შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს...თავი 14


7-03-2018, 18:09
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 039

ნინა იმ დღეს სახლში არ მოსულა. კლაუდიო ჩემთან დარჩა. აშკარად ძალიან მომნატრებია. ხელი არ შემიშვია მითვის, მთელი ღამე მასზე ჩაბღაუჭებულს მეძინა. ასე კარგად თითქმის მთელი თვეა არ მძინებია. იმ სულელური ფიქრების თავიდან მოშორების შემდეგ ორმაგად სასიამოვნო იყო მასთან ყოფნა. ჩემი საწოლი პატარა იყო ამიტომ ის ცოტა მოუხერხებლად გრძნობდა თავს. დილით ადრე ადგომას მიჩვეული ვიყავი სამსახურის გამო. ჩუმად წამოვდექი. მისი ხელი მოვიშორე და საბნიდან გამოვძვერი. მეტი სივრცე დავუტოვე. საწოლს გაიშალა და ძილი გააგრძელა. მე ბუხარი ავანთე, მოვწესრიგდი. შხაპი მივიღე. ჯინსის შარვალი და შავი როლინგი მოვირგე. დილით ყოველთვის ვმედიტირებდი. დაახლოებით ნახევარი საათით ამჯერადაც არ ვუღალატე ტრადიციას, ყურსასმენები დავიმაგრე და ჩემს ადგილას ლოტუსის პოზაში დავჯექი. სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებდი. ეს ძალიან მეხმარებოდა. რაც ნინა ჩემთვის ვეღარ იცლიდა იოგაზეც დავიწყე სიარული და კიდევ იტალიური სამზარეულოს კურსებზე შევედი. როცა თვალები გავახილე, კლაუდიო დივანზე იჯდა და მაკვირდებოდა. ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი.
-დიდი ხანია აქ ხარ?
-არც ისე. აღარ მიკვირს რატომ ინარჩუნებ ყოველთვის სიმშვიდეს.
-ეგრე შენ გგონია.
-არა არ მგონია. მე გითხარი რომ საშინელი არამზადა ვიყავი. შენ კიდევ ხმა არ ამოგიღია, მეგონა მიყვირებდი, გაიქცეოდი, გამლანძღავდი, მაგრამ შენ არაფერი მითხხარი. აღარ გაუგრძელებია. მე ფეხზე ამოვდექი და სამზაულოსკენ წავედი ისიც უკან ამედევნა, წელზე მომხვია ხელი და რამდენჯერმე მაკოცა. ლოყა ლოყაზე გამისვა.
-იჩხვლიტები. გამეცინა მე.
-გავიპარსო გინდა?
-არა ძალიან გიხდება.ამის თქმაზე თვალები აუციმციმდა. ცხვირზე მაკოცა. მე წვერებზე ავიწიე და მის ნიკაპს ნაზად შევეხე. ცოტახანს ვიყავით ასე. მერე ძირს ჩამომსვა და ყავა დაისხა.
-მალე უნდა წავიდე.
-რააა? რატომ?
-მასიმო უნდა ვნახო.
-შენც მასში მცვლი.კაცმა გაიცინა.
-არანაირი სურვილი არ მაქვს რომ მასში გაგცვალო.
-კიდევ კარგი.
-მორჩი ნინაზე ეჭვიანობას.
-იცი სახლში რომ მოდის, მთელი საღამო დგას და ტელეფონზე ლაპარაკობს. შაბათ კვირას მასთან ერთად ატარებს. მისთვის უჩინარი გავხდი. განვიცდი.
-აშკარად ყურადღების ნაკლებობა გაქვს. ზედმეტად ხარ მასზე მიჯაჭვული. ვიცი რომ ემოციური ხარ, შენი მესმის მეც ვიეჭვიანებდი. ადამაინი რომელთანაც 24 საათს ატარებდი ყურადღებას აღარ გაქცევს..რთულია მაგრამ ვერაფერს იზამ. ერთ დღეს დაოჯახება მოგვიწევს და ..
-მერე შენ მოგეწებები.
-მე უკვე მოწებებული ვარ შენზე და შეიძლება ვერც გადავიტანო თუ ყურადღებას არ მომაქცევ,ერთნაირები ვართ. ვიცი მეტყვი ჩვენ ამით სხვებს არ ვაწუხებთ და მთელი დღე სისულელეებზე არ ვჭორაობთო. მაგრამ ყველას არ ესმის. მისთვის მასიმო ახალია. მოსწონს ეპრანჭება, სულ მასთან საუბარი და კონტაქტი უნდა. გონია რომ ამით არაფერს აშავებს ვერც კი იგებს რომ შენ გული გწყდება. არ უნდა დაგწყდეს.
რაღაც მხრივ მართალი იყო.
-ზედმეტი მოსდის.
-გადაუვლის დამიჯერე.ამ საღამოს სადმე წავიდეთ და ეხლა შენ არ მოხვიდე სახლში და სამაგიერო გადაუხადე. გაეცინა.
-ჰო ეგრე ვიზამ.
-ნინას როდის გამაცნობ?
-დგეს ვეტყვი და ერთ დღეს სადმე წავიდეთ, ალბათ იმასაც წამოიყვანს.
-მე მასიმოს უკვე ვიცნობ..
-ვიცი.
-წინასწარ ცუდად ნუ განეწყობი.
-სახლში ხომ არ ჯობს?
-არა. ტყუილად უნდა დაიღალო და იწვალო.მე თავი დავუქნიე. კლაუდიომ ყავა ბოლომდე დალია და წასასვლელად მოემზადა.
-უკვე მიდიხარ?
-ჰო ისედაც დავაგვიანე. საღამოს დაგირეკავ და გთხოვ მზად დამხვდი რა.
-ვეცდები.
-არავითარი ვეცდები. თითი შემართა კაცმა. მერე რამდენჯერმე მაკოცა, მომიღუტუნა და სახლი დატოვა.
ტელეფონი მოვძებნე და ნინას დავურეკე. არ მპასუხობდა. საათს დავხედე 11 იყო. ტანსაცმლის საყიდლად წავალ, თმას შევისწორებ. ისეთი გახარებული ვიყავი მეგონა პირველ პაემანზე მივდიოდით..
რამდენიმე საათში უკვე ქალაქის ცენტრში ვიყავი. მაღაზიებს ჩავუარე. რაღაც ძალიან სადას მაგრამ განსაკუთრებულს ვეძებდი. არჩევანი შინდისფერ ბარხატის კაბაზე შევაჩერე. გრძელი სახელოებითა და ამოღებული ზურგით შესაბამისი ფეხსაცმელიც ვიყიდე და მოსაცმელიც.კონსულტანტმა გოგონამ მითხრა რომ ძალიან მიხდებოდა კაბა. სალონში გავიარე. თმა გავისწორე, ფრჩხილები გავიკეთე. უკვე მზად ვიყავი. სავაჭრო ცენტრი დავტოვე და იქვე კუთხის კაფეში ჩამოვჯექი. ყავა და შოკოლადის ნამცხვარი შევუკვეთე. ნინამ დამირეკა..
-სად ხარ?
-სავაჭრო ცენტრიდან გამოვედი ახლა და ყავას ვსვავ. შენ რას შვრები.
-ეხლა მოვედი სახლში და უჩემოდ რატომ წახვედი.
-დაგირეკე და აშკარად არ გეცალა.
-ოოო კაი რაა. საღამოს წავიდოდით.
-საღამოს არ მცალია.
-რატომ?
-კლაუდიოსთან ერთად მივდივარ სავახშმოდ და მასთან დავრჩები.
-რააა?
-ჰოო.
-კარგი. სახლში ჰო მოხვალ. მაინტერესებს რა იყიდე.. ეს მითხრა და გამითიშა.
სახლში რომ მივედი უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი. გოგომ მაშინვე პარკების ქექვა დაიწყო.
-ეს უნდა ჩაიცვა. რა ძუკნურია ღმერთო.
-ნუ სულელობ.
-აუუ სად მიდიხართ?
-ჯერ ზუსტად არ ვიცი.
-მოიცა.
-რა იყო.
-დღეს მასიმოსთან რომ კაცი მოვიდა ეგაა კლაუდიო?
-წესით მასთან კი აპირებდა მისვლას.
-ძალიან სიმპატიური და კარგი კაცია. მართლა.
-მიხარია რომ მოგეწონა.
-იქნებ შენც მოიწონო მასიმო.
-ხომ იცი რომ მიყვარხარ და თუ ბედნიერი იქნები მასთან მეც ძალიან გამიხარდბა, უბრალოდ მისგან ვერ ვგრძნობ იგივეს ამიტომ რთულდება ჩვენი ურთიერთობა, თვითონაც არ ცდილობ.
-ჰოო.
-ვიცი რომ მასაც არ მოვწონვარ. გამეცინა მე.
-არაა ეგრე.
-ზუსტად ეგრეა. ნინას ხმა არ ამოუღია მისმა დუმილმა დაადასტურა რომ მართალს ვამბობდი.
-მაკიაჟს მე გაგიკეთებ კარგი. მე თავი დავუქნიე.
-ოღონდ სადა. გოგო აშკარად გახალისდა. თაში შემოკრა და ოთახში ნივთების ასაღებად შევიდა.
-ისე რომელზე მიდიხარ?გამომძახა იქიდან.
-ზუსტად არ ვიცი უნდა დამირეკოს. მაგრამ ალბათ რვისთვის.
-რაა უკვე შვიდია. მალე. თორემ ვერაფერს მოვასწრებთ.
-გაგიჟდი კი არ ვთხოვდები. უბრალო შეხვედრაა.
ნინა ციბრუტივით ტრიალებდა ჩემს ირგვლივ.
-გახსოვს სალონში რომ ვიყავით ვიღაც გოგოს ბანკეტისთვის რომ ამზადებდნენ და ძაან სასაცილოდ რომ გამოიყურებოდა. მას სიცილი წასკდა.
-აუუ მაგას რა დამავიწყებს იმდენი ვიცინე ძლივს მოვბრუნდი.
-ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მე ვიქნები მაგ გოგოსავით დღეს.
-აუუ იცი თმა როგორ გაიკეთე, ბებრებს რომ აქვთ ხოლმე ქართულ ქორწილებში.
-ეგღა მაკლია.
-კარგი გვეყოს რაა. თორემ მოვიდა წასვლის დრო.
კაბა მოვირგე ფეხსაცმელიც ჩავიცვი. მანტო მოვიცი და მის მოსვლას დაველოდე.
-მომესწრო გოგო. ვითომ სევდიანი ხმით თქვა ნინამ. კარზე ზარმა დაიწკარუნა. კლაუდიო იყო. ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ლამის დავდნი. ნინა და კლაუდიო ერთმანეთს გავაცანი.აღმოჩნდა რომ უკვე მოეწროთ გაცნობა. მასიმომ გააცნო. ხელი ჩამკიდა. ეზო გადავჭეით და მაქანაში ჩავსხედით. ინტერესი მკლავდა, მაგრამ ვიცოდი რომ არაფერს მეტყოდა. მაინც ვცადე.
-სად მივდივართ?
-მოგეწონება. შორს არაა. მალე მივალთ.
გზაში კლაუდიო იქაურ ამბებს მიყვებოდა. ძალიან საყვარელი იყო.ვგძნობდი რომ მასზე ვგიჟდებოდი. თვალთან წვრილი ნაოჭები და ლოყაზე ფოსოები უჩნდებოდა ღიმილისას, მისი ხავერდოვანი ხმა და მამაკაცურობა, არიზმატულობა. ასეთი როგორ დაიბადა. ასეთი იდეალური. ცოტა ხანში გავაცნობიერე რომ პირდაღებული ვუყურებდი. აშკარად მანაც შენიშნა.
-რა ხდება ან.
-არაფერი. ჩემსკენ გადმოიხარა და ნაზად მაკოცა ცხვირზე. მანქანა სადგომზე დააყენა. რესტორნისკენ წავედით.ახალგაზრდა ბიჭმა ჩვენს მაგიდამდე მიგვაცილა. რესტორანი ულამაზესი იყო. ისტორიული შენობა იყო აშკარად. განათება ოდნავ დაწეული, ყვაილები, წყლის სიბრტყეები. ძალიან კარგად იყო გაკეთებული.
-ძალიან ლამაზი ადგილია.
-ჰო ზაფხულობით ვერანდას ხსნიან. ისე შეგვიძლია ეხლაც ავიდეთ. თოვს და ლამაზი იქნება იქაურობა.
-შეგვიშვებენ? გულიბრყვილოდ ვიყიდე მე.
-ჩემია აქაურობა. გაეცინა. რასაც გვინდა იმას ვიზამთ. რათქმაუნდა ნორმის ფარგლებში.
-გემოვნებიანი ხარ. ორივე რესტორანი მართლა ულამაზესია.
მშვიდად ვვახშმობდით. მე კარგი მოლაპარაკე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ კარგი მსმენელი ნამდვილად გამოვიდოდა ჩემგან, ამიტომ ისევ კლაუდიო ლაპარაკობდა მე კი ვუსმენნდი და პერიოდულად მის სულელურ საქციელებზე მეცინებოდა. ბავშვობაზე მიყვებოდა. მეც მეკითხებოდა. მოვუყები როგორი ბუტია და წყენიანი ვიყაი. როგორ ვემალებოდი, ჩემ ბიძაშვილს კარადაში და მთელი კვირა არ ვურიგდებოდი. ზუსტად ასეთი წარმომედგინეო მითხრა.
-გინდა ვიცეკვოთ?
-არა. ხომ იცი რომ ცუდად ვცეკვავ.
-უარს არ მივიღებ.
-კარგი რა ისევ უნდა შემარცხვინო. ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა. სცენაზე ქერა ქალი ტკბილი ხმით მღეროდა. ისე იყო როგორ 30 იანი წლების ფილმებშია ხოლმე.მე მის სხეულს ავეკარი და მის ნაბიჯებს ნელა და დაკვირვებით მივყევი.
-ხედავ უკეთ გამოგდის.ყურში ჩამჩურჩულა.
-ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასე თუ გიყვარდა ცეკვა.
-ცეკვა საუკეთესო საშუალებაა ადამიანის შესაგრძნობად. მის სუნს, ყველა ემოციას, ყველა შეკრთომას, მის გულისცემას გრძნობ. გრძნობ როგორ მოქმედებ მასზე. ძალიან ნელ, ნელა უნდა იმოძრაო. ხანდახან ეს გრძობები უფრო სასიამოვნოა ვიდრე ველური შემოტევები. შენ სუნთქვას კისეზე ვგრძნობ და ეს წარმოუდგენლად სექსუალურია.ყბაზე ნაზად ვაკოცე. ვიგრძენი როგორ გაუბრწყინდა თვალები. მანაც იგივე გაიმეორა. მოშიშვნებულ ზურგზე ხელი დამისვა. თითქოს თავბრუ დამეხვა.
-ასე აბავდი ხოლმე ქალებს? გაეცინა.
-არა. არ მძირდებოდა. არ ყოფილა ქალი რომელიც მინდოდა და მისთვის მიდევნია. ხშირად თავადაც იჩენდნენ ინიციატივას.
-აუფ. მე წავიჭყანე.
-არაის შებმა არ დამჭიურვებია აქამდე იმიტომ ვიქცეოდი ხოლმე უცნაურად. ვერც მარტო გტოვებდი და ვერც ვერაფერს გეუბნებოდი.
-ღმერთო რანაირი ხარ. მუსიკა დამთავრდა კლაუდიოს ხელი ~შევუშვი. -აუუ ბარემ წავიდეთ რა ვერანდაზე. თავი დამიქნია. რესტორნის ადმინისტრაციული ნაწილისკენ წავედით. ახალგაზრდა ბიჭი დაგხვდა. კლაუდიო მეგობრულად გადაეხვი და გასაღები ჩამოართვა.
-გინდა რამე მოგიტანოთ კითხა ბიჭმა.
-კი. საფირმო დესერტი და ყავა ამოგვიტანეთ რა და ბალიშები. კიბეს ავუყევით.
-აქ ბალიშებს რა უნდა?
-ვერანდაზე დასაჯდომი ბალიშები გვაქვს ზაფხულისათვის. თითქმის სამი სართული ავიარეთ ფეხით და როგორც ინა მივაღწიეთ. იქაურობა უკამაზესი იყო. უამრავი მცენარითა და შუშის სახურავით ზემოთ ავიხედე და ბარდნიდა. მიმტანმა ბალიშები და ყავა მოგვიტანა. მე ბავშვივით ჩავხტი ბალიშში. საზურგეს მივეყრდენი და ზემოთ დავიწყე ყურება. მანაც იგივე გაიმეორა. ამხელა კაცი მოცუცქნულ პუფზე გაიშოლტა და თავი კალთაში ჩამიდო. თმაში შევუცურე ხელი. გატრუნული იწვა. ნებიერა კატასავით. დიდხანს ვიჯექით ჩუმად მე ყავას ვსვამდი, მას პირი არ დაუკარები.
