მწვანეთვალება დემონი,ნაწილი2 თავი 4
ბიჭები გვიან წავიდნენ.შეყვარებულ წყვილს განშორება გაუჭირდა და თითქმის ნახევარი საათი ემშვიდობებოდნენ მისაღებში ერთმანეთს.ბექა და ელენე კი გასასვლელში იდგნენ და შორიდან შეჰყურებდნენ მათ. -ყველაფერი შესანიშნავი იყო.მადლობა რომ ასე შეწუხდით -წარმოიდგინე რომ მე არაფერი გამიკეთებია,ყველლაფერი რუსას დამსახურებაა. -ესეგი ჩემს მეგობარს მართლა კარგი არჩევანი გაუკეთებია,გაეღიმა ბექას -დიდი ხანია ასეთი კარგი დრო არც მე გამიტარებია და არც ამდენი მიცინია. -არც მე -ნეტავ რატომ არ მიკვირს.ისეთი უჟმური ხარ შენი ერთი გამოხედვით აშინებ ხალხს. -რაც მთავარია შენ არ გეშინია -მე ცხოვრებაში იმდენი რამე გადავიტანე და გადავლახე რომ ყველანაირი გრძნობა დამავიწყდა და გამიქრა.მათ შორის შიშიც. -იმედია მომიყვები და შენს ნდობას დავიმსახურებ რომ მომიყვე რაღაცეები შენი ცხოვრებიდან -არა, ეს პირადულია და მის განხილვას არავისთან ვაპირებ. -იდუმალებით მოცული ადამიანი ხართ ელენე,მაგრამ მე არ მეშინია შენი იდუმალების და კიდევ,მომავალში როცა მანქანის საჭეს მიუჯდებით ფრთხილად იყავი და კარგად დარწმუნდი იმაში რომ ბოლომდე ხართ შენიღბული.... -ვერ მიგიხვდით.. -ძალიან კარგად მიხვდი -თორემ ... -თორემ ის რომ გახსოვდეს არსებობს ადამიანი,ვისაც შეუძლია ყოველთვის დაგეწიოს და დაგიჭიროს..-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი -და თუ ასეთი დარწმუნებული ხარ რატომ არ აკეთებ ამას? -მიზეზი შენ იცი,თუ დაფიქრდები მიხვდები. -არ ვიცი -იქნებ იმიტომ რომ მომწონხარ და შანსს გაძლევ? -თუ იმიტომ რომ ეს შენს კარიერას დაღუპავს. -არაუშავს მზად ვარ გავრისკო.ოღონდ უნდა ვიცოდე რომ აღარასოდეს გააკეთებ ამას -ვერ შეგპირდები,მაგრამ ვიფიქრებ ამასობაში შეყვარებულებიც გამოჩნდნენ და საუბარი, და ერთმანეთის კბენა და ამავე დროს თვალებით და მზერით ჭამა შეწყვიტეს -კარგად ბიჭებო.და ფრთხილად იმგზავრეთ -ნასვამები საჭესთან ნუ დაჯდებით,პატრულს უფრთხილდით. ხუმრობით მიაძახა კიბეზე ჩამავალთ ელენემ,რაცას საპასუხოთ ჯერ სიცილი მოყვა მერე კი გელოვანის ხმა გაიმა -როგორმე გამოვნახავთ საერთო ენას. კიდევ ერთხელ მიაპყრო ელენეს საოცრად მიმზიდველი თვალები და გაუღიმა.გოგოს საბოლოოდ შეუქანდა გული და კიდევ ერთხელ იგრძნო ის ქიმია რაც მამაკაცის მიმართ გააჩნდა.ბედნიერმა დახურა სახლის კარი და რუსას სუფრის ალაგებაში მიეხმარა. ქალბატონი ისეთი შეცვლილი და სიცოცხლით ასვსე ჩანდა რუსასაც კი გაუკვირდა და ჰკითხა რა არის შენი ღიმილის მიზეზი ან როდის აქეთ მეხმარებიო,მაგრამ პასუხი ვერ მიიღო და გაჩუმდა.უხმოდ დაასრულეს საქმე და საძინებლებში გაუჩინარდნენ... გელოვანმა ჯერ ირაკლი დატოვა და მერე თვითონ გაემართა სახლისკენ. ძილი არ მიეკარა საწოლში ჩაწოლილს, სულ ელენეზე ფიქრობდა და მისი მომღიმარი სახე ედგა თვალწინ.გამთენიისას ჩაეძინა და ძილშიც ელენე ესიზმრა, საქორწინო კაბა ეცვა.მისკენ მიდიოდა,ქუჩა გადაკვეთA და ბიჭის წინ გაჩერდა.ულამაზესი იყო,მაგრამ უეცრად მოსახვევიდან დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა გამოვარდა მათ გაუსწორდა და გასროლის ხმა გაისმა. ელენე სისხლით შეიღება და დაეცა.ის კი ადგილიდან ვერ იძვროდა და ვერ შველოდა. -ელენეეე იყვირა და გაეღვიძა კიდეც. საწოლში წამოჯდა, ოფლში ცურავდა.ცხელი შხაპი საოცრად ესიამოვნა.მერე ყავა დალია.წაიხემსა,მოწესრიგდა და ათ საათზე განყოფილების კარი შეაღო.პირდაპირ კაბინეტისკენ წავიდა. დამხმარე გამომძიებლები იხმო და საქმესთან დაკავსირებით თათბირი გამართა.მერე საქმის მასალები დაიტოვა და ხელახალი გადაკითხვა დაიწყო. შესვენებაზე არ გასულა, ამიტომ ირაკლიმ ყავით და ჰამბურგერებით პირდაპირ კაბინეტსი მიაკითხა და მასთან ერთად წინ საქაღალდე დაუდო. -ეს რა არის? -ნახე ერთი ვინ გვესტუმრა და ვინაა ერთ-ერთი დაკავებული,უთხრა და ყავა მოსვა. ბექამ თვალებს არ დაუჯერა სახელი და გვარი რომ წაიკითხა -არ არსებობს -არსებობს და ბრძანება უკვე გავეცი აქ მოიყვანონ. პოლიციის ორმა თანამშრომელმა შემოყვანა კაბინეტში ახალგაზრდა მამაკაცი ბორკილებ დადებული. -მოხსენით და დაგვტოვეთ,ბრძანება გასცა ბექამ.მათაც შეასრულეს და კაბინეტიდან გაუჩინარდნენ.ირაკლი ისევ იჯდა,გელოვანი კი წამოდგა და მისკენ წავიდა. -ესეგი თქვენ ხართ ამ კლუბის მეპატრნე და ყველაფრის თავი და თავი?მკაცრად ჰკითხა მას -გააჩნია თქვენ რას გულისხმობთ ამაში ბატონო გამომძიებელო-უდრეკად უპასუხა მამაკაცმაც -გელოვანი უკვე მის წინ იდგა,მერე მოულოდნელად ხელები გაშალა და მოეხვია. -როგორ ხარ შე გადარეულო.არ ეშვები ხო მაიმუნობებს? -ყველაფერი გაუგებრობაა ჩემო ბექა და ამაზე თავს დავდებ რომ ჩემი ბიჭებიდან არც ერთი არ გაკარებია არასოდეს არც ნარკოტიკებს და არც რამე დაუშავებიათ.არც არაფრის ჩამდენი არ ვარ არც მე და არც ჩემი კლუბის წევრები -მეც მაგას არ ვამბობ,არც მოკლულებს და არც დაკავაბულებიდან არც ერთს სხეულში ნარკოტიკის კვალი არ აღმოაჩნდათ.ჩაერთო ირაკლი და ისიც მეგობრულად მიესალმა სერგის.. რამდენიმე წამში კი მაგიდასთან ისხდნენ და ძველი მეგობრები თბილად საუბრობდნენ -ეს დაკითხვაა თუ.. -ეს მეგობრული საუბარია და თუ ყველაფერს მომიყვები უფრო ადვილად დაგეხმარები.უთხრა ბექამ -არა იმას მართლა ვერ წარმოვიდგენდი რომ თქვენ იქნებოდით ამ საქმის გამომძიებლები -ვითომ რატომ?განა თვითონ არ იყავი დარწუნებული ჩვენს შესაძლებლობებში მაშინ? -მასში კი,შენსასი არა. -რა პირდაპირობაა. ვითომ რატომ?-გაეღიმა ირაკლის -იმიტომ რომ შენ ყოველთვის ხულიგანი და ზარმაცი იყავი. -მეტის ღირსი ვარ რაა.ვითომ ეწყინა ირაკლის -კარგი მოდი საქმეზე გადავიდეთ.ყველაფერი უნდა მოგვიყვე -რა მოგიყვეთ რაც მეც არ ვიცი.რამდენიმე თვე წასული ვიყავი, წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა ჩვემ კლუბში ან ვინ არიან მოკლულები.ან საერთოდ იმ წვეულებაზე რა უნდოდათ რომელიც ჩემი შვილის დაბადების აღსანიშნავად გავმართე -რაო?ოჯახიო?შენ ტვინი ხო არ გადაგინერგეს?გაუკვირად ირაკლის. -არა,მართლკა დავოჯახდი.შვილი მყავს.სამი დღის უკან შემეძინა და წვეულება მისი დაბადების აღსანიშნავად გავმართე.დიჯეი მოვიწვიე,ვერთობოდით,მუსიკა, სასმელი და -და მოსაწევი -არა ბექა არააა.მოსაწევიც კი არ გვქონია. ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება ნარკოტიკების მიმართ თუნდაც ეს უბრალოდ იყოს -აბა ვის რაში დასჭირდა იმის გაკეთება და ისეთი რამის მოწყობა თითქოს შენს კლუბში ნარკოტიკებს ყიდით ან ნარკოტიკებით ვაჭრობთ? -წარმოდგენა არ მაქვს.მხრები აიჩეჩა სერგიმ -ასეა თუ ისე ეს უნდა გავარკვიოთ.და კიდევ გილოცავ პატარას დაბადებას. ბედნიერი გაგიზარდოს ღმერთმა.მიულოცა ბექამ -დიდი მადლობა. -მეც გილოცავ ძმაო.ჯანმრთელი გაგიზარდოს უფალმა.ისე როგორ მოხდა ეს? -ჰო რავიცი ასე მოხდა რაა. მგონი ყველას ცხოვრებაში დგება ის მომენტი როცა ხვდები რომ იჯახი და სიყვარული მთავარია -იცოდე ის გოგო უნდა გაგვაცნო ვინც ასე შეგაცვლევინა აზროვნება და ყურებით დაგიჭირა -აქედან გავიდე ჯერ და ყველაფერი იქნება ჩემო ირაკლი -მოკლედ იქნებ ვინმეზე გაქვს ეჭვი?იქნებ ვინმე გემტერება? -წარმოდგენა არ მაქვს ბექა. არავისთან არ მქონია დაძაბული ურთიერთობა, რავიცი ახლა ვერ ვიხსენებ ყოველშემთხვევაში. -გარდაცვლილებს იცნობდი? -არა.პირველად გავიგე მათზე.არ ირიცხებოდნენ ჩემს კლუბში. -კამერები თუ გაქვს ?დაკითხვას განაგრძობდა ბექა -კი მაგრამ რამდენად ინფორმაციულია არ ვიცი.მხოლოდ რამდენიმე დღის ჩანაწერს ინახავს. -მაინც უნდა ვნახო.მითუმეტეს იმ დღის ჩანაწერი მაინტერესებს როცა მკვლელობა მოხდა. -ვნახავთ თუ გავედი აქედან. -მოსამართლეს დაველაპარაკები და საღამოს გირაოს სანაცვლოდ გახვალ.დანარჩენებიც გავუშვით ვინც დავკითხეთ.ნელ-ნელა ყველა გამოვა.მაგრამ სანამ საქმე ძიების პროცესშია ქალაქიდან ვერავინ გავა. -მადლობა ბექა. -ხვალ მოვალთ და კამერებს ვნახავთ,იცოდე არაფერი დამიმალო.კიდევ ერთხელ გაფრთხილებ. კიდევ ისაუბრეს ცოტა ხანს ძველმა მეგობრებმა, მერე კი სერგის განთავისუფლების შესახებ ბრძანნება მოვიდა და ბიჭიც გაანთავისუფლეს -აბა სერგი შარია შარს ერიდე იცოდე. დაემშვიდობა გასასვლეთან ირაკლი და ხელი ჩამოართვა -ცოლ-შვილს გაუფრთხილდი და ჭკვიანად.დაარიგა ბექამ და მოეხვია... სერგიმ ტაქსი გააჩერა და სანამ ჩაჯდებოდა მიაძახა -ხვალ საღამოს ცოლი საავადმყოფოდან გამომყავს და ჩემთან ოჯახში ცოტა დავლიოთ ვაჟკაცი დამილოცეთ -შენ როდის გადაგაკეტეს?-გაეხუმრა ირაკლი -როცა ჩემი შვილის შესახებ გავიგე,გაუღიმა სერგიმ.-მოხვალთ? -მოვალთ,უპასუხეს ერთხმად და თბილი ღიმილით გააცილეს ბიჭი სახლში... *************** ბექა პირდაპირ სახლში წავიდა დავისვენებ,გადავიღალეო.ირაკლის კი რა დაღლიდა.წითელი ვარდების ლამაზი თაიგული იყიდა და რუსას სახლისკენ აიღო გეზი გაუფრთხილებლად,სიუპრიზის გაკეტება გადაწყვიტა და თან მისი ნომერი აკრიფა. -საყვარელო როგორ ხარ?უკვე მომენატრე. დაითაფლა ნიჭი -კარგად.მეც მომენატრე ჩემო მშრომელო ბიჭო -მოკლედ ახლა შენთან მოვდივარ მალე მოვალ. უცებ მოემზადე და სადმე გავიდეთ საღამო ერთად გავატაროთ. -რააა?მოგკლავ ირაკლი.აქამდე რატომ არ მითხარი.-მუქარაზე გადავიდა გოგო,მაგრამ ჩხუბი არ დასცალდა.ნაჩქარევად დაემშვიდობა სატრფო და ტელეფონი გაუთიშა. რუსა წინ და უკან სირბილს მოჰყვა ოთახში და თან გაჰკიოდა რა ვქნა რა გავაკეთო რა ჩავიცვაო..ელენე კი უკან დასდევდა და მის დამშვიდებას ცდილობდა. -რა ხდება ადამიანო ამიხსენი.გული ნუ გამიხეთქე. -რამდენიმე წუთში ირაკლი მოვა გავისეირნოთო,მე კი მზად არ ვარ -რა სულელი ხარ,გამისკდა გული.შვებით ამოოისუნთქა ელენემ და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა ტელევიზორის ყურება განაგრძო -შენ მშვიდად ხარ?-თვალები დაუბრიალა დოინჯშემორტყმულმა რუსამ და წინ დაუდგა. -აბა რა ვქნა? -მიშველე რამე..დამეხმარე.. -რა გიშველო?წადი ასე როგორც ხარ. ხელი აუქნია გოგომ -ელენეეე.გამწარებულმა იკივლა რუსამ და ისეთი საცოდავი სახით შეხედა რომ ელენეს გული მოეწურა და ხელისკვრით გააგდო საძინებელში საბოლოოდ ელენემ შავი კლასიკური შარვალი და ცისფერი ზედა შეურჩია.შავი,წელში გამოყვანილი,მუხლამდე მანტო და ამავე ფერის მაღარლქუსლიანი ფეხსაცმელი დაუდო წინ და ხმა არ ამოიღოო განუცხადა.სადა მაკიაჯი გაუკეთა, თმა გაუშალა და როცა უკვე სამკაულებს არჩევდნენ ირაკლის ზარიც გაისმა -იყოს არ მინდა სამკაულები.ასე ჯობია.სარკის წინ საბოლოოდ დატრიალდა რუსა და ელენეს შეხედა.-შენ ხომ არ მოიწყენ უჩემოდ? -არაა, წადი ადამიანო წადი.რამე ფილმს ავარჩევ და გავერთობი მე.ან საერთოდაც დავიძინებ.კარი ფართოდ გააღო ელენ და რუსას მსუბუქად უბიძგა ხელი წადი გელოდება შენი პრინციო.ისიც გაბადრული დაეშვა კიბეებზე.აღარც მოუხედავს უკან -ნელა ფეხი არ მოიტეხო.დააწია გზაში მაგრამ მისი სიტყვები არავის გაუგია.კარი დახურა.გადაკეტა და მისაღებში დაბრუნდა ტელევიზორთან... რუსამ გაბადრულმა გამოაღო კარი არ დალოდებია ირაკლის და მაშინვე შეხტა მანქანაში,კისერზე მოეხვია და ლოყაზე აკოცა.ბიჭს გაეცინა -მხოლოდ ლოყაზე კოცნა? -აჰაამ.თავი დაუქნია გოგომ -ახლა ?ყვავილების თაიგული აუფრიალა ცხვირწინ -ახლა დამსახურებული კოცნა. გაეცინა გოგოს და ტუჩებში აკოცა -აბა სად მივდივართ?ჰკითხა მერე და ყვავილები გულში ჩაიხუტა -სადაც იტყვი. -კლუბში?შეაპარა ნელ-ნელა -კარგი იყოს კლუბი,ოღონდ ზედმეტად არ იცელქებ და ხალხს არ მაცემინებ -გპირდები ჭკვიანად მოვიქცევი.გაუღიმა გოგომ და ღვედი შეიკრა -შვებულება როდის გიმთავრდებათ? -ერთი კვირა კიდევ გვაქვს -სადმე რომ წავიდეთ ჩვენ ოთხნი?მგონი კარგი იდეაა. -ყოჩაღ ჩემო ბიჭო.ტაში შემოჰკრა აღფრთოვანებულმა გოგომ.-თან იქნებ ბექა და ელენე დავაახლოვოთ -მაჭანკლობ?გაეცინა ირაკლის -რატომაც არა. განა ცუდი წყვილია? -არა,რატომ,მე ხომ არ მითქვამს ასე.პირიქით უხდებიან ერთმანეთს.მაგრამ რამდენად მოეწონებათ ჩვენი ზრი არ ვიცი.ჯერ ვუთხრათ და მერე თვითონ გადაწყვიტონ უნდათ თუ არა წამოსვლა -კარგი.მაგრამ ვიცი რომ ელენე აუცილებლად წამოვა -მასე მეც ვიცი რომ ბექაც წამოვა -ნუ მეჯიბრები შენ -შენ კიდევ ნუ მეკამათები -კარგი გავჩუმდები. ჩემი იდეების მეფე ხარ შენ გაეცინა რუსას და მხარზე ჩამოადო ბიჭს თავი -რას არ იტყვი ხოლმე რაა. ჩაეღიმა მასაც და მანქანა კლუბის ავტოსადგომზე გააჩერა. მარტოდ დარჩენილმა ელენემ ჯერ ფილმი აარჩია ლეპტოპში, საწოლზე წამოგორდა და ყურება დაიწყო,მაგრან გული ვერ დაუდო ფილმს და სამზარეულოში გავიდა, ჩაი აადუღა,იქვე ჩამოჯდა და ტელეფონსი ჩარგო თავი,სოციალური ქსელები მოიარა.საინტერესო არაფერი იყო... ისევ ფილმს დაუბრუნდა მაგრამ შვება არ იყო.დროდადრო ფილმის სიუჟეტს წყდებოდა და გელოვანთან გატარებულ წუთებს იხსენებდა.ცდილობდა ყველა წამი გაეხსენებინა.რაც არცთუ ისე ბევრი იყო მაგრამ ამასთან ერთად საოცრად ბედნიერი და დასამახსოვრებელი. -ჯანდაბა.ჯანდაბა ჯანდაბა. გაბრაზდა ბოლოს საკუთარ თავზე.ლეპტოპი დახურა.სინათლე ჩააქრო და საწოლში შეძვრა.თბილი საბნის ქვეშ მოიკუნტა და თვალები დახუჭა..დაძინება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.ისევ ბექასთან მიიყვანა გონებამ... ბექაც იგივე დღეში იყო, სახლში წაიყოლა სამუშაო უფრო კარგად გავეცნობი თითოეულ დეტალსო მაგრამ არ გამოსდიოდა ისიც ელენეზე ფიქრობდა.მერე ძველი საქმე ამოიღო უჩინარების და ისიც ხელახლა გადაიკითხა.ღრმად იყო დარწმუნებული რომ სერგი რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა და ამ ორივე საქმის დამაკავშირებელი რგოლი და გასაღები ელენე იყო.. -ელენე.ოჰ ელენე..როგორ ამეკვიატე. თავი გააქნია და აბეზარი ფიქრების მოშორება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.მერე უჯრიდან თხელი საქაღალდე ამოიღო,ელენეს დოსიე გადაშალა და მობილურის ნომერი მოიძია. აკრიფა კიდეც მაგრამ ვერ გაბედა დაერეკა.რამდენიმე წუთს უყურებდა ეკრანს.მერე წაშალა და დოსიე უკან დააბრუნაა -არ შეიძლება ბექა არ შეიძლება.სანამ ყველაფერს არ გაარკვევ თავი შორს უნდა დაიჭირო მისგან.-შეუძახა თავის თავს და ისევ საბუთებში ჩარგო თავი... ********** -აბა თუ გამოიცნობ სად მივდივართ?-დილაადრიანად დაადგა საწოლში ელენეს რუსა და გვერდით მიუწვა. -მეძინება,-გვერდი იცვალა გოგომ -ადექი გაიღვიძე შე უჟმურო.გუდაურში მივდივართ ხვალ დილით ადრე და ბევრი საქმე გვაქვს. ხელი მიჰკრა გვერდებში რუსამ და საბანი გადახადა.სიცივემ ელენე უცებ შეაფხიზლა და გაცეცხლებულმა შეხედა მეგობარს. -მოგკლავ რუსუდან.ვერ გადარჩები. ასე როცა მიმართავდა რუსამ იცოდა რომ სერიოზულად გააბრაზა და წამოხტა,გასაქცევად მოემზადა.ოთახიდან გავარდა, ელენე კი უკან მიჰყვა სირბილით და ყვირილით. -რატომ გამაღვიძე რატოომ? არ შეიძლება შემარგო დასვენება? -მოიცადე გთხოოვ.მომისმინე. მის დაწყნარებას ცდილობდა რუსა და თან მაგიდის გარშემო დარბოდნენ. -იცოდე სერიოზული მიზეზი უნდა მითხრა რომ გავჩერდე -კარგი ხოო გეტყვი დამაცადე ამომასუნთქე. სულს ძლივს ითქვამდა თან მუცელზე იკიდებდა ხელს.-ბექაც მოდის ამის ხსენებაზე ელენე უცებ გაშეშდა ერთ ადგილზე და სკამს დაეყრდნო ხელებით. -აქამდე არ უნდა გეთქვა რომ მარბენინე ამდენი? -აქეთ მსაყვედურობ კიდევ? -ეს შენ მოიფიქრე თუ ირაკლიმ? -იმან. -აბა მაშინ წამო მოვემზადოთ და წავიდეთ საყიდლებზე. -მოიცა შენ მართლა დამთანხმდი?ეჭვით შეხედა რუსამ და უკან აედევნა ელენეს -ნუ ხარ პარანოიკი.არაფერი არ ხდება.უბრალოდ დიდი ხანია არსად დაგვისვენია და კარგი იქნება თუ დავისვენებთ -კარგი მიდი მაშინ მოემზადე და წავიდეთ. კარი გამოხურა რუსამ და თავისთვის ჩაუდუდღუნა -მაინც გათქმევინებ რა ხდება და რატომ გაგიხარდა ეს ამბავი ასე.არადა როგორ არ მინდა მოგკლა ელენე თუ რამეს ,მიმალავ....დაიმუქრა და ტანსაცმლის არჩევას შეუდგა საუზმის შემდეგ სწრაფად მოემზადბენ და საყიდლებზე გავიდნენ.მთელი დღე აქეთ-იქით იარეს.უამრავი მაღაზია შემოიარეს.იყიდეს ყველა საჭირო ნივთი.უფრო წორად ყველაფერს ელენე არჩევდა და ყიდულობდა რუსასთვისაც კი.ის კი ძირითადად ტელეფონზე იყო ჩAმოკიდებილი და ირაკლისთან საუბარში ან მესიჯობაში ატარებდა დროს.ელენეს რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ელეოდა მოთმინება და ბოლის უკვე პიკს მიაღწია როცა რუსასთვის თოვლში ჩასაცმელ კომბინიზონს არჩევდა,ის კი ზედაც არ უყურებდა. -რისთვის წამოხვედი?მაინც აქ არ ხარ -აბა სად ვარ? -ირაკლისთან. ტელეფონი გამოსტაცა და იქამდე აღარ მიუცია სანამ რუსამ ყველაფრის ყიდვა არ დაასრულა.მართალია ,მისი ბუზღუნის მოსმენა უწევდა ელენეს მაგრამ სამაგიეროდ შედეგი გამოიღო ამან და მალე ყველაფერი მოითავეს.კაფეში რომ შEვიდნენ ყავის დასალევად მაშინ დაუბრუნა ტელეფონი და ოფიციანტს შეკვეთა მისცა. -რაღაც მოხდა.მოიცა რაო?აუუ ცუდიაა,ბექა ვეღარ მოდის მგონი,რაღაც პრობლემები შეიქმნაო. ელენემ უცებ მოიწყინა და მოიღუშა,სწრაფად დალია ყავა,ცუდად ყოფნა მოიმიზეზა და სახლში დაბრუნდნენ.ნივთები შესასვლელსივე დაალაგა და საძინებელში განმარტოვდა. დავისვენებ იქნებ გადამიაროს თავის ტკივილმაო.რუსამაც აღარ შეაწუხა,ბარგის ჩალაგებას შეუდგა. ********** სერგიმ განყოფილება რომ დატოვა ჯერ სახლში შეიარა.შხაპი მიიღო,ტანსაცმელი გამოიცვალა და მაშინვე თინანოთან წავიდა საავადმყოფოში.სახლში დაიბარა მზად იყავით დგეს გამოწერენ და მათ დასახვედრად მოემზადეთო. პალატის კარი რომ შეაღო გოგო მოწყენილი სახით იწვა და პატარას ეფერებოდა. -აბა ჩემი ანგელოზები როგორ არიან?გაუღიმა გოგოს და მათკენ წავია. -საყვარელოო. როგორ მომენატრე,სად იყავი?მეგონა.. -ჩუუ.ტყუილად გეგონა.მე შენ და ჩვენს შვილს აღარასოდეს მიგატოვებთ ბავშვი ხელში აიყვანა.ლოყაზე აკოცა და ჩაიხუტა. -არ გააღვიძო გთხოვ,ახლა დავაძინე. სერგიმ საწოლში ჩააწვინა,თვითონ კი თინანოს ჩამოუჯდა საწოლზე და მისი ხელი თავის ტორებში მოიქცია. -დღეს სახლშI მივდივართ,მზად ხარ? -შენთან მივდივართ? -დიახ.ჩემთან მივდივართ,ყველა გელოდება.დაიმახსოვრე და შეეგუე იმას რომ უკვე ჩემი ცოლი ხარ.ისედაც დავაგვიანეთ.მოეხვია გოგოს და მძინარე პატარს ამაყად გადახედა... თინანო შვილთან ერთად სახლშI რომ მიიყვანა უკვე ყველა მზადყოფნაში იყო. რამდენიმე ოჯახსი ახლობელი დაეპატიჟათ და სუფრაც გაეშალა.ქებას და ირაკლისაც ელოდა,მაგრამ მოულოდნელად დაურეკა გელოვანმა რომ საქმე გართულდა და დღეს ვერ ნმოვალთ სხვა დროს შემოგივლითო.არ სწყენია კარგად იცოდა მათი სამსახურის ამბები... მისმა მშობლებმა მაშინვე გულში ჩაიხუტეს ობლოლი თინანო და ნათესავების წინასე რზლად გამოაცხადეს.გოგო დარცხვენილი იდგა და პატარას უფრო იხუტებდა გულში. სერგიმ გამოართვა და გვერდით ამოუდგა გოგოს.უჩურჩულა გაიღიმე ნუ ხარ ასე მორიდებულიო. -შვილო ვიცი რომ მძიმე ცხოვრება გქონდა. ადვილი არაა მშობლების ტრაგიკულად დარუპვით გამოწვეული ტკივილის გადატანა და დავიწყება.მითუმეტეს შენს ასაკში.ვიცი ვერც ვერავინ სეგიცვლის მათ,მაგრამ მაინც გთხოვთ რომ მიგვიღე ისე როორც საკუთარი მშობლები.შენს გვერდით გვიგულე სულ.მინდა რომ ეს საგვრეულო სამკაულები გადმოგცე.მშვიდობაში და ბედნიერებაში მოიხმარე. ქალი ისეთი საყვარელი და მზრუნველი იყო რომ გოგოს ცრემლი მოერია და გული აუჩუყდა -და ეს ვაჟბატონი თუ გაგაბრაზებს ჩვენ გვითხარი და სათანადოდ დავსჯით, ჩაერთო სერგის მამა და გაიხუმრა.რასაც დამწრე საზოგადოების სიცილი მოჰყვა -აჰაა ესეგი უკვე გაერტიანებას აყალიბებთ ხო ჩემს წინააღმდეგ? -გაჩუმდი შენ.ისედაც ბევრი გითმინეთ ამდენი ხანი.დატუქსა დედამ შვილი და ბავშვი გამოართვა. წამოდი შენს ოთახს გაჩვენებო უთხრა რძალს და წინ გაუძღვა. სერგიმ მსუბუქად უბიძგა გოგოს გაყევიო და თვითომ სტუმრები სუფრასთან მიიყვანა... საძინებელში შეიყვანა ქალმარძალი,ბავსვი მისთვის განკუთვნილ საწოლში ჩააწვინა და მერე მას მიუბრუნდა. -ვეცადე ყველაფერი მომესწრო და მომეწესრიგებინა.თუმცა რამდენად გამომივიდა არ ვიცი.თუ რამე არ მოგწონს,სეგიძლია გადააადგილო და შენი გემოვნებით მოაწყო. კარადასი ნივთებია შენთვისაც და ბავშვისთვისაც რაც შEიძლება უცებ დაგჭირდეს.დანარჩენს მერე ერთად შევიძენთ.ოჰ სერგი კი არის მოსაკლავი აქამდე რომ არ მითხრა,მაგრამ არაუსავ ყველაფერს ერთად მოვაგვარებთ,ასე არაა ჩემო გოგო? -დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის.დაიმორცხვა თინანომ და გული აუჩუყდა,ცრემლები მოერია. -აბა აბა ეხლა,არ იტირო და ცრემლები არ დამანახო.გაურუმა ქალმა.-დაისვენე შვილო თავს არ მოგაბეზრებ.ახალნამშობიარები ხარ მაინც და ეს დიდი დარტყმაა ქალის ორგანიზმისთვის. ქალმა მარტო დატოვა.ჯერ დაბნეული იდგა თინანო.მერე კი ბავშმა წაოტირა და მასთან მივიდა.ხელშ აიყვანა და თავის საწოლზე დააწვინა,თვითონაც გვერდით მოუწვა და მოემზადა რომ ეჭმია საჭმელი..პატარა მადიანად დაეწაფა დედის რძეს... მისაღები ოთახიდან მასთან ძნელად აღწევდა სტუმნრების მხიარულების ხმა. მალე ძილი მოერია და პატარასთან ერთად.შუქი ჩააქრო და თველაბი დახუჭა... სერგი ცოტა ხანს დაჰყო სტუმრებთან ერთად. რამდენიმე სადღეგრძელო შესვა და იძულებული ოყო მათ აჰყოლოდა დალევაში.არადა საძინებლისკენ ჰქონდა მთლიანად ყურადღება მიპყრობილი...მერე დრო იხელთა და როგორც იქნა დაუსხლტა სტუმრებს.ოთახში რომ შევიდა საოცარი სურათი დაეხატა თვალწინ.მისი საწოლი ცარიელი აღარ იყო და სრულად შევსებულიყო. ახლკა უკვე ცოლს და შვილს დაეკავებინა.ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს.ტანსაცმელი გაიხადა და ასეტივ სიფრთხილით მიუწვა თინანოს გვერდით.წელზე შეუცურა ხელი და ზურგიდან აეკრო. და მის თმაში ჩარგო ცხვირი,მისი სურველი შეისუნთქა. გოგო შეიშმუშნა და თვალები ნელა გაახილა. -მოხვედი?დაიჩურჩულა მან -ჩუუ,დაიძინე, მესენთან ვარ.უპასუხა ასევე ჩუმად სერგიმ და კისერშსი აკოცა. -მიყვარხარ სერგი, ამ ყველაფრის გამო სიგიჟემდე მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ ჩემო გოგო. აი ამ პატარა სასწაულის გამო მიყვარხარ.მხოლო ახლა ვგრძმობ რა ყოფილა სრულყოფილი ბედნიერება. პატარას გადახედა და ერთად გადაეშვნენ მორფეოსის სამეფოში..... ************ რუსამ ვერ გაოგო მიზეზი რატომ მოიწყინა ელენემ ან რატომ შეიკეტა თავის ოთახში.მიაკითხა კიდეც მაგრამ ვერაფერი გაარკვია და უკან გამობრუნდა.ისევ მარტო დატოვა. ბარგის ჩალაგებას გვიან მორჩა.მერე ცოტა ხანს ისევ ირაკლის ელაპარაკა და უკვე ღამის თორმეტი საათი ხდებოდა როცა დასაძინებლად წავიდა.გულმა არ მოუთმინა და კიდევ შეიჭყიტა ელენეს ოთახში. მართალია შუქი არ ენთო მაგრამ სიბნელეში მაინც შEნიშნა საწოლზე მჯდარი ელენე -ელეე,მიაუახლოვდა მის საწოლს და წინ ჩამოუჯდა გოგომ არაფერი უპასუხა -ელე რა გჭირს?შემომხედე.არ თქვა რომ ისევ გაწუხებს კოშმარები///ხომ აღარ გესიზმრებდა? პატარა ლამპა აანთო რუსამ და სახზე ააწევინა -არ მესიზმრება -აბა რა ხდება?რაშია საქმე .ნუ გამაგიჯე ადამიანო.დიდი ხანია ასეთი არ მინახიხარ. -მიყვარს რუსა მიყვააარს.ამოისლუკუნა ელენემ და ცრემლებს საბოლოოდ მისცა გასაქანი. -რა თქვი?თვალები გაუფართოვდა რუსას და მეგობარს მოეხვია -გელოვანი...მგონი მიყვარს..ვერ ვივიწყებ იმ სამ მოპარულ კოცნას.ვერ ვივიწყებ მასთან გატარებულ წამებს...ახლა როცა ამდენი ხნის შემდეგ ვნახე მივხვდი რომ მგონი მიყვარს -რაოო?სამი კოცნაო?თქენ რა დღეში ყოფილხართ.თვალები გაუფართოვდა ვაშაკიძეს და დამშვიდება დაუწყო. -ყველაფერი კარგად იქნება. აი ნახავ ყველაფერს მოაგვარებთ და გაარკვევთ და მალე თქვენს ერთად ყოფნას ავღნიშნავთ. -არა რუსა არა.არ შიძლება ჩვენი ერთად ყოფნა. მე არ შემიძლია.. -შეგიძლია.ძალიან კარგად შEგიძლია, თავს უნდა მისცე უფლება ბედნიერი იყო,დაივიწყე ის არაკაცი საბოლოოდ.ბექასი კიდევ არ შეგეშინდეს.ყველაფერი წარსულში დატოვე და მიეცი მას შენთან მოახლოების უფლება -რომ ვერ შევძლო?ან მან რომ ვერ გაიგოს? -მოდი იცი რაა.ჯერ დამშვიდდი,არ ინერვიულ.გახსოვს რამდენიმე წლის უკან გეგონა ომ აღარავიმ შეიყვარებდი.ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. გთხოვ წამოდი ჩვენთან ერთად გუდაურსი,დამშვიდდები და მერე ყველაფერს სხვანაირი თვალით შEხედავ -არა რუსა,არ მინდა რომ თქვენც ჩაგაშხამოთ ჩემი უხასიათობის გამო დასვენება.უჩემოდ წადით -მაშინ დამპირდი რომ აღარ ინერვიულებ,ვიცი შენს მიმართ ბექაც არაა გულგრილი.არც შენ ხარ არავისზე ნაკლები გოგო და დარწმუნებული ვარ ერთად იქნებით.ახლა დაიძინე და ხვალიდან ვიწყებთ ოპერაციას- "როგორ შევუყვარდე გელოვანს".მისი გამხიარულება სცადა რუსამ,რაც გამოუვიდა კიდეც.ელენეს გაეცინა მის ნათქვამზე და საწოლში გემრიელად მოეწყო.ბედნიერმა დახუჭა თვალები,რუსა მასთან დარჩა სანამ ღრმად არ ჩაეძინა,გონებაში კი უკვე იმას გეგმავდა როგორ ჩაეყვანა ორივე გუდაურში და მათი დაახლოება როგორ მოეხერხებინა... ესეც ახალი თავი.შეცდომებისთვის ბოდიში,გადახედვის დრო არ მქონდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.