შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Eternal Love & Youth (სრულად)


13-03-2018, 00:31
ავტორი mariamgg
ნანახია 4 452

დღეს ყველა ფიქრობს სიყვარულზე, როგორც უკიდეგანო და ტკივილით სავსე გრძნობაზე,მაგრამ დამიჯერეთ, ბედნიერების წამები ღირს საუკუნოვან ტკივილად.


ანას პირველად გაეღვიძა დილით ასე ადრე. როგორც კი თვალი გაახილა, ტელეფონს გადაწვდა და შეტყობინებები შეამოწმა. როგორც ყოველთვის, დღესაც ნიკოლოზის ხმოვანი შეტყობინება გაისმოდა ანას ოთახში. თვალები დახუჭა და მოჩვენებითი დაკვირვებით მოუსმინა ჩანაწერს : „როგორ ხარ? გუშინ ძალიან გვიან მოვედი სახლში და ვეღარ მოვახერხე დარეკვა, როგორც კი სახლში მოვედი, ჩამეძინა. შენ რას შვრები? გავიგე, თეატრში ყოფილხარ ახალ სპექტაკლზე, როგორ მოგეწონა? ალბათ იცი, არ მიყვარს სპექტაკლები, მაგრამ შენ გყვარებია. არ წავიდეთ ერთად რამე სპექტაკლზე? როგორც კი გაიღვიძებ, დამირეკე!“.
ანას ირონიულმა ღიმილმა გაუბრწყინა სახე.
„როგორ უყვარს საუბარი“- ჩაილაპარაკა ჩუმად და სარკეში ჩაიხედა.
გრძელი, მოვლილი ხელებით თვალის ნაოჭი აიზიდა და კმაყოფილებამ გადაურბინა სახეზე. მისთვის დროის გასვლა და ნაოჭების გაჩენა პრობლემას არ წარმოადგენდა. პირიქით, უხაროდა კიდეც, რომ გარეგნული თვისებების გამო არ მოსწონდათ მამაკაცებს. მიუხედავად იმისა,რომ არასდროს არავინ ჰყვარებია, ჰყავდა ყოფილი შეყვარებულების დიდი ჯგრო.
არ იცოდა, რის გამო იყო მათთან, ალბათ რაღაც სტატუსი მას საშუალებას აძლევდა, სრულყოფილ ქალად წარმოეჩინა თავი. არა, ასე სრულადაც არ ფიქრობდა, სწორედ ამიტომ არასდროს აღიარებდა,რომ შეყვარებული ჰყოლია.
სარკეს მოშორდა, აბრეშუმის ხალათი გამოყვანილ წელზე მჭიდროდ მოიხვია და დატრიალდა. არ იცოდა, ვის ან რას ეცეკვებოდა, უბრალოდ ბრუნავდა, წვრილ ხელებს ნაზად აფრიალებდა ჰაერში და სიამოვნებდა ეს შეგრძნება.
ღიღინებდა გაურკვეველ მელოდიას და გულს სითბო უდაგავდა.
ასე დიდხანს გააგრძელებდა, კარზე კაკუნი რომ არ გაეგო.
უცბად შეჩერდა, აწეწილი თმა ვითომდა გადაიწია , ეცადა, სახე მოეწესრიგებინა და კარი გააღო.
-გამარჯობა, თქვენთვის ამანათია.
-მადლობა - ნაძალადევად გაუღიმა და კარი მიხურა.
უკვე აღიზიანებდა ამდენი ყურადღება. ხანდახან ისიც კი უფიქრია, სხვა ქალები იმაზე ნერვიულობენ,რომ ყურადღებას არავინ აქცევთო, მე კი ზედმეტი ყურადღება მაღიზიანებსო...
მართლაც, ნიკოლოზს ეგონა, ამით შეეძლო ანას მოხიბვლა. იმას ვერ ხვდებოდა,რომ ზედმეტი ყურადღება ისეთივე მოსაწყენია,როგორც ზედმეტი უყურადღებობა. „საზღვრები სიყვარულში ვის გაუგია? სიყვარულში ზღვარი ზედმეტად სუსტების მოგონილია. „ - ამ რომანტიკული ფიქრებით ცდილობდა გაემართლებინა თავისი უსაზღვრო ყურადღება ანას მიმართ.
უცბად საოცარი იდეა მოაფიქრდა. უნდოდა ცოტა ხანი მოშორებულიყო ამ ფორმალურ შეხვედრებს, სიყვარულისგან გაგიჟებულ მამაკაცებს და მთაში წასულიყო. ამანათი , რა თქმა უნდა, ყვავილები იყო და პატარა ბარათი, რომელზეც ეწერა : „ სიყვარულით, ნიკოლოზი“.
„ნეტავ, არ დაიღალა ამ ერთფეროვნებით?“- გაიფიქრა ანამ. ბარათი შუაზე გადახია და ყვავილები ფანჯრიდან მოისროლა.
„ლა, ლა , ლა“ - ღიღინებდა და ჩემოდანს ტანსაცმლით ავსებდა. არც უყურებდა, რას ტენიდა, რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს. ცოტა ხანში კარზე კვლავ გამაღიზიანებელი კაკუნი გაისმა.
ანამ სწრაფად შემალა ჩემოდანი საწოლის ქვეშ და კარისკენ გაეშურა.
ნიკოლოზი ისეთი ღიმილნარევი სახით იდგა, რომ დაგენახათ, ალბათ იმ წამშივე შეგიყვარდებოდათ. არ იცოდა ანამ, რატომ არ უყვარდა, უბრალოდ არ იზიდავდა და მორჩა. სიყვარულს არ სჭირდება ახსნა, ის უნდა იგრძნო. ვერაფერს გრძნობდა და ეს ყველაზე დიდი მიზეზი იყო.
ბევრჯერ უთქვამს ნიკოლოზისთვის, თავი დამანებე, შემეშვიო, მაგრამ გაგიჟებული კაცების ამბავი ხომ იცით?! თან მოსწონდა ანას, მარტო რომ არ იყო, და ვიღაც მაინც ზრუნავდა მასზე...
-გამარჯობა, ანა, შემომიშვებ?
-შემოდი...
-როგორ ხარ?
ნიკოლოზი საწოლზე წამოჯდა.
-იცი, ძალიან მომენატრე, სადმე ხომ არ გაგვეარა?
-არა, სამწუხაროდ, დღეს არ მცალია, მაღაზიებში უნდა გავიარო, და შემდეგ რედაქციაში.
ანა მწერალი იყო. მიუხედავად იმისა,რომ არასდროს ჰყოლია ცხოვრებაში ვინმე შთამაგონებელი, მაინც ცდილობდა, სიყვარული სხვა რამეების მიმართ ჰქონოდა. მას უყვარდა კითხვა, თითქმის ყველა ქალში საკუთარ თავს ხედავდა. 31 წლისა იყო,მაგრამ ჯერაც არ იცოდა ქალების როგორ კატეგორიას ეკუთვნოდა, ნარცისებს თუ საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენის მქონე ქალებს, ანდა საერთოდაც, ჩვეულებრივი იყო. არ იცოდა, თავისი ცხოვრება უაზროდ მიაჩნდა. ყოველდღე ერთი და იმავე საქმის კეთება, ცოტა მოსაწყენად ეჩვენებოდა. კითხულობდა, უამრავს კითხულობდა და წერდა. ხანდახან უფიქრია, ალბათ ასოები და სიტყვები ადამიანები რომ იყვნენ, ცოლადაც გავყვებოდიო. მოკლედ, მისი ცხოვრება ჩვეულებრივზე მდორედ მიედინებოდა.
-კარგი, რა გაეწყობა. ნიკოლოზმა თავი ჩაღუნა, თუმცა მალევე მოვიდა ხასიათზე.
-მაშინ ხვალ წავიდეთ, რამე გემრიელი ვჭამოთ, მაგალითად, ნაყინი.
ანასთვის ეს „სიყვარული“ ამაზრზენი იყო. ის ფიქრობდა,რომ როცა ადამიანი გიყვარს, მას იმდენად უნდა იცნობდე,რომ იცოდე, ნაყინი უყვარს თუ არაო.
-არ მიყვარს ნაყინი.
ქალი იმდენად ცივად ელაპარაკებოდა თანამოსაუბრეს, უთუოდ უნდა მიმხვდარიყო და წასულიყო ...
ნიკოლოზი ადგა, ანა თავისკენ მიიზიდა და ლოყაზე აკოცა.
-კარგი, როცა ჩათვლი,რომ გცალია , დამირეკე.
-აუცილებლად - ამჯერად მართლაც გულრწფელად გაუღიმა და კარი მიუჯახუნა.
ხშირად უფიქრია, რომ ნიკოლოზს სათანადოდ ვერ აფასებდა. ჭკვიანი, განათლებული, სიმპათიური, ზრდილობიანი და ყურადღებიანი მამაკაცი. ეს თითქოს იდეალი იყო ყველასთვის,გარდა ანასა. მას არ მოსწონდა იდეალისტი მამაკაცები, მოსაწყენად მიაჩნდა,რომ მათ სიყვარულისთვის ზოგჯერ ყველაფრის,ზოგჯერ კი არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ხშირად უფიქრია, ოჰ, რა მოსაბეზრებელი ყოფილა სიყვარული, თუ მართლა ისეთია,როგორადაც ნიკოლოზი წარმომიჩენსო.
როგორც კი კარი გააჯახუნა, ჩანთას დასტაცა ხელი და განაგრძო ტანსაცმლის ჩალაგება.
უბრალო ჯინსი, მაისური და კეტები ჩაიცვა, თმა მაღლა აიწია და ჯინსის ქურთუკი შემოიცვა. ჩანთა მოიგდო მხრებზე და გზას გაუყვა გრძელი ტროტუარისკენ.
სანამ ტაქსის გააჩერებდა, წვიმით დანამულ გზას გაუყვა და ხალხს აკვირდებოდა.
გულში ფიქრობდა, რა მოსაწყენები არიანო. ვერაფერს ხედავდა მათ თვალებში, გარდა სიცარიელისა. ეს არ მოსწონდა სწორედ, უნდოდა, ისეთი ვიღაც ეპოვა, ვინც ოდნავ მაინც გააშორებდა ამ მოსაწყენ ცხოვრებას და დაანახებდა, რა არის სიყვარული. როგორ აინტერესებდა ამ გრძნობის მნიშვნელობა ადამიანთა ცხოვრებაში. ხშირად უფიქრია, „ნეტავ მართლა ისეთია სიყვარული, როგორც ფილმებსა და წიგნებში? ნეტავ, მართლა დაგდიან პეპლები და ჭიანჭველები მუცელში,როცა შენს სიყვარულს ხედავ? ნეტავ, მართლა ვერ იძინებ ღამე იმის გამო,რომ მისი მონატრება გტანჯავს? „ და კიდევ უამრავი , უამრავი „ნეტავ“.
ვერც კი მიხვდა, ისე გაევლო მთელი ტროტუარი, პირველივე ტაქსს ხელი აუქნია.
-გამარჯობა, თუ შეიძლება, პირდაპირ სვანეთისკენ წავიდეთ.
-კი , ქალბატონო.
ანას წამოღებული ჰქონდა „გიყვართ ბრამსი?“ და ეს წიგნი უნდა წაეკითხა მთელი გზა, თან მოესმინა “Eternal love and youth”.
მისთვის მუსიკა ბევრს ნიშნავდა. როცა ის სიცარიელე მოაწვებოდა, მუსიკის მოსმენა უნელებდა სევდას. ეს სიმღერა მასში სიყვარულის ძლიერ ჟინს აღვივებდა. მოსწონდა, ამ გრძნობის სიახლოვეს რომ განიცდიდა.
როგორც კი დაიწყო კითხვა, გონება გაეფანტა. უამრავ რამეზე დაიწყო ფიქრი და წიგნი დახურა.
წვიმიანი ამინდი იყო, mellow_ს ხმა ყურში სითბოს უღვრიდა. თითო ნოტი მალამოდ ედებოდა მის დაკაწრულ გულს. რამ დაუკაწრა ასე ძლიერ? ოდესმე გიგრძვნიათ,რომ გენატრებათ ის, ვისაც არასდროს შეხვედრილხართ? ანა სულ ამას გრძნობდა. ცდილობდა დაემალა იდუმალი მონატრება, მაგრამ როცა საქმე წვიმიან ამინდსა და თავის საყვარელ სიმღერაზე მიდგებოდა, თავის თავს ვეღად ატყუებდა.
ფანჯარაზე თავი მიედო და ამ სიტყვებსმ მუსიკასთან ერთად ღიღინებდა :
I'm so glad that we made it I'm so glad that we're through (through) the space and time we ran Rules of the science we've corrupted…
შემდეგ ვიოლინოების საოცარი ხმა უკრთობდა გონებას და გულისცემას უჩქარებდა.
ვერც მიხვდა, ისე მიეძინა. უცნაური რამ ესიზმრა : მთის წვერზე იყო ასული და იქიდან უცქერდა სავსე მთვარეს, გვერდზე ვიღაც ეჯდა, თუმცა, არ იცოდა , ვინ.
უცბად გამოეღვიძა და აცახცახებულმა უთხრა მძღოლს
-უკაცრავად, სად ვართ? მალე ჩავალთ?
-კი, კი, მალე ჩავალთ, ალბათ 15 წუთში შევალთ ლენტეხში.
-ძალიან კარგი.
ქალი კვლავ ფიქრებში გაერთო და იმ სიზმარს განიხილავდა, რამდენიმე წუთის წინ რომ ნახა.
„ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს? უი, რაებზე ვფიქრობ, არ ნიშნავს არაფერს, საერთოდ არაფერს, ერთი ჩვეულებრივი სიზმარი იყო.“ - დამაჯერებლად გამოუვიდა, მაგრამ იქ, სადღაც გულის სიღრმეში, არ სჯეროდა თავისივე სიტყვების.


ამოალაგა ჩემოდნიდან ტანსაცმელი და ღამე გადაწყვიტა, გაესეირნა.
მთელი ბავშვობა წინ დაუდგა. აქ გაატარა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და საოცარი წლები.
ივლისის შუა რიცხვები იყო, თუმცა, მისდა გასაკვირად, ბავშვების ჟრიამული არსაიდან ესმოდა.
გარეთ გავიდა და წვიმიან ბილიკებს აუყვა ადგილისკენ, რომელსაც ადრე სამერს ეძახდა.
*სამერი*
ანას ძველი მოგონებები გაახსენდა, იქ ადიოდა ხოლმე მარტო,როცა უჭირდა. ელაპარაკებოდა ბუჩქებს და მთვარეს. იქიდან სრულად დამშვიდებული ჩამოდიოდა.
ახლაც იგივე გააკეთა, ავიდა სამერზე, და მის სახეს ორ წუთში ცრემლები ნამავდა.
უცბად ნაბიჯების ხმა გაიგო, შეშინდა,მაგრამ ვერ გაწყვიტა ტირილი.
სრულიად უცნობი მამაკაცი მოვიდა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა.
-არაუშავს, ქალბატონო, მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები.
ამ მამაკაცმა მას ისე შეხედა, გეგონებათ, ასი წელია , იცნობსო. თვალი თვალში გაუყარა ქალბატონს და თბილად შეხედა.
ანას სახეზე ღიმილი აღიბეჭდა.
-გამარჯობა, ძალიან უცნაურად გამოიყურებით.
ანას მართლად გაეცინა საკუთარ თავზე. წვიმაში, შუა ივლისში, სვანეთის იმ ადგილას ზის, სადაც თავის ბავშვობა გაატარა და ტირის, გვერდით კი უცნობი მამაკაცი უმშვენებს გვერდს.
-უკაცრავად, ცოტა უხერხულ სიტუაციაში ჩაგაყენეთ.
-არაუშავს, შეგიძლიათ დაბრძანდეთ, რა თქმა უნდა, თუ გინდათ.
უცნობმა გაიცინა.
-რა გაცინებთ?
ანამ არ იცოდა, რას აკეთებდა, უბრალოდ უნდოდა, მოდუნებულიყო ცოტა ხანი და თავი ჩვეულებრივ ადამიანად ეგრძნო , არა ფორმალურ ლედად.
-დავბრძანდე? ცოტა სასაცილოდ ჟღერს.
ალბათ, რომ არ გაეცინა, ანა იფიქრებდა, ეს ვერააო, ადგებოდა და წავიდოდა, მაგრამ სიცილი ვეღარ შეიკავა. მართლაც სასაცილოდ ჟღერდა ცვრიან ბალახზე „დაბრძანება“.
ორივემ კარგად გადაიხარხარა.
-ძალიან ლამაზია აქ.
-კი, ნამდვილად.
-ჩემი აზრით, ადამიანები ძალიან იშვიათად აფასებენ მთას, ურჩევნიათ, უცხო ქვეყნებში იმოგზაურონ და სანაპიროებზე იარონ მხოლოდ იმიტომ,რომ შემდეგ სოციალურ ქსელებში ფოტოები ატვირთონ.
ანაც ასე ფიქრობდა. მისთვის მოსაწყენი იყო ზღვა, სანაპირო და დაუსრულებელი ჰორიზონტი. მთა ერჩივნა, მთის სურნელი, ზამთარში რომ უკიდეგანოდ ცივა და ზაფხულში თოვლი რომ დადნობას ცდილობს.
-კი, გეთანხმებით სრულებით. მეც ვფიქრობ, მთა ყველაზე დიდი გამოსავალია რთულ პერიოდებში.
„ნეტავ, რა მიზეზი ჰქონდა ამ ლამაზ ქალბატონს, რომ ასე ურჩად ჩამოსდიოდნენ ცრემლები ბაგეებზე“-ფიქრობდა უცნობი.
-და მაინც, რა შეიძლება მიიჩნიოთ მთაზე ასასვლელ მიზეზად?
-სიცარიელე. სრულებითი სიცარიელე. იცით, თავიდან,როცა ხვდებით,რომ სიცარიელის პარანოიით ხართ შეპყრობილი, გეშინიათ, მაგრამ შემდეგ თანდათანობით ეჩვევით, სწავლობთ მასთან ერთად ცხოვრებას და საპირისპირო სქესის მაგივრობას სიცარიელე გივსებთ.
ანა ხვდებოდა, რომ სრულიად უცნობს ძალიან ენდო. არ გაჩერებულა, ისე გაანდო თავის სატკივარი თანამოსაუბრეს, მაგრამ თითქოს, არც ნანობდა. მან ხომ მართლაც გააღვივა ანას გონებაში ნდობის ნაპერწკალი.
-ახლა რომ ლაპარაკობდით, ერთი დეტალი შევნიშნე.
-დიახ, გისმენთ.
-საუბრისას მშვენივრად გეჩხვლიტებათ ლოყა.
ანა შეკრთა, მარჯვნივ გაიხედა,რომ თავისი სირცხვილი და ამავდროულად, კმაყოფილება დაემალა. ესიამოვნა ასეთი კომპლიმენტი. გარყვნილი კაცები მას მხოლოდ სილამაზისა და თავიანთი ცხოველური ჟინის გამო აქებდნენ. ასეთი უბრალო , მაგრამ თბილი კომპლიმენტი არასდროს მოუსმენია.
-დიდი მადლობა.
-მადლობა არ არის საჭირო. იცით, ხშირად მიფიქრია, რაოდენ სასიამოვნოა,როცა ვინმე შენს ისეთ თვისებას ხედავს, რომელიც არც არასდროს შეგიმჩნევია შენს თავში. ვფიქრობ, არასდროს გაგიმახვილებიათ ყურადღება იმაზე,რომ საყვარელი ფოსო გიჩნდებათ ლოყაზე საუბრისა და ღიმილისას.
-მართალი ხართ, არასდროს დავკვირვებულვარ...
უცნობმა გაიღიმა.
-ნახეთ, აი, მთვარეს შეხედეთ.
ანას ხელი ხელში მოიქცია და მთვარისკენ გაუშვირა.
-კი, მართლაც ულამაზესია.
-ხანდახან ვფიქრობ, მთვარეზე ხომ არ გადავიდე საცხოვრებლად. წარმოიდგინეთ, გარშემო არავინ ყვირის, არავინ არავის სცემს, უბრალოდ სიწყნარე და სიმშვიდეა.
-ვფიქრობ, მარტოობის მოყვარული უნდა ბრძანდებოდეთ. მე კი ვერ შევეგუე იმას,რომ ადამიანები ბოლოს სულ მარტონი რჩებიან, ეგოისტობად მიმაჩნია,რომ ვიღაცა ვიღაცას ტოვებს ამ სამყაროში, თუმცა თუ დავუკვირდებით, არავინ არავის ეკუთვნის. შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, მიატოვოს მეორე და წავიდეს... სამუდამოდ გადაიკარგოს...
-უფლება ყველას ყველაფრის აქვს, გააანალიზებაა მთავარი და მიხვედრა, ხასიათის თავისებურება. ხანდახან, როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, მაინც იძულებულნი არიან გაშორდნენ, რატომ? ამაზე პასუხი ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ალბათ სიყვარული უნდა იგრძნო, ისე ვერაფერს იტყვი.
-სიყვარული უნდა იგრძნო მართლაც , გიგრძვნიათ?
-არა, არასოდეს, ვფიქრობ, ნამდვილი სიყვარული რჩეულთა ხვედრია.
ანას ამ სიტყვების გაგონებაზე ჟრუანტელმა გაუარა. „რჩეულთა ხვედრი“. ის არ თვლიდა თავს რჩეულად, ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელეთ, სიყვარულიც არასდროს ეწვეოდა. ამ ფიქრებმა დააღონა და ეს სახეზეც დაეტყო.
-ხანდახან სიყვარული ისეთ დროს ეწვევა ადამიანს, სულ რომ არ ელის. ეს მოულოდნელი ბედნიერებაცაა და ტკივილიც. შეიძლება ერთ ჩვეულებრივ დღეს გაიღვიძო და მიხვდე, შეყვარებული ხარ. მსოფლიოს სულ სხვა კუთხით შეხედო.
-ჩემი აზრით, ალოგიკურია, რომ ერთ დღეს გაიღვიძებ და მიხვდები,რომ ვიღაცა გიყვარს. ვფიქრობ, ნელ-ნელა აანალიზებ,რომ ვიღაცამ შენს ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა. იმდენად დიდი,რომ უკვე მექანიკურად გეფიქრება,რომ გიყვარს.
- ასეა თუ ისე, სიყვარული მაინც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები. სიყვარული საზღვრებს სცდება, ის ქმედებაა. ქმედება,რომელიც ადამიანებს საგიჟეთის კარს ამწყვდევს.

რომ შეგეხედათ, რამხელა გულრწფელობით ბჭობდნენ იმ გრძნობაზე,რომელიც არც ერთს გამოეცადა, გული სითბოთი აგევსებოდათ, შეიძლება, თქვენდაუნებურად გაგღიმებოდათ კიდეც.


ანა ადრე დაწვა იმაზე ფიქრში, რომ მალე ჩაეძინებოდა,თუმცა გულს უღრღნიდა ის, რომ სულ მარტო იყო ... ოჰ.. როგორ ეტყობოდა,რომ სითბო აკლდა, მოფერება და ალერსი.
თავისდაუნებურად დაიწყო ფიქრი უცნობზე. მას ისე დაემშვიდობა, სახელიც არ უკითხავს, თუმცა იმ დროს, იმ მომენტში, სახელს არანაირი მნიშვნელობა ჰქონდა. ანა გრძნობდა თავისუფლებას, თავისუფლებას ნიკოლოზისგან, თუმცა ეს თავისუფლება ამავდროულად ბოჭავდა. თითქოს შეეძლო, შეჰყვარებოდა ის,მაგრამ არ ცდილობდა. კვლავ თავის თავს ადანაშაულებდა. საწოლიდან წამოდგა, თავისი ჩანაწერების ბლოკნოტი აიღო და წერა დაიწყო:
„ხანდახან მგონია, უკიდეგანობის განცდა ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე სიყვარულის.
წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს თავს შეყვარებულად, როცა ადგომა მიხარია, მხოლოდ იმიტომ,რომ სიყვარული არ მაძლევს უფლებას, არ მიხაროდეს ყოველი წამი. ნეტავ როგორია სიყვარული? ალბათ, თვალებს ხუჭავ და ვერაფერზე ფიქრობ მის გარდა... ალბათ, ცხოვრება გიხარია, მაგრამ როცა მიდიან შენგან? არა, ამას არავის ვაპატიებ. ხომ შეიძლება, აპატიო ადამიანს ყველაფერი, როცა გიყვარს?! მიუხედავად ამდენი კითხვისა,მაინც მინდა სიყვარულის განცდა.“
ბლოკნოტი დახურა, წერა შეწყვიტა და კვლავ საწოლზე წამოწვა.
როგორც კი დაწვა, კვლავ წამოდგა და ბლოკნოტს მიუბრუნდა:
“გუშინ რომ დამესიზმრა, დღეს განმეორდა. საკვირველია, როგორ ახდა ის, რაც თვლემაში ვნახე. იქნებ, ეს სამყარო თავად სიზმარია. იქნებ, გამოღვიძებისა იმდენად გვეშინია, სიზმარში ღრმად ვეფლობით, ვეღარა ვგრძნობთ იმას,რომ ჩვენი გაღვიძების დრო დგება. იქნებ, სიყვარულიც ილუზიაა. ამის მეშინია, ამას გავურბივარ, ტკივილს, რომელსაც ადამიანის ცხოვრების შეცვლა ძალუძს.“

დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გამოაღვიძა. ფარდები გადაწია და მზეს შეხედა,რომელიც მთაზე ამოსულიყო. ალბათ, ადრე იყო,მაგრამ იმდენად ლამაზი სანახავი იყო, ვეღარ გაბედა თვალის დახუჭვა. აივანზე დაჯდა და წიგნის კითხვა განაგრძო.
-ანა, ანა - ხმადაბლა ყვიროდა ვიღაც.
-დიახ, მობრძანდით, შემოაღეთ....
ანამ დაინახა უცნობი და წამოდგა.
-გამარჯობა, როგორც ჩანს, მშვენიერი დილა გაქვთ. თუ არ მოგაწყენთ, სადმე გავისეირნოთ.
-კარგით, თერთმეტ საათზე დამელოდეთ იმ ადგილას, სადაც გუშინ ვიყავით.
-შევთანხმდით.
ანამ გაუღიმა უცნობს , ოთახში გაბრუნდა და ბლოკნოტი გადაშალა:
„როცა ვფიქრდები, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში სითბო, მგონია,რომ ამ განცდის ნაწილი ვერასდროს გავხდები. რატომღაც, ჩემი უაზრო ცხოვრება არ მაძლევს საშუალებას , ვიყო ჭეშმარიტად შეყვარებული. იმის კი მჯერა,რომ ვიღაც შენთვის შექმნილია სამუდამოდ და თუ მას იპოვნი, ბედნიერება გარდაუვალია. ნეტავ, ვიპოვნო ის ადამიანი,რომელიც ცხოვრებას სხვა თვალით დამანახებს. მიკვირს, ნიკოლოზის შეყვარება რატომ ვერ მოვახერხე, ალბათ, ძალით არავის შეყვარება შეუძლია ადამიანს. ჩემს თავზე მეცინება ხოლმე, რომ ვფიქრობ, რა გულრწფელად ვსაუბრობ და განვიხილავ იმ ხილს, რომელიც არასოდეს გამისინჯავს.“
უკვე მეორე დილაა, ანას მობილურს არ დაურეკავს... არც ნიკოლოზისგან მიუღია შეტყობინება, ნუთუ რა ხდება? ფიქრობს ანა, როგორ გაძლო ნიკოლოზმა მის გარეშე? ახლა მხოლოდ ყურადღება სჭირდება, მიხვდა,რომ აკლია ნიკოლოზის სიყვარულისგან გაგიჟებული წინადადებები.

*ნიკოლოზი*
იმ დღეს დილა ჩვეულებრივზე ადრე გათენდა.. წამოვდექი და სასტუმროს პირველ სართულზე ჩავედი სასაუზმოდ. ავირჩიე მაგიდა და წიგნიც წავიღე წასაკითხად. არ ვნანობდი , რომ დასასვენებლად ჩემთვისაც გამოვნახე დრო. მართლაც მჭირდებოდა დასვენება გადაღებებისაგან... დავჯექი მაგიდასთან და ჩაი შევუკვეთე, მობილური ტელეფონი გამოვრთე. სანამ შეკვეთას მომიტანდნენ , ჩემდაუნებურად დავუწყე ცქერა ქალბატონს, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა და გულრწფელად იღიმებოდა. იცით, ცისარტყელას ჰგავდა.. არასდროს მეჯერა, რომ ადამიანის შეყვარება ერთი ნახვით შეიძლება, ეს უფრო იმას ჰგავს, ლამაზ ყვავილს რომ დაინახავ და სურვილი გიჩნდება, მოუარო, უფრო გაალამაზო, ააყვავო. მისნაირი სილამაზე ალბათ სულისმიერი გამოსხივებაა. შეუძლებელია, ულამაზო სულის ადამიანი ასეთი სიყვარულით იცქირებოდეს გარშემო. არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, უბრალოდ ჩემს თავს მივენდე.
-გამარჯობა, შეიძლება, აქ დავჯდე?
-დიახ, რა თქმა უნდა.
-ალბათ, თქვენც გადაწყვიტეთ, დაგესვენათ მოსაბეზრებელი ცხოვრებისგან..
მინდოდა, რამე ისეთი მეთქვა, რომ მისი ყურადღება მიმეპყრო.. მაგრამ მგონი ყველაფერი გავაფუჭე.
-თქვენ ასე, ერთი შეხედვით შეგიძლიათ დაინახოთ, როგორი ცხოვრება აქვს ადამიანს?
-არა, უბრალოდ სახეზე გეტყობათ, რომ რაღაც გაკლიათ.
მას სახე შეეცვალა, ხუთი წუთის წინ თუ მის სახეზე ერთობ სიყვარულს, სითბოსა და უიმედობას ვხედავდი, ახლა გულგრილი , ამაყი ქალი დავინახე.
-ვფიქრობ, ძალიან უადგილოა თქვენი წარმოდგენები ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე.
ადგა და წავიდა.
თითქმის ყველანაირ ქალს შევხვედრივარ, აქამდე არასდროს დამინახავს ქალში ის, რაც მასში დავინახე. მაშინ მივხვდი,რომ თუ ეს ქალი არ გახდებოდა ჩემი ცხოვრების მეგზური, უბედურება დაიბუდებდა ჩემს გულში.
ნეტავ არ მენახა მაშინ, ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნებოდა დღეს.
როგორც კი წამოდგა, მეც გავყევი, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, უბრალოდ მინდოდა, მისი ბინა მცოდნოდა. თითქოს შეუმჩნევლად ავიარე დერეფანი და ოთხი სართული. კედელს ამოვეფარე და დავინახე, რომელ ბინაში შევიდა. ბინა#24
***
ანა გაემზადა და სამერზე ავიდა.
-დილა მშვიდობისა, კიდევ ერთხელ, როგორ ხარ?
-უკეთესადაც შეიძლება.
ანამ უცნობს ხელი ჩაჰკიდა და სამერს აუყვნენ.
-გუშინ ვფიქრობდი, თქვენთვის სახელი არ მიკითხავს.
-ანასტასია მქვია, ანათი მომმართეთ, თქვენ?
-ლამაზი სახელია, მე ალექსანდრე, სანდროთი მომმართეთ.
ორივეს გაეღიმა.
-მომიყევით თქვენზე, არაფერი ვიცი...
-ალბათ, არც ღირს მოსაყოლად ჩემი უაზრო , უთავგადასავლო ცხოვრება..
-მე გითხარით,რომ მაინტერესებს, არ აქვს მნიშვნელობა, აზრიანი ცხოვრება გაქვთ, თუ უაზრო.
-კარგით, თუ ასე გაინტერესებთ, რა გაეწყობა. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ, აქ ზაფხულობით ჩამოვდივარ ხოლმე, ბავშვობაში არც ჩამოვსულვარ, არ ვიცოდი, სახლი თუ მქონდა. ბებიაჩემი რაც გარდაიცვალა, იმის შემდეგ გავიგე, რომ სვანეთში შემეძლო ჩამოსვლა. დედ-მამა მაშინ გარდამეცვალა ავარიით,როცა 13 წლის ვიყავი, იმის შემდეგ დეიდა მზრდიდა. 50 წელს მიაღწია და ისიც გაემგზავრა საიქიოში.
-ძალიან ვწუხვარ,მტკივნეულია ახლობლების გარდაცვალება.
-კი, ნამდვილად, თან მაშინ,როცა ძალიან პატარა ხარ, ვერ აანალიზებ , რა მოხდა შენს თავს...
ანამ თავი ჩახარა და საუბარი გააგრძელა.
-მე არც დედა მყოლია, არც მამა, არც ბებია, არც ბაბუა, ბავშვთა სახლში აღვიზარდე, ამის გამო , მთელი ცხოვრება სიყვარულის დეფიციტს განვიცდი, დროდადრო მაკითხავდა დეიდაჩემი და ჩამოვყავდი აქ, სვანეთში, მაგრამ მხოლოდ ზაფხულობით. მტკივნეულია,როცა არავის ადარდებს შენი ბედი, ამ დროს, მხოლოდ შენ ხარ შენი თავის პატრონი. ახლა ნორმალურზე კარგი ცხოვრება მაქვს, რედაქციაში ვმუშაობ, დროდადრო მოთხრობებს ვწერ და ვცხოვრობ ასე.
-შეყვარებული თუ გყავთ?
-ახლა არა, მაგრამ მყოლია. ვნანობ, ძალიან ვნანობ თითოეულ მათგანს. არავინ მყვარებია, უბრალოდ ამ სტატუსით რაღაცის შევსებას ვცდილობდი.
-გასაგებია... მე ბავშვობაში მიყვარდა ერთი გოგო... ძალიან ტკბილად მახსოვს, მაშინ სიყვარულს ვეძახდი, დღევანდელი გადმოსახედიდან ეს მხოლოდ გატაცება იყო, მაგრამ მაინც ბედნიერი გატაცება. ახლა მას ქმარ-შვილი ჰყავს, მე კი აქ, თქვენს გვერდით დავდივარ ამ ადგილებში და ჩემს უაზრო ცხოვრებაზე გესაუბრებით.

*ნიკოლოზი*
„როგორც კი გავშორდი 24-ე ბინას, გული ამიჩქარდა, ახლაც არ ვიცი, რატომ, ჩავუყევი კიბეებს და კვლავ პირველ სართულზე ჩავედი.
იმ დღის მერე, ყოველ დღე ავდიოდი ანასთან, ერთმანეთიც კარგად გავიცანით. ხანდახან ისე მექცეოდა, მეგონა, მასაც ისე ვუყვარდი, როგორც მე-ის, მაგრამ ზოგჯერ სიცივე წამოუვლიდა ხოლმე და უკანასკნელი იმედიც ქრებოდა.
სამი წლის მანძილზე, ჩემი ცხოვრების ერთი წამი არ გასულა ისე,რომ ანაზე არ მეფიქრა. ღამეც კი,როცა დაძინებას ვცდილობდი, მისი ნათელი სახე წარმომიდგებოდა თვალწინ და ტკბილად ვიძინებდი იმის იმედით,რომ მეორე დღეს კვლავ შემეძლო ჩემი ცხოვრების სიყვარული მენახა.
სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს. თუ ორმხრივია, ორივე ძალიან ბედნიერია, ცალმხრივის დროს კი აუცილებლად იტანჯება ის, ვისაც უყვარს.
მიუხედავად იმისა,რომ შეყვარებულ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს, მაინც მგონია, ყველა ურთიერთობაში ერთს უფრო უყვარს მეორე....
ეს ასეა, ვერაფერს შევცვლით.
ვფიქრობ, ყურადღება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ სანუკვარ გრძნობაში. აბა, გემრიელი ნამცხვარი ვანილის გარეშე ვინმეს გაუსინჯავს?!
ხშირად მიმიღია ანასგან საყვედური, ნუ მაწუხებო, მე კი არამგონია, ზედმეტი ყურადღება მოსაწყენი იყოს. რა ჯობია იმას,როცა ვინმე შენზე ზრუნავს და უყვარხარ ისეთი,როგორიც ხარ. შენში ნაკლიც კი უყვარს. სიყვარული ყველაფერია ამ ქვეყანაზე. ვიცი, ვერასდროს დავიმსახურებ ანას სიყვარულს, მაგრამ უკვე შევეჩვიე იმას,რომ ამ ქვეყანაზე ყველას არ ხვდება წილად ბედნიერება, უყვარდეთ ისე, როგორც მას უყვარს სხვა.
სიყვარული თავად ღმერთია, ღმერთს თუ არ შემოვუშვებთ ჩვენს გულებში, სიყვარულიც არასდროს გვეწვევა.“

***
-იცით, მე თუ მკითხავთ, ყველაზე უაზრო ცხოვრებაშიც კი შეიძლება რაიმე აზრიანის გამონახვა.
-კი , შეიძლება, მაგრამ როცა დაიღალეთ ყველაფრით?
-ეს უკვე უიმედობაა და არა უაზრობა.
-ძალიან მსიამოვნებს თქვენთან საუბარი ანა.
-მეც იმავეს ვიტყოდი, ალექსანდრე.
ისინი ერთმანეთისკენ შეუბრუნდნენ , ალექსანდრე მიიწია და აკოცა. ანამ , 31 წლის მანძილზე, პირველად იგრძნო მუცელში პეპლები.


„ხანდახან, უსამართლობის გრძნობა მეუფლება. ზოგი ადამიანი უკვე მეხუთე სიყვარულს იცვლის და მეექვსეზე გადადის, ზოგს კი მთელი ცხოვრება არ ჰყოფნის , რომ ის ერთი უყვარდეს“
ბლოკნოტი დახურა და ალექსანდრეს მოლოდინში , ვერც კი მიხვდა, როგორ ჩაამთავრა ერთი ფინჯანი ყავა.
-შეიძლება?
-საღამო მშვიდობისა ალექსანდრე, ამობრძანდით.
ალექსანდრე კიბეებს აუყვა და დააკვირდა, რა ლამაზად იყო მორთული ყვავილებით კიბის ყოველი საფეხური.
-ლამაზი საღამოა, იცით , წეღან ვფიქრობდი, სადმე პიკნიკზე ხომ არ წავსულიყავით, მდინარის პირას, მაგალითად ხვალ, რას იტყვით?
-ვნახოთ, ალექსანდრე, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს თქვენთან..მოდით, დაბრძანდით.
-გმადლობთ, იცით, ასე მგონია, საკმაოდ საინტერესო ბავშვობა გქონდათ აქ, სვანეთში, ძალიან მაინტერესებს და რამე მომიყევით თქვენი წარსულიდან.
-დიდი სიამოვნებით გავიხსენებდი მოგონებებს, მეგობრები მყავდა, მაკრინე,ელენე, ანასტასია, სულ ერთად ვიყავით, სულ ვერთობოდით, პიკნიკებზეც ძალიან ხშირად დავდიოდით...
ანა გართული იყო საუბარში, როდესაც მის კარებთან მანქანის ხმა მოესმა, გაიხედა და დაინახა მისკენ ყვავილებით მომავალი ნიკოლოზი. არ იცოდა, რა ექნა, უბრალოდ იცოდა, რომ უეჭველად რაღაც მოხდებოდა.
ნიკოლოზი კიბეებზე ამოვიდა და დაინახა ანას გვერდით მჯდომი თავის მეგობარი.
-ნიკოლოზ, ძმაო
ანასტასიამ გაკვირვებისგან წარბები აზიდა.
-როგორ ხარ, ალექსანდრე, რამდენი ხანია, არ გვინახავს ერთმანეთი.
-რავიცი ნორმალურად, აქ რა გინდა?
-მე აქ სახლი მაქვს, შენ რა გინდა აქ?
-ჩემს შეყვარებულთან ჩამოვედი.
ალექსანდრემ ანასტასიას შეხედა და სახეზე ფერი შეეცვალა.
-ანასტასია, შეყვარებული გყოლიათ, მარტო დაგტოვებთ, ჩემი წასვლის დროა.
-ნახვამდის, ალექსანდრე.
ალექსანდრემ კიბეზე ისე ჩაიარა, გეგონებათ, მთვრალიაო.
-როგორ ხარ, ჩემო მშვენიერო?
-გიკრძალავ ჩემს კუდში დევნას, გიკრძალავ ამ ყველაფერს, გიკრძალავ იმას,რომ არ შემიძლია ცოტა ხანს მაინც დავისვენო შენი უაზრო ქცევებისგან. დავიღალე ნიკოლოზ, დავიღალე გესმის? მთელი ცხოვრება ასე უნდა მსდიო? მე აღარ მინდა ისეთი ცხოვრება, სადაც ორი დღეც კი არ მტოვებენ მარტო. ცოტა ხანი მარტო ყოფნა მინდა, ნუთუ გაუგებარია ეს ყველაფერი შენთვის? წადი, გთხოვ, წადი ჩემი ცხოვრებიდან, მე დავიღალე შენს მაგივრად. ვერ ხვდები,რომ სადაც არ ხარ საჭირო, იქ ხარ ყოველთვის? მე შენ არ მიყვარხარ, სრულებით არ მიყვარხარ და ნუ მაიძულებ ისეთი ზომები მივიღო,რომ ჩემი ნახვა აღარასდროს შეგეძლოს.
ნიკოლოზმა ცრემლი მოიწმინდა, ყვავილები აიღო, და კიბეზე მდუმარედ ჩაიარა.
ანა იატაკზე დაჯდა, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა.
***
„ხანდახან, როცა ფიქრობ, რომ ადამიანისთვის კარგი გინდა, უბრალოდ მის თავმოყვარეობას ახტები და პატივისცემას ივიწყებ, ვერც კი წარმოიდგენ, როგორ სტკენ გულს შენი სიტყვებით მას...
ალბათ , შენ არასდროს წარმოგიდგენია როგორია, როცა ყველაზე მტკივნეულ ადგილას დანას გირტყამენ,მხოლოდ იმიტომ,რომ სიყვარული გაეცი.
რაც ბევრ სიყვარულს გასცემ, მით მეტ ტკივილს გაყენებენ ადამიანები.
ეს უკუპროპორცია ცხოვრების ერთ-ერთი უარყოფითი თვისებაა. თვისება, რომლის შეცვლაც თითქმის შეუძლებელია.
ტკივილი სიყვარულის თანმხლებია... ადამიანი სიყვარულის გზას რომ დაადგება, ბევრი გასაჭირის დათმენა მოუწევს.
გიყვარდეთ, მთელი გულით გიყვარდეთ, იმ სიყვარულით დიდ ტკივილებსაც აიტანთ.
შეუძლებელი არაფერია ...“

***
ანასტასია წამოდგა, ქურთუკი მოიცვა და გზას გაუყვა. იცოდა, რომ ალექსანდრესთან მიდიოდა, მაგრამ არ იცოდა,სად. მის ცხოვრებაში პირველად გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელშიც რაღაც დაინახა ; რომლის მონატრებაც შეეძლო და სიყვარულიც. უბრალოდ მიუყვებოდა წვიმიან ბილიკს და ყოველი სახლის კარზე აკაკუნებდა. ნახევარი საათი ძიების შემდეგ, მიადგა ძალიან ღარიბულ სახლს. თავიდან ეგონა,რომ არავინ იყო იქ, მაგრამ შემდეგ აივანზე დაინახა ადამიანი. რომ მიუახლოვდა, ალექსანდრეს სახე გაშიფრა, ყმაწვილი იდგა და ეწეოდა.
ანასტასიამ გაიარა ცოტაც და ნაზი ხმით დაიძახა :
-ალექსანდრე, ბოდიშს გიხდით...
ალექსანდრემ გაიღიმა, ქვემოთ ჩამოვიდა, ანას მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და უთხრა :
-მე თქვენს თვალებში მისადმი სიყვარული არ ამომიკითხავს, საბოდიშოც არაფერია.
ანასკენ მიიწია და აკოცა. ანამ მისი სურნელი ხარბად შეიგრძნო და ჟრუანტელმა დაუარა.
-ძალიან სასიამოვნო სურნელი აგდით - უთხრა ალექსანდრემ.
ორივემ დაიწყო სიცილი, იმხელა ხმაზე იცინოდნენ, ალბათ პეპლებმაც გაიგეს, პეპლებმა, რომლებიც ნაზად დაფარფატებდნენ მინდვრის ველებზე.

5თავი
- ალექსანდრე, ბავშვობაში ამ ადგილს რას ვეძახდი იცი?
-რას?
-სამერს.
-რატომ? რამეს ნიშნავს?
-კი, ინგლისურად ზაფხულს, აქ მხოლოდ ზაფხულში ჩამოვდიოდი და ახლაც ასეა. ზამთარში ძალიან ცივა. ისე, რა ლამაზია, ნახე მთვარე როგორ ანათებს.
-ჰო, მე ტყუილად კი არ მინდა მთვარეზე გადასვლა. შენც ხომ წამოხვალ ჩემთან ერთად?
-კი, კი , წამოვალ აუცილებლად.
-ანა, ძალიან მიყვარხართ...
-მეც მიყვარხართ, ალექსანდრე, ძალიან მიყვარხართ.
***
„იმედები გამიცრუვდა, ვამბობ, ალექსანდრე მიყვარს მეთქი, მაგრამ ვერ ვგრძნობ, რა აზრი აქვს, მეგობრად მიმაჩნია, კარგ მეგობრად, მაგრამ არ მიყვარს, ეს ზუსტად ვიცი.“

***
-ალექსანდრე, ხვალ თბილისში მივდივარ, იქაც გნახავთ ხოლმე, რა თქმა უნდა.
-კი, ანა , აუცილებლად.
-ძალიან კარგი იყო ეს ხუთი დღე, პირველ რიგში იმიტომ,რომ თქვენ გაგიცანით. იცით, ძალიან დიდი ნდობა გამოიწვიეთ ჩემში.
-გმადლობთ, დიდი მადლობა, მე თქვენ შეგიყვარეთ და ჩემთვის ეს ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

***
-გამარჯობა, სასწრაფოა? სასწრაფო მჭირდება, აუცილებლად, რაც შეიძლება მალე, ჩემს მეგობარს ვეღარ ვაღვიძებ.
-მისამართი მითხარით, სწრაფად.

***
„ვზივარ იატაკზე და ვუყურებ ალექსანდრეს, წევს, აპარატის ხმა ჩემს ნერვებზე მოქმედებს. რიტმულად ფეთქავს მისი გული. ვუყურებ და ვხვდები, ძალიან ბედნიერი ვარ, ის რომ გავიცანი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდში გვერდით მედგა. ახლა კი უაზრო აპარატზეა შეერთებული და რიტმულად სუნთქავს. ზუსტად ისე, მე რომ მესმოდა ხოლმე მისი გულის ხმა ჩახუტებისას. უკვე სამი დღეა ტვინი გათიშული აქვს, მე კი მისი ხმა მენატრება, ძალიან, ძალიან მენატრება.. მალე დამიბრუნდება, ვიცი.“

ანა იატაკზე იჯდა და ბლოკნოტში წერდა, თვალები ჩალურჯებული ჰქონდა. უცბად, გულის ჩვეულებრივი რიტმი დამაყრუებელი წივილით შეიცვალა.
ექიმები შემოცვივდნენ...

*ალექსანდრე*
„მკვდარი ვარ? არა, არა ვარ მკვდარი. აი, ვხედავ, მინდორზე ვდგავართ მე, ანასტასია და ჩვენი პატარა გოგონა. გოგონა ჯერ არ გვყავს, მაგრამ აუცილებლად გვეყოლება. ზემოთ ვიხედები , ვხედავ ცას, რომელიც ღია ცისფერია. რა ლამაზია, ანასავით. ღმერთო, მის თვალებში მე სინაზეს ვხედავ , სინაზესა და სილამაზეს, სინატიფეს. რა შეიძლება მასზე ლამაზი ვნახო. ადამიანს ვინც უყვარს, ის ეჩვენება ყველაზე ლამაზად, თორემ ლამაზ ქალებსა და კაცებს რა დალევს ამ ქვეყანაზე?! მკვდარი ვარ? არა, არა ვარ მკვდარი. ვხედავ ანას, ჩემკენ მომავალს, ხელები ცისკენ აქვს აწვდილი და ღიღინებს, ცეკვავს, რა მხიარულია. ანა, ჩემი ანა... მიყვარს, მიყვარს დაუსრულებლად. მე მასში სხვა ფერი დავინახე, კიდეც ბევრჯერ დავინახავ, გულით მწამს ამით. ცა ცისფერია... მაგრამ, უეცრად, ეს რა მოხდა?
ყველაფერი დაბნელდა.“

-ალექსანდრეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ანასტასია იატაკზე გდია და ხელებს სანდროსკენ იშვერს.

***
„გქონიათ შემთხვევა, როცა ნანობთ იმას, რომ მეტი სიყვარული არ გაეცით? მე ჩემს თავზე ვბრაზდები, შემეძლო, მისთვის ყველაფერი მიმეცა, მეტად მოვფერებოდი, კიდევ ბევრჯერ გვეცინა ერთად რაღაც სისულელეებზე, კიდევ უამრავჯერ ჩამეხედა მის ტკივილით და სიყვარულით სავსე თვალებში. ახლა ვნანობ. მე მოვკვდი.
მოვკვდი გეფიცებით და თავიდან დავიბადე, ოღონდ რატომ, რატომ არ ვიცი. მოვხვდი ისევ ისეთ სამყაროში. იმიტომ გაცივდა ყველაფერი, რომ ალექსანდრე აღარ სუნთქავს, გესმით? ალექსანდრე, მე თქვენ მიყვარხართ.
კი, კიდევ მიყვარხართ და ეს სიყვარული ისეთივე სამარადისოა, როგორც თქვენი ადგილი უფალთან..
თქვენ წახვედით. დამტოვეთ მარტო, სულ მარტო, მე თქვენი თვალები მენატრება, თვალები,რომლებიც მხოლოდ ბედნიერებას მანიჭებდა. გული მტკივა, რომ ასე ადრიანად მოისურვეთ ჩემგან წასვლა.
ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვეძლო ერთად. მე ხომ მხოლოდ მარადიული სიყვარულის მწამს.
მე თქვენ კვლავ მიყვარხართ და მეყვარებით იქამდე, სანამ კვლავ არ გიხილავთ სხვა განზომილებაში.“

***
-დაწყნარდი ანასტასია, ყველაფერი კარგად იქნება.
-არა, არ იქნება ყველაფერი კარგად, მე აღარაფრის იმედი მაქვს.

*ნიკოლოზი*
„მის თვალებზე ცრემლს რომ ვხედავ, მინდა მიწა გამისკდეს და შიგნით ჩამიყოლოს. იმაზე საშინელი არაფერია, როცა შენს საყვარელ ადამიანს გულნატკენს ხედავ და შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. მე ის მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ მისი ბედნიერებისთვის.“

*ანასტასია*
„ღამე , როდესაც დაძინებას ვცდილობ, მისი სახე წარმომიდგება ხოლმე, მისი ბედნიერი თვალები. მხოლოდ ორი წელი გავატარეთ ერთად, მთელი ცხოვრება წინ გვქონდა. მე სიყვარული ვიგემე, საოცრება ყოფილა. ყოველდღე თანდათან უფრო მიყვარდებოდა. ვიცი, მის გარეშე ცხოვრებას ჩემთვის აზრი არ აქვს, მაგრამ ცოცხალი რომ იყოს, არ მოეწონებოდა ასეთ დღეში რომ ვარ, ამიტომ ვეცდები, გამოვიდე ამ მდგომარეობიდან და ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელო. იმედი მაქვს, გამომივა.“

*ნიკოლოზი*
„ანა ცოტა რომ მომჯობინდა, ვიფიქრე, შოკოლადს ავუტან , გაუხარდება მეთქი, შევედი მის ოთახში და ის, რაც მე ვნახე, არასდროს, არავის ენახოს!
***
ანა საწოლიდან წამოდგა. ბლოკნოტი აიღო, ერთი საათი რაღაცის ჯღაბნაში გაატარა.
სამზარეულოში გავიდა, სამართებელი აიღო და ნელა, აუჩქარებლად გადაისვა ვენაზე.
სისხლმა ჯერ მისი მაისური დაასველა, შემდეგ კი ბაგეები.
ცხოვრება გასეირნებაა, სამუდამო ძილის წინ.

*ნიკოლოზი*
„მე ვყვიროდი და სიცილისგან იწვოდა ზეცა.“

აი, რა დაწერა ბლოკნოტის ბოლო გვერდებზე, აი , რას მიუძღვნა თავის ცხოვრების უკანასკნელი წუთები:

„ჩემი ბავშვობა მახსენდება და ვიღიმი. მე ვიყავი გოგონა, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა. გოგონა, რომელსაც მშობლები არასდროს უნახავს და მათი სიყვარული ჰაერივით აკლდა. მე ვიყავი გოგონა, რომელმაც ვერ შეძლო კარგი მეგობრების პოვნა. მეგობრების, რომლებიც მთელი ცხოვრება მისი მეგზურნი იქნებოდნენ. მე ყველაფერს სხვანაირად ვუყურებდი. გავიზარდე ისე,რომ არასდროს არავინ მყვარებია იქამდე, სანამ ალექსანდრეს გადავეყარე. თქვენ იცით, როგორია შეყვარებული მამაკაცი? ის ყველაფერს გააკეთებს,რომ თქვენ ბედნიერი იყოთ. მახსოვს, ერთხელ ნოსტალგია შემომაწვა და ცრემლები ვეღარ შევიკავე. ალექსანდრე კი მოვიდა და მითხრა : „ახლა, ცისარტყელა გამოვა, თუ ცრემლებს მოიწმინდავ, მე შენ მყავხარ, შენ-მე, ეს დაუსრულებლად გაგრძელდება“. მახსოვს, მაშინ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი ამ ქვეყნად. მაშინ მე სიყვარული ვიგემე. მივხვდი,რომ არ ვიყავი მარტო, ყველა დაბრკოლებასთან ერთად მყავდა ალექსანდრე, ადამიანი, რომელიც სამერზე გავიცანი.
„სამერი“
ეს ის ადგილია, სადაც 15 წლის ასაკში ამოვდიოდი, დეიდაჩემი დიდ ხანს მეძებდა ხოლმე, ვერსად მპოულობდა, ამის გამო ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ უჩხუბია ჩემთვის. მაშინ სამერზე ავდიოდი მაშინ, როცა ვგრძნობდი, ვიღაც მენატრებოდა. ოდესმე გიგრძვნიათ, რომ გენატრებათ ის, ვისაც არასდროს შეხვედრილხართ? მაშინ ზუსტად ამას ვგრძნობდი. თითქოს ვიცოდი,რომ ოდესღაც ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულს შევხვდებოდი.
მაშინ სამერზე ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა : „არ მოგწყინდა ეგრე ბღავილი? ადექი რა, გაერთე, ნახე , რამდენი გასართობია, დავიღალეთ შენი ცრემლებით. შეიცვალე ცოტა რა.“
მაშინ მივხვდი, რომ ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, შეგცვალონ, მე არ შემიძლია სხვის გამო შეცვლა. რა ვქნა, ასეთი ვარ და ვერავის გულისთვის ვერ შევიცვლები.

მე დედ-მამა არ მყავდა, დეიდაჩემი კი მძულდა, ძალიან მძულდა, მასში ვერ ვხედავდი ვერაფერს, რასაც ალბათ დედაში დავინახავდი. რომ წამოვიზარდე, ის გარდაიცვალა და სულ, სულ მარტო დავრჩი, მარტომ დავამთავრე უნივერსიტეტი, შემდეგ კი მწერალი გავხდი, უამრავი წიგნი გამოვეცი, ახალიც კი დავიწყე, მაგრამ ვეღარ გავაგრძელე. მე არ შემიძლია დავწერო ამ ცხოვრებაზე, ამ უსამართლო ცხოვრებაზე . ცხოვრებაზე, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი წამართვა, მე ცხოვრებას დუელში ვიწვევ. მოდი, ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს.
ოდესმე გიგემიათ საყვარელი ადამიანის დაკარგვა? საშინელი გემო აქვს, მართლაც რომ საშინელი. ღამე ვერ იძინებ, მხოლოდ იმიტომ,რომ მისი სურნელი სიგიჟემდე გენატრება,მისი სიტყვები, მისი გვერდში დგომა , მაგრამ შემდეგ აანალიზებ,რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ ვეღარასდროს ჩაგხედავს თვალებში და გეტყვის : მიყვარხარ, თან ზუსტად ისე, ზუსტად ისე.
ის ვეღარასდროს დამიჯდება გვერდით მაშინ,როცა ვტირი და ვეღარ მეტყვის : „კარგი რა ანა, ცისარტყელა მომენატრა“, ის ვეღარასდროს მომიტანს უამრავ კესანეებს და მეტყვის: „შენც მათსავით ლამაზი ხარ“, ის ვეღარასდროს მეტყვის როგორ ვუყვარვარ. ჯანდაბა ამ ცხოვრებას, მართლაც ჯანდაბა.
ჩვენ ყველა ერთად უნდა მიგვეტოვებინა და ერთმანეთი მივატოვეთ. ერთმანეთი არა, შენ მიმატოვე მე , ალექსანდრე, ამას არასდროს გაპატიებ. არასდროს გაპატიებ,რომ აღარ სუნთქავ, არასდროს გაპატიებ იმ უთქმელ სიტყვებს, რომელთა თქმაც ჩემთვის ვერ მოასწარი.
არასდროს გაპატიებ იმას,რომ მარტო დამტოვე. მე არ შემიძლია უშენოდ ცხოვრება.
თუ კი იქ ერთმანეთს შევხვდებით, მოვდივარ.
შენ გამო, დაე მოვკვდე, დაე შევწყვიტო სუნთქვა, დაე , ვეღარასდროს გავიგო ჩიტების ჟღურტული, ვეღარასდროს დავინახო, როგორ ამოდის მზე.
თუ ეს საჭიროა,
თუ კიდევ შეგხვდები, ოდესმე,
მაშინ მოხდეს ეს ყველაფერი.
თუ არ მოხდება, გემშვიდობები, გემშვიდობები სამუდამოდ, ვემშვიდობები ჩემს ოცნებებს, „ჩვენს“ ოცნებებს.
მე შენ მიყვარხარ.
მე შენ მწამხარ.
მე შენ მჭირდები.
მე მოვდივარ,მოვდივარ შენთან და იმ თვალებთან, რომლებმაც ჩემი ცხოვრება სამარადისოდ შეცვალეს.“

მ.გაზდელიანი



№1 სტუმარი Marta

Tavidan ar vkitxulobdi metqii rame uazroba iqnebatqo.komentarebic ar qonda ,warmoudgenelia rato.didi xania am saitis stumari var da vici vin Ras wers da rogor.yvela araa ratqmaunda mara visi nawarmoebis wakitxva girs da visi araa eg namevilad kargad vici.shen chemo kargoo unda gitxra ro saocrad gamakvirve.isetii wasakitxii iyoo ro chamodnebodi tan banaluri ar iyo tumca dzalian realuri iyo.iseti ragac gaq dawerili yvelas room daafiqrebs.xalxs siyvaruls aswavliss.dzaliaan grma istoriaa.dzalian momewonaa

 


№2  offline წევრი mariamgg

Marta
Tavidan ar vkitxulobdi metqii rame uazroba iqnebatqo.komentarebic ar qonda ,warmoudgenelia rato.didi xania am saitis stumari var da vici vin Ras wers da rogor.yvela araa ratqmaunda mara visi nawarmoebis wakitxva girs da visi araa eg namevilad kargad vici.shen chemo kargoo unda gitxra ro saocrad gamakvirve.isetii wasakitxii iyoo ro chamodnebodi tan banaluri ar iyo tumca dzalian realuri iyo.iseti ragac gaq dawerili yvelas room daafiqrebs.xalxs siyvaruls aswavliss.dzaliaan grma istoriaa.dzalian momewonaa


დიდი მადლობა <3 არ ვიცი,რატომ არ კითხულობენ :(

 


№3 სტუმარი Marta

mariamgg
Marta
Tavidan ar vkitxulobdi metqii rame uazroba iqnebatqo.komentarebic ar qonda ,warmoudgenelia rato.didi xania am saitis stumari var da vici vin Ras wers da rogor.yvela araa ratqmaunda mara visi nawarmoebis wakitxva girs da visi araa eg namevilad kargad vici.shen chemo kargoo unda gitxra ro saocrad gamakvirve.isetii wasakitxii iyoo ro chamodnebodi tan banaluri ar iyo tumca dzalian realuri iyo.iseti ragac gaq dawerili yvelas room daafiqrebs.xalxs siyvaruls aswavliss.dzaliaan grma istoriaa.dzalian momewonaa


დიდი მადლობა <3 არ ვიცი,რატომ არ კითხულობენ :(


Magaze ar idardoo.sakmao naxvebi aqvs.dro unda yvelafers.ase gaagrdzelee.didi potenciali gaqvs dzalian

 


№4  offline წევრი mariamgg

გმადლობთ <#

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent