შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომეცი ხელი ...2...


1-03-2018, 22:30
ავტორი kethrine
ნანახია 1 490

მერე?! მერე უკვე ფიქრი დავიწყე, რაზე? ყველაზე უჟმურ და უხასიათო ადამიანზე ვინც კი ჩემი 20წლის მანძლზე გამიცვნია.
აღარაფერი იყო ნორმალურად, აღარ იყო ერთი და იგივე... ვგრძნობდი რაღაც ახლის დასაწყისს, ოღონდ ვერ გამერკვია ეს ახალი კარგი იყო თუ ცუდი...
რას იფიქრებთ თუ გეტყვით რომ გამიხარდა მისი პირველი sms-ც. გგონიათ გამიკვირდა? -არა, ველოდი! ველოდი,მაგრამ მაინც ამიფრიალდა გული. მისი პირველი „როგორ ხარ?“ მიხაროდა. პასუხი არ დამიბრუნებია, უკვე მარკეტთან ვიყავი, ვაგვიანებდი და ვჩქარობდი. შესვლისას გვერდულად გავხედე და ოდნავ გავუღიმე, ჩემს ღიმილზე ოდნავ შეკრა წარბები, თითქოს გაუკვირდა...
-კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?-ვკითხე და პასუხს დაველოდე. არ უპასუხია, მხოლოდ გამიღიმა და მიხვდა რომ ვიცანი. ხო ვიცანი, მისი ნომერი ვიცანი, იმიტომ კი არა რომ ვიცოდი,იმიტომ რომ მივხვდი ის იქნებოდა. მეორე დილით ისევ მომივიდა შეტყობინება, „იგვიანებ!“. მეც მხოლოდ ერთი სიტყვა დავუბრუნე „მაგვიანებ“.
ვიცი, ასე ურთიერთობას არავინ იწყებს. მთელი დღის სიჩუმის შემდეგ, საღამოსაც დუმილი, მხოლოდ დილით, მრავალფეროვანი „მისალმებები“. გამოგიტყდებით და სინდისის ხმასაც ვგრძნობდი, ვხვდებოდი რომ საშინლად მომწონდა, მაინტერესებდა და მიზიდავდა. ერთი მხრივ რუსაც არ მავიწყდებოდა, ვიცოდი რომ სულ მცირე, მასაც მოწონდა მაგრამ ყველაზე მეტად ის ფაქტი მამწუხრებდა რომ რუსას წერილის შემდეგ დაიწყო ჩვენი „გაურკვეველი, გაურკვევლობა“. ასე არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის დინჯი და სერიოზული ვიყავი ასეთ ფიქრებთან მიმართებაში, ახლა კი არაფერი ვიცოდი ერთის გარდა, მე ის მომწონდა...

სამსახურში მისულმა, ჩემი ადგილი დავიკავე და კიდევ ერთხელ დავხედე განათებულ ტელეფონს. ჯიბეში ჩავიდე და ნათიასაც ვუმასპინძლე
-რა სახეგაბრწყინებული დადიხარ ქალბატონო?-დოინჯშემორტყმული დამიდგა წინ
-ვა წიწილ! რა ვიცი, ალბათ კარგად მეძინა და...
-ეს რამოდენიმე დღეა სულ კარგად როგორ გძინავს?
-ნათუშკები რა გინდაო, სიცოცხლევ და სტიმულოვო?
-მაგას მე მეკითხები თუ სხვისთვის სათქმელი წამოგცდა? ახლა ვიჩხუბებთ... დაგინახე ნიკას ესაუბრებოდი...
-მერე რა?!
-არ არსებობს! ერთად ხართ?!
-არა... არა... მსგავსი არაფერი, რუსამ წერილი გამატანა და მერე ვაჟბატონმა გამაბრაზა
-მისმინე, რუსა შენ სულელი ხომ არ გგონია? მასე ჩანს გარედან, მაგრამ ტვინი ხანდახან მაგასაც უჭრის. რომელი ფოსტის კურიერი შენ გნახა ერთი ჰა? ჩემთან მოეტანა, დავახევდი თავზე
-ნათი გეყოფა. არაფერი მომხდარა! მივეცი ფურცელი და ვსო!
- არა მოხდა! თუ აქამდე ვერ შეამჩნიე, მაშინ მე გეტყვი. რუსა როგორიცაა ნახევრად მაინც იცი, მაგრამ არ გაგჩენია კითხვა, ნიკა რატომ არ აქცევს ყურადღებას?-იმასთან საქმეს არასოდეს იჭერს, ვინც ოდნავ მაინც არ მოწონს, ერთ დღიან ურთიერთობებს კი აქ არ ეძებს, ამიტომ არ ჭირდება რუსა! არც ადვილად გახსნილია, მაგრამ დაიმახსოვრე,ვინც მოწონს იმასთან სხვანაირია, იმისთვის ბრძოლობს თუ შანსი აქვს, დილანდელ შენს ღიმილში კი მის მიმართ მე ეს შანსი დავინახე
-აბა არ ვიცნობო?-გაკვირვებულმა ვკითხე
-არ ვიცნობდი გუშინდლამდე. გეგასთან ერთად ვიყავი იმ დღეს, პირველად დავილაპარაკეთ ნორმალურად, ცოტა დავლიეთ და შენზე მკითხა-თავჩაღუნულმა ამოილაპარაკა
-მერე?!
-მერე, ნიკაზეც მითხრა. მეც რომ დავაკვირდი რაღაცეები გადავხარშე რა. შენც მოგწონს ვიცი...
-მეც მომწონს?-თვალები გამიფართოვდა. უიმისოდაც ვიცოდი ეს მაგრამ სხვისი პირდან მოსმენილი მეუცხოვა-ვინ მომწონს გოგო, ან შენ რა იცი, როცა ეგ მეც არ ვიცი
-გეტყობა ცის, ყოველშემთხვევაში მე გამჩნევ
-მე...-ხმა ამიკანკალდა
-უბრალოდ ფრთხილად იყავი კარგი?!-გადამეხვია და გამცილდა.
ბევრს ვფიქრობდი ახლა უკვე ნათიას სიტყვებზე. მისი მოტყუება არ მინდოდა ამიტომ მერჩივნა დაზუსტებული პასუხი ჯერ ჩემი თავისთვის მეთქვა და მერე მისთვის. მექანიკურად ვმოძრაობდი და ვერავის ვამჩნევდი ჩემი ფიქრების გარდა.
„ რა გჭირს დღეს, კარგად ხარ?“ პირველი შუადღის სმს.
„არაფერი. კი კარგად ვარ... შეიძლება დავილაპარაკოთ?“
„ ხალხი ცოტა რომ იკლებს, სამზარეულოში შედი და მეც შემოვალ“.
აჰა ვინ იფიქრებდა მისი უდიდებულესობა შეხვედრას თუ დამინიშნავდა თან სად, მაგრამ ისე ბუნებრივად მივიღე, არც გამკვირვებია. თითქოს ვიცოდი რასაც მომწერდა, არადა ნებისმიერი ჩვენთან მომუშავე მასზე მხოლოდ ერთს იტყვის „მკაცრი და სიტყვაძუნწი“ მეც ასე ვიფიქრე თავიდან მაგრამ ვინ მაცადა, ეს სიტყვები ბოლომდე შემენარჩუნებინა.
-გისმენ-სამზარეულოში ზურგიდან დამიდგა და ოდნავ დამთბარი ტონით მკითხა
-ნიკა, რა ხდება?- ვეცადე გარკვეულად მეკითხა
-არვიცი... არ მოგწონს?
-მომწონს? არ ვიცი... ვფიქრობ არასწორია.
-კარგი რა. მიდი გულახდილად მომიყევი რა ხდება, რა გაწუხებს?-ახლოს მოვიდა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. იძულებული ვიყავი მისი თვალებისთვის გამესწორებინა მზერა, მასში დაკარგულმა კი ხმის ამოღება ვერ მოვახერხე.
-ცისა გისმენ... მომიყევი-გამიმეორა და მეც ვთქვი ის, რასაც ზუსტად იმ მომენტში ვფიქრობდი
-ლამაზი თვალები გაქვს,რა ფერია?
- სერიოზულად? მაგის თქმა გინდოდა?-ოდნავ გაეღიმა
- იცი სადღაც წამიკითხავს, რასაც ფიქრობ ის მაშინვე უნდა თქვა, თორემ შეიძლება სხვა დროს თქმის შანსი აღარ გქონდესო.-ვითომ თავი ვიმართლე
-ძალიან მომწონხარ ცისა...-ვნებიანი ხმით ჩაიჩურჩულა და მისი მზერაც ცოტა შეიცვალა
-შენ სხვანაირი ხარ...ასეთი არ ხარ...
-ხო სხვასთან არა...-ნელ-ნელა მომიახლოვდა. გონება მკარნახობდა სასწრაფოდ გავცლოდი, გული კი ერთ ადგილზე გაჩერებას და მოთმენას მთხოვდა, ვერ გადავწყვიტე რომელს დავყოლოდი, თვალები ძლიერად დავხუჭე, ჩემს სახეზე ოდნავ ჩაეღიმა და ცხვირის წვერზე ტუჩებით შემეხო. შევკრთი, არ ველოდებოდი, გაკვირვებულმა ისევ თვალებში შევხედე
-გახუნებული- ოდნავ გამიღიმა და ცხვირის წვერზე ამჯერად თითით შემეხო
-უი აქ ხართ?-ინერციით შემოვარდნილმა ნათიამ კარის სწრაფად დაკეტა. ხელი შეგიშალეთ? მიხარია- გადაიკისკისა და ნიკას შეხედა. -რაო ნიკუშ აღარ ვაცდენთ პოსტსო?-ეშმაკურად დააწვრილა თვალები
-შენზეა ნათქვამი რაც ზევითაა, ორი იმდენი ქვევითო- ხმამაღლა განუცხადა ნიკამ და ისევ ჩემკენ წამოიწია. სახეზე ალმური მომედო, ვერ მივხვდი რას აპირებდა და უხერხულობისგან ავიწურე
-კანკალებ-ყურთან მიჩურჩულა, ნათიას თვალი ჩაუკრა და გარეთ გავიდა.
-მოგიყვები-ჯერ კიდევ დაბნეულმა თითქმის ვიყვირე
-აბა რას იზამ-გამიღიმა და სკამზე მოკალათდა
-მოკლედ მივწერე რომ აქ შემოსულიყო, მინდოდა გამერკვია რა ხდებოდა ჩვენს შორის...
-მერე?
-მერე მითხრა მომწონხარო...
-ცისა შეყვარებული აქამდე გყოლია?
-არა... ნუ მოწონებები კი მაგრამ სერიოზული არა-დაბნეულად ვუპასუხე
-მივხვდი. პირველი კლასელივით გამოგივიდა. მომწონხაროოოო -ჩემს ხმას გააბრაზა და გადაიკისკისა-კაი რა გოგო, მერე? მთავარზე გადადი
-მაკოცა...კმაყოფილი ხარ?
-კი ძალიან კმაყოფილი... მართლა მოწონხარ, მაგას მეც მივხვდი და... ანუ ერთად ხართ?!-თვალები გაუნათდა და ძლიერად ჩამეხუტა.
-ცხვირძე მაკოცა ნათია! - თვალები დავუბრიალე და როცა მის სახეს შევხედე სწრაფად დავამატე- ისე რა ფერის თვალები აქვს ვერ გავიგე-ჩუმად ამოვილაპარაკე მის მხარზე,თითქოს თემა შევცვალე
-გახუნებულიო არ გითხრა? რომ შემოვდიოდი გავიგონე-ცოტა ხანს ჩავფიქრდით და ორივემ ერთად გადავიკისკისეთ...
ყველაფერი გამიგია, მაგრამ გახუნებული თვალის ფერი, არა.
მიხაროდა ჩვენი ე.წ ურთიერთობა, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში რუსაზეც ვფიქრობდი. დარწმუნებული ვიყავი მისთვის ნიკა ისეთივე კაპრიზი და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება იყო, როგორც გუშინ ვიღაც ლადო ან ლუკა, მაგრამ ხომ გაგიგიათ სხვისი უფრო სასურველიაო, ხოდა ალბათ ჩვენ შორისაც მსგავსი მომენტი იყო.
დღეს შაბათი იყო და ვისვენებდი. დილიდანვე ვფიქრობდი სახლში გამეტარებინა მთელი დღე, მაგრამ ცოტა მოგვიანებით გადავწვყვიტე გამესეირნა. მიყვარდა მარტო, მუსიკების მოსმენა და სეირნობა. მითუმეტეს თუ წვიმაც ხელს მიწყობდა. მოშავო-მონაცრისფრო ღრუბლები კამარას კრავდნენ. მსიამობნებდა და მიხაროდა წვიმის სუსტი წვეთები, მაგრამ როგორც კი შხაპუნა წვიმა წამოვიდა მაშინვე სახლისკენ შემოვბრუნდი და მხოლოდ მერე გავაანალიზე სახლიდან საკმაოდ შორს წამოვსულვარ. მიუხედავად ჩემი სირბილის, მაინც გვარიანად დავსველდი და საღამოს უკვე სიცხიანი შედეგიც მივიღე. მთელი ძვლები მტკიოდა და მაცემინებდა, სიცხეც მქონდა, მომვლელი კი მერის გარდა არავინ და ისიც ცოტა გვიან დაბრუნდებოდა.წამალი დავლიე, დივანზე, მისაღებში წამოვწექი და ტელევიზორის ყურება დავიწყე.ვერ მივხვდი ისე ჩამეძინა. ვერც მერის მოსვლა გავიგე... როცა თვალები გავახილე უკვე გათენებულიყო. საათზე შეხედვისას, თვალები ძლივს შევინარჩუნე,11 სრულდებოდა, ეს კი ჩემ სიცოცხლეში პირველი შემთხვევა იყო.
სწრაფად წამოვდექი და პატარა მაგიდაზე დატოვებული წამალი შევამჩნიე. დაუფიქრებლად დავავლე ხელი და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი.
სწრაფად ჩავიცვი, შავი შარვალი, ლურჯი გრძელმკლავიანი ზედა, შავი ჟაკეტი, ჩანთას ხელი დავავლე და მხოლოდ კართან გამახსენდა ტელეფონი. სწრაფად დავბრუნდი, სახეც მოვიწესრიგე და ტელეფონსაც დავწვდი. უამრავი სმს
„ცისა სად ხარ?“
„აგვიანებ!“
„ცისა რა გჭირს? გინდა ვილაპარაკოთ?“
უამრავ ნარეკთან ერთად და მე არაფერი გამიგია. ელვის სისწრაფით შევხტი ავტობუსში და გულაჩქარებული ვითვლიდი წუთებს. სირბილით გავეშურე მარკეტისკენ, კართან ღრმად ჩავისუნთქე და ცალი ხელით შევაღე.
-გამომყევი- შესული არ ვიყავი ნიკა რომ ამომიდგა გვერდით და სამზარეულოსკენ წამიყვანა
-ჰეი, ცოტა ნელა... ისე კარგად ვარ გმადლობ-ირონიულად ჩავიდუდღუნე
-პასუხი დაგაგვიანდა, ახლა სხვა რამეც მაინტერესებს-მკაცრად მითხრა და კარში შემატარა, თუმცა მანამდე კარგად დავინახე რუსას გაოცებული და ცნობისმოყვარეობით სავსე თვალები.
- ცისა სად ხარ აქამდე შეგიძლია ამიხსნა? -დაჟინებით შემომხედა თითქოს დიდი საიდუმლო უნდა გამემხილა
-სახლში ნიკა სად უნდა ვყოფილიყავი და რას გავს შენი ეგ საქციელი?-ცოტა მეწყინა
-გოგო, დილიდან გადავაბჟირე ტელეფონი, არ მწერ, არ მპასუხობ, არ მოდიხარ. ჩემს ადგილზე შენ კარგს იფიქრებდი რამეს?
-გავცივდი წუხელ და ისე ჩამეძინა ვერ მივხვდი, დღეს კი გვიან გამეღვიძა. ეს იყო და ეს. მაგრამ არ გაქვს უფლება ასე დამადგე თავზე ნიკა-მეც მკაცრად შევხედე
-მერე ერთი შეტყობინება რა პრობლემა გაგიხდა? ახლა კარგად ხარ?-შევამჩნიე ცოტა მოლბა, მაგრამ ახლა მე მომეშალა ნერვები
-იცი რა. შენ თუ გაქვს იმის უფლება როგორც გინდა და როცა გინდა მაშინ მწერო, მე რატომ მართმევ მაგ უფლებას ერთი მაინტერესებს. რატომ გგონია რომ ყოველ შეტყობინებაზე პასუხი უნდა გაგცე, მაშინ როცა მთელი დღე არ გაინტერესებს როგორ ვარ?-ერთი ამოსუნთქვით ჩავურაკრაკე და მხოლოდ მერე დავფიქრდი რა წამოვროშე
-მოიცადე, ესეიგი გუშინ ჩემი მესიჯები დაგაკლდა ქალბატონო და ამას მხოლოდ ახლა ამბობ? მოგეწერა მერე-ნათლად ეტყობა ღიმილს იკავებდა
-სულაც არ დამკლებიხარ. უბრალოდ არ გაქვს უფლება ასე მომვარდე და კითხვები დამაყარო, არ მინდოდა და არ მოგწერე, ვსო
-ბავშვურად საყვარელი ხარ- საოცრად თბილი ხმით მითხრა და გამიღიმა
-შენ კი სადისტი-მივუგე გაგულისებულმა თუმცა მისი კომპლიმენტით გახარებულმა
-რატომ, რომ მელოდე?- ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა
-არა...
-აბა? ...-კიდევ უფრო მომიახლოვდა
-უბრალოდ...-ხმა თითქოს აღარც ამომდიოდა
-უბრალოდ...-ხელები წელზე შემიცურა და ტუჩებზე დამაკვირდა
-უბრალოდ... მაცდენ,დროს მაკარგვინებ ნიკა-ძლივს მოვაბი სათქმელს თავი, ხელიდან დავუსხლტი და კარისკენ წავედი. კარიც გაიღო და ზრურბლზე რუსაც გამოჩნდა
-ცისა ბატონ ლევანს სურს შენთან საუბარი- ამაყად განმიცხადა და ნიკას გახედა. არ გავდა ძველ რუსას. ჩემს უკან მდგარ ნიკას გავხედე, ოდნავ ირონიულად გაიღიმა, მომიახლოვდა რუსას მისამართით კბილებში გამოცრა
-ამ კარებს, საკეტი მე უნდა გავუკეთო თორემ უკვე ზედმეტი ხალხი აკითხავს!-ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა.
-არ ინერვიულო, მეც შემოგყვები. უთხარი რომ ამ დილით საქმე გქონდა, შენი ცვლის 2საათი კი ნათიას მიეცი და მან ყველაფერი იცის.
-მე არაფერი მითქვამს-შეშინებულმა გავხედე-რუსას მოვაკლდი ამ ორ საათში ვითომ?
-დამშვიდდი... მეც შემოგყვები- მითხრა და კარზე დააკაკუნა. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდოდა ლევანს ჩემთან, მაგრამ თუ ალბათ ნიკას სახით ვიმსჯელებდით, არც თუ ისე კარგად იყო ჩემი საქმე. კაბინეტის კართან ვიდექით უკვე და მე ნერვიულობისგან ხელებს ვიმტვრევდი
-ცისა მასე ნუ იძაბები!
შენ... შენც დაძაბული ხარ-ძლივს ვუთხარი და მზერა მოვარიდე
-მე სხვა რამეს ვფიქრობ-ჩუმად ჩაილაპარაკა და ხელმეორედ დააკაკუნა კარზე
-მოდი ცისა გელოდებოდი-გაღებისთანავე გავიგე ლევანის ხმა,მოკრძალებით გავუღიმე და სმენად ვიქეცი
-ნიკა?! ხდება რამე შვილო?-ჩემს გვერდით მდგარზე გადაიტანა ყურადღება და მამა-შვილურად გაუღიმა
-ცისას მოვყევი... არ მინდოდა მარტო ყოფილიყო-მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა და ოდნავ ჩაახველა. ეჭვით გავხედე ჯერ ნიკას შემდეგ ლევანს
-მერე ჩემთან მოსაკლავად ხომ არ დავიბარე კაცო?!- ხმამაღლა გაიცინა კაცმა და სკამზე მიგვითითა - მოკლედ შვილებო, ვიცი არც ისე პატარა ფართობზე არ ვართ, მაგრამ ასე თუ ისე ყველას ვიცნობ ვინც აქ მუშაობს. მინდა ჩემმა შვილმა იმუშაოს, ნიკა შენ კი იცი მისი ამბავი...
-დიახ ბატონო ლევან-ისევ შეაწყვეტინა და ჩაახველა, ჯერ შეჩერდა კაცი, ნიკას დააკვირდა შემდეგ კი მე მომმართა
-წეხან რუსა იყო შემოსული,რაღაცეები მითხრა, გაკვირდები, მართლა კარგი გოგო ხარ, თუმცა არ მინდა შენი და ლექსოს ურთიერთობა საზღვრებს გასცდეს, ვიცი ჯერ ჩემს შვილს უნდა დავლაპარაკებოდი მაგრამ ის ისეთი ავარაა... მოკლედ ცუდი გოგო არ ხარ, არ მინდა ცუდი ხმები გავრცელდეს.- გაფართოებული თვალებით ჯერ ნიკას გავხედე, რომელსაც ნათლად ეტყობოდა დაძაბულობა და შემდეგ ლევანს.
-კი მაგრამ...
-არა შვილო ცუდად ნუ გამიგებ, შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მე თქვენზე ვღელავ...
-კი მაგრამ მე არ ვიცნობ თქვენს შვილს-ცოტა ხმამაღლა გამომივიდა და ალბათ ცოტა უხეშადაც მაგრამ ისე გავღიზიანდი რუსას ქცევით, რომ ვეღარაფერზე ვფიქრობდი
- როგორ თუ... აბა... მაპატიე შვილო... ალბათ რაღაც მე გავიგე არასწორად-ხელი შუბლზე მოისვა და თითქოს ჩაფიქრდა- მოკლედ, ლექსომ მითხრა ყავის აპარატის შესახებ, აქამდე როგორ მე არ მოვიფიქრე ეგ მიკვირს, აუცილებლად დავდგავ მალე.-ცოტა დაძაბული ხმით სიტუაციის განმუხტვა ცადა
-კარგით...ჩვენ... მე წავალ-ჩუმად ჯიუტად ვთქვი და გონებაში რუსას თმებს ჩავაფრნდი. კარი ნაჩქარევად გავაღე და ის იყო კიბეზე უნდა ჩავსულიყავი ნიკამ რომ დამიჭირა და ცოტა მოფარებული კედლისკენ წამიყვანა
-რას აპირებ?-ირონიანარევი ხმით მკითხა
-რუსას თმებს ცოტა დამოკლება მოუხდება, შენ რას იტყვი?_ხელები გულზე დავიკრიფე და თვალებში უტეხად შევხედე
-ყოველთვის ასე ბრაზდები?-გამიღიმა და თმები უკან გადამიწია
-ნიკა დამაბრალა! მან მე ვიღაცასთან ურთიერთობა დამაბრალა!-თვალების ბრიალით „ავუხსენი“
-მერე?
-მერე ის რომ არც ვიცნობ იმ ადამიანს...
-მე მოვუვლი რუსას კარგი?
-რა თქმა უნდა... რა სწორად გათვალა ხედავ? არ ყოფილა უტვინო... შენ დაიჯერებდი რომ მე იმ ვიღაცის შეყვარებული ვარ, ამიტომ აღარ შემიმჩნევდი... თავად კი პირობა აასრულა და აპარატის დადგმაში წვლილი შეიტანა... არა!-იმხელა ხმაზე ვიყვირე მეც შევხტი- შენ რაც გინდა ის გააკეთე მაგრამ საკუთარ ღირსებას არავის გავათელინებ... არც შენ მყავხარ უფრთო ანგელოზი...რაღაცას მალავ, ვგრძნობ... რაღაცას, რაც იცი რომ არ მომეწონება
-რა? ეგ რა შუაშია? კარგი რა ცისა, გითხარი მომწონხარ_თქო. მართლა გინდა მისმა ამ საქციელმა ჩვენზე გავლენა მოახდინოს?
- აღარ ვიცი რა მინდა, არც ის ვიცი ასე მალე როგორ დამიახლოვდი, არადა ნებისმიერს რომ კითხო უკარება, სიტყვაძუნწი არსება ხარ... ან როდის ვართ „ჩვენ“? რაღაცას მალავ, რაღაცა ისე არაა როგორც მგონია... შენ და მე ერთი სამსახური, ერთი შნობა გვაერთიანებს.
-აი ახლა მეც ნერვები მეშლება-ბოხი ხმით, ოდნავ ხმამაღლა წარმოთქვა
-ადგილს ტოვებ!
-ჯიუტო! იცოდე გაჯობებ! -კბილებში გამოცრა
-უჟმურო!-ოდნავ ძალით გავუღიმე და კიბეზე დავეშვი.
გაინტერესებთ ასე რატომ მოვიქეცი? არ მინდოდა ნაჩქარევი დასკვნები გამეკეთებინა. ყოველთვის რაღაცის შიში მაქვს, ახლაც როცა ვამჩნევ რომ ეს „რაღაც’ ძალიან მალე მოხდა, არ მომეწონა, არ ვცხოვრობდი ზღაპარში. ვხვდებოდი რომ არც კონკია ვიყავი და ასე უცბად ყველაფერში ვერ გამიმართლებდა. ხო შეიძლება სოფლელი გოგო ვიყავი რომელმაც წესიერად თბილისის გზებიც არ იცოდა, გოგო, რომელსაც სიყვარულის ჯეროდა, მაგრამ ასევე იცოდა რომ ყველაფერს დამსახურება უნდა. არ ვიცნობდი ნიკას, არ ვიცნობდი არავის, ჩემი მერის გარდა... გულუბრყვილობა ხომ თითქმის დანაშაულია? მაგრამ მირჩევნია ჩემი ხასიათის სიჯიუტით და თავდაჭერილობით მეცხოვრა ვიდრე ყოველ მეორეს ჩემთვის გული ეტკინა. მე არავისთვის ვიქნებოდი მორიგი
მე,ვიქნებოდი მე, ჩემი ფიქრებით და არა შიშებით...



მართლა არ ვიცი რა გამოვიდა... :)
მოგეწონებათ ვითომ?! არვიცი.

მიყვარხართ და მიხარიხართეწ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო ტკბილო. ძალიან კარგი.ნიკაზე ხომ დაგვაინტრიგე?საინტერესოა როგორ გააგრძელებ.ცოტა დიდები დადე რა.მეტი მინდა მეტიიიიიი.ისე ლექსო და ნიკა ერთმანეთთან რამე კავშირში ხომ არ არიან?
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი nini

gaagrdzele kargi iko male dadee

 


№3  offline წევრი kethrine

La-Na
კარგი იყო ტკბილო. ძალიან კარგი.ნიკაზე ხომ დაგვაინტრიგე?საინტერესოა როგორ გააგრძელებ.ცოტა დიდები დადე რა.მეტი მინდა მეტიიიიიი.ისე ლექსო და ნიკა ერთმანეთთან რამე კავშირში ხომ არ არიან?

ლან ჩემო ტკბილო და უზომოდ თბილო, მადლობა უღრმესი და უდიდესი. ყველანაირად ვეცდები რომ მალე ვწერო და თან მსუყე თავები:) მიყვარხარ და მიხარიხარ შენ.❤❤❤

nini
gaagrdzele kargi iko male dadee

თუ სხვა პრეტენზიები და კრიტიკა არ გაქვს, ძალიან ვეცდები მაგ მხრივ გამოვსწორდე. შევეცდები მალე და დიდი თავები დავდო ❤❤❤ მადლობა რომ კითხულობ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


ძალიან კარგი იყო❤️❤️ისე რატომ არ ჩააფრინდა რუსკას თმებში?????????????????????

 


№5  offline წევრი kethrine

თამო ლელუაშვილი
ძალიან კარგი იყო❤️❤️ისე რატომ არ ჩააფრინდა რუსკას თმებში?????????????????????

თამო, მადლობა რომ წაიკითხე და მიხარია თუ მოგეწონა. ვნახოთ აბა რას იზავს..❤❤❤❤ მინდა რომ დიდი თავი დავდო, ან ბოლომდე დასრულებული, მაგრამ თუ ასე ვერ მოვახერხე, ვეცდები შინაარსიანი და მსუყე თავი მაინც მოგართვათ. ოღონდ ცოტა დავიგვიანებ. მადლობა კიდევ ერთხელ ❤❤❤????????????????????
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№6  offline წევრი TrustYourSoul

ყოველ დღე გათალიერებ სიახლის მოლოდინში :'((( ბევრი არაა ასეთი საინტერესო,განსხვავებული და რეალობასთან ასოცირებული ისტორია საიტზე❤️❤️არ გაწყვიტო რა!❤️მაგარი გოგო ხარ შენ!❤️

 


№7  offline წევრი kethrine

წარსული კვდება...
ყოველ დღე გათალიერებ სიახლის მოლოდინში :'((( ბევრი არაა ასეთი საინტერესო,განსხვავებული და რეალობასთან ასოცირებული ისტორია საიტზე❤️❤️არ გაწყვიტო რა!❤️მაგარი გოგო ხარ შენ!❤️

აი ყველაზე დიდი მადლობა და უდიდესი ბოდიში რომ გალოდინებ საყვარელო. ჯერ დაიტს ქონდა პრობლემა და ვერ ვდებდი, ახლა კი სხვაგან ვარ, ანუ არ ვარ სახლში ეს კვირა და ინტერნეტი არამდგრადობის გამო ვერ ვახერხებ ატვირთვას. ამ კვირაში აუცილებლად დავდებ დიდ და მსუყე თავს გპირდები. დაწერილი მაქვს უკვე. მადლობა და კიდევ ერთხელ ბოდიში. უზომოდ გამიხარდი ❤❤❤❤❤❤ უკვე ვფიქრობდი არავინ ელოდება-თქო. არ მიფიქრია შეწყვეტა ტკბილო ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent