. პირობა პირობაა.
ქალმა შემათვალიერა და ალმაცერად გახედა ჩემ ქამრს..
-ასე ჩაცმული რომ შევუშვა ძროხას დამიფრთხობს ქუსლების კაკუნით.-უთხრა დიტოს,მან კი სიცილი ძლივს შეიკავა..
-თქვენს ხელშია ქალბატონო,როგორც საჭიროდ ჩათვლით ისე ჩააცვით.
-„კაი კაი“ წამოდი ჩაგაცვა რამე ნორმალური...-მითხრა და ხელი ჩამავლო ქალმა.. ოროსანი ბავშვივით მიმათრევდა „ნორმალური“ ტანსაცმლის შესარჩევად.. თითქოს გუჩის შარვალზე და არმანის ზედაზე ნორმალურს მოძებნიდა რაიმე თავის ძონძებში ან კიდევ ფეხზე ლუი ვიტონის შუზები მეცვა მან კი ბოტები გამომიწოდა.
რაღაც უხამური გრძელი კაბა და გაწელილი სვიტერი მომაწოდა.. ფეხზე ბოტები მამშვენებდა.. თავზე კი თავშალი თავისივე ხელით წამიკრა..
დიტომ რომ დამინახა სიცილი ვეღარ შეიკავა..
-მოდი სელფი გადავიღოთ ტკბილო.
-არა!
-პირობა დაგავიწყდა?-შემახსენა კვლავ.. მორჩილად ამოვუდექი გვერდით და სახეზე დაკერებული ღიმილით სელფი გადავიღეთ.-ახლა შეგიძლია საქმეს მიხედო .-მაკოცა შუბლზე და აივანზე ფანჯრის რაფას მიეყრდნო.
საზიზღარ ადგილზე შევედით რომელსაც ძროხების სადგომად იყენებდნენ.. ძალიან დაბალჭერიანი და ამაზრზენი არომატებით იყო გაჯერებული... მოკლედ ამის აღწერას დიდად ვერ შევძლებ რადგან უეტესი დრო თვალდახუჭული ვიდექი..
მოხუცმა მაიძულა ცურის გამოქაჩვა,რომ რძე წამოსულიყო.. ძალიან ცუდად გავხდი და გარეთ გავვარდი..
-კარგად ხარ?-მომვარდა დიტო.-ფერი სულ დაკარგე..
-მანიაკი ხარ დიტო.-სახეზე ხელები ავიფარე.. სუნთქვა მიჭირდა ისეთი მძაფრი სუნი იდგა..-აქედან გამიყვანე.
-კარგი წამოდი.. დანარჩენს სხვა დროს მიხედავ
-არაფერსაც არ მივხედავ ძალიან ცუდად ვარ..
-კარგი წავიდეთ სახლში..
მთელი დღე ვიწექი.. მართლა ვერ ვგრძნობდი თავს კარგად.. ძროხების გამო ასე ცუდად არ შეიძლება ადამიანი გახდეს,შესაძლოა საჭმელმა მაწყინა. მთელი დღე დიტო დამფოფინებდა თავზე,აღარ იცოდა როგორ ესიამოვნებია ჩემთვის.. ქალაქში გავიდა ნაყინები და ნუგბარი მომიტანა.
მართალია აქაურობას ვერვიტანდი,მაგრამ რაღაცნაირად უფრო დავახლოვდით მე და დიტო..
-იცი?.. მე შენი სურნელი ძალიან მიყვარ.-მითხრა და ძალიან მაგრად მომეხვია,შემდეგ თავი უკან გადასწია და ცხვირი აპრიხა.-მაგრამ ახლა ისევ „ბოსლის“ სუნი გაქვს.. თუ ცოტა მაინც შეგიძლია წადი გადაივლე.
-ისევ? უკვე მეხუთეთ უნდა ვიბანაო..-ავბუზღუნდი და სააბაზანოსაკენ წავედი.
-ხვალ ჩემები გველოდებიან ონში.
-ბებია და ბაბუა?-ვიცოდი მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ რაჭაში..
-ჰო,კიდევ მშობლები და რამოდენიმე ახლობელი.. როგორც აქეთ იციან „გადაგვიპატიჟეს“..
არასასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა,რადგან მის მშობლებს გულზე არასოდეს ვეხატებოდი,მეტიც .. სანამ პატარები ვიყავით მარიამს ჩემთან ურთიერთობას უშლიდნენ რადგან ჩემი მშობლები გაცილებულები იყვნენ ეგონათ ცუდ ზეგავლენას მოვახდენდი მათ შვილზე.. შემდეგ დიტოსთან დავახლოვდი,ამაზე კიდევ უამრავი „ფრონტი“ გამოვიარეთ, ქორწილი ჩავშალე და ეს იყო საბოლოო წერტილი მათთვის,მაგრამ მათ ცხოვრებაში კვლავ გამოვჩნდი და ეს აგიჟებდათ..
დილით მამლის ყივილმაც კი ვერ გამაღვიძა ისეთი მოთიშული ვიყავი.. სამაგიეროდ რატი დამადგა ყვავივით თავზე..
-ადექი,მოემზადე უკვე გველოდებიან..
-რომელი საათია?-ძლივს ამოვილუღლუღე
-თორმეტი საათი სრულდება.-მაშინვე წამოვვარდი ელდანაცემივით.. რომ დამეგვიანებია მათთან ალბათ კარებშიც აღარ შემიშვებდნენ.
როგორც შევმეძლო დახვეწილად ჩავიცვი,მაგრამ შემდეგ გამახსენდა რომ ეს უბრალოდ სოფელი იყო,თუმცა დიტომ გამოცვლის საშუალება არ მომცა.
-ულამაზესი ხარ.
-მაგრამ მგონი ცოტა ზედმეტია არა?
-არა რატომ?
-იმიტომ რომ ეს სოფელია,მე კი ზედმეტად ოფიციალურად ვარ ჩაცმული.
-სოფელს ნუ აკნინებ ჩემო ლამაზო და არ გამოიცვალო ძალიან ლამაზი ხარ.
მის სახლს რომ მივუახლოვდით მღელვარება მომემატა.. როგორც დამფრთხალ ჩიტს უფრიალებს გული,მეც სწორედ ასე ვიყავი.. ჯელტმენმა მეუღლემ კარები გამიღო და ხელი გამომიწოდა,რათა გადავსულიყავი.. აივანს შევავლე თვალი,ყველა იქ იდგნენ და გვიყურებდნენ.დიტოს ხელი გავუწოდე და მანქანიდან თავდაჯერებული გადავედი. კიბეზე რომ ავდიოდი დედამთილის სახეს შევავლე თვალი,რომელიც მკვლელის თვალებით მიყურებდა.. სახეზე იმხელა ზიზღი აღებეჭდებოდა,რომ შეუძლებელი იყო ვინმეს არ შეემჩნია.
-დიტო ხომ არ გავბრუნდეთ? აი რომ გავიქცეთ მოვასწრებთ მანქანაში ჩაჯდომას.-გადავჩურჩულე დიტოს,მას კი გაეღიმა.
-რატომ?
-შეხედე დედაშენს,მზად არის აქვე გამომღრას კისერი.-დიტომ დედამისისკენ გააპარა თვალი და ისევ გადმომიჩურჩულა.
-უკვე გვიანია,შეგიძლია ბოლო ლოცვა წაიკითხო.-ისევ გაეღიმა და დამხვედრ საზოგადოებას მიესალმა.-გამარჯობა.


პ.ს როგორია?



მომეწონა,ველოდები ახალ თავს.ხო ჩვენი გოგოს ჯანმრთელობას რაღაც საინტერესოსკენ მივყავართ... )))

 


№2 სტუმარი ani

Auuu ra kargi gogo xarrrr ar vici ra ubralod ert adgilas ditos magivrad rati giweria vaime rogorc iqna shecdoma gipove ise kargad wer shecdomebs me tviton vedzeb magaria ra vtqva yoveldge deb da eg kargia

 


№3  offline მოდერი The Dreamer

ani
Auuu ra kargi gogo xarrrr ar vici ra ubralod ert adgilas ditos magivrad rati giweria vaime rogorc iqna shecdoma gipove ise kargad wer shecdomebs me tviton vedzeb magaria ra vtqva yoveldge deb da eg kargia

რამოდენიმე ადგილზე შეცდომით მეწერა,მეგონა ყველა გავასწორე laughing
კი აუცილებლად ყოველ დღე დავდებ,მაგრამ პრაქტიკების გამო ცოტა მიჭირს ხოლმე,ამიტომ გამოვტოვე ერთი ორი დღე.. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent