შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო მამის საუკეთესო შვილი (თავი 10)


13-03-2018, 00:17
ავტორი teona184
ნანახია 1 776

დიდხანს ჩემს ოჯახთან ყოფნა აღარ მომინდა და მალევე გავაცილე ისინი.
-აბა რა გავაკეთოთ
მკითხა დემეტრემ და ხელები წელზე მომხვია, არაფერი ვუპასუხე უბრალოდ ვაკოცე და როგორც ყოველთვის ფეხები წელზე შემოვხვიე
-სამწუხაროდ მეძენება
ვუთხარი და გავიცინე კოცნით ავედით საძინებელში მე კაბა გავიხადე თმები ავიჩეჩე და ვუთხარი
-წყალს გადავივლებ და მოვალ
ხალათი შემოვიცვი და სააბაზანოში გავედი. წყალი გადავივლე და როცა ავდიოდი რა თქმა უნდა ფეხი ამისრიალდა და ძირს გავეთხლიშე კიბის მოაჯირს დავეყრდენი და ისე ვცდილობდი ადგომას მაგრამ სველი ფეხები ციგურებისავით მისრიალებდა იატაკზე დემეტრე ოთახიდან გამოვარდა და რომ დამინახა სიცილი დაიწყო
-ხო კარგად ხარ?
თქვა და კიბეებზე ჩამოირბინა
ხელში ამიყვანა ხელები კისერზე მოვხვიე და გაბრაზებულმა შევხედე იმიტომ რომ სიცილს ვერ იკავებდა მერე მეც სიცილი ამიტყდა საწოლზე დავწექი ის დაჯდა და ორივე ვიცინოდით უცებ გავჩერდი
-რამე ხო არ გტკივა
დასერიოზულდა დემეტრეც
-უბრალოდ თავი დავარტყი
ვთქვი წამოვჯექი და დაბლა დავიხედე დემეტრემ თავი მის ფეხებზე დამადებინა და ნაზად მოფერება დამიწყო ჩამეძინა, მაკოცა, ნელა წამოდგა და გადასაფარებელი გადამაფარა მომიწვა და ჩამეხუტა მართალია მეძინა მაგრამ ისეთი გათიშულიც არ ვყოფილვარ რომ მისი სითბო არ მეგრძნო...
დილით ანას მესიჯმა გამაღვიძა
-როგორც ყოველთვის კლუბში მისამართს მოგწერთ!
რიცხვს დავხედე და წამოვხტი მაგრამ თავი მეტკინა და ისევ დავწექი
ანას დაბადების დღე როგორ დამავიწყდა? დემეტრე საწოლში არ იწვა უნდა ავმდგარიყავი რომ შემოვიდა ყავა და ხილი შემომიტანა
-პატარავ უკვე გაიღვიძე
თქვა და ღიმილითმომიჯდა
-როგორ ხარ
-ცოტა თავი მტკივა, სველი თმით დავიძინე და იმიტომ. შეგიძლია ჩანთა მომაწოდო
ვუთხარი და მეც გავუღიმე, ჩანთა მომაწოდა წამალი ამოვიღე და დავლიე
-წყალი არ გინდა?
-არა
ვთქვი და სახეზე მოფერება დავუწყე ყავა დავლიე და ხილი შევჭამე
უცებ არ ვიცი რატომ დემეტრე ჩამეხუტა თავი მხარზე დავადე და ესე ჩახუტებულები ვისხედით
-დემეტრე დღეს ანას დაბადების დღეა და ხომ წამოხვალ?
-პატარავ საქმეები მაქვს შენ წადი და წამოსვლა რო მოგინდება დამირეკე და მოგაკიტხავ
-კარგი
უცებ კარის ხმა გავიგე დემეტრე წამოდგა მაგრამ გავაჩერე
-მე გავაღებ
ხალათი მოვიცვი და კარი გავაღე ანა და ნიაკო შემოვიდნენ და დემეტრეს უთხრეს
-ცოტა ხნით ნატალის წაგართმევთ ჩვენც გვინდა
უთხრა ნიაკომ
-საღამოს შევხვდებით
-მე არ მოვდივარ ამიტომ სამწუხაროდ მთელი დღე უნდა წამართვათ
თქვა დემეტრემ გაიცინა
-წავალ ჩავიცმევ
კიბეებზე ავდიოდი და დემეტრეც მომყვებოდა ოთახში შემოვიდა და საწოლზე დაჯდა
-არ მიყურო
გავაფრთხილე სიცილით
-არა რას ამბობ
თქვა და შეტრიალდა მაიკა გავიხადე და უცებ სარკეში მომღიმარი დემეტრე დავინახე მეორე სარკიდან მიყურებდა
-დემეტრე!
ხელები აწია და შემოტრიალდა
-ვსო აღარ გიყურებ
მითხრა და მომღიმარი მიყურებდა ტანზე სასწრაფოდ ავიფარე ხალათი და მან მითხრა
-პატარავ დავიღალე რამდენი ხანი უნდა გვრცხვენოდეს ერთმანეთის?
მე ხალათი ძირს დავაგდე დემეტრე მომიახლოვდა და კოცნა დამიწყო ლიფიც გავიხადე და მის წინ მხოლოდ საცვლების ამარა ვიდექი
თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს მომღიმარი სახეებით დემეტრემაც გახდა დაიწყო ორივე საცვლების ამარა ვიდექით უცებ ანამ კარი შემოაღო და უკან აღარც გაბრუნებულა მე სასწრაფოდ მოვიფარე ხალათი დემეტრემ მაიკა ანამ ყვირილი დაიწყო
-ნიაკო მოდი
-ანა!
დავუყვირე და ოთახიდან გავაგდე ანა და ნიაკო ბოლო ხმაზე იცინოდნენ მე დემეტრეს გავხედე მომღიმარი სახით ნაზად ვაკოცე და ჩაცმა დავიწყე ჯინსები და ჩემი საყვარელი მიკი მაუსის მაიკა ჩავიცვი მარწყვის ბლესკი წავისვი რამე ტკბილი რომ მეჭამა და თმა სანამ მე ვიცმევდი დემეტრემაც ჩაიცვა კარისკენ წმაოვედი და უცებ დამიახა
-პატარავ
-რა არის?
-მოდი
დამიძახა მასთან მივედი და ჩავეხუტე
-ნატა!
გავიგე ნიაკოს ყვირილი
-უნდა წავიდე
ლოყაზე ვაკოცე და ოთახიდან გამოვედი
-ვერ გაეცალნენ ერთმანეთს რა
თქვა ანამ და გაიცინა კიდევ კარგი ანასთვის საჩუქარი წინასწარ მქონდა ნაყიდი ჩანთაში ჩავიდე და წავედით ანა მეჩხუბა რეები გაცვიაო და თავის სახლში წამიყვანა რამე ავარჩიოთო
შავი მოტკეცილი მოკლე კაბა და ქუსლები ჩამაცვა მაკიაჟი გამიკეთა ღია ფერებში და თმა დამისწორა შემდეგ ამიწია ფრჩხილებიც კი გამიკეთა კლუბში წავედით ხუთი წელია ეს ტრადიაცია გვაქვს ანა სულ კლუბში იხდის დაბადების დღეს ანა და დანელი ერთად ისხდნენ მე და ნიაკოც გვერძე ვეჯექით უცებ ბექა და შემოვიდა ნიაკო წამოდგა გადაეხვია და აკოცა ანას გადავხედე და
-მართლა?
ვიკითხე გაკვირვებულმა
-ბევრი რამე გამოტოვე ნატა...
სიცილი დაიწყო ანამ
-გიორგი?
ანამ ისეთი სახით გამომხედა რომ არ გავჩუმებულიყავი არ ვიცი რას მიზამდა
-წავალ რამეს დავლევ
ბართან მივედი და კოქტეილი შევუკვეთე
-გამარჯობა
გვერძე ბიჭი მომიჯდა
-გამარჯობა
-ლაშა
-ნატალი
-შეიძლება ვიცეკვოთ
-ვფიქრობ არა
წამოვდექი და შევეცადე მომეცილებინა მაგრამ უკან გამომყვა
-კითხვა რა საჭიროა?
შემატრიალა და ცეკვა დამიწყო თან ხელებს წელზე მახვევდა
-შემეშვით გთხოვთ
-არა
ნამდვილად მთვრალი იყო ხელებს წელზე მიჭერდა გაქცევას ვცდილობდი თუმცა უშედეგოდ უცებ დემეტრე შემოვარდა ბიჭი კედელზე ააყუდა და ცემა დაუწყო ლაშამ დანა ამოიღო
-დემეტრე გამოიწიე!
დავიყვირე დემეტრე გვერძე გაიწია მაგრამ მაინც მოახერხა მისი ფეხში დაჭრა უცებ შეეშინდა და გაიქცა დემეტრესთან მივარდი და ჩავეხუტე
-არაფერია პატარავ მშვიდად თქვა და მეორე ხელით მოფერება დამიწყო
-დემეტრე ჯობია სასწრაფო გამოვიძახოთ შეიძლება ინფექცია შეეჭრას და ამდენი აღარ შემიძლია თან ისე ხარ დაჭრილი რამე მიზეზს მოვიფიქრებთ
ანას უკვე დაურეკვას და სასწრაფო მოვიდა ჭრილობის დამუშავება დაიწყეს თავი მის მხარზე მედო და თან ვეკითხებოდი
-მერამდენედ უნდა დაიჭრა?
-რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ
მითხრა სიცილით უცებ შეშინებულმა გახედა ექიმს
-რა ხდება?
ექიმს გავხედე ხელში ნემსი ეჭირა და სიცილი დავიწყე
-არ მითხრა რომ გეშინია მაინც არ დავიჯერებ
გაბრაზებული და სერიოზული მიყურებდა ექიმი აქეთ წამოვიდა და ესეც სუნთქვას ასწრაფებდა მე ვკვდებოდი სიცილით
-პატარავ!
გაბრაზებულმა მითხრა
-კარგი მე მიყურე
ვუთხარი მაგრამ შეშინებული უყურებდა თავის ხელს
თავი შემოვუტრიალე და როგორც კი დავინახე რომ ექიმი გაკეთებას აპირებდა კოცნა დავუწყე
-ასეთი დროული არასდროს ყოფილა
მითხრა ტუჩზე კბენით
-რა
ვკითხე სიცილით
-რა და კოცნა
მითხრა ასევე სიცილით და ისევ გააგრძელა კოცნა არ ვიცი დემეტრეს მე უფრო ვუყვარვარ თუ კოცნა სულ მკოცნის სულ სადაც არ უნდა ვიყოთ
მანქანამდე კოჭლობით მივედით ჩავაჯინე და საჭესთან მე დავჯექი უცებ დემეტრეს გავხედე და
-მოიცა რა?
-მანქანის ტარების გეშინია?
შემომხედა და სიცილი დაიწყო
-ნემსის გეშინია
ვუთხარი და ცილიკურად გავუღიმე
-აუ ეხა სუ ეგ უნდა გამახსენო ხოლმე?
-რა თქმა უნდა
ვუთხარი და გავუღიმე
-არასდროს მჯდარხარ საჭესთან?
-კი ერთხელ თექვსმეტი წლის ვიყავი დანი მასწავლიდა ტარებას
-და არაფერი გახსოვს
-ცოტა რაღაცეები კი
-ხოდა მეც გეტყვი რა უნდა გააკეთო მიდი დაძარი
-როგორ?
-პედალს მიაჭირე და სიჩქარეში მე გადავიყვან
-არ მიდის
დემეტრემ თავში ხელი დაირტყა
-ჯერ დაქოქე
-დავქოქე მერე
-პედალს ფეხი მიაჭირე არა არა ეგ ტორმუზია პატარავ
იცინოდა დემეტრე
-ვაიმე დაიძრა!
-აბა რა გეგონა?
მითხრა და სიცილს მოუმატა
-ვაიმე უკან რატო მიდის
-ზადნია ეგ ნატა და მე გადავრთე მიდი ეხა საჭე მარჯვნივ მოატრიალე გაასწორე! ნელა ნელა! დაეჯახები ეხა
ყვიროდა დემეტრე და უცებ საჭე მოატრიალა
-ცხოვრებაში რულთან აღარ დაგსვავ
თქვა და ღვედი შეიკრა აღარ გავაგრძელებ მთელი გზა რეები ხდებოდა სახლში მშვიდად რომ მივედით მიკვირს დავწექით და დემეტრეს ვუთხარი
-დემეტრე შენ რომ არ მოსულიყავი არ ვიცოდი ის ბიჭი რას მიზამდა
ცრემლი წამომივიდა დემეტრემ ცრემლი მომწმინდა და ჩამეხუტა
-მანქანის ტარება როგორ არ იცი?
-მოკეტე მშიშარა
ვუთხარი და ისევ ცინიკურად გავუღიმე
-პატარავ
მითხრა დემეტრემ და უფრო ძლიერად ჩამეხუტა
-ხო
-მიყვარხარ
-მე შენ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent