შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (8 თავი)


5-03-2018, 14:49
ავტორი Stranger things
ნანახია 2 093

დილით რომ გავიღვიძე თავი მისკდებოდა და ფეხზეც ძლივს წამოვდექი,გუშინდელი ღამიდან რამდენიმე დეტალი მახსოვდა და ისიც ბუნდოვნად. ოთახიდან გამოვედი და აბაზანისკენ წავედი თვალების ფშვნეტით,როდესაც რაღაც მკვრივს დავეჯახე და წელზე ხელები შემომეხვია.
-ალექს?!-ჩემ წინ ალექსი იდგა,ნახევრად შიშველი იყო და თმაზე წყლის წვეთები უბზინავდა,მშვიდად იდგა და მეხვეოდა.-რას აკეთებ?!
-ლამაზო თუ ჩემთან ჩახუტება გინდოდა აქამდე გეთქვა.
იმ წამს თითქოს ყველაფერი გამახსენდა,ჩემი სიმთვრალე ,წვიმა, ჭექა-ქუხილი,ელენე,ალექსის ხელები,სურნელი,ოჰ....რა კარგი სურნელი ჰქონდა იმ წამს.თითები ჩემს წელს ააყოლა და კისერზე მომეფერა,წამით მომადო ცხვირი ლოყაზე და გაიტრუნა.მეც თვალები დავხუჭე და რამდენიმე წუთი ასე ვიდექით. ნელ-ნელა მომშორდა და გამიღიმა.
-ის...ხო...მე უნდა...-სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე და თავი ჩავხარე, რადგან არ მინდოდა ჩემი წითელი ლოყები დაენახა.
ალექსმა უბრალოდ ტუჩის კუთხე ჩატეხა...ოჰ რა საყვარლად ჩატეხა...„რეებზე ფიქრობ?" გავუბრაზდი საკუთარ თავს.
-სახლში უნდა წავიდე და მოვწესრიგდე.-მითხრა და თვალები შემომანათა.
-ხო,რა თქმა უნდა,რამე ხომ არ გინდა?
-არა,მადლობა ყველაფრისთვის.
-შენ მადლობა.
აბაზანიდან რომ გამოვედი,უკვე წასული იყო.სწრაფად ჩავიცვი და სამსახურში წავედი.
რთული დღე იყო,უამრავი საქმე მქონდა,მაგრამ აზრებს თავს ვერ ვუყრიდეი,ალექსზე ვფქრობდი,გუშინდელ ღამეზე,იმაზე რომ ელენეს დავურეკე და ზუსტად არ მახსოვდა რა მითხრა. კარზე დააკაკუნეს და ენიმ შემოყო თავი.
-ქალბატონო მერი,ორ წუთში თათბირი გეწყებათ.
-კარგი ენი მოვდივარ.-ვთქვი და წამოვდექი,კარის გაღებას ვაპირებდი,როოდესაც ალექსი შემოვიდა და ჩვენი სახეები იმდენად ახლოს აღმოჩნა,რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე თვალებში ვუყურებდი და ვერ ვინძრეოდი.
-ალექს...
-მმმ....
-ალექს...ჩვენ...
-ხო მერი, ჩვენ...
-ჩვენ...გარეთ...თათბირი
ალექსმა ხელი წელზე მომხვია და სწრაფად შემომატრიალა, წამში უკვე კედელთან ვიყავი აკრული,მისი სახე კი ჩემს კისერში იყო ჩარგული.
-მერი,მერი...შენ...
გული ისე მიცემდა,რომ მეგონა ამომვარდებოდა. ალექსი სწრაფად მომშორდა და ისე გაიმართა თითქოს წინა წამს არ მეხუტებოდა:
-ქალბატონო მერი,მალე თათბირი იწყება და გელოდებით.-ოთახიდან გავიდა და მეც უკან მივყევი.
თათბირი ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბოლოს დაღლილ -დაქნცული წავედი ჩემი კაბინეტისკენ.
-მორჩა...გართობა დამთავრდა,შენ არ გცალია ასეთებისთვის, დიდი გოგო ხარ, რა დროს შენი საყვარულობანაა...-ჩემს თავს ველაპარაკებოდი და არც ერთი სიტყვის არ მჯეროდა.
მუშაობას შევყევი და როგორც ყოველთვის ყველაზე ბოლოს გავედი სამსახურიდან.
-ქალბატონო მერი.-მიკა სიცილ-კისკისით მოვიდა და ხელზე მომეხვია.
-მიკა?!ამ დროს აქ რას აკეთებ?
-შენ გელოდებოდი.წამო დავლოთ.
-არა,არა არავითარ შემთხვევაში.არა,მართლა სიცოცხლეში აღარ დავლევ.
-რატომ გუშინ ისე დათვერი რომ ვეღარ მოითმინე და რომეოს კისერზე ჩამოეკიდე?
საიდან მიხვდა?
-რააა?არააა!რეებს ბოდავ!-ვცადე დამერწმუნებინა.
-ერთი წუთით ქალბატონო.ახლა გაწითლდი?
-მიკა!გეყო!ხომ მიცნობ?!
-უი ხოო,ეგ რამ დამავიწყა,ოთხი წელია აქ ხარ და ისიც კი არ გითქვამს რომ ვინმე მოგწონს.
-ხო და ახლა საოცრება მოხდება და სასწაულებრივად მომეწონება ალექსი?
-ოჰ ღმერთო, შენში უკვე ეჭვი მეპარება,დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა ვინმე კარგი გოგო გაგაცნო?
-მიკააა!-შევძახე და ხელი გამოვტაცე.
-ხოო კარგი.რა გადაწყვიტე მიდოხარ ვალენტინობის წვეულებაზე?-უცებ შეცვალა თემა.
-არ ვიცი,არა მგონია.
-აუუუ,გეხვეწები წამოდი რაა...
მიკა მთელი გზა მეხვეწებოდა,რომ წავსულიყავი,მე კი ვაიგნორებდი და ეს უფრო ამწარებდა.
-დღეს შენთან ვრჩები და იცოდე...
-კარგი დარჩი.ვახშამს შენ მოამზადებ და იცოდე....-გავაჯავრე.
სახლში რომ შევედი და მიკა რომ სასტუმრო ოთახისკენ გაემართა,მაშინ გამახსენდა,რომ წინა ღამით იქ ალექსი იყო და შეიძლება რამე დარჩენოდა.
-მიკა!-შევყვირე და სასწრაფოდ ჩავხტი მასა და კარს შორის.-მოიცა.
-რა ხდება?
-არაფერი,მიდი ყავა გამიკეთე.
-ყავა?შენ და ყავა?
-ხო მიდი უცებ მომინდა.
-კარგი...-გაკვირვებული მიყურებდა,მაგრამ მაინც შეტრიალდა და სამზარეულოში შევიდა,მე დრო ვიხელთე და სასტუმრო ოთახში შევძვერი.
ყველაფერი მოწესრიგებული იყო და გასვლას ვაპირებდი, როდესაც საწოლზე პატარა ბარათი დავინახე.გავხსენი და კითხვა დავიწყე.

„ძილინებისა ლამაზო,ტკბილი სიზმრები"

გამეღიმა და მივხვდი რომ ალექსი დატოვებდა, ბარათი ჯიბეში ჩავიდე და მიკასთან გავედი.ცოტა ხანი ვილაპარაკეთ,ფილმს ვუყურეთ,ბოლოს ჩემს საძინებელში გადავინაცვლეთ და კიდევ რამდენიმე საათი ვლაპარაკობდით,ბოლოს ჩახუტებულებს დაგვეძინა. არ ვიცი რა დრო იყო გასული,როდესაც ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა.დავხედე,მაგრამ ნომერი ვერ ვიცანი, შეტყობინება რომ წავიკითხე თითქოს გულმა მიგრძნო ვინც იყო.
„გძინავს?"
„უკვე აღარ"
„ორი წუთით შეგიძლია გამოხვიდე"
„სად?"
„კართან ვარ...გთხოვ ორი წუთით მხოლოდ"
წამოვხტი და თან ვცდილობდი არ მეხმაურა არ მინდოდა მიკა გამეღვიძებინა,კართან მივირბინე და რომ დავინახე, თითქოს წამში გაქრა ყველაფერი, მხოლოდ ის და მე ვარსებობდით.
-ვიცი ღამეა და აქ არ უნდა ვიყო,მაგრამ რამდენიმე დღით ქალაქიდან გასვლა მიწევს და მინდოდა უბრალოდ მენახე.-ნაზად მომეფერა ლოყაზე.
-ალექს მე...
-არაფერი თქვა,უბრალოდ ცოტა ხანი ვიყოთ ასე და ორ წუთში წავალ.
ისე საყვარლად იდაგა,ვერ მოვითმინე ახლოს მივედი და ლოყა ლოყაზე მივადე,თან მისი სასიამოვნო სურნელი შევიგრძენი,ალქსმა ნაზად მომხვია ხელი წელზე, მეორეთი კი თმაზე მეფერებოდა.
-მერი...მერი...მაგიჟებ და ჭკუიდან გადაგყავარ.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექით გაუნძრევლად,იმ წამს აღარც სიცივე მახსოვდა და აღარც ის,რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო.
-ვეღარ ვიგებ რა გინდა.-ყურთან მისი ჩურჩული მომესმა.
-არაფერი ალექს,უბრალოდ ყველაფერი.
კისერზე მაკოცა და უფრო ძლიერად ჩამეხუტა.
-უნდა წავიდე...
ვუყურებდი როგორ უჩინარდებოდა სიბნელეში და ჩემს თავს ვეღარ ვცნობდო,ნუთუ მე ვიყავი.



№1  offline წევრი Stranger things

ლიდია
ძალიააან მომწოოონს სისაყვარლეა!!!!!!!

მადლობა heart_eyes წინა კომენტარიც ვნახე და ვეცდები გავითვალისწინო.♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent