ბერლინური დღიურები
ბერლინური დღიურები - ნატა ძალიან გთხოვ, როგორც კი ჩახვალ დარეკე - დამშვიდდი დედა, პირველად ხომ არ მივდივარ უცხო ქვეყანაში - მეცინებოდა დედას ქოთქოთზე და თან ვეფერებოდი მათ - პირველად მიდიხარ ამხელა მანძილზე, ნუგზარ, არა არ უნდა გაგვეშვა ხომ ვამბობდი, ახლა წნევა ამიწევს - ისევ ლაპარაკობდა და ნერვიულობდა - კარგი ნინო დამშვიდდი, გოგო ამხელა გზაზე მიდის და შენ კიდევ გულს უხეთქავ - ამშვიდებდა მამაჩემიც. - კარგით გეყოფათ, ნუ ნერვიულობთ. ყოველ დღე დავრეკავ, გაგაგებინებთ ჩემს ამბებს, არ მოიწყინოთ, მამა შენი იმედი მაქვს, მიხედე იცოდე ხომ იცი ამის ნერვიულობა არ მაწყობს. -გადავეხვიე ორივეს და აეროპორტში მოსალოდნელი პროცედურებისთვის მოვემზადე. იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი ვოიაჟით ბერლინში, აღტაცებისგან არც კი დამეძინა თვითმფრინავში, თანაც გვერდით ხანში შესული ქალი მეჯდა, რომელიც ძალიან უცნაურ ხმებს გამოსცემდა ძილის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ადგილზე ჯდომით, ჩემნაირი აქტიური ადამიანი დაიღალა, მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი. როგორც კი აეროპორტიდან გამოვედი და ბერლინის ჰაერი ვშთანთქე, ჩემმა გულმა სხვანაირად დაიწყო ძგერა.. ბავშვობიდან მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ჩემი კარიერა და ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი, ამიტომ ნათლად ვიაზრებდი, დღევანდელი ახალი თაობისგან განსხვავებით, რა მინდოდა და რისი გაკეთება იყო საჭირო. დაუღალავად ვშრომობდი, ვსწავლობდი და ყოველთვის თითით საჩვენებელი მოსწავლე ვიყავი, არაერთხელ გავმხდარვარ სხვადასხვა ოლიმპიადების გამარჯვებული, არა ერთხელ წავსულვარ ფესტივალებზე, რომელიც სწავლა განათლებას უკავშირდებოდა. ვასწრებდი გართობასაც, მეგობრების წრეში ყოფნას, განათლების მიღებას და ყველაფერს, რაც ადამიანს სჭირდება. მამა პროფესიით ფილოლოგია, დედა კი ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, ამიტომ გასაკვირი არც იყო ამ ყველაფრის ფასი, რომ ჩემს თავზე გამომეცადა. მართლაც, ჩემმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო, სასურველ ფაკულტეტზე სრული სახელმწიფო დაფინანსებით მოვხვდი. უმაღლესშიც მაქსიმალურს ვაკეთებდი, ჩემი ჯიპიეი ნებისმიერი ერთად აღებული სტუდენტის ქულას ცდებოდა, ამიტომ როგორც კი საშუალება მომეცა, გადავწყვიტე სწავლა ბერლინში გამეგრძელებინა, ორ წლიანი კურსით, სადაც ახლობლების და მშობლების მალულად, უნივერსიტეტის დახმარებით გავაგზავნეთ ჩემი მონაცემები და მოვხვდი დაფინანსებაში. ეს ამბავი როგორც კი გაირკვა, ყველა მილოცავდა და წარმატებას მისურვებდა. საბოლოოდ ასე და ამ მიზეზით აღმოვჩნდი ბერლინში, ჩემი თავის საბოლოოდ საპოვნელად, მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ორ კვირაში იწყება, გადავწყვიტე ცოტა ადრე ჩამოვსულიყავი, ჯერ ჯერობით ჩემი ხარჯებით, რათა კარგად შემესწავლა ბერლინის კუთხე კუნჭულები. დავუბრუნდეთ ისევ ჩემი ჩასვლის დროს, სადაც გული ამიძგერდა. აეროპორტიდანვე ავიყვანე ტაქსი, ჯერ-ჯერობით გერმანული ძალიან ცოტა ვიცი, ამიტომ ინგლისურად ვესაუბრებოდი. აეროპორტიდან საკმაოდ მოშორებით იყო ის საცხოვრებელი, რომელიც წინასწარ დავიქირავე, მანამდე ფანჯრიდან ვათვალიერებდი ბერლინურ სილამაზეს, განსხვავებულ ხალხს, აქ თითქოს სამყარო სხვანაირად არის მოწყობილი, შეხვდებით უამრავ ადამიანს, სხვადასხვანაირი სტილით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს ჯერ კიდევ ფანჯრებიდან ვუყურებდი, მაინც ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი და ჩემში იყო. ტაქსისტები არ არიან ისეთი ენაწყლიანები, როგორც სამშობლოში, საქართველოში. რამდენიმე შეკითხვა დავუსვი და ძლივს ავიყოლიე საუბარში, ძირითადად ქალაქზე მაინტერესებდა ყველაფერი. საბოლოოდ ნომერი გამოვართვი და შევუთანხმდი, თუ რამე დამჭირდებოდა ან გადაადგილება, მასთან დამერეკა. როგორც კი დანიშუნლ ადგილას მივედით, მაშინვე შევამჩნიე, რომ მიუხედავად გარეუბანისა, მაინც ყველაფერი ცოცხალი და გაბრდღვიალებული იყო. ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყიდე რუკა, აქ ტურისტებს სხვანაირად იღებენ, ყველა გიღიმის და თავს ბედნიერად გაგრძნობინებს. კორპუსი არ არის თანამედროვე, უფრო ძველი აშენებულია, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. კედლები შესარემონტებელი, ერთი მხარე გადახსნილია, საიდანაც მკვეთრად ჩანს წყლისგან დამჩნეული ლაქა. ლიფტი არ არის, ეს კი ნამდვილად გამიკვირდა. სულ 5 სართულიანია და შესაბამისად თითო სართულზე ოთხი ოჯახი ცხოვრობს. მისი იერსახე უფრო პირქუშია და მომაკვდინებელი. ოთახი, რომელშიც მე სავარაუდოდ 2 კვირა უნდა გავატარო, 43 ნომერია. მეოთხე სართულამდე სვენებ სვენებით ავედი, ბარგი ძლივს ამოვიტანე, ადამიანიც კი არ ჩანს, რომ მომეხმაროს. 43 როგორც კი დავინახე, თვალები გამიბრწყინდა, სავარაუდოდ მეპატრონე მელოდებოდა და თამამად დავაკაკუნე. მართლაც, ქ.ნი ლინა მელოდებოდა, ძალიან თბილად მიმიღო და ყველაფერი ამიხსნა, გასაღები გადმომცა, ზეწრები და თეთრეული დამიტოვა. კორპუსის კვალობაზე, ბინა ნამდვილი პენთჰაუსია, თანამედროვე სტილში გაკეთებული, კითხვა გამიჩნდა, თუ ბინა ასეთი ლამაზია, კორპუსი რატომაა ასეთი საშინელი? ერთადერთი, რაც თავში მიტრიალებს ეს არის საჭმელი. სასწრაფოდ დავურეკე ჩემებს, ვაცნობე, რომ მშვიდად ჩავედი, ყველაფერი მომეწონა და საჭმელად გავდიოდი. ჩემს რუკას დავავლე ხელი და საჭმელად გავიქეცი. გზა და გზა ვათვალიერებდი ქალაქს, ნუ პრინციპში ჩემს უბანს. ულამაზესია, ყველა წერტილი სილამაზეს ასხივებს, ყველაფერი ისეა მოწყობილი, თავს ღმერთად გაგრძნობინებს. საბოლოოდ იმდენი ვიარე, არც ისე ახლო მდებარე, სწრაფ სასადილოში შევედი, ღამით კიდევ უფრო ამძაფრებს ქალაქი გრძნობებს. იმდენი რაღაც გავსინჯე და ვჭამე, მეგონა მთელი ფულის დატოვება მომიწევდა, თუმცა ჩვენს ფასებთან შედარებით, აქ ეს ყველაფერი ძალიან იაფია, იმდენად იაფი, რომ ანგარიშს რამდენჯერმე დავხედე, ხომ არ მეჩვენებოდა. დანაყრებულზე, კიდევ უფრო ბედნიერი დავბრუნდი სახლში, გზა და გზა ვათვალიერებდი იმ სილამაზეს, რომელიც საღამოს განვიცადე, თუმცა ღამით, როგორც აღვნიშნე კიდევ უფრო ლამაზია. ჩემს საცხოვრებელს, როგორც კი მივუახლოვდი, მაშინვე შევნიშნე ლამპიონები და საახლის განათება. ბედნიერებაა, მთლად 40 იან წლებში არ ვარ ესეიგი. კიბეზე ნელი, კატის ნაბიჯებით ავდიოდი და თან გადაღებულ სურათებს ფილტრებს ვუთავსებდი. ზემოდან ქართული სიტყვები მომესმა, თუმცა რამდენიმე წამი ყურადღება არ მიმიქცევია, თითქოს სულ გადამავიწყდა, რომ საქართველოში აღარ ვიყავი. განა რა არის არა? უცხო ქვეყანაში, მაინც და მაინც შენს სახლში, გესმის მშობლიური სიტყვები, კიდევ კარგი ჯერ ნოსტალგია არ მაქვს შემოწოლილი, თორემ უნებურად ავტირდებოდი. თავი მაღლა ავწიე, ვიღაც ისეთი სისწრაფით მორბოდა კიბეებზე, ინსტიქტურად შემეჯახა, თავი მაღლა აწია, ტელეფონი ყურიდან მოიშორა და შეშინებული თვალებით შემომხედა. - bist du in Ordnung? (კარგად ხარ?) ისე დავიბენი, ვიფიქრე მომეჩვენა ყველაფერი. - sprich mit mir ( დამელაპარაკე) - უცბად გონზე მოვედი და ფიქრებიდან გამოვერკვიე. - კარგად ვარ კი, უბრალოდ ქართულმა ლაპარაკმა აქ ცოტა დამაბნია - გამეცინა და მისი გაურკვეველი სახე კიდევ უფრო მესიამოვნა - ვახ, ნამდვილად არ ველოდებოდი მეც ამ სიტუაციას, საიდან მოხვდი აქ? - დღეს ჩამოვედი და მშობლიური ფესვებიდან აქ გადმოვცხოვრდი - აჰა, ძალიან კარგი. მართლა გამიხარდა აქ ქართველის დანახვა, ახლა გავრბივარ, ხვალ გნახავ და ვილაპარაკოთ, თუ გინდა ქალაქს დაგათვალიერებინებ, მაინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხომ არ შევხვდებით ქართველებს - გამიღიმა და ერთი ნაბიჯი ქვემოთ ჩამოდგა, მე კი ზემოთ - კარგი, 43 ში ვცხორობ, დროებით ჯერ კიდევ ემოციებში მყოფმა ავიარე სულმოუთქმელად ყველა საფეხური და აციმციმებული შევედი ბინაში. ___________________________________________ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ და თქვენს აზრს დააფიქსირებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.