შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისინი (ისტორია VIII სრულად)


1-03-2018, 18:08
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 18 796

ზაფხულის მწველ მზეს გაურბოდა და თავი აუზს შეაფარა. ბიჭები უკვე იქ ელოდნენ გასახდელთან მივიდა ,ისე ცხელოდა მზე თვალს ჭრიდა სათვალე შეზლონგზ დარჩა და პირდაპირ გააღო კარი . ჩანთა დადო გრძელ სკამზე და გახდა დაიწყო . უცებ გოგონების ხმა გაიგო მეორე ნაწილიდან და მიხვდა რომ ოთახები აერია. სწრაფად ჩატენა ყველაფერი ჩანთაში და კარადებს უკან მიიმალა .
-როგორ დავიღალე მოკლედ ეს კაცი ზაფხულშიც არ გვასვენებს
-პროფესიონალი მოცურავე გინდა გახდე და თან დასვენებაც მოგინდა ქალბატონო?
-შენ რა გენაღვლება მხოლოდ იმიტომ მოდიხარ რომ ჩემი მწვრთნელი მოგწონს
-იტყუება თუ მართლა გია მოგწონს გოგო
-რა იყო მშვენიერი ტიპია
-კი მშვენიერია უბრალოდ ერთ ორ წელში როგორც კაცი მოკვდება
-რა გიჟი ხარ. უნივერსიტეტში რომ წახვალ იმედია დამწყნარდები
-რა დაამშვიდებს ამას ... აუუ ისე ცუდია სხვადასხვა უნიში რომ ვართ . ისე ხშირად ვეღარ გნახავთ
-პატარა მოცურავე დამშვიდდი ,შენც დამშვიდდი ჩემო უგემოვნო მეგობარო ოდესმე ვინმე დამამშვიდებს
-მანდ რომ გაწექი გამოცვლას არ აპირებ?
-არაა ...თქვენ გამოიცვალეთ და წადით მე მეორე მხარეს გადავალ და ჩვეულებრივ მოკვდავებთან ერთად გავირუჯები. ჩემი მომავალი კურსელები მოვლენ და გავიცნობ უკეთ
-ოჰ ქალბატონო დაუკავშირდი უკვე?
-ვიცნობდი აქამდეც უბრალოდ ახლა დაახლოება მინდა ხომ იცი ისე არ შემიძლია.
-შენ უნივერსიტეტში ისეთი ბიჭები სწავლობენ მშურს
-მაინც ვინ ...
-ვინ არ სწავლობს ეგ თქვი... მთელი თბილისის სექსუალური ბიჭები შენთან არიან.
-ნეტა ყველა ბიჭზე არ გიჟდებოდე შენ. ოლიმპიური ჩემპიონი მაგაში ნამდვილად ხარ!
-ტყულად ველაპარაკებით ისედაც კარგად იცის ვინ სწავლობს იქ
-სალომე ანდრონიკაშვილი ვისზე ვერ მოიპოვებს ინფორმაციას,მაგრამ მაინც უნდა გითხრა რომ მათე მარგიანი ისწავლის შენთან ერთად ,მაგის სასტავიც ხო მანდაა და ვაიმეეე მეც მინდააა ,მინდა მინდა მინდააააააააა
ამას ერთ-ერთის კისკისი მოჰყვა ეს აშკარად სალომე იყო. ბიჭმა კი თავისი სახელი რომ გაიგო ყურები ცქვიტა. გაეღიმა კიდეც და სალომეს პასუხს დაელოდა
-მათე გინდა ?
-უიმე ისე შეიცხადა ვითომ ცუდი ბიჭია
-არ ვიცნობ არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი
-ღმერთო მათე მარგიანს გაცნობა რათ უნდა ერთი დანახვა და უკვე გაგიჟებს
-მე ეგრე ვერავინ მაგიჟებს თან ახლა ვერ ვიხსენებ ზუსტად რომელია,იმდენი არიან მერევა უკვე
-რა გერევა გოგო ნუ შემშლი !
-დამშვიდდი დაწყნარდი ჩაიცვი ბოლოს და ბოლოს თორემ რომ გიყურებ ლეზბიანკა ვხდები
-ტუტუცო ქალო!
-მე არ მოვწონვარ და ვიღაც ხისთავიან სხვანზე გიჟდება ღმერთო სადააქ ამ ორს გემოვნება ! როგორ შეიძლება ასე?
-წუნია ალქაჯო! ბოლოს შინაბერა დარჩები და
-და რა ...
-მორჩა ვწყვეტ საუბარს, წავედით ჩვენ . სანამ წავალთ ხომ მოხვალ ჩვენთან სალიკოო?
-ოფ ქორს ბეიბე
-დიდხანს არ დარჩე მანდ ვინმე არ შემოგეჭრას ...
გოგონები გავიდნენ,კარის მიხურვის ხმა გაიგო და შემდეგ ტელეფონის ხმა ესმოდა, ვიღაცას წერდა სალომე. ბოლოს დაურეკეს
-გისმენ ჩემო ღვთაებავ... ისევ აუზზე ვარ . რა მაცვია და შუბა რა თქმა უნდა .შენი ბეწვის შუბა .არა დე რას ამბობ როგორ გავშიშვლდები,არც ბიჭებს დავუხეთქავ გულებს რეალურად ერექცია გულს არ უნდა ემუქრებოდეს .რატომ ყვირი დიკო ამხელა ხმაზე გასკდა ტელეფონი დედა. თუ არ შეიძლება ჩემთან ნორმალურად საუბარი რაღატომ მელაპარაკები ამდენს? შვილი შენია და ჰკითხე სად დადის მე ხომ გეუბნები სიმართლეს ახლა გასახდელში ვარ ვისვენებ არ მინდა მარტო გარეთ ყოფნა მოვლენ კურსელები და მერე გავალ . ვინ უნდა შემომივარდეს დედა გოგონების გასახდელში ნუ გამაგიჟე .... დედა დამღალე უკვე . რა მნიშვნელობა აქვს რომელი კუპალნიკი მაცვია ... კარგი ლურჯი მაცვია ახლა დამშვიდდი? ყველა ლურჯი როგორაა როგორ აღვწერო საჯდომს რანაირად დავფარავ დედა ! ღმერთო ჩემო ჩამოვითალო თუ რა გავაკეთო დედა მაგიჟებ უკვე წავედი მომწერეს და უნდა გავიდე ...გკოცნი! სახლში რომ მივალ დაგირეკავ სახლს არ გადავწვავ ნუ გეშინია გარეთ ვისაუზმებ და სავახშმოდაც სადმე წავალ.არა იმ ბიჭთან არ ვივახშმებ ნუ გეშინია არ მითქვამს რომ მარტო ვარ აღარ ველაპარაკები დედა ! კარგია რომ დამშვიდდი ახლა გავთიშავ ხო? მერე ვეღარ დაგელაპარაკები და ნუ გაგიჟდბეი თუ არ გიპასუხებ . კარგი გიპასუხებ ოღონდ რამდენიმე სიტყვას გეტყვი. გკოცნი ,მიყვარხარ!
შემდეგ ერთ-ერთი კარადა გააღო და გასასვლელისკენ წავიდა. მათე უყურებდა და იცინოდა. მაშინვე უკან გაჰყვა და გამოსვლისას გოგონები შეეჩეხა.
-მათე?
-გოგონებო როგორ ხართ? მეც კარგად წავედი
-იქ რა უნდოდა? იმ გოგოსთან ერთად იყო?-გაიგო როგორ დაიწყეს ჭორაობა და ბიჭების გასახდელს მიაშურა. სწრაფად დატოვა ნივთები და აუზისკენ წავიდა.
-სად ხარ ამდენ ხანს შე ჩემა ვინმე ნაცნობი შეგხვდა გასახდელში? -მაშინვე აჭიკჭიკდა ირაკლი
-მადროვეთ გავგრილდე ! რას წამოგორდი აქ წყალში არ ჩამოდიხართ?
-აქედან უკეთესი ხედი იშლება... ჩადი შენ და ჩამოვალთ მერე ჩვენც
-რადგან ნებას მრთავ - პირსახოცი სათვალე და მობილური შეზლონგზე დააწყო და აუზში გადახტა. ერთი ბოლოდან მეორემდე გაცურა ირგვლივ ყველას აკვირდებოდა და ბოლოს როგორ იქნა შენიშნა ლურჯ ბიკინიანი გოგონა. ისევ ზურგიდან უყურებდა ვერა და ვერ დაინახა მისი სახე. შემდეგ წყლიდან ამოვიდა და ირაკლის გვერდით დაწვა
-არ უნდა დავრჩენილიყავით თბილისში დავიწვით ტო ... სადმე წავიდეთ ხვალვე .
-აღარ შემიძლია გადაჭედილ სახლში ყოფნა ... ვერც ვერთობი ნორმალურად
-ოჰ მოუნდა ბიჭს ქალების აყრა და გულავი ... ისე ვერ ერთობი ბატონო მათე?
-ისე მეუბნებით ვითომ თქვენ იყოთ სხვანაირ მდგომარეობაში.მალე იწყება სწავლა და რა დროს წასვლაა
-იქ კი არ დავრჩები სულ შე ჩემა ! შენც ახლა სისტემატიურად არ იარო უნივერსიტეტში
-ახალი რამეა და ხო უნდა გავერკვე სიტუაციაში ლექტორები, ცხრილი,საგნები სტუდენტები
-რა თქმა უნდა შენ თუ არ გაიჩითე სასტავში ისე როგორ . დაატყვევებს ყველას ,ნაცნობსა და უცნობს მწვანეთვალება რაინდი
-შენ ის თქვი ვინმემ თუ შეაბა და გააგიჟა კესარია
-პირი შეკარით ჩემ წინააღმდეგ შოკოლადებო?
-იცის როგორ უნდა მომშხამოს და იყენებს... რაღაც მაინც ვერ ხარ კარგად და ვინმემ ხო არ იძალადა შენზე გახდისას ბასასო?
-რა ბასასო ავადმყოფო
-ძალადობას არ უარყოფს ვინ იყო? ის ნაშა ბოლოს რო გაიჩითა შენთან? აქ დავინახე ეგ იყო ხო უეჭველი ...რა იყო ბიჭო ასე გამოგაცალა ძალა? ამ პატარა კაცს 19 ხარ ჯერ ასე უცებ დაგქანცა?
-მასხარა ხარ რა ,მასხარა ყიფიანო ! შენ რაღა გაცინებს დიმიტრი
მთელი ორი საათი ჯუჯღუნებდა , სულ გადაავიწყდა გოგონა. შემდეგ რომ მიმოიხედა ვეღარ შეამჩნია და სახლისკენ გასწია. ისე დაიწყო უნივერსიტეტში სასწავლო წელი არც კი გახსენებია გასახდელის ინციდენტი. ლიზიკოსთან და ელენასთან ერთად წავიდა შემდეგ მისალმებას მოუსმინა ,ღონისძიებას დაესწრო ნაცნობებს შეხვდა და კურსელების ნაწილი გაიცნო . ძირითადად ბიჭები ,შემდეგ გაცნობის საღამო დაგეგმეს და რესტორანში საქეიფოდ დრო დათქვეს. საღამოც კურსელების გარემოცვაში გაატარა, გაერთო გოგონებიც გაიცნო და გვიან ღამით დაბრუნდა სახლში. მეორე დღეს კი უკვე ლექციები ჩაუტარდა,ლექტორები ეცნობოდნენ ეს პროცესი დამღლელი გამოდგა.
კაფეში შევიდა შესვენებაზე. მობილურზე საუბრობდა და წინ არც იყურებოდა უცებ ვიღაც რომ დაეჯახა . ერთბაშად იგრძნო პერანგზე რაღაც მასის გადასხმა და წაბარბაცებულ გოგონას ხელი შეაშველა .როგორც კი მყარად დადგა მაშინვე გაუშვა ხელი და გაბრაზებულმა დახედა პერანგს რომელზეც მარწყვის იოგურტი იყო დაღვრილი
-რა ჯნდაბაა ! მზერა დაქვეითებული გაქვს გოგონა? მოძრაობის დროს რომ მიირთმევთ წინაც უნდა იყუროთ საბავშვო ბაღი ხომ არაა - გაბრაზებული ხმამაღლა ესაუბრებოდა თვალენგაფართოებულ გოგოს რომელიც რაღაცის თქმას აპირებდა თავიდა ,შემდეგ კი წარბები შეკრა და ჩანთიდან ამოღებული სალფეტკის შეკვრა ესროლა
-ძალიან კარგი მხედველობა მაქვს და კარგი იქნებოდა ისევ ბაღში რომ იყოთ იქნებ ზრდილობა და ქალთან საუბარი ესწავლებინა ვინმეს ! სანამ გაიწმენდთ ბარემ ესეც მოიშორეთ- თითებში მოქცეული ბოთლი მისი მიმართულებით ისროლა და ამჯერად სახეში შეასხა დარჩენილი მასა. გაოცებულ საზოგადოებას გადახედა ,თვალებდაჭყეტილები რომ უყურებდნენ,ზოგი ვიდეოსაც კი იღებდა . მშვიდად განაგრძო გზა გასასვლელისკენ და დერეფანში მდგომ კურსელებს შეუერთდდა
-რა გააკეთე ...
-დაინახეთ? მაშინ რაღას მეკიტხებით
-იცი ვინაა?
-ვიცი!
-მერე მათე მარგიანის გაგიჟება რომ თვითმკვლელობის ტოლფასია არ იცი?
-ჩემი გაბრაზება ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევაა ეს იცოდით? ახლა კი წავიდეთ იოგურტი განადგურდა და შოკოლადს მაინც შევჭამ - ჩანთა გახსნა და სოკოლადი ამოიღო. ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული ვიღაცამ რომ ჩაავლო და გაურკვეველი მიმართლებით წაათრია. კადრებივით უყურებდა დერეფანში მოსიარულე ხალხს, ხელ ფეხს იქნევდა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა . ბოლოს სადღაც შეაგდეს კარი ხმაურით მიიხურა და ერთიანი დამუხრუჭებისგან არეული კადრები რომ დალაგდნენ მიხვდა რომ საპირფარეშოში იყო თან ბიჭების. ზურგით მდგომ ორ სილუეტს რომ შეხედა უცებ დახუჭა თვალები
-რა ჯანდაბააა შეიშალეთ?-გააფთრებულმა დაიყვირა და საჯდომით ნჟარას მიეჯახა - რას აკეთებთ
-თვალებს თუ არ გაახელ ჩემ პერანგს ვერ უშველი
-რაა? შენ პერანგს უნდა ვუშველო? ღმერთო ჩემო არც კი გრცხვენია? ახლავე გამეცალე უნდა გავიდე აქედან -თვალები გაახილა და უკვე ნიჟარას მიახლოებულ ბიჭებს გადახედა-რატომ მომშტერებიხართ თქვენი აზრით ჩემი ნებით ვარ აქ? დროზე დაიბანეთ და გადით აქედან
-ნამდვილი სწერვაა ძმაო ამას როგორ უძლებ !- ერთერთმა თქვა და სემდგე ორივემ ოთახი დატოვა. სამაგიეროდ მათეს აალებულ თვალებს წააწყდა
-პატარა ბიჭის გამოხტომები გაქვს იცი? სათამაშოს რომ გაუფუჭებენ და დედიკოს წინ ფეხების ბაკუნის თანხლებით ღვრის ცრემლებს და ყვირის ! მე კი დედაშენი ნამდვილად არ ვარ ასე რომ შენი ისტერიკა არ მადარდებს! - ნიჟარას მოშორდა და კარისკენ წავიდა. ისევ ჩაავლო მკლავში და უკან დააბრუნა
-შენს ადგილას დავფიქრდებოდი რა სჯობს შენთვის! ან ახლა გამოასწორებ გაფუჭებულ საქმეს რომ მე ლექციებზე მშვიდად დავჯდე ან იმდენ ხანს დამემორჩილები რამდენ ხანსაც მომინდება ! დამიჯერე არ ვხუმრობ
-რა ფანტაზია გაქვს ღმერთო... ასე უცებ იწყებ ხოლმე ოცნებას? რას აკეთებ- მათემ გახდა რომ დაიწყო უცებ გაჩუმდა
-პერანგს გაწოდებ რომ გაწმინდო და შემდეგ გააშრო - ღილები უკვე გახსნილი ჰქონდა მობილურის ხმა რომ გაიგო უპასუხა და შემდეგ შეიკურთხა. -კარგი ,ამჯერად გადამირჩი,მაგრამ იცოდე ამ საქმის გამოსწორება მაინც მოგიწევს. - არც დალოდებია პასუხს ასე დატოვა სალომე და გაიქცა. მისი სახელიც არ იცოდა გაბრაზებულ გულზე მოქმედებდა.
მეორე დღეს რომ მივიდა აუდიტორიაში იჯდა სალომე რომ შევიდა. ამჯერად კარგად შეამჩნია და ახსოვდა კიდეც მისი სახე.
-ეს გოგო ვინ არის?
-ჩვენი კურსელია მესამე ჯგუფშია ...სალომე ანდრონიკაშვილი .მაგარი გოგოა არა? შენ უნდა მოუსმინო ნამდვილი აფთარია
-კარგად იცის როგორიცაა ისაა მათე რომ იოგურტში აბანავა -მეორე მხარეს მჯდომმა ბიჭმა სიცილით თქვა და გოგონას გახედა-ნამდვილი ცეცხლია
-სალომე ...სალომე ანდრონიკაშვილი - სახელი და გვარი გონებაში ამოუტივტივდა,შემდეგ გასახდელის ინციდენტი გაახსენდა და გაეცინა . გოგონას არც შეუმჩნევია წინ იჯდა და ლექტორს უსმენდა. შემდეგ გოგონებთან ერთად გავიდა აუდიტორიიდან და მეორე ოთახისკენ აიღო გეზი. მათე კი თვითმართველობაში ნაცნობს შეხვდა სალომეს მისამართი გამოსტყუა და კმაყოფილი გაუყვა დერეფანს . ამჯერად ისე შევიდა ლექციაზე ანდრონიკაშვილმაც შენიშნა და გაკვირვებულმა გააყოლა თვალი . მის გვერდით დაჯდა და გაუღიმა-როგორ გიკითხოთ სალომე?
-შენ აქ რა გინდა
-კურსელებსაც კი არ იცნობ არ გრცხვენია?
-სირცხვილით ვიწვი გაიწიე ალი არ მოგედოს ან კვამლმა თვალები არ აგიწვას
-პატარა ცინიკოსო!
ლექტორი შევიდა და საუბრის გაგრზელება ვეღარ შეძლო.სამაგიეროდ მისი ჯიბიდან მობილური ამოიღო და ნომერიც გაიგო. შემდეგ ჩანთაში ჩააგდო. ისე გაეცალა ლექციის შემდეგ თითქოს არც უსაუბრიათ.
საღამოს კი ამანათი მიიღო ანდრონიკაშვილმა. პაკეტი გახსნა და შიგნით დაკეცილი პერანგი რომ დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა. ქარალდის ნაგლეჯზე წარწერაც იყო „ იმედია ხვდები რაც უნდა გააკეთო“
-ვხვდები როგორ ! საზიზღარი ბიჭი - სააბაზანოში შევიდა პერანგი გარეცხა ლაქები მოაშორა შემდეგ გააშრო და მაკრატელი აიღო - იმედია მოგეწონება- ბოლოები წვრილწვრილად დაჭრა .მკლავებს სხვადასხვა ფორმის ბოლოები გაუკეთა და ბოლოს მარკერით დააწერა უკანა მხარეს“ I’M stupid ” -შესანიშნავი ნახელავია სალომე.ახლა დროა გადაცემა იყოს ორიგინალური.
მომდევნო დღეს გვიან შევიდა ლექციაზე როცა ყველანი იქ იყვნენ და პირდაპირ მათესთან მივიდა
-მაპატიეთ პატივცემულო დაგვიანებისთვის .ბატონი მარგიანისთვის ამანათი გამომატანეს სპეციალური შეკვეთით დამზადებული პერანგი დასრულდაო გადმოგცეს. ზუსტად ისეთია როგორცი გინდოდა- პერანგი გაშალა ყველას დასანახად და სანამ გონს მოვიდოდა მათე მანამ მოახურა მხრებზე. შემდეგ მშვიდად წავიდა უკანა მერხისკენ და ახარხარებულ სტუდენტებს გაუღიმა. ლექტორმა საყვედური უთხრა დაგვიანებისა და დროის ფუჭად დახარჯვისთვის.დანარჩენები დაამშვიდა და ლექცია განაგრძო. მარგიანი კი მუჭში მოქცეულ პერანგს დაჰყურებდა და ყურებიდან ბოლს უშვებდა.
სალომე მორიგ თავდასხმას ელოდა ,მაგრამ არაფერი მომხდარა მთელი დღის განმავლობაში სადღაც დაიკარგა მათე. სახლშიც არაფერი გამოუგზავნიათ. მომდევნო რამდენიმე დღეც მშვიდად გავიდა მეცადინეობის გამო თავს არ იკლავდა ძირითადად მეგობრებთან ერტად ერთობოდა. დედას აგიჟებდა, მაშოსთან ერთად სეირნობდა და დათის საბოლოოდ დაბრუნებას ელოდა . სახლში ბრუნდებოდა ვიღაცამ ფურცლები რომ მიაწოდა და გაიქცა. ზედ განცხადება იყო დაწერილი სალომეს სახელით სადც წერდა რომ ეძებდა ბიჭს სხვადასხვა მახასიატებლით სურვლილების დასაკმაყოფილებლად. კივილი რომ დაიწყო და ხელში დაჭმუჭნა ყველა მტგანი სწორედ იმ დროს დაურეკეს უცხო ნომრიდან
-გისმენთ...
-უნივერსიტეტის ეზოში გელოდები ნახევარ საათში თუ არ გინდა რომ ეგ განცხადება ხვალ მთელმა თბილისმა ნახოს
-მოგკლავ...შენ ვერც კი წარმოიდგენ რას გიზამ ...მათე იცოდე..გათიშა? გათიშა ამ ავადმყოფმა ..როგორ მოიფიქრა ეს სისულელე რა სიტყვებს წერს ღმერთო ეს რომ ვინმემ ნახოს ეს ფოტო საიდან აქვს ..ჯანდაბა! სულ შარში როგორ ეხვევი სალომე !
ტაქსი გააჩერა და უნივერსიტეტისკენ გასწოა. წინა ეზოში არავინ იყო მობილურს დახედა და თავად დაურეკა
-როგორი სულსწრაფი ხარ ... ასე უცებ მოხვედი?
-სად ხარ!
-უკან ...
სწრაფად წავიდა და გრძელ სკამზე მჯდომი რომ დაინახა გააფთრებული დაესხა თავს. ის კი მშვიდად იჯდა წვენის სეკვრით და წრუპავდა ნელ- ნელა სასმელს
-ავადმყოფო! როგორ მოგაფიქრდა ასეთი სისულელე
-მე ხომ იდიოტი ვარ..ყველაფერია მოსალოდნელი ჩემგან ! არ გინდა -იოგურტის ბოთლი მოაწოდა და ქვემოდან ახედა
-როგორ არა..სწორედ ეს მჭირდება ახლა- სწრაფად მოხსნა თავი და სანამ გადაავლებდა ისევ იგივე გამომეტყველებით მჯდომს დახედა
-მაგას თუ გააკეთებ სოციალურ ქსელში გავრცელდება შენი მოთხოვნა ...ვფიქრობ ბევრი დაინტერესდდება.
-ვინ დაიჯერებს რომ ნამდვილად მე დავწერე
-სიგიჟე არ ჩაგიდენია ჯერ თუ მსგავს სიტყვებს არ იყენებ... ყველამ იცის როგორი გიჟიც ხარ სალომე!
-რა გინდა ჩემგან
-არაფერი ...ღმერთია მოწამე არაფერი მინდოდა. თავიდანვე გამაბრაზე ,გამომიწვიე შემდეგ პერანგის ამბავიც გამოიყენე და არ გაითვალისწინე ჩემი გაფრთხილება.ახლა რამე საინტერესო უნდა შემომთავაზო რომ დავივიწყო ყველაფერი
-საინტერესო..რამე საინტერესო . რომ მოგკლა
-საშინლად ხარ გაბრაზებული თავს ვერარ აკონტროლებ.სიბრაზე ასუსტებს ადამიანს იცი?
-კარგი... მოდი ასე მოვიქცეთ ვინაიდან შენი გადამტერება არ მაწყობს ჩემ მშვიდ ცხოვრებას საფრთხეს უქმნის გიჟი ადამიანები ,შენი მოშორებაც არ გამომივა პოპულარულო ლამაზმანო. შენც მეეჭვება რამე განზრახვა გქონდეს ჩემთან დაკავშირებით,ვაღიარებ გაგაბრაზე,მაგრამ შენ დაიწყე . რომ არ გაგელანძღე მაშინ ბოდიშის მოხდას ვაპირებდი სხვათაშორის .
-თავბრუსმახვევ იმდენს ლაპარაკობ და ისე იქნევ ხელებს - უცებ დაუჭირა ხელები და თავისკენ მიიზიდა- გისმენ ,შეგიძლია განაგრძო- თითები მის თიტებში ახლართა და დააკვირდა.სალომე ფეხებს შორის ჰყავდა მოქცეული,მაგრამ არ ეხებოდა ქვემოდან ახედა გოგოს და წარბები მაღლა აზიდა- რა ხდება ენა გადაყლაპე?
-მე ... მე ზავს გთავაზობ! უბრალოდ ნორმალურ კურსელებად ვიქცეთ
-იქნებ და ეს მახეა... რატომ უნდა ვიყო დარწმუნებული რომ უბრალოდ ჩემი გეგმის ჩაშლა არ გსურს რაღა ზურგიდან ჩამარტყა დანა - ხელები ამოუტრიალა და ხელისგულებზე აკოცა -ჩუმი როგორი სხვანაირი ხარ ! სულ არ გიხდება ასეთი ქცევა და ჩემთან შეჯიბრი -ისევ ქვემოდან უყურებდა .ხელს არ უშვებდა ისე წამოდგა და უკვე ზემოდან დახედა გოგონას. სალომე თვალებს დაბნეული ახამხამებდა, ენაჩავარდნილი იდგა და ვერ ხვდებოდა რას უკეტებდა ეს ბიჭი ასეთს . ერთი ხელი გაუთავისუფლა და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია
-შენ ახლაც თამაშობ და მე როგორ ვარ დაზღვეული რომ რამე უარესს არ მოიფიქრებ
-ვგავარ იმ კაცს რომელიც ზურგს უკან მოქმედებს? თან ქალის წინააღმდეგ?
-ნამდვილი ჯელტმენის ხასიათი არ გამოგივლენია ,აღიარე
-მაგრამ კარგად იცი როგორიც ვარ ... შენ ხომ ყველაფერი კარგად იცი ჩემ შესახებ.ახლა უბრალოდ ვერ ნებდები მე კი შენთან ომი არ მინდა
-დიდი გაიძვერა არსება ხარ მათე !
-ნუთუ ?
-ამ შაბათ-კვირას დაგეგმილ ექსკურსიაზე მივხვდებით ორივე ომის გაგრძელება გვინდა თუ ნორმალური კურსელები გავხდებით - ხელი ნელა გამოაცურა მისი ხელიდან და უკან გადადგა ნაბიჯი !
-მეგონა წამოსვლას ვერ ახერხებდი
-მოვახერხებ !
-კარგი ... შევთანხმდით
-მაშ დროებით !- უკან შებრუნდა და სწრაფად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, უკვე ედმეტად მოქმედებდა მათესთან სიახლოვე. ის ის იყო მშვიდად უნდა ამოესუნთქა მარგიანი რომ ამოუდგა გვერდით
-უკვე გვიანია ! კურსელს გზაში ვერ დავტოვებ ასეთ დროს...სახლში გაგიყვან
-არ შეწუხდე ტაქსით წავალ
-უკეთესი სიმღერების მოსმენაა შესაძლებელი ჩემი მანქანის სალონში... ტიპიურ ტაქსისტზე უკეთესადაც გამოვიყურები და არც მანქანის სალონშია სიგარეტის სურნელი გამჯდარი
-მაცდური წინადადებები გაქვს მათიკო
-ჯანდაბა ! ნუთუ ჩემთანაც იცინი
-შენთან რა შუაშია მე სულ ვიცინი როცა ვსაუბრობ
-როცა ბრაზობ ნამდვილად არ იცინი ! აქეთ გთხოვთ ...
-არ მითქვამს რომ მოგყვები
-არც უარი გითქვამს ასე რომ ... - მანქანის კარი გაუღო და სალომეც ჩაჯდა. სწრაფად დაიკავა მძღოლის ადგილი და მანქანა ეზოდან გაიყვანა- ხვალ ლექციებზე არ ვიქნები და მგონი პარასკევს მიდიან ხო ?
-არც კი ვიცი სად აპირებენ წასვლას. მაიას დავურეკავ დღეს და გავარკვევ...
-რეალურად მეც არ ვიცი ზუსტი მარშრუტი... ორგანიზატორი გელაა და გეგმას მაიკო ადგენდა. ჩემთვის სულერთია მთავარია გართობა შეიძლებოდეს. ეგ კი ყველგან შემიძლია თუ შესაფერისი ხალხია ირგვლივ
-ხშირად აცდენ ლექციებს...
-არც შენ ხარ წიგნის ჭია ...უბრალოდ მე და შენ სხვადასხვა დროს ვერთობით
-დილით როგორ ერთობი არ მეტყვი?
-ღამით გვიან ვიძინებ და დილით ძილი მჭირდება ასე რომ ...
-პოპულარული ბიჭები და მათი ღამის გართობა... მოსაწყენია უკვე. ყველა ერთნაირად ერთობით სასმელი,გოგონები , მოსაწევი ცეკვა და კლუბები. ერთი ჩამონათვალია არაფერი განსაკუთრებული ,ნუთუ არ გბეზრდება ან ღვიძლი არ გეცოდება !
-უკვე ღელავ კიდეც ჩემ ცხოვრებაზე ხედავ?
-მხოლოდ ის გაიგე რაც გსურს... როგორც გინდა. მადლობ მოყვანისთვის
-გმადლობ კეთილგონიერების გამოჩენისთვის ... სწორი გადაწყვეტილებაა ჩემთან ზავის დადება
-ვიმედოვნებ ასეა ! - მანქანიდან გადავიდა კარი მიხურა და სახლისკენ დაიძრა. მანქანა კი ადგილს მოსწყდა და მალე გაუჩინარდა .

ექსკურსია რეალურად ლაშქრობა აღმოჩნდა,ეს რომ გაიგო სალომემ მაშინვე გადაწყვიტა უკან დახევა შემდეგ დაფიქრდა რომ ეს მათესთან ურთიერთობაში არ წაადგებოდა და აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო.ვინ უშველიდა თუ არა მაშო ! მის ოთახში შევარდა და საწოლზე დაეცა
-რა ხდება სალო?
-უნდა მიშველო ჩემო გონიერო
-ვინმე დაჭერი?
-მე რომ გითხარი ერთი ბიჭია ჭკუიდან მსლისთქო
-რეალურად რომ მოგწონს და მაგიტომ
-ხო... არა კი არადა აუ მაშო! მოკლედ არ მინდა მასთან ჩხუბი რადგან გული მტკივა ყოველ ჯერზე მინდა რომ ვიმეგობროთ და მასაც ეს უნდა. ექსკურსიაზე წასვლა გადავწიყვიტეთ და იქ დაახლოება თურმე ლაშქრობა ყოფილა სადღაც მთაში და მე არ შემიძლია ...ვერ ვიტან ტყეში სიარულს.უბრალოდ ხომ იცი როგორი ვარ
-იმ ბიჭთან ყოფნა იმდენად არ გინდა რომ ორი დღე აიტანო ტყე?
-ძალიან მინდა ,მაგრამ ....ამას რომ ვამბობ არავის ეტყვი იცოდე! უბრალოდ ახლა რეალურად უნდა შევხედო ყველაფერს
-დროა ჩანთა შეკრა.მინიმალური ნივთებით და ყველა საჭირო რამ რაც გამოგადგება
-ვიცი რაღაც დამემართება და დავიღუპები! უთხარი რო ჩემი ცოდვა მის კისერზე იქნება,ხომ ეტყვი
-აუცილებლად !
ჩალაგებაც კი გაუჭირდა ვერ გაიგო რა უნდა წაეღო ,მარტო წამალი ჩადო იმდენი , ისეთი თბილი ტანსაცმელი და იმდენი ტკბილეული რომ ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც თავი გადაეჩინა.დილით ადრე წავიდა უნივერსიტეტში იქ იკრიბებოდნენ. მანქანა უკვე ადგილზე იყო და ბავშვებიც ნელ-ნელა მოდიოდნენ. ჩანთა საბარგულში ჩადეს შემდეგ ავტობუსში ავიდა ყველას მიესალმა და ცარიელ ადგილას დაჯდა ,ფანჯარასთან დაიკავა ადგილი და ერთი აბი „დრამინა“ გადაყლაპა. სახე დამანჭა წამლის გემო იმდენად არ მოეწონა და სწორედ ამ დროს დაინახა მათე .ყველას მიესალმა ერთი სპორტული ჩანთა სავარძლების თავზე შემოაგდო ყველას აუარა გვერდი და სალომესთან გაჩერდა
-გამარჯობა სალომე
-დილამშვიდობისა...
-ეს ადგილი დაკავებულია?
-არაა ,თუმცა უკვე დაჯექი - მარგიანი დაჯდა და გაკვირვებული ანდრონიკაშვილისკენ შებრუნდა
-გავიგე რომ ლაშქრობებს ვერ იტან ... მოხარული ვარ დათმობაზე რომ წახვედი
-საიდან გაიგე ეგ...
-ჩიტმა ამბავი მომიტანა
-ყველაზე სულელური პასუხია - გაეცინა და მობილურს დახედა.შემდეგ თვალები აატრიალა და დიანას უპასუხა-გისმენ დედა... უკვე ჩავჯექი. აი ამ წამს დაიძრა ავტობუსი,წამალი დავლიე .ფანჯარასტან ვზივარ, გამაყუჩებელიც მაქვს მწრებისგან დამცავიც . დედა ! საბურავთან არ ვზივარ ... კურსელი . არ იცნობ ...მათე ! სახელი რამეს გეუბნება? დედა აბა ვყვირო ? კარგი კარგიიი ხო ..არა ! რომ ჩავალ დაგირეკავ - უცებ გათიშა და ამოისუნთქა- მაპატიე უბრალოდ დედაჩემი ,როგორ ვთქვა ყველაზე მეტად მე მაკონტროლებს მის ხელშ მხოლოდ მე ვარ და ჯანდაბა დავიღალე უკვე -თვალები აატრიალა და თავი სავარძელს მიაყრდნო
-მესმის-თქო ვერ გეტყვი დედაჩემი საერთოდ არ გვაქცევს ყურადღებას არც ადრე იყო მშიშარა დედა. რეალურად ყველაფერი იცის ჩემზე და ამკრინეზე,მაგრამ თავისუფლებას გვაჩვევდა თავიდანვე . თვითონაც პატარა ბავშვივითაა და მამას აწამებს ,მაგრამ მე და ჩემი და თავისუფლად ვართ
-ბედნიერი ყოფილხარ! მამა რაც გარდაიცვალა მას მერე ჩვენზე გადმოერთო მე ძალიან პატარა ვიყავი მახსოვს ჩემ და -ძმას რეაქცია არ ჰქონდათ ისინი სხვანაირები არიან აი მე კი ვეღარ ვუძლებ. მეგონა დამცინებდი-უცებ დააყოლა და წარბები შეკრამგონი ძალიან ბევრს ვლაპარაკობ. არ მიყვარს მგზავრობის დროს ამდენი საუბარი უბრალოდ
-უბრალოდ ჩემი ცუდი ბიჭობა რომ ამოიგდო თავიდან გვეშელება შენც და მეც
-მე უბრალოდ...
-არაა ახსნა საჭირო ან სხვაგან იყოს როცა არავინ მოგვისმენს - თვალი ჩაუკრა და იმ ხალხზე ანიშნა ყურდაცქვეტილები რომ ისხდნენ და თვალებგაფართოებულები უყურებდნენ წყვილს
მგზავრობამ და წამლებმაც იმოქმედა ამიტომ მალე ჩაეძინა სალომეს. მათე სხვებს ესაუბრებოდა, ვიღაცეებს წერდა და მოკლედ გზაშიც არ დაუკარგავს დრო.
ჩასვლის შემდეგ კოტეჯებში დაბანაკდნენ რამდენიმე იყვნენ ერთ ოთახში . სალომე მეგობრებთან ერთად შევიდა ვისთან ერთადაც დიდ დროს ატარებდა . ჩანთა როგორც კი დადეს და კარი მიხურეს ,მაშინვე მზერა მიაპყრეს
-რატომ მიყურებთ?
-მათესთან ხარ? აბა ვჩხუბობთო და არც ველაპარაკები ნორმალურადო?
-კარგი რა რატომ გვიმალავდი არადა როგორ მომწონს ეგ ბიჭი ისეთი კარგია ...
-ვის არ მოსწონს...
-მაცლით სიტყვის თქმას? უბრალოდ ნორმალური ურთიერთობის აწყობას ვცდილობთ...სხვა არაფერი !
-დარწმუნებული ხარ? თუმცა მასთან ჩხუბი რატომ უნდა გინდოდეს ... მესმის შენი .
-აშკარად მოსწონხარ თორემ თავს არ შეიწუხებდა შენთან გართობა უნდა ალბათ, ლამაზ გოგონებზე ნადირობს ზოგადად. შენს ადგილად კარგად დავაკვირდებოდი მის ქცევებს. იქნებ უბრალოდ მიზანში ამოგიღო და ანგარიშსწორებას აპირებს იმ ყველაფრისთვის
-რეებს ეუბნები ლიკა? !
-მე უბრალოდ ვაფრთხილებ სხვა არაფერი ! როგორც გინდათ ისე მიიღეთ
სალომეს არაფერი უთქვამს ,მაგრამ დროდადრო ფიქრობდა ლიკას სიტყვებზე. შემდეგ ისიც დაასკვნა რომ საეჭვოდ მალე გადაწყვიტა მათემ დამეგობრება, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. იმ დღეს კოტეჯში ატარებდნენ საღამოს მწვადების შეწვა და ეზოში დროის გატარება ჰქონდათ დაგეგმილი. უკვე საკმაოდ ციოდა დიანასთან საუბრის შემდეგ უფრო უკეთ შეიკრა ჟაკეტი ,კაპიშონიც წამოიფარა და ისე გავიდა ეზოში. ყველა სხვადასხვა რამეს აკეთებდა ვინაიდან არ შეეძლო არც მზარეულობა,არც მილაგება და ძალიან იყო დაღლილი სკამზე ჩამოჯდა და სიცივისგან მობუზული უყურებდა მათ მუშაობას.
-ანდრონიკაშვილის ქალო შენ არ კადრულობ მუშაობას? - უცებ ზურგიდან მიეპარა ვიღაც და ყურთან ჩასჩურჩულა. ისე წამოიკივლა ყველამ გამოხედა- ჩშ..ნუ გეშინია გაგიჯდა ხალხი .მოკლედ შენთან მშვიდად საუბარი შეუძლებელია
-ნორმალურად თუ მოხვალ და არ მომეპარები შევეცდები მშვიდად დაგხვდე
-ასე შეგეშინდა ? მაპატიე არ მინდოდა ,მართლა
-კარგი არაუშავს... ეგ ფიჩხი ბიჭებს მიუტანო სჯობს ,გელოდებიან .ნუ ალოდინებ მათე
-მართლა რატომ არ მუშაობ?
-მოუხერხებელი ვარ ამ საქმეში და იმიტომ...ხომ გაიგე არ მიყვარს ლაშქრობები
-ფაქიზი გოგო ხარ მწარე ენით? გიჟის განსხვავებულ სახეებს ვიცნობ საინტერესო ინდივიდი ხარ - სიცილით უთხრა და ბიჭებისკენ წავიდა.
იმ საღამოს არაფერი მოხდარა განსაკუთრებული. სალომე მათეს აკვირდებოდა. ბიჭი ზედმეტ ყურადღებას არ იჩენდა, თავისუფლად იქცეოდა ისე როგორც სურდა.ყველასთან ჰქონდა კონტაქტი ყველაფერზე შეეძლო საუბარი. ბოლოს იმღერა კიდეც, დოლის ფუნქცია ხის მაგიდას შეასრულებინა და ყველა გაამხიარულა. რამდენიმე კარგად მღეროდა ,ზოგიც ცეკვავდა. სალომე კი მოყინული იჯდა და კანკალებდა. უკვე ნანობდა კიდეც იქ წასვლას, ნამდვილად არ იყო ეს მისი ადგილი. სადმე შენობაში ყოფნა ერჩია ,შორიდან უყვარდა ბუნების ცქერა და ხედებით ტკბობა.
ოთახში შევიდა, გარედან ისევ შემოდიოდა სიცილის და საუბრის ხმები. ჩანთიდან თავის ტკივილის წამალი ამოიღო და დალია. შემდეგ ფეხზე გაიხადა და პლედში გაეხვია. საწოლზე იწვა და ფანჯრიდან იყურებოდა კარის გაღების ხმა რომ გაიგო გადაბრუნდა
-მათე?
_შეიძლება? -თავი შემოყო ოთახში და თვალები დააწვრილა -კარგად ხარ?
-კი ,კარგად ვარ .შემოდი
-მგონი ზედმეტად დიდი მსხვერპლი იყო. არ ვიცოდი ასე თუ გაგიწირდებოდა თორემ არ დაგთანხმდებოდი აქ წამოსვლაზე. ისევ გცივა?
-მალე გავთბები... არაუშავს. შევეჩვევი.უბრალოდ გარემოს გამოცვლაც მოქმედებს
-ასთი ნაზი არ მეგონე ,გამაოცე
-ყველას ჰგონია რომ უბრალოდ ვუკადრისობ და შენ რატომ გგონივარ ნაზი და სიფრიფანა- გაიცინა და ზემოთ ახედა ბიჭს
-უბრალოდ ადამიანებს კარგად ვიცნობ და თუ ვფიქრობ მათ ბუნებაზე ყველაფერს ვამარტივებ. განსაკუთრებული არაფერია , ოჯახში მემკვიდრეობით გადმოგვეცემა ეს თვისება, არ გვიყვარს ცხოვრების გართულება
-სიანტერესო ოჯახი გყოლია , ჭორდები მეგონა
-ჭორები ნამდვილად ბევრია ხოლმე
-ოჯახშიც საკმაოდ ბევრნი ხართ. სულ მგონია რო ყველაზე გავიგე რაღაც როგორც ინფორმაციის მოყვარულს, მაგრამ სულ ვიღაც გემატებათ
-ჩემზე რა ინფორმაციას ფლობდი ქალბატონო
-ინფორმაცია მოკლე იყო ,მხოლოდ ის რომ შენზე გოგონები გიჟდებოდნენ და საოცნებო პრინცი იყავი
-თეთრი ცხენი პირადად მე არ მყავს... მთხოვნიან ხოლმე .თუ გინდა ჩამოგიქროლებ სახლში რო იქნები
-სჯობს შენი ფან კლუბის გოგონებს ჩამოუქროლო მაგ ცხენით
-რა უცებ მიშორებ თავიდან!
-მათე , მე მართლა ვერ ვიტან როცა ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მაქვს და არ მინდა ეს ყველაფერი სხვაგვარად გაიგო არც ის მინდა რომ შენი შემოტავაზების მიღმა სხვა ზრახვა იმალებოდეს. ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს ტყუილზე და ღალატზე მეორე შანსს არ ვიძლევი ხოლმე და მინდა იცოდე რომ თუ დარწმუნებული არ ხარ რომ ჩემთან მეგობრობის გარდა სხვა ზრახვაც გაქვს...
-შენი შებმა რომ მინდოდეს სხვა ხერხს მივმართავდი და დამიჯერე ნათელი იქნებოდა შენთვის. არ გაიგივებ სხვებთან და გთხოვ ნუ მოიქცევი ისე რომ შენც იმ ერთფეროვან საზოგადოებაში გაგაწევრიანო . ახლა წავალ ,აღარ შეგაწუხებ. უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყავი. ხვალ დილით უნდა გავიდეთ ხომ იცი
-კარგი ! ხვალამდე
მათე გავიდა სალომემ გამოიცვალა და მშვიდად დაწვა საწოლში.ყურსასმენები მოირგო და საყვარელი მელოდიების საშუალებით გადაეშვა სიზმრების სამყაროში. დილით მაღვიძარას ხმამ გააღვიძა, გოგონები ბუზღუნით იღვიძებდნენ. თავადაც უჭირდა ადგომა მაგრამ დერეფანში უკვე ისმოდა მაიას ხმა. ყველას ოთახში შეიჭრა და რამდენიმე წუთში უკვე მზად იყვნენ. გეგმა გააცნო და ტყისკენ დაიძრნენ. თავიდან კი ფიქრობდა რომ ჩანთა მსუბუქი იყო და სიარულს მოახერხებდა, საუბრობდა და ვერც გრძნობდა ვერაფერს,მაგრამ შემდეგ სუნთქვაც გაუძნელდა, დაცხა, მთლიანად დაეცვარა სახე და ფეხების ტკივილიც იგრძნო .მალე ხერხემალიც ატკივდა ,ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ტონიან ტვირთს მიათრევდა ზურგით, წელში მჩხვლეტავი ტკივილი უვლიდა თითქოს ნემსებით ჩხვლეტდნენ . ხეს მიეყრდნო და წინ მიმავალ კურსლებს გახედა. მის უკანაც მოდიოდა რამდენიმე წყვილი,ისინი მშვიდად მისეირნბდნენ სელფებს იღებდნენ ,ჭორაობდნენ და ამიტომ ჩამორჩნენ. სალომეს კი სიარული აღარ შეეძლო უკვე. რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ ისევ განაგრძო გზა და ხიდი რომ დაინახა ლამის კივილი დაიწყო. გამომეტყველებაზე ნამდვილად ეტყობოდა როგორ იყო
-ამ ხიდის გარდა სხვა გზა არ არის?
-კი მდინარე შეგიძლია გადაცურო...მანამდე აქედან უნდა ჩახტე გაწყობს თქვენო უმაღლესობავ?
-ძალიან არასაიმედო ჩანს ეს ხიდი
-ხედავ რამდენი გადავიდა უკვე? რა გაწუწუნებს სალომე ყველაფერს როგორ აკვირდები თუ ღმერთი გწამს - კურსელები ყურადღებას არ აქცევდნენ მის ღელვას. ბოლო იყო დარჩენილი უკვე ყველა მეორე ნაპირზე იყო ან ხუდის შუა ნაწილში. არც დიდი გზა იყო,არც უზარმაზარი მანძილი მიწის დონიდან,მაგრამ ეშინოდა !
-არ მოდიხარ სალომე?- მეორე ნაპირიდან ეძახდნენ
-კაი რა სალიოოო გეშინია?
-სალიკოოო წამოო ტო რა დროს შიშია... იცი რა მაგარი სანახაობაა წინ? -ბავშვები შეძახილებს არ წყვეტდნენ ,მაგრამ აშკარად არ შეეძლო გადასვლა
-დავრჩები მე აქ...წადით თქვენ ! არაა პრობლემა ყველაფერი მაქვს თან -მაიას უყურებდა და ეძახდა .მათემ ჩანთა რომ დადო და კიბეზე გადავიდა. თავიდან ისე მიდიოდა ბიჭებთან ერთად არც დაკვირვებია სალომე სად იყო . შემდეგ აღარ უსმინა იმათ სუაბარს და გეგმმაც შეიმუშავა. სანამ სალომე ლაპარაკობდა ხიდიც გადაიარა,ნუ სწრაფად მიდიოდა და აბა რა იქნებოდა.
-ღამე იქ ვრჩებით... შენ კი ქალბატონო აქ მარტოს ვერ დაგტოვებ . ჩემ გამო რომ დაგემართოს რამე არ დავუშვებ. ცხოვრებაში არ მქონია დანაშუალის შეგრძნება და ახლა სულ ტყუილად ვერ დავიმზიმებ სულს
-მათე? აქ რა გინდა
-წადით ბავშვებო მე და სალომე დაგეწევით
-დარწმუნებული ხარ ?- იქედან გამოსძახა ერთ-ერთმა - მეც გადმოვალ თუ გინდა
-არაა იყავიი...წამოვალთ ჩვენ . გზა დიდია და სჯობს წახვიდეთ.
-იცოდე შენს იმედზე ვტოვებ სალომეს- მაიკომ დაუყვირა და მერე ბავშვებს მიუბრუნდა.
-გაგიჟდი? გაყევი მათ ასე როგორ შეიძლება .
-დამშვიდდი .ჩანთა მომეცი მგონი ვეღარ მოგაქვს
-მათე მოიცადე! არ მინდა წამოსვლა,მართლა არ შემოძლია გზა მაქხსოვს და უკან დავბრუნდები კიდევ მოდიან სხვებიც და გზაში გავაგნებ . კოტეჯში დავრჩები მშვიდად ვიქნები ...რას აკეტებ- სანამ საუბრობდა მის დასარწმუნებლად ბიჭმა ჩანთა მოხსნა და თავად მოიკიდა ზურგზე
-ამხელა გოგო ხარ. ლამის შემეშინდა ეს ალქაჯი მამარცხებს-თქო და გინდა ასე გეშინოდეს ტყეში სიარულის და ხიდზე გადასვლის? სირცხვილია სალიკო ,უბრალოდ შენგან სირცხვილია .იმედებს ნუ გამიცრუებ ახლა და ნუ მაფიქრებინებ რომ მე ყველანაირად შევძლებდი შენს დამარცხებას და ტყუილად შემოგთავზე ზავი
-კლდეზე ცოცვაში არ ვეჯიბრებოდით და საერთოდაც ჩემი გართობა სპორტული ღონისძიებებით არ შემოიფარგლება
-წამოხვალ შენი ორი ლამაზი ფეხით თუ გინდა მაგიყვანო და ისე წავიდე ჩემი ორი ფეხით ორივენი
-არც გაბედო!
-აი უკვე სწორ არჩევანს აკეთებ.აბა წავედით - ხელი ჩაკიდა და ხიდისკენ დაიძრა.
-არ შემიძლია..განა სიმაღის შიში მაქ ან ცურვა არ ვიცი უბრალოდ ეს ხიდი ხისაა და საშიშია . რომ ჩატყდეს ან კიდევ...ღმერთო უკვე ვდგავარ
-და შენ მიდიხარ ...რაც უფრო სწრაფად ივლი მით მალე გადავალთ და დავეწევით იმათ. თორე მერე მართლა ხელით მომიწევს შენი წაყვანა და იცოდე ზურგჩანთის გვერდით აღმოჩნდები
-ეგ უკვე მუქარაა... ისევ ვბრაზდები იცოდე . ჯანდაბა ასე როგორ მაბრუებ.ხიდზე ვაპირებ შენთან ჩხუბს.. აქედან თუ გადავედი ცოცხალი მერე დაგელაპარაკები !
-შუაში ვართ უკვე... დავიღალე ! ასე თუ იზოზინებ სალომე უკვე შემეპარება ეჭვი შენს ადამიანობაში. არადა ამსიგრძე ფეხები გაქვს კუს როგორ ბაძავ - ისე უცებ მოხვია ხელი და ასე ხელსი აყვანილი გადაიყვანა სალომეს კივილი არ შეუწყვიტავს- ასე ტუ გააგრძელებ კლდეები ჩამოიშლება და მდინარე კი არა კლდე გვიმსხვერპლებს . ხელს თუ გამიშვებ მიწაზეც დადგები
-ვაიმე ვაიმეე ააა არ მინდა არ მინდა შენთან ერთად ჩავვარდე... დამსვი დამსვი ახლავე
-სალომე! ხელს ისე მიჭერ ყელზე ცოტაც და დამახრჩობ
-მე ..მე გადმოვედით უკვე?
-გადმოვედი და გითხარი უკვე იცი?- გოგომ ხელები უცებ გაუშვა და მიწაზე დადგა . თვალები დახუჭა თავბრუსხვევას გრძნობდა და მათეს სიცილის ხმა მაინც ევრ დააიგნორა-საოცრება იყო ... ახლა შეგიძლია წამოხვიდე
-ჩემი ჩანთა
-მიმაქვს... წამომყევი თორემ მე და შენ მარტოს მოგვიწევს მგლებით სავსე ტყეში ღამის გათევა
-ორ ჩანთას როგორ წაიღებ...ისედაც შეგაწუხე თუმცა მე რა შენი ბრალი იყო ვინ გთხოვა გადმოსვლა და მითუმეტეს ჩემი გადმოყვანა. უპასუხისმგებლო ხარ რომ ჩავვარდნილიყავით ორივე და რამე მოგსვლოდა ფაქტობრივად მკვლელი წავიდოდი იმ ქვეყნად
-როცა დადიხარ ლაპარაკში ენერგია არ უნდა დახარჯო !
-აი რატომ ვერ გიტან
-ვერ მიტან?
-ისა უფრო სწორად
-ხელოვნურად ნუ ცდილობ ჩემთან მშვიდობიან ურთიერთობას. ეგეთებზე არ ვბრაზდები ,მთავარია ჩემი დის ნაჩუქარ პერანგებს არ შეეხო
-დის? ამიტომ გაგიჟდი?
-ხო აბა სად მნახე გოგოს რომ ვეჩხუბებოდი მერე კიდე ესე მელაპარაკე უფრო გავცხარდი
-მაინც ვერ დამარწმუნებ რომ ასეთი ზრდილი ხარ
-არც ვაპირებ დაგარწმუნო ! თავად მიხვდები
-არ ვცდებოდი , თავდაჯერებული ხარ
-ადრე იდიოტსაც ამატებდი ახლა აღარ ვარ იდიოტი? ორ დღეში დავჭკვიანდი?
-ასე ჩქარა ორი ჩანთით როგორ მიდიხარ ...ვეღარ ვსუნთქავ
-მხოლოდ ენის ვარჯიშებს რომ აკეთებ და შხამს ანთხევ სხეულის ვარჯიშიც არ გაწყენდა...მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავ ფორმაში ხარ დარწმუნებული ვარ მხოლოდ გენეტიკის დამსახურებაა რომ არ სუქდები .ისეთი ზანტი ხარ და იმდენს მიირთმევ წესით 100 კილოზე მეტი უნდა იყო
-რანაირი ბიჭი ხარ ...
-მაგაში ეჭვი რატომ შეიტანე-უცებ გაჩერდა და ისე შმობრუნდა სალომე პირდაპირ მკერდზე მიეჯახა
-ეჭვი არ შემიტანია...სხვანაირად გაიგე იმის თქმა მინდოდა რომ არასდროს მელაპარაკები ისე როგორც ზოგადად საუბრობენ გამწარებითაც კი სხვანაირად მამწარებდი
-ჩვეულებრივი ქცევა რომ არ მაქვს დანაშაული არ არის. ბუნებრივად ვარ ასეთი დაბადებიდან. გარემო ბევრ რამეს ცვლის ,მე კი ნამდვილად გამორჩეულ გარემოში გავიზარდე ჩემი ოჯახის დამსახურებით .აი ისინიც
-ვერ ვიჯერებ! ისე ჩქარა მატარე რომ დავეწიეთ? მგონი იმიტომ მარბენინე რომ ჩემთან მარტო ტყეში დარჩენა გეშინია
-როგორც ყოველთვის ისე აპირებ ცემს გამოწვევას რომ შედეგებზე არ ფიქრობ-მათემ გაიცინა მისი ჩანთა ხელებში მიაჩეჩა და წინ წავიდა
-არ მჯერა ..არ მჯერა რომ ამ დღეში ამ გიჟის გამო ხარ. ჰკიდიხარ, უბრალოდ არ გამოირჩევი მისთვის და შენ რას აკეთებ სალომე რას - თავის თავს ელაპარაკებოდა და წინ მიდიოდა. როგორც იქნა გაჩერდნენ და კარვების გაშლა დაიწყეს. ბიჭებს მოჰქონდათ კარვები და ორნი უნდა შესულიყვნენ თითოში. მაიამ რომ უთხრა დაგვიანების გამო მათე დარცა მხოლოდ და მის კარავში უნდა შეხვიდეო ისე გადაქანდა ცოტა აკლდა მთდიან რომ არ დაგორებულიყო. მაია წავიდა არც კი მოუსმინა. მათე მშვიდად შლიდა კარავს და მობილურით ვირაცას ესაუბრებოდა
-რავიცი ჩემო ტკბილო...იჭერს და დაგირეკე . ცუდად მოვიქეცი? მერე მეტყოდი არ გაგახსენდი სულ არ გიყვარვარო . კარავს ვშლი ... მარტო არა დათვი მომიწვება გვერდით. უშნო ხუმრობა კი არის მაგრამ როგორ გითხრა ლამაზ გოგოს უნდა მივუწვე გვერდით-თქო . კარგი ნუ კივი...ნუ გეშინია არ მოვწონვარ და არ შეგიცდენს ბიჭს .მე? მე როგორ შეიძლება შენს გარდა სხვას მივეკარო ღმერთო ჩემოოო ხომ იცი სულ სხვები მაცდენენ . თიკუნა ახურებ შენ თავს ვფიცავარ ...სიმართლისთვის მსჯი ხო ხედავ მაიძულებ რომ მოგატყუო . უკვე თავს მაბეზრებ ხედავ? და ისევ ვაღიარებ რომ კივილზე მეტად კვნესა გიხდება.ამ კარავს რომ ვუყურებ მგონი მე და შენც უნდა წავიდეთ სადმე .მხოლოდ მე და შენ ოღონდ თხელი „კედლები“ აქვს კარავს . ..რადგან შემირიგდი და აღარ ბრაზობ ახლა გავთიშავ თორემ ვიღაც მისმენს აშკარად- უცებ გამორთო მობილური ყურსასმენები მოიშორა და უკან შებრუნდა- სხვისი მოსმენა უზრდელობაა სალომე !
-მიხარია რომ ლამაზ გოგოდ მთვლი - ყურადღება არ მიაქცია მუხლებზე დადგა და კარავში შეძვრა- საძილე ტომარა ჩემია !
-კარგი მაშინ აქედან ჩენ ჩაიტან კარავს -შეიხედა ჩანთა შეაგდო და თვალი ჩაუკრა
- უსამართლობაა..ნუთუ მე დამაწვენ ამ ნაწერზე და შენ რბილად დაიძინებ
-ამ შემთხვევაში მეც რიგითი ფემინისტკა ვხდები ,მერე რა რო ქალს არ ვგავარ
-არც კი გრცხვენია?
-შემიძლია ჩემი საძილე ტომარა დაგითმო სალო ...-მათე რომ წავიდა მასთან ერთ-ერთი კურსელი მივიდა.მისკენ რომ შებრუნდა ისე შეხედა ბიჭს გაქრობა მოუნდა- მე უბრალოდ
-შენ უბრალოდ ვერ გაიგე რომ კურსელთან სეყვარებულობანას თამაში არ მინდა !
-კარგი ამჯერად წავალ...
-თავს მაბეზრებ! იქეთწ ავიდა სადაც მათე იყო. ყველანი იქ იყვნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ
-სალოო რაღაც მოვიფიქრეთ და შენც შემოგვიერთდდი რა...
-რა ხდება გააჩნია ...სიმღერის კუნკურსს თუ მართავთ ჯობდა ვირი მოგეყვანატ კახეთიდან ჩემ ნაცვლად
-თამაშს ვაპირებთ წყვილები ... გადავთვალეთ უკვე და ზუსტად ვართ გოგონები და ბიჭები ნუ მე მსაჯი ვიქნები
-არ მითხრათ რომ მათე უნდა იყოს ჩემი მეწყვილე...გამოვიცანი ხომ? ყველამ პირი შეკარით
-შემიძლია პარტნიორი გაგიცვალო - ლიკამ მაშინვე უთხრა და აქამდე მშვიდად მჯდომმა მათემ სალომეს რომ ახედა ინსტიქტურად წამოიძახა
-რა თქმა უნდ ამე და მათე ვიქნებით. ვის ვენდობი აქ თუ არა მას... მტერი ყოველთვის ყველაზე კარგად გიცნობს ასე არ არის მათე? - მის გვერდით დაჯდა და მხარზე მოხვია ხელი - იცოდე შენ გამო რბილი საწოლი და მშვენიერი კარავის პარტნიორი დავკარგე=ჩუმად უთხრა თან უცინოდა.შენ გოგოს უთხარი რო ჩემთან ვალშია ,ლიკას არ მივცემ უფლებას შეგაცდინოს
-ოხ შენ ვინ ხარ ! -გაიცინა მარგიანმა და თავზე აკოცა- დამიჯერე იმასთან წოლას და ტყეში ჟიმაო... ჩემთან მშვიდად ძილი სჯობს
-მათე!- უცებ მოეღრიცა სახე სალომეს და გაწევა სცადა ისევ მაიამ რომ შეაჩერა
-ე.ი ყველაფერი მოგვარებულია ! ვიწყებთ მაშინ
-ახლავე? მეგონა ხვალ იქნებოდა ...მხოლოდ მე დავიღალე? მშია
-ზუსტად ეგ არის პირველი მისია .ყველამ უნდა მოამზადოს კერძი . პროდუქტი აქ გვაქვს ნუ რის წამოღებაზეც შევთანხმდით თავიდანვე და პირველი გამოცდაც ასეთ პირობებში გამოკვება იქნება ...სახელი თქვენ მოიფიქრეთ
-მოკლედ მაოცებს მაიკო შენი ფანტაზია. როგორი თამაში შეარჩია უარს რომ ვერავინ იტყვის-მათეს მიუბრუნდა და ქვემოდან ახედა - ხომ არ იტყვი უარს მეწყვილეზე? ახლავე მოიფიქრე იცოდე
-დავიჯერო დამარცხებას აპირებ?
-ვერაფერს მოვამზადებ?
-იმდენი რამე გაქვს ჩანთასი ამათ წარმოდგენა არ აქვთ...ასე რომ მე და შენ ისედაც გავიმაჯვებთ,მაგრამ ნოყიერსაც შეჭამდა რამეს კაცი
-ეს გამოხედვა რამეს ნიშნავს? სად მიდიხარ
-ერთი საათი გვაქვს და ჯობს იქედან მოზრდილი თეფში აიღო -კარავისკენ წავიდა ჩანთიდან რაღაც ამოიღო და სალომეს გახედა. - რას ელოდები
-ყველა პლასტმასის თეფში ერთი ზომისაა
-მაშინ რამდენიმე აიღე და ცელოფანიც წამოიღე
-რა აზარტში ხარ ... - სალომემ დავალება სეასრულა და უკან გაჰყვა მათეს. რომელიც სადღაც დაეშვა და ვეღარ მოახერხა გაყოლა- მათე ვერ მოვდივარ მათე
-ოხ ღმერთო რატოა ასეთი?- უცებ ავიდა ხელი მოხვია და ისე წაიყვანა
-როგორ მიმარბენინებ დამიცდება ფეხი და წავიმტვრევ კისერს რო გადავიყვლიფო კანი იცოდე დედაჩემი გიპოვის და გაწამებს...ეს მდინარეა?
-ხო თან თევზით სავსე!
-შენ რა ტყესი თავის გადარჩენის კურსები გაქვს გავლილი? რეინჯერი ხარ? ვინ ხარ. რა არის ეს შუბს აკეთებ? დანის წვერი საიდან სპეციალურია რამე?
-ხო სპეციალურია! ყოველ წელს დავდივართ ტყეში სხვადასხვა ადგილას ,ზუსტად აქ არ ვართ ნამყოფი ერთად ,მაგრამ მდინარეებში ვერკვევი და ვიცი სად არის თევზი როგორ დავიჭირო და ახლა არ შეიცხადო მარა მეორე შარვალი არ მაქვს და ეს უნდა გავიხადო- მომზადებული „თევზსაჭერი შუბი“ დადო და ქამარს დასწვა ისე უცებ გაიახადა სალომემ სიტყვის თქმა ვერ მოახერხა. მერე ამ გაყინულ მდინარეში ჩავიდა,რომელიც ისე ჩქარა მიდიოდა გეგონებოდათ მთელი ხევის დაფარვას აპირებდა. შუბი მოიმარჯვა და წყალში მთელი ზალით ჩაკრა. ისე უცებ აკეთებდა ყველაფერს გოგო გაოცებული უცქერდა.რამდენიმე თევზი ამოიყვანა და პარკში ჩაყარა-ცუდია სხვა რამე რომ არ გვაქვს ,მაგრამ ესეც გამოდგება გადასაზიდად. რამდენ ხანს უნდა მიყურო ეგრე ... ვიცი რომ მიხდება თევზაობა
-უფრო ველურს ემსგავსებოდი და უცებ მეგონა რომ კენკრის მოსაგროვებლად უნდა წავსულიყავი სხვა გვარის ქალებთან ერთად ...
-მოკლედ როგორც არ უნდა გაგაკვირვო ენას მაინც ვერაფერს ვუხერხებ... დასანანია ყველა ხერხს რომ ვერ ვიყენებ- შარვალი ამოიცვა.ფეხსაცმელი მოირგო
-ძალიან ერჩი შენ ჩემს ენას... არ მჯერა რომ იქედან ცამომიყვანე- ზემოთ აიხედა და მერე მდინარეს გახედა-ისიც არ მჯერა რომ იქ ჩახვედი... არ გაყინულხარ?
-რადგან მხოლოდ საუბარი გეხერხება ადრენალინი უცხო ხილია ხომ? - ხელი მოხვია წელზე და წინ წასვლისთვის უბიძგა- სწრაფად თორე წავაგებთ
-ნამდვილად ვერ დავმარცხდებით შენი ამ გარჯის შემდეგ . შრომას წყალში არ ჩაგიყრი
როგორღაც ააღწიეს . შემდეგ კოცონთან მივიდნენ მათემ მოამზადა თევზი შესაწვავად , სალომე ეხმარებოდა და ბოლოს მშვიდად დასხდნენ
ყველას სხვადასხვა რამე ჰქონდა მომზადებული.ზოგმა მხოლოდ მზა საჭმელი დადო და ამათ ყველა გააკვირვეს.
-რა იღბლიანი ხარ მოკლედ რა... ყველა შევნატრით მარგიანს და შენთან წვება... შენ გევლება თავს .ჩხუბიც კი გვენატრება და ახლა წყვილშიც შენტანაა და ყველას გვამარცხებ. არადა შენზე უკეთესი მზარეული ვარ
-წვება ცუდად ჟღერს იცი?
-პირდაპირი მნიშვნელობით ხომ წვება
-ტონალობა იყო სხვაგვარი და ხომ შეიძლება უბრალოდ ვისაუბროთ მათეს ხსენების გარეშე
-წუწუნიც არ დაგვაცადო!
-გოგონებო ჩემს პარტნიორს მოგტაცებთ -საიდანრაც გაჩნდა მათე და სალომეს მხარზე დაადო ხელი
-რა თქმა უნდა საყვარელო შენი იყოს სულ ...
-მე ვერ დავრცები მის სანაცვლოდ და მაინც მატანთ?- მათეც გაეკეკლუცა გაბადრულ გოგონებს და პასუხს არც დალოდებია ისე წაიყვანა სალომე
-მოკლედ ყველას როგორ ეფლირტავები... ქალი რომ იყო არავის ეტყოდი უარს
-არც ახლა ვეუბნები ვინმეს უარს ,მაგრამ ახლა სხვა რაღაც მინდოდა .სულ დამავიწყდა თქვენს გადამკიდე - უცებ შეკრა წარბები და მოკისკისე სალომეს მიაჩერდა- ქალღმერთი რომ იცინის შენს წინ რა გაგახსენდება მერე
-ყველაფერს როგორ ამბობ რასაც ფიქრობ
-შენც ეგრე იქცევი
-მე ხომ არ მითქვამს რომ იმ გოგონებივით მეც მომწონხარ
-სულ გკიდია რას ვიფიქრებ ხო?
-იქნებ ვიცი და მჯერა რომ არასწორად არ იფიქრებ .ახლა კი მითხარი რა გგნებავდა
-რომ დაასრულებს ყველა სადილობას მეორე ტური გამოცხადდება.
-რა იქნება შემდეგი?
-რეალურად როგორც გავიგე მაიკოსთან საუბრის შემდგომ ,რაც არცთუ ისე მარტივი იყო -ტუჩები გაილოკა და ჩიაიცინა - მოკლედ გზადაგზა იფიქრებს ჩვენი ნოვატორი და კაცმა არ იცის რა წამოივლის
-ბარემ მიგეწოდებინა აზრი ... როგორ მირევ გულს ღმერთო ჩემო - ტუჩები დაბრიცა და სახე დამანჭა - რა მოაფიქრდება ახლა შენთან ალერსის შემდეგ წარმოდგენაც არ ძალმიძს
-აი მოდის და გავიგებთ ერთად ... თუ წავაგეთ მე ნუ დამაბრალებ
-არ ვაპირებ დამარცხებას ხომ გითხარი
მაიამ ყველას ყურადღება მიიპყრო უკვე მოწესრიგებულ სტუდენტებს მიაპყრო მზერა და მშვიდად განაცხადა
-ჩვენი ხუთი რაუნდიდან რიგით მეორეში გაიმარჯვებს ის წყვილი ვინც ფიჩხებისგან ყველაზე ორიგინალურ და ლამაზ ნივთს დაამზადებს
-ეს უსამართლობაა მაიკო რა სულ ბიჭებს გვსჯი ისეტი რამეც მოიფიქრე რასაც უეჭველი გოგო გააკეთებს
-ხო რა ...
-კიდევ სამი ტურია წინ და სხვათაშორის კერზების მომზადება გოგონებისთვის იყო..უბრალოდ თქვენ ხართ მოუხერხებლები...დრო 40 წუთია... დაღამებამდე უნდა დავასრულოთ..დროს თანდათან შევამცირებთ
ყველა მიმოიფანტა მათე რამდენიმე წამს იჯდა და ვაშლს მიირთმევდა რომელიც სალომეს ჩანთიდან ამოაცალა
-ასე უნდა ვიჯდეთ? თუ მე მელოდები ...
-ისევ მე უნდა მოვიფიქრო რამე?
-ტყის შვილი შენ ხარ.სამაგიეროდ მე კარგი თანაშემწე ვარ
-ფიჩხები არაა პრობლემა, დანაც მაქვს რომ გავტალო და ფორმა მივცე ,მაგრამ შესაკრავად არაფერია ახლა ისეთი სეზონია ... ნაძვის და ფიჭვის ფოთლები არ გამოგვადგება
-სარჭები ? რეზინის ფერადი სარჭები მაქვს
-რაში გჭირდება სულ ერთი სარჭი გიკეთია ...
-რა მნიშვნელობა აქვს...მთავარია რომ მაქვს. სულ ვიცოდი რო რამეში გამომადგებოდა. ხო სხვათაშორის პატარა რომ ვიყავი მამასთან ერთად სახლებს ვაშენებდი ფიჩხებისგან
-კარგი იდეაა...ანუ მე ვიქნები ტანაშემწე. წამოდი მოვძებნოთ მასალა
-ასე როდემდე უნდა მარბენინო გამაფრთხილე მაინც ერთხელაც ვერ მოავხერხებ ნაბიჯის გადადგმას და გავიშოტები ძირს
-არაჩვეულებრივად გამოგდის ...ყველანაირად ნიჭიერი ხარ რა გავაკეთო
-შენ ჩემი ქება დიდების განწყობაზე ხარ დღეს
-მოკლედ რა უნდა მესწავლა ჩემები რო აკეთებდნენ სახლებს... მე კიდე ვერ ვიტანდი ამაზე წვალებას . მითხარი ახლა რა ვნახო თორე გავიდა დრო
-რა მონდომებული ხარ ვგიჟდები
-სულ როგორ მკბენ
-გგონია ეგაა ჩემი კბენა?
-ასე რომ მიყურებ მგონია რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბენას გულისხმობ
მართალია სახლი კაგრი გამოვიდა და სალომეს სარჭები ალამაზებდა ,მაგრამ ერთ-ერთ წყვილს იმდენად ლამაზი ნავი ჰქონდა გაკეთებული ყველა დაჩრდილა . შემდეგი დავალება უფრო რთული გამოდგა
-ერთმანეთს მიეკრობით წელზე მოხვეული ქამრის საშუალებით გოგოს თვალებს ავუხვევ ისე უნდა გაიაროთ ეს გზა რომ მდინარეში არ აღმოჩნდეთ. წაქცევის ან მოშორების მცდელობის შემდეგ გავარდებით
-ღმერთო აზარტში რომ შევედი ახლა მიკეთებ ამას?იცი რო დავთანხმდები და იმიტომ ხო?
-დავიღუპეთ მგონი...შენ ამ კიდეზე როგორ გაგიყვანო
-იმაზე რატომ არ ფიქრობს ეს გოგო აქედან რომ გადავვარდეთ მერე?
-მეორე მხარეს ხეზე ამაგრებს
-საიდან აქვს ამდენი თოკი ,წინასწარ გეგმავდა ეს გიჟი ამას?
-თუ გინდა უარი ვთქვათ ...აქედან ნამდვილად ვერ გაგიყვან თან სინქრონში უნდა ვიაროთ ...კიდე ვიწროა
-მოახერხებ ! ხიდზე გადმოყვანა, მდინარესთან ჩასვლა და ამ ტყე ღრეში ჩემი ტარება თუ მოახერხე მაგასაც შეძლებ ..იმედია ძალიანაც არ შეგვკრავს მაიკო
-შენ ის თქვი იმათ თუ გადაუხვიეს დავალებას და აქვე გაგვიჩაღეს სე.სი
-გარყვნილი რომ ხარ მითქვამს?
-მაგ გარყვნილთან იმ მანძილით მიგაჯაჭვებენ შეიძლება ვეღარც მომშორდე -თვალი ჩაუკრა ხელი მოხვია
-შენი თვალები შემიწირავს
-დავიმახსოვრებ და შევეცდები გავითვალისწინო -იცინოდა და ისე მიდიოდა წინ. -აზრზე არ ვარ როგორ უნდა ვიაროთ
-მე დაბალი ვარ და შესაბამისად ჩემ უკან შენ უნდა იყო და ჩემ ნაბიჯებს აჰყვე თან მიკარნახებ
-რა მარტივად ამბობ
-არ მითხრა რომ ვერ შეძლებ
-შენ თუ შეძლებ ჩემთან ერთად სინქრონში მოძრაობას თორე მე ნამდვილად შევძლებ
-აი თქვენი ჯერიც დადგა ... სალომე რომ შენ გემორჩილება რა მომაფიქრდა ეს - მაიკო იცინოდა ჯერ ერთმანეთს „მიაჯაჭვა“ მერე სალომეს თვალები კარგად აუხვია და გაეცალათ
-რაღაც მოვიფიქრე ...
-რა ...
-სიარულის მანერა არ უხსენებია ასე რომ... თუ შეძლებ
-არც იფიქრო ჩემი ტერფები შენს მკვრივ სხეულს ვერ გაუძლებს-მაშინვე მიუხვდა და ერთი ხელი მუცელზე მოხვია -მალე დავიწყებთ. ესენი ყველანი წაიქცევიან, ისე ცქმუტავენ გოგონები და მთავარია სწორად ვიაროთ და სიჩქარე არაა საჭირო .შეეცადე დიდზე გადადგა უბრალოდ ნაბიჯი მეც რომ მოვახერხო წინ წამოსვლა.
-ფეხის გასრიალებასაც ვერ მოახერხებ სიეთი ზედაპირია ... რა უბედურებაა ღმერთო რამ მოაფიქრა ეს ვეღარ ვსუნთქავ
-თავს თუ დიდხანს ამოძრავებ თვალებში მექნება მალე შენი თმა
-გასწორდი მერე ამხელა ხარ რა უნდა შენ თვალებს ჩემ თმასთან
-ვიწყებთ ჩუ!
-შარში ვარ.რომ გადავვარდეთ იცოდე სწრაფად მომხსენი ეს რაღაც ცურვა რომ შევძლო-უცებ თქვა და მერე მათეს უსმენდა ყურადღებით. თავიდან უჭრდა ბოლოს მოდუნდა და მის ხმას მიჰყვა. მესამედი გავლილი ჰქონდათ მხოლოდ კარნახობდა სხვა ინფორმაციას არ აწვდიდა არც ხმაურს აქცევდნენ ყურადღებას .მერე ქვაზე გადაუბრუნდა ფეხი სალომეს და ძარღვი გაესკვნა. ისე იჭერდა მათე არ წაქცეულა მაგრამ ძალიან ეტკინა
-მტკივა...ფეხი ძალიან მტკივა
-ღრმად ჩაისუნთქე და დამშვიდდი სულ ცოტა დარჩა
-რამდენი გვისწრებს
-ინფორმაციას არ მოგაწოდებ.უბრალოდ ჩვენ თავს უნდა ვაჯობოთ ამათი დამარცხება არაფერია . ახლა შეეცადე ისე აიწიო ზემოთ რომ ძალიანაც არ მეხახუნო - გრძNობდა სალომე რომ მათე იღიმოდა ამ დროს.
-აბა ვერ გაგიძლებს ჩემი ტერფებიო?
-დროს ვკარგავთ
-კარგი შევეცდები ..მაგრამ ასე ძალიან მომიჭერს თან არა წელზე
-ჩემ ადგილას წარმოიდგინე შენ თავი
-ამ უხეშ თოკს ჩემი საჯდომი აღარ სჯობს?
-მერე მე ვარ გარყვნილი-მათე სანამ იცინოდა სალომემ ზევით აწევა დაიწყო თან წინ მიდიოდა ნელი სვლით .მათეს ტერფებზე რომ დადგა ბიჭმა ორივე ხელი მაგრად მოხვია და სწრაფად დაიწყო სვლა. ხმები ესმოდა როგორც ჩანს გავარდნილი სტუდენტები გულშემატკივრობდნენ. ბოლოს კი მათე გაჩერდა სწრაფად მოიხსნა ქამარი და თავისკენ შეაბრუნა ასე თვალებახვეული გოგო
-რა მოხდა... მათე
-გილოცავ ქალბატონო სალიო ახლა შენი დროა
-რა..როგორ
-მაიკომ გზა გააგრძელა აქედან მე ავიხვევ თვალებს
-მე უნდა გიკარნახო?
-ასე უფრო მარტივია სულ რომ შენ ნაბიჯებს გამოვყვე
-გზაა ცუდი ...უფრო მიხვეულია ფინიში ფაქტობრივად ცენტრშია! მე კი ფეხი მტკივა და მალამო მჭირდება
-ისევ სიე დადგები- უცებ დაუბრუნდა საწყის პოოზიციას.მაიკომ ამჯერად თვალები აუხვია მათეს და ისევ გადადგა ბიჭმა ნაბიჯი-ჯანდაბა მართლა რთული ყოფილა. სამმაგად ვიტანჯები
-წინ იარე შეეცადე სწორად წახვიდე მოსახვევი ჯერ არ არის
-რამდენ ნაბიჯშია
-ასე თუ ივლი სამ ნაბიჯში ჩაეტევი ... თავიც ამტკივდა
-მომადევი მხარზე მაინც არ შემიშლი ხედვაში ...აბა ახლა საით
-მარკვნივ ოღონდ ფრთხილად
-კარგვი შევბრუნდეთ მარჯვნივ გადავდგათ ნაბიჯი და წავიდეთ წინ
-ახლა უბრალოდ იარე როგორც შეძლებ იმ სიჩქარით
-მე სირბილიც შემიძლია ეგრე ...ლიკუნა რას შვება
-ლიკუნა წინაა შენ წარმოიდგინე
-ანუ უნდა მოვიგოთ ცუდად ნუ მიიღებ ისე დამივარდები
-რას ნუ...- თქმაც ვერ მოასწრო ერთი ხელი მუცლიდან ფეხებს შორის რომ გადაიტანა მათემ და მერე სწრაფად წავიდა-ჯანდაბაა მარგიანო ამას განანებ
-მხოლოდ შარვალს ვგრძNობ ნუ დარდობ-ყურთან ჰქონდა მარგიანს ტუჩები-აბა კიდე გვისწრებენ?
-ოთხი ნაბიჯიც და ფინიშთან ვართ .ისინი ჩამორჩნენ ლიკამაც სცადა ლადოს ტერფების გამოყენება ,მაგრამ ისევ უკან ჩამოვიდა
-ლიკუნა მძმეა კი ნამდვილად
-არც კი გრცხვენია მე როგორ მეხები და ლიკუნას იხსენებ, გარყვნილო
-არ ვფიქრობ ,მაგრამ შენზე ვიფიქრებ თუ გინდა და შარვალში ჩავაცურებ ჩემს ნატიფ თითებს
-და ესაა ნორმალური ურტიერთობა? ამისთვის წავედი მსხვერპლზე?
-ასეთი ვარ მე განსაკუთრებული არაფერი იფიქრო - მისი სუნთქვა ყელზე ეფრქვეოდა და სალომეს უფრო უხურდა სხეული . როგორ გინდოდა არ გაწითლებულიყო კი ცდილობდა სხვებისთვის არ შეეხედა ,მაგრამ მზერა მაინც ეპარებოდა და ხედავდა როგორ უყურებდნენ ისინი.
-მე არ ვიფიქრებ ,მაგრამ იმათ შენი გოგო რომ ვგონივარ უკვე ფაქტია.... ააა მოვიგეეეთ- უცებ ჩაავლო ხელზე მოიშორა და ისე შებრუნდა არაფერი მოუხსნია. ყელზე ჩამოეკიდა ბიჭს და ჩაეხუტა.- მაგრამ მაინც არ გაპატიებ იმას...
-პირველ სიყვარულს არ უთხრა რომ მანდ მე შეგეხე პირველად და ეგაა რა- ჩუმად უთხრა და ლოყაზე აკოცა-შევძელით ხო ხედავ
-მომხსენით ეს რაღაც ..მაიკოო
-გილოცაავთ ორი ტური მოიგეთ თუმცა არაფერს ნიშნავს კაცმა არ იცის რა მოხდება
-წარმოდგენაც არ მინდა რას მოფიქირებ - როგორც კი გათავისუფლდა სალომე მაშინვე ძირს დაეშვა ,საყრდენი რომ გაემოეცალა ფეხი საშინლად ატკივდა
-ახლავე გამოვაცხადებ შემდეგ რაუნდს...
-ხუთი წუთი მოგვეცი კარგი? როგორც გამარჯვებულებს
-დრო არ გვაქვს თანაც ბრძოლის მოგება ომსი გამარჯვებას არ ნიშნავს
-ჩემ ადგილას ყოფნა თუ გინდოდა მე ვიქნებოდი მსაჯი მაიკო..ახლა კი დრო მოგვეცი როგორც მათემ თქვა- წამოიწია ბიჭს დაეყრდნო მაიკო მოშხამა და კარვისკენ წავიდა .
-რა შხამს ანთხევ მოკლედ რომ წაგაგეინოს ხო ხარ ღირსი
-შენ ვერ გაგიმეტებს ტკბილოო..ჯანდაბა როგორ მტკივა
-მალამო გაქვს? შეგიხვევ და მორჩება - კარავში შევიდნენ მისი ჩანთა მიაწოდა სალომემ მალამო იპოვა. მათეს სახვევები ჰქონდა
-ესენი რათ გინდოდა
-ამ ჩანთით სავარჯიშოდ დავდივარ და მეგდო . კუნთები რომ მტკივა მშველის.მე გაგხდი მოიცა- კეტი მოაშორა შემდეგ წინდაც და ტერფზე თიტები მოუსვა- კარგი რა ამის გამო წუწუნებდი? მალამო არ დაგჭირდება ორი წუთი მადროვე
-მასაჟის ხელოვნებასაც ფლობ?
-რა თქმა უნდა. ცოტა გეტკინება ,მაგრამ მერე მოგეწონება და გადაგივლის- მტკივან ადგილს უმუშავებდა მერე მაინც შეუხვია ისევ ჩააცვა და წამოაყენა- დრო არ გვაქვს1!
-მტკივა... უი აღარ მტკივა. სასწაული ხარ რა წავედით
-როგორც იქნა აღიარე
-რადგან მოვიდნენ დავიწყოთ -მაშინვე თქვა ლიკუნამ და მაიკოს გახედა
-ვინაიდან მთაში ვართ და ბევრი იდეა განუხორციელებლად ითვლება აზრი არ აქვს შემოტავაზებას. შეზღუდულია ჩემი ფანტაზია,თუმცა კარგად გავერთეთ ამ სამი რაუნდის შემდეგ. ორიღა დარჩა.მალე დაბინდდება სულ რაღაც ერთ საათში აქ უკუნითი სიბნელე ჩამოწვება და მხოლოდ მთვარე გაანათებს არემარეს.საუკეთესო წყვილის ასარჩევად კი ბოლო დავალებას გთავაზობთ. გადავწყვიტე ორ ქულიანი იყოს რადგან რთულად მეჩვენება..ბევრი თავიდანვე უარს იტყვის .
-პირდაპირ გვითხარი მაიკო-ლიკუნამ არ ადროვა და ისიც შეჩერდა
-ტყეში პირველყოფილივით ქცევაც გიწევს ... საჭმლის მოპოვება არც ისე რთული იყო როცა ბევრი რამ გვქონდა წამოღებული ცეცხლიც მარტივად დავანთეთ და საწოლები ხომ საერთოდაც კომფორტულია ამ პირობებისთვის ასე რომ რა დარჩა? სამოსი! ადგილი დიდია, ხეების მიღმა დამალვა მარტივია. თუ ენდობით თქვენს პარტნიორებს და ნამდვილად შეგიძლიათ წყვილში მუშაობა გაიხდით და მეწყვილის მიერ შექმნილ სამოსს მოირგებთ რომელშიც მხოლოდ ბუნებრივი მასალა იქნება
მის განცხადებას აჟიოტაჟი მოჰყვა. მათე და სალომე უბრალოდ გაოცებულები იყვნენ. მარგიანმა სიცილი დაიწყო . ბევრი წყვილი მართლაც უარზე იყო ზოგი რას იმიზეზებდა ზოგი რას
-დარწმუნებული ვარ სალომეც უარს იტყვის ჩვენი ჭირვეული დედოფალი ამაზე არ დათანხმდება...რა მისი საქმეა პირველოყოფილური ქცევა
-სიცივეა ცოტა არ იყოს ..მათიკო რომ გამიცივდეს მერე რა ვქნა ამის ყბაში ჩავარდნა მეორედ არ მსურს- მშვიდად განაცხადა და მათე დაადუმა. ეგონა უარს იტყოდა და გაოცებულმა შემოაბრუნა ტავისკენ
-თანახმა ხარ?
-არ ვაპირებ წაგებას.
-აი ეს მომწოონს სამი წყვილი შეეჯიბრება მხოლოდ.
-ერთი პიირობა მაქვს... ყველას მობილური ერთ ადგილას უნდა იდოს . არვაინ ნახავს ამ ყველაფერს ჩვენს გარდა
-რა თქმა უნდა გადაღებას არც არავინა პირებდა
-შენ ყველა ტური გადაიღე .თვითმართველობას რომ აცვენო რას ვაკეთებდით არამგონია უნდოდეთ ჩვენი ასეთ ფორმაში ხილვა
-თანახმა ვარ !
ამჯერად თვითონ ჩაავლო მაჯაში ხელი მათეს და წაიყვანა . სწრაფად მიდიოდა და ბოლოს უზარმაზარ ხესთან გაჩერდა
-უარს ვამბობ ამ შეჯიბრზე . ისედაც ორი ქულა გვაქვს. ერთი ქულა იმათ ტყუილა დმიირეს მაინც არ იღებენ მონაწილეობას და დასრულდება ფრედ. არ ვაპირებ შენი სხეულის დაფარვას და მითუმეტეს მე არ ვიტანტალებ ფოთლებაფარებული იმათ თვალწინ იმიტომ რომ მიამ მოიფიქრა ჩემი გაშიშვლების ხერხი -ჩუამად ეჩხუბებოდა და კიდევ აპირებდა გაგრძელებას სალომემ რომ ხელი მიაფარა პირზე და სხეულზე აეკრო
-შენ გგონია მე ვაპირებ ? გაჩუმდი და ნუ ჯუჯღუნებ .მალე გამოჩნდება მაიკო ფოტოაპარატით
-ხომ დაგპირდა,თუმცა რა თქმა უნდა შანსს არ გაუშვებს პირდაპირ სკანდალს დადებს ! ჯანდაბა გაგიჟდება იოანე
-იოანე ვინაა შენი საყვარელი?
-მამაჩემია
-ვაიმე ბოდიში...მე უბრალოდ ხუმრობა მინდოდა ! არ მეგონა ასეთებზე თუ დარდობდი
-რომ გამოაქვეყნებენ ფოტოს სადაც ჩემზე აკრული მოძრაობ დამიჯერე შენ უფრო ბევრი პრობლემა შეგექმნება ვიდრე მე
-ანუ მაიკოს ფოტოაპარატს ვითრევთ .ნუ შენ ითრევ დღეში ორჯერ შენი ხელების ფათური არ მოკლავს
-შენ მართლა გგონია რო მე მაგასთავ ვიყავი?
-ძლივს არ თქვა სიმართლე? ასე რომ მითხრა ხოლმე კარგი იქნება .ვეღარ გავიგე მართალი იყო თუ ტყუილი. ახლა რომ ვფიქრობ ყველა შენი დაუკმაყოფილებელი ქალი მე მერჩის და ამიხსნი რატომ? დრო გვაქვს საკმაოდ
-საშინელი იდეა იყო აქ წამოსვლა... ამათთან გართობა შეუძლებელია ჩემებთან უნდა წამეყვანე რა -კუნძზე ჩამოჯდა და სალომეს ახედა-დაჯექი სადმე
-სად ?მიწაზე ვერ დავჯდები... მალე დაღამდება.ლამაზი იქნება
-გინდა წავიდეთ? - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ შეხედა მათემ სალომეს და ფიქრებიდან გამოიყვანა
-სად
-მეტს არაფერს მკითხავ? საინტერესო ხარ როცა არ ცდილობ შხამის ნთხევას-უცებ წამოდგა სალომეს ხელი ჩაკიდა და წაიყვანა
-ბარგი... ჩანთა .საჭმელი ჩემი ნივთები. ყველაფერი ,მათეე
-ძლივს აქოთქოთდდი . რა ჯანდაბაა... მობილური რატო იჭერს აქ ვერ მეტყვი?- ჯიბიდან მობილური ამოიღო რომელიც ზმოუოდა საშინლად და უპასუხა-გისმენ...ორ წუთში გიპასუხე უფრო მალე ვიბრაცია ვერ ვიგრზენი უბრალოდ . კარგი ვჩუმდები შეგიძლია იქოთქოთო .არ შევსულვარ ჯერ საერთდო . რომელი საათია იცი? რა დროს დაწოლაა . ხანდახან სხვა პლანეტელი ქერა მგონიხარ -მიდიოდა სალომეს გვერდით და იღიმოდა. გოგოს ხმა არ ესმოდა ანდრონიკაშილს მაგრამ მათეს სიტყვებიც საკმარისი იყო მის გასამხიარულებლად-რას ვშვები? სიარულის დროს არ მიცდია ეგ და რა ვიცი ახლა ვერც ვცდი ...კარგი ნუ კივი ხმა ჩაგიწყდება ჩემ ჩამოსვლამდე და მერე რა მუღამი ექნება შენ ნახვას.სანამ ხმას დაკარგავ მარტო კვნესა ჩაიწერე აბა და დანარჩენი ჩმზე იყოს... რა გჭირს გოგო რა რით ვერ დამშვიდდი დამაწყდა უკვე ნერვები ! როგორ იცი ხოლმე ჩემი მოთმინების ამოწურვა -ისე უცებ დაუყვირა სალომე შეხტა-დედას შევ... მოტყ..ტვინი ტო - უცებ გათიშა მობილური და ჯიბეში ჩაიგდო - არასდროს დაიჭირო საქმე უტვინო ადამიანთან მხოლოდ იმიტომ რომ საწოლშია მაგარი ...დამიჯერე
-მეგონა მეგობარი გოგონა არ გყავდა.
-მე ისეთი ტიპის გარყვნილი ვარ თან რომ ბევრი ჰყავს და ერთიც . ჩემი ცხოვრების ამ ნაწილზე თუ ვისაუბრებთ ვიცი ვიკამათებთ ან უბრალოდ გადაგინდება ჩემთან ყოფნა ასე რომ სხვა თემა აირჩიე-აქ დამელოდე ...ათ წუთში მოვალ
მათე წავიდა სალომე ელოდა და ბოლოს რომ დაბრუნდა ორი ჩანთით და ერთ ერთი მიაწოდა გაუკვირდა
-გარეთ დაძინებას არ ვაპირებ. აქ ერთი კარგი ადგილი ვიცი იქ წავიდეთ. დაღამებამდე დრო გვაქ
-იმათ არ შეეშინდებათ?
-დავუტოვე შეტყობინება ზაზას.
შემდეგ არაფერი უთქვამთ. მათე მიდიოდა, სალომე მიჰყვებოდა და თანდათან უახლოვდებოდათ ღამის წყვდიადი. ასე მორჩილად ყოველგვარი კითხვების გარესე მიჰყვებოდა ბიჭს რომელსაც რამდენიმე დღის წინ ცხოვრებას უშხამავდა , მტრებად უნდა გადაქცეულიყვნენ ახლა შიშის ნატამალიც არ ჰქონდა. არც კითხვები უჩნდებოდა უბრალოდ მათე მარგიანს მთელი არსებით უცხადებდა ნდობას .
პატარა ქოხი რომ გამოჩნდა სალომემ მხოლოდ მაშინ დაარღვია დუმილი
-ძალიან ლამაზია ... ეს ყვავილები როგორ უხდება.
-შიგნითაც ასეთი ლამაზი არაა,მაგრამ გამოდგება. მაე წვიმა დაიწყებს და კარავში გათენებას სჯობს
-წვიმა? ამინდის პროგნოზის მიხედვით
-ჩემი პროგნოზის მიხედვით რამდნეიმე საათში იწვიმებს- ხის კარის ჭრიალის ხმა გაისმა და მათემ ქოხში პირველი ნაბიჯი შეგდა. ირგვლივ ყველაფერი მტვრიანი იყო, ობობიის ქსელებით და მინიმალური ავეჯით. მხოლოდ პატარა მაგიდა ორი ხის სკამი და ხის საწოლი იდგა. მარგიანმა ლამფა აანთო და იქაურობა გაანათა. - არ შეგესინდეს თაგვები არ იქნებიან. ობობაც არ გიკბენს და მტვერზე იმედია ალერგია არ გაქვს . რატომ ააფერს ამბობ
-უბრალოდ ვფიქრობ და ვაკვირდები ყველაფერს...
-და ვერ იგებ აქ რატომ ვართ მე და შენ ? აქ შენ გამო წამოვედი , მაინც მეგონა რომ გართობას შევძლებდი ,მაგრამ მაგათთან ყოფნას მხოლოდ შენთან დარცენა მირჩევნია,ვეჭვობ იგივე აზრზე ხარ შენც
იქ ყოფნის მიზეზი ნათელი იყო და ამაზე აღარ უსაუბრიათ.სამაგიეროდ მთელი ღამე ისხდნენ და სხვადასხვა თემას განიხილავდნენ. მათს ვარაუდი გამართლდდა და შუაღამით წვიმა დაიწყო, მართალია კოკისპირულად არ წვიმდა მაგრამ მთაში მაინც სხვა სიძლიერე ჰქონდა. სალომეს სასუსნავების დამსახურებით საუაბრი გააფერადეს და ბოლოს დაღლილებმა დაიძინეს.
მეორე დღის ნაწილიც ერთად გაატარეს და შემდეგ უკან დაბრუნდნე. სალომესაც არ ადარდებდა სხვების აზრი ასე რომ მშვიდად დაბრუნდნენ თბილისში.
ამ სამმა დღემ ბევრი რამ შეცვალა , ურთიერთობა საგრზნობლად დაუთბათ და მართალია მეგობრებს არ უწოდებდნენ ერთმანეთს ,მაგრამ ასეც შეიძლებოდა ყოფილიყო. მათეს ფლირტის ელემენტები არასდროს ავიწყდებოდა სალომეც ყველაფერს იმახსოვრებდა და ბოლოს იმაზე ფიქრიც კი დაიწყო რომ შეიძლებოდა ოდესმე ერთად ყოფილიყვნენ.
ყველაფერი კარგად იყო მანამ სანამ ერთ დღეს კაფეში მსხდომ წყვილს ვიღაც გოგო არ დაადგა. პირდაპირ მათეს მოეხვია ვნებიანად აკოცა და ბატონმაც დიდი სიხარულით გააცნო სალომეს ქალბატონი თაკო. ეს სახელი რომ გაიგო და მიხვდა ვინც იყო სისხლი გაეყინა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო როცა მარგიანმა მის თვალწინ დაუწყო გოგოს ხელების ფათური. მხოლოდ რამდენიმე წუთს გაუძლო შემდეგ ყოველგვარი განმარტევის გარეშე აიღო ჩანდა და გასასვლელისკენ წავიდა...
საღამოს დაურეკა მარგიანმა
-სად გაიქეცი დღეს
-თქვენი ყურება გულს მირევდა და ყველაზე მეტად ის რომ დაიკიდე ჩემი იქ ყოფნა
-ასეთი რა დავაშავე
-თუ ვერ ხვდები შეგიძლია სამუდამოდ დაივიწყო ჩვენი ურთიერთობა და აქედან მისალმების ფაზაზე გადავიდეთ!
-რა ...
-კარგად!- უთხრა და გაუთიშა. მეორე დღეს უნივერსიტეტის შესასვლელთან დახვდა მარგიანი, სალომე უბრალოდ მიესალმა და გვერდი აუარა. უკან გაჰყვა
-არ მელაპარაკები?რატო იქცევი ისე თითქოს ორ შეყვარებულს ერთად შევვხვდი
-რა შუაშია! მე თუ პატივს მცემ ჩემს თვალწინ ისეთი რამ არ უნდა გააკეთო რაც იცი რომ მაღიზიანებს და არ უნდა დაივიწყო ჩემი არსებობა იმ არსების გამო რომელსაც ყოველ წუთს ნებისმიერ ადგილას შეუძლია გაგიშალოს ფეხები ! მორჩა ,შენთან ლაპარაკი არ მინდა თუ გინდა რომ დავმშვიდდე და თავიდან არ დავიწყოთ უბრალოდ შემეშვი!
-ახლა როგორ იქცევი იცი? ხვდები რომ ეჭვიანი გოგოს როლში ხარ და მაფიქრებინებ რომ თვალთმაქცობდი ჩემთან ,რომ უბრალოდ კი არ ვმეგობრობდით ჩემ მიმართ სხვა რამეს გრძნობ და ამიტომ მირჩევ საქმეს
-რაც გინდა ის იფიქრე
-რატომ გავხართ ყველანი ერთმანეთს. ხომ შეიძლება ერთი გოგო გავიცნო რომელიც ჭკვიანი იქნება მასთან საუბარი შემეძლება და უბრალოდ არ ჩაეწერება ცემი ფანკლუბის გოგონების რიგში
-შენ ფანკლუბში არასდროს ვიქნები რადგან ერთი იდიოტი ხარ და შეუძლებელია შენზე გავგიჟდე ოდესმე ! და მე მატნაირი არ ვარ - ირგვლივ მიმოიხედა რამდენიმე მათეზე შეყვარებული გოგო შენიშნა სიარულის დროს-ნუ მაბრაზებ უარესად
-შენი გაბრაზების მეშინია? როგორ ფიქრობ?
-არ ვფიქრბ უკვე, საერთოდ არ ვფიქრობ შენზე -უნივერსიტეტის შენობამდე სანამ მივიდნენ ყველას ყურადღება მიიქციეს, იმდენად იცვლებოდა მათი ტონი,იმდენად აშკარა იყო რომ წინ მიმავალ სალომეს მიჰყვებოდა მათე ,მიუხედავად იმისა რომ გოგო მხოლოდ ერთხელ შებურნდა მისკენ და ჯიქურ მიიწევდა წინ.ყველამ გაიგო რომ კამათობდნენ. შენობაში როგორც კი შევიდნენ მაშინვე კიბისკენ დაიძრა,ნაბიჯსაც არ უჩქარებდა უბრალოდ ისე უცებ შეერია სტუდენტებს და დაუსხლტა მათეს აზრი აღარ ჰქონდა გაყოლას. სემინარზე ერთად არ იყვნენ ასე რომ აუდიტორიაშიც ვერ შეხვდებოდა მარგიანი.
საღამოს რამდენიმე მეგობართან ერთად იჯდა კაფეში ანდრონიკაშვილი. საუბრობდა მშვიდად ისე თითქოს ისევ ძველ დროში იყო როცა მათე არ არსებობდა მის ცხოვრებაში. ბიჭებს კეკლუცად ესაუბრებოდა, თან ისეთებს იტყოდა ერთდროულად ადუმებდა ყველას და მერე მომაჯადოებლად იცინოდა. საუბარში გართულმა ვერც კი შეამჩნია როგორ შევიდა მარგიანი კაფეში და მისკენ დაიძრა, მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს მის წინ რომ დაეყრდნო მაგიდას და გაღიმებულმა დახედა
-მოვედი პატარავ... ზუსტად დროულად .შეგვიძლია წავიდეთ ... - ხელის მოხვევა სურდა სალომე რომ მიუხვდა და გვერდით მჯდომი ბიჭისკენ გაიწია
-ვაიმეე მათეე სულ დამავიწყდა მეთქვა რომ აღარ მჭირდებოდი. ტყუილად დაკარგე დრო ,როგორ ვწუხვარ
-კარგად დაფიქრდი სალომე!
-საკმაოდ ვიფიქრე, იმაზე მეტყანს ვიდრე სიტუაცია მოითხოვდა. ჩემი გადაწყვეტილებები ორჯერ არ იცვლება
-ძალიან კარგი...არც მე ვიწუხებ თავს განმარტებებისთვის და მითუმეტეს ვინმეს შემორიგებისთვის - ძალიან მშვიდი იყო მარგიანი, სალომეს თვალებს მოსწყდა , ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და გასასვლელისკენ გაემართა. სალომეს იქ ყოფნა აღარ შეეძლო, რამდენიმე წუთი და იქაურობას გაეცალა. სახლში წავიდა და პირდაპირ ოთახისკენ გაიქცა რადგან არაფრის გაგონება სურდა
-რა ხდება სალო?
-არაფერი მაშო ...არაფერი საერთოდ
-არაფერმა რაო არ ეცადა გამოსწორებას?
-თითქოს,მაგრამ მაინც არ უცდია რადგან ჩემგან არაფერი უნდა არ ვუნდივარ არც მეგობრად და არც გასართობად
-ასე რომ ამბობ მართლა სხვა ქალებს ემსგავსები ,იმ სხვებს მისთვის რომ იგიჟებენ თავს
-ჩემსა და მათ შორის უფსკრულია , ისინი პოპულარულობის გამო გიჟდებიან მე კი უბრალოდ , უბრალოდ რაღაც მიზიდავს მასში მისი მთლიანი არსება ერთად.ახლა კი მივხვდი რომ შევცდი ის ნამდვილად არ არის ის კაცი ვისი ცხოვრების გამწარება-გატკბილება იქნება ჩემი ცხოვრების მთავარი ბედნიერება
შემდეგ უბრალოდ აგრძელებდნენ ცალ-ცალკე თავიანთ ცხოვრებას . მათე არც დადიოდა ხშირად უნივერსიტეტში,მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა როცა რაიმე მნიშვნელოვანი წერა გამოკითხვა და გამოცდა იყო. ხანდახან ისე უეცრად გამოჩნდებოდა აუდიტორიაში სალომეს წამსვე გული ეკუმშებოდა, წამით შეხედავდა რწმუნდებოდა რომ ის იყო ნამდვილად და შემდეგ ისევ აგრძელებდა საქმეს.
ერთ დღეს მონატრებული დის ნახვა მოუნდა.მისი ცხოვრებით იყო უკვე დაინტერესებული და პალატაში მათე რომ დახვდა აცეკვებული მაშინვე ჩართო მოშხამვის მექანიზმი. როცა გაარკვია რომ თავისი უფროსი და ახვლედიანზე იყო შეყვარებული და მისი მომავალი ოჯახი მარგიანის დიდ ოჯახში მოიაზრებოდა, თანაც მათტან ერტად ყოფნაც მოუხდებოდა. ბევრ მათგანს იცნობდა ,ბევრიც გაიცნო და უკვე მარგიანის დაიგნორებას ვეღარ ახერხებდა. მეორე ვარიანტი ურთიერთობის კი ისევ კამათი იყო, თუმცა ამას სიტყვებით თამაში უფრო ერქვა . არცერთი ნებდებოდა და დიდხანს ჰქონდათ დაძაბულობა.
წლის დასასრულს წვეულება გაიმართა სადაც თითქმის მთელი უნივერსიტეტი იყო შეკრებილი. სალომე კარგად ატარებდა დროს, მარგიანი მოგვიანებით შეუერთდდათ სხვებისგან განსხვავებით ტენდეცია დაარღვია და უბრალოდ მუქ ჯინსსა და ღია ცისფერ პერანგში იყო გამოწყობილი . ისედაც არ აკლდათ განხილვის ობიექტები ,მაგრამ ერთი კიდევ დაემატათ და უკვე მასზე საუბრობდნენ ირგვლივ. სალომეს ეცინებოდა ზოგ კომენტარზე და ამბავზე რასაც მასზე ყვებოდნენ. ღვინის ჭიქა ეჭირა და მშვდიად მიირთმევდა მათე რომ ამოუდგა გვერდით
-ვერავინ გამოიჭირე მარტო რომ ხარ? თუ უკვე ყველა მოშხამე და გაგექცა თაყვანისმცემლების არმია
-შენი ფან ჯლუბია ადგილზე .ყველა მხარეს არიან ჩასაფრებულები, მარგალიტებივით არიან გაბნეულნი სამაგიეროდ . აი თიკჩოც გამოჩნდა გავიგე დაშორდით რა გულნატკენი ხარ ალბათ ..ახლა ვეღარავის ღალატობ
-პირდაპირ ვვოცდები ჩემი რძის და როგორ ხარ შენ! ნამდვილად ბიოლოგიური დები ხართ შენ და თამარა?
-ნამდვილად იოანეს შვილი ხარ? იქნებ გიშვილეს . შეუძლებელია იმ საოცარ კაცს შენნაირი გამოსვლოდა
-მამაჩემი გევასება ტო? კესარიამ არ გაგიგოს თორე მეც ვერ გიშველი ცოცხლად გაგატყავებს პირდაპირი მნიშვნელობით
-ავადმყოფი ხარ და ყველა შენნაირი გგონია!
-არც მეკითხები? თუმცა შენ ხო ყველაფერში დარწმუნებული ხარ
-შენც რომ იყო რამეში დარწმუნებული კარგი იქნებოდა ,მაგრამ ზოგადად არ შეგიძლია აზროვნება ინსტიქტურად მოქმედებ და ყველაფერი გკიდია
-რა უაზროდ ვკარგავ დროს !
-აქამდე რატომ ვერ მიხვდი, ჰა არ მიდიხარ?
-რა თქმა უნდა ,დროის ფუჭად კარგვას შეევშვები- ჭიქა გამოაცალა თავის ბოკალს მიუდო გვერდით და მოცეკვავე წყვილებისკენ წაიყვანა ანდრონიკაშვილი. სწრაფად მოხვია წელზე ხელი მეორეში მისი მტევანი მოიქცია და მელოდიას აჰყვა
-გეკითხა მაინც...
-რა აზრი ჰქონდა! აღიარე რო მოგენატრა
-რა ?
-ჩემთან ახლოს ყოფნა და სიმშვიდე
-ვიწვი მონატრებით
-მეც
-ოდესმე მოგბეზრდება სხვის ემოციებზე თამაში?
-მაშინ როცა აღიარებ
-რამე უნდა ვაღიარო ?მაინც რამე დანაშაული მაქვს თუ
-იქნებ დაფიქრდე- მეორე ხელიც წელზე მოხვია და მანძილი უფრო შეამცირა .თვალებში უყურებდა და მზერას არ აშორებდა. სალომეს სუნთქვა ეკვროდა ,მაგრამ არ ტყდებოდა .
-მაგ სიტყვის მნიშვნელობა იცი? ყოჩაღ შენ აღარ ხუმრობ
-არ გინდა... გთხოვ
-რა ხდება მარგიანო კვდები?
-ხო , ძალიან მალე და არ მინდა რომ ჩხუბით დავასრულოთ
-სულ შეიშალე? რა ხუმრობაა ახლა ეს - უცებ გაუშვა ხელი და უკან დაიხია . -ღმერთო ჩემო არც კი გრცხვენია , ზღვარიც არ გაგაჩნია ! გაცოფებული უყურებდა და თანდათან უწითლდებოდა თვალები მარგიანის სერიოზულ გამომეტყველებას რომ უცქერდა, ელოდა როდის გაიცინებდა,როდის ეტყოდა რამეს ,მაგრამ ამაოდ -რა სისულელეა... შეუძლებელია - მთელი სხეული უთრთოდა, თვალები აემღვრა იქ სუნთქვაც კი უჭირდა ,გასასვლელისკენ გაიქცა და ეზოში ნახევრად მოკეცილი იდგა ,გულზე ხელს იჭერდა თითქოს სუნთქვა უჭირდა. უკან მიიხედა და მარგიანს მუშტები დაუსინა მკერდზე-მითხარი ...ამოიღე ხმა მითხარი რო ტყუილია , არაფერი გჭირს ასე როგორ იქცევი ასე როგორ შეიძლება სულ არ გეცოდები ? ოდნავადაც არა? ასეთი საზიზღარი როგორ ხარ . მათე რამე მითხარი თორე შევიშლები ...მარგიანო
არაფერი უთქვამს, მკლავებზე მოუჭირა თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე ველურივით ეძგერა. ისე კოცნიდნენ ერთმანეთს მთელს ამოციას ერთად იღებდნენ. თითქოს ორივე გათავისუფლდა შემდეგ ფარჯიანმა გაიცინა
-შიშით ვკვდები რომ წარმოვიდგენ როგორ გამიმწარებ დარჩენილ ცხოვრებას, მაგრამ შენგან შორს ყოფნაც მკლავს, ამ ტუჩების სურვილიც მკლავდა და მთლიანად შენი სურვილი მკლავს. ვინაიდან ვიცი რომ ყველა შემთხვევაში განწირული ვარ ისევ შენ გვერდით გავიმწარებ სიცოცხლეს
-სიყვარულსაც კი ისე მიხსნი რომ მაგიჟებ და გინდა მშვიდად იცხოვრო?
-როგორ მებრალება საკუთარი თავი ,ღმერთო როგორ მებრალება - კოცნიდა და თან ლუღლუღებდა
ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი სიგიჟე. ხომ შეიძლებოდა ნორმალური წყვილივით შეცვლილიყვნენ სასიკეთოდ დამშვიდებულიყვნენ, ბედნიერება ერთა დყოფნაში ეპოვათ. ამათი ბედნიერება სიგიჟე იყო და საწყალი მათე მართლაც რომ შეეწირა სალომეს გამოხტომებს. ვერც იშორებდა თავიდან, ვერც ამშვიდებდა, უკვე ვეღარც ამარცხებდა.ყველანაირ ხერხს იყენებდა მის წინააღმდეგ და აღარაფერი შეეძლო მარგიანს. სულ მთლად აირია სიტუაცია როცა ერთ-ერთ მშვიდ საღამოს მარტო რომ ისხდნენ ჩახუტებულები მათემ ცოლობა სთხოვა
-უკვე რამდენი დრო გავდია რაც ერთად ვართ... ყველა ქალზე ეჭვიანობ ვინც მიახლოვდება და არც მაძლევ შენთან მოახლოების უფლებას , აქეთ-იქით სიარული და დედაშენის გაგიჟება ცალკე თემაა
-რა გინდა მათე რატო არ მაცლი მშვიდა დყოფნას . გამოსავალი რა გაქვს მიტხარი მიდი რა მოიფიქრე ჩემო გენიოსო- უცებ დააჯდა ფეხებზე , სხეულზე აეკრო და აკოცა
-ცოლად გამომყევი ...
-რაა? -როგორ უცებაც ჩაუჯდა ისე უცებ მოშორდა და გაცოფდა- რა ცოლად ღმერთო ჩემო სულ შეიშალე მგონი. რომ ჰკითხო ვუყვარვარ და კი უნდა რომ ამირიოს მთელი ცხოვრება. ხომ იცი როგორ ვერ ვიტან ცოლის სტატუსს და საერთოდ ამ წესებს და უბედურებებს რაც ცოლ-ქმრობას მოჰყვება. შენი აზრით ახლა მე ცოხვრების იმ ეტაპზე ვარ რო შენი ცოლობა მინდა?
-საერთოდ თ ხვდები რას მეუბნები...
-მე ძალიან კარგად ვხვხდები შენ ვერ იგებ მე რა მინდა. ყველაფერი მარტივად გგონია და არ ფიქრობ აბა წარმოიდგინე ერთ წუთს როგორი რუტინული ,მოსაბეზრებელი და ნაცრისფერი იქნება ჩვენი ცხოვრება ერთად რომ ვიცხოვრებთ...წარმოდგენაც არ მინდა . ყველაფერი უცებ გაქრება და რა დარჩება დავიკმაყოფილებთ სექსუალურ მოთხოვნილებებს და შენ გგონია მერე არ ვიეჭვიანებ სხვა ქალებზე? მერე უფრო გავგიჟდები მერე რომ მიღალატო ხომ მოგკლავ ! ათასი რამ შეიცვლება ყველა დეტალს რომ მივყვე ახლავე გავგიჟდები
-მორჩა! მორჩა უკვე დასრულდა ,დავიღალე . დავიღალეეეე შენ მშვიდად ცხოვრება არ შეგიძლია, არ გინდა რომ არ ინერვიულო,რომ არ გაგიჟდე გადაირიო, პრობლემა არ დაინახო და ყველაფერში უარყოფიტი არ დაინახო მოკვდები. ყველაფერზე შეგიძლია ჩხუბი, აფსოლიტურად ყველაფერზე თუ განწყობა გაქვს ასეთი,თუ სხვა სადარდებელი არ გქონდა და როცა მართლა გასაბრაზებელი ამბავი ხდება და შენ სხვა საქმეც გქონდა გკიდია. მაშინ რეალურად ფიქრობ და განიხილავ საკითხს. რამდენი წელი გავიდა უკვე თუ ხვდები,თვე კი არა ან დღე ან კვირა წელი ... რამდნეიმე წელია ერთად ვართ. ამასაც თუ ერთად ყოფნა ჰქვია სტანდარტულია ყოველი დღე თუ არა კვირაში ოთხი დღე შენ ჩხუბობ მე შერიგებას ვცდილობ იმის გამო რის მიზეზსაც ვერასდროს ვიგებ ,მაგრამ მიყვარხარ რა ჯანდაბად შემიყვარდი რა გამიკეთე ასეთი ან იმ ღმერთმა რას გადაკვეთა ჩვენი გზები,რომ ვიცოდე სხვა შემიყვარდება ოდესმე იმ წამსვე მოგკლავდი ხანდახან ისე მაგიჟებ...აი ახლა ისე ვარ მართლა მოგკლავდი. მაგ გამომეტყველების გამო ,მარტო იმის გამო რომ იცი როგორ მმართავ იცი რო ვერსად გაგექცევი და იყენებ ბოლომდე, ბოლომდე უნდა გამწურო და გამანადგურო ხო? შენც იცი რო ვერავისთან იქნები ,მაგრამ გკიდია . ხოდა ახლა ისე ვარ რომ მე ნამდვილად არ ვაპირებ შენს ატანას. ჩემი პრეტენზიების გამოჩენის დროა და კარგად მოემზადე - ასე ყვირილით მივარდა გიჟივით დაეკონა ტუჩებზე ისე კოცნიდა სუნტქვა აღარ შეეძლო სალომეს. მერე მოშორდა შებრუნდა და წავიდა.
ერთი კვირა არ დალაპარაკებია და ყოველი შეხვედრა შემთხვევითი იყო, უბრალოდ გარდაუვალი რადგან ერთ წრეში ტრიალებდნენ და გაქცევა არცერთს სურდა . აკოცებდა,მოიკითხავდა, რამე ხომ არ გჭირდება ეტყოდა ისევ აკოცებდა და მორჩა. ბოლოს სალომემ ჩაისუნთქა ღრმად და ეახლა მარგიანს.თან შუაღამით,თიტქოს ინსტიქტურად ამოწმებდა ვინმე ხომ არ ჰყავდა. კარი ნახევრად მძინარემ,თითქმის შიშველმა რომ გაუღო და შემდეგ უცებ ჭყიტა თვალები სალომეს დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა
-სალომე? აქ რა გინდა ამ დროს. კარგად ხარ? რამე მოხდა?
-ჯანდაბა ! ასეთი მიმზიდველი რატომ ხარ- უცებ შევიდა, ყელზე მოეხვია ტუჩებზე დაეკონა,კარიც ზურგით მიხურა და მარგიანს გონს მოხვლა არ აცადა ისე უბიძგა საძინებლისკენ. ჩანთა გზაში დააგდო, შემდგ ჟაკეტი მოიშორა ისევ კოცნიდა და ბოლოს მათე რომ მოშორდა გაბრაზებულმა შეხედა
-ასე აპირებ ჩემ შემორიგებას?
-რა შემორიგება მათე ,რა დროს ეგაა ვერ ხედავ როგორ ვარ?
-ეგრე ვარ მე სულ ყოველი შენი გამოწვევის შემდეგ რომ მეთამაშები და ქრები ,მაგრამ ვცოცხლობ! აბა რატომ მოხვედი აქ და დამირღვიე მშვიდი ძილი, ალბათ გაინტერესებდა მარტო ვიყავი თუ არა რადგან ვერ შეგასმინე რომ ამ ბინაში არავინ მომყავს და საერთოდაც ისე გამინადგურე ფსიქიკა შეიძლება იმპოტენტიც გავხდე მალე
-შემოთავაზება მაქვს
-ახლა რამე საოცრებას მეტყვი და გეფიცები მაგრად ...
-ჩემთან ყოფნა თუ გინდა უბრალოდ საცხოვრებლად გადმოვალ შენთან ყოველგვარი კაონების ცოლ ქმრობის ჯვრისწერების და წესების გარეშე .თუ მივხვდი რომ ჯერ არ ვართ მზად ერთად საცხოვრებლად ისევ უკან დავბრუნდები და არაფერი მოხდება . მითხარი რომ თანახმა ხარ და მაკოცე
-რა თქმა უნდა არ ვარ თანახმა! შენ საყვარლობას არ ვაპირებ
-სულ შეიშალე შენ ხო? რა მუჟიკობა დამიწყე აქ . საყვარელი თურმე, ნეტა როდიდან გაინტერესებს სტატუსები და ახლა ქალიშვილობის ინსტიტუტზეც ხომ ვერ მეტყვი ერთ ორ სიტყვას. კესარიას დედა უნდა დავუძახო და მათტან ვიცხოვროთ შიდი ბიჭ გაგიჩინო და კიდევ რა ვიცი რა
-გადარეული ხარ და ჩემი გაგიჟებაც გინდა,მაგრამ არა! უარს გეუბნები და ასეთი რთულია?
-ხო რთულია იმიტო რო შენ უარს არ მეუბნები არაფერზე!
-ყველაფერი ხდება პირველად...შეგიძლია დაიძინო ან წახვიდე. იქნებ ვინმე აგეკიდოს გზაში და მიგაგდოს სადმე ჯურღმულში . ამ შუაღამით დამადგა გოგო - საწოლზე გაწვა, საბანი გადაიფარა, ბალიში ააფუმფულა თავი კომფორტულად დადო და სანათი ჩააქრო
-ააააააააააააა როგორ ვერ გიტან ხანდახან ! უცებ რომ გინდება ჩემი ცოდვებისთვის სამაგიეროს გადახდა და მაწამებ ერთიანად- სწრაფად მოიშორა ტანსაცმელი და ასე მიუწვა გვერდით-აბა ტკბილი ძილი იდიოტო მარგიანო !
-ქორწილამდე მაინც არ მოგეკარები და ისე ნუ იზამ კოცნაზეც რომ უარი გითხრა...ჩემი მოთმინების უნარი იცი რა დიდია
-ამოვწურავ არ იდარდო
-ვნახოთ …
-ნახავს თურმე
-საერთოდ რა სისულელეს ვაკეთებთ თუ ხვდები
-რა თქმა უნდა ...სისულელეა ქორწინებაზე ფიქრი . მგონი მაზოხისტი ხარ აბა ჩემი ცოლად შერთვა როგორ უნდ აგინდოდეს ნორმალურ ადამიანს
-შენ არასდროს შეიცვლები და ასე წლები გავა ...
-ქორწინების ასაკში ნამდვილად არ ვარ და ასე ვერ მაიძულებ ზრდასრულ ქალად ვიქცე
-შენი შეცვლა რომ მინდოდეს სხვა რამეს მოვიფიქრებდი ,მაგრამ შენ სანამ მიზეზს ზუსტად არ გეტყვი მანამ ვერაფერს იგებ
-ერთნაირები ვართ ...მართლა ვერ ვხვდები რატომ მიყვარხარ საერთოდ არ გვესმის ერთმანეთსი და მგონი მსოფლიოში ერთადერთი წყვილი ვართ ვინც სულ კამათობს და მაინც ერთად ვრჩებით . კარგი უბრალოდ შემირიგდიი ორივეს წინადადება გავაქროთ ..ან მარტო ჩემი დავტოვოთ - მისკენ უფრო მიიწია და ხელები მოხვია -მათეე ! როგორ მიშლი ნერვებს რომ გეხები და მიმიკაც არ გეცვლება! დამპალო!
-მეძინება !
-ნამდვილი სვანი ხარ ! რა მიკვირს რო მამაშენის ხასიათი არ გაქვს მხოლოდ კესარიას დაემსგავსე და იმას ვერ ხვდებირ ომ კაცი ეგეთი უდარდელა არ უნდა იყო . მეორეც ჩვენ შორის ერთი გიჟი ვართ და საერთოდ ალექსანდრეს უფრო გავხარ შენ და კოტეს ვიდრე იოანეს
-იმათთან მეტი დრო მაქ გატარებული და იმიტომ
-ორი უკიდურესობა იმიტო ხარ ერთად?
-ისევ ჩემ შეცნობას აპირებ და ახალი იდეები უნდა გაგიჩნდეს? ღამის სამი საათია თუ დილის
-სულ როგორ გეძინება..ამდენ ხანს ძილი რა უბედურებაა
-გაჩუმდი !- უცებ გადაბრუნდა ხელები მოხვია ქვემოთ ჩაწია ისე რომ ნორმალურად დაწოლილიყო აკოცა და მერე ორივე გაჩუმდა-ასე რომ მიყურებ მერე ვხვდები რატომ მიყვარხარ-ლოყაზე თითები ჩამოუსვა და შემდეგ აკოცა - მე ის სალომე მიყვარს რომელიც შენშია და რომლის დანახვაც მხოლოდ მე შემიძლია .ამიტომ არ მაქვს რიგ შემთხვევაში რეაქცია შენს გამოხტომებზე და ამიტომ ვარ ამდენ ხანს შენ გვერდით. უბრალოდ ვიცი რომ თუ შეეცდები მიხვდები როგორ უნდა მოიქცე ისე რომ არც შეიცვალო და არც მე დამკარგო -თვალებში უყურებდა განაბულ ანდრონიკაშვილს
-დრო მჭირდება ,მაგრამ უნდა ვიცოდე რომ ისევ ისე ვიქნებით,რომ აღარ ბრაზობ
არ შეეძლოთ, უბრალოდ სტაბილურად ყოფნა არ გამოსდიოდათ. აუცილებლად უნდა მომხდარიყო რაღაც მათ ცხოვრებაში რაც ისევ ახალ თავსატეხს ქმნიდა, რაც ისევ ურევდა ყველაფერს და თავდაყირა დგებოდა .
ის იყო გადაწყვეტილება უნდა მიეღო ერთ დღეს ფოტოები მიიღო სადაც მათე იყო სალომეს ერთ-ერთ ნაცნობ გოგოსთან ერთად . გაგიჟდა ანდრონიკაშვილი ისე კიოდა ოთახში დიანა გააგიჟა. შემდეგ გავარდა და პირდაპირ მარგიანების სახლში შეიჭრა. იცოდა მათე იქ იყო , კარი კესარიამ გაუღო
-დილამშვიდობის ლამაზო...
-მათე სად არის კესო?
-ზემოთაა სძინავს რა ხდება... - უკვე კიბეზე იყო სალომე კესო ქვემოდან უყურებდა და იცინოდა
-რა ხდება კესარია?
-შენი ბიჭი რაღაცაშია დამნაშავე... სალომე მოვიდა უფრო სწორად მოვარდა
-დროა გავიდეთ სახლიდან თორე შეიძლება სახლმა ვერ გაუძლოს მაგათ ჩხუბს
-მე და შენ გვიძლებს ამდენი წელია და მაგათ რა უნდა გააკეთონ ისეთი - ყელზე მოხვია ხელები ქმარს და აკოცა- ასე ადრე სად მიდიხარ..ვინ გიშვებს
-საქმეები მაქვს!
სალომე ოთახში სევიდა, მათეს ბალიშზე მოხვეულს ეზინა,მუცელზე იწვა და მხოლოდ წელზე ეფარა თხელი საბანი. ისე მშვიდად ეძინა შეგებრალებოდა გასაღვიძებლადმ,ქალბატონმა პირდაპირ თავში ჩაარტყა იატაკზე დაგდებული ერთ-ერთი ბალიში
-გაიღვიძე მარგიანო ! ახლავე გაიღვიძე
-რა ჯანდაბაა... რა ხდება მეორეთ მოსვლა იწყება? წყალდიდობაა?
-ეს ხდება აი კარგად ნახე გაიხსენე მოგონებები მიდი კარგად დაკვირდი- ფოტოები ესროლა და გამოხედვაც არ აცადა ისე დაუშინა ხელები - საზიზღარო, დამპალო, ვერ გიტან როგორ ვერ გიტან ...რომ იცოდე ,შენ რომ იცოდე როგორ მეზიზღები
-გაჩერდი! - რომ ვერ გააჩუმა უცებ დააგდო საწოლზე ერთი ხელი მკლავებზე მოუჭირა მეორე პირზე მიაფარა და აფართხალებულ ანდრონიკაშვილს მოძრაობის უნარი წაართვა- რა დღეში ხარ სულ გადაირიე ? -სალომე ხმას ვერარ იღებდა მხოლოდ ზმუოდა და ფეხებს აფართხალებდა როგორც შეეძლო- გაჩერდი-მეთქი !-კიდევ დაუყვირა მათემ და მერე უცებ გაშეშდა,თითქოს გაქვავდა თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა უყურებდა მარგიანს და ტიროდა -სალომეე
-გამიშვი -როგორც კი ხელი მოაშორა მათემ და მოფერება სცადა მაშინვე მოიშორა და საწოლიდან წამოვარდა-არაფერი მაინტერესებს ,გშორდები! დასრულდა !
მათემ ახლაღა დახედა იატაკზე დავარდნილ ფოტოს და უკან დაედევნა სალომეს. კართან მისულს დაეწია და წამსვე აიყვანა ხელში. ქვემოთ მყოფ მაკრინეს გვერდი ისე აუარა გოგომ თვალისდახამხამება ვერ მაოხერხა. სალომეს კივილს ყურადღებას არ აქცევდა,ოთახში დასვა და კარი ჩაკეტა
-მორჩი ისტერიკას და შემომხედე !
-აღარ შემიძლია...დავიღალე ყველაფერმა დამღალა უკვე ვერავინ იგებს რა მინდ აუკვე მეც არ ვიცი . რამდენიმე წელი გავიდა აფსურდში, დროის სულელურად კარგვაში და მე აღარ შემიძლია
-ნეტავ რატომ იმიტომ ხომ არა რომ არასდროს მისმენ და არასდროს ცდილობ ჩემი რჩევების გათვალისწინებას ახლა რის გამო მიბრაზდები რომ ოდესღაც ვიღაცასთან ვიყავი და ფოტოები არსებობს? საშინელება ისაა რომ ასეთი ამბები არ გაბრაზებს უბრალოდ
-უბრალოდ დავიღალე ხომ გითხარი უკვე ...ვერ ხედავ? ძალა აღარ მაქვს
-როდემდე გავაგრძელებთ ასე ... წავიდეთ რა . წავიდეთ გთხოვ ყველაფერი დავტოვოტ და სადმე ისეთ ადგილას მივიდეთ სადაც აქამდე არ ვყოფილვართ .ყველასგან და ყველაფრისგან შორს, სადაც ყველაფერი უცხო იქნება და მხოლოდ მე და შენ ვიქნებით - სახეზე ეფერებოდა და ცრემლებს კოცნით უშრობდა
-როგორ შეგიძლია ასე მშვიდად ყოფნა ... ყოველი ჩემი ისტერიკის შემდეგ
-წავიდეთ?
-ნორმალურია ასე რომ ვიქცევი?ნუთუ სულ არ ბრაზდები, დავიჯერო ერთ დღეს ამდენხნიანი სიმშვიდის შემდეგ არ ამოიფრქვევი და თავიდან არ მომიშორებ? მეშინია მათე,უშენობის მეშინია
....
დიდხანს იწვნენ საწოლში გაუნძრევლად. მათე სალომეს ეფერებოდა მის თმაში დაასრუალებდა თითებს და შიგადაშიგ შბლზე კოცნიდა. უკვე ღამდებოდა სალომემ მზერა რომ მიაპყრო მარგიანს
-ხვალ წავიდეთ ,უკვე გვიანია

მეორე დღეს სალომესთვის გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ,იმდენად იყო დაღლილი მთელი გზა ძილში გაატარა, მოტენთილი და ძალაგამოცლილი იყო. მათემ ხელში რომ აიყვანა და პატარა სახლისკენ დაიძრა თვალები ოდნავ გაახილა ,გაურკვეველი ბგერები გამოსცა და თავი მის მხარზე ჩამოდო .გრძნობდა მის შეხებას, საწოლზე როგორ დააწვინა, როგორ გახადა და საბანში გაახვია. სემდეგ ისევ ბურუსში ჩაიკარგა.
თვალები რომ გაახილა მარტო იყო ,ხის სრუნელი ტრიალებდა ირგვლივ.უზარმაზარ ხის ჩუქურთმებიან საწოლზე იწვა, ფანჯრიდან მთებს უყურებდა რომლებზეც უკვე თოვლი იდო. სწრაფად წამოდგა საწოლიდან,ამდენი წოლისგან კუნთები მოდუნებული ჰქონდა,მხრებში გაიმართა დიდი ,თბილი ჟაკეტი აიღო სკამიდან . თბილი სახლის ფეხსაცმელი მოირგო და გარეთ გავიდა. სახლი ერთსართულიანი იყო,სულ რამდენიმე ოთახს მოიცავდა და ყველაფერი ხის იყო. კედლებზე ლამაზი ნახატები ეკიდა, მინიმალური ავეჯი იდგა და ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა . მათე არსად ჩანდა , სამზარეულოში ღუმელზე რაღაც მზადდებოდა და საოცარ სურნელს აფრქვევდა . ის იყო გარეთ უნდა გასულიყო კარში რომ გამოჩნდა მარგიანი . გარეთ აშკარად ციოდა, ქურთუკი ბოლომდე ჰქონდა შეკრული,თავზე კაპიშონი წამოეფარებინა და გაყინულ ხელებს ერთმანეთზე უხახუნებდა. სალომე რომ დაინახა გაიღიმა და მისკენ დაიძრა .სალომეც უღიმოდა და მისკენ მიდიოდა. მერე ხელები მოხვია და იგრძნო შვება. თითქოს ეს სჭირდებოდა ამდენ ხანს , მხოლოდ მათე მხოლოდ მასთან და სხვა არავინ. ხელები ყელზე მოხვია და აკოცა
-მიყვარხარ იცი?
-მართლა? ოო ღმერთო როგორ გამაოცე სალიო - იცინოდა და ისე კოცნიდა-ღმერთო როგორ მიყვარხარ
-რამდენი ხანია არ გითქვამს იცი?
-როცა ჩემი სალიო ხარ მაშინ გეუბნები ,ახლა კი თავისუფალი, ლაღი და მშვიდად-გიჟი სალიო ხარ -სახეს უკოცნიდა და თან საუბრობდა, ორივეს სახე უცინოდა და ბედნიერებას ასხივებდა
-სულ გაყინულხარ
-ძალიან ცივა გარეთ მალე ფიფქები წამოვა ციდან..>შენი საყვარელი თოვლი მოვა
-გუნდაობის ექსპერტი და ჩემპიონი შენ ხარ
-საჭმელი დამეწვა- უცებ გაეცალა სალომეს და გაიქცა.
ასე მხიარულად ატარებდნენ დროს. მარტო დარჩენამ ყველაფერი დაალაგა. ახლა უკვე ხვდებოდნენ რომ ყველაფერი უფრო მარტივი იყო . თოვლი მართლაც მოვიდა, უყურებდნენ ბუხართან მსხდომები როგორ იფერებოდა ყველაფერი თეთრად. მთელი ღამე თოვდა მეორე დღეს კი დილაადრიან გაეღვიძა ორივეს. სწრაფად ჩაიცვეს და სანამ არ გაითოსნენ გუნდაობდნენ, სეირნობდნენ, თოვლის ბაბუა გააკეთეს სახლის წინ,მათეზე მაღალი და დიდი იყო .
დღეები სწრაფად გადიოდა, სამყაროს მოწყვეტილნი,თოვლში სეირნობდნენ და არაფერი ახსოვდათ ერთმანეთის გარდა. პატარა მონასტერს რომ წააწყდნენ სოფელში სალოცავად სესვლა გადაწყვიტეს. სალომემ ყელზე მოხვეული კასნე წამოიფარა და პირჯვარი გადაისახა. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ღვთისმშობლის ხატის წინ მდგომი სალომე მატესკენ დაიძრა რომელიც წმინდა გიორგის ფრესკასთან იდგა სანთლით ხელში და თავდახრილი ლოცულობდა . რამდენიმე წამი უყურებდა, ბიჭმა სანთელი დაამაგრა და მხოლოდ სემდეგ მიაპყრო მზერა სალომეს.კითხვის დასმაც არ აცადა ისე დაიჩურჩულა
-ჯვარი დავიწეროთ !
-სალომე..
-თუ ისევ გინდა შენი ცოლი გავხდე თუ გადაიფიქრე ამით არაფერი შეიცვლება ხომ იცი- ისევ ჩუმად ლაპარაკობდა
-დარწმუნებული ხარ? ახლავე აქ ჯვრისწერაზე მთანხმდები?
-ახლავე და აქ ღვთის წინაშე მინდა გავხდე შენი ცოლი
შემდეგ მამაოსთან მივიდნენ , სიხარულით დაიწერეს ჯვარი და იქედან უკვე ცოლ-ქმარი დაბრუნდნენ.
-ახლავე იცოდე რომ „ცოლო“სიტყვა რომ დამიძახო ყოველ დაძახებაზე რამეს გამოგიქანებ . არავინ დამიძახებს საერთოდ რძალოს და მსგავსი შინაარსის სიტყვებს რაც დაკავშირებულია ცოლ-ქმრობასთან . მეზიზღება ეს სახელები ხომ იცი. მე უბრალოდ შენი გოგო ვარ, 10 წელში შენი ქალი ვიქნები და მერე შენი მოხუცი ცოლი პირველი შვილთაშვილი რომ გვეყოლება მაშინ-სახლში რომ შეაბიჯა მაშინვე დაიწყო და მათეს სიცილზე აიფოფრა- რომ არ მიყვარდეს ეგ შენი სიცილი არ გაპატიებდი ,მაგრამ რა ვქნა რომ უძლური ვარ- უცებ სეეცვალა სახე და თვალები აატრიალა- არ მჯერა რომ გავთხოვდი! ისეთი შეგრძნება მეუფლება რომ რამდენიმე წელი მომემატა,სარკე მჭირდება უნდა დავრწმუნდე რომ ნაოჭები არ მაქვს და ცუდად არ გამოვიყურები. რა სიცივეა აქ თუ მე მაკანკალებს... დაანთე ბუხარი ააგიზგიზე სახლი ასე როგორ შეიძლება? ასე უვლი შენს გოგოს? - დადიოდა იცინოდა, ქოთქოთებდა მათე კი იდგა და უყურებდა.
ბუხრის წინ ისხდნენ , ვახშმობდნენ და ღვინოს მიირთმევდნენ
-ჩვენ გაგვიმარჯოს სალიო- ჭიქა მაღლა ასწია და სალომეს ჭიქას შეახო
-გაგვიმარჯოს მათიკო.მე და შენ - ღვინო მოსვა და სითხით დანამული ტუჩები მარგიანს მიაკრო-ხომ იცი რომ ეს არ დამაჭკვიანებს
-ყველაფერს გავანადგურებ რაც კი შეიძლება ჩემი გიჟი სალომე დაასერიოზულოს- სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია,ლოყაზე მოეფერა და აკოცა
-სასაცილოა
-რაა სასაცილო- მათემ თვალები გაახილა და სალომეს შეხედა რომელიც ხელზე მოეხვია და წამოაყენა - რას აკეთებ
-ნუ გეშინია ... ფრთხილი ვიქნები , ნაზი და არაფერს გატკენ - კისკისით უთხრა და საძინებელში შევიდა
-ანუ იცი რომ არ გატკენ ,ძალიან მოვინდომებ და აღარ გეშინია ხო?
-მე ის ვიცი რომ თუ არ იქნები გულისხმიერი და სურვილისგან შეიშლები ისე გამოეცლები ხელიდან თითქოს არც ვყოფილვარ
-ღმერთო ერთი გიჟი დადიოდა დედამიწაზე ჩემნაირი და ისიც მე რატო შემახვედრე? გინდა ჩემი ბევრი შვილი ჩვენნაირი იყოს და დედამიწას საფრტხე დაემუქროს? - თან სალომესკენ მიდიოდა თან საუბრობდა. ანდრონიკაშვილს თვალეში ჭინკები უხტოდნენ,მაგრამ მაინც უთრთოდა სხეული
-იქნებ თეთრი კაბის ჩაცმას დაველოდოთ..ახლა ცივა და ზაფხულში მოვირგებ თეთრ კაბას- უცებ ალუღლუღდა ცხელი ხელების სიმზურვალე შიშველ წელზე რომ იგრძნო და მათეს თვალებში ჩაიკარგა - არაა რა სისულელეს ვროშავ
-ხომ ხვდები ...
-კი ნამდვილად ,დროა გამაჩუმო - თითებით მის ზედას წაეპოტინა და სწრაფად მოაშორა სხეულიდან ...
მათი მრაფალფეროვანი ურთიერთობის მთავარი მიზანი ეს ღამე არ ყოფილა ,მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღამე ნამდვილად იყო ანდრონიკაშვილის ცხოვრებაში,მათესთვის კი უბრალოდ სიყვარულის გამოხატულება იყო კიდევ ერთ აქტში , მისით ძალით შეცვლილი მრავალჯერ განცდილი პროცესი და რაღაც ახალი მათთვის. სიგიჟის ასპარეზის გასაფართოებელი წყაროც და აქ საერთოდ არ დასრულებულა არაფერი ,არც დასაწყისი ყოფილა სიმსვიდის . სალომე ყოველთვის მართალი იყო,მათთან სიმსვიდე არასდროს მივიდოდა და არც იყო ეს მათი მიზანი .



№1 სტუმარი სტუმარი დი კო

როგოოოორ გამახარეეეე❤❤❤❤❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

სასწაული ეს წყვილი მიყვარსველოდები შენდეგს

 


№3 სტუმარი სტუმარი დი კო

მეეცხრე ისტორია მარიამზე და დათიზეა ხოოოო❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

სალომე და მათე, ორი უკიდურესობა

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ვისიამოვნე ძალია. ძალიან

 


№6 სტუმარი Gamaferkmtale

Auuuuu dzaan magari iyo miyvarxar dzaan

 


№7 სტუმარი Sex girl

Sakvarleebiiiii ????????

Sex girl
Sakvarleebiiiii

 


№8 სტუმარი ნესტან

მაგარი იყო ეს ორი გიჟი რა მაგრა აწვალებდნენ ერთმანეთ ბოლოს ერთად დარჩნენ მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent