გრძნობების მორევში 2
ცხოვრება ერთი დიდი უაზრობაა, ერთი დიდი ტანჯვა და კოშმარი. ადამიანს აღარ ვგავდი მე ცხოვრებამ მომიღო ბოლო, უფალმა ამ ტანჯვისთვის გამიმეტა, გული ამომაგლიჯა, ჩემი გული რომელსაც ჩემი ძმა ჰქვია. უბადრუკ და საცოდავ ადამიანად ვგრძნობდი თავს რომელსაც არაფერი შეუძლია , ვერაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ჩემი ძმა გადავარჩინო არაფრის გაკეთება არ შემიძლია რათა ჩემს მშობლებს ტკივილი შევუმსუბუქო, ვერმივდივარ და ვერ ვეუბნები რომ ყველაფერი კარგად იქნება რადგან მეც არვიცი რაიქნება ხვალ, ზეგ ან თუნდაც იმის შემდეგ არვარ იმდენად ძლიერი რომ სხვები ვანუგეშო, რადგან ეხლა მეც მჭირდება გვერდით ადამიანი ვინც დამიდგება ვინც მანუგეშებს ვინც გამამხნევებს და მეტვყის რომ გიორგი ჩემს გამო იმბრძოლებს ჩემი ღიმილის გამო იბრძოლებს, იმისთვის გადარჩება რომ თავისი უსუსური და გულში ჩაიკრას. ამ ფიქრებში გართული ვიჯექი ბორდიურზე თავ ჩაგინდრული და ცრემლები მომდიოდა, ცრემლები რომელიც ჩემს სახეს სწვავდა, მარილიანი სითხე რომელის ეკლებივით ესობოდა ჩემს სახეს, არარის აქ ჯდომა ადვილი როცა იცი რომ შენი ძმა სიკვდილს ებრძვის, მამას გავხედე და გული მომიკვდა , გული მომიკვდა რადგან არიცოდა რაექნა, კაცს რომელიც რკინასავიც მყარი იყო საყრდენი კედელი გამოსცლოდა, არიცოდა რითი ეშევალ საკუთარი ვაჟისთვის ერთადერთი ვაჟისთვის რომელიც აპარატზე მიერთებული ცოცხლობდა, წამოვდექი და საავადმყოფოში შევედი, რეგისტრატურაში მივედი და ვუთხარი რომ ჩემი ძმის გიორგი ყანჩელის ნახვა მინდოდა და პასუხმა გამაოგნა - უკაცრავად თქვენ ვინ ბრძანდებით? გაისმა გოგონას ხმა - ვინ და მისი და ვარ ხომ მაქვს ნახვის ნებართვა? -უკაცრავად მაგრამ რამდენიმე წუთის წინ ერთმა გოგონამ ზუსტად ესეთი პასუხი მითხრა და ავუშვი მაპატიეთ მაგრამ ვერ შეგიშვებთ - რამითხარი ? გაიმეორე რამითხარი ? შენ ამბობ რომ ინფორამიიც გადამოწმების გარეშე შეუშვი ჩემს ძმასთან ვიღაც გოგო რომელმაც გითხრა რომ მისი და იყო ? რაუფლებით ? დროზე ამიშვი მაღლა თორე შენს თავს დააბრალე რაც დაგემართება... - გოგონა დაწყნარდით და გთხოვთ დაბრძანდეთ მე საიდან უნდა მცოდნოდა რომ იტუებოდა ? - საიდან უნდა გცოდნოდა და უნდა გეკითხა გვარი ან გადაგემოწმებინა მშობლებთან, სად არის ეხლა ის გოგონა მანახეთ უნდა დაველაპარაკო - აი გამოვიდა აგერ მოდის. ამის გაგება და ჩემი წამოვარდნა ერთი იყო მინდოდა გამეგლიჯა ის ვინც ასე მოიტყუა ვინც ჩემს ძმასთან შევიდა პირველი და ჩემს მაგივრად ნახა, მის დანახვაზე კიდევ უფრო ზიზღით ავივსე მასთან ისე მივვარდი არც კი გამიზარებია რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ამბავს - შენ ? ეს შენ მოიტყუე რომ გიორგის და ხარ არა? რაუფლება გქონდა ? რაუფლებით ნახე ჩემი ძმა ვინ ხარ ვაბშე? რას წარმოადგენ ? =რა უფლება გქონდა ჩემი ძმა ამ მდგომარეობაშ გენახა მიპასუხე რომ გეკითხები - დიახ მე მოვიტყუე, და შევედი რადგან მენახა, რადგან ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ მიყვარს. მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო გამომიყვანა წყობიდან, კიდევ უფრო გამაღიზიანა - გეთქვა რომ გიყვარს ? შენნაირი იცი რამდენი ყავდა ? შენნაირი იცი რამდენი გამოიცვალა ? იცი ვინ იყავი გიორგისთვის მორიგი გასართობი მორიგი სათამაშო რომელსაც ზედ არასდროს შეხედავდა, აი მეკიდე მისი დავარ, და რომელსაც ასე უბრთხილდებოდა , რომლის ჩახუტებაც ყველაფერს ერჩივნა, რომლის ცრემლების გამო ყველას მოკლავდა, შენ კი არარაობა ხარ მისთვის ეხლა კიდე მოწყდი აქიდან და არ დაგინახო აქ მოსული, შენი სახეც კი არვნახო ახლომახლოს არსად ისიც გვეყოფა რაც გვჭირს და შენი სიყვარულობანასთვის არავის სცხელა გაეთრიე აქიდან, ამის თქმა იყო და ვიგრძენი როგორ მეკარგებოდა ძალა, იქვე მოაჯირს მოვკიდე ხელი , მაგრამ თავი ვერ შევიკავე და ვიგრძენი თუ როგორ დავეცი ძირს, მესმოდა მედდების ხმა მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი ბოლოს კი გონება დავკარგე... შავ ლაბირინთში მივდიოდი უკუნითი სიბნელე იყო, სიბნელე რომლისაც მე ასე მეშინოდა, არავინ ჩანდა, - გიორგი დავიძახე მაგრამ ხმა არავინ გამცა, სინათლე კი არსაიდან არ ჩანდა, - გიორგი დავიძახე ხელმეორედ მაგრამ ეხლაც ამაოდ, ნეტა სად ვიყავი? რატომ იყო ასეთი უკუნითი სიბნელე, თან ცივა , ძალიან ცივა მეკიდე სიცივეს ვერ ვიტან, სიბნელის ბოლოს რაღაც მკრთალი ნათება გამოჩნდა, ნაბიჯს ავუჩქარე და სწრაფად წავედი სინათლისკენ, მივდიოდი მაგრამ სინათლე არადა არ ახლოვდებოდა, ნელნელა დაღღლილობა მეპარებოდა მაგრამ არ გავჩერებულვარ და აი მივედი სინათლემდეც მივედი და რას ვხედავ ჩემი ძმა დგას ზურგით, - გიორგი ძამიკო ნუთუ ეს შენხარ, ნუთუ ცოცხალი ხარ? სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა - გიორგი შემომხედე, ნუ დგახარ ზურგით - ჩემო პატარა და საბრალო დაიკო ჩემო ვივიანა, ნეტავ იცოდე როგორ მიჭირს რომ ასეთ დღეში ჩაგაგდე,ჩემო საყვარელო არსებავ გთხოვ არგამიბრაზდეთ, არასდროს იტირო ჩემო ლამაზო, შენ ცრემლები არ გიხდება, გაიღიმე და იყავი ძლიერი ჩემო ფერია, მაპატიე გთხოვ უბრალოდ მაპატიე და არიტირო რა მეწყინება - გიორგი რას ამბობ, რა გჭირს საპატიებელი ? შენ არაფერი დაგიშავებია, გიორგი დაბრუნდი გთხოვ არ დაგვტოვო უშენოდ ვერ გავძლებთ, უშენოდ ჯოჯოხეთი მელის, ვინ დამიცავს , ვინ მეჩხუბება გიორგი მიყვარხარ, ძამიკო არ დამტოვო გთხოვ, ცრემლებმა გზა გაიკვლიეს და ნაკადულივით გადმოეშვნენ, მეწვოდა გული მეწვოდა და მეფუფქებოდა, - ნუ ტირი ვივიანა გთხოვ, მე შენთან ვარ არიტირო, როცა ტირილი მოგინდება იცოდე მე გამიხსენე, გაიხსენე რო არმიყვარს როცა შენს სახეზე ცრემლებს ვხედავ, და გაიღიმე, რადგან ძლიერი უნდა იყო დედას და მამას გვერდში უნდა დაუდგე, შენ ძლიერი ხარ ჩემო დაიკო,ნახე როგორ წევხარ რეანიმაციაში უგონოდ ? შემატრიალა და დავინახე ჩემი თავი უგონო მდგომარეობაში როგორ ცდილობდნენ ჩემს დაბრუნებას დავინახე ფანჯრის იქით როგორ ტიროდნენ ჩემი მშობლები - ვივიანა შენ ახლა აქ არუნდა იყო, ჩვენს მშობლებს ჭირდები, წადი ვივიანა დაბრუნდი, ისინი ამას ვერ გაუძლებენ, მიყვარხარ ვივიანა ჯერ არ არის შენი ადგილი აქ , ძლიერი იყავი დაიკო არასდროს დანებდე. ხელი მკრა და კარს აქეთ გამომაგდო თვითონ კი დიდი კარები დაკეტა, - არა გიორგი არ წახვიდე , არდამტოვო გთხოვ ძამიკო არ წახვიდე... გამოვტრიალდი და ისევ იმ ბნელ გვირაბში დავბრუნდი რამდენიმე წამში კი ვიგრძენი როგორ შევუერთდი ჩემს სხეულს... მესმოდა ხმა როგორ ამბობდნენ ექიმები გადარჩაო... მინდოდა თვალები სწრაფად გამეხილა და ჩემი ძმის პალატაში შევსულიყავი, მაგრამ თითქოს რაღაც მიშლიდა ხელს რომ თვალები გამეხილა, თითქოს დიდი ლოდი მედო თვალებზე... საბოლოოდ დავძლიე და თვალები გავახილე , თეთრი ჭერი და ცხვირში წამლების არასასიამოვნო სუნი მეცა, ადგომა მინდოდა მაგრამ ხელზე კათეტერი მეკეთა და გადასხმა დაედგათ... იქვე კი დედაჩემი იჯდა თავ ჩახრილი და ჩუმად ტიროდა, შემეცოდა ძალიან შემეცოდა მე მას ვჭირდებოდი ნუთუ ასე გაგვიმეტებს უფალი რომ ძმა წამართვას , მშობლებს კი შვილი. - დეე დედა ნუ ტირი დეე ის კარგად იქნება, აი ნახე კარგად იქნება. ჩემი ხმა მეუცნაურა შემეშინდა ჩემი ხმის მეთვითონ შემეშინდა - ვივიანა შვილო, ვივიანა ჩემო ლამაზო როგორ ვინერვიულე ჩემო ლამაზო როგორ შეგვეშინდა - დეე ხო ხედავ კარგად ვარ მომხსენით ეს კათეტერი, ადგომა მინდა ჩემი ძმის ნახვა მინდა. - არშეიძლება ვივიანა სუსტად ხარ, 1 საათი კიდევ იწექი და შემდეგ შეგიძლია ნახო უბრალოდ ცოტახანი იწექი - არმინდა დედა მომხსენით ეს კათეტერი მე კარგად ვარ, სიმწრისგან მოვიგლიჯე კათეტერი და წამოვვარი , კარები გამოვგლიჯე და ჩემი ძმის პალატისკენ ავიღე გეზი, სანამ შიგნით შევიდოდი დავინახე რომ მამაოები მოდიოდნენ ჩემი ძმის პალატისკენ, ნეტავ რახდება რატომ მოდიან ? ნაბიჯს ავუჩქარე და მათ წინ ავისვეტე - რახდება მამაო ხომ ყველაფერი რიგზეა ? - კი შვილო ვივიანა ყველაფერი რიგზეა შენს ძმას ვინახულებთ ლოცვებს წავუკითხავთ და წავალთ. მამაოები ოთახში შევიდნენ, მეკიდევ კარებთან ვიდექი და ველოდებოდი როდის გამოვიდოდნენ, ფიქრებში წავედი გამახსენდა ყველა ის მოგონება რაც ერთა გვქონდა, თუ როგორ ვიძინებდით ერთად , როგორ ვმაროაჟობდი ხოლმე სკოლაში მისი მანქანით, რაღაც როცა მინდოდა როგორ მისრულებდა ხოლმე, ყველასგან მიცავდა და მფარველობდა, მე მისი პატარა დაიკო ვიყავი, მისი ნერვების ჭია , ეხლა ვის ვუშალო ნერვები და ვინ გამოვიყვანო წყობიდან ? გული მტკიოდა , სიცარიელეს ვგრძნობდი თითქოს ამომაცალეს და სანაგვეზე მოისროლეს, უსულოდ დამტოვეს, ეკლიან ბილიკზე დამაყენეს და სიარულს მაიძულებენ , ეკლები კი ფეხის ფულებში მერჭობა და მსერავს, მსერავს მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობ რადგან ეს ტკივილი იმასთან არაფერია რასაც მე ეხლა განვიცდი, რაც მე დამატყდა თავს, ესაა სიტუაცია სადაც არვიცი რაუნდა ვქნა, როგორ მოვიქცე ვის დავუჯერო,არც დაქალი მყავს რომ გვერდში დამიდგეს მარტოვარ სულ მარტო ჩემს თავთან... ამ ფიქრებიდან კარების ხმამ გამომიყვანა, მამაოები გამოვიდნენ, დამწუხრებული სახით - უფალმა გაგაძლიეროს შვილო, უფალი თქვენთანაა - მადლობთ მამაო დიდი მადლობა ვუყურებდი როგორ წავიდნენ ისინი, ეხლა ჩემი ჯერი დადგა, ის უნდა მენახა, მენახა მისი სახე , მძინარე სახე , ის ვერ გააღებდა თვალებს ვერ დამელაპარაკებოდა, ვერ მაკოცებდა შუბლზე, ვერ მოვუშლიდი ნერვებს, კარები ბრთხილად შევაღე და შევედი მაგრამ ჯობდა არ შევსულიყავი, ჯობდა არ მენახა, მისი სახე სულ სხვანაირი იყო მშვიდი წყნარი, მისი დანახვისას ცუდად გავხდი, მინდოდა მეკივლა, ვხვდებოდი რომ ძალა უნდა მომეკრიბა ,ჩემს თავში ძალა უნდა მეპოვნა რომ მოვფერებოდი, იქვე სკამი ვიპოვე მივწიე მის საწოლთან და წამოვჯექი, რამდენიმე წუთი გაშეშებული ვიყავი, ნუთუ ეს ჩემი ძმაა , როგორი შეცვლილია როგორი სხვანაირი, ხელი ნაზად მოვკიდე მის ხელს, ვეფერებოდი მის ხელს, ვაკვირდებოდი მის ჭრილობებს და გული მიკვდებოდა, შეიძლებოდა ხვალ ის აღარ ყოფილიყო ჩემთან მე ამას ვერ ვუშვებდი, არშემეძლო ამის დაშვება. - ძამიკო რა ცუდ დღეში ხარ, ხედავ სად წევხარ გიო ? ხედავ ეხლა როგორ გიყურებ ? როგორ გეფერები? მაგრამ შენ ჩემი არგესმის, ვერ გრძნობ, რატომ ? ასე რთული იყო ჩემი დატოვება საერთოდ არ იფიქრე ჩემზე? არიფიქრე თუ რა მომივიდოდა, გაახილე თვალები ჩემო ცხოვრება, გაახილე თვალები და მითხარი რომ გიყვარვარ, გთხოვ გიორგი დავიწყე კივილი ვერ ვიკავებდი თავს ძნელი იყო ჩემთვის მისი ყურება ასეთ მდგომარეობაში,სახეზე ვერფერებოდი და ვკოცნიდი ვუკოცნიდი თვალებს და ვევედრებოდი რო თვალები გაეხილა, მოულოდნელად ხელზე ხელის მოჭერა მივგრძენი,- გაახილე გიორგი თვალები , ჩემო ძამიკო ჩემს ტირილზე ექიმები შემოვარდნენ - გოგონა გთხოვთ დაწყნარდეთ ასე არშეიძლება მეუბება მედდგა - გაიყვანეთ გოგონა და დამამშვიდებელი გაუკეთეთ გაისმა მათავარი ექიმის ხმა - არმინდა არმინდა დამამშვიდებელი გთხოვთ ძმასთან მინდა ჩემს ძმასთან მინდა გევედრებით დამტოვეთ მასთან. - გოგონა გაიყვანეთ გასიმა მეორედ უკვე ექიმის ხმა სხვა ოთახში გამიკეთეს და საწოლზე დამაწვინეს ვეძალიანებოდი მაგრამ არაფერი გამომდიოდა ვიგრძენი როგორ გამიკეთეს ნემსი, ნელნელა ძილბურანში ვიპარებოდი ვხვდებოდი რომ ეს იყო ჩემი დასასრული ჩემი ცხოვრების ბოლო ჩემი ძმის გარეშეე.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.