შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროს თმიანო!(სრულად)


12-03-2018, 23:06
ავტორი bla.ell
ნანახია 3 954

-ჰეი ოქროს თმიანო! მომესმა ხმა ქუჩაში მიმავალს,მაგრამ არ მიმიხედავს უკან,ისე განვაგრძე სიარული.
-ჰეი გოგონი,დაიცადეთ,თქვენი საფულე! ისევ მომესმა ხმა და სიარული შევანელე.ჯიბეები შევამოწმე და რომ მივხვდი ეს ძახილი ჩემი მიმართულებით იყო,უკან მიხედვაც ვიკადრე.
-ძლივს არ მობრუნდით?! ქოშინით მოვარდა,ჩემს წინ მაღალი სილუეტი,მუხლზე ხელები დაიწყო და ამოიხვნეშა.-აი,თქვენი საფულე ოქროს თმიანო!უცნაური ღიმილით ამომხედა,თითქოს ძალა გამომეცალა.დაბნეულმა შევხედე ბიჭის გამოწვდილ ხელს და საფულე იმდენად ნელა გამოვართვი,თავი ინდურ სერიალში მეგონა.
-გმადლობთ!-ოდნავი ღიმილით დავიწიე უკან და გზა გავაგრძელე.
თითები მიკანკალებდა,ვერ ვხვდებოდი რატომ...ჩაფიქრებული მივაბიჯებდი ქუჩაში.რამდენიმე გამვლელს გაუაზრებლად, მხარიც კი გავკარი და ბოდიშიც არ მომიხდია ისე გავეცალე ყველა მათგანს.ვფიქრობდი უცნობზე და მეღიმებოდა. თავი გიჟად ჩავთვალე.1 საათის წინ ხომ,ვიღაც მოხუცი ქალი გამომეკიდა და არ შემეშვა სანამ ხელის გულებზე არ დამიწყო მარჩიელობა,მითხრა რამდენიმე საათში შენს ბედს შეხვდებიო,ძალიან შეგიყვარდებათ ერთმანეთი,კარგი ბედი გიწერია და არ გაუშვა ხელიდანო,გამეცინა ვიფიქრე რა ბედი რის ბედი,ეს ქალი შეშლილია-მეთქი და სწრაფად გავეცალე მარჩიელს,ცოტა შეშინებული...ახლა კი გაოგნებულმა არც კი ვიცი რა ვიფიქრო.თუმცა რა უნდა ვიფიქრო უკვე მოვედი დანიშნულების ადგილას.დღეს გამოცდაა,ოხ ეს საშინელი დღე.
მეთორმეტე კლასში ვარ,უფროსწორად ვამთავრებ,დღეს მათემატიკის გამოცდააა,ბოლო გამოცდა.დარწმუნებული ვარ ჩავაბარებ,მათემატიკა ხომ ძალიან კარგად ვიცი(ამაყად ვიღიმი)
-იანა გოგელიძე,შენი ჯერია აბა წარმატებას გისურვებ საყვარელო!-დირექტორმა თბილი ღიმილით დამასაჩუქრა და მეც მეტად პოზიტიური განწყობით შევაბიჯე ოთახში, სადაც,გამოცდების "საშინელი სუნი" ტრიალებდა,დაზაფრული სახეებით ისხნენ კომპიუტერებთან,გახევებულები და თვალებდაჭყეტილები უყურებდნენ მონიტორს.დავინახე ჩემს ონდავ წინ,როგორი შეშინებული გოგონა იჯდა და დახმარების სურვილმა მძლია.
-ფს,ჰეი მანდ "გ" სწორი.გოგონამ ვერც კი გამოიხედა მაგრამ, დავინახე როგორ გაეღიმა და სწორ პასუხზე დაჭირა. მეც შევუდექი წერას და მაგალითების გამოყვანას,ხანდახან გავხედავდი გოგონას და დამკვირვებლის უჩუმრად, მინიშნებებს ვაძლევდი.
საბოლოოდ ორივეს მონიტორზე ერთი და იგივე რომ,დავინახე,მივხვდი ჩემზე ბედნიერი არ იყო ამ წამს არავინ.ბედნიერი ღიმილით გავედი დერეფანში და გახარებული გადავეხვიე დირექტორ მერის.
-ჩავაბარეეე მას!
-ჩემი ჭკვიანი გოგო ეჭვიც არ მეპარებოდა.-როგორც ჩვევია ისეთი ღიმილი მომაგება,მერე კი იმ გოგონასკენ მიბრუნდა
-შენ?!აბა რა ქენი ჩემო საყვარელო?!
-ჩავაბარე.-სიხარულით წარმოთქვა და საყვარლად გამიღიმა.
-მადლობა!-მომესმა ზურგს უკან ხმა.
-რის მადლობა სულელო! გავუცინე და მხაზე ჩამოვეყრდენი.-აბა რა მქვიაო?!
-ემილიი,შენ?
-მე იანა,სასიამოვნოა ასეთი საყვარელი გოგონას გაცნობა!გავეკრიჭე და ხელმკლავი გამოვდე.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა იანა!არ გინდა სადმე ყავაზე დავჯდეთ?
-აუუ ახლა სიამოვნებით მივირთმევდი ყავას და ხილის ნამცხვარსაც!-დავიწუწუნე და ორივე სკოლის გასასვლელისკენ გავემართეთ.
-მჰჰჰ რა კარგი ჰაერია!დაიყვირა ემილიმ და სიცილით ჩავირბინეთ კიბეები.დღევანდელი ინციდენტის ადგილას რომ მოგვიწია გავლა,გული ისევ,ისე ამიჩქარდა და ემილის მკლავებს კიდევ უფრო ჩავებღაუჭე.
-იანა ფბ-ზე როგორ მოგძებნო?-სიჩუმე და დაძაბულობა ემილიმ დაარღვია.
-იანა გოგელიძე.ასე ვარ,შენ რა გვარის ხარ?
-ემილი ხურციძე! და ან ძმა გყავს?!
-არაა,დედისერთა ვარ,მშობლები ბათუმში ცხოვრობენ,მე აქ ბებიასთან ვცხოვრობ.-ტუჩების ჭამას მოვყევი და თვალების დაუხამხამებლად გავეცი პასუხი.-შენ გყავს?!
-არა არც მე მყავს,მეც დედის ერთა ვარ და მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. როგორც იქნა,მივაღწიეთ ბარში,ყველაზე მყუდრო კუთხე ავირჩიეთ და დაველოდეთ როდის მოვიდოდა მიმტანი.
-გამარჯობა,გოგონებო რას მიირთმევთ?!
-ორი ყავა და ხილის ნამცხვარი თუ შეიძლება!ღიმილით მიუგო მიმტანს.
-კარგით,სხვა არაფერი ხომ?!
-არა გმადლობთ! დაასრულა საუბარი და მე მომიბრუნდა.
-მეგობრები?!
-ჰმმ..მეგობრებიი?!-უხერხულად გავიღიმე.-მეგობრები არ მყავს,არ აღმოჩნდა არავინ ნამდვილი სამწუხაროდ...
-ჰმ..არაუშავს მაშინ მე ვიქნები შენი კარგი მეგობარი,ნებას დამრთავ?!როგორც ყოველთვის პოზიტივით სავსემ გამიღიმა და მეც გამაღიმა.
-რატომაც არა!ძალიან კარგი.
-ისე და კითხვა მაქვს...-სიტყვის დასრულება არ აცადეს ვიღაც ორი ბიჭი რომ მოგვადგა მაგიდასთან.
-ემილი გოგოოო აქ რა გინდაა?!როგორ მომენატრე!სკამიდან წამომხტარი ემილი და ვიღაც უცნობი ბიჭი კარგა ხნის უნახავებივით გადაეხვივნენ ერთმანეთს.
-როგორ მომენატრე!-ცრემლები ჩამოცვივდა ემილის და ბიჭს კიდევ უფრო შემოხვია მკლავები.
თაველები მეორე უცნობისკენ გავაპარე და ადგილზე გავშრი,აშკარად იმდენად დამეტყო სახეზე გაკვირვება რომ,შეამჩნია და ტუჩის კუთხეში გაპარულ ღიმილსაც მისწვდა ჩემი მზერა.
-ეს...ეს...ჩავიბუტბუტე ჩემთვის დაბნეულმა და სკამიდან წამოვდექი,აფორიაქებული და შეცბუნებული.-უკაცრავად,ემილი მე წავალ კარგი? ბოდიშის მოხდით.უხერხულად გავიღიმე,ჩანთა მხარზე გადავიკიდე და სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე კაფე.
-ღმერთო?!ეს რაიყო? არ მჯერა! არ მჯერაა! ვბუტბუტებდი და თვალების ცეცებით მივაბიჯებდი,სახლისკენ.მესამე სართულამდე კიბეები,ისე ავირბინე არც კი მახსოვს ეგ მომენტები.სახლში შევედი,ფანჯრები დავაღე და ოთახში სიმარტოვე გავანიავე.იქვე დივანზე დავემხე და ამოვიფრუტუნე.
-რა დამემართაა?! ან ის ბიჭი ვინ იყო,ემილის ასე,რომ აეტირა მისი დანახვისას ან ეს უცნობი ვინაა...ნოუთბუქი გამოვიტანე ოთახიდან,დღეს დედამ ბარათით ფული გადმომიგზავნა და სასუსნავები და საჭმელი ვიყიდე ჰოდა,ისინიც მაგიდაზე დავიწყვე,მუსიკების მოძებნა დავიწყე.ფბ გვერდზეც შევირბინე,დამატებები გადავამოწმე და ემილის გამოგზავნილ მეგობრობას დასტურიც მივეცი.ცოტახანში შეტყობინების ხმაც გაისმა,ემილი იყო
:ემილი:
-ჰეი აქ ხარ?
:მე:
-კიი რახდება?!
:ემილი:
-გოგო სად გაიქეცი დღეს?რამე მოხდა?!
:მე:
-შენი ნომერი მომეცი და ხვალ სადმე გავიდეთ და გეტყვი არ მიყვარს ეგეთ ამბებზე აქ საუბარი:*
:ემილი:
-ო.ო ნეტავ რა არის,აუუუ იცი როგორ მიხარია შენი გაცნობა<3
:მე:
-მეც ძალიან მიხარია.555-55-55-55.ეს ჩემი ნომერია,ზარი გამოუშვი და ჩავიწერ.
:ემილი:
-კარგიიი ახლავე...
რამდენიმე წამში ზარი შემოვიდა,გავთიშე და ჩავიწერე ემილის ნომერიც.
:მე:
-კარგი ემი მე უნდა გავიდე,ძილინებისა.
:ემილი:
-კარგი საყვარელო მიდი და ხვალ შეგეხმიანები გავიდეთ სადმე და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი,დღევანდელ ამბავზეც გიამბობ...
მე:კარგიი<3-ჩატი ჩავხურე და მუსიკები ჩავრთე,მელანქოლიურ ხასიათზე მყოფს,ისე ჩამეძინა ვერც კი გავიაზრე.დილით წელის ტკივილმა შემაწუხა და თვალები ვჭყიტე.
-ოუ არა რაა!ჯანდაბა ისევ აქ ჩამძინებია.კომპიუტერი გვერდით გადავდე და ბარბაცით,წავედი სააბაზანოში,მერე კი მისაღებში იატაკზე გავიშოტე და ზოზინით დავიწყე ვარჯიში,უკვე ენერგიაზე მოსულმა საბოლოოდ დავასრულე ვარჯიშიც, მოვემზადე და ემილისთან გადავრეკე.
-ემიიი ასე პირველზე გაწყობს?!
-კი გოგო,ისევ იქ?
-ისევ იქ!
-კარგიი!-ყურმილში კოცნის ხმა გამოსცა და გაითიშა.
სახლის კარი კარგად ჩავკეტე და კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე,რომ წესიერი ჰაერი ჩამესუნთქა.
-ლა ლა ლაა...წავიღიღინე რაღაც უცნობი მელოდია, მოწმენდილ ცას გავუღიმე და გზა კარგი ამინდით გახარებულმა გავაგრძელე.როდესაც მობილურზე დაფარული ნომრიდან შეტყობინება მოვიდა.
"როგორც ჩანს კარგ ხასიათზე ხარ"
მობილურის ეკრანს კარგად ვერ ვხედავდი და ხელი ავიფარე კარგად რომ წამეკითხა,უცებ შევანელე ნაბიჯები და ტერიტორია მოვათვალიერე,ნაცნობი ან უცნაური გამომეტყველებით ვერავინ შევნიშნე,ამ ყველაფრით აფორიაქებულმა, მხრები ავიჩეჩე და ნელი ნაბიჯებით წავედი წინ.
-ჰეი ოქროს თმიანო!...მეჩვენება თუ ეს ის ხმააა,იანა გეჩვენება გზა განაგრძე ხომ ხედავ უკვე ჰალუცინაციები გაქვს,გავიფიქრე თუ არა,მხარზე შეხება ვიგრძენი და შეშინებულმა ავიქნიე მხარი და გაოცებით ავხედე სილუეტს, რომელიც გაკვირვებული მიყურებდა მე კი უკვე მის თვალებში ჩაძირულს გული კიდევ უფრო ამიჩქარდა.
-ისევ შენ?!-ნერვიულად გადავისვი თავზე ხელი და გამშრალი ტუჩები ენით გავისველე,დავინახე მზერა წამით ტუჩებისკენ,როგორ გაეპარა და ისევ თვალებს დაუბრუნდა.
-დიდი ხნით უნდა იდგე,ეგრე უცნაური გამომეტყველებით?!- ლამაზად გამიღიმა,ისე ლამაზად რომ ვერავის ღიმილი შეედრებოდა მისას.
-იცი...მე...
-კარგი რა იყო ასე შეგაშინე?
-არა,არა უბრალოდ დავიბენი.
-რაო?!-ღიმილის შეკავებას ეცადა მაგრამ აშკარად არ გამოუვიდა.
-არაფერი,ბოდიში უნდა წავიდე.
-საით?!-არ მეგონა ამ კითხვას თუ დამისვამდა,თუმცა იმდენად დამაბნია,ვერ გავიაზრე რას ვპასუხობდი.
-უნდა გავისეირნო.-ჯანდაბა იანა რა გჭირს?!რა "აჩოტები" მოგინდა შემომძახა ალტერ ეგომ.-მოკეტე და დადუმდი მანდ! ჩავძახე მეც და გავიაზრე ამ ფიქრებში უკვე,მასთან ერთად რომ მივსეირნობდი.
-რა გქვია?!
-იანა შენ?!
-იანა...იანა...დაიჩურჩულა თავისთვის. -მე ლევანი,მქვია!
-კარგი ლევან სასიამოვნოა შენი გაცნობა.-როგორც უხერხულ სიტუაციებში მჩვევია,ისე გავიცინე და ნეკა თითის წვალება დავიწყე თითებით.
-ჰმმ ჩემთვისაც.-თვალები მიელულა,თითქოს რაღაც სასიამოვნო ეჩვენებოდა და აღარ უნდოდა გამოფხიზლება.
-რას აკეთებ?!-გულიანად გამეცინა მის ამ საქციელზე და გაუცნობიერებლად მხარი გავკარი,დიდი ხნის ნაცნობივით. -უუფს ეს არ მინდოდა,უბრალოდ დამავიწყდა რომ არ გიცნობ!
-კარგი რა,ღადაობ?!მერე რაა...
-ჰო რავი.-მხრები ავიჩეჩე და თავ დახრილმა ნაბიჯების თვლა დავიწყე ფიქრების შესაცვლელად.
-ისე და ემილის საიდან იცნობ?!
-ემილის?!.-ამ ადამიანის ხსენებაზე ღიმილით ავხედე ლევანს. -ემილი გუშინ გავიცანი ბოლო გამოცდაზე,მათემატიკის.
-ჰოო?! მეც გამიკვირდა აქამდე არასოდეს მინახავს და ახლა ასე მოულოდნელად საიდან დაემთხვა და აქ გადამეყარა მეთქი.-ამჯერად შევატყვე სვანაირად გაიღიმა, თითქოს აფორიაქდაო და თითების დატკაცუნებას მოყვა.
-შენ წარმოიდგინე და შეიძლება მე უფრო გაკვირვებული დავრჩი შენი იქ ხილვით.-სიცილით მივუგე მეც,ის კი ღიმილით მაკვირდებოდა,მის ამ ქცევაზე ლოყები გამიწითლდა სირცხვილისგან.არ მინდოდა დაენახა, გამოხედვაზე როგორ მომედო ალმური,ამიტომ თავი დავხარე და ისევ ნაბიჯების თვლა გავაგრძელე. -და შენ საიდან იცნობ ემილის?!-უხერხული სიჩუმის დარღვევა მე ვცადე და საკუთარი თავის,თავადვე გამიკვირდა.
-ემილის ჩემი ძმისგან ვიცნობ.
ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ,მერე ჩემი სულელი ძმა საზღვარგარეთ წავიდა...მიზეზს კი მერე გეტყვი.გამეკრიჭა.
-ეს რას ნიშნავს ანუ კიდევ შევხვდებით?!.-თვალებ დაწვრილებულმა ავხედე.
-ჰმ.არ გინდა კიდევ შევხვდეთ?
-არა ეგ არ მიგულისხმია სულელო.კარგი ჩათვალე არაფერი მითქვამს. თითებით ვანიშნე თითქოს ტუჩები ელვით შევიკარი.
-რა ვარ? ღიმილით გამომხედა.
-რა ხარ?! -ჯერ გავიკვირვე და მერე გავიაზრე რაც ვთქვი. -სულელი!რა იყო არ მოგწონს სიმართლეს რომ გეუბნებიან?
-ჰაჰ არა უბრალოდ ეგეც კი ისე საყვარლად თქვი,კინაღამ დაგეთანხმე.
-ალო!გისმენ ემი.-სწრაფად ვუპასუხე ტელეფონს. -აჰამ...ჰო...არა ლევანთან ერთად მოვსეირნობ...კარგი ჰოო...აბა როდის?...აჰ კარგი კარგი ესეიგი ორ საათში...კარგი ემი დროებით...ტელეფონი გავთიშე და საწყალი თვალებით ავხედე ყურებამდე გაღიმებულ ლევანს.
-რაო ემიმ?!
-აწი უნდა მოსულიყო წესით მაგრამ შენმა ძმამ დაურეკა და იქ წავიდა ამიტომ ორ საათში შევხვდებით.
-აჰ გასაგებია...ჩაიბურტყუნა და ჩუმად ჩაიცინა თითქოს ვერ შევამჩნევდი.
-რა თქვი?!
-არაფერი,წამო რა იმ კაფეში დავჯდეთ გუშინ რომ ვიყავით.
-კარგი.
კარები გააღო და წინ გამიშვა.ამჯერად გუშინდელი ადგილი დაკავებული იყო და სხვა მაგიდასთან მოგვიწია დასხდომა.
-რა შევუკვეთოთ?!
-მე ხილის ნამცხვარი და რძიანი ყავა მინდა.
-ჰმმ!გემოვნებაში ზედმეტად ნუ დამემსგავსები!წარბები სიცილით აათამაშა და მიმტანს ორი რძიანი ყავა და ხილის ნამცხვარი შეუკვეთა,მე კი ვუყურებდი და გულში დარტყმები უფრო ძლიერდებოდა...
-ჰეი სად დაფრინავ?
-აჰმ...უბრალოდ ჩავფიქრდი...ჩვენს შორის ჩამდგარი დუმილი ვიღაც, გოგონამ დაარღვია.
-ლევიიი!ბიჭო რა დაგემართა დღეს?!მარტო რომ მიმაგდე შუა გზაში?!ეგრე შეიძლება?!-წიკვინებდა ვიღაც ლამაზი მაგრამ აშკარად ჭკუანაკლული გოგონა. -ან ეს გოგო ვინ არის?!.-საჩვენებელი თითი ჩემსკენ მოაბრუნა და წარბები მაღლა აქაჩა.
-უკაცრავად?!მაგ თითს თავის ადგილას თუ დააბრუნებ უკეთესს იზამ და გაითვალისწინე თითის გაშვერა უზრდელობაა!...იანა?!ეს შენ იყავი თუ მომეჩვენა?!საიდან ამხელა სარკაზმი?!ამომძახა ალტერ ეგომ,მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
-მოკეტე რა!როგორც მინდა ისე მოვიქცევი,საღეჭი რეზინის კმაჭუნით ლამის ყბა ამოიგდო.
-რამე მოშვებული მაქვს მოსაკეტი რომ დაინახე?!-მკაცრი გამომეტყველება დავიყენე და ცალ წარბაწეულმა ავხედე და ხელები ერთმანეთზე დავიწყვე.ამაზე ლევანს ჩაეცინა და მას ახედა,არ ჩაერია აშკარად ძალიან დაინტერესდა ჩვენი დიალოგით.
-აუ ეს გაუნათლებელი სად ნახეთ?!-აი ამ სიტყვებზე სიცილი ნამდვილად ვერ შევიკავე ჯერ ფხუკუნი ამივარდა შემდეგ კი ხმამაღალი სიცილი ამიტყდა,ლევანი კი გადაწითლებულიყო სახეზე და ბოლოს მასაც აუტყდა ჩემთან ერთად სიცილი,იმდენი ვიცინეთ რომ ბოლოს ამ გოგოს გვერდით ამ კაფის უფროსიც აგვესვეტა
-უკაცრავად,მაგრამ აქ მოსულ სხვა დანარჩენებს აწუხებთ!ან გარეთ გაბრძანდით ან დამშვიდდით!-ვერც ამ ახმახმა გვიშველა,უკვე ერთმანეთის სიცილზე გვეცინებოდა და ბოლოს ქუჩაში როგორ აღმოვჩნდით აღარ გვახსოვს მხოლოდ მაშინ შევწყვიტე სიცილი როცა ფეხი ამოვარდნილ ფილას წამოვკარი შარვალს ვინღა უყურებდა, მუხლები გადამეყვლიფა.
-მწ ჯანდაბააა ახლა ვიტირეეებ!ფფუუხ...თვალებში ცრემლები ჩამიდგა სიმწრისგან.
ამაზე ლევანისაც შეეცვალა გამომეტყველება,მოვარდა და ხელში ამიტაცა მერე კი იქვე მდგარ ძელ სკამზე გამაწვინა.
-ძალიან გეტკინა?საწყლად ამომხედა,გეგონება თვითონ წამაქცია და ნანობსო.
-აუ სული შემიბერე გთხოოვ! სიმწრით ამოვიხავლე და სახე დამემანჭა.დასისხლიანებული მუხლის ირგვლივ თითები მაგრად დავაჭირე,ტკივილის შემცირების მიზნით.ლევანი ფრთხილად დაიხარა და მუხლებზე სულის შებერვა დაიწყო.
-კარგი დამშვიდდი ქორწილამდე გაგივლის!ღიმილით მითხრა ისე,რომ ჩემკენ არც კი გამოუხედავს და ისევ სულის შებერვა განაგრძო.
-კაი,მართლაა?!კიარ ვიცოდი.ტკივილისგან დაბოხებული ხმით წარმოვთქვი და გავიცინე.წამოწეული თავი ისევ სკამზე დავაბრუნე და მოწმენდილ ცას ავხედე.ბარძაყებზე ხელის შეხება რომ ვიგრძენი ჟრუანტელმა დამიარა.
-რა ცხელი ხელები გაქვს,გავთბი.
-შენ გაქვს სამაგიეროდ ძალიან გაყინული ხელები.
-ეეე ერთი ამას დამიხედეთ?!გული მაქვს თბილი სამაგიეროდ!
-ჰოო?!და რამ გაგითბო?-ალმაცერად ამომხედა და ფეხზე მასაჟის კეთება დაიწყო რომ დაბუჟება გაექრო.
-თავიდანვე ასეთი თბილი მქონდა საძაგელოო.-სიცილით ვკარი მხარზე ხელი.
-მატყუებ!
-არაა!
-კი
-არა!
-კი მეთქი და ვსო!ამაყად აწია თავი.
-კარგი ჰოოო დამშვიდდი!ვინაა რა ეს ჯინიანი,უხ.გაბუსხულმა ჩემთვის ჩავიბუტბუტე.
-მესმის!-სიცილით დამეხმარა წამოდგომაში.
-გესმოდეს მერე,ხომ არ გამილანძღიხარ! მეც ავყევი სიცილში და გზა კოჭლობით გავაგრძელე.
-მოდი დამეყრდენი სულელო!ვერ ხედავ რომ წვალობ?!
-ნწ!ჩემით წამოვალ!თავი ამაყად ავწიე და თვალის დახამხამებაში ვერც გავიაზრე ისე წამოვკარი ქვას ფეხი,რომ არა ლევანი ალბათ მეორე მუხლიც იგივე დღეში მექნებოდა როგორშიც პირველი.
-აი ჯიუტი თხა!სიცილით თქვა,მე კი ლამის მესამედაც გავწოლილიყავი მისი ხელების გამო,რომელიც წელზე შემოეხვია.გულის პულსი მერამდენედ დამირღვია უკვე ვეღარ ვითვლი რა უნდა რას მერჩის,ხომ ვიყავი არა ჩემთვის ლამაზად.
-კარგი ჰოო ნუ დამცინიი!-დავიწუწუნე,მკლავი მკლავში გავუყარე და ბაჯბაჯით ავედევნე.
-კარგი.სახლში წაგიყვან ჯობია და ემილის უთხარი იქ მოგაკითხოს აბა,ასე სად უნდა იარო?!
-მართალი ხარ!
-შენ სადაც შემხვდი იქ სადმე ახლოს ცხოვრობ?
-მმ ასე თხუთმეტი წუთის სავალზე ვარ მაქედან.
-კარგი მაშინ სადაც გნახე იქვეა ჩემი მანქანა და იქ მივიდეთ მანქანით მიგიყვან!
-კარგი ლეო!
-რა დამიძახე?!
-ლეო!არ გიყვარს ასე რომ გეძახიან?!
-არც მეძახიან!მემგონი პირველი ხარ ვინც ასე მომმართავს!და მომწონს...-ხმამაღლა ამოისუნთქა და თვალებ მოჭუტულმა ახედა ცას.
-ძალიანაც კარგი!ვოტ რაღაცაში უკვე პირველი ვარ.

***
-შემოდი,თუ საქმე არ გაქვს ცოტახნით დარჩი.კორპუსის სადარბაზოსთან გავჩერდი და მივიწვიე.
-არა არ შეგაწუხებ!
-არ შემაწუხებ შემოდი,თან ვილაპარაკოთ.
-ჰმმ რაზე?!იდეა გაქვს? კარგი თემა მოიფიქრე? თუ უნდა შემიტყუო და ძალა უნდა იხმარო ჩემზე?!-წრიპინით დაიწყო სულელობები და მეც ამიყოლია სიცილში.-კარგი ჰო გეწვევით ქალბატონო იანა!
-დიდ პატივს დამდებთ!გავეკრიჭე.

***
-ის გოგო ვინ იყო?!ჩაის ვასხამდი ჭიქებში,როცა ჩემს ბაგეებს ეს კითხვა წამოსცდა...არ ვიცი რა დამემართა,უბრალოდ იმდენი ვიფიქრე ვინ იყო რომ დაღლილმა კითხვა გადავწყვიტე.
-რაიყო ასე რატომ დაგაინტერესა?! ამაზე ფიქრობდი?! წარბები ამითამაშა,გვერდულად გამიღიმა და მკლავზე ჩამომისვა ხელი,მე კი ემოციებისგან კანკალმა ამიტანა,რაც დაუფარავი გახდა იმიტომ,რომ ხელში ჩაით სავსე ჭიკა მეკავა,რომელიც მოულოდნელად ფეხზე გადავასხი.
-აუ! ერთი ამოიხვნეშა და წამოფრინდა,გაუაზრებლად დაიწყო წინ და უკან ბორიალი.
-ჯანდაბა! შევკივლე,მკლავში ვტაცე ხელი და სააბაზანოსკენ წავიყვანე,ცივი წყალი მოვუშვი და დუში დამწვრობისკენ გავიშვირე.
-აჰ!ამის დედაც რა მწარეა!-ოდნავ ხმამაღლა წამოიყვირა და თავი უკან გადააგდო.
-მაპატიე...მაპატიე რა სულელი ვარ აუ...-მის შემხედვარეს ცრემლები ჩამომცვივდა...ამ ხმაზე თავი წამოწია და ჩემი სახე რომ დაინახა,გაშეშდა მიყურებდა,მე კი უკვე ხმამაღლა ვტიროდი.
-გაჩუმდი გოგო!რა გატირებს გაგიჟდი!-ხელები მხრებზე მომიჭირა და შემანჯღრია,მე კი ტირილს ვაგრძელებდი.დუში ისევ მისი ფეხისკენ მქონდა გაწეული და აბაზანის იატაკიც ტბად იქცა.თვალები დავხუჭე და ნერვებისგან ისევ გავაგრძელე ტირილი.
-გაჩუმდი თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ!-გამიმეორა ისევ და რომ არ მივაქციე ყურადღება,თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი,მოულოდნელად აღმოჩნდა ჩემთან ახლოს.ტუჩებზე სითბო მომედო,მისი ბაგეები ჩემს ბაგეებს ეხებოდნენ. მე სრულიად უმოძრაოდ ვიდექი,გული ლამის ამომივარდა,თვალები მიმელულა,ვერ ვმოძრაობდი უმოქმედო გავხდი,თითქოს ძალა გამომეცალა.ხელები სახეზე დამაწყო და სრულიად გაუცნობიერებლად ამ კოცნას მეც ავყევი,ჰო მეც!ამ სითავხედეს ავყევი,ნელ-ნელა ხელები ქვემოთ ჩააცურა და წელზე შემომხვია,ჩემი უმოქმედო ხელებიც აყვა და ინსტიქტურად მის თმებში აიხლართა.სუნთქვაგახშირებული მომშორდა და ღიმილით გაილოკა ტუჩები.
-ახლა ხომ გაჩუმდი?!შენი ტელეფონი აფეთქდა არ გინდა უპასუხო?!-ღიმილით მიყურებდა,გაშეშებულს,ხმამაღლა რომ ვსუნთქავდი.
-ემილი!-დავიყვირე და კოჭლობით გავიქეცი მისაღებისკენ. -მანამდე ჭავლი გადაკეტე რა!-შევძახე მისაღებიდან და ტელეფონს ვუპასუხე.-ჰო ემი...კი სახლში ვარ...დღეს თუ ვერა მაშინ ხვალ რავი კი მცალია როცა გინდა...მართლააა?!რა მაგარია ხვალ მომიყევი...კარგი ემი...ხვალამდე...მეც.ტელეფონი გავთიშე და რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ამბის გახსენებისას აჩქარებულ გულზე ხელი მივიჭირე და ნელი ნაბიჯებით დავიძარი სააბაზანოსკენ.თუმცა აღარ დამხვდა...გულში რაღაც ჩამწყდა თითქოს,ასე რომ წავიდა.გაბუტულმა გადავკეტე კარები,პირსახოცი მხარზე გადავიდე და სააბაზანოს მივაშურე.უამრავს ვფიქრობდი,ვფიქრობდი ჩემ პირველ კოცნაზე რომელიც ასეთ სიტუაციაში არ წამომედგინა და მითუმეტეს იმ ადამიანთან რომელსაც კარგად არც კი ვიცნობ...რა უცნაურია,თუმცა სასიამოვნო...ტკბილი ტუჩები,გახსენებაც კი როგორ მიჩქარებს პულსს როგორ გავძელი ისე რომ გული არ გამიჩერდა და იქვე არ მოკვდი მისი სიახლოვისას.შეიძლება ადამიანი მთლიანობაში ორი დღეც კი არ გენახოს და მასზე ფიქრის დროსაც ასეთ დღეში ვარდებოდე.-მგონი გაგიჟდი! ამომძახა ალტერ ეგომ და თბილ საწოლში შეწოლილს ძილმაც მტაცა ხელი...

***
-ჰოდა მერე?!-გაოცებით შევხედე ემილის.
-ჰოდა არ ვიცი,ეს ცალმხრივი სიყვარული...მას დასავით ვუყვარვარ მე კი...მე კი უკვე გავაფრინო ლამის...მეგონა დავივიწყე ბექა!მაგრამ ჩამოვიდა და ისევ ამრია!-თვალებამღვრეულმა შემომხედა და თავი დახარა.
-არ იტირო რა!გთხოვ!-მხარზე მოვუჭირე ხელი.
-კარგი!ვსო არ ვიტირებ!-თველებზე შერჩენილი ცრემლები მოიწმინდა და მე მომიბრუნდა. -შენ ის მითხარი ლევანისთან რატომ ან საიდან იყავი?!ან საიდან იცნობ?!ან რატომ გაიქეცი მოკლედ დაფქვი ახლა ყველაფერი!
-დამშვიდდი გოგო რა იყო გეტყვი!-სიცილით მივკარი ხელი.
მერე კი ყველაფერი მოვუყევი რაც ამ დღეებში მოხდა,მარჩიელის ამბის ჩათვლით და გაოცებული ემილის სახის დანახვისას უხერხულად გავიცინე და ფეხსაცმელს დავაჩერდი.
-ვერ გავიგე!რა ხდება გოგოო!მოიცა იმ მარჩიელმა გამოდის ლევანზე გითხრა?!
-ჰოო რავი იქნებ არა და უბრალოდ დაემთხვა.
-ის გოგო ვინაა არ იცი ანუ ჯერ?!
-რავი იქნებ ნაშაა!გარეგნობა და ჭკუა მეტს არ მოასწავლებდა მისგან.
-ჰო ისე შეილება კი!-გაიცინა და მოსეირნე ხალხს გააყოლა თვალი. -ისე ლევანი კარგი ბიჭია!-დუმილი ისევ ემილიმ დაარღვია და მომაჩერდა.
-კარგი რააა!ხელი ავიქნიე და აჭარხლებული სახის დასაფარად თავი დავხარე და ქერა თმები ჩამოვიყარე.
-რაიყო არ მოგწონს?!-მხარი მომკრა და წარბები ამითამაშა.
-ოუ კარგი რააა!ნუ მეუბნები ეგეთეებს!-წუწუნით გავიცინე და ფეხზე წამოვდექი. -ადე ხო დაისვენე!გავაგრძელოთ რა ბოდიალი!
-კაი ჰოო!-წამოდგა და გვერდში ამომიდგა.
-აქიდან ჩემთან წავიდეთ რა!
-სულ დამავიწყდა მარტო რო ცხორობ!აუ დღეს შენთან დავრჩე?!
-რა სულელი ვარ ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე კარგი იდეააა!-იდეით გახარებულმა ცეკვა დავიწყე შუა ქუჩაში.
-კარგი გაჩერდი გოგო სირცხვილია!-სიცილით მომქაჩა მკლავზე.
-მიდი დაურეკე შენებს!
-აჰამ კაი!...ხმა დიქტოფონზე ჩართო და დაელოდა როდის უპასუხებდა დედამისი. -ალო დეე...დღეს დაქალთან დავრჩები კაი?!...არა უნდა შევაწუხო!...კაი რაა მერე...დედა გეყო რააა!...-დაიბუზღუნა და ჩურჩულით მითხრა გადამოწმება უნდა ვისთან ვარო.ყურმილი მომაწოდა.
-რა ქვია?!-ჩურვულით ვკითხე.
-ნანი.
-ალო!ქალბატონო ნანი გამარჯობაა!...დიახ ემი დღეს ჩემთან დარჩება რა!...არა რა სისულელეა რატომ უნდა შემაწუხოს...არა ნუ ღელავთ...კარგით,გმადლობთ,კარგად ბრძანდებოდეთ!-ღიმილით გავთიშე ტელე და ემის მივუბრუნდი. -აჰააა კიო!
-იეეეს მაგარია!ხელები გაშალა და წამოიყვირა.
-იოო!დღეს კარგად გავერთობით!აუ სიმღერებს ჩავრთავ და ვიქაჯოთ!სიცილი დავიწყე და უკან ჩამოტოვებული ბიჭების სტვენა დავაიგნორეთ.
-ჰეი ლამაზებო!-გაისმა შეძახილიც,მაგრამ უკან მოუხედავად გავაგრძელეთ სიარული.
გავიგეთ როგორ აგვედევნა ერთი!
-საღამოობით ქუჩაში ასეთი ლამაზები რატომ დადიან?!გაისმა მეორე ხმაც.
-აუ იანა რა ვქნათ?!
-არ ვიცი!
-ესენი არ მოგვშორდებიან!
-კარგი რა პრობლემაა მოგვშორდებიან!მოულოდნელად მოვქაჩე მკლავზე და წინ მიმავალ ორ ბიჭს მივუახლოვდით.
-მიდი შენ მეორე მხრიდან!-მივედით და ორივე მხრიდან ხელი მკლავში გავუყარეთ.
-ამდენი ხანია გეძებთ კარგით რააა რას ბავშვობთ!-ვითომ გაბრაზებულმა დავიწუწუნე და თავი მხარზე ჩამოვადე.ბიჭები აშკარად მიხვდნენ რაღაცაში იყო საქმე და უკან მიიხედეს.
-წავიდნენ?!-მხრებიდან თავი წამოვწიე და ჩუმად დავიჩურჩულე.
-კი!-ღიმილით,ვითომ ჩურჩულით მითხრა და ორივეს სიცილი აგვიტყდა.მერე კი გვერდით მდგარ უცნობს და ემილის გავხედეთ.უკვე სიტუაციაში გარკევული რაღაცეებს დასცინოდა ემის და ემილი გაბუტული უყურებდა.
-კაი რა ეგრე ლამაზიც არ ხარ! არ აგეკიდებოდნენ,უბრალოდ გინდოდა ჩემნაირი ბიჭის დაკერვა და გამოსავალი იპოვე.წარბები აუთამაშა,რაზეც გულიანად გაგვეცინა ოთხივეს.
-აბა ზურგიდან ისეთი სიმპათიური ჩანდი რომ გავგიჟდი რაა,პირდაპირ ის ვიფიქრე ეს ბიჭი ჩემი უნდა გახდეს მეთქი!-დაეჭყანა ემი.
-კარგი ბიჭებო!მადლობა რომ დაგვეხმარეთ,ახლა წავალთ არ შეგაწუხებთ!
-აუ დარჩით რაა!ასე კაი ბავშვებს გაგიშვებთ ახლა?!მაინც ვსეირნობთ და ბარემ ერთად ვიყოთ ვატყობ ჩვენნაირი მეგობრები არ გაწყენთ!კიდევ რომ აგეკიდოთ ვინმე?!ყველგან ჩვენნაირი ლამაზი და წესიერი ბიჭები კიარ შეგხვდებათ!ჰო მართლა მე ლუკა მქვია-ახარხარდა ჩემს გვერდით მყოფი.-ეს კიდევ გიოა თქვენ რა გქვიათ?!
-მე იანა მას კიდევ ემილი!
-საიამოვნოა თქვენი გაცნობა!
-დაგვეკრიჭა ლუკა!-აშარად ეტყობოდა ამ ბიჭს პოზიტივი, რომ იყო.გიოც არანაკლები,უბრალოდ ცოტა სარკაზმი ერია ხოლმე ქცევებში.
-ბექა მირეკავს!-სახეწაშლილმა გამომხედა.
-უპასუხე იდიოტო!
-ოუ...-ერთი დაიწუწუნა და უპასუხა. -გისმენ ბექა....ჰო...არა ვსეირნობთ...არამგონია იცნობდე და რა აზრიაქ თქმას მე,ემილი და სხვები.-სიცილით დაასრულა სიტყვები.
-ვინაა კიმარა რანაირად უხსნი!-სიცილით მიმართა გიომ.ემილის კი სახე ეცვალა.
-ვაიმე ბექა რა გჭირს ვაახ!...მეგობრებთან ვარ...ვინ დაგალაპარაკო გიჟი ხარ?!...ოუუ...კაი რა როდის მერე მაბარებინებ აჩოტებს...კარგი აჰაა და დაწყნარდი ვახ!-ჩაყვირა ყურმილში და ტელეფონი გიოს შეაჩეჩა და წარბშეკრულმა განაგრძო სიარული.
-ალო!გისმენ ბრატ!-დასერიოზულებულმა უპასუხა ტელეფონს. -გიო ვარ კუნჭულია ბრატ!...ვააა ბექა ბიჭო როდის ჩამოდი შენ ეეე!არუნდა მოგეკითხე?!აქედან უნდა გამეგო რო ჩამოხვედი?...რა მაგრა გამიტყდა ახლა...არა ბიჭო,რო გნახავ გეტყვი ტო,აქ რა უნდა გელაპარაკო...ნუ ღელავ საიმედო ხელშია!...გინდა გამოგივლით სახლში თუ ხარ...კაი ბრატ შენკენ დავაწვებით მაშინ მე და ლუკიტო ვართ...კაი დროებით!
ბედნიერმა გათიშა მობილური და ლუკას მოუბრუნდა.
-ბიჭო ვინ იყო იცი?!
-ვინ?!
-ბექა ცუცქირიძე.
-ეგ ჩამოვიდა?!რა მაგარია ეე როგორ გამახარე!
-ჰოდა წავიდეთ,სახლში ვარო.-ემილის წამსვე გაუნათდა სახე.
-ემი მაშინ თქვენ წადით რა მე რა მინდა მაინც არ ვიცნობ...
-კარგი რა წამო ლევანს ხომ იცნობ?ჰოდა წამოხვალ!-შემომიბღვირა უმალვე.
-აუ არა მ...
-რას კინკლაობთ წამოდით დროზე!-დასრულება ვერ მოვასწარი,რომ მოგვიბრუნდა გიო და ჩვენც სიცილით ავედევნეთ უკან.ლამაზ კერძო სახლს მივადექით სახლის ზედა ტანი კრემისფერი იყო ხოლო ქვემოთ მდინარის ქვები მიეშენებინათ,ბაღის ქოთნებიც მდინარის ქვებით იყო მოშენებული, წინ ლამაზი ბილიკი მიდიოდა და რამდენიმე ადგილას ჰქონდა გასახვევი,ყოველი ბილიკის ბოლოს ძელი სკამები იდგა.ყვავილებს ჯერ არ გაეხარათ,სეზონი არ მოსულა ამიტომ,ბაღს ჯერჯერობით მხოლოდ ყვითელი ფოთლები და მარადმწვანე ხეები ალამაზებდა...
-ბექა!გასძაღა გიომ როცა ზურგს უკან ჭიშკარი მიიხურა.
მოულოდნელად გამოვარდნილი ძაღლის ყეფაზე,ძაღლების შიშით შეპყრობილი ეგრევე სახლისკენ გავქანდი,სადაც ახალ გამოსულ ლევანს ავეწეპე მერე კი მის ზურგს უკან დავდექი გულ ამოვარდნილი.
-მომაშორეეთ ეს ძაღლი!რამხელაა ვაიმე გული!-შეშინებული ვუჭერდი მხრებზე ხელს.
-ტორის! დამშვიდი ჩემთანაა წაადი!-ისე დაელაპარაკა ძაღლს ლამის ვიფიქრე,რომ საქმიან შეხვედრაზე იყო და ხელი შევუშალე.ძაღლიც უმალვე დაემორჩილა და წკმუტუნით შევიდა ბუნაგში.
-ბავშვი ხარ სუფთა!არ იცი გაქცევისას ძაღლი უფრო,რომ გამოგეკიდება სულელო?!თმები ამიჩეჩა,გულში ჩამიკრა და თითქოს ჩემი კანის სურნელი შემომაძარცვაო,ისე ამოისუნთქა.კიდევ კარგი,ჯერ ისევ თბილად ჩაცმულები დავდივართ,თორემ აშკარად შეამჩნევდა ჩემს სხეულზე დაყრილ ეკლებს.

***
სასტუმრო ოთახში ვისხედით და ვუსმენდი როგორ იხსენებდნენ ძველ დროს,სასაცილოს,სატირალს და ყველანაირად მაინც თბილ მოგონებას...ძალიან მაინტერესებდა რა მიზეზით წავიდა ბექა საზღვარგარეთ,თუმცა ამ კითხვას მაინც არავინ სვამდა...თითქოს პირი შეეკრათ,ვხედავდი ბექას მზერას როგორ შეხედავდა ხოლმე ემილის და მეღიმებოდა...ვხვდებოდი,განა ვერ ვხვდებოდი,რომ ამ ყველაფრის მიზეზი ჩვენი ემილია იყო?! თუმცა უბრალოდ მინდოდა იმ კითხვაზე თავად ბექას პასუხი გამეგო და ვიცოდი მალე ამას ისედაც მოვისმენდი.
-აუ ბიჯო ისევ ის ბო*ი გირეკავს!-დაუყვირა სხვა ოთახში გასულ ლევანს ბექამ.
-გისმენ ქეთა!-ზედმეტად მკაცრი იყო მისი ხმა.მემგონი პირველად ვნახე ასეთი ლევანი.ასე ლაპარაკით გავიდა სხვა ოთახში,ნუ როგორც გავიგე ემისგან, საპირფარეშოც იქით იყო ამიტომ,დაინტრიგებულმა მოვიხადე ბოდიში და ოთახი დავტოვე-თავმოყვარეობა არ გაქვს?!შემეშვი რა!უნდა დაგბლოკო რომ შემეშვა?...გოგო მომისმინე!აქამდე უამრავთან გქონდა სექსი მაგრამ მაინდამაინც მე რას მომაჩემდი! რა შარიანია რააა!- ბუზღუნებდა თავისთვის,თან ტელეფონზე ლაპარაკობდა შეწუხებული და ბოლთას სცემდა.გამეღიმა და საპირფარეშოში შევიკეტე.ხმა აქაც კარგად მესმოდა მეც კარს მივეყრდენი და მისი მოსმენა განვაგრძე.
-ნუ გადამიყვან ჭკუიდან ისე,რომ შეურაცხყოფა მოგაყენო!ქალი ხარ და ცოტა თავი მაინც დაიფასე რა!...სხვა მიყვარს ქეთა!კარგი ადამიანი ხარ,არ ვამბობ რომ ცუდი ხარ,მაგრამ მე და შენ არ შევეფერებით ერთმანეთს უბრალოდ!ესაა და ეს!შენ ჩემზე უკეთესს იმსახურებ!...მართალი ხარ ხო აბა რა მე არაკაცი ვარ ნამდვილად!ამიტომ სხვა იპოვე უკეთესი კარგი?!..ჰოდა მოვგვარდით...მადლობა ქეთა...ბედნიერ მომავალს გისურვებ!-ამით დასრულდა მისი საუბარი...მემგონი გავგიჟდი!რას აკეთებ აქ იანა?!მოიცა მას სხვა უყვარს?!აი ეს მესმის,იმ ქალს რომ ამდენი უთმინა,ნამდვილად!მაგრამ სხვა უყვარს!სხვა უ-ყვაარს!გაიგე?!დამცინოდა ალტერ ეგო,მე?!მე რა დამემართა?!გამახსენდა ის კოცნა რომლის უფლებაც როგორც ჩანს არ უნდა მიმეცა მისთვის,ყველა მასთან გატარებული საათები გამახსენდა,რომელსაც ვნანობდი,თვალებამღვრეული ვიდექი კარზე მიყრდნობილი და გაშეშებული ვუყურებდი დაუდგენელ სივრცეს...მორჩი იანა!რატომ ტირი?!ვის გამო ტირი?!ახლავე მოიშორე ცრემლები და ისე გადი გარეთ, თითქოს არაფერი მომხდარა!შევძახე საკუთარ თავს,ცრემლები მოვიწმინდე,ცრემლიანი წამწამები თითებით დავაშორე ერთმანეთს და სახედაწყობილი გავედი მისაღებში.თუმცა ერთი მხოლოდ ის არ შემეძლო,რომ გამეღიმა.
-იანა!რა გჭირს?-გადმომჩურჩულა ემილიმ.
-არაფერი...მერე გეტყვი.-ჩავრჩურჩულე და გავსწორდი.ახლა კაფეში მომხდარი ინციდენტი გამახსენდა და სახეალეწილი ვიჯექი სუფრასთან.დავიზაფრე,ცივმა ოფლმა დამასხა,ყოველთვის ემოციური ვიყავი და თუ ემოციას არ გამოვხატავდი,შეიძლება გულიც წამსვლოდა.ამიტომ შეშინებული წამოვფრინდი ფეხზე,უჰაერობისგან შეწუხებული.
-დიდი ბოდიშით ცოტა დახუთულობაა და გავალ არ მიწყინოთ!დიდი ხნით ვერ ვჩერდები დახურულ სივრცეში!
-როგორც გინდა იან!ხომ არ გამოგყვეთ?!
-არა,არა გავალ და შემოვალ მალევე!გავიღიმე და ნელი ნაბიჯებით დავტოვე ისევ ოთახი.ერთ-ერთ ძელ სკამზე ჩამოვჯექი და აჩქარებულ გულზე დავიდე ხელი.
-რა მჭირს?!რატომ მემართება ასე!-დავიჩურჩულე და ცრემლებიც მონაცვლეობით ჩამომცვივდა ღაწვებზე.
-იანა!-ვიცანი,ლევანი იყო.სასწრაფოდ მოვიწმინდე ცრემლები და უკვე ჩემს გვერდით ჩამომჯდარ ლევანს შევხედე.ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მიუხედავად დაბნელებისა, საღამოს,მთვარის შუქზეც სიმწვანეში ჩავიკარგე.
-შენ რა,ტიროდი?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაცქერდა.გული უმალ ამიჩქარდა და დაბნულმა ხმის ამოღებაც ვერ შევძელი.ეს მე არ ვიყავი,სხვა იანა იყო!ასეთი სუსტი და უსუსური არასდროს ვყოფილვარ,თითქოს სხეულიდან ყველა ძალას მაცლიდა მისი ოდნავი შეხებისასაც.
-არა!-დავიჩურჩულე და თვალები დავხარე.
-შემომხედე!სახეზე დაწყობილი ხელებიდან ცერა თითი ქუთუთოებზე გადამისვა.და მეც კიდევ უფრო მიმელულა თვალები. -იანა!ოდნავ ხმას აუწია ჩურჩულის შემდეგ და მეც გულ აჩქარებული,მის მკაცრ სახეს გადავაწყდი. -რატომ იტირე?!
-არ მიტირია!უბრალოდ შეუძლოდ ვარ ლეო!-ვეცადე მშვიდად ამეხსნა და მის ხელებს ჩემი ხელებით მოვეჭიდე,ისიც თავისი სახელის ასეთი ფორმით გაგონებისას,წამსვე მოლბა და ხელები შემიშვა.
-იცოდე არ მომატყუო!-როგორც ორი წლის ბავშვს ისე დამიქნია ცერა თითი,გამეღიმა.იმ წამს ძალიან მომინდა ორი წლის ბავშვი მართლა ვყოფილიყავი და ბავშვივით ჩავეკარი გულში.
თუმცა წამსვე შემეცვალა გამომეტყველება როცა მობილურზე საუბარი გამახსენდა."სხვა მიყვარს",მხოლოდ ეს სიტყვები ტრიალებდა გონებაში და უფრო მეტად მაფორიაქებდა.
-უნდა წავიდე...-ყელში მოწოლილი მძიმე ბურთი გადავაგორე. -შეგიძლია ჩემი ჩანთა გამომიტანო?!იქ ვეღარ შემოვალ რა...
-კარგი აქ იყავი გამოვიტან და გაგიყვან!
-კარგი!-ნაძალადევად გავუღიმე და თავი უკან გადავაგდე.ჩანთა მალევე გამოიტანა და მანქანისკენ წავედით,კარი თვითონ გამიღო.
-მადლობა ლეო.
-რის მადლობა.-მანქანაში ჩაჯდა და მანქანა დაძრა,მისამართი უკვე იცოდა ამიტომ თქმა და ახსნა აღარ დამჭირვებია.
-ისევ შეუძლოდ ხარ?!-უკვე ბუნდოვნად მესმოდა მისი ხმები და ბოლოს?!არაფერი მახსოვს.

***
თვალები რომ გავახილე ჭერის დანახვისას ეგრევე მივხვდი,სახლში ვიყავი.
გემრიელი საჭმლის სუნი მცემდა.საწოლიდან ნელა წამოვდექი გაბრუებული და სააბაზანოსკენ დავიძარი პირველად,ხელ-პირის დასაბანად,მერე კი სამზარეულოშიც გავლასლასდი და სულელივით გავშეშდი,კედელს მივეყუდე და სანახაობით დამტკბარი,შევაცქერდი ლეოს...როგორ მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი,მაგრამ სხვას ეკუთვნოდა.
-გაიღვიძე?!-არც შემოუხედავს ისე განაგრძო რაღაცის დაჭრა.
-კიი,გუშინ ხომ არ შეგაშინე?!
-კი,მაგრამ მერე დედაშენს ველაპარაკე და დამამშვიდა.
-რაა?!-ყბა დაღებულმა წამოვიყვირე და მივაჩერდი. -ვაიმე გააფრენდა.
-და რატომ?!
-რა რატომ,ქალი გვიან შვილს ურეკავს და უცხო ბიჭი პასუხობს რომელიც ეუბნება,იცით თქვენს შვილს გული წაუვიდა!
-ჰაჰ ბავშვი ხარ! კიდევ კარგი დარეკა,ვუთხარი რომ მეგობრებთან იყავი,მერე უცებ ცუდად გახდი და გული წაგივიდა გონზე მოგიყვანეთ და უბრალოდ ჩაგეძინა.მან კი მითხრა მაგას მოვკლავ ახლა რაღაზე ნერვიულობსო!-ხმა უცებ გაუმკაცრდა,გაზქურა გამორთო ქვაბს თავსახური დაახურა და ჩემსკენ მობრუნდა.
-რაზე ინერვიულე არ მეტყვი?!-ნელ-ნელა მომიახლოვდა,მე კი თავდახრილი, სახეაჭარხლებული ვიდექი კედელთან,ის უკვე იმდენად ახლოს იყო,ხელებს ძლივს ვაკავებდი რომ არ მოვხვეოდი.
-ძაღლების ძალიან,ძალიან მეშინია!-უმალ ვიცრუე და ასეთი სულელური ტყუილის გამო თვალებიდან უმალ ჩამომცვივდა ობოლი ცრემლი.
-არ იტირო!არ იტირო რა!-ცერა თითით ცრემლები მომწმინდა და მისი შეხებისგან მილულულ თვალებზე მომაკრო ცხელი ტუჩები.
-ლეო!-ხმადაკარგულმა დავიჩურჩულე და ჩემი სურვილი მაინც ავისრულე.ორივე ხელი შემოვხვიე და თავი გულზე დავადე.მეგონა ირგვლივ ყველაფერი გაჩუმდა,ყველაფერი გაჩერდა...როგორც ჩანს მისი გულიც,რადგან სუნთქვაშეკრული იდგა და ვერ იაზრებდა,მასაც შემოეხვია ხელები.ვიგრძენი წამების შემდეგ როგორ ამოისუნთქა და ჩემს აჩქარებულ გულისცემას მისიც შეუერთდა.ამ წუთიდან დავიჯერე,რომ არსებობდა სიყვარული,რომელიც დაუჯერებელი მეგონა,გამახსენდა მარჩიელის სიტყვებიც კი "არ გაუშვა ხელიდან".მთელი არსებით ვგრძნობდი,ეს ის ადამიანი იყო რომელიც არ უნდა გამეშვა და ჩემი ცხოვრების ნაწილად მექცია.
-იანა...იანა...ვიგრძენი თავაუწევლად მაინც,როგორ ჩაეღიმა ჩემს საქციელზე.რამდენიმე წუთი ასე ვიდექით,თმებზე მეფერებოდა,თითქოს ხვდებოდა რომ ძალიან მჭირდებოდა და არც მშორდებოდა.ბოლოს უკვე გულდამშვიდებულმა წამოვწე თავი და მის სახეს ავხედე,ტუჩები შუბლზე მომაკრო და ნაზად მაკოცა.უთქმელად აიღო სკამზე გადაფენილი ქურთუკი და წავიდა...არ ვიცი სად წავიდა,ასე უცნაურად,მაგრამ დამტოვა გაშეშებული როგორც მაშინ,პირველად...
-ჩემი დაჰიპნოზება და გაქრობა კარგად ეხერხება საძაგელს!დავიჩურჩულე ჩემთვის და სახლის კარი გადავკეტე.სამზარეულოში ფრატუნით მივბრუნდი და ლეოს გაკეთებული გემრიელი სოუზიც მივირთვი,თეფში ამოვრეცხე და თვალი ლეოს მილაგებულ სამზარეულოს მოვავლე.მაცივარზე მიმაგრებულ ფურცელს მივუახლოვდი და გაკრული ხელით ნაწერის ამოკითხვა ვცადე "იმედია მოგეწონა ჩემი გაკეთებული საჭმელი მომავალში შენ მოგიწევს და იცოდე გემრიელობები ისწავლე" ღიმილით ამოვიკითხე და პატარა გულს დავაკვირდი დიდის ამბით გაეფერადებინა კიდეც.ბედნიერი გავედი ოთახში და ემილის დავურეკე.
-ემი!ჩემთან უნდა მოხვიდეეე!
-კარგი გოგო,მესამეზე ხარ ხო?
-ჰო,ჰო მიდი დროზეე!-ტელეფონი ტუმბოზე დავდე და სახლი მოვაწესრიგე,ამასობაში ემილიც მოვიდა და ერთმანეთის ამბები გავცვალეთ.
-აუ გუშინ რომ არ წამოდი დღეს მაინც დარჩი ჩემთან!
-აჰამ ისეც მაგას ვაპირებდი!მიწის თხილის კმატუნით მომიგდო პასუხი.
-ოუჰუუუ!დავიყვირე და მუსიკები ჩავრთე მერე კი რას ვუბერავდით ჩვენც არ გვახსოვს,ბათუმიდან გამოგზავნილი დედას კონიაკი ჩამოვიღე თაროდან და მთელი ბოთლი გამოვცალეთ ბოლოს გადაღლილები გავწექით და სანამ ფილმის ყურებას დავიწყებდით ემილის ბექამ დაურეკა.
-ჰო ჩემო ცხოვრება?!-აშკარად დაეტყო,სიმთვრალე -მეგიბართან...ცოტა კონიაკი ი ვსიიიიი ო!...არა რა მო.მომაკითხო იანასთან ვარ აქ ვრჩები!..
-ამოვიდეს თუ უნდა შენი ნახვა!-ვუთხარი იმ იმედით რომ ლევანიც ამოყვებოდა,თან ბექამ ჩემი ბინა არ იციდა.
-იანამ ამოვიდესო...ამო რა!-ყელზე თითები მიიბჯინა თითქოს დაინახავდა როგორ ეხვეწებოდა. -ლევანიმ იცის...და წამოგიყვანოს დიდი ამბავი...ჰოო...კაი გიცდიი...რა მითხარი?!...ა ჰო მეც მიყვარხარ!-თქვა და ბედნიერმა გათიშა ტელეფონი,სულელივით გაიცინა და ტირილი აუვარდა.
-გოგო რა გჭირს?
-მიიყვარხარო!-სლუკუნით წარმოთქვა და ტირილი განაგრძო.მის ტირილზე კი ისედაც მთვრალს მეტი რა მესაქმებოდა ტირილში ავყევი და ორივე მანამდე ვტიროდით სანამ კარზე ზარის ხმა არ გაისმა.
-აბა ვინ არ...არ...ჯანდაბა ენა მებ..მის!-ტირილით მივუახლოვდი კარებს და გამოვაღე.ბექა და ლევანი კარის გაღებისთანავე შემოცვივდნენ,ბექა მისაღებისკენ,ლევანი კი ჩემთან გაჩერდა.კარი მივხურე და სლუკუნით მოვბრუნდი უკან,როცა მოულოდნელად მას შევეჯახე.
-რა გატირებს?!
-მე რავიცი!-სრულიად უმიზეზოდ გაბრაზებულმა,ავიჩეჩე მხრები და უფრო ვუმატე ტირილს,ამაზე კი ლეოს გაცინებაც დავიმსახურე.
-ჩემი სულელი!-ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა და ცხელი ტუჩები ისევ ჩემს ბაგეებს შეახო.ტირილი შევწყვიტე,ხელები კისერზე შემოვხვიე და კოცნაში გაუაზრებლად ისევ ავყევი...რა ჯანდაბა გემართება იანა!მას სხვა უყვარს!მიღრიალა ალტერ ეგომ,კისერზე მოხვეული ხელები შევუშვი და იატაკზე ჩავცურდი.
-იანა რა გჭირს!
-აღარ მაკოცო!გთხოვ!აღარ მაკოცო!უბრალოდ ჩამეხუტე!ჩამეხუტე!-დავიჩურჩულე და ჩემს წინ მუხლებზე მდგარს ისევ მოვხვიე მკლავები,თავი კისერში ჩავრგე და ტირილი შევწყვიტე მაგრამ ამდენი ტირილისგან და სიმთვრალისგან სლუკუნი ვერ შევაჩერე.ლევანიმ ფრთხილად წამომაყენა,სამზარეულოში გამიყვანა და წყლით სავსე ჭიქა დამიდგა წინ.
-ბოლომდე დალიე!
-გული ამერევა!
-დამიჯერე!-მკაცრად მითხრა.ვგრძნობდი დავლევის შემდეგ ღებინებას ვერ ავცდებოდი.
-არ შემიძლია გული ამერევაა!-ამოვიტირე.
-სასმელის დალევა როცა შენი საქმე არაა არ უნდა დალიო!ახლა ეს წყალი დალიე,გიცდი!-ხმა კიდევ უფრო გაუმკაცრდა და მეც გაბუტულმა და მისი საქციელით გაბრაზებულმა ჩავცალე წყალი.
-აი ასე ჭკვიანი გოგო!ახლა სწრაფად წამოდექი დროზეეე!ფეხზე წამომაყენა,და საპირფარეშოსკენ გამაქანა.ძლივს მივაღწიე იქამდე თავი როგორ შევიკავე არ ვიცი,მაგრამ კარის გაღებისთანავე ნიჟარას ვეცი,რაც ახლოს იყო ჩემთან.მერე კი შვებით ამოვისუნთქე და თვალებიც მოვახილე.თუმცა ერთის გააზრება კი საშინლად მაწითლებდა,რომ ამას ხედავდა ლევანი.
-გადი გადი დროზეეე!ჯანდაბა არ მოხვიდე ახლოოს!გადი გთხოვ!
-კარგი დამშვიდდი გავალ.
-გადიი!
-გავდივარ!-გაბრაზებულმა მიაჯახუნა კარები.
ჯანდაბააა,ადამიანი რომელის მიმართაც გრძნობები მაქვს ამ კუთხითაც მნახა!რას მერჩოდა იმ წყალს რომ მასვამდა!უუხ იდიოტი!-საკუთარ თავს და მას ვლანძღავდი გულში და ლამის ისევ თავიდან დამეწყო ტირილი.
სააბაზანოს კარი გადავკეტე, ტანსაცმელი გავიხადე და ავსებულ ვანაში ჩავწექი.

***
ემილი

-ბექა...დავიჩურჩულე და მისკენ ბარბაცით წავედი.
-რა სულელი ბავშვი ხარ,გამაგიჟებ შენ!ახლაც ისეთივე ჯიუტი!სულ გეუბნებოდი ნუ სვამ რომ ადვილად თვრები მეთქი მაგრამ აჰააა არ დამიჯერებ და ასე იქნები!-ბუზღუნებდა თავისთვის და აგრძელებდა,მაგრამ ვეღარ შევძელი თავის მოთოკვა და მის ბაგეებს დავეწაფე,მესიამოვნა როცა მივხვდი ისიც ამყვა,თუმცა მალევე მოვშორდი და თავი დავხარე.მგონი გამოვფხიზლდი...მთვრალი ვარ მაგრამ ასე ძალიან რატომ შემრცხვა ჩემი საქციელის?!მეგონა უფრო თამამი ვიქნებოდი!დავტუქსე საკუთარი თავი და იქვე დივანში ჩავეშვი და გაშეშებულ ბექას ავხედე!
-ეს რაიყო!-ისე მკაცრად წარმოთქვა რომ მომიდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე.
-მაპატიე რა თავი ვერ შევიკავე!-ცრემლების შეკავებისგან აცახცახებული ნიკაპი დავაიგნორე და თვალებზე მომდგარი ცრემლი მუჭებით მოვიწმინდე.თავი ხელებში ჩავრგე და საბოლოოდ ახლა უკვე ამდენი ემოციისგან გამოფხიზლებული ავქვითინდი.მხრებზე სითბო ვიგრძენი,თავისი თბილი ხელები შემომხვია და თავი ამაწევინა.
-არ იტირო პატარა რაა!გთხოვ ჩემი ხათრით!სახეზე თბილი თითები გადამატარა და ამჯერად თვითონ იყო ამ კოცნის ინიციატორი,აი ახლა ვიგრძენი მუცელში ზოოპარკი და არა მაშინ როცა მხოლოდ ჩემი სურვილი იყო მისი ტუჩების შეგრძნება. -მიყვარხარ-დაიჩურჩულა მე კი მის კისერჩი ჩავმალე სახე და ღრმად ამოვისუნთქე.
-არ მჯერა...დავიჩურჩულე და თუ ეს სიზმარი იყო ბოლომდე უნდა შემეგრძნო ეს ყველაფერი.ერთი ხელი წელზე შემიცურა მეორეთი კი თავზე ფერება დამიწყო,პატარა ბავშვივით გავჩუმდი და მის აჩქარებულ პულსაციას დავუგდე ყური.არ მახსოვს როდის,მაგრამ წამითაც არ შერხეულა,ისე ჩაგვეძინა,მე მის კისერჩი ჩაფლულს,მისი კანის სურნელით,მეორედ დამთვრალს.

***
ვანა წყლით დავცალე,პირსახოცით გავმშრალდი და მერე დავფიქრდი რომ ამ ბინძურ ტანსაცმელს ვერ ჩავიცვამდი,ასეთ დასვრილს...
-ჯანდაბა!-წამოვიყვირე და ხელი კარს მივარტყი.
-ჰეი მშვიდობაა?!-შეშინებულმა მომიკაკუნა კარზე ლეომ.
-ტანსაცმელი მინდა ლეო!-საწყლად დავიწუწუნე და ყური კარს მივადე.
-მოგიტან მერე რას წუწუნებ გოგო გული გამიხეთქე!სად გაქვს!-ჯანდაბა ახლა,ეს რომ ჩემს საცვლებში ჩაძვრეს ხომ გავლურჯდი ქალიი.თავში განგაშის ზარები აჟღერდა.
-აუუუ არა არა!-ისევ დავიწუწუნე და თითქოს მიხვდა რაც გავიფიქრე პასუხი სიცილით მომიგო.
-ნუ გცხვენია კაი საცვლებს არ შევეხები მხოლოდ შარვალს და ზედას მოგიტან!
-მანდ რომ კარია ეგ კარი გააღე და დერეფნის მარჯვნივაა ჩემი ოთახი.იქაა საწოლზე დევს.
-კარგი-ფეხსაცმელების ხმით მივხვდი როგორ გავიდა და დაბრუნდა,მერე კი კარზე კაკუნიც გავიგე.
-აჰაა აიღე!-სწრაფად გავხსენი კარები და ნივთები ხელიდან გამოვგლიჯე,ისევ ჩავიკეტე,გამოვიცვალე და ფეხშიშველი გავედი აბაზანიდან.
-უიმეე რა მორცხვი ხარ-სიცილით მომეხვია,მაგრამ არაფერი არ მინდოდა უკვე თავ ჩახრილი ვიდექი მის წინ.
-გამატარე ლეო რა ოთახში უნდა შევიდე!
-ნწუ!
-გამატარე ტბილად ჩავიცვა!
-ნწუ! ისევ გააქნია თავი მერე კი თავი ამაყად წამოწია ხელები გადააჯვარედინა და ღიმილით ჩამომხედა ფეხის ბაკუნით.
-მე კი შენს კოცნას ველოდები აქ!-თითი ტუჩთან მიიტანა და წარბები ამითამაშა. -სანამ არ მაკოცებ არ გაგიშვებ!
-რას მერჩი ადამიანო!რა ბავშვურად იქცევი!
-თუმცა ბავშვი შენ ხარ!მაკოცე მეთქიი!
-არა!-გაბრაზებული მივეყრდენი კედელს და ხელები მასსავით ერთმანეთზე დავიწყვე.
-კარგი მაშინ აქ ვიდგებით!
-კარგი!-მხოლოდ ეს ვთქვი და იმის შემდეგ,ნახევარი საათი გავიდა,ისე რომ ხმაც არ ამოგვიღია.ბოლოს კი სიჩუმე მე დავარღვიე.
-კაი რაა ლეო დავიღალე აქ დგომით ან ცივ იატაკზე ჯდომით!არ გეცოდები მაინც რომ მცივა?!
-მე გითხარი მაკოცე და გაგიშვებ თქო და ჯიუტი,რომ ხარ იყავი მანდ!და დაიმახსოვრე მეც ვარ და სანამ არ მაკოცებ არსად წამსვლელი არ ვარ!ისე არ გეზარება ამდენი ხანია ტყუილად ვართ აქ და ერთი კოცნა ვერ გაიმეტე?აქამდე ლამაზად მყვებოდი...ისევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ აღარ ვაცადე და მის ტუჩებს მივწვდი,არ დაბნეულა ბიჭი წამსვე ამიყოლია,მაგრამ მალევე მოვშორდი.
-ახლა გამატარე! დარცხვენილმა თვალებშიც ვერ შევხედე.
-კარგი!ასე არ ჯობია?!-ხმა ჩახლეჩილმა ამოილაპარაკა.
-აუუუ მოგკლავ ლევან!მოოგკლავ!-შევუბღვირე და ჩემს ოთახში შევვარდი კარი გადავკეტე და საწოლზე პირქვე დავემხე!ბალიში ზემოდან დავიმხე და დაგუდული ხმით ვიკივლე,იმედია ვერაფერი გაიგო.როგორ ვერ ვიტანტი როცა ჩემი ვერ გამქონდა
-უუხ ამას არ შევარჩენ საძაგელი! -ოთახში ვბორიალობდი და ჩემთვის ვბუტბუტებდი უკვე თბილად ჩაცმილი და გამთბარი,მთელ ტანში ცხელი ტალღა მივლიდა კოცნის გახსენებაზე და ვცდილობდი როგორმე ეს გაბრაზება ჩამეხშო.
-ჰეი!შემომიშვებ?!-კარზე კაკუნის შემდეგ ხმაც გავიგე იმ საძაგელის.
-არა!
-გთხოვ რა!ბოდიში ვიცი რომ გაგაბრაზე!
-კაი კაცო!
-კარგი ახლა შემომიშვი!
-ა რ ა!
-ძალიან გეწყინა?!
-კი...-ამით დასრულდა დიალოგი,მერე არ ვიცი სად გაქრა მისი ხმა არ გამიგია კარს იქით...
-ალბათ წავიდა! დავიჩურჩულე და საწოლში შევწექი!რა თქმა უნდა ფიქრები თუ დამაძინებდა არ მეგონა,მაგრამ როგორღაც ჩამეძინა.

***
დილით წამოვხტი ფეხზე,კარადა გამოვაღე,ჭრელი წინდები,შავი კაბა,შავი ზედა და წინდების შესაფერისი შარფი გადმოვიღე ჩავიცვი შავი ბათინკები და ოთახის ჩაკეტილი კარი გავხსენი,თუმცა მაინც ვერ გავაღე ოდნავ გავიჭყიტე შეღებული კარიდან,ისევ ლეოს ოინია?!
-ვაიმე!დავიჩურჩულე შემცბარმა,ჩემ ლეოს ჩემს კარებთან ჩაძინებოდა და მისი მხრების გამო ვერ ვაღებდი კარებს.
ოდნავ მივაწექი კარს,დავინახე როგორ შეირხა და იატაკზე გადაწვა.კარი ბრთხილად შევაღე,გამეღიმა მის დანახვაზე,სულელი როგორ ჩასძინებია,ტელეფონი მოვიმარჯვე და მისი ფოტო ჩემს გალერეაშიც შევინახე,მერე ფრთხილად დავიხარე მის წინ დამძინარეს სახეზე გადავუსვი თითები,ოდნავ წამოზრდილ წვერს აღარ შევეხე... გაეღვიძებოდა.თმები უკან გადავუწიე და შუბლზე ვაკოცე,არვიცი რატომ მაგრამ ძალიან მინდოდა ეს გამეკეთებინა.
-ლეო!თმებზე ვეფერებოდი და ღიმილით ვაღვიძებდი!-მის ქცევაზე მეღიმებოდა მთელი ღამე აქ ეძინა მე კი სულელს არც კი მომდომებია მენახა სად იყო!სულელი ხარ იანა!სუ ლე ლიი!
-ჰმმ!-შეიშმუშნა და ჩემი ხელი თავის ხელებში მოიქცია,თვალები ზანტად გაახილა და ღიმილით შემომხედა.
-ასე კარგად ჯერ არავის გავუღვიძებივარ!-ძილისგან დაბოხებული ხმით წამოილუღლუღა და ხელის გულზე ცხელი ტუჩები მომაკრო გულისცემა ყურებში მესმოდა უკვე ისე ვიყავი. -აუ წელი..
-რა გეგონა აქ რომ იძინებდი სულელო!
-მეგონა გამოხვიდოდი!იმედგაცრუებული თვალებით გამომხედა მაგრამ მაინც ღიმილით ჩაანაცვლა მისი მიმიკა. -მოდი რა ჩამეხუტე!-ხელები ბავშვივით გაშალა და მეც რატომღაც დაიფიქრებლად მივიჩოჩე მასთან და ხელები შემოვხვიე,ტუჩები კი კისერზე მივაკარი,შევამჩნიე როგორ დაეხორკლა კანი და ბედნიერს გამეღიმა,რომ მის ქცევებზე მარტო მე არ მემართებოდა ასეთი რამ და რომ ისიც იგივეს გრძნობდა ჩემი შეხებისას...არ მჯერა...რამდენიმე დღეა მხოლოდ გასული...ვერ ვხსნი ამ ყველაფერს,არ მომწონს მეტს ვგრძნობ მაგრამ ასე უცებ შემიყვარდა?!არვიცი...ჯანდაბა...არვიცი არა!
-იანა...ოქროს თმიანო!
-გისმენ
-ვინ ვარ შენთვის?!
-არ ვიცი!მართლა არ ვიცი!და შენ იცი?!
-მე კი!
-ვინ ვარ შენთვის?!
-მოდი ჯერ შენ გაერკვიე.
ფეხზე წამოდგა და წავიდა.

***
იმ დღეს საბოლოოდ გავიგეთ ბექას და ემილის სიყვარულის შესახებ,ახლა მყავს ერთი წყვილი,რომლებიც მაგიჟებენ თავიანთი ყოველდღიურობით.
მე?!მე ყოველ დღე...ყოველ ღამე ერთზე ვფიქრობ...იმ ერთზე,რომელზეც არც ერთი არ იღებს ხმას.რომელიც დაიკარგა სადღაც და აღარ გამოჩენილა და რომლის გამოც უკვე მეორე თვეა წესიერად არ მძინებია,რომლის გაქრობის მიზეზი ძალიან მაინტერესებს,მაგრამ კითხვას ვერ ვბედავ,ემილი ყოველდღე მაკითხავს,მაგრამ ხასიათზე ვეღარ მოვყავარ.სურვილი გამიქრა ღიმილის,აღარ მეღიმება.
-იანა!აეთრიე გოგო ფეხზე!
-კარგი რა შემეშვი!ისეც შვიდზე დავიძინე ორი საათი მაინც მაცადე რო გამოვიძინო ვახ!-გაბრაზებული ვბურტყუნებდი ბალიშში თავჩარგული.
-შენ გაგიჟდი?!რატომ ათენებ?!-გვერდით მომიწვა. -შემომხედე გოგო!
-ჰოოო!ამოვიზმულე და სახე მისკენ მივაბრუნე თვალებდახუჭულმა.
-ოხ იანა!მიზეზი მაინც მითხარი!
-ემი შემეში გთხოვ მერე გეტყვი აღარ მინდა ისევ დებილივით ამეტიროს რა!
-აუუ დაგკლავ ახლა!არ მაინტერესებს თქვი!
-ლეო სად დაიკარგა?! მოულოდნელად მოკრებილი ძალებით,ისევ თვალდახუჭულმა ვიკითხე.
-ჰაჰ ეგ არის შენი მიზეზი?!თბილად ჩაეღიმა და სახეზე ჩამოყრილი თმები უკან გადამიწია მე კი ვინებე თვალების გახელა.
-ჰო ეგ არის!ახლა მეტყვი სად დაიკარგა?!თვალცრემლიანმა შევხედე და პასუხს დაველოდე.
-ველოდებოდი როდის მკითხავდი,თანაც მარტო მე არ ველოდებოდი ამ კითხვას.ლევანის შეუყვარდი იანა!...გითქვამს არ ვიცი ვინ ხარ ჩემთვისო ჰოდა ამჯობინა გარკვეულიყავი,გიყვარდა თუ არა,ფიქრობდა მოგენატრებოდა და დაფიქრდებოდი რას გრძნობ მის მიმართ,საბოლოოდ გაერკვეოდი საკუთარ თავში.
-კარგი რა რომ ვუყვარდე ამდენ ხანს როგორ გაძლებდა ისე რომ არ ვენახე?!არ დამლაპარაკებოდა,არ ეკოცნა,არ ჩამხუტებოდა!ასე იოლად შევუყვარდი?!არ მჯერა...არ მჯერა რომ ვუყვარვარ!
-ნუ სულელობ გოგო კი ვიცი რო ქერა ხარ მარა ასე სულელი?!
-კარგი რა შემეში დავიძინო უნდა.-თავი ისევ ბალიშში ჩავრგე და ყელში მომდგარი ცრემლები გადავაგორე.
-მე წავალ!შენ იფიქრე...

***
იმ დღეს ბევრი ვიფიქრე მართლაც,მთელი დღე სახლში მარტო მყოფმა და არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა მაგრამ,ლეო შემდეგაც აღარ მინახავს!ემილის ვუთხარი,რომ მე არ მიყვარდა ლეო და ეს იმიტომ გავაკეთე რომ სიგიჟემდე მინდოდა თავად ლეო მოსულიყო ისევ მეორედ და თავად ლეოს გაერკვია რას ვგრძნობდი მე...თუმცა როგორც ჩანს არც ისე ვყვარებივარ ან საერთოდ არ ვყვარებივარ,რაგდან იმის შემდეგ რვა თვე გავიდა სულ ათი თვე,სულ უაზროდ გატარებული თვეები იყო.სექტემბრის შუა რიცხვები იყო,ჩავალაგე ბარგი, სახლის კარგი გადავკეტე და ბებიასთან წავედი კახეთში,რთველზე.არ გამიფრთხილებია არავინ,არც ემილი...მიკრო ავტობუსში ჩემი ადგილი დავიკავე ფანჯარასთან და თავი მინას მივადე.გვერდით მოხუცი ქალი მომიჯდა,ისეთი თბილი დედაკაცი იყო ლამის ჩავხუტებოდი,მალევე "დავმეგობრდით",სანამ სოფლად ჩავედით უამრავი ახალგაზრდობის ისტორია მომიყვა და დავასკვენი,რომ ძალიან ლამაზად უცხოვრია.
-ბებია თქვენ სად მიბრძანდებით?!
-ლელიანში ბებო შენა?
-მეც მაქეთ ბებია-მხარზე თავი ჩამოვადე,მეტი აღარ გვისაუბრია მალევე ჩავედით.მე უფრო ადრე მომიწია ჩამოსვლა ამიტომ ბებიას დავემშვიდობე,ლამის ტირილით და ბარგიანად წავბაჯბაჯდი სახლისკენ,რა კარგი შეგრძნებაა როცა იცი,რომ არის სადღაც სახლი სადაც,ვიღაცას გაუხარდება შენი დანახვა.
-ბებიააა!-დავიყვირე და უკვე გახუნებული,მაგრამ მწვანე ჭიშკარი შევაღე სიხარულით.
-ბებო გენაცვალოს!ჩემი ცქრიალა გოგო ჩამამსვლია!
-ბებიკუნააა!როგორ მომენატრე!-დავიხარე და ისე მოვეხვიე მონატრებულ ბებიკოს ლამის გავგუდე ქალი.
-წამოდი ბებია შენე,ახალი გამამცხვარი პური მაქ და სუფრასაც დაგიდგამ ახლავე, მშიერი მეყოლები ბებომ გენაცვალოს.-ჩართო ბებიების თემა და ჩემი ღიმილიც გამოიწვია,როგორ მიყვარს აქაურობა.ხარბად ამოვისუნთქე ჰაერი და სახლში შევედით.
-ბებია ყურძენი ყველა დაკრიფეთ?!-ინტერესით შევაცქერდი
-არა ბე ჯერა ბოლომდე არ დაგვიკრეფია!პატარას ხომ წამეხმარები ბები-თან ფუსფუსებდა და ისე მელაპარაკებოდა,მე კი ღიმილით ვუყურებდი,როგორ მიყვარს ეს ადამიანი.
-კი ბებია მა რას ვიზამ!სულ გავატყავებ ტოტებსა!-სიცილით მივუგე,კილოთი.
-უჰ გენაცვალა ბებიაშენი!
-კაი ბები გავალ ორი წუთი დედიკოს მოვიკითხავ გავაგებინებ ამბებს და მოვალ ახლავე!-ტელეფონი ხელში შევათამაშე,დედიკოს დავურეკე და ცოტახანს ვეჭორავე,მოვუყევი რა ხდებოდა თბილისში(ლევანზე ვერაფერი ვთქვი ალბათ მერე ვეტყვი) და ახლა სად ვიყავი.
-უი დედი ჩემს მაგივრად მაგრად აკოცე,როგორ მომენატრა ჩემი დედუნა!-თამრო ბებია დედიკოს დედაა უცებ არ დაიბნეთ.ჰოდა სად გავჩერდი...
-კარგი დედიკო!გკოცნი,მიყვარხარ! ტელეფონი გავთიშე და სხვა შემოსულ ზარებს და წერილებს ახლაღა გადავავლე თვალი.სულ ორი ზარი დამხვდა,და სამი შეტყობინება,ისიც ბექას და ემილის დანარეკი,განა მეტს ვისგან უნდა დავლოდებოდი.წერილი მხოლოდ ემილის მოეწერა,გავხსენი.
"-იანა სად ხარ?!ვნერვიულობ იქნებ მიპასუხო"
"-სახლში მოგაკითხე მაგრამ მეზობელმა ბარგით წავიდაო,იქნებ მითხრა სად ხარ!ან საერთოდ ასე უთქმელად რას გაიქეცი რახდება ამიხსნი?"
"-იანა დავიღალე რაა ცუდად ვარ მომწერე,სად ხარ რას აკეთებ,რატომ მანერვიულებ"...გული მომეწურა,ვინანე ემილი მინც რომ არ გავაბრთხილე,ახლა მაინც არ მქონდა მასთან დარეკვის თავი,ძალიან მშიოდა ამიტომ,სმზარეულოში შევაკითხე მოფუსფუსე ბებიას და სუფრას მივუსხედით.ბებიკოს ხელით გაკეთებული საჭმელი ძალიან მიყვარდა,გემრიელობით დავნაყრდი და ფეხზე წამოვხტი.
-ბებიკო თეთრეულს ისევ იმ კარადაში ინახავ?გადავიკრავ ადრე დავიძინებ,ცოტა არ იყოს და გადავიღალე.
-კი ბებიკო ისევ იქანაა!მე სუფრას ავალაგებ და შენა მაშინ მაგ საქმე ქენი!
-კარგი ბები!ხვალ დილით დაგეხმარები თუ არ გამეღვიძა გამაღვიძე,შენებურად არ შეგეცოდო!-გავეკრიჭე მოვეხვიე და თეთრეულის კარადისკენ დავიძარი,მეორე სართულზე ხის კიბეები ავირბინე,ეს კიბე მიყვარს ცივი იატაკის გამო ბავშვობაში ამ კიბეზე ვთამაშობდი.მეორე სართულზე ხის აივანია პირველზე ქვის.ამ ქვის სახლზე ხის აივანი უცანურია,მაგრამ ძალიან მომწონს მე ეს შეთავსება.კარები გავაღე და გავანიავე ოთახი. გავამზადე საწოლიც და ცივ საბანში გავეხვიე,მალევე გავთბი და კახეთის ჰაერით გაჟღენთილ ბალიშში ჩავრგე თავი.ფიქრებს მივეცი...რა თქმა უნდა პირველი ლეო გამახსენდა,როგორ მომენატრა,არ მჯერა,მართლა არ მჯერა!მე შეყვარებული ვარ,თანაც ადამიანზე რომელიც რამდენიმე დღის გაცნობილია,აი ისაა "რაც გეზარება ის გეძალებაო" ჰოდა ვერც მე ვერ ვიტანტი რამდენიმე დღის გაცნობილ წყვილებს და არ მჯეროდა რომ ასეთი სიყვარული არსებობდა,თუმცა ხდება,როცა ადამიანს ხედავ თითქოს წამსვე ხვდები ვინ იქნება ის მომავალში.პირველივე დანახვისას უცნაურად გაგკრავს რაღაც გულში,მაშინ უფრო გირძნობ გულის ძგერას და პირველივე დანახვის შემდეგ რომ ცდილობ ყველა მისი ნაკვრთი გაიხსენო რათა არ დაგავიწყდეს,რადგან თუ კი გაქრება მასზე ფიქრები მაინც შეგეძლოს...ჰოდა მეც ვიხსენებ მის ნაკვრთებს და მეღიმება,ყოველი მისი სახის წარმოდგენის შემდეგ მახსენდება კოცნა,კოცნა რომელსაც ვერ ვივიწყებ რა უცნაურია,თუმცა რას ვიზამთ ქალები ვერ ივიწყებენ კოცნას რომელსაც პირველი მამაკაცი პარავს...როგორ მინდოდა ახლა აქ ყოფილიყო,მოვხვეოდი და მის კისერში ჩამერგო თავი,თუმცა ეს კი არა მისი ერთი წერილიც სანატრელი გამიხდა.მაინც ვერ ვიჯერებ,რომ მას ვუყვარვარ.არ ვიცი როგორ უნდა დავიჯერო მისი სიყვარულის როცა,მხოლოდ ერთხელ მკითხა და მას შემდეგ გაქრა!ისე რომ არც კი მოვუკითხვივარ...ემილი გამახსენდა ეგ სულ გადამშორდა,ანდაც...არ დავურეკავ კიდევ თუ დამირეკავს ვუპასუხებ და ეგაა...ამ ფიქრებში ვიყავი როცა არ ვიცი იგრძნო თუ რამოხდა,მაგრამ ემილიმ დამირეკა.ცოტახნით დავაცადე და მერე ვუპასუხე.
-ალო!
-ძლიივს!
-შენ რა ტირი?
-აბა რა გეგონა ეგრე რომ გაქრი!არ უნდა გეთქვა?!დაქალი ვარ თუ მეზობელი?!თუმცა მეზობელმაც კი ჩემზე მეტი იცის შენს შესახებ!
-კარგი გეყოფა რა ნუ მეჩხუბები,გადავიღალე და წამოვედი დასასვენებლად აქ.
-სად "აქ"
-კახეთში ბებიასთან,მაგრამ თუ გიყვარვარ ართქვა არსად არმინდა საერთოდ ვინმემ იცოდეს ბექამაც კი...
-კარგი ჰოო,მაგრამ ამდენი,რომ მანერვიულე არ შეიძლებოდა სმს-ზე მაინც გეპასუხა?!
-კიდევ თუ ჩხუბს აპირებ გავთიშავ საერთოდ რაა!ისეც როგორ ვარ და შენ კიდევ აგრძელებ!-გულაჩუყებულმა ამოვილაპარაკე და ცრემლები ჩამომცვივდა.
-კარგი ჰო ბოდიში რა!-ხმა დამთბარმა განაგრძო ლაპარაკი,მერე კი ბექასთან ურთიერთობის ამბები მომიყვა როგორ მიდიოდა...მიხაროდა,მათი ყოველდღიურობა.ისეთი საყვარლები იყვნენ,ვფიქრობდი ზუსტად იპოვეს ერთმანეთი მეთქი.
-რას შვრებით?!-გავიგე ნაცნობი სანატრელი ხმა ყურმილში,როგორც ჩანს მათთან დადის...
-კარგი იანა ახლა უნდა გავთიშო სტუმრები მოვიდნენ და...-ხმა აუღელდა ემილის,აშკარად მიხვდა,რომ გავიგონე ლეოს ხმა.
-კარგი!-სხვა ვერაფერი ვუთხარი,ყურმილი დაკიდა...მე კი გაუნძრევლად ვიწექი გულაღმა მობილური,კი ისევ ყურზე მქონდა მიდებული კარგა ხანს.ბოლოს მემგინი ასეთ მდგომარეობაში ჩამეძინა.

***
დილით მზის სხივებმა სახეზე რომ დამანათეს მივხვდი,უნდა ავმდგარიყავი.აბურდულ ლოგინში ტელეფონი ძლივს ვიპოვე და საათს დავხედე,ჯერ რვაც არაა...თუმცა კარგია,გავალ გავისეირნებ.ხელ-პირი დავიბანე,გამოვიცვალე,საშინაო ტანსაცმელი ჩავიცვი ვენახში რომ გავსულიყავი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი,საჭმელიც მივირთვი,ბებიასაც გავუმზადე მაგიდაზე გაწყობილი საუზმე,მე კი გარეთ გავედი,ამ სოფელში ბებიას "სადაქალოს" გარდა არავის ვიცნობდი,ისიც კი არ ვიცოდი ვინმე ჩემი ასაკის თუ იყო საერთოდ.ვიღაც "წვერ-ულვაშიანი"ქალი ჩემსკენ გახარებული,რომ გამოიქცა ჩემი დანახვისას გაკვირვებულმა შევხედე,მაგრამ ლიანა ბებო რომ ამოვიცანი მეც გამეღიმა და გადავეხვიე.
-ლიანა ბებო,არ ბერდებით!ისევ ისე ახალგაზრდულად გამოიყურებით!-აფერისტულად გავუღიმე ამ კეთილ ქალს და ისევ გადავეხვიე,მიყვარს აქაური ხალხის სითბო.
-მაგვენატრე ყველასა და მაინც არ ჩამოხვედი აქამდეე?!
-რავქნა ლიანა ბებო,სწავლა,სწავლააა!
-მართალი ხარ განა მარა კვირაობითა მაინც ჩამოსულიყაავ!
-ყოველ კვირასა ხომ არ ვივლიდი აბა,მაიცა რაა!ახლა ხომ აქა ვაარ და შემირგეთ!-სიცილით მივუგე ლიანა ბებოს და იქვე სკამად დაწყობილ ხის მორებზე ჩამოვსხედით.
-აბა მამიყევი ერთი ქალაქისაკენ რა ამბებია!
-რავიცი აბა,ყველაფერი ძველებურათა კაცო,გამოცდები მქონდა და ჩავაბარეე!
-გენაცვალე,შენისთანა გოგოსა ჯერა ვინმეი არ გამოგჩენია?!-ღიმილი სახეზე შემეყინა,მაგრამ მალევე მოვედი აზრზე და ღიმილითვე ვუპასუხე.
-არა ჯერა რად მიდა!მაიცა რაა მაგისთვინ მთელი დრო მაქ წინა.-გავაგრძელე კუთხურად საუბარი,"სადაც მიხვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროვო" ხომ გაგიგიათ ჰოდა,იგივეს ვაკეთებდი მეც. -კარგია,ლიანა ბებო თქვენთანა საუბარი მაარა?უნა წავიდე მეე,თამრო ბებოსა ყურძნის კრეფაში წავეხმარო აბა ცოდო არ არის?!
-მაა,როგორ არ არის წადი გენაცვალე წადი.
-საღამოსა მობრძანდით.
-მა რას ვიზამთ ცისანას და ზაირასაც ვეტყვი და იმათაც გამავიყოლეებ!
-კარგსა იზამთ,დროებით!-ღიმილით დავტოვე იქაურობა და ჩემს ეზოში შევბრუნდი,სარდაფიქკენ წავედი,რომ ვენახებში გავსულიყავი.სარდაფის უკანა კარიც გავაღე და ვენახში ღიღინით გავედი.
-რა კარგია!მომენატრე ვაშლის ხევ!-დავიჩურჩულე ღიმილით და ვენახის ბოლოში ვაშლის ხისკენ დავიძარი,არ ვიცი მაგრამ წესით ჯიშიან დიდ ვაშლებს უნდა ისხამდეს,თუმცა პატარა ვაშლებს ისხამს სამოთხის ვაშლებზე ოდნავ დიდს,იქვე მინდორში დაფანტული ვაშლები მოვაგროვე,ხის ქვეშ დავჯექი. უკვე ფოთლები რომ დაცვენოდა და მარტო ვაშლები შერჩენოდა ტოტებზე.გემრიელად ვახმაშუნებდი,როცა ვიღაცის ხმა გავიგე.
-ჰეი!-ხმის პატრონისკენ დამანჭულმა გავიხედე მზის სხივების გამო და დავაკვირდი,თან ვაშლის ჭამას განვაგრძობდი.
-რაიყო?!-ვიკითხე უინტერესოდ და ბიჭის აჩეჩილ თმებზე გამეცინა.
-შენც არ თქვა რომ ჩემს თმებზე იცინი!
-საიდან მიხვდი?!ბევრი გეუბნება?!-ვთქვი და დავინახე ეკლიან ღობეს როგორ გადმოახტა და სულ ცოტახანში ჩემს გვერდით იჯდა და ჩემი კალთიდან მოპარულ ვაშლს მიირთმევდა.
-თუ ვაშლი გინდოდა გეთქვა და იქაც მოგაწოდებდი!-გაბრაზებულმა შევუბღვირე და ახალი გაწმენდილი ვაშლი ჩავკბიჩე.
-ამ ხის ვაშლზე ვგიჟდები ალბათ აქ მიწაა ისეთი...ასეთ პატარა მაგრამ გემრიელ ვაშლებს,რომ ისხამს...
-ჰო ალბათ...აქაური ხარ?!-ჩემი სახლისკენ ვიყურებოდი პირდაპირ და ისე ვეკითხებოდი
-არა პარიზელი!
-აღარ იხუმრო!-გამეღიმა მის წამოროშილ სიტყვებზე.
-არა ისე და დაბადებით მართლა იქ დავიბადე-გაეცინა მასაც. -დედამ იქ იმშობიარა ამიტომ...
-რამე ახალი ზღაპარი მოიგონე.
-დაუჯერებელი ამაში რა არის?!
-რავი აბა-გავიცინე და ვაშლი ჩავკბიჩე
-ჰო აქ ვცხოვრობ აი იმ ღია ხავისფერ სახლს ხედავ?!
-ჰო იქით ლამაზი როა?!
-ჰო აი მანდ ვცხოვრობ-გამეკრიჭა და წამოდგა. -მე ლუიქი მქვია შენ?
-ეგ ფრანგული სახელი რატომ დაგარქვეს?
-იმიტომ რომ ლუკა უნოდა დედას ჩემთვის დაერქვა და იქ ლუიქი ჩაწერეს დაბადების მოწმობაში.
-აჰ გასაგებია ორივე კარგი სახელია.
-რომელიც გინდა ის დამიძახე,შენ რა გქვია?!
-იანა!
-გიხდება ეგ სახელი
-მადლობა!-ორივეს გაგვეცინა,წინ გავიხედე და ბებო დავინახე მომავალი
-დავიწყოთ ბები?
-კი ბებიკოს გოგოვ!
-დაგეხმარებით თუ კიდევ გაქვთ საჭრელი მაკრატელი!
-კი გვაქ ბებო მარა არ უნდა შვილო წადი შენ დავისვენე შენიც იმდენი გაქვს!მამიკითხე დედაშენი.
-აუცილებლად,მაგრამ დაგეხმარებით მანამდე.-თავისი არ დაიშალა და ბოლოს სამივე ვენახში ვიდექით და ყურძნის მტევნებს ვჭრიდით.რაღაც ისტორიები გავიხსენეთ და სიცილ-ხარხარში გავლიეთ დრო,კარგი ბიჭი აღმოჩნდა ლუიქი,მასხარა და პოზიტიური,ყურძნებით ვითამაშეთ კიდეც,ბებოს უჩუმრად ერთმანეთს ერთი-ორჯერ მთლიანი მტევნებიც კი ვესროლეთ,მერე კი ფხუკუნით ვაგრძელებდით კრეფას.
-დედააჰ ძლივს არ მოვრჩით?!-გავიცინე და ბოლო მტევანიც მოვჭერი.
-ბებო შენ გაიხარე,რა კაი ბიჭი ხარ ა?!რამხელა დარდი მამაშორე არიცი,ჩემი ცქრიალა გოგოც ახა ჩამავიდა,ენაცვალოს თამრო ბებია,დაგლოცოთ ორივეი ღმერთმა!-გვლოცავდა ბებია ჩვენ კი ყურძნიან ურიკებს მივაგორებდით სახლისკენ.
-მადლობა ლუი
-ჰმმ...არაფრის იანა!
-საღამოს გადმო რა!
-ოჰ მოგეწონა ჩემთან ერთად ყოფნა?!
-უმეე ლავქნა,კიი პოზიწივკა ხარ სუფთა.-ლოყებზე ვუჩქმიტე და აქეთ-იქით გავაქნევინე თავი.
-კარგი გეყოს!-ხმით ჩაიცინა და ხელი მომაშორებინა სახიდან. -წავედი დროებით და მოვალ მაშინ საღამოს!ხელი ქალივით დამიქნია და წავიდა,მე კი სიცილით გავაქნიე თავი და სახლში შევბრუნდი...გაწვიმდა...ისე გაწვიმდა,რომ ვერც ვერავინ მოვიდა ჩვენთან.შუქები ჩაქრა და სანთლის შუქზე,დივანზე,დიდ თბილ პლედში გახვეულები ვიჯექით მე და ბებია.
-ბებო...
-ჰოუ
-რაღაც უნდა მოგიყვე და იმედია არ გამლანძღავ...
-მიდი და ვნახოთ!-გამეცინა მის სიტყვებზე,ანუ გამლანძღავდა უპირობოდ რამე რომ არ მოსწონებოდა.ყველაფერი მოვუყევი რაც კი გამახსენდა მერე კი ბებიას გაღიმებაც დავიმსახურე.
-ეჰ ბებო არ მიცნობ შენ მე!შენზე უარესი თხაპენტელა ვიყავი,ეგ არაფერი ბებია მოგვარდება ყველაფერი,აგე ნახავ მაგასაც.-თავზე ხელი გადამისვა და მაკოცა...ასე ცრემლმორეულს ჩამეძინა ბებიას კალთაში.

***
დილა ჩიტების ჭიკჭიკით,ან მზის სხივების შემონათებით არ დაწყებულა ნამდვილად,ისევ წვიმდა,თუმცა არც ისე რომ გუშინდელივით სახლიდან გასვლა ვერ შემძლებოდა.ბებია სამზარეულოში ფუსფუსებდა,მეც მისკენ დავიძარი ფრატუნით და ყელში მადიანად ვაკოცე.
-უუჰ!როგორ მიყვარს ბებიკო შენი კანის სურნელი.რატომ ხარ ასე ტკბილი?!-ვიცინოდი და კისერში გაუთავებლად ვკოცნიდი.
-გაჩე ქალოუ,დამაცადე საჭმლის კეთება.
-კარგი ჰო რას მებუტები.გავალ ბებიკო გავისეირნებ!-კარები გამოვიხურე და მხიარულ ნოტაზე მყოფი იქვე გავჩერდი და ვითომ გიტარაზე როკის დაკვრა დავიწყე,თმებს აქეთ-იქით ვიქნევდი,მერე უცებ გავსწორდი,წინ მყოფ ღობეს გავუღიმე(ალბათ) და ღიღინით მივბრუნდი ჭიშკრისკენ,იქ მყოფი ღიმილიანი ლეო,რომ დამხვდა.თუმცა ალბათ მალევე გაახსენდა,რატომ იყო აქ და დასერიოზულდა,მე გაშეშებული ვიდექი და ვუყურებდი.
-არ ჩამეხუტები?-მზის შუქით დამანჭული,ღიმილით გაშალა ხელები და დაელოდა ჩემს მოქმედებას, წინ გადადგმული ნაბიჯი უკან დავაბრუნე და ვენახისკენ გავიქეცი.
-მოიცა სად მირბიხარ,იანა!-წამომეწია და გამაჩერა.
-აქ რა გინდა?!ან საიდან გაიგე სად ვიყავი,როგორ მომაგენი...
-მომენატრე!-დაიჩურჩულა და გულში ჩამიკრა.ცრემლები ვერ შევიკავე,ეს ადამიანი ჩემზე,ასე რატომ მოქმედებს,რას მერჩის.
-შემეშვი არ მჯერა შენი!თუ მოგენატრე აქამდე რატომ არ გამოჩნდი?!რთულ დღეებში ჩემთან რატომ არ იყავი?!უნივერსიტეტში ჩავირიცხე,არც მერე გამოჩნდი!დეპრესიაც მქონდა მაგრამ,არც მაშინ მოსულხარ,არ ამომდგომიხარ მხარში,ვიცი ყველაფერი იცოდი ჩემზე,მაგრამ მაინც არ მოხვედი,ვერ ხედავდი როგორ მტკიოდა!ბოლოს დავძლიე ყველაფერი და შენ ახლა მოდი,ამბობ მომენატრეო!თუმცა აღარ მჯერა შენი გესმის?! ა რა.-ვუყვიროდი შუა ვენახში და ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით მცვიოდა.
-მომისმინე!არ გინდა ჩემი მოსმენა?!
-არა არმაინტერესებს!
-მაგრამ მოგიწევს!
-ხელი გამიშვი და წადი!ამოვიხავლე და მაჯაზე მაგრად მოჭერილ ხელზე ვანიშნე.
-არსად წავალ სანამ არ მომისმენ!
-ჯერ იანას ხელი გაუშვი,მერე კი აქედან დაახვიე! იღრიალა ზურგს უკან ლუიქმა და გულიც ლამის საგულედან ამომიგდო.
-ლუი ეგ...ეგ იარაღი...გაწი!-ძლივს მოვაბი სათქმელს თავი და ლევანს შევხედე რომელიც ღიმილით უყურებდა ლუიქს.
-გაწი ბიჭო ეგ თოფი რას მიშინებ გოგოს!ეგრე თუ გინდოდა ნადირობა შემოგთავაზე მე და არაო არმომწონს ის გოგოვო!ლეოს სიტყვებზე,სიცილი ატეხა ლუიქმა,მე კი ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვდიოდი.
-ნწ არა რაა,შენ მსახიობობა საერთოდ არ გამოგდის!-დაიწუნა ლუიქმა და მიბრუნდა წასასვლელად.
-მადლობა ლუიქ!
-წარმატებები!საყვარელი გოგოა ისე...უხდებით!უკან არც კი მოუხედავს,ისე შემოსძახა ლევანს და გზა განაგრძო.
-შენ...ის..მოიცა რა სცენები დამიდგით?!-სახეზე ალმური მომედო.
-აჰმ...აი ამან მითხრა სად იყავი!სინამდვილეში აქაური არაა...იცი თამრო ბებო გავიცანი,მაგარი ქალია!მამაშენმა ცოტა გაჭედა ჯერ პატარააო,მარა დედაშენთან ჩავაწყე და დაკერა!-სიცილით მომიახლოვდა და წელზე შემომხვია ხელები,ცხვირი ლავიწზე მქონდა ჩამოდებული იმდენად ახლოს იყო...არც ამიხედავს,გაშეშებული ვიდექი და მისი კანის სურნელით ვთბებოდი,ნუ კარგით ჰო,მზის სხივებიც წაეხმარნენ ჩემს გასათბობად,ცოტათი ოღონდ,სულ ცოტათი.ხელები ისევ ჩამოყრილი მქონდა,ვერ გავიაზრე,რომ მეც უნდა მოვხვეოდი.თუმცა არც ვაპირებდი ჩახუტებას,ჯერ ისევ ვბრაზობდი ყველამ,რომ გაიცნო და მე არაფერი ვიცოდი...აი თურმე ბებო რატომ არ გამიბრაზდა...იცოდა სასიძოს უკვე გადაეწყვიტა ყველაფერი,აშკარად მოეწონა კიდეც სასიძოდ იმიტომ,რომ არაფერი უთქვამს ცუდი.ოხ თამრო,თამრო!იმ ღამეს ვერ ვხედავდი შენს მიმიკებს...ალბათ როგორ იცინოდი ჩუმად,სულ არ შეგეცოდე გაცხარებით,რომ ვტიროდი ამ ვირის გამო!ბალახებში ჩავჯექი და ჩემთვის ვლაპარაკობდი.სულელი ვარ,მერე გამახსენდა,რომ ლევანი თავზე მედგა და მისმენდა.
-რას მიღიმი!გაბრაზებულმა ავხედე და გაუაზრებლად მოგლეჯილი ბალახების დანაკუწება დავიწყე.
-ჩემი ნერვოზიანი!-გაიცინა.ისიც წამოგორდა ბალახებში და თავი კალთაში ჩამიდო.
-მომშორდი მეთქი ხომ გითხარი!საზიზღარი ბიჭი ხარ!იდიოტი და საკუთარ თავში დარწმუნებული!გჯეროდა რომ ერთად ვიქნებოდით და მთელი სანათესაოც გაგიფრთხილებია!ვბუზღუნებდი და ვცდილობდი, მისი თავი ჩემი კალთიდან მომეშორებინა,მაგრამ ისევ უკან აბრუნებდა.
-თუ არ გაჩუმდები იცოდეეე მე გაგაჩუმებ!-ურჩხულივით თითების თამაშით მომიახლოვდა და წელზე შემიღუტუნა,სიცილი ბოლო ხმაზე ამივარდა და ვცდილობდი გამეჩერებინა,მაგრამ ისევ აგრძელებდა ღატუნს,მე კი ლამის სუნთქვა შემეწყვიტა იმ დღეში ვიყავი.
-გეე...ყო...ამოვიცინე და გადავბჟირდი.
-მითხარი,რომ მაპატიე და გიყვარვარ!-შემასვენა და მუცელზე ზედა ამიწია.
-ხელი გაწიე!არ გეტყვი!დავსერიოზულდი მეც და მუცელზე დადებული ხელის მოშორება ვცადე,მაგრამ თითების ერთ გამოძრავებაზეც გადავბჟირდი.
-მითხარი,რომ გიყვარვარ და მაპატიე!
-...ა...რა!ამოვაყოლე სიცილს უარი და ხელები გულზე დავიდე, რომ გადაღლილობისგან გამოწვეული ტკივილი ჩამეხშო!
-იცოდე გაიგუდები სიცილით!მუცელზე კოცნით მიპასუხა და ამომხედა.
-გამიშვი მერე!მაინც არ გეტყვი!
-იანა!არ გიყვარვარ?!მხოლოდ მე მიყვარხარ?!...-ჯიუტად ვუყურებდი თვალებში წარბშეკრული,რომ ჩემი აჩქარებული გულისთვის ყური არ დაეგდო,ასე მეგონა მასაც ესმოდა...
-იანა!-დაიყვირა.
-არა!-მისი ყვირილის გამო გაბრაზებულმა მეც დავუყვურე ორი წამის შემდეგ და სახე გვერდით გავაბრუნე და ვაშლის ხეს მოვავლე თვალი.
-იტყუები!
-არ ვიტყუები!
-თამრო ბებომ მითხრა,როცა იტყუება სახეს მარცხნივ აბრუნებსო!
-მერე ყველაფერში თამრო ბებოს რას უჯრებ!
-არ ვუჯერებ ყველაფერში,მაგრამ რაშიც კარგად გიცნობს იმაში ვუჯერებ!
-შემეშვი!ხელი ავიქნიე და წამოვჯექი.
-კარგი!იმედია იაზრებ რასაც აკეთებ!
-თანაც,ძალიან კარგად!-"სწერვულად" გავუღიმე და ისევ ვაშლის ხისკენ დავაბრუნე მზერა.
-ჰო,კარგია!მაშ კარგად იყავი იანა!ალბათ მართალი ხარ არ უნდა გჯეროდეს ჩემი სიყვარულის!მე ხომ სულელი,საზიზღარი,იდიოტი და კიდევ რა თქვი?!ჰო...ვირი ვარ ნამდვილი ვირი,შენს გამო,რომ შენს მშობლებს ჩავაკითხე!ნამდვილი იდიოტი ვარ მეგობარს ჩემი დახმარების გამო ხელფასი რომ ჩამოაჭრეს,ნამდვილი სულელი ვარ,რომ მეგონა გიყვარდი,ნამდვილი სულელი!-გაეცინა საკუთარ თავზე და ფეხზე წამოდგა,მერე კი სილუეტი სარდაფის კარებში გაუჩინარდა.გონს,მალე მოვეგე თქო ვერ გეტყვით,მაგრამ როცა გავიქეცი და ჭიშკარში ცრემლიანი ბებო შევნიშნე წამსვე მივვარდი.
-ბებო,წნევა გაგიზომო?!
-წადი,დროზე ის ბიჭი დააბრუნე სულელო ბავშო და მერე გამიზომე სიცხეცა თვარა მაგიკვდები აქანა.
-კაი ბებია რა!ახლავე გაგიზომავ მოიცა მოვიტან აპარატს.
-მე რა გითხარი!დროზე მეთქი!-ეს სიტყვები იყო,ჭიშკარი რომ გამოვგლიჯე გასაქცევად და...ხელში გაღიმებული ლევანი შემრჩა!რატომღაც ეს ყველაფერი მეგონა ფილმივით გაგრძელდებოდა უკვე წასული დამხვდებოდა და ათასი სისულელე...მაგრამ,ეს ხომ ლეო იყო,ჩემი ბიჭი!განსხვავებული,თბილი და ამ ყველაფრის მიუხედავად,ყურადღებიანიც.
-ვიცოდი გამომეკიდებოდი და შემეცოდე,არ დაიღალოს ჩემი გოგო მეთქი!ახლოს მოვიდა და თმები გადამიწია,მერე კი რა მოხდებოდა აბა?!რა ჭკვიანები ხართ,რა თქმა უნდა კოცნა არ იყო
-გამარჯობა!მე იანა მქვია!თქვენ?!
-მე ლეო!
-ლეო?!
-ნუ ლევანი,ლეო მხოლოდ თქვენთვის მის!
-სასიამოვნოა ლეო თქვენი გაცნობა!იცით თქვენი ხილვით ძალიან მოხიბლული ვარ!
-დიდად გმადლობთ, მშვენიერო ქალბატონო,თვენ კი ულამაზესი ბრძანდებით!
-იქნებ შემობრძანდეთ და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი?!
-უარს არ ვიტყოდი!დავასრულეთ დიალოგი და სიცილით ჩამოვეკიდე კისერზე...იმ დღეს ერთმანეთი მართლაც უკეთ გავიცანით,იმის შემდეგ კი კიდევ უფრო უკეთ.მერე?!მერე იყო ორი ლამაზი წყვილის ცხოვრების გაგრძელება,ჰო არ მოგეჩვენათ საკუთარ თავს ასე ვაფასეფ.ძალიან მომწონს,ვერაფერს ვუწუნებ და ტყულად ხომ არ დავიბრალებ მახინჯი ვარ თქო?!...
***
-დედიკო!
-რას მიჩხავი შვილო ყურებში?!ნერვების მოშლაშიც მამას კიარ უნდა დაემსგავსო!
-მე მეგონა გოგონებს ასე ვაბამდი!-გაიბუსხა 4 წლის გიორგი და ჩემი ღიმილიც გამოიწვია.
-ეგრე არა შვილო!მოდი გასწავლო!აი ასე ყურში ჩუმად უნდა ჩასჩურჩულო "მიყვარხარ!" აბა მიდი გაიმეორე ახლა!-ვუთხარი და მის სიტყვებს ყური დავუგდე.
-მამიკომ მითხლა კიდევ ელთი ძამიკო უნდა გიკიდო და დედას უთხალი გამომყვეს მაგაზიასიო!-მის ჩურჩულით ნათქვამ ამ სიტყვებზე სიცილი ამივარდა და ფუმფულა ლოყები დავუკოცნე.
-დაიკო არ გინდა დედას სიყვარულო?!ძამიკოს მერე გიყიდი ამდენი ფული არ მაქ კარგი?!მალე პატარა დაიკოს მოგიყვან ხომ გინდა?!
-კი დედა,ლოგოლ ალ მინდა პატალა დაიკო.მელე დემეტლე ლომ აწვალებს ელენეს ისე ვაწვალებ მეც ცემს დაიკოს და გაველთობიიი!ვასაა მალა მელე ძამიკოც მიკიდე,ლომ სილბილსი სევეძიბლო.-ხელებით დაიწყო ლაქლაქი.
-კარგი დედიკო ვეტყვი მერე მამიკოს და გიყიდის!-სიცილით ვუპასუხე და ხელი მუცელზე დავადებინე. -აი დედიკოს ბიჭო!აქ შენი დაიკოა და მალე გეყოლება.ვუთხარი და კარისკენ გავიხედე,სახეგაბადრული ლეო რომ მიახლოვდებოდა.
-მოიცა!...ის...რაც თქვი მართალია?!
-არა ვიტყუები!-გავიბუტე წამსვე.
-მოიცა გაიბუტე?!ანუ მართალია?!რა მაგარიააა!პატარა პრინცესა მეყოლება და მე ლო პატალა ფეცაცქელი ვუკიდე იმას ცაიცვამს!-ბავშვის ენაზე დაიწყო ლაპარაკი და მერე ხმამაღალი სიცილით აიკლო სახლი,სულელურად ცეკვავდა,მე კი მისი სიხარულით,გულაჩუყებული ვტიროდი და ზაფხულის ფრიალა კაბის ბოლოთი ვიწმენდდი ცრემლებს,პირველი ორსულსობისას,სულ ვტიროდი და ახლაც,ასე მჭირს როგორც ჩანს...მერე ემილიმ დარეკა შენთან გამოვდივართ,დემე და ელენე ვერ ისვენებენ გიოსთან გვინდაო.
-გამოდით,გიცდით!
-უკვე უთხარი?!
-კი მოგიყვები მაგასაც!-სიცილით ვუთხარი და ყურმილი გავთიშე.
-სანამ ეგ მუცელი გაგეზდება ბევრჯერ უნდა გაკოცო!-განაცხადა მკაცრად თითქოს სადმე გავურბოდი და მომიახლოდა.
-მერე დაგიშალე?
-არ ილაპარაკო!-მითხრა და ტუჩებს ეძგერა.
-მააა, მა! სენ ლო დედიკოს აკოცე ისე ვაკოცე ცემს სეკვალებულს და გამიბლაზდა.
-რატომ?!-გაგვეღიმა მის სიტყვებზე.
-სოკოლადით დავსვალე და იმიტომ!თავდახრილმა ამოილაპარაკა.მე და ჩემს ქმარუკას კი სიცილის შეკავება არ გვჩვეოდა. -ლას დამცინით თქვენ?!-გაბრაზებულმა ამოგვხედა და თავის ოთახში გაიქცა.
-ლეო!იცი შენ,რომ შემხვდი მაგ დღეს ვიღაც მარჩიელი ამეკიდა.
-მერე?! გაოცებით შემომხედა.
-მერე ის,რომ მითხრა კარგი ბედი გელის და არ გაუშვა ხელიდანო!
-აი მე,რომ გიყვებოდი დეიდაზე,ნიუ იორკში წავიდა აქ ფული ვერ იშოვა მის საქმეში მეთქი გახსოვს?!
-ჰო მერე?!
-ჰო აი ეგ არის ის დეიდა და ჰო,სინამდვილეში ბუღალტერია!
-იმ უცხო ნომრითაც,შენ იყავი არა?!
-აჰაამ!
-ახლა გამახსენდა,ის ქერა ვიღა იყო?!
-ვინ ქერა?
-კაფეში
-აა,ეგ ის იყო მობილურზე,რომ ველაპარაკებოდი და შენ ჩუმად მისმენდი და საერთოდ ყველაფერი დაგეგმილი მქონდა,პირველად სკოლაში მომეწონე,ახალი გადმოსული ვიყავი და იმ დღეს შენზე გავიგე მოტაცებას გიპირებდნენ,ჰოდა მაგის გამო ის ბიჭი ლამის მოვკალი,გადავრჩი სასწავლო ნაწილი,რომ ჩემი ნათესავი იყო და არ მიჩივლა სკოლამ,მხოლოდ გამრიცხეს ის ბიჭი კი ისე დავაშინე არც შენ გაგკარებია და ჩემს დანახვაზე კი იკარგებოდა.იმის მერე კუდში დაგდევდი!-გაიცინა და მეც გამეღიმა იმ ამბის მოსმენაზე
-ჩემი ბიჭი!როგორ გყვარებივარ და ახლა უნდა ვიგებდე ამას?არა,იმ მარჩიელზე როგორ მომატყუე, მოგკლავ ლეო!-მაინც ვერ დავმშვიდდი.
-რატომ?!მაგის გამო გამომყევი ცოლად?!
-არააა!-ტუჩები სატირლად დავბრიცე და ცრემლიანმა ავხედე.ლეომ მიიხედ-მოიხედა,გიო გასული,რომ დაიგულა ისევ ჩემს ტუჩებს დაეწაფა და რა თქმა უნდა ვისღა ახსოვდა ეგ ბუღალტერ-მარჩიელი.
-დეე,დე
-გისმენ შვილო!...

დასასრული.


ჰუჰ იმედიამისამშაბათებულად არ თვლით და ერთხელ წაკითცვა გიღირდათ,მადლობა ვინც წაიკითხეთ და ბოდიში ყველას ხარვეზებისთვის.❤❤❤❤❤❤❤❤სიყვარულით ელი.



№1 სტუმარი სტუმარი shalo

chemi tyupis calia

 


№2  offline წევრი anuki15

ჩემი ბედნიერება გოგო ხარ დაი ❤️ლექსებს რო სასწაულად კარგად წერ ყველამ იცის უკვე მაგრამ ამ ისტორიამ მართლა მოლოდინს გადააჭარბა ❤️ შენთვის განსხვავებული იყო იცი?! შენი შემოქმედება უფრო სევდიანი მეჩვენება ზოგადად მაგრამ მიხარია ასეთი მოთხრობა რომ დაწერე მართლაა ❤️ დღე გამიხალისა კი არა და ღამე :დდდდ ხოდაა ჩემო ლამაზო ნიჭიერო სასწაულო გოგოვ კიდევ უფრო მეტ ლექსებს ისტორიებს და ჩანახატებს ველოდები შენგან ❤️❤️ სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ რამდენად მაგარი ხარ და როგორ ძალიან მიყვარხარ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი shalo

anuki15
ჩემი ბედნიერება გოგო ხარ დაი ❤️ლექსებს რო სასწაულად კარგად წერ ყველამ იცის უკვე მაგრამ ამ ისტორიამ მართლა მოლოდინს გადააჭარბა ❤️ შენთვის განსხვავებული იყო იცი?! შენი შემოქმედება უფრო სევდიანი მეჩვენება ზოგადად მაგრამ მიხარია ასეთი მოთხრობა რომ დაწერე მართლაა ❤️ დღე გამიხალისა კი არა და ღამე :დდდდ ხოდაა ჩემო ლამაზო ნიჭიერო სასწაულო გოგოვ კიდევ უფრო მეტ ლექსებს ისტორიებს და ჩანახატებს ველოდები შენგან ❤️❤️ სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ რამდენად მაგარი ხარ და როგორ ძალიან მიყვარხარ❤️

chemi cxovreba xae

 


№4  offline წევრი anuki15

ხოო? შენ ჩემი❤️
სტუმარი shalo
anuki15
ჩემი ბედნიერება გოგო ხარ დაი ❤️ლექსებს რო სასწაულად კარგად წერ ყველამ იცის უკვე მაგრამ ამ ისტორიამ მართლა მოლოდინს გადააჭარბა ❤️ შენთვის განსხვავებული იყო იცი?! შენი შემოქმედება უფრო სევდიანი მეჩვენება ზოგადად მაგრამ მიხარია ასეთი მოთხრობა რომ დაწერე მართლაა ❤️ დღე გამიხალისა კი არა და ღამე :დდდდ ხოდაა ჩემო ლამაზო ნიჭიერო სასწაულო გოგოვ კიდევ უფრო მეტ ლექსებს ისტორიებს და ჩანახატებს ველოდები შენგან ❤️❤️ სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ რამდენად მაგარი ხარ და როგორ ძალიან მიყვარხარ❤️

chemi cxovreba xae

 


№5  offline მოდერი bla.ell

anuki15
ჩემი ბედნიერება გოგო ხარ დაი ❤️ლექსებს რო სასწაულად კარგად წერ ყველამ იცის უკვე მაგრამ ამ ისტორიამ მართლა მოლოდინს გადააჭარბა ❤️ შენთვის განსხვავებული იყო იცი?! შენი შემოქმედება უფრო სევდიანი მეჩვენება ზოგადად მაგრამ მიხარია ასეთი მოთხრობა რომ დაწერე მართლაა ❤️ დღე გამიხალისა კი არა და ღამე :დდდდ ხოდაა ჩემო ლამაზო ნიჭიერო სასწაულო გოგოვ კიდევ უფრო მეტ ლექსებს ისტორიებს და ჩანახატებს ველოდები შენგან ❤️❤️ სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ რამდენად მაგარი ხარ და როგორ ძალიან მიყვარხარ❤️

მადლობა ანუკი❤მახარებ ზიღარულოოbowtieსაკალელი კომენტარი გაგიკეთებია,ბედნიერი ვარ რომ მოგეწონაააა❤❤❤ვეცდები იმედები არ გაგიცრუო,დაე ელოდე და იქნებ აღსრულდეს ნებაი შენი და გამოქვეყნდეს უამრავი ლექსები,ისტორიები და ჩანახატები smile❤❤❤

Daldoni Daldoni-ს დიდი მადლობაა❤❤❤

 


№6  offline წევრი naniko mindia

Dzan magari xar umagresi istoria iyo gilocav warmatebebiiiii
--------------------
lomidze

 


№7  offline წევრი Barbare ❤

jaan sakalloba iyoo ❤️❤️ mshvenialurad wer sayvarelo ar shewyvito ❤️❤️ wArmatebebi ❤️

 


№8  offline მოდერი bla.ell

naniko mindia
Dzan magari xar umagresi istoria iyo gilocav warmatebebiiiii

მადლობა ჩემო საყავრელოოო რომ წაიკითხეე❤მოხარია თუ იმედი არ გაგიცრუე და მოგეწონა:kissing_geart:❤
Barbare ❤
jaan sakalloba iyoo ❤️❤️ mshvenialurad wer sayvarelo ar shewyvito ❤️❤️ wArmatebebi ❤️

უკვე მომწონხარsmileჩემებურ ენაზე ლაპალაკობ და მომეჭონაjoy❤❤❤❤❤მადლობა გამიხარდიიი ❤

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

მმმ კაი იყო ძაან <3 წარმატებები ^_^ ^_^

 


№10  offline მოდერი bla.ell

სტუმარი ანა
მმმ კაი იყო ძაან <3 წარმატებები ^_^ ^_^

მადლობა ჩემო საყვარელო მიხარია რომ მოგეწონა❤დიდი გამოცდილება რომ არ მაქვს კი ეტყობა მაგრამ რაც არის ეს არის❤❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ ველოდებოდი.მომეწონა კარგი იყო ჩემო კარგო.

 


№12  offline მოდერი bla.ell

სტუმარი თამო
როგორ ველოდებოდი.მომეწონა კარგი იყო ჩემო კარგო.

გმადლობ საყვარელო ძალიან გამახარეე ❤heart_eyesდდ

 


№13  offline წევრი LaLiDze

<3 <3 <3 <3

 


№14  offline მოდერი bla.ell

LaLiDze
<3 <3 <3 <3

heart_eyes❤❤

 


№15  offline წევრი liilu

ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანი ისტორია იყო smiley ანუ ძალიან სასიამოვნო წასაკითხი... მოკლედ - მომეწონა heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№16  offline მოდერი bla.ell

liilu
ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანი ისტორია იყო smiley ანუ ძალიან სასიამოვნო წასაკითხი... მოკლედ - მომეწონა heart_eyes heart_eyes heart_eyes
რა ბედნიერებაა დიდი ხნის მერე ასე რომ ჩამოვყვები ზველ სიახლეებს კომენატრის პოვნის მიზნით და მოულოდნელად რომ ასეთ საყავრელ კომენტარს აწყდებიheart_eyesდიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის მე მაგალითად ამ ოსტორიას ვერ წავიკითხავდი ისეთი უბრალოა ახლა რომ ვკითხულობ:/ და ვფიქრობ რომ ცუდია როცა კარგს ელი და დიდად ვერ კმაყოფილდები კითხვით ...მაგრამ მადლობა შენ რომ მაინც კარგი კომენტარით შემოიფარგლეheart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent