გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 5)
სანამ დაბნელდებოდა, მოვასწარით სასტუმროდან გასვლა. თვალწინ ბუნების საოცარი სიმწვანე გვეშლებოდა, სიმშვიდე და სივრცე თავს სხვა ადამიანად მაგრძნობინებდა ქალაქის ქაოსის შემდეგ. მაღალ ხეებს გვერდი ავუარეთ და იქვე ვიწროდ გაყვანილ უსწორმასწორო ბილიკს გავუყევით. "იმედია ვინმემ იცის სად მივდივართ და მგლების შესაჭმელები არ გავხდებით."-უნებურად გამკრა ფიქრმა და წინ მიმავალთა სახეები შევათვალიერა. არა, შიში და დაბნეულობა არც ერთს არ ეწერა სახეზე, კმაყოფილნი მიაბიჯებდნენ და ლაპარაკით თავს არც ერთი იწუხებდა. სწორედ იმ დროს, როდესაც ტყეში სრული ჰარმონია სუფევდა და საოცარი სიჩუმე იდგა, ჩიტების გაბმულ გალობას თუ არ ჩავთვლით, ჩემმა ტელეფონმა დაარღვია ჩვენი სიმშვიდე. ნომეს რომ დავხედე და ლაშა ამოვიცანი, ვიფიქრე რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მე მირეკავდა და ნინის არა? დაეჭვებულმა ჩემს დაქალს გადავხედე, მაგრამ მისი უდარდელი სახის დანახვისას ყველა ვარიანტი ამომეურა. ბოლოს და ბოლოს, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ლაშას ფარული გეგმის ჩემთვის გამხელა ჰქონდა გადაწყვეტილი და ვეცადე, ნინის არ გამოვეჭირეთ. -ჰო გიუშ-ენაზე მომდგარი სახელი წამოვაყრანტალე და ჩემკენ მომართული გოგოების მზერა დავაიგნორე, იმის მიუხედავად რომ თვალებით მბურღავდნენ. -რა გიო გოგო, მე ვარ!-ყურმილში ლაშამ ჩაჰყვირა. -კარგად ვართ, რა გვიჭირს, რამე ხომ არ მოხდა? -გოგო, კარგად ხარ შენ?-ლაშას გაღიზიანებული ხმა გავიგე და ვცადე მიმეხვედრებინა, და ამეყოლიებინა ფარულ საუბარში, მაგრამ ამ ხისთავიანთან არც ამან გაჭრა.. -არა გიო, გოგოებიც ჩემთან არიან. -ანა, მომისმინე! ნინი თუ მანდ არის დამალაპარაკე ერთი, ნუ მაწვალებ რა! ერთი საათია დაკავშირებას ვცდილობ და ან გათიშლი აქვს, ან სადმე უგდია, არ იღებს. -რა?-პირი დავაღე. არა, არა, ეს მე შევცდი სიტუაციაში, მაგრამ ახლა რაღა მექნა? გამოვეჭირე გოგოებს? დაბნეულმა ჩურჩულით ჩავძახე ტელეფონში-ახლა გავთიშავ და კიდევ ერთხელ დამირეკე. თვითონ გავუთიშე და სანამ ხელმეორედ დამირეკავდა, ან გაიაზრებდა რა მოხდა, თეას ჩამჭრელი კითხვა გავიგე: -ანა, გიო ვინ არის? -ჰო, მეც ძალიან მაინტერესებს ვინ არის გიო და ჩვენ რატომ არ ვიცნობთ?-ნინიც აჰყვა ქალბატონს და დოინჯშემორტყმულები დამადგნენ თავზე. სანამ პასუხზე ფიქრში ვიჭყ**ტში ტვინს, ლაშას ზარმა გადამარჩინა და გახარებულმა ნინის მივაჩეჩე ტელეფონი ხელებში, მე კი წინ გავიქეცი. ანდრო და დემეტრე ქვებზე ჩამომსხდარიყვნენ და ჩვენ გველოდნენ. თეამ ჩემთან მოირბინა და მხარზე ხელი გადამხვია. -იცოდე, ღამით ყველაფერს დაფქვავ-წყნარად მიჩურჩულა ყურში და გზა გავაგრძელეთ. მალე, მდინარეს მივუახლოვდით და წყლის დანავაზე თვალები გამინათდა. ვიფიქრე საშველი დაგვადგა და ახლა აქედან ფეხის მომცვლელი არ ვართქო. ზურგჩანთა იქვე ბალახზე დავდე და წყალში დადებულ დიდ ლოდზე ჩამოვჯექი. ჰორიზონტი იდეალური იყო, წყლის ზედაპირზე ნაცრისფერი ღრუბლები ირეკლებოდა, მაგრამ მდინარე არ ღელავდა, პირიქით, საკმაოდ მშვიდად ელოდა წვიმას. ნელ-ნელა ირხეოდნენ თალღები და რულ კონტრასტ ისიც ქმნიდა, რომ ტყე მდინარის მეორე ნაპირზე გრძელდებოდა, სადაც წყალთან მოშორების უცხო ყვავილები ყვაოდნენ. იისფერში შერეული თეთრი ფუცლებიდან დავასკვენი რომ მთელი რიგი ყვავილები ალისუმი იყო. ნეტავ ვინ დარგო ასეთ მიუვალ ადგილას ასეთი ნაზი, თუმცა სრულიად უპრეტენზიო ყვავილი?.. უკვე საკმაოდ აგრილებულიყო, ამიტომ ჩემს თბილ ჟაკეტშ კარგად გავეხვიე და მდინარის სუსტ ხმას დავუგდე ყური. -აქ მოდი-უკნიდან დაბალი ბარიტონი შემომესმა და მივხვდი ვინც იქნებოდა.-წვიმას აპირებს და მდინარე თუ ადიდდა შენც თან წაგიღებს. გაოცებულს თვალები გამიფართოვდა და ქვიდან სწრაფად წამოვდექი. -ფრთხილად-ხელი შემაშველა ანდრომ, როცა წამომდგარი ინერციის მისკენ გადავქანდი-ხელები გაყინული გაქვს. -ბუნებრივია-მხრები ავიჩეჩე უემოციოდ-აქ გაზაფხულობით სულ ასე ცივა? -ვინც თბილად არ იცმევს, იმისთვის კი-ღიმილით გამომიცხადა და ბავშვებსაც მივუახლოვდით. შევამჩნიე ალექსის მიმართული მზერა თეასკენ და ჩამეღიმ, როცა მივხვდი, რომ ჩემი ინტუიცია ამართლებდა, ვიღაცეები მართლაც გამოვიჭირე.. თეა მზერას არიდებდა ბიჭს და დემეტრესთან ერთად ცდილობდა ცეცხლი აენთო. -ანა, მოდი-ნინიმ ხელით მანიშნა, მასთან მივსულიყავი და ჩემი ტელეფონი გამომიწოდა.-ლაშამ დამირეკა, მითხრა ჩამოვალ, თუ შენც გინდაო, მაგრამ არ ვიცოდი რა მეპასუხა, ხომ ხვდები... -ანდროს გამო? თავი დამიქნია და ბიჭს სევდიანი მზერით გახედა-ჯერ არ მითქვამს, ცოტა მეშინია მისი პასუხის, მითუმეტეს მაშინ, როცა არ ვიცი, როგორი რეაქცია ექნება.. -მე მოვაგვარებ-გოგოს თვალი ჩავუკარი და დავაიმედე. მერე ძლივსანთებულ ცეცხლთან მივირბინე და ჩანთიდან ყუთი ამოვიღე-აბა, ვის უნდა ჩემი გაკეთებული პიცის გასინჯვა? თეამ დასრულება არ მაცადა, ჩემთან რომ მოირბინა და პიცის ნაჭერი აიღო.-ანუკი, ცოლად მომყავხარ, გადაწყდა. აქ გირჩევნია თუ თბილისში? მგონი აქაური ჰაერი უფრო მოუხდება შენს კულინარიულ ნიჭს ხომ? -ჰო აბა რა, ახლავე გამოგყვები-ენა გამოვუყავი ჯიბრიანი ბავშვივით-ჯერ შოკოლადები გენაცვალე, ეგრე სადაა... -ვჭამოთ და წავიდეთ, სანამ გაწვიმებულა-დემეტრემაც გასინჯა პიცა და თვალი ჩამიკრა, მერე კი ანდრო გადააწოდა. ანდრომ თვალი თვალში გამიყარა და უცნაურად ჩაიცინა. თითქმის ვერასდროს ვხვდებოდი, რას ნიშნავდა მისი ღიმილი. ხან ირონიული იყო, ხანაც ისეთი თბილი, სახე მიხურდებოდა. იქიდან წამოსულებს, გზაში მსხვილი წვეთი დამეცა მხარზე და გული სიხარულით შემიტოკდა. წვიმას იწყებდა. ორ წამში იქუხა, შემჩერდი და ცას ავხედე. თავისჩახრაც ვერ მოვასწარი, ისე უცებ დამისველეს სახე წვიმის წვეთებმა და სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა. ტყეშ წვიმისა და სველი ბალახის არომატული სუნი გავრცელდა-ზუტად ისეთი, მხოლოდ გაზაფხულის დროს რომ იცის ხოლმე. იმდენად გულწრფელი და ნაზი წვიმა იყო (მიუხედავად იმისა რომ საშინლად დიდი წვეთებით მოდიოდა), ემოციებისგან შეპყრობილმა თავი ვერ შევიკავე და ბედნიერი სახით ანდროს გავხედე. აი, ამ დროს მივხვდი, რომ ის მნიშვნელოვანი მომენტი დავიჭირე, ჩემს ცხოვრებას რომ შეცვლიდა. მე მიყურებდა. ისიც მე მიყურებდა რაღაცნაირი თბილი, მომღიმარი თვალებით და ჩემსავით ისიც თავიდან ფეხებამდე სველდებოდა ჩვენნაირ ემოციურ წვიმაში. მერე, სანამ რამეს გავიაზრებდი, თეა დამეჯაჯგურა მხარზე და სასტუმრომდე სირბილითა და სიცილით მივედით. არ ვიცოდით, რა გვაცინებდა. იქნებ ის სილაღე გვაცინებდა, რომელიც ჩვენს გულში უნებართვოდ შემოპარულიყო და გვათბობდა? მომწონდა ის შეგრძნება, თავსხმა წვიმის შემდეგ სახლში რომ ვბრუნდებოდი და იქ სითბო და სიმყუდროვე მიხვდებოდა. ასეთი იყო ჩვენი დაბრუნებაც. არავინ ხმაურობდა, სასტუმრო განათებული და წყნარი დაგვიხვდა, ჰოდა ამჯერადაც ბედნიერების განცდა დამეუფლა. ანდრომ წამოზრდილი თმა მარტივი მოძრაობით წინ გადმოიყარა და წვიმის წვეთები თმის ბოლოებიდან აწითლებულ ლოყებზე ჩამოუსრიალდა. სველი თმა შავად უბზინავდა და სასტუმრო შუქი სახესაც ფერმკრთალს უჩენდა. თმა რომ გაიწურა, მაიკაზე დაიხედა და მეც ამ დრომ მივაშტერდი. სველი მაისური დაჭიმულ პრესზე ეკვროდა, სანამ ცალი ხელით არ მოიცილა სხეულიდან მაიკის ბოლო, რომ გაეწურა. ჩემი მზერა რომ არ შეემჩნია (თუ უკვე არ იგრძნო), თეაკოს და ნინის გავხედე და მეორე სართულზე ავყევი. ნომერში შესულმა, სასწრაფოდ გადავიძრე სველი ჯემპრი და ოთახისთვის ცალკე გამოყოფილ აბაზანაში შევაწარი გოგოებს. ცხელმა შხაპმა მომადუნა და ენერგიით ამავსო, იქიდან გამოსული კი ლოგინზე მივწექი. თვალების დახუჭვისსას ვიგრძენი, რომ მოგონებების დრო იყო, ღამით ფიქრს თავიდან ვერ ავიცილებდი, ამიტომ დღი ყველაზე ამაღელვებელი მომენტები გავიხსენე, რომელიც ისედაც ყოველწუთს თავში მიტრიალებდა და კანქვეშ სიმხურვალე ვიგრძენი. მუცელი დამეჭიმა, როცა გამახსენდა, როგორ მიყურებდა ანდრო წვიმაში, სხეულში სითბო შემომიძვრა, როცა წვიმისაგანნ დასველებული და აწითლებული ტუჩები და ჩემკენ მომართული შავი ონიქსისფერი თვალები მომაგონდა და მივხვდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე. განა იმიტომ, რომ ანდრო ჩემთან ახლოს იყო, არამედ იმიტომ, რომ ანდროს გარდა ვერაფერზე მეფიქრებოდა, გონებაში შემომიძვრა და მისი თითოეული ბგერა სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში. მგონი, ეს იმ დაავადების სიმპტომები იყო, დელირიას რომ ეძახდა ლორენ ოლივერი თავის რომანში.. ****************************************************************************** დილით ნინის განწირულმა და შემძვრელმა ტირილმა (თუ მოთქმამ) გამომაღვიძა ვარდისფერი სიზმრებიდან. თვალები დავაჭყიტე, სანამ ბოლომდე გამოვფხიზლდებოდი და ისევ არ დამეხუჭებოდა. საწოლზე წამომჯდარმა საცოდავად მოკუნტულ ნინის გავხედე, რომელიც საყვარელი, რბილი სათამაშოს მაგივრად თავის უხეშ ჩემოდანს ეხუტებოდა და ზედ ცრემლების ტბა დაეყენებინა. -რა გატირებს ნინ, ვინმემ გაგაბრაზა?-მასთან გადავბობღდი და გვერდით მივუწექი. მხრებზე ნუგეშით მოვხვიე ჩემი მუდამ გაყინული ხელები. -არა-წამიერად ამომხედა და ისევ ტირილი განაგრძო. -აბა, გაწყენინეს? პასუხის ნიშნად თავი გააქნია და ცრემლიანი თვალები იმ საწყალ ჩემოდანზე გაიწმინდა. -სენტიმენტალურ ხასიათზე გაიღვიძე?-ვარიანტების უმიზნოდ სროლას განვაგრძობდი და თავს უფრო ვირთობდი, სანამ ვარიანტები არ ამომეწურა-ქალური პრობლემები ხო? არა, არა, მოიცა, არ მითხრა რომ ვინმე მოკვდა.. მითხარი მითხარი, არ დამიმალო, წუხილი ან ბედნიერება გამიზიარე, მე ჭირშიც და ლხინშიც შენთან ვარ ნინ, ლაშამ ხელი ხომ არ გთხოვა? ლაშას გაგონებაზე ტირილს უმატა და მეც თავი დავწყევლე ამსიგრძე ენისთვის, მაგრამ ჩემია და თვითონ ხომ არ ამოვიძრობ? -დილით ლაშას დავურეკე-მოყოლა დაიწყო-ვუთხარი, ახლა ვერ ჩამოხვალ მეთქი, გუშინდელ კითხვაზე ვუპასუხე, მაგრამ არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა. მკითხა-რატომ ვერ ჩამოვალო და ვერაფერი მოვიფიქრე. ვუთხარი-უბრალოდ ახლა არ მინდა რომ აქ იყოთქო, ჰოდა ეწყინა, გაბრაზდა და მითხრა-თუ აღარ გიყვარვარ, სსაჭირო არ არის მლიქვნელობა და არც ისაა საჭირო ერთად ვიყოთო. -მოიცა, შენ რა ანდროზე ჯერ არ გითქვამს ლაშასთვის? -დამავიწყდა-ამოისლუკუნა გულაჩუყებულმა და ჩაწითლებული თვალებით გადმომხედა. -რა სულელი ხარ ნინი, რა!-ამოვიწუწუნე და საწოლიდან წელში გამართული (ჟანა დარკის გამართული მხრებითა და გმირის იერით) წამოვდექი.-მანდ იყავი შენ, ყველაფერს ისე მოვაგვარებ, რომ ანაბეჭდსაც კი ვერავინ იპოვის. ნუ, თუ დამჭირდა, ვერც სისხლის კვალს მიაგნებენ. -რას მოაგვარებ, არ გამწირო გოგო-ნინი საწოლიდან შეშინებული წამოხტა, მაგრამ სანამ ის დარეტიანებული სახით კარამდე მოვიდოდა და დამიჭერდა ოთახიდან სასწრაფოდ გავედი და კარი გარედან ჩავკეტე სპეციალური ნომრის გასაღებით. არა, ბოროტმოქმედის როლ ნამდვილად არ ვირგებდი, მე უფრო კეთილი ჭრიჭინა მეგონა თავი, რომელიც წყალში მოყურყუმალავე ჭიანჭველას საშველად უკან არაფერზე დაიხევდა. "შენც სიკეთის განსახიერება არ მყავდე"-ერთი შინაგანი ხმა ასე დამცინოდა, მეორე კი ირონიულად ქირქილებდა-"ნინის უნდა დაეხმარო თუ სისულელეები ჩაიდინო?" მაგრამ მე რისი მე ვიყავი, უკან რომ დამეხია?! პირველ სართულზე შეუჩერებლად ჩავირბინე და თვალისდაუხამხამებლად მივიჭერი ჩემებთან. -გაიღვიძე ლამაზო?-თეა ღიმილით მომეგება და ატმის კოქტეილი მომაწოდა, მაგრამ ვის სცხელოდა ან ატმისთვის ან კოქტეილისთვის?! -არ მინდა-თავი გავაქნიე და ანდროს გავხედე, რომელიც მოპირდაპირე მხარეს მაგიდასთან მოხდენილად მჯდარ ქერას უყურებდა. მე მაგალითად პატარა, ქერა თავზე და კარგად მოვლილ თმაზე დავაკვირდებოდი, მაგრამ წელს რომ ჩაუყვებოდი მზერით ისედაც მიხვდებოდი, რას აკვირდებოდა ანდრო.-ჰეი, ბატონო ანდრია, ცოტა ხნით ყურადღებას ხომ ვერ მომაქცევდით? ანდრიამ უემოციო მზერის გამომხედა და წარბი უმნიშვნელოდ, მაგრამ ნამდვილად ცინიკურად ასწრია. -თუ შეიძლება, გვერდზე გავიდეთ-მშვიდად გავუღიმე და მოშორებით მმდგარი მაგიდისკენ წავედი. ვიცოდი, რომ უკან მომყვებოდა, ამიტომ აღარ მივტრიალებულვარ უკან, სკამი გამოვწიე და ჩამოვჯექი. -გისმენ-თვალი გამისწორა და მშვიდი ბარიტონით მითხრა. -დღეს დილით შენი ბიძაშვილის ტირილმა გამაღვიძა იცი?-მეც მშვიდად დავიწყე და მის გაოცებულ სახეს ყურადღება აღარ მივაქციე, რადგან კონცენტრაცია მჭირდებოდა.-არ ვიცი, შენი მკაცრი ძმის როლის მორგებისას ზღვარი სადამდე გაქვს შენს თავში დაწესებული, მაგრამ ნინი აშკარად აყოვნებს შენთვის სიმართლის თქმას -რომელი სიმართლის?-წარბშეჭმუხნულმა მომიგო. -შეყვარებული რომ ჰყავს. ნინის ჯერ არ გაუცვნია შენი თავი ლაშასთვის, ასე რომ, იმედია ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებ შენი ბიძაშვილი რომ არ ანერვიულო და ისევ არ გააწვალო. ლაშას კარგად ვიცნობ და ცუდი ბიჭი არ არის. რათქმაუნდა, მე ჩემთან ერთიერთობაშ ვგულისხმობ თორემ ნინისთან ათასჯერ უკეთესია, ვიცი. და რაც მთავარია, ნამდვილად უყვართ. მოკლედ, ცოტა ხნით იქნები ჭკვიანი ნინის ხათრით? -კარგია, რომ დაამთავრე ჭკუის დარიგება ქალბატონო ანუშკი-ირონიულად გამიღიმა-და მე ლაშას უკვე დიდი ხანია ვიცნობ. დიდი ხანი, ანუ ბავშვობიდან, მიუხედავად იმისა, რომ ნინიმ არ იცის ეს. და სხვათაშორის ლაშამ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მითხრა, რომ ერთამეთი უყვართ. -რა?-პასუხად ვერაფერი მოვფიქრე. არა, ყოველთვის მე რატომ ვიჭედები ყველა სიტუაციაში? რათამუნდა, ჩემი ხასიათის ამბავი თუ იცით, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ ისევ მასზე გავბრაზდი და ჩხუბი დავუწყე-ესე იგი, იცი და ნინის ამდენი ხანია აწვალებ? გულქვავ! შენ არც კი იცი, რომ შენს გამო ნინი ოთახში ჩავკეტე... ანდრომ მისმინა, მიყურა და ბოლოს ისეთი ხარხარი დაიწყო, გული ამომიბრუნდა შიშისგან. უკვე სერიოზულ ჩხუბ ვაპირებდი, ჩემკენ მომავალ ნინის რომ მოვკარი თვალი და ვიფიქრე ის რაც არ უნდა მეფიქრა (რათქმაუნდა ჩემი არაადეკვატურობის გადამკიდე)-"ნეტავ ახლა რომ შემოვაკვდე, კეთილი საქმეების კეთების გამო მაინც ხომ მოვხვდები სამოთხეში?" -ვაიმე-ამოვიჩურჩულე და მეც და ანდროც ფეხზე წამოვდექით (მე უფრო წამოვხტი). ანდროს მივვარდი და ზურგსუკან კომფორტულად ამოვეფარე. -გთხოვ, გთხოვ მიშველე და ამის მერე აღარასოდეს გაგირჩევ საქმეებს-ბიჭს ვუჩურჩულე და მხრებზე ხელები მოვუჭირე. -კარგი, ხორცი არ ამომაგლიჯო-შემომიბღვირა, მაგრამ მის ხმაში და ოდნავ ღიმილში მაინც ვიგრძენი სითბო. მოახლოვებული ნინი ორიოდე სიტყვით შეაჩერა-დაწყნარდი ნინი, უკვე ყველაფერი მომიყვა. გოგო გაშეშდა და თვალების ცეცება დაიწყო. უკვე ტირილს აპირებდა, ანდრომ რომ დაიჭირა და ჩაეხუტა. ნამდვილი დრამა იყო, გული ისე ამიჩუყდა, ლამის მე დავიწყე ტირილი , სანამ თეამ ხელი არ მტაცა და გვერდით არ გამათრია. -აცადე გოგო ჩახუტება, რა მურმანის ეკალივით ჩაუჯდები ხოლმე ყველას?-თეამ გამიცინა და მიმზიდველი მაფინები მომაწოდა-გასინჯე გემრიელია. ან, როგორ შეიძლება ნამცხვარი გემრიელი არ იყოს? გემოს გასინჯვისთანავე ჩემს სამყაროში გადამისროლა ტკბილეულმა და თვალები არც გამიხელია. -სულ შევჭამეთ?-ცარიელ ლანგარს შევავლე თვალი, მაგრამ რა მიკვირდა ნეტავ? მე არ ვიყავი, პირს რომ ვერ ვაჩერებდი? თეამ თავი დამიქნია, ჰოდა მეც შესანიშნავი აზრი გამოვთქვი-ახლა მგონი დროა, დიეტაზე ვიფიქროთ. -და მანამდე არ გიფიქრია, რომ შენს ფორმას დიეტა ესაჭიროება?-ეს ანდრო ხომ ვერ დავაწყნარე.. -მე ასე არ ვფიქრობ და შენ თუ გამხდარი გოგოები მოგწონს აბა შენ იცი-თვალი ჩავუკარი და ეშმაკური მზერით იმ გამხარ ქერაზე მივანიშნე, მაგრამ მეც კი გამიშტერდა თვალი, როცა გოგო ჩვენკენ შემოტრიალებული დავინახე. ლამაზად დახვეული თმა შუბზე ჩამოეყარა და დეკოლტეც საკმაოდ მიმზიდველად ჩაეღრმავებინა. გამხდარი? სრულყოფილი ტან ჰქონდა, რა მნიშვნელოა ჰქონდა ანდროსთვის იმას, ოპერაციის შედეგი იყო თუ ბუნებრიობის? რაც მთავარია, ნამდვილად კარგი ფორმები ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ ისიც ანდრიას უყურებდა თანაც ურცხვი, დაჟინებული მზერით, თითქოს მის გვერდით მე არ ვიჯექი. სახეზე დაუკითხავად შემეპარა სიწითლე და ბარისკენ შევტრიალდი მაღალი, ბზრიალა სკამით. რა უნდა მექნა? ვოცნებობდი, ნეტავ ანდროს ტვინში ჩამახედა და იქ დავრჩენილიყავი, რადგან საღი აზრები მეკარნახა, მაგრამ ბიჭისთვის საკმაოდ საღი იყო ისიც, რომ ლამაზი და სექსუალური გოგო მოსწონებოდა. წამწამები ძირს დავხარე და ნელ-ნელა დაჟინებული მზერა ანდროსკენ გავაპარე. არც ის აშორებდა ქალს მხურვალე მზერას. "არაფერი მომხდარა, შენ არ უნდა გაინტერესებდეს, ამაზე არ უნდა ფიქრობდე"-არა, არ შემეძლო, უბრალოდ გაჩუმება და მოთმენა. არ მოვწონდი? იიქნებ მოწონება საკმარისი არ იყო დასაინტერესებლად? ჯიბრიანი მზერით ბარმენს გავხედე და ალუბლის კოქტეილი შევუკვეთე. "ალკოჰოლი ვერაფერს შველის".. "და იქნებ მეც ეს მინდა? არაფერს ეშველება, უბრალოდ მე გამოვეთიშები". ნელა ვწრუპავდი სასმელს, სანამ თავბრუ არ დამახვია ალკოჰოლმა და სიცხემ. მეჩვენებოდა რომ ეს სიცხე ანდრიასგან მოდიოდა. გვერდს მიწვავდა მისი მზერა თუ მოშორებული მზერა. ყველაფერი მიხურდა და ბრუნავდა. მე ვბრუნავდი. დაცვარულ შუბლზე ხელი მოვისვი და თავი გრილი დახლის ზედაპირეზე დავდე. ზურგზე ცივი ხელების მოხვევა ვიგრძენი და როცა მივხვდი, რომ არ მეჩვენებოდა, ჩამეღიმა. -არ წასულხარ?-ჩურჩულით ვკითხე. -სად უნდა წავსულიყავი?-რბილი, სასიამოვნო ხმით შემომიბრუნა კითხვა -იმ გოგოსთან... ხომ მოგეწონა?-ბლუყუნით სვაუბრობდი, არ ვიცი, დაბნეულობის ბრალი იყო თუ იმის, რომ საუბარი მეზარებოდა. -ვიყავი.-ყურში მიჩურჩულა და ხელებით ხერხემლიდან წელისკენ დაუყვა ნაზად. იმდენად ნაზად, რომ ჟრუანტელი ვერ შევაკვე და გამაკანკალა. მისკენ შევტრიალდი. ამღვრეული თვალებით მივაჩერდი. მხრებზე და თმაზე ოქროსფერი შუქი ეფინებოდა, ყელზე, ყვრიმალებზე და ღაწვებზე მუქი ჩრდილი ეფინებოდა და მკვეთრად გამოყოფოდა ხალხს, ყველაზე ახლოს მის სახეს ვხედავდი და მის სუნთქვას ვგრძნობდი, მზერა კი მწვავდა. -და ახლა რატომ ხარ აქ?-ვეცადე, მტკიცე ხმით მეკითხა, მაგრამ არ გამომივიდა, მაინც ამიკანკალდა ხმა. ეს ალკოჰოლის კი არა ვერ შემჩნეული გრძნობების და ემოციების ბრალი უფრო იყო. -იმიტომ, რომ ახლა შენთან მინდა.-უხამსად მიჩურჩულს ჩემზე მტკიცე ხმით და მზერა ჩემს ტუჩებზე შეაჩერა. "ჩემთან უნდა?" "ჰო, ჩემთან უნდა", გონებამ სულაც არ ჩართო განგაშის ზარი, რადგან გონებაც გულზე არანაკლებ ელოდა მისგან სითბოს. -რა გინდა?-თავი ჩავხარე და ქვემოდან ავხედე. ჩაიცინა და სახე საკმაოდ მომიახლოვა. ახლა მხოლოდ ხუთი სანტიმეტრიღა გვაშორებდა ერთმანეთს. მე-სკამზე წამომჯდარს წინ ანდრია მედგა და ერთმანეთს ვუტოლდებოდით. ეს კი, მგონი მას ახალისებდა კიდეც. -არ მინდა შეგაშინო. -მე შენი არ მეშინია. -შეგეშინდება-დარწმუნებით მიპასუხა და მოშიშვლებულ ლავიწზე თავისი თეთრი, გრძელი თითები გადაატარა. კანი დამეხორკლა და მანაც თითებქვეშ იგრძნო ეს. -მოგწონს?-ღიმილით იკითხა და ნეკა თითი კიდევ ერთხელ გაუსვა წვრილ ძვლებს. არ მიპასუხია, თვალები თავისით დამეხუჭა სიამოვნებისგან და გავისუსე. -დაგეძინება ასე-მისმა ღიმილიანმა და სითბონარევმა ხმამაც ვერ გამომაფხიზლა, ამიტომჩემი ხელი მხრებზე შემოიხვია და მკერდზე მიმიხუტა-ხელი კარგად მომხვიე იცოდე. მსუბუქად ამიტაცა ხელში და კიბისაკენ ნელა დაიძრა. ვგრძნობდი, როგორ მარწევდა ჰაერში, როგორ გადმოდიოდა მისი მკერდის სითბო ჩემში, ვგრძნობდი მიხუტებული მკლავის ქვეშ მის გულისცემას და კანსაც კი ვრძნობდი მაისურის ქვეშ. ძილის ლურჯი მორევი ნელ-ნელა მითრევდა, მაგრამ ვერ ჯაბნიდა იმ შეგრძნებებს, კანს რომ მიხორკლავდნენ. -რა სულელი ბავშვი ხარ-თავისთვის ჩაილაპარაკა, როდესაც ჩემი ოთახის სითბო და ჩემი სუნამოს მძაფრი სუნივიგრძენი. საწოლზე რბილად დამაწვინა და მზერა მომაცილა. მერე, უბრალოდ წავიდა. ვიცი, რომ გალოდინეთ და გთხოვთ, მაპატიოთ :.. იმედია, მოგეწონებათ, ვინც კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.