მე უსაშველოდ ბოლომდე გიცდი..!
ლამაზი ბგერა, სიჩუმეს ახშობს.. ნაზ მელოდიად იღვრება ზეცა.. დღეს უსაშველოდ ბილიკებს ათოვს.. და ამას ყოველი ღიმილი ხედავს.. სუნთქვა კვლავ ერთვის სიმღერას ნაზად.. თეთრმა ფიფქებმა მოხატეს მიწა.. გულზე ტკივილი ამჩნევდა ხაზად.. რომ უიმედოდ..მარტოკა..იწვა... სუნთქვას უხშირებს.. უფეთქავს გული.. მის გულში არის იმედი კვლავაც.. ეს ნაბიჯები ყოფილა რთული.. რომელსაც მხოლოდ სიცოცხლე ხატავს.. მის სულში ცოცხლობს მხოლოდ ის ერთი.. რომლისთვის მარად უფეთქდა გული.. რომელიც მისთვის იყო ვით ღმერთი და მისთვის ეშმაკს მიჰყიდა სული.. უნდოდა გაეგო მისი სიტყვები.. რომ მოგონება ჩუმად ჰქონოდა.. და ეთქვა მისთვის „მე შენ მჭირდები“ ოღონდაც კიდევ გვერდით ჰყოლოდა.. იბრძოდა მისთვის, არ ნებდებოდა.. მისმა სურნელმა უნდა დაათროს.. გრძნობა კი მასში არ ნელდებოდა.. რომ სიყვარულმა კვლავაც გაათბოს.. სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა.. არ ეთმობოდა ზეცის მშვენება.. „მიდი..! მიყურე..! როგორ მივდივარ..! ჩემი გული კი არ დაბერდება..!“ და ასე ჩუმად ფიქრებს მიენდო.. კვლავ აჰყოლოდა ლამაზ ვედრებას.. მუხლმოდრეკილი მიწას მიემხრო.. თქმას აპირებდა, მაგრამ ვერ ბედავს.. კვლავ დასასრულმა იჩინა თავი.. კვლავაც ჩამოწვა სახეზე ბინდი.. მინდოდა მეთქვა..“გაიგე? რავი..!“ მე უსაშველოდ ბოლომდე გიცდი..! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.