შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების ტყვე 2


11-03-2018, 16:24
ავტორი nataliko
ნანახია 1 364

*** მეგობრებო, ეს ამბავი რეალურად მოხდა, ყველა დეტალი ნამდვილია,მხოლოდ სახელები შევცვალე,შევეცდები ზუსტად გადმოგცეთ მათი განცდები. *** თავი 2
ამის შემდეგ 1წელი გავიდა წამებაში. მთელი წელი გიორგი ცდილობდა ჩემთან დაახლოებას, მე უარით ვისტუმრებდი,თუმცა ძალიან მიჭირდა. თან ამას საიდუმლოდ ვინახავდი,არავინ იცოდა,ანიმაც კი, ძალიან შემრცხვა ამ ყველაფრის მისთვის მოყოლა.მე,ადამიანს, რომელიც ყოველთვის ჭკუას ვასწავლიდი როგორ მოქცეულიყო, ასეთი რამ დამემართა, შემიყვარდა კაცი რომელსაც ცოლი ყავს. ამას ვერავის ვეტყოდი,ჩემ თავს ვერ ვიტანდი. 2 იანვარი იყო, მახსოვს, აკომ თავის კლუბში დაგვპატიჟა, მე კლუბური ცხოვრების მოყვარული არ გახლდით,ამიტომ დიდად ვერ გავერთე, სკამიდან არც ავმდგარვარ, გიორგიც, რა თქმა უნდა, გვერდზე მომიცუცქდა. არ შევიმჩნიე. ყველა საცეკვაოდ გავიდა. -წამო,ვიცეკვოთ._მითხრა საკმაოდ გაბედულად. -არა, მადლობა,მე არ ვცეკვავ,სხვას შეთავაზე. -ხომ იცი, რომ სხვა არ მინდა, მარტო შენ. -გიორგი,ნუ მელაპარაკები გთხოვ ეგრე! არ მსიამოვნებს! -იცი, ჩვენ კოცნას დღემდე ვერ ვივიწყებ, ანანო._ეს ძალიან ჩუმად მითხრა. -მე აღარც კი მახსოვს,ასე რომ შეგიძლია შენც მომბაძო და დაივიწყო. ამას რომ ვეუბნებოდი დავინახე როგორ აენთო სიბრაზისგან.მოულოდნელად ტუჩებზე დამაცხრა გიჟივით,მე გაოგნებისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ,მართალია ჩვენი მაგიდა მოფარებულ ადგილას იყო,მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვიღაც თავზე დაგვდგომოდა. მისი მოშორება მინდოდა მაგრამ ისეთი სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი ვერ მოვახერხე, მეც ავყევი,სიამოვნებისგან თითებს ვუჭერდი, უცებ მომშორდა კმაყოფილი სახით. -ეს უკვე არსდროს დაგავიწყდება, ჩემო პატარა, დარწმუნებული ვარ. რა უნდა მეთქვა,ხმასაც ვერ ვიღებდი სულ 2წუთით დამავიწყდა მისი ცოლი, მაგრამ სახლში,რომ მივედი ცრემლები წამომივიდა მრცხვენოდა ჩემი თავის, მშობლებს თვალებში ვერ ვუყურებდი, მათაც როგორ ვარცხვენდი,მაგრამ ამ დღის შემდეგ მე და გიორგიმ შეხვედრები დავიწყეთ. ეხლა უკვე ვხვდები,რომ ყველაზე მეტად იმ პერიოდში დავიტანჯე. საშინელება იყო, მე არასდროს შემეძლო მომეკითხა, რადგან ცოლს შეიძლევა ენახა. იყო პერიოდი რამდენიმე დღე არ გამოჩნდებოდა,მასხომ ოჯახი ჰყავდა და, ვცდილობდი, გამეგო, რომ ვერ ახერხებდა. გულის სიღრმეში ვფიქროდი, რომ გიორგისაც შევუყვარდებოდი მალე. ვიცოდი მის ცოლს საშინელებას ვუკეთებდი,მაგრამ ჩემივე გრძნობებმა დამატყვევა და ეგოისტურად მხოლოდ ჩემს ბედნიერებაზე ვფიქრობდი. გიორგი იყო ჩემი ერთადერთი ბედნიერება. შევიშალე, ამ სიყვარულმა დამანგრია. ყველაზე ცუდი კი ის იყო,რომ ვერავის ვერ ველაპარაკებოდი. ერთ დღეს გიორგისთან ერთად რომ ვიყავი,ჩემი ტელეფონი რეკავდა, ჩემი თაყვანისმცემელი იყო,გავუთიშე, ისევ დარეკა. -ვინ გირეკავს?_მკითხა გაბრაზებულმა. -ერთი ბიჭია,რომელსაც მოვწონვარ._არ დამიმალავს დარაც იყო ის ვუთხარი. -ვიცი, რომ უფლება არ მაქვს, მაგრამ ეჭვიანობისგან მზად ვარ იმ ბიჭს ხელები დავამტვრიო, რომ ვერ დაგირეკოს მეორედ.ვიცი ეგოისტი ვარ,მაგრამ შენ რომ სხვასთან წარმოგიდგენ ცუდად ვხდები, გთხოვ დაიფიცე, რომ ჩემ გარდა ვერავინ მოგეკარება.
-შენ თავს ვფიცავარ.მარტო შენ მჭირდები ნუთუ ვერ ხვდები რაზე წავედი შენ გამო,მაგას არც უნდა მეუბნებოდა._ნაწყენი ხმით ვუთხარი და ცრემლები წამომივიდა მისი უნდობლობის გამო.
-აუ ეხლა არ იტირო,გთხოვ. მაპატიე იდიოტივით მოვიქეცი.
ეს მითხრა და ისე მაკოცა მეგონა მოვკვდებოდი და საერთოდ ყველაფრის პატიება შემეძლო ამ კოცნისთვის. ტუჩებიდან ყელზე გადავიდა და ჩემი კვნესა, რომ გაიგო ვიგრძენი როგორ ესიამოვნა,მკერდთან რომ ჩავიდა მეგონა სადღაც ვიწვოდი და მალე ავფეთქდებოდი, ისე ნაზად მექცეოდა,მეგონა შემოვადნებოდი. მაგრამ მალევე მოვშორდი. მივხვდი როგორ შემრცხვა, ამდენის უფლება, რომ მივეცი,ის კი თავს ძლივს იკავებდა ვხვდებოდი.



№1 სტუმარი სტუმარი keti

Patara tavi iyoo dzalian :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent