არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (9 თავი)
როგორც ყოველთვის აივანის მოაჯირზე ვიყავი მოკალათებული, ფეხებს ჰაერში ვიქნევდი და სულაც არ მეშინოდა,რომ გადავვარდებოდი,ვფიქრობდი და შიგდაშიგ ხმამაღლა ვლაპარაკობდი. -არა...მორჩა,გეყო,დღეიდან აღანაირი ალექსი...მორჩა. საბოლოოდ გადავწყვიტე,რომ მისთვის თავი უნდა ამერიდებინა. -გყშინდელი ღამე უბრალოდ ერთი სისუსტის გამოვლინება იყო,სინამდვილეში არაფერს გრძნობ...გეყოს...ალექსი მორჩა. კიდევ დიდხანს ვიჯექი ასე,ნელ-ნელა თენდებოდა გაშმოსვლას ვაპირებდი,როდესაც მიკა გამოვიდა და ხელები ჩემს გვერდით ჩამოაყრდნო. -ისევ არ გეძინა? -ნწ. -ვერ ვხვდები რანაირი ხარ.ეს ჩვევები და უძილო ღამეები. საერთოდ რამდენი ხნის წინ გეძინა სამ საათზე მეტი. -არ ვიცი...კარგი რაა გეყოს ხო იცი,რომ უკვე შევეჩვიე და სხვაგვარად არ შემიძლია. -გეხვეწები გადმოდი არ გადავარდე,ხო იცი რომ მეშინია როცა ასე დამჯდარს გხედავ. გადმოვხტი, ჩემს ოთახში შევედი,სწრაფად გამოვიცვალე და სამსახურში წავედი,უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ არაფერი მოხდებოდა,ალექსისგან თავს შორს დავიჭერდი და ჩვეულ რიტმში გავაგრძელებდი ცხოვრებას. -გამარჯობა ქალბატონო მერი,ბატონი ალექსი სამი დღით შევებულებაშია და ქალაქგარეთ ისვენებს.-ენი ფეხსაცმელების კაკუნით მომდევდა და ცდილობდა ყველაფერი მოეხსენებინა, სანამ კაბინეტში შევიდოდი. -დიახ ენი ვიცი,ბატონმა ალექსმა გუშინ ყველაფერი მომახსენა. -დღევანდელი თქვენი განრიგი.—მითხრა და ბლოკნოტი მომაწოდა. კაბინეტში შევედი და რომ გავთავისუფლდი კაფეტერიას მივაშურე,რადგან საშინლად მომინდა წვენი. -აუუ ნეტა როდის ჩამოვა.-მესმოდა გვერდით მაგიდასთან მჯდომი გოგოების ხმა -არ ვიცი,გუშინ კლუბში იყო და შემდეგ უეცრად წავიდა. -რატო რა მოხდა. -არ ვიცი,მთელი საღამო გაღიმებული დადიოდა და ეტყობოდა რომ რაღაცაზე ფიქრობდა. -მე უფრო მგონია,რომ რაღაცაზე კი არა ვიღაცაზე.-ჩაიცინა ქერამ. -არაა...ამდენი ხანია აქაა და ჯერ ერთი შეყვარებულიც არ ჰყოლია, მითუმეტეს იმ ამბის შემდეგ. -აუ ხოოო,როგორ მეცოდება,რამდენი რამის გადატანა მოუწია. -ხო და თან საზოგადოებაში არაფერს იმჩნევს.-მაინტერესებდა რას გულისხმობდნენ,მაგრამ მეტის მოსმენა ვეღარ შევძელი რადგან ადგნენ და გავიდნენ, მე კი ჩემს კაბინეტში დავბრუნდი. სამი დღე სწრაფად გავიდა,სამსახურიდან პირდაპირ სახლში წავედი. მალე მიაკც შემომიერთდა და ფილმის ყურება დავიწყეთ. -მიკა... -მმმმ...-ეკრანს თვალს არ აცილებდა. -მისმინე -გისმენ. -გუშინ ალექსი იყო მოსული. -რაა?-ახლა მართლაც დააინტერესა და მთლიანი სხეულით შემობრუნდა. მე ყველაფერი მოკლედ მოვუყევი ჩვენი გაცნობიდან დაწყებული, სამი დღის წინანდელი ღამით დამთავრებული. -ანუ დაგემშვიდობა? -ხო...არ ვიცი რა იყო... -რა რა იყო!ბიჭმა გითხრა მომენატრებიო. -მასე არ უთქვამს. -ხო კარგი,გაგრძნობინა. -არ ვიცი რა გავაკეთო, არც ის ვიცი რა მინდა. -არა მე კი გეტყოდი რაც გინდა მაგრამ... -რა? -რას ვერ ხვდები სიყვარული,რომანტიკა,დრამა გინდა გოგო შენ... -არა, არა...ხომ იცი...არა...არა -რა?რა ვიცი? -ის... -მერი,ოთხი წელი გავიდა -მეშინია.-ვუთხარი და ჩავეხუტე. -ვიცი...ვიცი,რომ დრო გჭირდება,მაგრამ ყოველთვის შეგიძლია მომიყვე. -არ შემიძლია... -კარგი,კარგი არაუშავს.უბრალოდ კარგია, რომ ის მაინც ვიცი ასე სიყვარულის გამო რომ ხარ. -მაპატიე,ვიცი რომ ის ისტორია დიდი ხნის წინ უნდა მომეყოლა, მაგრამ არ შემიძლია...-ახლა უკვე ცხარე ცრემლით ვტიროდი.- აღარ შემიძლია... ცოტა ხანი ერთმანეთს ვეხუტებოთ,მე ვტიროდი ის კი თმაზე მეფერებოდა. -ადექი.-მითხრა და ფეხზე წამოხტა. -რა? -მიმყავხარ. -სად?-ვლუღლუღებდი და თან ცრემლებს ვიწმენდდი. -იქ სადაც გიყვარს ყოფნა. მხოლოდ ერთი ადგილი მომდიოდა თავში და რა თქმა უნდა, მიკამაც ნახევარ საათში სწორედ იქ მიმიყვანა. თვალი მოვავლე სავარჯიშო დარბაზის შეთეთრებულ კედლებს, ჰაერში ოფლის და სადეზიმფექციო ხსნარის სურნელი იგძნობოდა,ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი იყო ხშირად მოვდიოდი და ვვარჯიშობდი. მიკა ძირითადად იჯდა და მიყურებდა. -მიდი გამოიცვალე და დაიწყე.-მითხრა და იქვე ჩამოჯდა. -შენ? -რა მე?აქ იმიტომ ვარ რომ გეჭორავო.-ისე შეიცხადა თითქოს იმ წამს მსოფლიოში ყველაზე სულელური რამ მეთქვას. სიცილით წავედი გასახდელისკენ,სწრაფად გამოვიცვალე და დარბაზში დავბრუნდი.მიკა ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა, ვერ ვხედავდი, სახე არ უჩანდა,ამიტომაც გავიარე და სარბენი ბილიკით დავიწყე,შემდეგ რგოლზე ჩამოვეკიდე,მოვდუნდი და მესიამოვნა. -გამარჯობა.-უცხოს ხმა მომესმა და აშკარად მე მელაპარაკებოდა. -გამარჯობა...გიცნობთ? -არა...უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ კარგად გამოგდის მაგ რგოლზე ტრიალი. -მჰჰ.... -მე ოლივერი ვარ. -კარგი.-ახლა არ მქონდა დრო ბიჭებთან ფლირტაობისთვის. -შემიძლია რამდენიმე მოძრაობა მეც გაჩვენო. -არა მადლობა. -მოდი აქ.-მითხრა,ხელები შემომხვია და იატაკზე ჩამომსვა. -ხელები გასწიე.-ვუთხარი მკაცრად. -რა იყო ლამაზო,ნუ უხეშობ. -გამიშვი_მეთქი.-მან კიდევ უფრო შემომხვია ხელები. გავბრაზდი და ბიჭს ძლიერად დავარტყი ნერვში,რამაც ცოტა ხანი პარალიზებული გახადა და ახლა მეორე მხრიდან შევუტიე,წამებში ის იატაკზე იყო გაშხლართული,მე მისი ხელი მეჭირა და ხერხემალზე ფეხს ვაჭერდი,ადგომას ცდილობდა,მაგრამ უშედეგოდ,უეცრად ტაშის დაკვრის ხმა მომესმა და რომ ავიხედე,გაღიმებული ალექსი მომხვდა თვალში. -აი ამას ჰქვია ჩხუბი.-მაშინვე ვიგრძენი, რომ მომნატრებოდა და მიხაროდა,რომ ვხედავდი.ის თვალებაციმციმებული მიღიმოდა და არც მე ვაკლებდი თვალისმომჭრელ ღიმილს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.