შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ძახილი 14


11-03-2018, 03:05
ავტორი zia-maria
ნანახია 3 727

    ირგვლივ ყველაფერი აირია.ვერ გააცნობიერა მის წინ მდგარი ადამიანი რეალობა იყო თუ მისი მორიგი მირაჟი.სიხარული და ბედნიერება იგრძნო ერთიანად მისმა სხეულმა.
-მოვედი სესილი და მინდა გაგიმხილო ჩემი დარდი და ჩემი გრძნობები.ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობ,ვეცადე,ჩემს თავს ვეომე მეგობრობით შემომეფარგლა ჩემი შენდამი არსებობა,მაგრამ ეს შეუძლებელია.დღეს მოვედი,რადგან დაბადების დღე მაქვს და გადავწყვიტე თავად გავუკეთო საჩუქარი ჩემს თავს.ბევრი ვიფიქრე რა გამახარებდა დღევანდელ დღეს,რომ სულ დამმახსოვრებოდა და აღმოვაჩინე,რომ საჩუქარს რომელსაც და ვისაც ვისურვებდი ჩემი თავისთვის ეს შენ ხარ სესილი.შემიძლია სახლში შემოვიდე თუ......... სადმე მიდიხარ და დაგაყოვნებ.დაიბნა,აირია და როგორც იქნა მოუყარა სათქმელს თავი.
-არა,არა არსად არ მივდივარ.რა თქმა უნდა შემოდი.კარი უფრო ფართოდ გააღო და გიორგი სახლში შემოატარა.გიორგიმ ჯერ უცქირა ჯიბეებში ხელაბ-ჩაწყობილმა და შემდეგ გულზე აიკრა სესილი.ხარბად დააჩერდა მის ათრთოლებულ ბაგეებს.
-ნუ მეტყვი ნურაფერს,ნურც ამიხსი და ნურც შემეკითხები,ჩვენ ორივე ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვართ,მაგრამ გპირდები,ყველაფერი გაივლის.
-არ ვიცი რა მჭირს,მაგრამ ის კი ვიცი რომ შენთან სიშორე უკვე ძალიან აუტანელია გიორგი.
-ვიცი რაც გჭირს და გაივლის,თავისთავად გაივლის.დრო ხომ ყველაფრის მკურნალია საყვარელო.
-გჯერავს,რომ გაივლის?
-დარწმუნებით ვერ გიპასუხებ,მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ.ყველაფერი კარგად იყოს,მაგრამ არა ისე,როგორც ადრე.მხოლოდ ერთს გთხოვ,დრო მივცეთ ერთმანეთს.
-მეც შევეცდები და შენთან ერთად ცხოვრებას ვისწავლი გიო.
-მე კიდევ ერთი საჩუქარი მაქვს შენთვის.
-ჩემთვის?რა,რა საჩუქარია.
-ვიცი,რომ სამოგზაუროდ გინდოდათ წასვლა,მაგრამ ლუკას აღარ დასცალდა,ვერ მოასწრო.მინდა ჩვენ ორნი წავიდეთ,ერთად რამოდენიმე დღე ვაჩუქოთ ერთმანეთს.გიორგიმ შეხედა სესელის და პასუხის მოლოდინში თითქოს სუნთქვაც კი შეწყვიტა.
-გინდა ერთად წავიდეთ?
-მინდა,და ისიც მინდა ერთად ვნახოთ მზიას ამოსვლა მაროკოში.რას იტყვი,თანახმა ხარ?
-გასაოცარია,მაგრამ ასე უცებ როგორ გადაწყვიტე.
-ჩვენ ძალიან ბევრი გადავიტანეთ,უფრო სწორად რომ ვთქვა,ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდის წინ ვიდექით და ვფიქრობ კარგად გადავლახეთ ყველა სირთულე.ამიტომ მოვინდომოთ და გარკვეული დროს ჩვენს თავს დავუთმოთ და ჩვენს ახალ ცხოვრებასაც.
-ვიცი,ვიცი რაც ჩაიფიქრე.გინდა ამ გაურკვევლობის ისტორიიდან გავიდეთ გარკვეული დროით.გიორგის შეეშინდა,შეეშინდა გიორგის რეაქციის რომ უარს ეტყოდა და თავად დაასწრო.
-მართალი ხარ,მინდა დავივიწყო ძველი რაც იყო და ახალი ფურცელი გადავშალოთ.თუ იფიქრებ იმას,რომ მე ლუკას დავივიწყებ ეს არასოდეს არ მოხდბა,რადგან ლუკა ჩემშია და ჩემში ცოცხლობს,ჩემი ცხოვრების ნაწილია.რომც მოვინდომო მისი დავიწყება,ვერ შევძლებ სესილი რადგან მე მისი გულით ვსუნთქავ ,რომელიც შენთვის ფეთქავს და ცოცხლობს.
-მთელი ეს დღეები შენზე ვფიქრობ გიო.უთხრა სესილიმ და გამბედაობა მოემატა,ახლოს მივიდა ორივე ხელები ყელზე შემოაჭდო და გიორგიმ კი მის ბაგეებს შეეხო.ხანგრძლივნა და ვნევბიანმა კოცნამ ვნება გააღვიძა.გიორგიმ ტუჩებიდან ყელში გადავიდა,სესილი სადაც იყო თავს დაკარგავდა,რადგან აბრუებდა გიორგის სუნამოს სუნი,მისი რბილი ტუჩები და სახეზე მოვლილი დაბალი წვერი.გიორგის კოცნა იყო,რომ ერთიანად გრძნობდა მამაკაცს და ტკბებოდა მისი შეხებით,მისი გიჟური მოფერებით და ჩახუტებით.ოცნებებში დაჰქროდა და ასრულებული ოცნებების ტყვეობაში ყოფნას სიამოვნების მწვერვალზე აჰყავდა.ყველა გრძნობა ერთიანად შესუსტდა,პირველ რიგში კი თავისმოყვარეობის გრძნობა გაქრა და სადღაც მიიმალა.თავისუფლება მისცა სხეულს და მიენდო გრძნობებს.ვერ გაექცა გიორგის ხელებს და ნდობასთან ერთად გაიხსნა და ვნების ფაფარიც გაშალა.აკანკალებული ხელით შეუხსნა პერანგის ღილები,გიორგიმ თმებში შეუცურა ხელი და კოცნით გაიყვანა საძინებელში.წუთიერად მოსწყდა სესილის ბაგეებს და თვალებში ჩახედა,უნდოდა იქ ამოეკითხა მისთვის საინტერესო პასუხი,ვერ გაექცა სურვილით სავსე მზერას,რადგან ამ მზერამ უფრო გაახელა და უფრო აღმზნები იყო მისთვის.გადააწვინა საწოლზე და ნაზად შეეხო მკერდზე,რომ არ ელოდა ყრუ კვნესა მოესმა,ყრუ მაგრამ ვნებიანი,რაზედაც ჩაეღიმა.ორივემ მიხვდა,რომ უგონიდ უყვარდათ ერთმანეთი და მზად იყვნენ მთელი ცხოვრება ერთად გაეტარებინათ.გიორგის თითოეული შეხებიდან და ქცევიდან ზედმეტი რომანტიკა და ვნება მოდიოდა.გული უცემდა გამალებით,სუნთქვა შეეკრა როცა გიორგი კოცნით ჩაუყვა მუცელს,ვეღარ ამაგრებდა სხეულს და ერთიანად კანკალებდა.უეცრად გიორგი დაიბნა,რადგან მიხვდა რომ სესილისთვის ის პირველი მამაკაცი იყო,უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და შემდეგ ზედ ტუჩებზე დააცხრა.გაიფანტა ღრუბელივით დაბნეულობა და ისევ ვნებიანად შემოხვია ხელი სასურველ სხეულს.მოულოდნელად ჩუმი კვნესა გაიგონა და სესილის თვალზე ცრემლიც კი შენიშნა.სახე დაუკოცნა,ცრემლიც კოცნით შეუშრო და მის მკლავებში გატრუნულ სესილის შეხედა და ყურში ჩასჩურჩულა.
-ყველაფერი კარგად იქნება.დასრულდა,ჩვენ უკვე ერთნი ვართ.როგორ მომნატრებია შენი სურნელი.
-მეც ძალიან მენატრებოდი.
-ვიცი,უკვე დავრწმუნდი.გიორგი ჯერ კიდევ ღრმად სუნთქავდა და მის თვალებში სიყვარული ბობოქრობდა.ხელი მოხვია და მთელი სხეულით მიიკრა მჭიდროდ სესილის შიშველი სხეული.
-ბევრი ამბობს,რომ ჩვენ მამაკაცებს არ გვესმის ქალის და საერთოდ ქალის სხეულის ენა,მაგრამ უნდა გითხრა,რომ სცდებით.მე ახლა ავდგები,აბაზანას გავამზადებ და ერთად შევალთ სააბაზანოში,რადგან ახლა შენთვის თბილი წყალი ძალიან სასარგებლოა.სესილის შერცხვა და თავი ჩახარა,გიორგიმ ხელი მოკიდა ნაზად აკოცა ცხვირზე და თვალი ჩაუკრა.
-ჩემი არ შეგრცხვეს,ჩვენ უკვე ერთნი ვართ და ერთმანეთის გვერდით უნდა ვიცხოვროთ ამიერიდან,წინ კიდევ უამრავი ბედნიერი დღეები გველოდება.როგორც თქვა,თავად ადგა პირველი ვანა აავსო თბილი წყლით,სესილი ფრთხილად აიყვანა ხელში და თავის ხელით ჩააწვინა ვანაში.ვარდისფერ ღრუბელზე შამპანი დაასხა და დაიწყო სესილის გაქაფვა.მამაკაცისათვის ყოველთვის სასიამოვნო შეგრძნებაა,როცა ქალი მის შეხებაზე ძალიან რეგირებს,პირისპირ ისხდნენ და მოწონდა სესილი რომ ცდილობდა მისი სურვილის დაფარვას და თავს ვერ აკონტროლებდა რომ არ გაეცინა,სესილი კი ცდილობდა და უნდოდა თავი შეეკევებინა,მაგრამ გიორგის შეხებისას ტუჩებს იკვნეტდა რათა არ უნდოდა დაეკვნესა და სურვილით შეპყრობილს თავი გაეცა .თოთო ბავშვივით გაახვია დიდ და ფუმფულა პირსახოცში და საწოლში დააწვინა,თავადაც მიუწვა გვერდით და იმ ღამით ორივეს მშვიდად და უშფოთველად ეძინა,მაგრამ არ ეძინა ერთ ადამიანს,რომელიც საათები ელოდა სესილის,სესილი კი ამ დროს ვნებათა მორევში იყო გახვეული და სულ გადაავიწყდა უცნობის არსებობაც და მისი ზარიც.სად ახსოვდა უცნობი როცა სიყვარულის ცეცხლში იწვებოდა და ვნების ნექტარს იღებდა.ოცნება,ფიქრი,ნატვრა ყველაფერი ერთ ღამეში ახდა.იწვა,თვალები დაეხუჭა და ფიქრობდა,გარეთ კი სუსტი მზე ანათებდა და ირგვლივ შემოდგომის სურნელი ტრიალებდა.რა მშვენიერია ცხოვრება და რა ხანმოკლე ,დააასეთ ის რადგან სიცოცხლის დასასრული ხომ ყველასთვის სიკვდილია.იგრძნო გიორგიმ სესილის გაღვიძება და ნაზად აკოცა საფეთქელზე,სესილიმ კი გაღიმებულმა შეხედა და თავად აჩუქა დილის სველი კოცნა საყვარელ მამაკაცს.
-რა ტკბილია ცხოვრება და რა საშიში,რაღაც უსიამოვნოს მოლოდინში ვარ.
-რას გულისხმობ,რატომ გაქვს შიში.კითხა ინტერესით და სესილიმ ყველაფერი უამბო.გიორგი არც დაფიქრებულა ისე უთხრა სესილის.
-ეჭვი არ მეპარება ლუკას მკვლელი სულ ახლოსაა,მაგრამ ჩვენ ვერ ვამჩნევთ მას.გინდა წავიდეთ ლუკას სახლში და ერთად მოვძებნოთ ის რაც გვჭირდება?სესილიმ დაეთანხმა და ორივე ერთდროულად წამოდგა საწოლიდან,ორივე ერთად გავიდა სახლიდან.ლუკას სახლს რომ მიუახლოვდა გიორგის სისხლი გაეყინა,სული შეეხუთა და ცრემლი მოერია,მაგრამ სიმშვიდისაკენ მოუწოდა გულს,სიმტკიცე და მხნეობა შეჰმატა თავის თავს,სესილის ხელი ჩაჰკიდა და კიბეებზე ავიდნენ.ეგონა მყარად იდგა ფეხზე,მაგრამ გულმა ფეთქვა შეწყვიტა და მის ირგვლივ არსებობაც შეწყდა,დაცარიელდა სამყარო და დადგა მძიმე წუთები როცა ბინის კარების წინ დადგა.სესილიმ გასაღები მოიმარჯვა,მაგრამ კარი ღია იყო,გაოცებული შევიდნენ სახლში და სახლში ყველაფერსი თავდაყირად ეყარა.გიორგიმ უეცრად გამოფხიზლდა და დემეტრეს დაურეკა სესილიმ კი ალექსანდრას,დემეტრეს ესაუბრებოდა და თან ლუკას საძინებლში შევიდა,იქ საწოლის თავზე ერთი დიდი ფოტო ეკიდა უბრალო შემოდგომის პეიზაჟით,მის უკან კი კედელში მალული სეიფი ჰქონდა ლუკას და ის გახსნა გიორგიმ,იქ ინახავდა ყველა მნიშვნელოვან საბუთს ლუკა.გახსნა და ყველაფერი ადგილზე დახვდა,ამ სეიფის საიდუმლო მხოლოდ ლუკამ და გიორგიმ იცოდა,რადგან გიორგიმ თავად დააყენა.სეიფში ლუკას ხელწერილები იყო და ერთი კონვერტი რომელსაც მხოლოდ ,,სესილი'' ეწერა.სესილის შეხედა და კონვერტი გაუწოდა,ხელის კანკალით გამოართვა,გახსნა და წაიკითხა.
-ჩემო საყვარელო,ხომ იცი როგორ ძლიერ მიყვარხარ,ეს ყოველთვის გახსოვდეს,რომ ჩემი სული,გული და მთლიანად მე შენ გეკუთნის,მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს.მეშინია,მეშინია სესილი რომ ერთ დღეს ვგრძნობ ცუდი მოხდება და სამუდამოდ დაგტოვებ.ნუ დამიტირებ,ნუ მიგლოვებ,ეძებე ბედნიერება და ეცადე იყო ბედნიერი,მაგრამ მინდა რომ გახსოვდე.მინდა,რომ ჩემზე მოგონებები შემოინახო.ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის,ბოდიშს გიხდი იმისთვის რომ თავი შეგაყვარე,ბოდიში რომ შენი ოცნებები ვერ აგისრულე,ბოდიში შენთვის უეცრად მოყენებნული ტკივილისთვის.ვნანობ,ვნანობ რომ ვერ გაგაბედნიერე და ასე გტოვებ.შენთან იქნება ყოველთვის ჩემი გული,რადგან სიკვდილის იქეთაც მიყვარხარ სესილი.,,შენი ლუკა''. თითქოს გული ამოგლიჯეს,ვეღარ აზროვნებდა,ჩაიკეცა და მთელი ხმით იღრიალა.ცრემლები მისით მოდიოდა და ხელებს გამეტებით ურტყამდა ძირს.გიორგიმ მივიდა და დაამშვიდა,თავადაც გადაიკითხა რამდენჯერმე წერილი და ხმას ვერ იღებდა,მხოლოდ ღრმად სუნთქავდა,საშინლად დაღლილი ხმით კი თქვა.
-ეს რა გამოდის,ლუკამ იცოდა რომ საფრთხე ელოდა და არაფერი ზომები არ მიიღო?სესილის შეხედა და ცრემლები სესილის სახეზე როგორც ნაკადული ისე მოედინებოდა,გულში ჩაიკრა,ნაზად აკოცა და უთხრა.
-გთხოვ ნუ ტირი,გეფიცები მეც აქტიურად ჩავერთვები გამოძიებაში და სულ მალე ყველაფერი გაირკვევა.მალე მოვიდნენ დემეტრე,ალექსანდა და ანდრეაც,მათ უკვე ყველაფერი ხელთ ჰქონდათ, რაც მიიყვანდათ მკვლელის ვინაობამდე,მაგრამ მაინც აკლდათ რაღაც,ის რაღაც რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
    ადამიანი განიცდის ორი სახის ტკივილს,ფიზიკურს და სულიერს.ფიზიკური ტკივილი სხეულის ტკივილია რომელიც შესაძლებელია წამლის მიღებით განიკურნოს,მაგრამ სულიერი ტკივილი?სულიერი ტკივილი კი ეს ისეთი ტკივილია,რომლთანაც გამკლავება უჭირს ადამიანს.ეს ცხოვრება ხომ საკუთარ თავთან და საკუთარ ტკივილთან ბრძოლაა,ამ დროს ჭირდება ადამიანს გვერდით დგომა თანადგომა,სიყვარული და ერთგულება რომ ცხოვრებას სტიმული ჰქონდეს.
-ეს რა არის?გიორგის ყურადღება,სეიფში დადებულმა პატარა ჩამწერმა მიიქცია.გამოიღო,ჩართო და ლუკას სევდიანი ხმა მთელ ოთახს მოედო,სადაც ის ყველაფერს ყვება.თითქოს მკვლელთან მისასვლელი გზა თვით ლუკამ გაკვალა პირველმა.გამოძიებამ არა მარტო მკვლელის ვინაობა,ყველა ის სიბინძურე გაიგო რასაც კი ასე თავგამოდებით მალავდნენ.
-აი თურმე რატომ მოგიშორეს თავიდან,შენ ამდენ საინტერესო ინფორმაციას ფლობდი მეგობარო.თქვა ალექსანდრამ.ახლა საჭირო იყო გეგმის შედგენა და ეს უკვე გამოძიების საქმე იყო.
-იმ უცნობსაც უნდა შევხვდეთ,სესილი შენ უნდა შეხვდე,რომ როგორც ის ამბობს თუ ყველაფერი ისეა,უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ხელთ და ეს აქ რაც გვაქვს უტყუარი ინფორმაციაა.დაურეკე შეგხვდეს და თუნდაც აქ მოვიდეს,ვნახოთ ყველამ ერთად და დაველაპარაკოთ.
-მე არ მაქვს ნომერი,ის დაფარული ნომრით რეკავს,მისი ნომერი არასდროს დაფიქსირებულა.თქვა სესილიმ.
-მაშინ უნდა დაველოდოთ მის ზარს.
-დარეკავს,წუხელ ხომ არ შევხვდი,ამიტომ დარეკავს.თითქოს სესილი გრძნობდა უცნობის სიახლოვეს და უცნობმა მართლა დაურეკა,მაგრამ სესილის მაგივრად დემეტრემ უპასუხა და თხოვა შეხვედროდა,მისამართი მიწერა და რამდენიმე საათში უცნობი მათ წინ იდგა,მაგრამ უცნაური ის იყო,რომ უცნობს ნიღაბი ეკეთა.
-ვიცოდი,რომ ერთ დღეს თქვენს წინაშე წავრსდგებოდი და მეც მოვედი.მოვედი რათა გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი,ჩემი ტელეფონი ისმინება და ამიტომ დღეს სხვისი ტელეფონით დავრეკე და წუხანდელ შეხვედრა რაც შეეხება არ შედგა,ძალიან კარგი იყო რომ არ მოხვედი,მითვალთვალებენ,ბევრი დრო არ მაქვს. ბ-ნო დემეტრე თქვენს გვერდით არის დამნაშავე ვინც არის ვინმე ,,ბაჩოს'' სახელით.ეს ადამიანი არის პორნო კლუბის დამაარსებელი,იპარავენ და უგზო უკვლოდ იკარგება საქართველოს მიუვალ სოფლებიდან პატარა ასაკის გოგონები.მეც მჭირდება თქვენი დახმარება,რადგან იქ ჩემთვის ძვირფასი ადამიანია.მე უკვე მათ  მიზანში ვყავარ ამოყვანილი და შესაძლებელია ხვალ აღარ ვიყო.პირველი ვინც უნდა ეძებოთ არის ,,ბაჩო''.მოძებნეთ და გაანადგურეთ პორნო-კლუბი.და კიდევ,ლუკას ჰქონდა პატარა ჩამწერი რომელსაც ყოველთვის ჯიბით დაატარებდა,იქ წერდა ყველაფერს,მხოლოდ ის ნახეთ და სხვა  მტკიცებულებები აღარაა საჭირო.
-იყავი ჩვენთან ერთად,ჩვენ შეგვიძლია დაგიცვათ.უთხრა დემეტრემ.
-არა,თქვენ სესილი დაიცავით,რადგან შესაძლებელია მას ავნოს მტერმა.ისინი აღარ ხუმრობენ,თავიანთი ტყავის გადასარჩენად ყველას გასაწირად მზად არიან.მე და ლუკა ერთად ვმუშაობდით ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე,ის ჩემი ძმა იყო და მან იცოდა ჩემი ყველაფერი.გიორგი,ანდრეა,ბ-ნი დემეტრე ყველა ყურადღებით იყავით და სესილი დაიცავით.გამოიძიეთ ეს საქმე,მათმა უნდა გადაიხადონ თავიანთი დანაშაულისთვის.დღევანდელი მოწოდებული ინფორმაციით ოთხ დღეში ძალიან დიდი ტვირთი გავა საქართველოს ტერიტორიიდან,ეს ერთ-ერთი ორგანოს თანამშრომლის დახმარებით მოხდება.
-დარწმუნებული ხარ,რომ ეს ზუსტი და სანდო ინფორმაციაა.შეეკითხა ალექსანდრამ.
-დარწმუნებული ვარ,არა მარტო ნარკოტიკი გავა,გოგოები გაყავთ თურქეთში,რომ მათგან დიდი ფული გამოიმუშავონ.მე არ ვფიქრობ მხოლოდ ჩემი და გადავარჩინო,მე  მინდა ყველა გადარჩეს და ყველა დაუბრუნდეს მის ოჯახს.ვეცდები,რომ შეძლებისდაგვარად თქვენს გვერდით ვიყო.
-ეს ძალიან საშიში და სერიოზული ბრალდებაა.თქვენ ვინ ხართ,სახეს რატომ არ გვაჩვენებ,ან როგორ  მოგმართოთ,როგორ დაგიკავშირდეთ.
-ყველაფერი რომ დასრულდება კარგად,მაშინ გაიგებთ ჩემს ვინაობას და მაშინ დაინახავთ ჩემს სახეს უნიღბოდ.მე ამ საქმეს შევეწირები და ბოლომდე მივიყვან.ლუკა ყველას ჩუმად იბრძოდა და ძალიან ბევრი სიცოცხლე ჰყავს გადარჩენილი.მხოლოდ იმისთვის,რომ მისმა სულმა დამშვიდდეს და  მოისვენოს ეს საქმე უნდა გავაკეთოთ.4 დღეში,ღამით 11 საათზე იყავით მზად,მისამართს მე მოგაწვდენთ ბ-ნო დემეტრე.
-ნომერი ჩაიწერე და ველოდებით თქვენს ზარს.უთხრა დემეტრემ.
-არ მინდა,მე მაქვს თქვენი  ნომერი.თქვა და სახლიდან გავიდა,ყველა დახურულ კარს მისჩერებოდა სადაც გაუჩინარდა უცნობი,შემდეგ მის მოტანილ საქაღალდეს უცქერდნენ,მაგრამ დემეტრეს მტკიცე ხმამ გამოაფხიზლა ყველა.
-სესილი დღეიდან,ამ წუთებიდან სახლიდან არ გახვალ,სახლში იქნები.თქვა დემეტრემ და ყველას გადაავლო თვალი.ყველა დაძაბული იყო და განსაკუთრებით გიორგი.სესილის გარეთ არ უშვებდა,მთელი სამი დღე გეგმაზე მუშაობდნენ,მეოთხე დღეს სახლში  მივიდა,წყალი გადაივლო და პურის ყიდვა დაავიწყდა,სესილიმ მოიმცვა გიორგის პიჟაკი და მაღაზიაში ჩავიდა.გიორგიც მალე დაედევნა,მაგრამ მხოლოდ თვალი შეასწრო როგორ ჩატენეს სესილი უნომრო,მინებ-დაბურულ მანქანაში და მისი თვალთა ხედვიდან გაუჩინარდნენ.



№1 სტუმარი manana

აბა ეხლა ეს რა იყო? იმედია ყველაფერი კარგად იქნება. კარგია და თან ძალიან.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ახლა კი ნამდვილად დავიძაბე.ძალიან საინტერესო მომენტზე დასრულდა
--------------------
ლანა

 


№3  offline მოდერი zia-maria

kissing_heart kissing_heart kissing_heart ხვალ დავდებ ახალ თავს.მიყვარხართ და მაბედნიერებთ.

 


№4 სტუმარი marina

dasaskishi zalian momesona magram bolos zalian davizabe.❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent