შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (7 თავი)


3-03-2018, 17:42
ავტორი Stranger things
ნანახია 2 163

-ხო,აქ ვმუშაობ.
-მეც ლონდონში ვარ...
-რაა?ღმერთო...
-ხო მე და ჩემი შეყვარებული აქ ვისვენებთ.
-შეყვარებული?
-კი ერთი წელია ერთად ვართ...დაქორწინებას ვაპირებთ...
-გილოცავ...-ცოტაც და ვიტირებდი.
-აუცილებლად უნდა შევხვდეთ...მომენატრე....
-მეც,მაგრამ ჯერ არ შემიძლია...შენი თვალები...ისე ჰგავს...
-მე აქ კიდევ ორი კვირით ვრჩები და თუ გადაიფიქრებ...
-ვნახოთ...იმ ამბის შემდეგ...ვცდილობ უბრალოდ დავივიწყო... ხმა გესმის?გარეთ ჭექა-ქუხილია...მტკივა...ვეღარ ვუძლებ ...მენატრება...-ცრემლები ახლა სულ არ მეკითხებოდნენ და თავისით იკვლევდნენ გზას ჩემს სახეზე.
-ვიცი ჩემო კარგო...მეც მენატრება...-ახლა უკვე ისიც ტიროდა.
-ელენე...
-გისმენ.
-რას აპირებ?...ერთ თვეში ხომ იცი...
-ვიცი...
-მაპატიე არ შემიძლია..კარგად...-გავუთიშე.
აივანზე გავედი და სახელურზე ჩამოჯდომას ვაპირებდი,ერთი ფეხი უკვე გარეთ მქონდა, როდესაც ძლიერმა ხელმა დამიჭირა.
-მერი...არა...რას აკეთებ?-ალექსი შეშინებული მიჭერდა.
-რას ვაკეთებ?!
-ახლა...თავს იკლავდი?!
-არა,არა ალექს...ასეთი ჩვევა მაქვს...
-რომ გადავარდე?!გადაირიე?!
-დამშვიდდი...შეგიძლია გამიშვა...-მან ნელა გამიშვა ხელი,მაგრამ თითქოს ყოველ წამს მზად იყო დავეჭირე...
აივნის სახელურზე დავჯექი,ზედ მაწვიმდა,მაგრამ არ მაინტერესებდა მიჩვეული ვიყავი.
-გიჟი ხარ...-მითხრა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-ვერ იძინებ?-ვკითხე,ისე რომ არ შემიხედავს.
-წყლის დასალევად გამოვედი,რომ დაგინახე...მეგონა გადახტებოდი.
-გაგიჟდი?!თვითმკვლელი გგონივარ?
-აბა რა უნდა მეფიქრა?!
-კაი მაპატიე...თავიდან მიკასაც ასეთი რეაქცია ჰქონდა.
-დიდი ხანია ეს ჩვევა გაქვს?
-...ოთხი წელია...
-არ გცივა?წამო შევიდეთ...-ხელი მომკიდა,რომ გადმოსვლაში დამხმარებოდა.მის შეხებაზე თითქოს მკლავი ამეწვა,მაგრამ ამ რეაქციას ყურადღება არ მივაქციე.
მისაღებ ოთახში დავსხედით.

***************
ალექსი
***************

მერი სულ სველი იყო,ბოლოს უბრალოდ პირსახოცი აიღო, შემოიხვია და ისე დაჯდა ჩემს გვერდით.
-შენზე მომიყევი.-მითხრა უეცრად.
-ჩემზე?!
-ხო,რამის მოსმენა მინდა...
-ალექსანდერ ჰარდი.-დავიწყე მოყოლა.-იურისტი, ჩემი პროფესიით ძირითადად არ მიმუშავია,შემდეგ დიზაინი შევისწავლე და გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო,აქამდე ბევრგან მიმუშავია,მაგრამ ცოტა ხნის წინ თქვენი კომპანიის აქციები შევისყიდე და....
-ეგ არა.
-აბა?
-რამე მომიყევი შენზე...
-ჩემზე გიყვები...
-ეგ ვიც, რასაც მიყვები...მინდა რამე ახალი მოვისმინო...ბავშვობა, პირველი სიყვარული...საუკეთესო მეგობარი...რამე რაც გარეთ ჭექა-ქუხილს დამავიწყებს...
-ჭექ-ქუხილის გეშინია?-ვკითხე და გამეციანა.
-ნუ დამცინი და საერთოდ ახლა შენზე ვლაპარაკობდით.
ეს გოგო მხოლოდ რამდენიმე დღის ნაცნობი იყო, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი სიცოცხლე მასთან მქონდა გატარებული და იმ წამს ძალიან მომინდა მომეყოლა...
-კარგი...ეს ისტორია არავისთვის მომიყოლია...
-გისმენ.
-როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი,ერთი გოგო იყო...ისეთი ლამაზი...ნაზი და მომხიბვლელი ...მინდოდა მთელი სიცოცხლე მასთან გამეტარებინა...მისი სიცილი და თვალები...- ცოტა ხნით გავჩუმდი და ყველაფერი გავიხსენე.-...მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თვალები ჰქონდა...
-შეგიყვარდა?
-სიგიჟემდე...-უცებ მივხვდი,რომ არ ღირდა მასთან ამ თემაზე საუბარი,არ მინდოდა ჩემი ისტორიით დამემძიმებინა,თან ვხვდებოდი, რომ მას საკუთარი დარდი გააჩნდა და ვარჩიე ეს ისტორია სხვა დროს მომეყოლა.
-და,შემდეგ?
-არაფერი...უბრალოდ ყველაფერი ისე არ განვითარდა,როგორც მე ვგეგმავდი.
ცოტა ხანი ორივე ჩუმად ვიყავით,დუმილი მან დაარღვია.
-მეძინება...
-კარგი,მიდი დაიძინე...
ის თავის ოთახისკენ წავიდა,მე ცოტა ხანი ისევ ისე ვიჯექი და წარსულს ვიხსენებდი,ავდექი და ჩემი ოთახისაკენ წასვლას ვაპირებდი,როდესაც უკან მოვბრუნდი და დაუფიქრებლად გავაღე მერის ოთახის კარი.ისეთი ლამაზი იყო,ანგელოზივით ეძინა... მე კი ვიცოდი რომ ის მალე შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent