შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა რომელიც დაუსრულებელია.


8-03-2018, 20:40
ავტორი მარსი
ნანახია 1 198

გამარჯობა, მხვდა წილად დიდი ბედნიერება რომ ერთი ისტორია გიამბოთ. ალბათ დაგაინტერესებთ, მგონი საინტერესოა. ადამიანები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, ზოგი უბედურია, ზოგი მოწყენილი, ზოგი მომცინარი, ზოგი ნიჭიერი, ზოგი უნიჭო, ზოგი ლამაზი, ზოგი მახინჯი. და ასე, უსამართლოდ არის განაწილებული განცდები, თვისებები ადამიანებში. აი ყოველივე ამის გამო ათასობით ადამიანი უბედურდება, დიახ, ადამიანებს მოთმინება არ უყვართ, მათ არ იციან რომ წვიმის მერე ცაზე ცისარტყელა ჩნდება, წვიმა ქრება, მზე ამოდის, ისინი აღარ ოცნებობენ, ისინი ახლა ფიქრობენ, ისინი მეტად რეალისტები არიან. არ უფრთხილდებიან ერთმანეთს, და ბოლოს სტკივათ, სტკივათ გაგიჟებით, და ამ ტკივილს ვერ უძლებენ, ბოლოს კი სიკვდილით ასრულებენ, ისინი დიდ ჩიხში შედიან, არადა ცოტა რომ მოითმინონ? სულ, სულ ცოტა, მაგრამ არა ვერ შვრებიან და ჰაა მომკალით მეც თუ გინდათ. რისთვის იკლავენ თავს? რომ ვიღაც ,,იდიოტს“ არ უყვართ? კარგად ვერ ალაგებენ მოვლენებს? თუ უბრალო ძალადობის მსხვერპლი არიან? მე არ ვიცი აქედან რომელია, რომლის გამო ნადგურდებიან მაგრამ ერთი კი ვიცი. ერთი ცუდი დღე არ ნიშნავს ცუდ ცხოვრებას. ადამიანები დადიან ტაძარში, ლოცულობენ, იმისთვის რომ უკეთესობისკენ შეიცვალნონ, მაგრამ ტაძრიდან რომ გამოდიან უარესს ჩადიან. და იცით რატომ? ისინი გულით არ შესთხოვენ უფალს, ისინი მხურვალედ არ ლოცულობენ, მხოლოდ ზედაპირულად, მოვალეობის მოხდის მიზნით. და როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩვენი ასეთი უგუნურობა?! ისე ეს სიტყვები სათქმელად ძალზედ ადვილია, მაგრამ აბა ეს გავაკეთო?! ძალიან გამიჭირდება, მეც მოუთმენელი ვარ, ნუ გიკვირთ, მეც ადამიანი ვარ! ისტორია არის გოგონაზე, რომელსაც სამყარო გადაუდგა, და მხოლოდ იმიტომ რომ ის სიმართლეს ლაპარაკობდა, მას ყველამ ხელი კრა. იგი 1997 წლის 22 ნოემბერს დაიბადა, იზრდებოდა როგორც ჩვეულებრივი ბავშვი, მშობლების მიერ განებივრებული, ხალისიანი ცელქი, და ძალიან ცნობისმოყვარე. ის ნელ-ნელა იზრდებოდა და იცვლებოდა, სამყაროს ყველასგან განსხვავებულად უყურებდა, როდესაც იგი 9 წლის იყო წერილი დაწერა, სადაც მისი შეხედულებები ეწერა სამყაროსადმი. ის ყველას აოცებდა, მისი მშობლები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ქცევებით, გოგონას როდესაც რაღაც შეეშლებოდა ისინი დაუსრულებლივ ეჩხუბებოდნენ, ერთხელ მირბოდა და ქოტანი გაუვარდა, ის გატყდა, ნამსხვრევები აქეთ-იქეთ მიმოიფანტა, როდსაც ეს მამამისმა დაინახა მივარდა;
- რეებს შვრები? სულ გადაირიე? იმის მაგივრად ამხელა გოგო ხარ და რამეში დამეხმარო პირიქით მიფუჭებ საქმეს, არაფერი შენ არ გეხერხება ქვეყნის თავზე, შენი ასაკის ბავშვები ოჯახს უვლიან შენ კი ? შენ?
- რაიყო? შენ არაფერი გაგტეხია? გოგონა წამოიყალყა და გულგატეხილმა თქვა.
- ნუ მეტლიკინები, ღმეერთო რა დავაშავე შენნაირი შვილი რომ მყავს, მრცხვენია შენ რომ ჩემი შვილი ხარ. უთხრა გოგონას, გოგონას გული საშინლად ეტკინა მართალია ეს მან არ შეიმჩნია მაგრამ ვინმემ იცის შიგნიდან მას როგორ ეწვოდა? როგორ სტკიოდა? მამამის შეეძო რომ გატეხილი ლარნაკი რამენაირად გაემთელებინა, მაგრამ გოგონას გულს რაღას უზამდა? შეიძლება ტკბილი სიტყვით ნელ-ნელა გაემთელებინა, მაგრამ ბზარები ხომ მაინც დარჩებოდა? რათქმაუნდა. როდესაც რამეს იტყოდა დედამისი ეტყოდა;
- რა გეშველება? რა გიჟი ხარ? გოგონას გული ეწვოდა ეთუთქებოდა, მაგრამ რა ექნა? ისინი მუდამ ეუბნეოდნენ რომ ესწავლა მაგრამ მერე იმასაც ეუბნებოდნენ რომ, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევდა. გოგონას ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებდნენ, ბავშვს ფსიქიკას უნგრევდნენ, 2017 წლის 22 ნოემბერი გოგონას დაბადების დღე, მანქანით მიდოდა მაგრამ უბედურ შემთხვევაში მოჰყვა, და გარდაიცვალა. ის გაასვენეს თანაც ისე რომ ცრემლი არავის ჩამოვარდნია. დედამისი როდესაც მის ნივტებს ალაგებდა წერილი იპოვა;
- ,,გამარჯობა! მე ვარ ანსოემა, ეს ჩემი ნამდვილი სახელი არ არის რათქმაუნდა, მე ვერავინ ვერ მიტანს მხოლოდ იმიტომ რომ განსხვავებული ხედვა მაქვს, ჩემი აზრით, სიცოცხლე არის ის ერთადერთი რაშიც გაგვიმართლა, შეიძლება ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება შეგვხვდეს, ბევრი პრობლემა წარმოიშვას, მაგრამ ყველაფერს უნდა გავუმკლავდეთ, ყველაფერს უნდა გავუძლოთ, სხვა გზა არც გვაქვს, თავის მოკვლით არაფერი შიცვლება უბრალოდ იმ დიდ წიგნს რომელსაც ადამიანები ქმნიან ერთი მოთხრობა გამოაკლდება. მე ვერ მიტანენ იმიტომ რომ განსხვავებული ვარ, მე კი მათ ვერ ვიტან იმიტომ რომ ერთნაირები არიან“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent