უსიყვარულოდ? არ არსებობს თავი 3
დილით ადრე ავდექი, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი. დიმიტრიც შემომიერთდა, მივირთმევდით ყავას და თან ვსაუბრობდით. - ჩვენები სახლში არ არიან, ალბათ შენს მომავალ ნათესავებთან დარჩნენ. - გთხოვ ამ დილით მაინც ნუ დაიწყებ. - კარგი კარგი, აბა რა გეგმები გვაქვს დღეისათვის? - არანაირი გეგმები სახლში დარჩენას და დასვენებას ვაპირებ. - აბა ნატალიო? - მოიცდის. ჩემს ოთახში დავბრუნდი და საწოლზე წამოვწექი, ვფიქრობდი და საკუთარი ფიქრები მაოცებდნენ, რატომ მანდამაინც ის? სახელიც კი არ ვიცი მისი, რა ჯანდაბა მჭირს? მგონი დიმიტრის ვემსგავსები, რასაც ვერ გადავიტან, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რატომ გამოვარჩიე სხვა ქალებიდან მაინცდამაინც ის? მან წესიერად კოცნაც კი არ იცის, ჩამეღიმა და თავი აქეთ-იქით გავაქნიე. მუსიკებს ვუსმენდი და არც კი ვიცი როდის ჩამეძინა. დიმიტრიმ გამაღვიძა და სამზარეულოში ჩავედი, სუფრა გაშლილი დამხვდა, გამიკვირდა, - ჩვენები მოვიდნენ? - არა და მიკვირს ამდენ ხანს სად არიან, რამე ხომ არ მოხდა? - რა უნდა მომხდარიყო? მისი ძმაკაცი არ უშვებს და ალბათ თვითონაც აღარ უნდა სახლში მოსვლა. არ ვიცოდი საჭმელების კეთებაც თუ იცოდი დიმკა. - არც შენ არ გაწყენდა სწავლა. - მეტი საქმე არ მაქვს ასეც მშვენივრად ვარ. მაგიდას შემოვუჯექით და შემწვარი კარტოშკა გადმოვიყარე თეფშზე. ჭამის დაწყებას ვაპირებდით, მაგრამ ხმაურმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, ჩამეღიმა როგორც იქნა იკადრეს ჩემმა მშობლებმაც მობრძანება.ერთმანეთს გადავეხვიეთ, სუფრას მივუჯექით, მივირთმევდით და თან ვსაუბრობდით. - როგორ ჩაიარა შენს მეგობართან სტუმრობამ ბიძია? - საშინლად. - რატომ რა მოხდა? ყველაფერი კარგად არის? ხო კარგად არიან? - კი და თან არა, რომ იცოდეთ რა მოხდა? - ამოღერღავ მამა ბოლოს და ბოლოს? -შენი ნიშნობა ჩაიშალა ბაბუა გენაცვალოს. - ეს ისედაც მოსალოდნელი იყო, მე არ... მოიცა რას ნიშნავს ნიშნობა ჩაიშალა? - პატარძალმა დაგიწუნა და ჩაშალა ქორწილი. - ვისი რა მაქვს დასაწუნი, მე კი ვასწავლი მაგას ჭკუას. აქამდე მისი ნახვა არ მინდოდა, მაგრამ ახლა მოვითხოვ, რომ შემახვედროთ. - არ გამოვა ბაბუ, ჩვენი არჩეული რძალი სახლიდან გაიპარა. - რას ნიშნავს გაიპარა? - იმას დიმიტრი, რომ ჩვენი მშვენიერი რძალი ადგა და გაიპარა, მშობლები ჯერ კიდევ შოკში არიან, მისგან ამას არ მოელოდნენ. - ძალიან კარგი, ეს ქორწინება არ შედგებოდა მაინც, მე არ ვაპირებ ცოლის მოყვანას, რა საჭირო იყო გაპარვა, ამ ქორწილს ის თუ არა მე მაინც ჩავშლიდი. - შენ მაინც გეყოს ალექსანდრე, ვერ ხედავ მამაშენი რა დღეშია? - არ გეწყინოს დედაჩემო, მაგრამ თქვენი დაჟინებული სურვილი, რომ არა ახლა ის ბავშვი სახლში იქნებოდა მშობლებთან. - ეხ ბაბუ, რომ იცოდე რა გოგოა? იცი როგორ მოგეწონებოდა, ქორწილს კი არ ჩაშლიდი პირიქით. - რა საჭიროა მერე ბაბუა ცოლად მოყვანა, ყველა ლამაზ ქალს ცოლად ხომ ვერ მოიყვან. - მე ჩემს ოთახში ავალ მარიამ და გთხოვ იქ ამომიტანე ყავა. - კარგი ძვირფასო. - მგონი ბიძია გააბრაზე. - რა ჩემი ბრალია, თუ ბატონი ივანე ბარათაშვილი ხასიათზე არ არის. - და მაინც ვის გავხარ ასეთი? - საყვარელი? ვის და ბაბუას ვგავარ დედიკო, ბაბუას. - მოკლედ არ ვიცი რა მეშველება მე შენს ხელში? კიდევ კარგი ჩემი მეორე ბიჭი მაინც არ გგავს შენ. - კიდევ კარგი დედა, თორემ ჭკუიდან შევიშლებოდი - მეც დედა წარმოგიდგენია ალექსანდრესავით მექალთანე, რომ ვიყო... არა არ მინდა, მირჩევნია ასე ვიყო. - მართალი ხარ დიმკა. იყავი მასე, როგორც ხარ... აღარ გავაგრძელებ დანარჩენი შენც იცი და მიხვდები. - შენ ამას ნუ მოუსმენ შვილო. - არც ვუსმენ დედა, არ ინერვიულოთ. - მართალია, საერთოდ არ მისმენს. წამოდი დიმიტრი სადმე წავიდეთ გავერთოთ. - აბა დღეს ვისვენებთო? - გადავიფიქრე, ჰე ახლა გადაწყვიტე მოდიხარ? - კარგი, კარგი თავს მოვიწესრიგებ და წავიდეთ. თავი მოვიწესრიგეთ და კლუბისაკენ წავედით, კარგად გავერთეთ და სახლისაკენ წამოვედით. მისვლისთანავე ჩვენ-ჩვენ ოთახებში ავედით. - საწოლზე ვწევარ და ვფიქრობ მასზე და ვერ ვისვენებ. რატომ, რატომ მანდამაინც ის? ვერ ვხვდები. მასზე ფიქრები არ მასვენებს, ნეტავ სად არის ამ წამს? რას აკეთებს? ისიც ფიქრობს თუ არა ჩემზე? როგორ მაინტერესებს. ასეთ ფიქრებში ჩამეძინა. ............................................................... მთელი დღე ანასტასიას ველოდებოდი. რო რამე მომხდარიყო აუცილებლად შემატყობინებდა, მაგრამ დრო გადიოდა ის კი არ ჩანდა. საწოლზე წამოწოლილი ველოდებოდი მას და ასევე ჩემებზე ვფიქრობდი. ნეტავ როგორ არიან? ალბათ ჩემი დანახვაც არ უნდათ, მაგრამ სხვა გზა მქონდა კი? არა სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ვფიქრობდი და თან ვნერვიულობდი. ღამით კარზე კაკუნმა მაიძულა ადგომა, ავდექი კარი გავაღე და გავოცდი. ვინ იყო ეს ბიჭი? არ ვიცოდი, გამიკვირდა. - უკაცრავად კატერინა ბარნოვი ბრძანდებით? - დიახ თქვენ ვინ ხართ? - დათა ყვავაძე გახლავართ, მოკლედ აგიხსნით რაც ხდება. - მობრძანდით, დაბრძანდით. - მადლობა, მოდი თქვენობით ნუ ვისაუბრებთ კარგი? - როგორც გინდა. - ძალიან კარგი მოკლედ მე ანასტასია გიორგაძის ძმადნაფიცი ვარ, ის ვერ მოვიდა თქვენთან. - და რატომ უნდა გენდოთ? მე ხომ არ ვიცი იქნებ მატყუებ? - ესეც ვიფიქრე ასე, რომ მე ახლა მას დავურეკავ და თქვენ ისაუბრეთ. - კარგი. ტელეფონზე ციფრები აკრიფა თუ არა მომაწოდა, ცოტა ხნის შემდეგ მიპასუხეს. - დათა რა ქენი? მიხვედი? აუხსენი სიტუაცია? - ანასტასია შენ ხარ? - კატერინა როგორ ხარ? როგორ იფრინე? - რომ გნახავ ყველაფერს დაწვრილებით გიამბობ. - კარგი აბა შენ იცი. ტელეფონი დათას მივაწოდე და თავის მოწესრიგებას შევუდექი. - ანასტასია ნინი რას შვება? ისევ იგივეა თუ სიახლე არის რამე? - იგივე დათა ველოდებით, ჯერ-ჯერობით არ სურს შენს პატარას დედამიწაზე. - მოკლედ თუ მომკლავს რამე ეს თქვენზე დარდი და ფიქრები იქნება. - ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად ჩაივლის, აი ნახავ. - მეც მაგის იმედი მაქვს. ტელეფონი გათიშა და გადმომხედა. - მზად ვარ შეგვიძლია წავიდეთ, და კიდევ ბოდიში... - არაუშავს ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა ანასტასიან გამაფრთხილა. - კარგი და თვითონ სად არის? - საავადმყოფოში არის... - საავადმყოფოში ხომ მშვიდობაა? რა სჭირს? - ყველაფერი კარგად არის მას არაფერი არ სჭირს, უბრალოდ ჩემს მეუღლეს ახლავს. სავარაუდოდ დღეს ან ხვალ პატარა ანამარია გაგვიჩნდება. - კარგია. ანამარია მართლაც, რომ ლამაზი სახელია. - ჩემი ბებიის საპატივცემულოდ არქმევს ნინი. -ჩემს ბებოსაც ანამარია ჰქვია. - ძალიან კარგი. ბარგი გამომართვა, სასტუმროს ხარჯები გადავიხადე და დათასთან ერთად მანქანაში ჩავჯეექი. - უნდა მაპატიო, აქედან ჯერ საავადმყოფოში უნდა მიგიყვანო. - არაუშავს წავიდეთ. - კარგი. გზას შევუდექით თავი მინას მივადე და ფიქრების კორიანტელში გადავეშვი. იმედია მოგეწონებათ... <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.