შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადაზნაურული ამბები (დასასრული)


12-03-2018, 22:50
ავტორი Ioana
ნანახია 5 174

იმ ღამის შემდეგ თითქოს ყველაფერი შეიცვალა და დალაგდა.თანდათან ძველი ნიკო გვიბრუნდებოდა,ეკა და გიოც დამშვიდდნენ,ანანო და იოანე კი ისევ აწამებდნენ ერთმანეთს.ტვინის შერყევამაც გამიარა,ამიტომ ყველანი თბილისში დავბრუნდით და მთაში გასეირნება ცოტა ხნით გადავდეთ.სახლში მონატრებული დედაჩემი წიოკით და ათასნაირი საჭმლით დამხვდა,თითქოს ციმბირიდან ვბრუნდებოდი.
-დედაა რა იყო,იყნოსე რამე და ქორწილისთვის ემზადები?-ისე წამოვაყრანტალე,რომ ვერც გავიაზრე რა ვთქვი.
-რა უნდა მეყნოსა? ვინ თხოვდება?-ამის გაგონებაზე მაკო გამოვარდა სამზარეოულოდან და თავზე ყვავით დამაცხრა.
-ვიხუმრე დედა,რა გჭირს?-თბილად გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
-ყველა ხუმრობაშია სიმართლის ნაპერწკალი!-დაეჭვებულმა შემომხედა.
-კაიი ხოო,გიო და ეკა შერიგდნენ და მაგათ ქორწილს ველოდებით ახლა!
-რააა?-სიხარულით იმხელა ხმაზე იყვირა,რომ თვითონაც შეიშმუშნა ბოლოს.
საბოლოოდ,დედაჩემი გაგიჟებული ეკას ურეკავდა,გილოცავ გაბედნიერებასო.იქიდან ეკა წიოკობდა რა გათხოვება მაკო დეიდა,რის გათხოვებაო? მე კიდევ სიცილით ვიხეოდი და არ ვიმჩნევდი ტყუილს.

აგვისტო იყო დაწყებული,ნიკომ რომ გამომიცხადა ცოტა ხნით გერმანიაში უნდა წავიდეო.გუნება გამიფუჭდა,მაგრამ ვიცოდი საქმე,რომ არ ქონოდა,არ დამტოვებდა.ამიტომ მაქსიმალურად გაგებით მოვეკიდე და გაცილებისას,ლამის ვიტირე კიდეც.თვითონ კი იცინოდა და მეხუტებოდა,რა გატირებს ომში კი არ მივდივარ,მალე დავბრუნდებიო.ცალკე ბავშვები დამცინოდნენ.
-იტირე თათია იტირე,ნუ გერიდება! მიდი იტირეე-იოანე ნერვებს მიშლიდა და ცოტა ხანში შემოვიკლავდი.
-შემეშვი რაა!-სრუტუნით ვუთხარი და ხელი ავუქნიე.
-შეეშვი!-ნიკომ სერიოზული სახით გადახედა და იოანეც დაწყნარდა.
-ხედავ,როგორ იცავს თავის გოგოს?-თავით ჩვენზე ანიშნა ანანომ იოანეს-შენ კი არ გგავს,ლომის ხახაში ჩაგდებულს რომ დამტოვებ ხოლმე!-გაკაპასდა ქალბატონი.
-რას კადრულობ,შენ არ იყავი ძაღლების ხროვაში რომ მიმატოვე და გაიქეცი?
-ეგ იმიტომ,რომ ჩემ ზურგს ეფარებოდი და კიოდი ანანო მიშველეო!
-კაი გეყოფათ ტოო-გამოელაპარაკა გიოც-სირცხვილია,ოჯახური დრამები სახლში!
ამ გაიწი-გამატარეში ვიყავით,რეგისტრაციაზე რომ გამოიძახეს ჩემი პენსიონერი.ყველა სათითაოდ გადაკოცნა,ბოლოს კი ჩემთან მოვიდა,მაგრად ჩამიკრა გულში,ცალი ხელით თმაზე მეფერბოდა,ცალით კი ზედ მიკრავდა.
-ვერ ვიტან,შენი ცრემლების მიზეზი რომ მე ვხდები! ამ დროს ჩემი თავი მძულს და გთხოვ,გამიღიმე! შენს სიყვარულს აკოცე!-თბილად ჩამჩურჩულა ყურში და მერე ტუჩებზე დამეწაფა.
მისი თხოვნა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა,ამიტომ მაქსიმალურად მოვთოკე ემოციები და სევდიანი ღიმილით გავუშვი გერმანიისკენ,ჩვენ კი კვლავ ცხელ თბილისში დავრჩით.
ჩასვლის მომენტიდან ყოველდღე მირეკავდა და მელაპარაკებოდა,არ არსებობდა საღამო,რომ ტკბილი ძილი არ ესურვებინა ჩემთვის.მართალია ეს მის მონატრებას ვერ შველიდა,მაგრამ მაძლებინებდა,რომ არ გავგიჟებულიყავი.მისი წასვლიდან უკვე ათი დღე იყო გასული,მე კი მის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი.ადამიანს ეჯაჭვები,როდესაც გიყვარს,როდესაც ეჩვევი,მაგრამ სულ სხვა მიჯაჭვულობა აქვს ორ სხეულს,რომლებმაც ფიზიკური სიახლოვე განიცადეს.ეს ბევრად მაღალი დონეა,ვიდრე მხოლოდ სულიერი მიჯაჭვულობა.ეს ერის სრულყოფილება,როდესაც სულიერს ფიზიკური ერთვის და ერთ დიდი ვაკუუმს ქმნის,სადაც მხოლოდ შენ და ის ხართ.ამ ფიქრებში ვიყავი,გოგოების ზარმა რომ გამომაფხიზლა.
-რას შვები დეპრესიის ქალღმერთო?-ეკა წიკვინებდა და ანანოს როხროხიც მესმოდა.
-რავი არაფერს,სახლში ვარ!
-გამიკვირდებოდა რამეს რომ აკეთებდე!
-ამ სიცხეში რა გინდა,რომ ვაკეთო?
-ჩემთან არის ანანო და შენც გამოდი,ვიჭორაოთ მამრების გარეშე!
-კაიი,გადავივლებ და გამოვალ.
ერთ საათში უკვე ეკას სახლში ვიყავი ცივი ყავით ხელში.ორივე ისეთი გაქაფული ჭორავდა ანანოს მეზობლის გოგოს,რომ ბოლოს ბოლიც აუვიდათ მგონი.
-რა შინაბერა დედაკაცებივით განიხილავთ მეზობლის გოგოებს?
-უბრალოდ შოკშივართ,ეგ გოგო თუ ეგეთ ბიჭზე გასაღდებოდა,ვინ წარმოიდგენდა?-გაოცებულმა ეკამ ხმაურით მოხვრიპა ყავა.
-აბა შენნაირი მანერების ქალი,მარტო გიორგის თუ შეაცდენდა!-წავკბინე და საპასუხოდ ბალიშიც მივიღე თავში.
საბოლოდ ისე მოხდა,რომ მეც ამიყოლიეს ჭორაობაში და ზუსტად ორ საათში სამი შეკვრა მზესუმზირა და ოთხი ბაკალი ყავა ისე გადავყლაპეთ,რომ არაფერი გაგვიგია.უკვე საღამოვდებოდა,დღეს კი ნიკოლას ერთხელაც არ ჰქონდა დანარეკი.თავიდნა ვიფიქრე საქმეები აქვს ალბათ და არ ცალიათქო,მაგრამ მთელი დღე ჩემთვის ხუთი წუთით როგორ ვერ მოიცალათქო.ამიტომ უკვე მესამე კრუგზე ვურეკავდი,ის ისევ არ მპასუხობდა.მე კი ცოტაც და ტვინში სისხლი ჩამექცეოდა. გოგოები მამშვიდებდნენ,შეეშვი,პატარ ბიჭი ხომ არ არის,ეტყობა არ ცალიაო.მე ამაზე კიდევ უფრო ვცეცხლდებოდი და ცოტა მაკლდა,რომ გერმანიაში ფეხით ჩავსულიყავი.
-მოდი დამშვიდდი რა,ისტერიკა გოგოებზე სულ ვღადაობდით და რა გემართება?-მშვიდად მკითხა ეკამ.
-არ ვარ ისტერიკა,უბრალოდ გული ცუდს მიგრძნობს!
-და რა უნდა მოსვლოდა?-ახლა ანანომ მომაპყრო ინტერესიანი მზერა.
-არ ვიცი,ჯვარი წერია! უბრალოდ მგონია,რომ რაღაც ისე არ არის.
-შენ მაგ ბიჭმა სულ გაგაგიჟა,ისტერიკა გოგოებს ემართებათ შენნაირი მოლანდებები ზუსტად-შემომიბღვირა ეკამ.
-აუუ თქვენ ნუ მიმატებთ რაა-მუდარით გავხედე ორივეს.
-აბა რა პანიკაა? არ ცალია ადამიანს,დღეს ვერ გპასუხობს,ხვალ გიპასუხებს.
-არაა არ შემიძლია,კიდევ ერთხელ უნდა ვცადო.-კიდევ დავურეკე,მაგრამ ისევ იგნორი მივიღე პასუხად.
-დღეს ორივე აქ დარჩით,ჩემები მაინც აგარკზე არიან-უცებ თქვა ეკამ.
-რა დროს ეგაა!-წამოვიკრუსუნე და ისევ ტელეფონს დავაშტერდი.
-ახლა გავგიჟდები-წამოიყვირა ეკუნამ და ისე უცებ ეცა ჩემს ტელეფონს,რომ გონზეც ვერ მოვედი.
-რას აკეთებ? დამიბრუნე!
-შანსი არაა,შენი ხმა არ გავიგო.დღეს ამ ტელეფონს ვერ მიიღებ!-დამიბღვირა და ჯიბეში ჩაიდო.ვიცოდი,მასთან ჭიდაობას აზრი არ ქონდა,რადგან მაგარ ჯანზე იყო და მაინც ვერ მოვერეოდი.
-თუ თვითონ დარეკავს,ზარის ხმას გავიგებთ!-მშვიდად მითხრა და სავარძელში ჩაეშვა.
ის ღამე თითქმის გავათენე,რამდენი თვალი მოვხუჭე,იმდენი უაზრობა დამესიზმრა და შეშინებულს მეღვიძებოდა.არ ვიცი,დილამდე როგორ გავქაჩე,რომ ტელეფონს არ შევხებოდი,მაგრამ ფაქტი სახეზეა,ეკას რასაც ქვია ჩემ მობილურზე ჩახუტებულს ეძინა.ამ სანახაობაზე კი მეცინებოდა,ალბათ გიორგი გონია,ამ საწყალსთქო ვფიქრობდი.
მეორე დილით კვლავ იგნორი,რომ მივიღეთ.ცოტა გოგოებიც დაეჭვდნენ.ის იყო მთელი გერმანიის ფეხზე დაყენებას ვაპირებდით,ნანატრი ზარი რომ გაისმა და სამივე ისე ვეცით ტელეფონს,რომ ლამის ნაკუწებად ვაქციეთ.
-ნორმალური ხარ?-მიპასუხა თუ არა,ეგრევე შევკივლე.
-რა არის სიძე კაცო,ასე უნდა გვინერვიულო ბავშვი?-ამყვა ეკა და თითი დაუქნია.
-მაპატიეთ!-თბილად გვიცინოდა სამივეს და მზერას არ მაშორებდა,მის ვნებიან მუხტებს კამერაშიც კი ვგრძნობდი-არ მინდოდა თქვენი ნერვიულობა! კარგი ამბავი მაქვს და იმედია გამოვისყიდი-გვერდულად გაგვიცინა და ჩვენც ყურები დავცქვიტეთ.
-რა ამბავია? ქორწინდები?-ისე უაზროდ იკითხა ანანომ,რომ ლამის ტელეფონი ჩავარტყი.
-თათია აქაა და ვისზე უნდა დაქორწინდეს იდიოტო-აწიკვინდა ეკა.
-მერე მე თათია ვიგულისხმე!
-ღმერთო შენ მიშველე-ზევით აღაპყრო ხელები ეკამ.
-ჩემს სარძლოს ნუ ეკამათებით!-ნიკოლამ დამრიგებლრუად დაგვიქნია თითი.
-ვაიმეე,რა დროს ეგაა,ამოშაქრე რა ხდება,თორემ მოვკვდი ბავშვი!-უკვე მოთმინება ამოწურულმა წამოვიკივლე.
-ბავშვი თუ ქალი?-ეშმაკურად გამიღიმა ნიკოლამ.ქვეტექსტს მხოლოდ მე მივხვდი,გოგოებს კი მგონი არც გაუგიათ.
-მაგისთვის პასუხს მოგთხოვ!-უხერხულად გავუღიმე.
-ველოდები,მაგრამ მანამდე,სამსახურში ვბრუნდები!
-რააა?-სამივემ ერთად წამოვიკივლეთ,მერე გავიაზრეთ და გიჟებივით ვხტუნაობდით.
ამ წიოკში ვიყავით,უცებ ნიკოლას ოთახის კარი რომ გაიღო და არც ისე უცნობი ქალის ხმა გაისმა.
-ნიკოლააააა-ისმოდა კამერის იქიდან.
-მითხარით,რომ თქვენც გაიგონეთ-შევუყვირე გოგოებს და თანხმობა რომ მივიღე,სამივე კამერას დავაშტერდით.ჩვენდა გასაოცრად, ნიკოლას ზურგს უკან ანიუტა დავლანდეთ,რომელიც ჩემს ბიჭს ხელებს კისერზე უთათუნებდა,ნიკოლა კი გაოცებული ხან მას უყურებდა და ხან ჩვენ.არ ვიცოდი რა მექნა,ერთადერთი ის მოვიფიქრე,რომ კამერა გავთიშე და ტელეფონი კედელს შევაფშვენი.
-რას აკეთებ?-დაიკივლა შეშინებულმა ანანომ.
-დაინახეთ? ხო თქვენც დაინახეთ? აი თურმე სად ყოფილა გუშინ მთელი დღე,აი ეგ იყო მაგის საქმეები! ანიუტას გამო წავიდა გერმანიაში,აქ ჩემ გვერდით ვერ მოახერხებდა და იქ მომიწყო თაფლობის თვე!-გაგიჟებული აქეთ-იქით დავდიოდი და ცოფეს ვყრიდი,გოგოები კი გაოცებულები მიყურებდნენ.
-ერთ წამს დამშვიდდი,წინასწარ ნურაფერს იტყვი! ჯერ დავმშვიდდეთ და ცივი გონებით განვსაჯოთ მერე ყველაფერი!-ეკა ცდილობდა,რომ დავემშვიდებინე.
-რა უნდა განვსაჯო,ის რომ ანიუტა მის სახლში იყო? ნიკოლას არ უნდოდა და ის იქ იყო?
-შენი აზრით,ანიუტა სახლში რომ ყოლოდა,ეგეთი დებილია,შენთვის მაგ დროს დაერეკა? ცოტა დაფიქრდი აბა?-გამომცდელად მკითხა ანანომ.
-საღოლ ანჩ,ზოგჯერ შენც მოზგაობ ხოლმე-მოწონების ნიშნად ეკამ ცერ თითი აუწია.
ზუსტად ერთი საათი დამჭირდა,რომ ემოციებისგან დავცლილიყავი,მთლიანად გამომეშვა უარყოფითი ჩემგან და მერე დამშვიდებული დავფიქრებულიყავი ყველაფერზე.უკვე დაწყნარებული სკამზე ვჯდებოდი,ეკას ტელეფონი რომ ამღერდა.ისეთი სახე ჰქონდა,მივხვდი ნიკოლა რეკავდა.
-არ უპასუხო!-გამოვცარი კბილებში.
-შენ რომ დაგირეკავს,შენ არ უპასუხო-ენა გამომიყო ეკამ და მწვანე ღილაკს დააჭირა.
არ ვიცი რას ეუბნებოდა იქიდან ვაჟბატონი,მაგრამ ეკა პირდებოდა,დამშვიდდი და ავუხსნით ჩვენ ყველაფერსო.ნეტა რა უნდა აეხსნათ ისეთი,რაც არ ვიცოდი.
-მომსიმინე ახლა-დაიწყო ქალბატონმა ლაპარაკი,როდესაც ყურმილი გათიშა-შეეშვი ამ უაზრო ისტერიკებს,კარგად იცი მაგ ისტერიკების გამო,გიორგი ხუთი წელი მყავდა დაკარგული და შენც იგივე შეცდომას ნუ დაუშვებ არაფრის გამო.კარგად დაფიქრდი და ყველა კითხვაზე მიპასუხე! ნიკოლა გიყვარს?
-იმაზე მეტად,ვიდრე მეგონა,რომ სიყვარული შემეძლო!
-ენდობი?
-თვალდახუჭული.
-ოდესმე ღალატისთვის გაგწირავს?
-არა!
-მაშინ რა ჯანდაბას აკეთებ აქ? რატომ დგახარ და მოთქვავ ქალიშვილი გოგოსავით-სიტყვა ქალიშვილი ცუდად მომხვდა ყურში,მაგრამ მერე გამახსენდა,რომ გოგოებმა ჯერ არაფერი იცოდნენ-რატომ არ აწევ ერთ ადგილს და არ წახვალ გერმანიაში? რატომ არ იბრძოლებ სიყვარულისთვის და რატომ უთმობ ვიღაც ანიუტას მამაკაცს,რომელიც მას არ ეკუთვნის? იცი ახლა რას ვიზამთ?-მკითხა გაცეცხლებულმა ეკამ.
-რაას?-ვკითხე გაოცებულმა.
-რა და ახლავე წავალთ აეროპორტში,ვიყიდით პირველივე რეისი ბილეთს,წახვალ გერმანიაში,ანიუტას კიდევ ერთხელ ცემ და გააგებინებ,რომ სხვის საკუთრებას არასდროს უნდა წაეტანოს,მერე ნიკოლასთან მიხვალ და მხურვალე ს..ქსი გარანტირებული გექნება!-ეშმაკურად აათამაშა წარბები და გამიღიმა.
-სათქმელად მარტივია! ბილეთს ფული არ უნდა? ან სად წავიდე,დედაჩემს რა ვუთხრა? ხომ გაგიჟდა?
-დედაშენს ვეტყვით,რომ დღესაც აქ რჩები და საერთოდ ზეგაც.ბილეთის ფულს რაც შეეხება,მე და ანანოს მოგვანდე!
-ანუ?
-აქ დამელოდე-მითხრა ეკამ და ანანოსთან ერთად თავის ოთახში გაუჩინარდა,რამდენიმე ხანში კი ფულის დასტით გამოჩნდა ორივე.
-ეს რა არის?-ისე შევკივლე თითქოს მუმია დამენახოს.
-ქართველები ამას ფულს ვეძახით-ამოილაპარაკა ანანომ.
-ეგ ვიცი,მაგრამ საიდან?
-ჩვენი ფულია,ცოტ-ცოტა ორივეს გვქონდა გადანახული და შესანიშნავი დროა,რომ გამოიყენო!
-შანსი არაა-შევკივლე და უკან დავიხიე-ამ ფულს არ ავიღებ,არც კი იფიქროთ!
-აიღებ კი არა,მეტსაც მოითხოვ!-წამოიკივლა ანანომ და ფული რასაც ქვია ხელებში ჩამიკუჭა-ბევრი არ არის,მაგრამ აქედან წასასვლელ ბილეთზე გეყოფა,იქიდან წამოსასვლელი სიძემ გიყიდოს!-გამეკრიჭა და ცოტა მაკლდა,რომ არ მეზლუქუნა.ორივეს გიჟივით ვეხუტებოდი და ვბღაოდი,რადგან ცხოვრებამ ყველაზე დიდი საჩუქარი მაშინ გამიკეთა,როდესაც ამ ორ გიჟს შემახვედრა.
არ ვიცი ეს ბედი იყო თუ უბრალოდ დამთხვევა,მაგრამ ისე მოხდა,რომ იმ ღამის ფრენიდან,მხოლოდ ერთი ბილეთი იყო დარჩენილი.ჩემს სიხარულს კი საზღვარი არ ჰქონდა,რადგან ოცნებამდე სულ რამდენიმე კილომეტრი მაშორებდა.ისე ჩავფრინდი არაფერი გამიგია,ემოციებისგან და მღელვარებისგან ყველაფერი მიბჟუოდა.მხოლოდ გულის ცემას ვგრძნობდი,რომელიც სიხარულისგან კიდევ უფრო სწრაფად ცემდა.აეროპორტიდან გამოსულმა,ჯერ კიდევ გონებაში ჩარჩენილი ნიკოლას მისამართი ვუთხარი და მხოლოდ მაშინ მოვედი გონებაზე,როდესაც მისი კარის წინ გავჩერდი.გაოგნებული ვიდექი და არ მჯეროდა,რომ მე,თათია ჯანაშიამ,მამაკაცის გამო გამოვიარე ათასობით კილომეტრი,მზად ვიყავი ანიუტა მომეკლა და ნიკოლასთვის მეთქვა,რომ ცხოვრება მის გარეშე ფერს კარგავდა.
მალევე მოვეგე გონს და ჩემი სიძლიერით გადიდგულებულმა,ამაყად დავრეკე ზარი.გამთენიის ექვსი საათი იყო,ირგვლივ ყველას და ყველაფერს ეძინა,ჯერ მზეც არ ანათებდა კარგად.რამდენიმე ზარის შემდეგ,კარებს იქით ფეხი ხმა გავიგე და გული ისე ამიჩქარდა,მეგონა ბუდიდან ამოხტებოდა,წამებს ვითვლიდი,სულ ორი წამიც და მის სახეს დავინახავდი.ნიკომაც არ დააყოვნა და კარები მალევე გამიღო,წელსზევით შიშველი და თვალებდასიებული თმას იჩეჩავდა.სანამ გონს მოეგო,ისეთი სისწრაფით შევახტი და ჩავეხუტე,რომ გაოცებისგან ვერც კი ინძრეოდა.
-თათიაა?-ბოხი ხმით ისე ამოილაპარაკა,რომ ლამის შევჭამე-მესიზმრები?
-არაა,რეალური ვარ!-მასზე აკრული,ჩამოსვლას არც ვაპირებდი.
-არ მჯერა,დამენახე!-კისერზე ხელი მომკიდა და თავი უკან გამაწევინა,თვალებში მიყურებდა და ღიმილი სახეზე თანდათან ეპარებოდა-არ მითხრა,რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ჯერ ანიუტა მოკალი და მერე ჩემთან მოხვედი!
-უმადუროო-მუჯლუგანი ჩავარტყი ფერდში-მე ამხელა გზა გამოვიარე და თავში სხვა აზრები არ მოგდის?
-ამ წამს ძალიან ბევრი ეროტიული აზრი მომივიდა!-ეშმაკურად გამიცინა და ისე ჩამიხუტა,რომ ცოტაც და გამჭყლიტავდა.კარები ფეხით მიკეტა,თვითონ კი ჩემს ტუჩებს დაეწაფა.მკოცნიდა და ხელებს ჩემს სხეულზე დაატარებდა,თანდათან შემომაცალ ტანსაცმელი და ვნებამორეული ჩემ მკერდს წაეტანა.ამჯერად იატაკზე არ მოგვიწია ძალების გამოცდა,საწოლი მთელი ჰქონდა.მონატრებულები იმდენად აგონიაში ვიყავით,რომ გვინდოდა სხეულის ყველა ნაწილს ერთდროულად შევხებოდით.ნიკოლას დაძარღვულ თითებს ყველგან ვგრძნობდი,ზემოდან მოქცეული ხან სახეს მიკოცნიდა,ხან ტუჩებს,მერე მკერდისკენ წაიწია,ბოლოს კი ქვევით იწყო სვლა.მე კი დედისშობილა სიამოვნებისგან ვიკლაკნებოდი და ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი იმ წამს. ნიკოლა კი უფრო ქვევით მიიწევდა და კლიტორთან მისული იყო,რომ მოზღვავებული ემოციები ვეღარ შევიკავე და წამოვიკვნესე.მისი შეხება მაგიჟებდა,ყოველივე ადამიანურ ძალას მართმევდა,მეგონა რომ კოსმოსში დავფრინავდი.ირგვლივ მხოლოდ ვარსკვლავებს და ნიკოლას ვხედავდი.თითქმის ორგაზმამდე ვიყავი მისული,რომ მომშორდა და კვლავ მკერდს შეეხო.ამას ვეღარ გავუძელი,ვიცოდი რომ მაწვალებდა.ამიტომ მოდუნებულ ნიკოს ხელი ვკარი და ზემოდან მოვექეცი.ახლა მე დავუწყე მთელი სხეულის კოცნა და შესწავლა,მას კი ეღიმებოდა და შიგადაშიგ მესმოდა მისი ბოხი ხმა: „მაგიჟებ“.მე კი ემოციებისგან გაბრუებული,მხოლოდ მის სხეულს ვგრძნობდი.ხელით მის პ..ნის შევეხე და რამდენიმე მოძრაობით „დავმუხტე“.მერე კი ერთმანეთს შევერწყეთ და არ გავჩერებულვართ,სანამ სიამოვნებისგან ძალაგამოცლილები ერთმანეთს არ ჩავეხუტეთ.იმ ღამეს მშვიდად მეძინა,ზუსტად ისე,როგორც ჩვილი ბავშვი გრძნობს თავს დაცულად დედის გვერდით.
დილით,ჯერ კიდევ ათი საათი იყო და სულ რამდენიმე საათის ჩაძინებულები ვიყავით,კარზე ზარის ხმა რომ გაისმა.ნიკოს იმდენად ღრმად ეძინა,რომ არაფერი გაუგია,მე კი მისი გაღვიძება დამენანა.ამიტომ მისი პერანგი გადავიცვი,რადგან ბარგი თან არ წამომიღია თბილისიდან და დაბლა დავეშვი.ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,ანიუტა რომ დავინახე.
-შენ აქ რას აკეთებ?-წამოიწიკვინა და მიპატიჟების გარეშე შემოვიდა სახლში.
-ჩემი შეყვარებულის სახლში ხომ არ ვართ?
-რაა?-იმხელაზე დაიწივლა,რომ ცოტა მაკლდა და მეორედ ვცემდი-შენ რა გჯერა,რომ ნიკოლასნაირ ბიჭს შეუყვარდები?
-შენ რა გჯერა,რომ ნიკოლასნაირი ბიჭი შენნაირ ჭკუა სუსტს აირჩევს?-უდარდელად გავხედე და ჩემი თავის თავად გამიკვირდა,ასე მშვიდად რომ ვიყავი.
-კითხვას ნუ მიბრუნებ!-დაბნეულმა აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება-ნიკო სადაა?
-ეგ შენი ნიკო არაა,შენთვის ნიკოლაია!წუხანდელი ღამის შემდეგ დაიღალა და ძინავს!-ნიშნის მოგებით გადავხედე და ირონიულად გავუცინე.
-მხოლოდ საწოლისთვის თუ გამოგიყენებს ნიკო! შენ კი გგონია,რომ უყვარხარ?-თავისი ჭკუით ჩემს გაცოფებას ცდილობდა,მე კი მის გამო აღელვებას არ ვაპირებდი.
-არაფერიც არ მგონია! ვიცი,რომ ნიკოს ვუყვარვარ და ჩემ გარდა სხვა ქალი არ არსებობს მის ცხოვრებაში!
-და ასე მაშინაც ილაპარაკებ,თუ გეტყვი,რომ ორსულად ვარ?-მისი ხმა მეხის გავრდნასავით იყო.რამდენიმე წამი ერთ ადგილს ვიყავი მიყინული,თითქოს ყველაფერი თავზე დამექცა.წამით ვიგრძენი,რომ ეს ყველაფერი სიკვდილზე უარესი იყო.არ ვიცი,როგორ,რანაირად ან საიდან,მაგრამ ეკას სიტყვები ნათლად გაისმა ჩემს ყურში:
„ -ნიკოლა გიყვარს?
-იმაზე მეტად,ვიდრე მეგონა,რომ სიყვარული შემეძლო!
-ენდობი?
-თვალდახუჭული.
-ოდესმე ღალატისთვის გაგწირავს?
-არა!
-მაშინ რა ჯანდაბას აკეთებ აქ? რატომ დგახარ და მოთქვავ ქალიშვილი გოგოსავით! რატომ არ აწევ ერთ ადგილს და არ წახვალ გერმანიაში? რატომ არ იბრძოლებ სიყვარულისთვის და რატომ უთმობ ვიღაც ანიუტას მამაკაცს,რომელიც მას არ ეკუთვნის? „
ეს სიტყვები გამოდუმებით მეორდებოდა ჩემს მეხსიერებაში და მივხვდი,რომ ამხელ გზის გავლის,ამდენი ნერვიულობის შემდეგ,ანიუტას გამო არ ღირდა დანებება.
-მერე რა!-ჩემი პასუხისგან შოკირებული ანიუტა,გაოცებული მიყურებდა.
-ეგ როგორ?-ძლივს წამოილუღლუღა.
-როგორც გაიგე!
-ანუ?
-ანუ ის,რომ თუ ნიკოლასგან ბავშვს ელოდები,იცოდე რომ მას აუცილებლად ეყოლება მამა.ეს ბავშვი არ გაიზრდება მამის და მშობლების გარეშე,მასზე აუცილებლად იზრუნებს ნიკოლა.მაგრამ არ გეგონოს,რომ თუ ბავშვს მამობას გაუწევს,ეს ეგრევე ნიშნავს,რომ მისი ცოლი გახდები.ნიკოლას ეყოლება შენგან შვილი,ცოლი კი მხოლოდ მე ვიქნები!
-რაა? ნიკოლა აუცილებლად მომიყვანს ცოლად!-დამარცხებული უკვე ხმამაღლა კიოდა და გიჟივით მიყურებდა-მოგკლავ! ახლავე მოგკლავ! ვერასდროს წამრთმევ ნიკოს!-დაიყვირა და ჩემკენ წამოვიდა,მე კი გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ამესვეტა წინ ნიკო და ანიუტას მოქნეული ხელი დაიჭირა.
-ხელებს მოგამტვრევ,თუ მას შეეხები-დაუღრიალა და ისეთი ძალით კრა ხელი,რომ კედელს შეასკდა ანიუტა-გაგფრთხილე,უკვე მესამედ გაფრთხილებ,რომ თათიასგან შორს დაიჭირო თავი! შენი ბინძური ხელებით არასდროს გაბედო შეხება! გაეთრიე,სანამ კიდევ მიმუშავებს გონება!-ბოლო ხმაზე უყვიროდა და ხელებით კარებზე ანიშნებდა-გა..ჯვი! უნდა შემომაკვდე ამის დედა მ..ვტყან?-ბოლო ხმაზე დაუღრიალა,მაგრამ ქალბატონი არ იძვროდა.
-შენგან ბავშვს ველოდები!-ატირებულმა ამოილაპარაკა და მომლოდინე თვალები მიაპყრო ნიკოს.
-ნორმალური ხარ გოგო? რა ბავშვი? რის ბავშვი? ს..ქსი ექვსი თვეა არ გვქონია და რა ბავშვს ელოდები? ახლა შემომაკვდები!-გაცოფებული ნიკო თავს ვეღარ აკონტროლებდა,მე კი ცალ ხელზე ვექაჩებოდი,თან ვეჩურჩულებოდი დამშვიდდითქო.
-ხომ მაგრამ!-შეურაწყოფილი ანიუტა უკვე სიტყვებსაც ვეღარ აბავდა თავს.
-გოგო დებილი გგონივარ? შენი აზრით,არ მახსოვს ს..ქსი ვისთან მაქვს და როდის? წაეთრიე და ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს! იცოდე თუ კიდევ სადმე გადამეყრები,თუნდაც შემთხვევით დავივიწყებ წარსულ მეგობრობას და ჩემი ხელით მოგკლავ!-დაუღრიალა და ანიუტაც ბღავილით გავარდა სახლიდან.ნიკო ეგრევე ჩემკენ მოტრიალდა და შემათვალიერა.
-ხომ არაფერი დაგიშავა?-შეშინებული მიყურებდა და ხელებით სხეულს მისინჯავდა-ხომ არ შეგეხო?
-არა,დამშვიდდი-მის ამ ნერვიულობაზე გამეცინა და მარჯვენა ხელი სახეზე ჩამოვუსვი-ხო იცი,ანიუტას ცემა თავისუფლად შემიძლია-წარსული გავახსენე და ამაზე ორივეს გაგვეცინა.
-მითხარი,რომ ის სისულელე არ დაიჯერე!
-მისი ორსულობის ამბავი?
-ხო-მომლოდინე მზერით დამხედა.
-რა თქმა უნდა,არა!-გავეკრიჭე და მის ტუჩებს წავეტანე.

ნიკოლამ უკან აღარ გამიშვა,ამიტომ დედასთან დარეკვა და სიმართლის თქმა მიწევდა.ნიკომ კი ყველაფერი თავის თავზე აიღო და დედაჩემს “Whats App”-ში განუცხადა,თქვენი შვილი მიყვარს,ცოლად მომყავს და გერმანიაში გავიტაცეო.დედაჩემი ხომ შოკში ჩავარდა,მაგრამ არც მე მქონდა ნაკლები გამომეტყველება,მეორე ფრაზა რომ გავიგე.ხან ნიკოს ვუყურებდი,რომელიც არაფერს იმჩნევდა და ხან დედაჩემის დამუნჯებულ გამოსახულებას.უცებ მაკომ ტელეფონი გათიშა,მე კი შეშინებულმა რამე არ დაემართოსთქო ერთი შევკივლე და ნიკოს ვუთავაზე ფერდში კაი მუშტი.
-ხომ გეუბნებოდი,ესე არ უნდა გვეთქვა! უკან უნდა წავსულიყავი,არ უნდა დავრჩენილიყავი,ხომ ვამბობდი! შენ რომ კაცი დაგიჯერებს! ქალს გულის შეეტევა მივაღებინეთ მგონი და საერთოდ რა ცოლის მოყვანა? ჯერ იქნებ ჩემთის გეკითხა აზრი?-გაცოფებული დავჭყაოდი.
-რა უნდა მეკითხა? ისედაც ვიცი,რომ კის მეტყვი!
-თავდაჯერებული პენსიონერი!-გამოვცარი კბილებში-კი ხარ ახლა ღირსი,უარი გითხრა!
-ვერ იტყვი,ასე რომ გაჩუმდი და მაკოცე-მომიჭრა მშვიდად და ჩემ ტუცებს წაეტანა,ტელეფონი რომ აიწკრიალდა ისევ.დედაჩემის სახელი რომ წავიკითხე,ამოვისუნთქე და ვუპასუხეთ.
-ბავშვებო,მაპატიეთ! უბრალოდ შოკისგან არ ვიცოდი რა მექნა! დედობა რთულია,თან მარტოხელა დედობა! ერთადერთი რაც მინდა ისაა,რომ თათია იყოს ბედნიერი და თუ შენ მას აბედნიერებ,მეტი რაღა დამრჩენია? გილოცავთ!-დედამ თბილად გაგვიღიმა ორივეს და ბოლოს ისე აღმოჩნდა,ნიკო და მაკო განიხილავდნენ ქორწილის ამბებს ისე,თითქოს მე იქ არც ვყოფილიყავი.
ჩვენი ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა,ცალკე მამიდაჩემმა გამლანძღა,აქ იყავი და არ მითხარიო.ცალკე ქალბატონი ნინო და მატილდა არ წყვეტდნენ ზარებს,სად ხართ ჩვენთან მოდითო.მამიდაჩემი თან ტიროდა და თან მეჩხუბებოდა.
-ლელაჩკა რა იყო,გეწყინა რომ დაგასწარი გათხოვება?-ახარხარებულმა ჩავყვირე ყურმილში და იქიდან წყევლა-კრულვის კორიანტელიც მივიღე.მე კი მაგრად ვხალისობდი,მაგრამ ნიკო არ მაცდიდა,რა დროს ლელაა,მოდი უნდა ვივარჯიშოთ დღეში ექვსჯერ ს..ქსშიო.
მერე ცალკე ბიჭები არ გაჩერებულან,ათასი ხუმრობა მოვისმინე,რაც კი ახალ შეუღლებელ წყვილზე შეიძლებოდა ეთქვათ.ცალკე გოგოების წიკვინმა დამღალა.
-გოგო მანდ გასათხოვებლად გაგიშვით?-აწიკვინდა ანანო.
-მე გითხარი,მაქსიმუმ ს..ქსი მოჟნათქო და შენ სულ აიწყვიტე?-გვერდით ეკა ედგა და ტლიკინებდა.მე კიდევ გაწითლებული,ხელით ვანიშნებდი ხმა ჩაიგდეთ ნიკოსაც ესმისთქო.ვაჟბატონი კი ამ ყველაფერზე ერთობოდა და კარგად იცინოდა.
-ისე როგორია? მოგეწონა? იგემე ნამდვილი მამაკაცის ნეტარება?-ეკა არ წყვეტდა ლაპარაკს,მე კი ტელეფონს ვეჩალიჩებოდი,რომ სპიკერი გამომერთო.მაგრამ კაცს რომ ბედი არ გექნება,მაშინ გაჭედა ყველაფერმა.ვერც სპიკერი გამოვრთე და ვერც ხმა ჩავაწყვეტინე ტელეფონს.ანანომ საერთოდ ისეთი რამე მკითხა,რომ არ მოვკვდი და დავიმარხე ჩემი თავი მიკვირს.
-გოგო მტკივნეულია ქალიშვილობის დაკარგვა?-ისე უდარდელად იკითხა,რომ ტვინში სისხლმა ამასხა.
-მოკეტეეთ!-ერთი დავუღრიალე და როგორც იქნა,გავთიშე ტელეფონი.ნიკო კი ჩემს აწითლებულ სახეზე იცინოდა და გოგოებს აჯავრებდა.
-რამე სასაცილო თქვეს?-ვკითხე გაბუსხულმა.
-ძაან საყვარლები არიან-გამიცინა და ჩემკენ წამოვიდა-შენი წითელი სახე არ შემიძლია ხოლმე,ბულკზე შეყვარებულ მსუქან ბავშვს მაგონებ!
-ანუ გინდა თქვა,რომ მსუქანი ვარ? გამხდარი ანიუტა გყავდა და მოგეყვანა მაშინ ცოლად!-გავკაპასდი და სიწითლე სულ დამავიწყდა.
-გაბრაზებული უფრო მიზიდავ მსუქანო ქალბატონო!-ეშმაკურად გაცინა და სხეულზე ამიკრა,მე კი ყოველი მისი შეხება ისე მაგიჟებდა,რომ ყველა აზრი მეფანტებოდა.ამ შეხებებს კი ყოველ ჯერზე,მხურვალე ს..ქსი მოყვებოდა ხოლმე.

ერთი წლის შემდეგ...
მე და ნიკომ გერმანიაში დარჩენა გადავწყვიტეთ.დედაც ჩვენთან წავიყვანეთ საცხოვრებლად,მართალია ამაზე სულ გაგიჟდა,მაგრამ მარტოს ვერ დავტოვებდი საქართველოში.ქორწილის შემდეგ ერთ თვიანი თაფლობის თვე გვქონდა,მერე კი მაკოსთან ერთად გერმანიას მივაშურეთ თავი.გიო და ეკაც ნელ-ნელა ჯვრისწერისთვის ემზადებოდნენ და შეგვპირდნენ,თუ ქორწილში ჩამოხვალთ,მერე ჩვენ დავფიქრდებით თქვენ მეზობლად ცხოვრებაზეო.მაგაზე უარს როგორ ვეტყოდით,ჩემი საუკეთესო დაქალის ქორწილს გავმაზავდი?
სექტემბერში ქონდათ ქორწილი დაგეგმილი,მე გერმანიაში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას,ამიტომ უნივერსიტეტში პრობლემებიც არ მქონდა.ენას ნელ-ნელა ვსწავლობდი,ნიკო კი ბევრს დამცინოდა ჩემს გამოთქმებზე,მაგრამ არ ვნებდებოდი.ანანო და იოანე ჩვენი ქორწილის მერე ერთად არავის გვინახავს,დღემდე არ ვიცით რაზე იჩხუბეს,მაგრამ აშკარა იყო რომ ერთმანეთის დანახვა არცერთს უნდოდა.თუმცა გიოს და ეკას ქორწილს,ვერც ისინი გამოტოვებდნენ.
სექტემბრის დასაწყისში ყველა თბილისში შევიკრიბეთ,ისე როგორც ადრე.უკან დაბრუნებული მშობლიურ ჰაერს ვისუნთქავდი და ვხვდებოდი,რომ ჩემ შვილებს მხოლოდ საქართველოში თუ გავზრდიდი.ასე რომ სამუდამოდ გერმანიაში გადახვეწა,ჩემს გეგმებში არ იჯდა.
ეკას სურვილით ქორწილი ძალიან მცირე წრეში გადაიხადეს.მხოლოდ ახალგარზდები და რამოდენიმე ნათესავი ვიყავით.პატარძალი სიხარულისგან ბრწყინავდა,გიო კი ისეთი სერიოზული და სიმპათიური იყო,რომ მათი დანახვისას ცრემლები მომადგა.
-ჩემ მსუქანა ცოლს რა ატირებს?-ჩემი გაბრაზება სცადა ნიკოლამ,მაგრამ ამ ჯერად არ გამოუვიდა.
-ნახე რა საყვარლები არიან! მიხარია,რომ ერთმანეთი კვლავ იპოვეს!
-მეც მიხარია საყვარელო,მაგრამ სატირალს მაინც ვერაფერს ვხედავ!-უდარდელად მითხრა და თან ჩემს ყელს წაეტანა.
-სირცხვილია!-ხელი ვკარი და განზე გავდექი-და თუ არ გეტირება,ეგ შენი უგულობის ბრალია!
-იმ დღეს სამზარეულოში სხვა რამეს მეუბნებოდი-გამახსენა ჩვენი ერთ-ერთი ეროტიული სცენა,რომელიც პირადპირ სამზარეულოს მაგიდაზე მოხდა და წამებით გადავრჩით,რადგან ჩავიცვით თუ არა,დედაჩემი მოვიდა სახლში.
-გეყოფა ჩემი გაწითლება!-ამოვიბუზღუნე და ჩვენკენ მომავალი ანანოსკენ გავექანე.
-არ მჯერაა!-შეყვირა ჩვენი დანახვით გაგიჟებულმა და ისე შემომახტა,რომ ლამის წამაქცია.
-ნელა გოგო,ცოლი ორსულად მყავს!-წამოიყვირა ნიკოლამ.
-რაოო?-ამაზე სულ გაგიჟდა ანანო-ეგ როგორ დამიმალე?-გაცეცხლებული მიყურებდა.მე კიდევ გაოცებული ხან ერთს ვუყურებდი,ხან მეორეს.
-გატყუებს გოგო,რა ორსულად.ვერ ხედავ რა ტანზე ვარ?
-გამისკდა გული-ამოისუნთქა ანანომ-სიძე,მაგ ხუმრობის გამო დაისჯები!-თითი დაუქნია და მერე მისკენ გაიქცა,რომ ჩახუტებოდა.
-არ გატყუებ! ორსულადაა!-ისევ უდარდელად ამოილაპარაკა ნიკოლამ.
-ნეტა შენ რა იცი?-ცალი წარბი ავუწიე გაბრაზებულმა.
-ვიცი და დამიჯერე!
-მე რა სულელი ვარ? ბავშვი მიზის მუცელში და ვერ ვგრძნობ?-გაცეცხლებულმა ავხედე.
-ხომ ხედავ,რომ წამში ასჯერ გეცვლება ხასიათი,თან ცოტა მოიმატე კიდეც.პლიუს მარტო შენი პულსაცია აღარ მესმის! მისასაც ვგრძნობ!-თბილად გამიღიმა და მუცელზე ისე მომეფერა,თითქოს იქ მართლაც იჯდა ვინმე.
ქორწილი შესანიშნავად წარიმართა,იმდენი ვიცეკვეთ და ვიმღერეთ მე,ანანომ და ეკამ,რომ ხალხი გაქცევაზე იყო მგონი.ნიკოლა შორიდან მიღიმოდა,მე კი ვერა და ვერ ვაცეკვებდი.
-კაი რაა,მართლა პენსიონერივით იქცევი,წამო ვიცეკვოთ!-ვეხვეწებოდი ნიკოლას,ის კი ბიჭებთან იჯდა და არ ინძრეოდა.
-საყვარელო,იქნებ დაჯდე? ბავშვი ცოდოა!
-აუუუ ნიკოლაა,მეცეკვე,თორემ ვიტირებ ახლა!-ამოვიბუზღუნე და ჩემი მობრეცილი ტუჩები,რომ დაინახა გულმა არ გაუძლო.წყნარი მუსიკა იყო ჩართული,ამიტომ ერთმანეთზე აკრულები ნაზად ვცეკვავდით.ჩემს ზურგზე დაატარებდა თავის ტორებს,მე კი სიამოვნებისგან განაბული ვკრუსუნებდი.
-ასე ნუ შვები!
-ასე როგორ?-გავიკვირვე მე.
-ნუ კრუსუნებ,თორემ ამ რესტორნის საპირფარეშოში მოგვიწევს ძალების გამოცდა!-ვნებიანად გამიღიმა და მაკოცა.
-შენ იდარდე,თორემ მე არაფერი მინდება!-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და კრუსუნი გავაგრძელე.ნიკომაც სულ რამდენიმე წუთი ითმინ და მერე ისე აღმოვჩნდით ერთ-ერთ სააბაზანოში ჩაკეტილები,რომ გონზეც ვერ მოვედი.კიდევ კარგი მუსიკის ხმა ყველაფერს ახშობდა,თორემ ჩემს კვნესას მთელი მაყარი მოისმენდა.საპირფარეშოდან ისეთი აწითლებული გამოვედი,რომ თავი სად წამეღო არ ვიცოდი.
-გოგო რა სახე გაქვს,გეგონება ახალი ნახმარიაო!-იხუმრა ანანომ,მაგრამ ჩემი კიდევ უფრო აწითლებული სახე რომ დაინახა,ყველაფერს მიხვდა და იმხელა ხმაზე აჭიხვინდა,ახლა ნამდვილად მომინდა აქედან აორთქლება.ანანო ჭიხვინებდა,უკნიდან რომ იოანეს ხმა მოგვესმა.
-სიცილი კიდევ ვერ დახვეწე?-ამოილაპარაკ სერიოზული ხმით და ანანომაც წამებში შეწყვიტა სიცილი.ერთ ადგილზე მიყინული,ვერც წინ მიდიოდა და ვერც უკან.
-რძალოო,როგორ ხარ?-მომიკითხა თბილად და ისე ჩამეხუტა ლამის გამჭყლიტა-რას შვებით ტო,ძმიშვილი მინდა და რას ელოდებით?-ამანც ბავშვზე დამიწყო ლაპარაკი,უკვე მართლა დავეჭვდი,ორსულად ხომ არ ვართქო.
-რას იზამ,ძმა გყავს პენსიონერი და ვერ ქაჩავს!-გავიხუმრე,მაგრამ ნიკოც იქვე ყოფილა თურმე.
-საპირფარეშოში არ გაჩერდეო მთხოვდი-ვნებიანად ჩამჩურჩულა და იოანეს გადაეხვია,რომელიც ანანოს აიგნორებდა.ის კი გაშტერებული მე მიყურებდა.
-გოგო გამოფხიზლდი,ისეთი სახე გაქვს,გეგონება მუმია დაინახე!-ჩავჩურჩულე და გონზე მოსაყვანად ცოტა წავჩქმიტე.
როგორც ანანოს და იოანეს ჩხუბის ამბავზე არაფერი გაგვიგია,რატო იჩხუბეს,როდის ან სად,ისე არაფერი გაგვიგია მათ შერიგებაზე.იმ ღამით სად წავიდნენ,რა ილაპარაკეს და რატომ შერიგდნენ სრულიად ბუნდოვანი იყო.
ყველაფერი დალაგდა,ყველა ბედნიერი იყო.გიო და ეკა პირობისამებრ გერმანიაში გადმოვიდნენ ჩვენს მეზობლად,იოანე და ანანო შერიგდნენ და ყველა იოანეს ველოდებოდით,როდის სთხოვდა ჩვენ გოგოს ხელს.მე კი გაგიკვირდებათ და მართლა ოსრულად აღმოვჩნდი.
დასასრლი...
გახსოვდეთ,რომ არ არსებობს ისეთი მჟავე ლიმონი,რომელსაც ტკბილ ლიმონათად ვერ გადააქცევთ...

პ.ს. ბოდიში ასეთი დაგვიანებისთვის,იმედია მაპატიებთ :დდ ბედნიერი ვარ,ყოველივე თქვენგანის გამო,თითოეული ლაიქისთვის და კომენტარისთვის.თქვენი კომენტარები მაძლევს სტიმულს და მხდის ბედნიერს.ამ ისტორიისთ არ მთავრდება ჩემი მოღვაწეობა! ახალი ისტორიას ამჯერად,სანამ ბოლომდე არ დავწერ,არ დავდებ,რომ ესე აღარ გაწვალოთ! ბოლოში მოყვანილ ფრაზას რაც შეეხება,მე არ მეკუთვნის,სადღაც მაქვს გაგონილი და იმდენად მომწონს,რომ არ შემეძლო მისი არგამოყენება . მიყვარხართ და გთხოვთ,არ დაგეზაროთ და გამოხატოთ თქვენი საფინალო კომენტარი ....



№1 სტუმარი manana

კარგი იყო, ველოდებოდი ახალ თავს და საიტის აღდგენასაც, გამიხარდა, რომ დავინახე, საოცარი იყო , იმედია მალე გაგვახარებ ახალი ისტორიით .

 


№2 სტუმარი ani

აუუუუუ დამთავრდა არ მიყვარს ეს დასასრული და რა ვქნა
ნიკოლაზე პირველად ბეერიათქო დავწერე მერე ახალ თავეზე ვინანე ჩემი კომენტარი წარმატებები მოუთმენლად ველი ახალ ისტორიას იქნებ ახლა იოანეს და ანანოს მსგავსი წყვილი შეგექმნა მე არ ჩავერევი შენს საქმეში მხოლოდ ერთს ვიტყვი იმ დასაწყისს ეს დასასრული შეეფერებოდა აი ასე ლელას და მაკოს დამსახურბით 6 ადამიანი გაბედნიერდა
შენი წყალობით მივხვდი რომ სიყვარულისთვის ასაკი მართლაც არ არსებოს ეს ისტორია სამუდამოდ დამჩება გონებაში პირველი 2 თვე თითქმის ყოველდღე ხელ ახლა წავიკითხავ საბოლოოდ კი შევეგუები რომ ისტორია მორჩა მათი ცხოვრება კი გრძელდება მადლობა დიდიდი
ასე რომ შემაყვარე ესენი heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი Firefly

ამ წამს დავამთავრე კითხვა და ვიფიქრე სად ვიყავი აქამდემეთქი :დ ძალიან ბევრი ვიცინე და ვისიამოვნე მოკლედ მომავალში ყურადღებით ვიქნები რომ შენი ნიკი არ გამომეპაროს ! ძალიან მაგარი გოგო ხარ და მადლობა ამხელა სიამოვნებისთვის ♥
--------------------
M.T

 


№4  offline წევრი Ioana

manana
კარგი იყო, ველოდებოდი ახალ თავს და საიტის აღდგენასაც, გამიხარდა, რომ დავინახე, საოცარი იყო , იმედია მალე გაგვახარებ ახალი ისტორიით .


მადლობა ძალიან დიდი heart_eyes heart_eyes

ani
აუუუუუ დამთავრდა არ მიყვარს ეს დასასრული და რა ვქნა
ნიკოლაზე პირველად ბეერიათქო დავწერე მერე ახალ თავეზე ვინანე ჩემი კომენტარი წარმატებები მოუთმენლად ველი ახალ ისტორიას იქნებ ახლა იოანეს და ანანოს მსგავსი წყვილი შეგექმნა მე არ ჩავერევი შენს საქმეში მხოლოდ ერთს ვიტყვი იმ დასაწყისს ეს დასასრული შეეფერებოდა აი ასე ლელას და მაკოს დამსახურბით 6 ადამიანი გაბედნიერდა
შენი წყალობით მივხვდი რომ სიყვარულისთვის ასაკი მართლაც არ არსებოს ეს ისტორია სამუდამოდ დამჩება გონებაში პირველი 2 თვე თითქმის ყოველდღე ხელ ახლა წავიკითხავ საბოლოოდ კი შევეგუები რომ ისტორია მორჩა მათი ცხოვრება კი გრძელდება მადლობა დიდიდი
ასე რომ შემაყვარე ესენი heart_eyes heart_eyes


აუუუ შენ არ იცი,ჩემთვის ყოველი ეს სიტყვა რამდენს ნიშნავს heart_eyes kissing_heart დიდი დიდი მადლობა,ბედნიერი ვარ,რომ ესე შეგაყვარე თითოეული პერსონაჟი და რომ ნიკოლა არც ისეთი ბებერი აღმოჩნდა heart_eyes kissing_heart მალე ახალი და განსხვავებული პერსონაჟებით დავბრუნდები! მიყვარხართ და მადლობა თქვენ,რომ მიტანდით heart_eyes heart_eyes

Firefly
ამ წამს დავამთავრე კითხვა და ვიფიქრე სად ვიყავი აქამდემეთქი :დ ძალიან ბევრი ვიცინე და ვისიამოვნე მოკლედ მომავალში ყურადღებით ვიქნები რომ შენი ნიკი არ გამომეპაროს ! ძალიან მაგარი გოგო ხარ და მადლობა ამხელა სიამოვნებისთვის ♥


მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის heart_eyes ბედნიერებაა დადებითი კომენტარების კითხვა,მიხარია რომ ერთი მკითხველი შემემატა heart_eyes kissing_heart

 


№5  offline წევრი veroo

აი ძალიან მომეწონა ვიხალისე კითხვის დროს საერთო ჯამში კარგი იყო კარგად ქონდა გათვლილი და განვითარებული სიუჟეტი ასე გააგრძელე❤

 


№6  offline წევრი mariam m.k

Mjave da tkbil limonze gamaxsenda chemi ubis chanaxati. (Imdenad mesiamovna rom ravi) ragac magdagvari iyo.magari istoria iyo mis damwertan ertad.

 


№7  offline წევრი Firefly

ხშირად ვკითხულობ ხელახლაა, იმდენად მომწონს და ვერთობი
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent