შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიყვარულოდ? არ არსებობს თავი 4


10-03-2018, 17:47
ავტორი Viktoria
ნანახია 1 451

საავადმყოფოში ვარ და ნინის გვერდიდან არ ვშორდები, ამასთანავე არ მასვენებს კატერინაზე და დათაზე ფიქრები. სანამ ისინი მოვლიან გაგაცნობთ ჩემს თავს. მე ანასტასია გიორგაძე ვარ 17 წლის. წელს ვამთავრებ სკოლას თუმცა რა დროს დამთავრებაა, ახლახანს დაიწყო სასწავლო წელი. დედისერთა გახლავარ, დედას თეკლა მამაჩემი კი ალექსანდრე, კარგი ადამიანები იყვნენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ 3 წელია რაც ისინი დავკარგე. მშობლების დაკარგვის შემდეგ ბებოსთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ ისიც მალევე დავკარგე. ჩემი მეურვე დათა გახდა ასე, რომ ის ჩემი ძმაა. ძალიან მიფრთხილდება ის ჩემთვის ერთ- ერთი ყველაზე ძვირფასი პიროვნებაა.
დათა ძალიან კარგი ბიჭია თუმცა კი ცხოვრებაში არ უმართლებდა, მაგრამ ის მაინც სამართლიანად იბრძოდა. ერთი წლის წინ მოიყვანა ცოლად ნინი გელაშვილი და მისი ცხოვრება საფუძვლიანად შეიცვალა, დღეს კი პატარა ანამარიას ველოდებით. საავადმყოფოში აქეთ-იქით ნერვიულად დავაბიჯებ და დათას მოსვლას ველოდები.
.............................

მანქანა შეაჩერა გადავედით და საავადმყოფოში შევედით, დათა წინ მირბოდა მე კიდევ, შეძლებისდაგვარად უკან მივყვებოდი ჩქარი სიარულით.
რამოდენიმე სართულის გავლის შემდეგ დათა გაჩერდა და რამოდენიმე წუთის შემდეგ ანასტასიაც გამოვიდა პალატიდან, ერთმანეთს გადაეხვივნენ. ლაივში იმაზე ლამაზი ყოფილა ვიდრე ფოტოებზე. შემამჩნია თუ არა მოვიდა და გულში ჩამიკრა, ისეთი სითბო ვიგრძენი, რომ მთელი სხეული სიმხურვალემ მოიცვა. რამოდენიმე წამი ასე ვიყავით ჩახუტებულები.
ცოტა ვისაუბრეთ და შემდეგ სახლისაკენ წავედით. ძალიან ლამაზი სახლი იყო პატარა და მყუდრო. ბარგი ერთ-ერთ ოთახში ავიტანეთ.
- იმედია არ გეწყინება ერთ ოთახში, რომ ვართ.
- არა პირიქით ძალიან მიხარია.
- თავიდან ვფიქრობდი, რომ ცალკე ოთახში ყოფილიყავი, მაგრამ...
- არა მართლა ანასტასია ძალიან კარგია, რომ ერთ ოთახში ვართ ხშირად ვისაუბრებთ.
- კარგი მოდი ახლა რამე მივირთვათ და შემდეგ დასაძინებლად წამოვწვეთ.
- კარგი რატომაც არა.
სალათას მივირთმევდით და ვსაუბრობდით, ჩემი ისტორია დაწვრილებით ვუამბე და მანაც გადამიშალა გული. სუფრა ავალაგეთ,ჭურჭელი დავრეცხეთ და საძინებელ ოთახში ავედით, პიჟამოები ჩავიცვით და დასაძინებლად საწოლზე წამოვწექით. დაღლილობის გამო ვერ მოვისვენე, არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.

....................................................

დილით ადრე ავდექი თავი მოვიწესრიგე და საუზმეზე ჩავედი. იუანე ბიძია და გიორგი ბაბუა როგორც ყოველთვის ყავას მიირთმევდნენ, მარიამი კი ფუსფუსებდა.
- ალექსანდრე არ ამდგარა?
- არა ბიძია და არამგონია, რო ადგეს.
- რას აპირებ, რა გეგმები გაქვს დღეისათვის?
- სიმართლე გითხრა და არც არანაირი გეგმები არ მაქვს.
- იუანე მისმინე შენი მეგობარი რას შვება? როგორ არის? რამე სიახლე არის თუ არა?
- არა არანაირი სიახლე არ არის გიორგი თითქოს და ცამ ჩაყლაპა ეს გოგო თითქმის ორ კვირაზე მეტი გავიდა და ის კი არადა არ ჩანს.
- საბრალოები ვერც კი წარმოვიდგენ მათ ადგილზე, რომ ვიყო რა დამემართებოდა.
- ნიკოლოზი თვლის რომ დედამისმა იცის სიმართლე მაგრამ ის არაფერს არ ამბობს.
- და ყველაფერი ეს გამოიწვია იმან, რომ თქვენ 21-ე საუკუნეში მოგინდათ გარიგებით ქორწინება.
- ბატონი ძილისგუდა ამდგარა.
- სხვათა შორის შენ ხმას არ უნდა იღებდე.
- და ვითომ რატომ?
- იმიტომ, რომ შენს გამო გამაღვიძეს საუბედუროდ.
- ხო მაგრამ მე აქ რა შუაში ვარ?
- იმ შუაში ხარ დიმკა, რომ ჩემს ოთახში ტელეფონი არ უნდა დატოვო.
- და არც დამიტოვებია.
- აბა ეს ვისია ამის...
- მგონი მართალი ხარ.
- მგონი კი არადა აი შენი ტელეფონი აიღე და ყურადღება მიაქციე, იცი რა კარგად მეძინა თან რა სიზმარს ვხედავდი მაგრამ შენი მეგობრის ზარმა ყველაფერი გააფუჭა.
- კარგი დამშვიდდი რა.
- ხო კარგი დავმშვიდდები დიმ თუ მეტყვი ვინ არის ნინი გელაშვილი.
- რა შენი საქმეა.
- მოიცა ჩვენს დიმკას ნუთუ ვინმე გაუჩნდა.
- ნუ სულელობ ალექსანდრე ნინი ჩემი ნათესავია დედის მხრიდან.
- აჰა აი თურმე ვინ ყოფილა ის გოგო, რომლის გამოც ერთი წელი სადღაც რომ შერჩი.
- დიახ სწორედ ის არის და თან ერთი წელი იმიტომ შევრჩი, რომ ჩემს გეგმებში დარჩენა შედიოდა, წავალ გადავურეკავ, გავიგებ რა ხდება.
ოთახი დავტოვე საძინებელში გავედი ახალი ამბავი გავიგე თუ არა სასტუმრო ოთახში დავბრუნდი.
- რაო ნინიმ რა გითხრა?
- ის, რომ ბავშვის ნათლობაზე მეპატიჟება, როგორც მის ერთ-ერთ ნათლიას და მეც...
- მოიცა მე დავამთავრებ, შენ მიდიხარ და განუსაზღვრელი დროით.
- ნუ, რომ მივდივარ ეს ფაქტია პირველივე რეისით წავალ ხვალ და რაც შეეხება რამდენი ხნით დავრჩები ეს ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია.
- როგორც გინდა.
- მართალი ხარ, წავალ ბარგის ჩალაგებას შევუდგები.
- რა ჭირი ეტაკა კი მაგრამ?
- ის რასაც შენ ვერასოდეს ვერ გაიგებ.
- და ეს ყველაფერი როგორ გავიგო მამაჩემო?
- სანამ არ იგრძნობ ვერც გაიგებ შვილო ამას სიყვარული ჰქვია. ეს ის გრძნობაა, რომელსაც შენ ასე გაურბიხარ.
- აი თურმე რაშია საქმე, კიდევ კარგი.
ოთახში ავედი თუ არა ბარგი ჩავალაგე საწოლზე წამოვწექი და ფიქრების კორიანტელში ჩავიძირე, მთელი წელი აი რას ვაკეთებდი საქართველში მას ვუახლოვდებოდი. ახლაც მახსოვს მისი ქერა დალალები, პირ-ბაგე, სხეული, მიხრა-მოხრა, ჩვენი პირველი შეხვედრა, მეგობრობა და ასე შემდეგ. ნეტავ ვახსოვარ თუ არა? იქნებ ვახსოვარ. აუცილებლად მოვინახულებ ჩასვლისთანავე სადაც არ უნდა იყოს.

ესეც ასე მომდევნო თავი, იმედია მოგეწონებათ... <3 <3 <3



№1 სტუმარი ანუკა ♡

ნალე დადეეეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent