შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეშვიდე თავი (19)


16-01-2018, 22:15
ავტორი fireending
ნანახია 1 847

უკვე კარგად გათენებული იყო სესილის რომ გაეღვიძა.მძიმე დღეების შემდეგ პირველად ეძინა მშვიდად.უკვირდა ის რომ მისთვის უცხო სახლში თავს მშვიდად გრძნობდა.საწოლზე წამოჯდა და ოთახს თვალი მოავლო.სოფიასთან საუბარმა მასზე დადებითად იმოქმედა.ახლა ნაკლებად ღელავდა და გადაწყვიტა ყველაფერზე უდრო კარგად დაფიქრებულიყო.ტელეფონი ხელში აიღო.ლევანისგან ბევრი გამოტოვებული ზარი დახვდა.გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა ,ლევანის ნომერი აკრიფა და დარეკა.სუნთქვაშეკვრული ელოდა მის ხმას.
-სესილი_მოისმა ტელეფონში ნაცნობი ხმა
სესილი რამდენიმე წამს ჩუმად იყო.
-ხომ არ გაგაღვიძე?
-არა.როგორ მინდოდა შენი ხმის გაგონება რომ იცოდე
-მეც _იღიმოდა გოგონა
-სესიი,მაპატიე
-ლევან_სიტყვა გააწყვეტინა სესილიმ-არაფერი გაქვს საპატიებელი.მე შენ მიყვარხარ და არ მინდა დაგკარგო
-მიყვარხარ
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.ბედნიერი სიჩუმე.
-სად ხარ?_სიჩუმე დაარღვია ლევანმა
-სოფიასთან ვარ
-მოვდივარ
-გელოდები_უპსუხა სესილიმ და ტელეფონი გათიშა.
საწოლიდან ადგა და ხალათი მოიცვა.კარზე დააკაკუნეს
-სესილი,შეიძლება?_იკითხა სოფიამ
-შემოდი_კარი გაუღო სესილიმ
-როგორ ხარ?_გაუღიმა სოფიამ გოგონას და თმაზე მოეფერა
-კარგად,ძალიან კარგად_უპასუხა სესილიმ
-მიხარია რომ უკეთ ხარ
-ლევანს დავურეკე
-მართლა?_გაუხარდა ქალს
-შევრიგდით და ახლა ველოდები,მითხრა რომ მოვა _ბედნიერი ხმით უპასუხა სესილიმ
-სესილი,ძალიან კარგია.ძალიან მიხარია.თქვენი დაშორება სისულელე იყო და კარგია რომ შერიგდით
-შენი დამსახურებაა რომ შევრიგდით.სოფია ყველაფრისთვის მადლობა,დათოსაც გადაეცი ჩემგან მადლობა.საკუთარი ოჯახი არ მომქცევია ისე თბილად ,როგორც თქვენ_უთხრა სესილიმ
-ჩემო კარგო_გაუღიმა სოფიამ და სახეზე მოეფერა-სამადლობელი არაფერია,ჩათვალე რომ შენ ამ ოჯახის წევრი ხარ.ჰო მართლა საუზმე მზადაა,მე დათო და ზურა გელოდებით.მოწესრიგდი და ლევანი რომ მოვა ერთადვისაუზმოთ.
-დიდი სიამოვნებით_უპასუხა სესილიმ და აბაზანაში შევიდა.რამდენიმე წუთში უკვე მზად იყო და ქვემოთ ჩავიდა.კარს თვალს არ აცილბდა და დერეფანში ბოლთას სცემდა.
-დილა მშვიდობისა სესილი_მიესალმა ზურა გოგონას
-დილა მშვიდობისა_თავაზიანად უპასუხა
-იმედი მაქვს უკეთ ხარ_გაუღიმა მამაკაცმაც
-ნამდვილად_უპასუხა სესილიმ
-ძალიან მიხარია,ყველანი ვღელავდით შენზე.სოფია კი განსაკუთრებით...
საუბარი კარზე კაკუნმა შეაწყვეტინათ.
-ლევანი იქნება_სახე გაუბრწყინდა სესილის და კარისკენ წავიდა
კარი გააღო და ღიმილი სახეზე შეეყინა.კართან მამამისი იდგა.კაცს გაცოფებული სახე ჰქონდა.სესილის მკლავში მაგრად მოკიდ ხელი და სხლიდან მისი წთრევა სცადა,თან ხმამაღლა ილანძღებოდა.
-გამიშვი,მამა,მტკივა,გთხოვ გამიშვი_ცრემლნარევი ხმით ევედრებოდა გოგონა და მისგან თავის დახსნას ამაოდ ცდილობდა
-როგორ ბედავ ?_იყვირა ზურმ და მიხეილს გოგონა ხელიდან გამოსტაცა.
-შენ ვინ გეკითხება?საერთოდ ვინ ჯანდაბა ხარ ?ჩემი შვილია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ_ღრიალებდა მამაკაცი და ზურასკენ დასარტყმელად გაიწია,მაგრამ ზურამ დაასწრო.ხელი დაუკავა და ისე ძლიერად დაარტყა,რომ იატაკზე დააგდო.მიხეილი ამაზე გამწარდა და ლანძღვა-გინებით წამოვიდა ზურასკენ.
-რა ხდება რა ყვირილია_იკითხა დათომ,რომელიც ხმაურზე სოფიასთან ერთად გამოვიდა
ქალი ატირებულ სესილისთან მივიდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.
-ჯობს შენი ნებით წამომყვე სესილი,თორემ ცოცხალს არ დაგტოვებ_ყვიროდა გაცეცხლებული და გოგონასკენ მიიწევდა.
-აქედან გაეთრიე,სანამ ცოცხალი ხარ,აღარ გაბედო და სესილის არ დაემუქრო_დაუყვირა დათომ.კაცს ხელი მოკიდა და ეზოში გაათრია.
სწორედ ამ დროს შემოვიდნენ ეზოში ლუკა და ლევანი.ბიჭებმა ასეთი არეულობა რომ დაინახეს მაშინვე მათკენ გაიქცნენ გასაშველებლად
-არ გაცოცხლებ_სიძულვილით სავსე თვალებით გახედა ლევანს.
ლევანმა არაფერი უპასუხა.დაცინვით შეხედა მამაკაცს და უხმოდ გაეცალა.
სესილი მის დანახვაზე გამოიქცა და ჩაეხუტა.ლევანმა მაგრად მოხვია ხელები გოგონას.
-სესილი,განანებ ამ საქციელს_მუქარით უთხრა მამამისმა და ჭიშკრისკენ წავიდა.
...
-სესი,გთხოვ დამშვიდდი.ნუ გეშინი,წავიდა ის კაცი_ამშვიდებდა სოფია გოგონას და სახეზე ეფერებოდა.
-როგორ გაბედა აქ მოსვლა და ამბის ატეხვა_აღშფოთებით თქვა დათომ
სესილი ძალიან იყო განერვიულებული.ლევანს მთელი ძალით ეკვროდა.შიშისგან და ნერვიულობისგან მთელი სხეული უკანკალებდა.მამამისის სიტყვები ყურში ისევ ჩაესმოდა.ეშინოდა,რომ ის მუქარას აასრულებდა.
-ლევან,იქნებ სესილი თავის ოთახამდე ააცილო,ძალიანაა განერვიულებული და ახლა ჯობს დაისვენოს
-დათო მართალია_დაეთანხმა სოფია და სესილის წამოდგომაში დაეხმარა.
გოგონა ლევანთან ერთად ოთახში შევიდა.
-არ წახვიდე_ხელი მოკიდა სესილიმ
-არასდროს წავალ_უპასუხა მან,გოგონას წელზე მოხვია ხელები და თავისკენ მიიზიდა
-მპირდები?
-ჰო_უპასუხა და ყელზე სველი კოცნა დაუტოვა-ცოტა წაიძინე,დასვენენა გჭირდება_უთხრა გოგონას და საწოლთან მიიყვანა.
...
სამი თუ ოთხი საათი ეძინა სესილის,რომ გაიღვიძა უკვე მოსაღამოვებული იყო.ნელა წამოდგა საწოლიდან და თვალებზე ხელი მოისვა.გვერდით საწოლს დახედა და გაუკვირდა ცარიელი რომ იყო,ახსოვდა,რომ ლევანს მის გვერდით ჩაეძინა.
-ლევან_დაიძახა მან
პასუხი არავინ გასცა.ოთახიდან გამოვიდა,სრული სიწყნარე იყო სახლში.გადაწყვიტა ქვემოთ ჩასულიყო და კიბეებს ნელ-ნელა ჩაუყვა.არც ქვემოთ იყო ვინმე.სესილის უკვირდა ასეთი სიჩუმე.დერეფანის ბოლოს მამაკაცის სილუეტს მოკრა თვალი.ბნელოდა და ვერ ხედავდა ვინ იყო.ჩამრთველს ხელი აკრა და დაინახა,რომ მის წინ ლევანი იდგა.მამაკაცი არ ინძრეოდა.სესილის უყურებდა.
-აქ ხარ?სად არიან დანარჩენები?_ეკითხებოდა სესილი
მამაკაცი შებარბაცდა.კედელს დაეყრდნო,თავი ვეღარ შეიმაგრა და მუხლებზე დაეცა.შეშინებული სესილი მისკენ გაიქცა.ლევანს ხელი შეაშველა და მხოლოდ მაშინღა შეამჩნია,რომ დაჭრილი იყო.გოგონა პანიკაში ჩავარდა და კივილი დაიწყო
-სესილი,სესილი..._ანჯღრევდა ლევანი მძინარე გოგონას
გოგონას გაეღვიძა.ლევანს უყურებდა და ხმას ვერ იღებდა.გამოხედვაზე ეტყობოდა,რომ აშკარა გაურკვევლობაში იყო.ცოტა,რომ გამოფხიზლდა მიხვდა,რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო და ლევანს გახაარებული მოეხვია.
-კარგად ხარ?
-ჰო,საშინელი სიზმარი ვნახე..._ხმა აუკანკალდა სესილის
-დამშვიდდი,მხოლოდ სიზმარი იყო.სტრესის ბრალია,მალე კარგად იქნები.
-ჰო,მართალია_გაუღიმა გოგონამ
-ჩაიცვი,უნდა წავიდეთ_სერიოზული ხმით თქვა ლევანმა
-სად?რამე მოხდა?
-ჰო,სარეპეტიციოში რაღაც პრობლემა შეიქმნა.ლუკას დაურეკეს
-რა?რა პრობლემა ნეტავ?_შეწუხდა სესილი
-არ ვიცი,რომ მივალთ ვნახავთ.
-კარგი,ჩავიცვამ და გამოვალ
-გარეთ დაგელოდები მანქანასთან
...
-მოიცა,მგონი სხვა გზით მივდივართ იქით არ უნდა შეგვეხვია?_ჰკითხა სესილიმ,როდესაც საკმაო მანძილი გაიარეს.
ლევანს ჩაეცინა და არაფერი უპასუხა.
-სად მივდივართ?
-გიტაცებ_ჩაეღიმა ლევანს
ლევანმა ქალაქგარეთ გააჩერა მანქანა.
-აქ რა გვინდა?
-მართლა მოგიტაცე.
სესილის გაეცინა.მამაკაცმა ხელი მოკიდა და იქვე მდგარი სახლისკენ წაიყვანა.კარი შიგნიდან გაიღო.სახლში შევიდნენ.ყველანი იქ იყვნენდა კიდევ რამდენიმე უცხო ადამიანიც,სახლი კი სადღესასწაულოდ იყო მორთული.სესილი გაკვირვებული ათვალიერებდა სახლს.
ლევანმა ხელი ჩაკიდა და ოთახის ცენტრში წაიყვანა,სადაც პატარა მაგიდა იდგა,მაგიდასთან ქალი იყო
-ვერაფერი გავიგე,რა ხდება_დაბნეული სახით იკითხა გოგონამ
-სესიი _გოგონას მიუბრუნდა ლევანი-მინდა დარჩენილი ცხოვრება შენთან გავატარო,გთხოვ გახდი ჩემი ცოლი
მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა სესილის.ფეხები და ხელები უკანკალებდა.უჭირდა იმის გაცნობიერება ,რომ ეს მის თავს ხდებოდა.ვერაფრის თქმა მოხერხა,მხოლოდ იღიმოდა.გულიც ბედნიერებისგან უფრო და უფრო სწრაფად უცემდა.წელზე მამაკაცის შეხება იგრძნო.ლევანმა ხელი მოხვია და სახეზე მოეფერა.გოგონამ ყელზე დაუტოვა სველი კოცნა.
-მინდა ყოველთვის ვგრძნობდე შენ სუნთქვას.მინდა ყოველთვის ერთად ვიყოთ
-მეც_მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა.თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.თუმცა ეს ცრემლები ბედნიერების იყო.
მათ ხელი მოაწერეს,მათთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.მოწმეები ლუკა და სოფია იყვნენ.სესილი სასიამოვნოდ იყო აღელვებული,ახლა მომავალი მისთვის აღარ იყო სიბნელით სავსე.ნელი მუსიკის ფონზე მოძრაობდა,მის საყვარელ ადამიანს ეკვროდა და მისი გულის ცემის მოსმენით ტკბებოდა,რომელიც თითქოს მუსიკას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა.



№1 სტუმარი სტუმარი gega

მალე დადე რა გთხოვ შემდეგი თავი <3 <3

 


№2  offline წევრი fireending

სტუმარი gega
მალე დადე რა გთხოვ შემდეგი თავი <3 <3

ხვალ საღამოს იქნება,მადლობთ რომ კითხულობთ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლაშა

ძალიან მაგარია,მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.კარგად წერ ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent