იქ სადაც 10
ალექსანდრე მიყურებდა და გაკვირვებული იყო ჩემი მსახიობური ნიჭით.. - გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა, გამოძიება გაგრძელდება. ოფიციალურად ჩამომართვა ხელი ინსპექტირმა და ოთახი დატოვა. ალექსანდრე ისევ ჩემთან იჯდა პირველადი დახმარების ყუთი ამოიღო, შემდეგ სპირტი და ბამბა და ჩემი ჭრილობის დამუშავება დაიწყო, ტანში ტკივილისგან ჟრუანტელი მივლიდა, თუმცა არ ვიმჩნევდი. - შენ არასდროს შეიცვლები არა? გაიღიმა და ჭრილობაზე სანტავიკი დამაკრა. - რას ნიშნავს არასდროს შეიცვლები? ჯიქურად გავხედე, მისი ღიმილის შემხედვარეს მიჭირდა სერიოზული სახით ჯდიმა და ღიმილს ძლივს ვიკავებდი, ალბაღ სახეზეც გავწითლდი. - აღიარე, დღეს მაგრად შეგეშინდა. თვალებში მიყურებს, ერთი წამითაც არ მარიდებს თვალს, ამიტომ მე გადამაქვს მზერა და მხრებს ვიჩეჩავ. - აღიარე მეთქი. ახლა უკვე მბრძანებლური ტონით მომმართავს და თითებით თავს მისკენ მატრიალებინებს, რათა თვალებში ჩავხედო. - ჰომ.. კაი... ვაღიარებ, რომ ძალიან შემეშინდა და მეტკინა ეს სიტუაცია და მათი ასეთი ზიზღი. ჩემსკენ ნელ-ნელა მოდის და თავს მის მხარზე მადებინებს. - შენ რომ რამე მოგსვლოდა... ერთ ამოსუნთქვაში ტევს ამ სიტყვებს და დაუკითხავათ მთელი ძალით მიკრავს გულში. - არაფერი მომსვლია.. მის მკლავებში მოქცეული ძლივს ვიღებდი ხმას. - ხომ შეიძლებოდა მოგსვლოდა? თმაში თავი ჩამირგო და შეუმჩნევლად მაკოცა. - და შენ, რომ მიგსვლოდა რამე? ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი სხვისი დაკარგვის შიში, თვალები უნებურად ალაპარაკდნენ, აცრემლიანდნენ, ხელებიც ნებართვის გარეშე შეეხნენ მის წელს და მოეხვივნენ. - მე არაფერი მომივა, ისინი ვერაფერს დამიშავებენ, მე იმის მეშინია, რომ შეიძლება შენ გახდე ჩემი სატყუარა და შენ მოგივიდეს რამე. მისი გრძელი თითები შემიცურა თმაში და მთელი არსებით ჩამიხუტა. - რატომ? რატომ დაგდევენ? ხმააკანკალებული, ძლივსღა ვაბამ სიტყვებს თავს. ხელს მიშვებს, სხეულიდან მიშორებს, საწოლის კედელს მაყრდნობს და ისევ თვალებში მიყურებს. - მომისმინე, არსებობენ ადამიანები და ამფიბია ადამიანები, რომრლთაც მხოლოდ იმის დაჯერება სურთ რაც თავად უნდათ. თავი კალთაში ჩამიდო და ჩემს მუხლებს ზთითებით ხაზავდა. - პირველად სად მნახე? - საიდან გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში? თითები ბრთხილად შევახე მის სწორ თმას და ბრთხილად დავუსვი. - ერთ საღამოს, ძლივს გამოვექეცი ლევანს და იქვე პატარა კაფეში დავიმალე, ცოტა ხანში შენც შემოაღე კარი, დაბნეული, დასველებული და ატუზული შემოხვედი კაფეში, თვალი მოავლე და ის იყო გარეთ უნდა გაბრუნებულიყავი, რომ ადგილი დაგითმეს, ნელი ნაბიჯით მიდიოდი მაგიდისკენ და თან თვალები გიბრწყინავდა, აქეთ-იქით იყურებოდი და ყველა დეტალს დიდი გულისყურით აკვირდებოდი, მე კი შენ გიყურებდი, მაშინ რაც ვიგრძენი, ჩემთვის უცხო იყო, მე არ მჯეროდა სიყვარულის, მითუმეტეს ერთი ნახვით სიყვარულის და ვერც ეხლა გეტყვი, რომ შემიყვარდი ვგულისხმობ, რომ უბრალოდ ერთი ნახვით არ შემყვარებიხარ, ამას უფრო დაინტერესებას დავარქმევდი. ერთი ამოისუნთქა და ჩემსკენ გადმოტრიალდა, თავი ისევ ჩეს კალთაში ედო, და ჩემს გრძელ თმას ასე, რომ ვთწვათ სუნავდა. - მაგიდასთან კომფორტულად მოთავსდი, მეც აგათვალიერ-ჩაგათვალიერე, შენმა სისუსტემ გამაოგნა, მომენტში გამეცინა, ვიფიქრე ასეთი სუსტი ალბათ ქარს დაჰყავს მეთქი, მაგიდაზე ნაზად უსმევდი შენს გრძელ დახვეწილ თითებს, ტანში ჟრუანტელი მივლიდა, ეს გრძნობა მსიამოვნებდა, მაღიზიანებდა და მშლიდა, გამათბობელთან მაგიდაზე მოკალათებულს გიყურებდი და მინდოდა მოვსუკიყავი, ხელი მომეკიდა და ჩაგხუტებოდი, მაგრამ ვიცოდი არც შენ მაპატიებდი და საფრთხეშიც ჩაგაგდებდი, ცოტახანში წამოდექი და წიგნის რიკულებს დაუყევი, საჩვენებელი თითით წიგნების დასათაურებებს ნაზად აყოლებდი თვალს და ბოლოს ერთი აირჩიე, რატომღაც დამაინტერესა რა წიგნი იყო, როგორ არ ვცადე და მაინც ვერ დავინახე, შენ მთელი ინტერესით კითხულობდი, სვიტერი ისევ მიგკრობოდა სხეულზე, ამ ჯერად ცოტა შემშრალი. თმებზე მეთამაშება და გახშირებულად სუნთქავს. - შენ ის შავებში ჩაცმული ტიპი იყავი? გაოცებისგან გავიყინე. - ჰომ.. - თუმცა რა გამიკვირდა, თითქოს ვხვდებოდი კიდეც. ამოვიხვნეშე და ისევ გავაგრძელე მის თმებზე თამაში. - ჩემს მიმართ ასეთი მკაცრი, რატომ იყავი? - ვიყავი და ვიქნები კიდეც. უცებ შეეცვალა საუბრის ტონი. - კი მაგრამ.. - ხმა. წამოიყვირა, წამოდგა და ბნელი ფარდა ჩამოაფარა, ისევ მომიწვა, გვერდით გადამაბრუნა და სხეულზე მიმიკრა.. ასე ჩაგვეძინა. შავი კედლები ლაბირინთს ქმნიდნენ, ადამიანების შემაძრწუნებელი, ხმამაღალი კივილი ცამდე სწვდებოდა, ძირს სისხლიანი თაგვები ეყარა ადამიანის ჩონჩხებთან ერთად, კედლებზე მარყუჟები იყო, ისევ ის შემზარავი ხმა გაისმა „შენ სატყუარა ხარ“ შიშისგან მუხლები მომეკვეთა, უეცრად მიწა გაიხსნა და უკუდეგანო სივრცეში დაბლა ვვარდებოდი, ვგრძნობდი გული როგორ მიჩერდებიდა. - არა გთხოვთ, დამეხმარეთ, მე არაფერი დამიშავებია.. ბოლო სიტყვები იყოანამ, სანამ სამუდამოდ დავიკარგებოდი ცივი ჰაერისა და გვამთა სურნელის სივრცეში. - მიშველეთ, დამეხმარეთ.. წამივხტი.. ცივი ოფლი დამსხმოდა, ალექსი მაშინვე მომეხვია, ისევ დამაწვინა და იმდენად ჩამიკრა გულში, თავადაც მიკვირს როგორ ამოვისუნთქე. - ვერავონ შეგეხება. ამ დროს კარზე კაკუნია.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.