-იცი ხანდახან მგონია რომ სპეციალურად გამოჩნდი ჩემს ცხოვრბაში. წამოიწყო თითქმის ჩურჩულით.
-რატომ?
- იმ კომპანიაში მანამდეც ბევრჯერ ვიყავი, ხანდახან წელიწადში 6 ჯერ 8 ჯერ ჩამოვდიოდი და არასოდეს დამინახიხარ. სწორედ მაშინ შეგხვდი როცა ჩემი თავის შეცვლა და აბსოლიტურად ახალი ცხოვრების დაწყება გადავწყვიტე. სწორედ მაშინ როცა თავში ყველაფრის დალაგებას ვაპირებდი, მოხვედი და საერთოდ ამრიე, მაგრამ ყველაფერი თავისით დალაგდა.
-დავუშვად არ შეგხვედროდი ისე რას აპირებდი.
-ოჯახი ყოველთვის მინდოდა, მაგრამ იმ მომენტში არაა.ტოსკანაში ვაპირებდი გადასვლა. ბიძაჩემისგან მოშორებით. ვენახის ყიდვა და ღვინის ტექნოლოგიის სწავლა მინდოდა. ზუსტად მხოლოდ ეს ვიცოდი, ისიც ვიცოდი რომ აღვირახსნილი სექსუალური ხოვრება აღარ მინდოდა, მაგრამ ვინ უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით არც კი ვიცოდი. შეიძლება გაგეცინოს მაგრამ. ქუჩაში ქალებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, ვინ შიძლება ყოფილიყო კარგი დედა, ცოლი.
-რა სულელი ხარ. ეგეთ რამეებზე როგორ ფიქრობდი.
-რადგან მე თვითონ ოჯახში არ გავზრდილვარ. არ ვიცი მართლა არ ვიცი კარგი ცოლ-ქმრობა როგორია.
-უაზრობაა. სხვის მაგალითს ვერ გამოიყენებ. თუნდაც იმიტომ რომ შენ სხვა ხარ და შენი ცოლი სხვა. სხვა განცდები სხვა ემოციები და სხვა კავშირები გაქვს. ზოგი ერთმანეთს ხოცავს და ვერ შორდებიან, ზოგს კარგი სექსი აქვს და იმიტომ არიან ერთად, ზოგს ემოციური დამოკიდებულება აქვს, ვერ გაიგებ, შორიდან ვერ მიხვდები ვის რა შეიძლება აკავშირებდეს ერთმანეთთან.ორ ადამიანს შორის რა ტრიალებს მარტო იმ ორმა იცის.
-შეიძლება მართალი ხარ. ისე შენ არავინ გყავდა.
-არავინ არ მყვარებია. მხოლოდ მოწონების დონეზე ვიყავი ხოლმე ყოველთის.მეტი არაფერი უთქვამს ისევ გაიტრუნა, მე კი ისევ მის თმაზე გავაგრძელე თამაში.



ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ, აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ვიცი რომ ბევრი გრამატიკული შეცდომა მაქვს, ვცდილობ გამოვასწორო. აუცილებლად მითხარით როგორ განავითარებდით მოვლენებს..



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Am istorias vkitxulob, vkotxulob da velodebii. Lamazia da gansxvavebuli. Amitom gtxov nu daagvianebbb.

 


№2 სტუმარი სტუმარი shalo

lurji veshapi agar arsebobs ?

 


№3 სტუმარი Mari

cota situacias davdzabavdi..an dasasrulisken unda waikvano an rame unda moxvdes saintereso tore wklisnakvaa. da kide am saitze kvelaze metad sheni weris stili momwons♥

 


№4 სტუმარი Ana

Auu male dade raa umagresia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent