შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშო ჯორდიანზე გსმენიათ? ( თავი 1)


12-03-2018, 14:54
ავტორი TrustYourSoul
ნანახია 2 013

წელზე ნაზად უცურებს ხელს და თავისკენ ფრთხილად ქაჩავს....უკვე დიდი ხანია მიხვდა რას ნიშნავს როცა საყვარელი ადამიანი შენგან ზურგით წვება,არ გელაპარაკება,ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვითაც კი გახვედრებს,რომ აღარ სჭირდები,რომ შენი ყოფა დამთავრდა და რომ დროა შეეშვა,შენი წასვლით მიღებული სიამოვნება მიანიჭო.მაგრამ ნუთუ მარტივია უყურებდე და ვერ ეხებოდე,ვერ ეფერებოდე და ეს ყველაფერი მხოლოდ შენი სულელური სიამაყის და ამპარტავნობის გამო ხდებოდეს ან იმ მარტივი მიზეზით მიუხვედრელობა,რომ ჰქვია.
მართალი ვარ,მიუხვედრელობა იყო ყველაფრის საწყისიც და სასრულიც! მიუხვედრელობა იყო ის ჟინი,ის მანია ორ ადამიანს,ორ ერთმანეთისთვის გაჩენილ სხეულს,რომ გაყრისკენ მოუწოდება.
არცერთი არ ყოფილა სუსტი,არცერთს აზრადაც კი არ გაუვლია ერთმანეთის მიტოვება,მაშინაც კი როცა ბიჭს საშინელი კატასტროფის შემდეგ ამნეზია ესტუმრა.......ესტუმრა და თითქოს მთელ სხეულში გაიდგა ფესვები,ყველა ხვდებოდა ექიმის ტყუილი დაპირებები არასდროს გახდებოდა შესრულებადი..იქნებ ამიტომაც დანებდა ყველა..არა,ყველა იმ ერთის,იმ მიუღწევადის გარდა.ქეთათო ითმენდა ყველაფერსო ამბობდნენ,რამდენჯერ საშინელი მსხვრევის ხმაც გამოსულა სახლიდან,მაგრამ არასდროს უხილავთ მეზობლების მუქ,შავ თუ მწვანე სფეროებს,ქალი ჩემოდნით....
არა და ელოდნენ,ფიქრობდნენ,გეგმავდნენ და ასე უსასრულოდ,ხოო,ხოო ყველა ფიქრობდა აი ახლა გამოვა,აი ახლა წავა,აი ახლა დატოვებს სამუდამოდო,მაგრამ მაინც ხედავდნენ ხის მოაჯირზე შემოჭდობილ თხელ თითებს,დიდრონად მომზირალ მწვანე სფეროებს და ლაქებს ხელისგულზე,კვირაში ერთ-ერთი ემატებოდა მაგრამ უცნაური ის იყო ძველები,რომ ქრებოდაო.არ მინდოდა ამერიეთ,უბრალოდ მათი ურთიერთობა იყო ასეთი არეული,დომხალი და აჯაფსანდალი,მათი..ქეთათო ამაღლობელისა და მიშო ჯორდიანის ურთიერთობა,მიშო სულ ამბობდა, როცა ღმერთი ქმნის ორ ადამიანს ერთმანეთისთვის,გზავნის დედამიწაზე რაღაც მისიით და ჰოპ! ერთმანეთს ხვდებიან,ხედავენ და გრძნობენ,პირველივე შეხვედრაზე იჩენს თავს რაღაც ნაპერწკალი,გულში ზანტად გაიელვებს და უკვე იცი თუნდ ბოლომდის ერთად არ იყოთ ან საერთოდ ერთმანეთის ჰაერი ვერც ჩაისუნთქოთ,ანუ ღვთის ნებას შეეწინაღმდეგოთ,ის მაინც ის ერთი იქნება თქვენთვის ოდესღაც,რომ გაჩნდა და გარკვეული მიზეზების გამო ან გაუშვით ანდაც დღემდე ბედნიერად ცხოვრობთო -შემდეგ მსუბუქად ამოიხვნეშებდა გვერდით მჯდომ ქეთათოს გადახედავდა და ჩუმად ჩურჩულებდა - როგორც მე,უბრალოდ მეორე გზა ავირჩიე,გზა სადაც ყოველთვის ერთად ვართო!
ამ შემთხვევაში სწორად მიხვდით,მიშო მეორე გზაში ყოველთვის ბედნიერად ცხოვრებას გულისხმობდა....ან მხოლოდ ცხოვრებას,მთავარია ერთად და უბედურს თუ ბედნიერს ვინმე არსებით მნიშვნელობას ანიჭებდა? ხო მოკლედ ქეთათომ მიშო,რომ დაინახა სულ რაღაც წლისა და თვეების იყო,მაშინ მხოლოდ ტიტინებდა და ბებოსგან ხშირად გაგონილი სიტყვა,"ჯმუხი" უწოდა ვერ ვიხსენებ ზუსტად რატომ მაგრამ ბატონი მიხეილის ალმოდებული სახე კარგად კი მახსოვს,მაშინ ოთხი წლის ბრძანდებოდა ვაჟბატონი და როგორც მისი თქმით დიდმა კაცმა,დაუთმო იმ პატარა ქალბატონს,მაგას ჯმუხი რა არის ისიც არ ეცოდინებაო ფიქრობდა,შემდეგ უკვე ჩვევად ქცევია ამაღლობელის ქალს მიშოსთვის ჯმუხის წოდება,ორ წლამდე მხოლოდ ჩლიფინით მაგრამ შემდეგ გამართულადაც,რომ ეუბნებოდა სულ გადაირია ბიჭი,ერთხელაც ოთხი წლის ქეთათო ბებიამ დაისვა და ცოტა ჯორდიანების ვაჟკაცზე წაუბაასა.
- ბები,გვერდით აი მეზობლის ბიჭი,რომ არის მიშო,ქე იცი და ძმასთან დაუჩივლია ეგერ ამაღლობლის ლაწირაკი არ მასვენებსო,მე კიდევ ვიფიქრე დავისვამ ამ ჩემ ქეთოს დაველაპარაკები იქნებ სულაც ტყუის ი მართლა ჯმუხი ბიჭი მეთქი და აბა სათქმელი ხომ არ გაქვს რამე?
- ჯმუქია ეგ
- ბები ეგ ქე ვიცი, სულ კოპებ შეკრული,რომ დადის მაგრამ აქ მე როგორც ქალი-ქალს ისე გელაპარაკები და საკითხავი ისაა შენ რა დაგიშავა
- ჯმუქია - მეთქი!
- მერე ბებო? შენ რას გიშავებს მაგის უახასიათობა ა?
- არ გავყვები ჯმუქს მე ქოლად! - ეს თქვა და გაიქცა,ბევრჯერ გამართულა ბებოსა და შვილიშვილს შორის ამდაგვარი საუბარი და არა მარტო,ქეთათოს ყველა ოჯახის წევრი ერთი და იგივეს უმეორებდა მაგრამ საქმე იმაში იყო,რომ მიშოს ჯერ არ თქმული სიტყვები ნაადრევად დასტყდომოდა ქეთათოს თავს.ამაღლობელთა და ჯორდანიების რეზიდენცია ბორჯომში,ერთ-ერთ სოფელში იყო,მოპირდაპირე სახლებში მცხოვრები მიშო და ქეთათო კი ყოველ ჩამოსვლაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს,უფრო ზუსტად კი ქეთათო აბეზრებდა თვეეობით უნახავ ბიჭს თავს. ჯორდანიები ქალაქში ცხოვრობდნენ,მიშო ხუთი წლის იყო ისიც ძმასთან და მამასთან,რომ გადაიყვანეს,საერთოდ ოჯახში ჰქონდათ ასეთი წესი,ბავშვს ხუთ წლამდე სოფელში ზრდიდნენ თავდაპირველად მაინც ისუნთქოს წესიერი ჰაერიო შემდეგ კი თბილიში მოჰყავდათ.სწორედ ამ მიზეზით მოუწია უმცროს ჯორდიანს ბაღში ქეთათოსთან ერთად სიარული,მათ ბავშვობის ისტორიებს ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. მოკლედ ექვსი წლის ქეთათომ გადაწყვიტა სოფელში დარჩენილიყო და იქ შესულიყო სკოლაშიც,აფიქრებდა მიშოსთან სიშორე მაგრამ მისთვის ასე უფრო მარტივი იქნებოდა,ვერ აიტანდა ჯორდანიების ბიჭზე შეყვარებულ ათას გოგოს და მისგან ძლივს მიღებულ ერთ საცოდავ მზერას. დილით გულმოდგინედ წამოხტა,ასე შვიდი რვა საათი იქნებოდა უკვე გამზადებული,ეზოში მდგარ ჰამაკში,რომ იწვა. იცოდა დღეს ჯორდანიები მთელი ამალით მობრძანდებოდნენ,მხოლოდ ნახევარი საათი მოუწია ლოდინი,რვის ნახევრისთვის ორი-სამი მანქანის ხმა ერთად გაიგო და ჩუმად გააპარა მზერა მანქანიდან გადმოსული ვაჟისკენ,მერე გულ-მკერდთან ცოტა მარცხნივ რაღაც იგრძნო.....რაღაც მწველი,მთლიან სხეულს,რომ მოედო ისეთი,ნეირონები გააღიზიანა და უცბად იფეთქა,ბიჭის მზერაც მალევე იგრძნო ისიც წამით,დიდხანს იყო გაშტერებული,ჯორდიანების რძალმა გადმოსძახა და ისიც მათკენ წავიდა.
- მია დეიდაა,როგორ მომენატრეეთ
- ჩემო შოკოლადისს გოგოო მე კიდევ შენი შოკოლადის ტორტები მომენატრა მგონი შენზე მეტად - ამ სიცილ-სიცილში დააფიქსირა ბიჭის გვერდით მდგარი ორი უცხო ბიჭი და ერთი გოგო,თავისი საფირმო ღიმილით დააჯილდივა ყველა და ისევ მიას მიუბრუნდა - ჰო და მია დეიდა უცბად გაიქცევა ახლა შენი შოკოლადის გოგო და გამოგიცხობს გემრიელობებს.
- მოიცადე ერთი,მიშო არ უნდა მიესალმო ქეთოს? - ახლა ბიჭს მიუბრუნდა.
- დე ეგ ჯმუხის მიასლმებებს არ იღებს - ხმა გაინაზა და თვალები აატრიალა.
- გამარჯობა მიშო - სახელი გამოკვეთა და ირონიანარევი ტემბრით მიმართა
- უი,იღებს თურმე
- ვაიმე,კარგი კარგი არ დაიწყოთ ახლა,ქეთო ახლა მივალაგებთ აქ ყველაფერს,მერე თებეს გამოგიგზავნი,გადმოდი და იმედენი საჭორაო დაგვიგროვდააა - წარბები აუთამაშა და ეშმაკური ღიმილით გადახედა გოგოს - გავიგე თაყვანისმცემელბის ჯგუფი გამრავლებულა და პირველ ადგილს გალიანის ბიჭი იკავებსო.
- ბებომ გითხრათ ხომ? - უცებ გაუმკაცრდა ხმა - მეგობარია-მეთქი წელიწადზე მეტია ვუმეორებ.
- არაუ... - საუბარი სახლის კარებიდან გამოვარდნილმა,საკმაოდ დახვეწილმა,ასე 12-13 წლის გოგონამ შეაწყვეტინათ, ეზოში მდგარ ქეთოს მთელი ძალით მოეხვია და დედას გადაულაპარაკა მოვალთ ჩვენ მალეო - მოიცა გოგო,ვაიმე მია დეიდა მერე გსეტუმრებით,თორემ გაგიჟდა ეს - სიცილით გააქნია თავი და აჟიტირებულ თებეს გაჰყვა.
- გალიანების ბიჭთან რა ესაქმება მაგას - მანქანიდან ბარგი გადმოალაგა და იქვე მდგომი დედისკენ მიტრიალდა.
- რავიცი,მთლიანი ოჯახით ყოფილან სტუმრად და მაშინ დაუნახავსო ბებომ,იმის შემდეგ დღე არ გავა აქეთ არგამოიაროსო,შენ რა იყო,როდის აქეთ გაინტერესებს ქეთოს ამბები
- დაინტერესება რა შუაშია, "პროსტა",მაგ თორნიკესთან არ მაქვს მაინც და მაინც კაი წარსული და ურჩევნია დიდად თვალში არ გამეჩხიროს - ბოლოჯერ გახედა დედას,პარკები გამოართვა და სახლში შებრუნდა.
- დედაა,რა ლაპარაკია ახლა ეს,ვაიმე მიშო,ვაიმეე რაიმე არ აიკიდო გირჩევნია შენ!

დავბურნდი ახალი ისტორიით,ძველს გავაგრძელებ თუ არა არ ვიცი,მუზამ მიღალატა და ნუ მოკლედ იმედია ისიამოვნებთ წინასთან შედარებით განსხვავებულია❤️❤️გამიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარების სახიით ❤️❤️



№1  offline წევრი ჟიზელი

მომეწონა მე ეს... კაი მაიმუნობები გველის მგონი :დდდდდ
ჯმუხის ჯმუხობები და ქეთოს ნერვების გაბურღვები :დ
მოკლედ, გადევნებ თვალყურს .

 


№2 სტუმარი Ana

მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოდ წერთ . თქვენი სხვა მოთხრობები არ მინახავს, მათაც გავეცნობი და აუცილებლად კომენტარის სახით შეგატყობინებთ ჩემს აზრს.

 


№3  offline წევრი TrustYourSoul

ჟიზელი
მომეწონა მე ეს... კაი მაიმუნობები გველის მგონი :დდდდდ
ჯმუხის ჯმუხობები და ქეთოს ნერვების გაბურღვები :დ
მოკლედ, გადევნებ თვალყურს .

მიხარია თუ მოგეწონა ❤️❤️❤️ მაიმუნობები კიდევ ქე იქნება და იქნება :დდდდ❤️❤️

Ana
მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოდ წერთ . თქვენი სხვა მოთხრობები არ მინახავს, მათაც გავეცნობი და აუცილებლად კომენტარის სახით შეგატყობინებთ ჩემს აზრს.

ძალიან გამახარა თქვენა კომენტარმა❤️❤️მადლობა დიდი❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent