შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ძახილი 15.(დასასრული)


13-03-2018, 02:56
ავტორი zia-maria
ნანახია 3 637

სირბილით ჩაირბინა კიბეები და ახლო მდებარე მაღაზიაში შევიდა,პური იყიდა მხოლოდ და ასევე ჩქარი ნაბიჯით გაიქცა სახლისკენ,რომ მოულოდნელად წინ ალკოგოლისგან თვალებდასიებული მამაკაცი გადაუდგა.სესილიმ შეხედა და შეეშინდა,მაგრამ მაინც მტკიცედ უთხრა.
-გამატარეთ.მამაკაცს ჩაეცინა ჭაღარა თმებზე ხელი გადაისვა და ირონიული სიცილით უთხრა სესილის.
-გიორგი ძალიან გიყვარს?
-ვერ გავიგე?
-გიორგი გიყვარს,მაგრამ როგორც ვიცი ორი წლის წინ ლუკა გიყვარდა.
-ვინ ხარ,რა გინდა.შეეკითხა სესილიმ.
-არააქვს მნიშვნელობა ვინ ვარ,მაგრამ ცხოვრებაში სიმშვიდე რომ გქონდეს და მშვიდად იცხოვრო ერთი ღამე უნდა გაატარო ჩემთან.
-ჩამომეცალე,გზა მომეცი.შენ რა გიჟი ხარ,თუ ავადმყოფი.
-ავადმყოფი არა,გიჟი კი ვარ.შენზე ვგიჟდები მას შემდეგ და ვოცნებობ შენს სხეულზე ლუკასთან ერთად რომ დაგინახე.
-შენ,შენ მართლა ავადმყოფი ხარ.თქვა სესილიმ და წასასვლელად გაიწია.
-ხოდა ეს ავადმყოფი გიქცევს ცხოვრებას ჯოჯოხეთად,დაფიქრდი კარგად თუ გინდა მშვიდად იცხოვრო.
-არაფერი მაქვს დასაფიქრებრლი და გამატარე.
-არა,არა,არ უნდა გამოეშვი გიორგის ამ დროს გარეთ,ხომ გაგაფრთხილეს გარეთ არ გახვიდეო,რატომ არ დაუჯერე მათ ახლა კი ჩემთან მოგიწევს წამოსვლა.
-არსადაც არ წამოვალ.უყვირა სესილიმ და ვერც კი გაიგო ისე ააფარა უცნობმა პირზე თეთრი ნაჭერი.გიორგის პიჟაკი ძირს დავარდა პურთან ერთად და თავად მოითენთა უცნობის ხელებში.შიში ემოცია რომელსაც ნებისმიერი ადამიანის დამორჩილება და განადგურება შეუძლია, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.გიორგიმ ყვირილით გაეკიდა მანქანას,მაგრამ ვეღარ დაეწია და პირველი რაც გაიფიქრა,უნდა მოეხდინა შიშის ჩახშობა და დააბრუნოს ფსიქიკა პირველყოფილ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში. ეცადა არ დაბნეულიყო,ელოდებოდნენ კიდეც და გაფრთხილებულებიც იყვნენ,რომ სესილი არ უნდა გასულიყო მარტო.
-გაბრაზდი გიორგი შენს თავზე გაბრაზდი,მაგრამ არამც და არამც არ უნდა დაკარგო შენს თავზე კონტროლი.ამშვიდებდა თავის თავს,დემეტრეს ნომერი აკრიბა და მთელი ღამე ეძებდნენ სესილის მაგრამ კვალს ვერსად ვერ მიაგნეს.
-დამშვიდდი,ვიპოვით არ დამდგარა სამყაროს დასასრული.უთხრა დემეტრემ და მის გვერდით დაჯდა.
-ვიღაცადან დიდი ხელშეწყობა აქვს,თორემ ასეთი წარმატებული არ იქნებოდა სესილის წაყვანა.შეუძლებელია ვერ მივაგნო,შეუძლებელია ხსნა ვერ ვნახოთ ვერაფერში.ტელეფონი,დემეტრე ტელეფონი ჯიბეში ჰქონდა სესილის ვნახოთ იქნებ ტელეფონით მივაგნოთ სად არის.გიორგი გიჟს ჰგავდა და ადგილს ვერ პოულობდა,სესილიმ კი ერთ მდიდრულად მოწყობილ საძინებელში გაიღვიძა და მარჯვენა ხელი საწოლის თავზე ჰქონდა მიბმული.ღვიძავდა,რომ ფრთხილად გაიღო კარი და უცნობი შემოვიდა,სესილიმ შეხედა და ზიზღით უთხრა.
-მოგვაგნებენ,გვიპოვნიან და დაგვიჭერენ.
-მანამდე მე უკვე ასრულებული მექნება ჩემი სურვილი.
-უმჯობესი იქნება მომკლა და სხეულს რაც გინდა ის უყავი.მამაკაცმა ხელი მოუქნია და ისე ძლიერი იყო გარტყმა,რომ სესილის ტუჩი გაუსკდა და სხვირიდან სისხლი წამოუვიდა.გაბრაზებულმა წამოაყენა ფეხზე,ხელი აუხსნა,მაგრამ ფეხი ვერ გადადგა რადგან ფეხებიც შეკრული ჰქონდა.ყურთან მიუტანა თავისი ბინძურო ტუჩები და უთხრა.
-დიდი სურვული მაქვს აქვე დაგაგემოვნო,მაგრამ არა,გვეჩქარება იქ ადგილზე მიგიყვან და შენ პირადად ჩემი გამრთობი იქნები,მხოლოდ ჩემი ქალი.ახლა კი წავიდეთ,ჩვენ გველოდებიან დღეს ბედნიერი დღე გვაქვს.უეცრად კარებზე ბრახუნი ატყდა და სესილის თვალებში ბედნიერების სხივი აკიაფდა.
-სესილიიიი,სესილი მე ვარ,არ შეგეშინდეს მალე გამოგიყვან ამ სიბინძუროდან და გაგანთავისუფლებ.სესილის უნდა ეყვირა, ,,აქ ვარო'',რომ ყელზე დანა მიადო მამაკაცმა და უთხრა.
-ხმა არ ამოიღო,თორემ არც დავფიქრდები ისე გამოგასალმებ სიცოცხლეს.ნელი ნაბიჯით სახლის უკანა გასასვლელიდან გაიყვანა.გიორგიმ სახლის კარი შეამტვრია,მაგრამ იქ აღარავინი არ დახვდა,შეხედა კარებს ღია და იქით წავიდა.მანქანაში აჯენდა სესილის და აიძულებდა ჩქარა დამჯდარიყო,რომ ეზოში მილიციის მანქანები შემოვიგნენ და ალყა შემოარტეს უცნობს,რომელიც უკვე გადიოდა ეზოდან.სესილი გაანთავისუფლეს და უცნობი კი დაიჭირეს.
-მაინც ჩემი გახდები იცოდე.უყვირა სესილის.
-ნუ მიაქცევ ყურადღებას მე შემომხედე,უკვე აქ ხარ,ჩემთან ხარ.უთხრა გიორგიმ და გულში ჩაიკრა,შემდეგ სახეზე შეხედა და გაბრაზებული ხმით თქვა.-ეს რა უქნია,,სახე როგორ დაგლურჯებია.
-ეს გამივლის,მთავარია შენ ხარ აქ,შენ მოხვედი.უთხრა სესილიმ და უკვე განთავისუფლებული ხელები გიორგის მოხვია.
-მთელი ღამე დაგეძებდი,მთელი ღამე არცერთს არ დაგვისვენია.
-გიორგი წამოცდა ჩემთან,რომ დღეს დიდი ზეიმი ექნებათ როცა საზღვარზე გადავლიან,მგონი დღეს გადაყავთ გოგონები საქართველოდან თურქეთში.
-ვიცით უკვე ყველაფერი,შენ სახლში მიგიყვან და მე საქმეები მაქვს,დღეს მათი სისხლი უნდა შევსვა.
-დამპირდი,დამპირდი რომ ფრთხილად იქნები და დამიბრუნდები.
-რა თქმა უნდა დავბრუნდები.სახლში მიიყვანა ვიკას და ოთოს ჩააბარა,თავად მაგრად ჩაიკრა გულში და შუბლზე აკოცა,კარებთან მისულმა კიდევ მიუბრუნდა და თვალი ჩაუკრა.სირბილით ჩაირბინა კიბეები და სადაც სხვები ელოდებოდნენ იქ მივიდა,თავადაც მოემზადა და სპეციალური დანიშნულების რაზმთან ერთად წავიდნენ ოპერაციის შესასრულებლად.მისამართი სადაც უთხრეს ერთ-ერთი მიგდებული ადგილი იყო ძველი ქარხნის შენობა,მაგრამ ის ცარიელი აღმოჩნდა,რამოდენიმე მეტრში კი ნახეს ერთი მდიდრული სამ სართულიანი სახლი თავისი მდიდრული შემოგარენით.რა თქმა უნდა ძალიან ფრთხილად მივიდნენ სახლთან და დაელოდნენ კარგად დაბინდებას,მართლაც დაბინდდა თუ არა სახლთან დიდი მანქანა მივიდა და მთავარი შესასვლელი შიგნიდან გაუღეს,როგორც სჩანს ელოდნენ სტუმრებს.დაბინდებას დაელოდნენ და ნელა-ნელა ფეხაკრებით მიიწევდნენ წინ,უკვე დაიწყეს გოგონების გამოყვანა სახლიდან და ჩქარობდნენ რადგან უნდოდათ ამ ადგილს გაცლოდნენ.გიორგიმ მიწაზე ფორთხვით მივიდა სახლამდე და სახლს უკნიდან შემოუარა ორ სპეცრაზმელთან ერთად,ფრთხილობდა მაგრამ უეცრად წინ გადაუდგა მამაკაცი რომელმაც უტეხად ჩახედა თვალებში და ბოხი ხმით უთხრა.
-გელოდით,გეგონა არ ვიცოდით რომ მოდიოდით?რაო გიო ასე ძალიან გინდა ასეთ ახალგაზრდას ლუკასთან რომ წახვიდე?რადგან არ იშლი,მაგ სიამოვნებას ვერ მოგაკლებ,წადი და ჩვენგან მოკითხვაც გადაეცი.უკვე მზად იყო გიორგის მოსაკლავად,რომ უკნიდან ესროლეს და გიორგის წინ დაეცა ჯერ მუხლებზე და შემდეგ თავისივე სისხლში ჩავარდა.ატყდა სროლა და უსიცხლოდ არ ჩაუვლია იმ ღამეს,ბევრი სპეც რაზმელი დაიჭრა და ბევრიც მოწინააღმდეგე მხარე დაიღუპა,მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა.გოგონები გაანთავისუფლეს და სულ მალე დაუბრუნებდნრენ თავიანთ ოჯახებს.წასასვლელად ემზადებოდნენ,რომ დემეტრეს და გიორგის წინ ნაცნობი ნიღბიანი წარსდგა,რომელმაც ხელი ასწია და სახიდან ნიღაბი გადაიძრო,შეხედა დემეტრეს გაოცებულ თვალებს და გაეცინა.
-ბექა?ეს,ეს,შენ ხარ?
-კი,მე ვარ ბ-ნო დემეტრე.იმედია მაპატიებთ ცოტა უხეში ვიყავი თქვენს მიმართ.
-მოიცადე,მოიცადე როგორ ახერხებდი ამ ყველაფერს ასე ჩუმად,შენ ხომ ყოველ დღე ჩემს გვერდით იყავი.
-იქაც ვიყავი და აქაც ვიყავი,მე ლუკას სიტყვა მივეცი და მე მასზე მიცემული სიტყვა ჩემი სიცოცხლეც რომ დამეთმო,უნდა შემესრულებინა.
-ბექა ბერიძე.თქვა სიამაყით დემეტრემ და გადაეხვია მის წინ მდგომს.
-რადგან ყველაფერი დასრულდა,მინდა ჩემი სიურპრიზი გაგანდოთ.ღიმილით შეხედა გიორგიმ დემეტრეს.
-რა ხდება,რა სიურპრიზი გაქვს.
-შაბათს მეუღლესთან ერთად ქორწილში გეპატიჟები.
-სულ რამდენიმე წუთში,ორი სასიხარულო ამბავი რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის.გადაეხვია გიორგის და მიულოცა.-ანდრეამ იცის?
-არა და არ წამოგცდეს,მე თავად ვეტყვი.
-მოიცადე,შაბათი ხომ ზეგ არის.ჩუმად მოემზადე ისე რომ არაფერი გაგვაგებინე?
-იმ ადგილს, არ ჭირდება მომზადება დემეტრე ის ბუნებრივად პატარა სამოთხეა.
-საინტერესოა,რა გაქვს ჩაფიქრებული.გაეცინა დემეტრეს.
-ვფიქრობ,გამზადებულზე უფრო კარგია ქეიფი ბ-ნო დემეტრე.თქვა ბექამ.
-მართლაც,შენ რა ქენი ნახე ვინც გყავდა აქ?
-კი ვნახე და უკვე გავაგზავნე სახლში.ის არაა საკუთარი და მეზობლის ბავშვია,მშობლები ადრე დაეღუპა და გადავწყვიტე ამიერიდან მე მივხედო.
-კარგს იზამ ჩემო ბექა და ჩვენც შენს გვერდით ვიქნებით.ანდრეა მოუსვენრად გადი-გამოდიოდა,გულს ვერაფერს ვერ უდებდა ყველას უღრენდა და ვერ ბედავდნენ მის ახლოს გავლას,ვერავის გაეგო მისი ხასიათის ცვლილების მიზეზი.მოთმინება რომ ამოეწურა,ხალათი გაიძრო და უნდა წასულიყო,რომ მისი კაბინეტის კარი გაიღო და გაღიმებული გიორგი შევიდა ჯერ კიდევ საბრძოლო ფორმით.შეხედა თუ არა მის გაღიმებულ სახეს იქვე ჩაიკეცა,შემდეგ წამოდგა და გულში ჩაიკრა მეგობარი.
-შენ რომ რამე მოგსვლოდა,მე ვეღავ გავუძლებდი კიდევ ერთ საშინელ ტკივილს.
-კარგად ვარ,მართალია გადავრჩი მაგრამ აი უკვე აქ ვარ,შენს წინ.
-ალექსანდრა?ალექსანდრა როგორაა.
-კარგადაა და ვფიქრობ უნდა წახვიდე,სახლში გელოდება მაგრამ ჯერ რაღაც უნდა გითხრა.
-რა ხდება,კარგადაა?დაჭრილია?
-ალექსანდრა კარგადაა რა გემართება,რა პანიკაში ხარ.შაბათს ქორწილში მეჯვარედ გპატიჟებ.
-რაააა,მართლა?მართლა გადაწყვიტე?
-მართლა გადავწყვიტე,უკვე დროა.მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ და ყველა ტკივილი თუ სიხარული ერთად გადავიტანეთ,ერთნაირად ავიარეთ ამ საფეხურებზე,ჩვენ უამრავი საერთო გვაქვს ანდრეა და არ შემიძლია სხვა წარმოვიდგინო ჩემთვის ყველაზე მნიშვლელოვან დღეს ჩემს გვერდით.ჩვენი ძირითადი მიზანი ხომ.............
-ვიყოთ ერთად და ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ცხოვრების ვრცელი გზა.მადლობას არ გეტყვი და ნურც ელოდები ამ როლის მოცემისთვის,რადგან ეს ისედაც ვიცოდი ეს ადგილი ერთ დღეს ჩემი იქნებოდა.გილოცავ,ძალიან გამახარე.ვიმედოვნებ,დიდი დროის და წლების გასვლის, შემდეგ თქვენი სიყვარულის ისტორიას ლეგენდებად მოუყვებია ძილის წინ ბავშვებს ბებიები.დადგა ნანატრი შაბათიც და გიორგიმ ღიმილიტ უთხრა სესილის.
-დღეს შენი დღეა ქალბატონო, გილოცავ!
-რა ხდება,რას მილოცავ?გაუკვირდა სესილის და გიორგის მიაჩერდა.
-მე გავდივარ,ადექი თავი მოიწესრიგე და დღეს მთლიანად ჩემი ხარ.11 საათზე გელოდები ჩვენს საყვარელ კაფეში.აი ეს კაბა ჩაიცვი.უთხრა და კაბა საწოლზე გადაუდო ატმის ყვავილის ფერი ულამაზესი კაბა.გიორგი წავიდა,სესილი წამოდგა თავი მოიწესრიგა და როგორც გიორგიმ უთხრა მისი ნაყიდი კაბა ჩაიცვა და პაემანზე შესახვედრად წავიდა.მასთან ერთად ვიკა და ოთოც გავიდნენ და ოთომ უთხრა.
-ჩემი მანქანით წავიდეთ.
-რატომ?გაუკვირდა სესილის.
-ჯერ ჩემი სიურპრიზი უნდა გაჩვენო და მერე სადაც მეტყვი იქ მიგიყვან.ღიმილით ჩაჯდა მანქანაში და გზას მიჩერებოდა,გაუკვირდა მანქანა მის საყვარელ ეკლესიასთან რომ გაჩერდა და იქ ნაცნობი საზოგადოება დაინახა ამან სულ დააბნია.ოთომ კარი გაუღო და ხელი გაუწოდა სესილიც დაეყრდნო მამის ძლიერ ხელს და ვერ გაეგო რა ხდებოდა მის გარშემო მანამ,სანამ არ შევიდა შიგნით და სანთლების სუნმა არ გამოაფხიზლა,ყურში კი ოთოს სიტყვები ჩაესმა.
-ცხოვრება,არასოდეს არ არის მარტივი შვილო,მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ და გავამარტივოთ ის.თავისი ძლიერი ხელით გიორგის გადასცა სესილის ნაზი და ნატიფი ხელი და დალოცა.-დალოცვილი ხართ მშობლის ლოცვით და მინდა უფლისგანაც იყოთ დალოცვილი და დაცული.გიორგი გაბარებ შვილს და შენ დღეიდან მოვალე ხარ იზრუნო მასზე.
-გპირდები,რომ ბედნიერი ქალი იქნება.უთხრა გიორგიმ და სესილის ხელს თავისი ხელი მოუჭირა.ჯვრის წერა დასრულდა და ხელის მოწერა გიორგიმ იქ გააკეთა სადაც ნამდვილი ბუნების სილამაზეა,სადაც გარემოს არ ჭირდება არანაირი დეკორაციები და გაფორმებები.ეს ადგილი იყო პატარა ნამდვილი სამოთხე,სადაც შედგა მათი პირველი გულწრფელი საუბარი.უცნაურად დაწყილი დღე,კიდევ უფრო უცნაურად და ტკივილით დასრულდა.მხიარული სახეებით იღებდნენ ნაცნობების და ახლობლების,ასევე საყვარელი ადამიანებისგან მილოცვას,მაგრამ ყველას სახეზე შეაცივდა ბედნიერი ღიმილი რომ უეცრად მათთან ახლოს შავი ჯიპი გაჩერდა და იქედან გასროლილმა ტყვიამ გიორგის თეთრი პერანგი წითლად შეღება,წასვლისას კი მოაძახა.
-მომიკითხე ჩვენი საერთო ძმა ლუკა გიორგი.ეს ისე მოულოდნელად მოხდა ყველა გაოცებული და გაშეშებული შეჰყურებდა ძირს უგონოდ დავარდნილ გიორგის.ანდრეამ მოეგო გონს იღრიალა და გიორგი ხელში აიყვანა,წამოწია და გულზე მიიკრა თან სასწრაფოს ურეკავდა და თხოვდა მალე მისვლას.ვერ შეძლო,ვერ გაბედა,ვერ აიღო თავის თავზე გიორგის ოპერაცია,რადგან მთელი სხეულით ცახცახებდა და სხვასთან ერთად ელოდა ექიმის გამოსვლას.რამოდენიმე საათში ექიმი გამოვიდა და პირდაპირ ანდრეასთან მივიდა.
-რა ხდება თაზო პირდაპირ მითხარი.
-ბ-ნო ანდრეა ვწუხვარ,.................................ანდრეას გარშემო ყველაფერი გაჩერდა,ყურები დაუგუბდა და აღარაფერი ესმოდა.
-რას გულისხმობ,ვწუხვარში.
-უნდა დაველოდოთ 24 საათი,პაციენტის ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია,ბრძოლობს სიცოცხლისთვის.ჩვენ მაინც ნუ დავკარგავთ იმედს,ეს 24 საათი გვიჩვენებს შედეგებს თუ რა მოხდება,მანამდე კი მოთმინება უნდა ვიქონიოთ.სესილი ჯერ კიდევ გათიშული იჯდა და ვერ რეაგირებდა რა ხდებოდა მის გარშემო,ან სად იყო არც არაფერს ამბობდა და იყო ჩუმად ერთ წერტილს მიშტერებული ჯერ კიდევ სისხლიანი კაბით.ანდრეას აშინებდა მისი ურეაქციობა და ვიკას უთხრა წაეყვანათ სახლში აზრი არ ჰქონდა დღეს იქ მათ გაჩერებას.ვიკამ და ოთომ ხელი მოკიდა და სახლში წაიყვანეს სესილი.ვიკამ მისივე ხელით გახადა კაბა,ოთომ კი ვანაში ჩააწვინა და ვიკას დახმარებით ჩამობანა სხეულზე შერჩენილი გიორგის სისხლი.შემდეგ კი საწოლში ჩააწვინა და ფრთხილად გამოიხურა საძინებლის კარი,ყოველ 10 წუთში კი ანდრეასთან რეკავდა ან ანდრეა რეკავდა მათთან.სესილის შოკიდან გამოსვლას სამი დღე დააგვიანდა,მესამე დღეს საღამოს გიჟივით წამოვარდა საწოლიდან,ჩაიცვა და გიორგისთან წავიდა.24-მა საათმა არაფერი შეცვალა გიორგის ჯამრთელობაში,მაგრამ ანდრეას დაჟინებული თხოვნით ის დარჩა რეამინაციულ განყოფილებაში.სესილი მივიდა თუ არა ექიმს თხოვა გიორგის ნახვის ნება მიეცა და თანხმობა მიიღო თუ არა ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა გიორგის საწოლს.
-ნუ დამტოვებ,გიო ნუ წახვალ,არ დამტოვო მე ვერ ვიცოცხლებ უშენოდ.გაიღვიძე, გთხოვ საკმარისია ამდენი ტკივილი.გიორგიმ ხელი აამოძრავა და სესილის ხელზე დაადო.-გესმის?ყველაფერი გერსმის?გახარებული გვიდა გარეთ და ანდრეასკენ წავიდა გაშლილი ხელებით.
-რა მოხდა.გაუკვირდა ანდრეას სესილის ეს ზედმეტი სიხარული.
-ანდრეა ესმის,ყველაფერი გაიგონა რაც ვუთხარი.
-როგორ,რამე განიშნა?გაუხარდა ანდრეას.
-ხელზე მომიჭირა ხელი და შეეცადა მომფერებოდა.
-ღმერთო დიდება შენს სიძლიერეს.თქვა იქვე მდგარმა დემეტრემ.
-გიორგის დაკარგვას ვერ გადავიტან ანდრეა ან რა აზრი აქვს მის გარეშე ჩემს სიცოცხლეს,ახლა ვიცი რომ ბრძოლობს და გამოჯამრთელდება.
-ყველაფერი კარგად იქნება,სასწაულებიც არსებობს.ექიმი უნდა ვნახო,უნდა დაველაპარაკო.
-მეც წამოვალ,ერთად წავიდეთ.
-წამოდი,ვნახოთ.ანდრეას ექიმი ჰოლში შეხვდა და ხელი ჩამოართვა.-თქვენთან მოვდიოდი ექიმო.
-მეც მინდოდა ანდრეა შენი ნახვა.ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო.ექიმი ხარ და თავად იცი თუ რა მძიმე და რთული მდგომარეობაა.ტყვია გულის ახლოს არის გავლილი,დაზიანებულია მარცხენა ფილტვის ქსოვილების სისხლმდენი კაპილარები,დარღვეულია გულის მკვებავი სისხლძარღვის მთლიანობა.ეს ყველაფერი რომ გამოსწორდეს და პაციენტმა დამოუკიდებლად შეძლს სუნთქვა ამ ყველაფერს დრო უნდა.ექთანმა მითხრა დღევანდელი პაციენტის კონტაქტზე გამოსვლა,ეს რა თქმა უნდა კარგია,მაგრამ არა საკმარისი.
-გააკეთეთ რაც შეგიძლიათ,შემიძლია ამ წუთში საზღვარგარეთ წავიყვანო.
-არა,გიორგის ადგილიდან დაძვრა,ეს იგივეა რაც ხელი მოვაწეროთ მის გარდაუვალ სიკვდილზე.ანდრეა წლებია ვიცნობთ ერთმანეთს,შენც რომ იყო ჩემს ადგილზე იგივეს მეტყოდი,მხოლოდ ორ დღეს გთხოვ,ორი დღე დაველოდოთ.
-კარგი,რა გაეწყობა დაველოდოთ კიდევ ორი დღე.უხმოდ დაბრუნდნენ უკან და მხოლოდ ფანჯრიდან უცქერდნენ გიორგის.სესილი არ წავიდა სახლში და იქვე სკამზე დამჯდარს ჩაეძინა,გიორგი იწვა და ოთახში სასუნთქი აპარატის წრიპინის ხმა ისმოდა მხოლოდ.მოულოდნელად ოთახი განათდა, გიორგიმ თვალი გაახილა და საწოლთან მომღიმარი ლუკა დაინახა.
-ლუკა?შენ,შენ შენ აქ ხარ,ჩემთან ხარ მაგრამ როგორ,აქ როგორ მოხვედი.
-მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ,მხოლოდ შენ არ შეგიძლია ჩემი დანახვა.
-ახლა როგორ გხედავ.გაუკვირდა გიორგის.
-ახლა არა მარტო ჩემი,ყველას დანახვა შეგიძლია,აი ხედავ?იქ დედაჩემი და მამაჩემია.ხედავ?ხედავ რა თქმა უნდა,შენ ნახევრად აქ ხარ,ჩვენთან ხარ გიორგი..
-აქ როგორ მოვხვდი,ან რატომ ვარ აქ.
-დამშვიდდი,ჩემი გული არ დამიტოვია შენთვის იმიტომ,რომ შენც მიატოვო სესილი.ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება.ყველა დაიჭირეს და ის კი ვინც გესროლა,დაიღუპა.ჩემი დაწყებული საქმე შენ და ალექსანდრამ დაასრულეთ,მადლობა ამ თვგანწირისთვის.დღეს საბოლოოდ გნახე,მშვიდობით გიორგი და სულ მალე სიურპრიზი გელოდება.
-რა სიურპრიზი,რას ამბობ მიმანიშნე მაინც.
-ის რაც მე ვერ შევძელი სესილისთვის მიმეცა,შენ შეძლებ მას და ამით დიდ სიხარულს აჩუქებ.
-არ მესმის რას ამბობ,რას გულისხმობ ლუკა.
-გაიგებ როცა დრო მოვა,ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა და გახსოვდეს მე ყოველთვის დაგიცავთ.ლუკამ ხელზე შეეხო გიორგის გაუღიმა და თანდათან შუქთან ერთად გაუჩინარდა.იმ ღამიდან იწყო გიორგიმ გამოღვიძება და სულ რაღაც ათ დღეში ისე იყო თითქოს არც არაფრი მომხდარიყოს,სრულიად გამოჯამრთელდა.სესილი სიხარულით აივსო გიორგის მომღიმარს რომ ხედავდა და გასახსენებლადაც არ უნდოდა თუ რა გამოიარა,რა ტკივილიანი გზებით იარა 13 წლიდან იმ დღემდე და როგორც იქნა ეღირსა სიხარული.გიორგი ჯერ კიდევ სუსტად იყო,ერთ დილით რომ თავბრუსხვევა იგრძნო და თვალებში დაუბნელდა.სამზარეულოში იყო და იქვე სკამზე ჩამოჯდა და სანამ არ დაეწმინდა მხედველობა არ ადგა.რამოდენიმეჯერ გაუმეორა ასე და ერთ დღესაც ვიკამ და ოთომ გულშეწუხებული ნახეს სახლში სამზარეულოს კართან წაქცეულიყო.ოთომ აიყვანა ხელში და მდივანზე დააწვინა,ვიკამ კი ნაცნობ ექიმს დაურეკა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა,რადგან ამდენი ტკივილის შემდეგ სესილის საავადმყფო შესძულდა.ექიმიც მალე მოვიდა და შეშინებულმა შეეკითხა ვიკას.
-რა ხდება,დიდი ხანია ასეა?ვიკამ აუხსნა მეგობარს ყველაფერი და ექიმმაც ფრთხილად გასინჯა სესილი შემდეგ კი დაფიქრებულმა თქვა.
-გაიკეთე ორსულობის ტესტი?ეს ყველაფერი რაც გჭირს,ორსულეობის წიკებია ჩემო კარგო.ნერვიულდ მყოფი ოთო უეცრად გამოფხიზლდა და ექიმს შეეკითხა გაღიმებულმა.
-შესაძლებელია ორსულად არის?
-არა,არა ეს შეუძლებელია.
-ვიცი,ვიცი რასაც გულისხმობ,მაგრამ მე როგორც ექიმი მაინც ამ აზრზე ვარ,რომ ტესტი გაიკეთო,სესილი გამორიცხული არც არაფერია შვილო.
-რას მეუბნები,ეს თუ სიმართლეა მე მართლა დავიჯერებ,რომ სასწაულები არსებობს.
-ხოდა მე გეტყვი,რომ პირადად მჯერავს მე სასწაულების.ერთი სასწაული,აი აგერ ხარ ჩემს წინ.ხვალვე გაიკეთე ტესტი და დარწმუნდი სიზუსტეში.
-რატომ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს,ახლავეს წავალ და მე მოვიტან ტესტის.თქვა ვიკამ,ოთოს ფული გამოართვა და სახლიდან გავიდა.სახლში დაბრუნებულს სესილი წამოაყენეს ფრთხილად და სამივე ტუალეტის კართან ელოდა,სულ ცოტა ხანში როგორც ზღაპრებში ხდება სასწაულები სესილის თავზედაც მოხდა ასეთი სასწაული და გაღიმებული, თვალებგაბრწყინებული იდგა მათ წინ.
-დედაააა,დედაა სასწაული მოხდა.იყვირა ტირილით და ვიკას პირველად დაუძახა დედა.სესილის დაძახებულმა დედამ ვიკა აატირა და აატირა მის სხეულში პატარას არსებობამ.ტიროდა დედა-შვილი სიხარულისგან და ბედნიერებისგან,ოთომ ორივეს მოხვია ხელი და ორი საყვარელი არსება ჩაიკრა გულში.სესილიმ გადაწყვიტა გიორგისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა,ისინი სახლში გაუშვა და თავად სურნელოვანი სანთლები დაანთო და შემოსასვლელში დააწყო დიდ მაგიდაზე ერთად.გიორგი ცოტა მოგვიანებით დაბრუნდა სახლში და ჩაბნელებულმა სახლმა გააკვირვა.სანთლის შუქს გაჰყვა და იქვე ლამაზი ბარათი შენიშნა წარწერით,რომელსაც პატარა ანგელოზი ეხატა,გაშალა და წაიკითხა.
-,,ფრთხილად იარე სახლში მამიკო,მე და დედიკოს გვძინავს და არ გაგვაღვიძო''.ჯერ ვერ გაიაზრა რა ხდებოდა,შემდეგ კი გაეღიმა და საძინებელში შევიდა.
-სესილიიიი,ეს სიმართლეა?
-სიმართლეა,გიორგი მე ორსულად ვარ.აქ პატარა გვყავს,შენი და ჩემი პატარა და უზომოდ ბედნიერი ვარ.შენ გამხადე ბედნიერი,შენ მაჩუქე ჩვენი პატარა და რამოდენიმე თვეში მე დედა გავხდები.
-არ მჯერავს,ვერ ვიჯერებ.
-მეც ასე ვთქვი პირველად,მაგრამ მერე დავიჯერე.დავიჯერე,რომ თურმე ზოგჯერ ხდება სასწაულები მაგრამ ყველა არა,მხოლოდ ის რაც გულით გინდა ახდეს.ექიმმა მე ყველა იმედი გადამიწურა,დღეს კი მე სიხარულისგან ვტირი გიო.
-ღმერთო,ლუკა ალბად ამ სიურპრიზზე მეუბნებოდა.სესილიმ გაკვირვებულმა შეხედა და გიორგიმ უთხრა საავადმყოფოში ყოფნის დროს ლუკასთან საუბარი.
-ლუკამ?ლუკამ გითხრა?გიორგი ვიცი არ შემედავები და ძალიან მინდა,თუ ბიჭი იქნა ის პატარა ლუკა იქნება.
-ამის თქმა არ გჭირდებოდა სესილი რადგან მეც იგივე აზრზე ვარ,მეც ეს სახელი მქონდა გულში.ოჯახში უსაზღვრო სიხარულმა დაიდო ბინა,ასევე სიხარულს ვერ ფარავდა ვერც დემეტრე,ვერც ალექსაბდრა და ანდრეა ხომ სულ მუცელზე ეფერებოდა სესილის.გიორგის სიხარული კი იმდენად დიდი იყო გულში ვეღარ ატევდა და უნდოდა ეყვირა,უნდოდა ყველას გაეგო ეს სასწაული.ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი რომლებიც ერთმანმეთს თავიანთი სულის წყნარი ნათებით ავსებს,ამ სიხარულში და ჰარმონიაში მიდის და ცხოვრება მიედინება დროსთან ერთად ხან ნელდება,ხანაც მძვინვარე ხდება.დღითი დღე სესილის გამობერილ მუცელს რომ ხედავს სიხარულით ივსება და უსაზღვრო ბედნიერებას აფრქვევს,პატარას არსებობით ბედნიერი არის და ცხოვრებაც ტკბილი გახდა.
ხუთი წლის შემდეგ.
ტკივილი,ერთი რამ არის უდავო,ყველა ტკივილი არასასიამოვნო ფენომენია.მთელი ხუთი წელი სიხარულთან ერთად ტკივილიც ახსენებდათ თავს და არც უცდიათ დაევიწყებინათ.ერთ ზაფხულის ლამაზ დღეს 4 წლის ბიჭუნა მირბოდა საფლავებს შორის და უკან ახალგაზრდა,თმაში ჭაღარაშერეული მამაკაცი მოსდევს,თან უკან მომავალ ფეხმძიმე ქლს აფრთხილებს.
-აქ მაღლობია და ფრთხილად ამოდი.შემდეგ კი ისევ წინ იხედება და პატარას უყვირის.
-ლუკა შეჩერდი,დამელოდე ვერ მიაგნებ ლუკა ძიას საფლავს.
-მივაგნებ,მივაგნებ და ორივეს მიგასწრებთ.ნელი და მოზომილი ნაბიჯებით მოდიოდა ყვავილებით ხელში სესილი და დაღლილი ჯდება ლუკას ფოტოსთან ახლოში,ღიმილით შესცქერის და ეუბნება.
-მოვედით ლუკა,დღეს ხომ შენი დაბადების დღეა,გილოცავ საყვარელო შეუსრულებელ 38 წელს.ჩემო ლუკა გული რომელიც აქ მაღლა დატოვე მე ვიგრძენი მისი ხმა,ის ,,გულის ძახილით'' მოვიდა ჩემამდე,მოვიდა და ის ცეცხლი გადმომცა რომელიც შენ დატოვე ანთებული და დღემდე მინათებს გზას,ისე როგორც ერთადერთი დიდი სინათლე უკაცრიელ უდაბნოში.ყველა საგნის გადაადგილება შეიძლება,ადგილს იცვლის საგნები,მაგრამ ის ერთი არ იცვლება, ,,გული''რომელიც შენ დამიტოვე,გული რომელიც არასოდეს მატკენს და არასოდეს მომატყუილებს.პატარა ლუკა მივიდა დედასთან და უთხრა წარბებშეკრულმა.
-მე რატომ მქვია ძია ლუკას სახელი?
-იმიტომ,რომ ის ჩვენი მფარველი ანგელოზია.უთხრა გიორგიმ და მეგობრის ფოტოს ღიმილით შეხედა.
სიყვარული?ალბად ყველას აინტერესებს რა არის სიყვარული.ის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია,აი რა არის სიყვარული''.-უილიამ ბერუზი.

დასასრული.
დროებით დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო,ველოდები თქვენს აზრს და შეფასებას.



№1  offline წევრი mia15

ძალიან კარგი იყო.მომეწონა ძალიან .საინტერესო და კარგი დასასრულით.ველოდები შენ ისტორიებს.

 


№2  offline მოდერი zia-maria

mia15
ძალიან კარგი იყო.მომეწონა ძალიან .საინტერესო და კარგი დასასრულით.ველოდები შენ ისტორიებს.

მადლობა ფერიავ,ცოტა დამაგვიანდება თვალები უნდა დავასვენო პრობლემები მაქვს.მადლობა,რომ ფეხ და ფეხ მომყევი და მთელი ეს დრო ჩემს გვერდით იყავი. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი manana

მადლობა, მადლობა ....

 


№4  offline მოდერი zia-maria

manana
მადლობა, მადლობა ....

kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№5 სტუმარი marina

zalian kargi istoria ikokovel axali istoria upro da upro gaumjobesebuli da sauketeso
ras herxeba gulis zaxils zalian rtuli iko magram dasarulma namdvil gamaxara.zalian kargi dasasruli gvahuke velodebi uketesebs.❤❤❤

 


№6  offline მოდერი zia-maria

marina
zalian kargi istoria ikokovel axali istoria upro da upro gaumjobesebuli da sauketeso
ras herxeba gulis zaxils zalian rtuli iko magram dasarulma namdvil gamaxara.zalian kargi dasasruli gvahuke velodebi uketesebs.❤❤❤

kissing_heart kissing_heart kissing_heart მადლბა,მარინა დეიდა.ახალი უკვე წერის პროცეშია.

 


№7 სტუმარი nınulı gogaberışvılı

mzıa koçağ şen.kvela tavı wavıkıtxe calıan saıntereso calıan kargad gaqvs kvelaferı gaformebulı lamazad.warmatebebı mza genacvaleee.

 


№8  offline მოდერი zia-maria

nınulı gogaberışvılı
mzıa koçağ şen.kvela tavı wavıkıtxe calıan saıntereso calıan kargad gaqvs kvelaferı gaformebulı lamazad.warmatebebı mza genacvaleee.

flushed მადლობა ნინული. kissing_heart blush

 


№9 სტუმარი სტუმარი Maka

Martlac sasiamovno da kargi iyo mziaa maladec shen warmatebebiii????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent