ანა, ჩემი იისფერი ვარსკვლავი (სრულად)
- ბავშვობიდან, ჩემს საწოლში დაწოლა იმიტომ მიყვარს, რომ სანამ დავიძინებ ვარსკვლავებს უნდა ვუყურო. დაბადებულიც კი არ ვიყავი, ჩემმა მომავალმა ნათლიამ და დედაჩემმა დიდი ამბით გამიკრეს ოთახის ჭერზე მანათობელი ვარსკვლავები და მგონი დღესაც, ჩემზე მეტად მათ უხარიათ ამ ვარსკვლავების ყურება. უამრავია, ყველა ცისფერია, მხოლოდ ერთი, შედარებით უფრო დიდი, იისფერი ვარსკვლავი კი ზუსტად ჩემი საწოლის მაღლაა გაკრული, ყველაზე მეტად კი ის მიყვარს.. მეც, დედასაც და თამუნასაც. რამდენჯერ შევცვალე ჩემი ოთახის ინტერიერი, მაგრამ ვარსკვლავები ისევ თავის ადგილას რჩებიან.. პატარა რომვიყავი, სულ მეუბნებოდა დედა:-ეს ვარსკვლავები შენს ყოველ ღამეს იმახსოვრებენ, დღისით სძინავთ, მაგრამ დღისით მე ვარ შენთანო.. ღამით კი თუ რამე გაგიჭირდება, მაშინვე მეუბნებიან და მეც შენთან ვჩნდებიო.. არ ვიცი როგორ, რანაირად, მაგრამ მართლაც, როცა რამე გამიჭირდებოდა, მაშინვე ჩემს ოთახში ჩნდებოდა ხოლმე.. - -თუკაა, ის ყვავილებიანი ხელსახოცები დავალაგოთ თუ წითელი? - შუბლს ხელით ვისრესდი და მაგიდას ვაკვირდებოდი. -სულ გამოჩერჩეტდა ეს გოგო-სიცილით გამოვიდა ნატალია სამზარეულოდან და წითელი ხელსახოცებო დააწყო მაგიდაზე.-ფერთა შეხამებაზე გსმენია რამე? - ვითომ ცხვირი აიბზუა. ყველაზე სასაცილო ადამიანი, ვინც კი მინახავს. -ოჰ, ბოდიშით.. არ მსმენია! - სახე დავმანჭე და ნინის მივუჯექი გვერდით-აღარ დავეხმარები! -მერე თქვენ შერცხვებით, მაისურაძეებო, თორემ არც მე და არც ნინის არავინ შეგვეხება! - თვალი ჩამიკრა და კუნტრუშით გავიდა ოთახიდან. - დაუძახებ ლიაკოს? მგონი ყველაფერი მზადაა. -დედააააააა-ბოლო ხმაზე დავიყვირე და დედაჩემის ხმაც მომესმა.. იმას აღარ მოვყვები, თუ როგორ მოეწონა ყველას თუკას “გაშლილი სუფრა”, რომლითაც უმნიშვნელოვანეს სტუმრებს უნდა დახვედროდა მამაჩემი და მე და გოგოები საერთოდ რა შუაში ვიყავით, ვერ გაგვეგო. ჩვენ პირველ სართულზე ჩავედით, მარტო მე რომ მეკუთვნოდა იმ სართულზე. და საერთოდ, მთელი აგარაკი მე მეკუთვნოდა და რატომ ჩაგვიშალეს დასვენების დღეები ჩემებმა, ვერც ეგ გავიგეთ. და საერთოდ, ვერ გავიგეთ იმ დღეს, ღამეს და იმ დღის შემდეგ რა ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენსაში რა.. ჩემსაში. - უკვე კარგა ხნის მოსულები იყვნენ სტუმრები, დედაჩემმა რომ ჩამოგვძახა, ანიუტა მარტო არ ამოვა და სამივე ამოდით, სირცხვილია, კითხულობს ზურას ქალიშვილს ხალხიო. სამივეს გვესიკვდილებოდა ასვლა, მაგრამ რას ვიზამდით.. თუ ჩვენ არ ავიდოდით თვითონ ჩამოვიდოდნენ ჩვენს სამფლობელოში, რომელიც ცოტა ძალიან არეული იყო. ამიტომაც ცოტა ადამიანურად გამოვეწყვეთ და ავაღწიეთ მეორე სართულზე. -პირველი შენ შეხვალ! - ჩუმად მითხრა ნინიმ და წინ წამწია. მადლობა, დაო! დებო! უი, გითხარით, რომ ნინი და თუკა დები არიან? გავაღე კარი.. ოთახს მოვავლე თვალი.. ნეტავ არ გამეღო.. უცებ ტვინი გამეთიშა, ინერციით უკან წამოვედი და კარი დავკეტე. -ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბაა! - დარწმუნებული ვარ შორიდან ძალიან სასაცილო ვიყავი.. გოგონებმაც არ დააყოვნეს და ატეხეს კისკისი. -რა ჭირი გეტაკა-თუკამ როგორც ყოველთვის ჩაურთო წყევლა და კიდევ გადაიკისკისა. -ისაა, თუკა.. ის! -ვინაა გოგო, ნუ გადაგვრიე-ახლა ნინი ჩაერთო. -იის!! -ახლა ვაფეთებ სახეში ამ კარადას! -თუკას ამოასხა და თავის გვერდით მდგომ ფეხსაცმლის კარადას ჩაებღაუჭა. -ისაა.. მწერალი რო იყო.. უტა.. მწერალი უტა.. -აქ? - პირი დააღო თუკამ, როგორც იქნა დასერიოზულდა. - მაგას აქ რა უნდა.. -ვაიმე არ ვიცი.. ნეტა შეამჩნიეს ჩემი გმირობა? ესღა გაკლდა ანიუტა, სრული ბედნიერებისთვის! - დავიწუწუნე და ჩამოვჯექი-მე იქ შემსვლელი არ ვარ! უტა. უტა გვარამაძე. ახალგაზრდა მწერალი. ჩემი “ძველი მიჯნური”. ყოველ კვირა თუ არა, თვეში სამჯერ მაინც ატარებდა ერთ-ერთ კაფეში ლიტერატურულ საღამოებს და ისე აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ კაფეში დავდიოდი როცა ყველაფრისგან დასვენება მინდოდა. (მათ შორის გოგოებისგანაც!) ჰოდა, ვიჯექი და ვუსმენდი მის საოცარ შემოქმედებას, მართლა საოცარს! მერე, მთელი საღამო მონუსხული დავდიოდი ხოლმე და ყველა დამცინოდა, რა თქმა უნდა. მისი სახელის გაგება რომ არ გამიჭირდებოდა, ალბათ თვითონაც ხვდებით. ვიჯექი ხოლმე, ჩემთვის კუთხეში და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი, ძალაუნებურად.. კუპრივით შავ თვალებში.. სულ ანათებდა მისი თვალები.. თვითონაც შემომხედავდა ხოლმე, მხოლოდ ერთხელ.. შეუმჩნევლად, მაგრამ ჩემთვის შესამჩნევად ჩაეღიმებოდა ხოლმე და აგრძელებდა საუბარს.. დავიფიცებ, ყველაფერს დავიფიცებ, რომ მცნობდა, ყოველთვის მამჩნევდა.. უბრალოდ, ერთხელაც არ უცდია ჩემთან დალაპარაკება. არც მე ვაპირებდი პირველი ნაბიჯის გადადგმას.. მერე, მორჩა საღამოები და მორჩა უტა. მე კი მისი ნახვის სურვილით შებყრობილი დავდიოდი, მაგრამ ვერაფერი.. ვეძებდი ყველგან, მისი სოციალური ქსელები და მიმდინარე მოვლენები დაზეპიფებული მქოდა.. თუმცა რა აზრი ჰქონდა, მაინც ვერ დაველაპარაკებოდი. ჰოდა, მალე დავანებე კიდეც მასზე ფიქრს თავი.. ერთი წლის მანძილზე თვალითაც არ მინახავს. -ანიუტა, ან შეხვალ, ან ბუნებრივი მოთხოვნილებები რომ შეაწუხებს და გამოვა, ცუდად შეხვდებით ერთმანეთს! - გაეცინა თუკას. - და მაინც ვერ გავიგე, რა უნდა აქ? -ვაიმე თუკ, შენი ჭირიმე რა, ხელში გვაკვდება გოგო და შენ მაგაზე ფიქრობ? - სერიოზულად თქვა ნინიმ. წამიერად სამივე გავჩუმდით მაგრამ მერე ისეთი სიცილი აგვიტყდა, ვეჭვობ, შიგნით ყველა დაყრუვდა. -კარგი, შევდივართ, ბოლოში დადექი შენ და არ შეიმჩნიო არაფერი. გაიგე? - ზემოთხსენებულმა ქალბატონმა უკან მისროლა და თვითონ შეაღო კარი. ეტყობა წეღან არავის შევუმჩნევივარ, ისე შეგვეგებნენ. მეც, სულელმა პირდაპირ უტასკენ ვისროლე მზერა და ბედი არ გინდა? მანაც დამაფიქსირა. უცებ სახე შეეცვალა, ხომ ჳთქვი მცნობს-თქო? სირცხვილისგან(ნეტავ რისი მრცხვენოდა) რამის დავსამარდი, მაგრამ არცერთს არაფერი შეგვიმჩნევია. -უკვე ვფიქრობდი თმებით ამომეთრიე იქიდან-მგონი ხუმრობით ჩამჩურჩულა დედაჩემმა სანამ მაგიდამდე მივაღწევდით. გამეცინა. -აი, მოვიდნენ ჩვენი გოგოები-მამაჩემს გაუხარდა ჩვენი დანახვა და წამოხტა მაშინვე. მის გვერდით უტას ასლი იჯდა, ოღონდ მასზე ბევრად დიდი.. აჰა, მგონი მივხვდი რაც ხდება.. -გოგოებო, გაიცანით ეს დავითია, ჩემი ძალიან ძველი მეგობარი. ეს კი ჩემი ქალიშვილია-ანა-მხარზე ხელი მომხვია. - და მისი განუყრელი მეგობრები-ნატა და ნინო.-ბოროტულად გაეცინა მამაჩემს. თუკა მაშინვე მიუხვდა ბოროტ ხუმრობას და ჩაუსწორა(არავის არაფერს შეარჩენს, იცოდეთ მაინც) : -ეს ანიუტაა, მე თუკა და ეს ჩემი და ნინი. - ისეთმა გაბრაზებულმა თქვა, უკვე ყველა მიხვდა სახელებზე რა გართულება გვჭირდა და გაეცინათ. -სასიამოვნოა, გოგოებო. ეს კი ჩემი შვილია, უტა,ასეც და ისეც -დაიბნა დავითი. დიახ, კიდევ ერთხელ გაგვიმეორეთ დაგავიგებთ. - იმედი მაქვს გაუგებთ ერთმანეთს.. ესეც გაცნობის ცერემონია. რაც ავედით, თუკას ენა არ გაუჩერებია, მეც ვცდილობდი ზომიერად მესაუბრა ხალხთან. ნინი კი იჯდა და ჩვენზე გულიანად იცინოდა. უტაც ჩაერთვებოდა ხოლმე. ყველა გამოხედვაზე მიღიმოდა. მე რა მექნა, ან რატომ უნდა გამეღიმა? მერე ლიაკომ საიდანღაც ჩვენი სასმელი გამოაძვრინა.. აი ცოტა რომ დავლიე, სრულიად მომეხსნა ყველანაირი კომპლექსი და ავყევი თუკას ლაპარაკში. ბოლოს ისიც ვთქვით, გოგოებმა, კიდევ კარგი ამოვედით და ჯანდაბას უტა-თქო. ღამის ორს რომ გადაცდა დაშლა დაიწყეს. უტა, მამამისითურთ ჩვენთან რჩებოდა იმ ღამეს. დედამისთან დაკავშირებით ვერაფერი გავიგე. თუკამ განსაკუთრებულად გაუგო უტას და არამარტო.. ან რას ვერ გაუგებდა.. მთელი საღამო ენა არ გაუჩერებია. დაიშალნენ. ოღონდ დიდები. უტას დაურეკეს, ღამის ოთხ საათზე. რომელი ნორმალური დაგირეკავს ამ დროს ნეტავ.. ტერასაზე გავიდა. დიდი ტერასა გვქონდა. ჩემი და თუკას მოწყობილი. ნინი გერმანიიდან რომ ჩამოვიდა დავახვედრეთ და მთელ დღეებს აქ ვატარებდით.. პირდაპირ მზის ჩასვლას უყურებს ჩვენი ტერასა, ვარსკვლავებს უყურებს ღამით.. მიყვარს. და მერე როგორ.. მაგიდა უცებ ალაგდა. უტა ისევ გარეთ იყო და ლაპარაკობდა. ჩვენ სამნი დავრჩით ოთახში. დედაჩემი მამაჩემთან შევიდა, “ბავშვს დავაძინებ და გამოვალო. “ დედაჩემის ოთახიდან გასვლა და უტას შემოსვლა ერთი იყო. გაღიმებული შემოვიდა. -რა უთხრეს ნეტავ ასე რომ იკრიჭება-თუკამ ჩაილაპარაკა. ვითომ არ შეგვიმჩნევია მისი შემოსვლა, ისე ვლაპარაკობდით. ნეტავ შეგვემჩნია. გვერდით მომიჯდა. ასე უკომპლექსოდ, ძველი ძმაკაცივით. -რა კარგი ტერასა გქონიათ.. -ისევ განათებული სახით ლაპარაკობდა. გაგვეცინა. რაღაცნაირად მიყურებდა ხოლმე ლაპარაკის დროს. თითქოს მახსენებდა, რომ “ვიცნობდი”, მახსენდებდა, რომ ჩემი გატაცება იყო და მაინც მიყურებდა, დაუნდობლად. მერე.. მერე რამოდენიმე სიტყვა და სულ ამრია, აქამდე ძლივს დალაგებული. -მე შენ გიცნობ-ყურში მითხრა და უფრო გამიღიმა. მეტად ვეღარ გაიღიმებოდა რომ სდომებოდა. გავშეშდი. დავმუნჯდი. გონება გამე.. არა, არაფერიც! როდის მერე გავხდი ასეთი სუსტი? -მეც. - ვუთხარი და ვითომც არაფერი ისე მოვბრუნდი. არ ელოდა საერთოდ თუ ვუპასუხებდი. ესიამოვნა, ვიცი, ძალიან. გოგოებმაც დააფიქსირეს და ცოტა სახე შეეცვალათ. თვალებს მიქაჩავდნენ.. იმ წამს ვერ მივხვდი რატომ. ნელ-ნელა ამცირებდა მანძილს ჩვენ შორის. მეც ბოლომდე ვიწეოდი, ვიწეოდი, მაგრამ კედელში უკვე ვეღარ გავივლიდი. ხელი ჩემს უკან, დივნის საზურგეზე ჩამოედო. ასე, უბრალოდ. ბევრი ვილაპარაკეთ. ისეთ საკითხებზე, ჩვენ რომ გვინდოდა. და არა მამაჩვენებს.. ექვსს გადასცდა და მე არც ერთი წამით არ მიგრძვნია დაღლილობა, ან თუნდაც ძილი. დედაჩემს თავის ოთახში ჩასძინებია და ვეღარ გამოვიდა. ყველაფერი ერთმანეთზე აეწყო. -ან, გირეკავენ-ნინის სახე შეეცვალა და მეც მაშინვე მივხვდი ვინც იყო. წამში დავუბრუნდი რეალობას. წამის მეასედში კი გავიაზრე, რომ ღამის სიზმარი მალე უნდა დამთავრებულიყო და ყველაფერი თავის ადგილზე დამდგარიყო. -გამომყვები?-მანაც თავი დამიქნია და გავედით. დათა იყო. ის დათა, ზუსტად ათი წელი რომ ვაწამებდი. ათი წელი რომ მელოდა და ბოლოს მივხვდი რომ, ჰო, თურმე მიყვარს! რატომაც არა? ჰოდა, ამ დათასთავის პასუხის გაცემა ახლა მესიკვდილებოდა. ჩემი დათა. ჩემი დათუნა. როგორ ვაწვალებ.. რას ვაკეთებ.. ვიღაც უტას “ვეკეკლუცები” მთელი ღამეა.. ის კი დილას ელოდება, რომ დამირეკოს და ჩემი ხმა გაიგონოს. -ნინ, ვერ ვუპასუხებ.. -ანიუტა.. -ნინ, რას ვაკეთებ? რატომ ვზივარ ამდენი საათია მის გვერდით? რატომ მიხარია? მე ხომ დათა მიყვარს? -ანიუტა.. -რა, რა ანიუტა! დათას ღირსი ვარ ახლა მე? ახლა უნდა გათიშოს და აღარასდროს არ დამირეკოს. -ანა! რა პანიკებში ვარდები, უპასუხე!- უცებ თავისმა დამ გაიღვიძა მასში და მიღების ღილაკს დააჭირა. -ჩემი ანიუტა როგორაა? - დათას ნამძინარევი ხმა გავიგე. სიყვარულით სავსე. იმ წამს მოვეგე გონს. მოვეგე კი? რა უნდა გააკეთოს სულელმა, ჩამოუყალიბებელმა გოგომ ამ დროს? ვერ მეტყვით ალბათ, როგორ, რანაირად. ველაპარაკე. ისიც ბედნიერი მიყვებოდა წინა დღის ამბებს. თუ როგორ მოვენატრე. მე კი იმ ღამით არც გამხსენებია შეყვარებული რომ მყავდა. იმდენად შემაწუხა სინდისმა, რომ მოვრჩი ლაპარაკს ნინის ვუთხარი, დაბლა ჩავალ და მოიფიქრე რამეთქო. მერე ნინი გამიბრაზდა, დაიოკე ნერვებიო, დაოკდი შენცო და შევიდეთო. ჩემს გვერდით დაჯექი და შორს დაიჭირე თავიო. -აქამდე რატომ არ დამაოკე, ნინი? გაეცინა. -ანიუტა, შენ ძალიან კარგად იქცეოდი, ის შემოგიჩნდა, ჩვენც ბოლო ხმაზე ხომ არ ვიყვირებდით შეყვარებული ყავს და დაანებე თავითქო?? წამო ახლა, შევიდეთ. შევედით. როგორც მითხრა, ისე გავაკეთე. უტა მიყურებდა და ვერ მიხვდა. ვერც მე მივხვდი დიდად. ტერასაზე გავედით. მზე ნელ-ნელა თავის ადგილს იკავებდა მოწმენდილ ცაზე. ისევ უტასგან მოშორებით დავჯექი, ისევ ვერ მიხვდა. თუკა წამკბენდა ხოლმე და მეც გამეცინებოდა. მაინც რა სულელი ვარ. ჩერჩეტი! ნამდვილი ჩერჩეტი! თუკა ისევ ლაპარაკობდა.. ჩვენს ისტორიებს ყვებოდა, ტერასის ისტორიებს. წამოხტებოდა, ხან ერთ მხარეს გავარდებოდა, ხან მეორე მხარეს, ყველა ადგილზე რაღაცას იხსენებდა.. მე და ნინი სად წავსულიყავით სირცხვილისგან, აღარ ვიცოდით.. -ისე, ანიუტას რატომ გეძახიან? - როგორც იქნდა დააღწია თუკას თავი და ახლა მე მკითხა. -რავი, დათამ დაარქვა ბავშვობაში და იმის მერე ყველა ეგრე ვეძახით.. -თუკამ ისევ სისულელე მოაბოდიალა. ისეთი სახით შევხედე და მანაც ისეთი კრავის სახით შემომხედა-”მე რა შუაში ვარო”, რამის წამოვხტი და გადავაფრინე მეორედან. -დათა? - უტამ იკითხა, მაგრამ პასუხი არ გამიცია. თუკამ თემა ტაქტიკურად შეცვალა და მიახვედრა გაჩუმებულიყო, თორემ რომელიმე შემომაკვდებოდა.. მერე ჩამეძინა.. ნინისაც ჩაეძინა.. თუკა ალბათ ისევ ლაყბობდა.. ალბათ კიდევ რამდენი სისულელე ილაპარაკა.. რამდენი.. - ჩემ ოთახში გავიღვიძე. გოგოები პუფებში ისხდნენ და ბოლო ხმაზე იცინოდნენ. არა, კი არ გავიღვიძე, გამაღვიძეს. -გუშინ შენმა პრინცმა ჩამოგათრია. როგორ დამძიმებულხარ გოგო, ძლივს მოგათრევდა-დილა ჩემი დაცინვით დაიწყო თუკამ. -ახლა დილიდან უნდა გამამწარო? - გაბრაზებულმა ზურგი ვაქციე, გამახსენდა გუშინდელი თვალების ჟუჟუნები და ამბები.. -საათს მაინც შეხედე.. - ნინის გაეცინა და ჩემი ტელეფონი მესროლა. გამოტოვებული ზარები დათასგან და 13:52. -აუუუ.. შვიდზე რაღაც შეხვედრაა და მე ახლა ვიღვიძებ.. -უიმე რა იყო, გოგო, დიდი დიდი ნახევარი საათი დაგჭირდეს აქედან თბილისამდე.. ნუ გაკლია რა.. -თქვენ არ მოდიხართ? -მე ლიაკოსთან დავრჩები, საქმეები მაინც არ მაქვს.. - თუკამ ფეხი ფეხზე გადაიდო.. -ნინიი.. -ძაან გეწყინება ერთი ღამით მარტო რომ დარჩე? - შემომაპარა. აჰა, თბილისშიც მარტოს მიმაბუნძულებენ. რომ დავუჩოქო, მეეჭვება ნინი მაინც რომ დავითანხმო. -ვიმახსოვრებ!-ვითომ გაბრაზებულმა ვუთხარი და საწოლიდან წამოვხტი. -რითი წახვალ? -დათას აქ ვერ ჩამოვიყვან და ტაქსს ან რამეს გავყვები რა.. -ჩალაგდი, მა? - მამაჩემი დავითთან ერთად შემოვიდა ოთახში. -რა მქონდა ჩასალაგებელი, რო-გამეცინა და გვერდით მივუჯექი. -აუ მინერალური წყალი მომიტანე რა.. - ლეკვის თვალებით შემომხედა. რას მაიმუნობს ამხელა კაცი.. გამეცინა და წამოვხტი მაშინვე. სამზარეულოში რომ გავდიოდი უტას ხმა მომესმა, ყურადღება აღარ მივაქციე. -სად მიაქვს ამ ხალხს ეს წყალი, ვის უმალავენ-ვფიქრობდი და გონებაში ვილანძღებოდი უაზრო მინერალური წყლის გამო, ვიღაცას რომ შევასკდი. ვიღაცას რა, უტას.. -გამარჯობა.-გამიღიმა. ანა! დამშვიდდი! დაწყნარდი! დაოკდი! -გაგიმარჯოს. -დღეს მივდივარ, იცი? არ მინდა რაღაცნაირად.. შეგეჩვიეთ.. - მე წყალი ვიპოვნე, ის კი მელაპარაკებოდა. -ჰო.. მეც მივდივარ.. - ყოჩაღ! მაგარი ხარ ანა! ჩაუშაქრე ყველაფერი, მიდი.. - გინდა შენც წყალი? -არა, წვენზე შემოვედი. -აი, აქაა-მაცივრიდან გამოვაძვრინე და გავუღიმე. ნუ იღიმი! -რა დაგემართა გუშინ? - ვეღარ მოითმინა და მკითხა.. და საერთოდ, მგონი მარტო ამისთვის შემომყვა და წვენი უბრალო მიზეზი იყო. პასუხი არ გავეცი. ასე პირდაპირ ხომ არ მივახლიდი მთელ ისტორიას..ისევ სულელიჳით გავუღიმე. -გიხდება ხოლმე ღიმილი.. მინერალურები გავიტანე და ისევ მივუჯექი მამაჩემს. უტაც გამოვიდა. -მაა.. მანქანა გჭირდება დღეს? - ახლა მე მივიღე ლეკვის თვალები. -ვაი რომ მჭირდება.. მაგრამ რომც არ მჭირდებოდეს მაინც არ გათხოვებ, ხომ იცი არა? - გაეცინა. გაეცინათ. ყველაას! უტასაც. -ოო მამაა.. აბა ფეხით ხო არ წავალ ამ თბილისში.. -მე წაგიყვან. - უტამ შემაწყვეტინა. ვიცოდი! ვიიცოოდიი! ჩაიგდე ენა, ჩაიგდე, ანიუტა! მაგრამ, თითქოს სპეციალურად გავაკეთე.. არ შეიძლება ასე, არა.. -ჰო, მამა, გაყევი უტას.. კარგი? - მამაჩემი აღფრთოვანებული იყო ამ იდეით. -კარგი.-სხვა გზა არ იყო. დავთანხმდი. გოგოებმა კარგად გამომლანძღეს და ისე გამომიშვეს. დავითმა დაგვარიგა მე და უტას, კარგი ბავშვები ხართ, გქონდეთ ურთიერთობაო.. ბავშვებზე გაგვეცინა.. თუმცა, მე, ისევ ბავშვი ვარ..ვერ გავიზარდე.. წამოვედით.. უტა ხან რითი წამოიწყებდა საუბარს, ხან რითი, მაგრამ ვცდილობდი არ ავყოლოდი. ისიც მყოფნიდა, მის მანქანაში, მის გვერდით რომ ვიჯექი. -იცი რა კარგად მახსოვხარ? - საბოლოო ხერხს მიმართა. კარგია, ბატონო უტა, გამოგივიდათ. -მეც კარგად მახსოვხარ. - ვითომ არაფერი, ისე ვუპასუხე. -იცი, ყოველ შემოხედვაზე, ყოველ ჯერზე, როცა თვალებში ჩამხედავდი, რაღაც ახალს აღმოვაჩენდი ხოლმე, მაგ მწვანე სფეროებში. თითქოს მარტო შენ გელაპარაკებოდი.. პირველივე საღამოს შეგამჩნიე.. პირველივე შეხვედრიდან მინდოდა შენი ხმის გაგონება, მაგრამ ვერა.. ვერ მოვედი და ვერ დაგელაპარაკე.. მე, უტა გვარამაძე, გოგოს ვერ დაველაპარაკე.. ბოლომდე მქონდა იმედი, რომ მოხვიდოდი და თუნდაც ჩემი შემოქმედების გამო გამომელაპარაკებოდი.მაგრამ არა. არ მოხვედი.. არ დაიმცირე თავი ისე, როგორც ჩემმა სულელმა “ფანებმა”. აი, რატომ მომეწონე შენ, ანა მაისურაძევ! - დაამთავრა და ამოისუნთქა. წარმომიდგენია რამდენი ხანი ითმენდა, ითმენდა და ამოთქვა კიდეც. -ანიუტა. - შევუსწორე ჩემი სახელი. გაეცინა. არა, გაეცინა კი არა, ჩაბჟირდა. უკვე მეშინოდა რამეს არ შევასკდეთ, მშვიდობით ჩავიდეთ თბილისამდეთქო. -ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ ეგ გაიგე? - კიდევ ვერ ჩერდებოდა.-ისე, უყურე, ანიუტა-ანი და უტა. ხედავ? ხომ ხედავ.. მაგრამ ეს დათა ვინაა, მაინც ვერ გავიგე. -დათა, დათაა და ჩემი სახელი სულ არ გიკავშირდება შენ.-უცებ გამახსენდა თუკა რომ აკავშირებდა თავის დროზე ასე ჩვენ სახელებს. მოსულიყო მაშინ და ხომ იქნებოდა ისე, როგორც თვითონ ამბობს?! -კარგი, დათა დათაა, მაგრამ აი იმ ზარის მერე, რაღაცნაირად ცივად მექცევი. ვინ დაგირეკა ასეთმა, ან რა გითხრა ჩემზე ასეთი სასწაული? - ისევ მხიარულად აგრძელებდა. ჰოდა მეც ვეღარ ავიტანე.. -დათამ დამირეკა, შეყვარებულმა დამირეკა და მკითხა ხო ჭკვიანად ხარო? მომენატრეო, გთხოვ მალე ჩამოდიო.. მერე.. დათას რომ მოვუსმინე რანაირად შემოვსულიყავი ისევ სიცილით და რანაირად დავმჯდარიყავი შენ გვერდით? უცებ გააჩერა მანქანა. გალურჯდა, გაყვითლდა, გაწითლდა, ცისარტყელამ გადაურბინა სახეზე.. აბა რა იცოდა, სასიყვარულო სამკუთხედი რომ შექმნა.. -ანა, თავიდანვე რატომ არ მითხარი? ვდუმდი. -ანა! ამდენი რატომ მალაპარაკე? ისევ არაფერი მითქვამს. -ანა!-ხმას აუწია და მთელი სხეულით მობრუნდა. - ენა გადაყლაპე? -მაპატიე რა.. რომ დაგინახე, მეც დავიწყდა შეყვარებული რომ მყავდა. გაეღიმა. შავი თვალები ხან გაუნათდებოდა, ხან ჩაქვრებოდა.. -მერე, გიყვარს ეგ შენი დათა? -დათაზე ეგრე ნუ ლაპარაკობ!-იმ მომენტში არც მეტი, არც ნაკლები, ოთხი წლის ბავშვივით ვიქცეოდი. - წავიდეთ რა.. დავიღალე.. იცი რამდენი ხანი ვცდილობდი შენი თითოეული გამოხედვის დავიწყებას? ყველა საღამო ზეპირად ვიცოდი.. ყველა მომენტი.. როგორ შეიძლება ასე, უცნაურად “შეგიყვარდეს” ადამიანი?! - გამეცინა-მერე ისევ მოვიდა დათა ჩემთან.. იცი რა დღეში მყავს ათი წელია? შენზეც იცოდა, იცოდა ვიღაც მწერალზე რომ ვაფანატებდი. დარწმუნებული ვარ, ისე ყავხარ შესწავლილი, სადმე რომ შეხვდეს, აუცილებლად გიცნობს. აი, შენ რომ გაქრი და აორთქლდი ჩემი ცხოვრებიდან, მერე მივხვდი რომ დათა მიყვარდა.. რატომ? იმიტომ, რომ მაშინ დავკარგე დათა, სულ შენზე რომ ვლაპარაკობდი, სულ რომ გავაფრინე.. მაშინ წავიდა.. საშინელება იყო.. თურმე ყველგან, ყველაფერში ის დომინირებდა.. ის ამხიარულებდა ყველას და ყველაფერს.. ახლა ისევ რომ დავკარგო, იცი რა მოუვა? არ იცი.. არც მე ვიცი და არც თვითონ.. გესმის? მიყვარს. ჰო, მიყვარს!-რას ვლაპარაკობდი აღარ ვიცოდი.. ან რატომ ვუხსნიდი ვიღაც უტას ამ ყველაფერს.. - რა სასაცილოა, არა? მაინც და მაინც შენ მოხვედი გუშინ ჩვენთან.. შენ და არა სხვა.. მე შენ შეგხვდი.. შენ მე გული გადამიშალე, მე კი ისევ დათასკენ ვიხრები.. -კარგი გოგო ხარ, ანა.. ანიუტა.. ბედნიერია შენი დათა.. ძალიან ბედნიერია.. ესღა მითხრა და გაჩუმდა. მეც აღარ მითქვამს აღარაფერი.. სახლში მინდოდა იმ მომენტში ყველაზე მეტად.. სიმშვიდეში.. ახლაღა მივხვდი, როგორ მიხაროდა იმ დღეს სახლში მარტო რომ ვრჩებოდი. თბილისში რომ შემოვდიოდით, მანქანა გადააყენა. -ანა.. რაღაც მინდა გთხოვო.. - გისმენთქო ვანიშნე - გეჩქარება? სულ ცოტა ხნით მინდა გამომყვე. საათს დავხედე.. -სახლში უნდა ავიდე, მერე საქმეზე მივდივარ. -სულ ნახევარი საათი.. დათას არ ვაწყენინებ.. - გამიღიმა. დავთანხმდი. კიდევ როდის მთხოვს უტა გვარამაძე სადმე გამომყევიო.. უცებ მოაბრუნა მანქანა და ისევ გამოცდა თბილისს. ერთ ულამაზეს ადგილას მიმიყვანა.. სულ სიმწვანე იყო, და მტკვარი.. სიო უბერავდა, მაგრამ მსიამოვნებდა.. -ულამაზესია-ამოვილაპარაკე და ისევ განვაგრძე ბუნების დათვალიერება.. -დედაჩემს მოვყავდი ხოლმე აქ..-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. -სადაა დედა? - მერე ვიკბინე ენაზე, როცა გავიაზრე რა ვკითხე.. იქნებ სულ არ იყო მასთან. -სახლშია.. ავადაა.. -გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.. -ამოვისუნთქე რამე საშინელება რომ არ მითხრა და გავუღიმე.. -მადლობა სურვილისთვის, მაგრამ ეგ არ გამოვა-გვერდით მომიდგა. - სიმსივნე აქვს.. - ნაღვლიანად თქვა და ჰორიზონტს გაუსწორა თვალი. -არა.. მაპატიე რა.. - ვიცოდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.. გაჩუმდი ანიუტა, გაჩუმდი! რა ჩერჩეტი ხარ! -არაუშავს.. - მომიბრუნდა. - უფრო ამის სათქმელად წამოვედით აქ.. მოყოლა მინდოდა.. ბოლომდე.. მამაჩემმაც ამიტომ გადაწყვიტა ზურასთვის მიემართა.. გამოცდილი ექიმია და იქნებ ცოტა ხნით მაინც აცოცხლოს დედაო.. თქვენთან რომ მოვდიოდით, ზურამ არც იცოდა რაში იყო საქმე.. შეიძლება ახლა უთხრა მამაჩემმა.. - გაჩუმდა.. - იცი? პირველი ხარ, ვინც აქ მოვიყვანე.. - ხელი გადამხვია, მაგრამ ვიგრძენი.. ისე ნაზად.. ისე სხვანაირად.. თითქოს მეგობრულად.. მეც უნებურად მოვხვიე ხელი წელზე.. მეც ნაზად.. მეც მეგობრულად.. ისე, ძალიან მაღალია ჩემთვის.. -პატარა ბავშვი ხარ-უცებ შეეცვალა ხასიათი.. გაგვეცინა.. -ვიცი და ძალიანაც მიხარია!! - ამაყად ავწიე თავი.. -აი, თავიდანვე მივხვდი, რომ ასეთი იყავი.. აი ვიცოდი რაღაცნაირად.. -ცოტა ხნით დადუმდა.. - გინდა ერთი საიდუმლო გაგანდო? -აუ კიიიი.. - მართლა ბავშვურად გამომივიდა.. სულ მიხაროდა საიდუმლოებს რომ მეუბნებოდნენ.. მაგრამ ბოლომდე ვერ ვინახავდი.. ჩემ ვარდისფერ ვარსკვლავს ვუყვებოდი. მართალია დანარჩენებსაც ესმოდათ, მაგრამ მე პირადად მას ვუყვებოდი. -შენზე წიგნი დავწერე.. - მითხრა და თავი დახარა. უეცრად გავშეშდი. ხელი გავუშვი. კიდევ გავამეორებინე. სრული შოკი მაქვს! ვიღაცამ ჩემზე წიგნი დაწერა! ვიღაცამ არა. უტამ, გვარამაძემ! -აარრა.. დაიცა.. არა.. როგორ.. - ენა დამება-რანაირად.. ჩემზე.. უტა.. -აი, დღეს პირველად მომმართე ჩემი სახელით.. ლამაზად ჟღერს შენგან - უტა.. ისე მაინც რანაირად გაეჩხირა ეს დათა.. საერთოდ არ მყავდა წიგნში გათვალისწინებული..-მაინც მხიარულად აგრძელებდა.. -როგორ დაწერე, უტა.. - მე ისევ გაოგნებული ვუყურებდი.. -ტყუილად კი არ მითქვამს შენთვის, გიცნობთქო.. მე შენ წაგაკითხებ წიგნს.. ოღონდ ერთი პატარა პრობლემა მაქვს.. -რრა.. რა პრობლემა? - ძლივს ამოვღერღე.. -სათაური ვერ მოვიფიქრე .. ისეთი მინდა.. მარტო შენ რომ გესმოდეს.. მხოლოდ შენი რომ იყოს.. გამეღიმა.. როგორ მენანება უტა, მართლაც დათამ რომ შეუშალა ხელი.. როგორ მენანება.. -იცი, ვარსკვლავები მიყვარს.. -ვარსკვლავები?-გაეცინა -თუ არ დამამთავრებინებ, სათაურს ვერ მოიფიქრებ! - უკმაყოფილო სახით შევხედე და ისიც მაშინვე გაჩუმდა.. დანებების ნიშნად ხელები აწია და მანიშნა გააგრძელეო. -სახლში, ჩემ ოთახში, ჭერზე, უამრავი ვარსკვლავი მაქვს გაკრული.. ღამით ანათებენ.. ერთი იისფერია.. ყველაზე დიდი და ლამაზი.. მან ყველაზე ბევრი იცის ჩემზე.. მას მოგცემ და დაგეხმარება სათაურის მოფიქრებაში.. - თვალები გავახილე და უტას გაოგნებულ სახეს წავაწყდი-გიჟი არ ვარ! დამიჯერე და მიხვდები.. -გიჟი არა, მარა მართლა ბავშვი ხარ! - უკვე ვეღარ იკავებდა სიცილს. -აი დათა საერთოდ არ დამცინის ხოლმე.. და ეგ ვარსკვლავი ყველაზე მეტად მიყვარს, ცნობისთვის! -თუ ყველაზე მეტად გიყვარს ვერ წაგართმევ.. და ნუ მიხსენებ ამ დათას, აქ მაინც. - გადაწყვეტით მითხრა და ისიც ამყვა. -მერე, მე ხომ ჩემი ნებით გჩუქნი მას.. ოღონდ უნდა გაუფრთხილდე.. ძალიან, ძალიან მიყვარს..-პატარა ბავშვი სათამაშოს რომ ვერ ელევა ხოლმე, ისე ვერ ველეოდი ჩემს იისფერ ვარსკვლავს.. დათაზე რაც მითხრა უვრალოდ აღარ შევიმჩნიე. -მინდა შენ იყო ჩემი იისფერი ვარსკვლავი.. - მომოახლოვდა, თმა ყურსუკან გადამიწია და თავი გულზე მიმადებინა. -ხომ იცი, მე ვერ ვიქნები.. ჩემი თავის ნაცვლად მას გაჩუქებ.. დამიჯერე, საკუთარ თავზე მეტად ჩემი იისფერი ვარსკვლავი მიყვარს.. აუცილებლად მოგცემ, დღეს თუ ვერა, ხვალ, ამ დღეებში.. ოღონდ არ დაივიწყო.. კარგი? -კარგი.. - ბოლოს დანებდა. -წავიდეთ? -წავიდეთ.. გზაში ხმა აღარ ამოგვიღია. დათამ დამირეკა გზაში.. უტას გაღიზიანება შევატყვე.. მაინც ვერ ვხვდები.. ასე უცებ, დაულაპარაკებლად.. როგორ.. ან წიგნი როოგორ დაწერა ჩემზე.. იმ წამს, იმ წიგნის წაკითხვაზე მეტად არაფერი მინდოდა.. დავშორდით ერთმანეთს.. მითხრა, იისფერ ვარსკვლავს ველიო და წავიდა.. იმ ღამეს ჩემს ვარსკვლავებს ვაკვირდებოდი. წლები გადიოდა, მე ვიზრდებოდი, ქალაქი იცვლებოდა.. ჩემი პატარა ვარსკვლავები კი, სულ ჩემთან იყვნენ.. არც იზრდებოდნენ, არც პატარავდებოდნენ.. ასე, გაუნძრევლად იყვნენ და მისმენდნენ.. სახლში რომ მივედი გოგოებს დავურეკე, თან გასაუბრებაზე წასასვლელად ვემზადებოდი. -გიჟია? - უცებ მკითხა თუკამ. -მანიაკი? იქნებ ყოველდღე დაგვყვებოდა და ჩვენ მრუშობებს იწერდა.. შენი ნამდვილი სახე თუ მართლა დაინახა, წარმოიდგინე იქ რაები ეწერება-ნინი არ წყვეტდა სისულელეების ლაპარაკს. მგონი ნელ-ნელა თუკას ემსგავსება. -არამგონია ასე, პირდაპირ ჩემი ცხოვრება ქონდეს აღწერილი.. -აბა? -არ ვიცი.. მართლა არ ვიცი… მეორე დღეს დათა ვნახე.. ჩემი ტკბილი, თბილი დათუნა. მოვუყევი უტასთან შეხვედრის შესახებ. ყველაფერი მოვუყევი, გარდა იმისა, რომ წიგნი დამიწერა.. გარდა იმისა, რომ ვარსკვლავს ვჩუქნიდი.. გული ეტკინებოდა.. გაგიჟდებოდა.. გარეკავდა.. ამიტომაც ასე ჩავთვალე საჭიროდ.. არაფერი უთქვამს.. ერთი ის მიხრა, გენდობიო.. ვიცი, დიდად არ ესიამოვნა.. შეიძლება შეხვედროდა კიდეც.. მაგრამ მაინც.. მე ჩემ თავთან მართალი დავრჩი. სულ ოდნავ მაინც.. -ანიუტა.. - მის კისერში თავი მქონდა ჩარგული და თითქმის მიმძინებოდა რომ დამიძახა. - გეძინა? - გაეღიმა.. -მმ.. არაა.. რა იყო? - თვალები მოვიფშვნიტე და ღიმილით გავხედე. - ან, რამდენი დრო გავიდა, არა? როგორ ძალიან მაწვალებდი, გახსოვს? - სიცილით გავიხსენეთ რაღაც სისულელეები.. მერე ლეპტოპი ავიღეთ და რაც კი ფოტოები გვქონდა, ყველაფერი ვნახეთ.. დაწყებული ჩვენი სიმღერაზე შესვლიდან, დამთავრებული ჩვენი ბოლო ფოტოთი.. -მიყვარხარ დათ..-ბოლოს, უკვე ძილმორეული ჩავეხუტე და სიზმრებისკენ ავიღე გეზი. -მეც ანუ.. - ჩვეულებრივად გადიოდა დღეები გოგოებთან, ოჯახთან და დათისთან ერთად. უტას დედაზე კვირაში ერთხელ თუ იტყოდა მამაჩემი, კარგს ვერაფერს ვამბობთო და ამით დაამთავრებდა.. გული მწყდებოდა.. თვალით არ მყავდა ნანახი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ იდეალური იყო.. საღამოს, რაღაც წიგნს ვკითხულობდი, უცხო ნომრის ზარი რომ შემოვიდა ტელეფონზე. მეზიზღება ეს მომენტი, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე მეპასუხა. -გისმენთ.. -ანა, უტა ვარ..-მორიდებით მითხრა. გამიხარდა მისი ხმის გაგონება.. არ ვიცი რა, მაგრამ უცნაური გრძნობა მქონდა მის მიმართ.... უბრალოდ მსოფლიოში ყველაზე სანდო და ჩემებურ ადამიანად მივიჩნიე. მის თვალებში საკუთარ თავს ვხედავდი და ეს მაგიჟებდა.. -უტა, როგორ გამახარე შენ არ იცი-გულწრფელად ვუთხარი. - ჩემი ნომერი საიდან? -შენზე წიგნი დავწერე და ნომერს ვერ გავიგებდი? - გაეცინა. ვაიმე წიგნი! ვაიმე, ვარსკვლავი! - მექანიკურად ჭერს ავხედე, თითქოს გადავამოწმე, იქ იყო თუ არა.. -ვაიმე, სულ დამავიწყდა ჩემი ვარსკვლავი.. ხომ გითხარი არ დაივიწყოთქო? -მე მახსოვდა, უბრალოდ შენ გელოდებოდი.. -მე ყველაფერი მავიწყდება.. არა.. აუცილებლად, ხვალ გნახავ, კარგი ? -მე ვიფიქრე, დღეს ვნახავ-თქო თან სიურპრიზი მქონდა. მაგრამ თუ არ გცალია ხვალ იყოს.. -ხვალ ვეღარ იქნება სიურპრიზი? - გული დამწყდა. -ვგონებ, რომ ვერა.. - ვიგრძენი რომ გაეღიმა.. - აბა, რას იზამ? - გამომცდელად მკითხა. -სად შეგხვდე-ბოლოს მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე და უკვე იმას ვფიქრობდი როგორ ჩამომეხსნა იისფერი ვარსკვლავი ჭერიდან. -ჩვენ კაფესთან, 8-ისთვის, გაწყობს? -მაწყობს. - გამეცინა და ტელეფონიც გავთიშე. წარმოდგენა არ მქონდა სად მივყავდი ან რამდენი ხნით, ამიტომ სახლში გამოვაცხადე არ მეძებოთთქო და გამოვედი სახლიდან. იისფერი თხელი კაბა ჩავიცვი.. საერთოდ, ვგიჟდები ამ ფერზე.. ჩემი ფერია, რაღაცნაირად.. ჩვენ კაფეში, რა იგულისხმა ალბათ ხვდებით. იქ დამხვდა, რომ მივედი. აი, მაშინ, ტელეფონზე რომ დაურეკეს, ისე იკრიჭებოდა.. მეც გამეცინა და ნაბიჯს ავუჩქარე. -დრო რამდენი გვაქვს? - მივედი თუ არა კითხვა მაჯახა. -რავიცი, რამდენიც შენს სიურპრიზს სჭირდება.. - მხრები ავიჩეჩე.. -ერთი ღამე. -იყოს ერთი ღამე. - გავუღიმე. მანქანაში ჩავსხედით. სიმღერები ჩართო და მეც როგორც ყოველთვის, ვიცოდი, არ ვიცოდი, ავყევი. წყნეთში ამიყვანა. ცოტა შემეშინდა, დათას-გენდობი გამახსენდა, მაგრამ მანქანა რომ გააჩერა დიდი სახლის წინ, მაინც მხიარულად გადავყევი.. -ასეთ სილამაზეებს სად პოულობ? - გულწრფელად მიკვირდა. -აი აქ, დედაჩემი დამყავს ხოლმე.. - ნაღვლიანად გამიღიმა და წინ წამიძღვა. უკვე მივხვდი რაც ხდებოდა.. უკვე ვნანობდი აქ რომ წამოვყევი.. მაგრამ.. იქნებ ასე იყო საჭირო.. ჰოლი გავიარეთ და უტამ ხის დიდი კარი შეაღო. იქ იჯდა.. გვერდულად.. პროფილში ჩანდა.. თავზე ულამაზესი ფერის შარფი შემოეხვია.. თქვენ არ იცით, როგორი ლამაზი იყო, ასე უბრალოდ, ასე ავად.. მანამდე.. მანამდე ხომ ღვთაება იქნებოდა.. ვეღარ გავიგე, უტა დედამისს ჰგავდა თუ მამამისს.. -დედაა..-არ შეუმჩნევია ჩვენი შესვლა. უტამ დაუძახა-სტუმარი მოგიყვანე-გაუღიმა და ახლოს მიმიყვანა. -ეს შენი ანაა? - ღიმილით წამოდგა და ჩვენკენ წამოვიდა. ცოტა მეუხერხულა “უტას ანად” რომ მომიხსენია. თბილად გადამკოცნა, თითქოს მანამდეც მიცნობდა.. როგორც მაშინ, უტამ.. -ჩემი არაა.. - ჩაუსწორა უტამ. - ეს სოფიკოა, ანა, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალბატონი-მოეხვია დედამისს და გამიღიმა. -ოჰჰ, ოჰჰ.. ნუ აბუქებ.. ანას ნახვის შემდეგ ეჭვი შემეპარა ჩემს სილამაზეში.. გაგვეცინა. -შენ თუ ისეთი კარგი გოგო ხარ, როგორც წიგნშია აღწერილი, მაშინ.. - თქვენ წაკითხული გაქვთ?-უნებურად შევაწყვეტინე.. რას წარმოვიდგენდი დედამისს თუ წააკითხებდა.. -რა თქმა უნდა.. - თითქოს სიამაყით მითხრა უტამ. - ნებისმიერ ნაწარმოებს, რასაც შევქმნი, პირველი დედა კითხულობს. -მეტი არავინ, ჰო? - გულზე მომეშვა. -არავინ.. - გამიღიმა სოფიკომ.. მთელი საღამო მასთან ვიყავით.. იმდენად დავისვენე.. იმდენად განვიტვირთე.. რას ვაშავებდი? მგონი არაფერს, ჰომ? უტას თვალებში ნაპერწკლები დახტოდნენ.. ხან ერთ მხარეს მიაწყდებოდნენ, ხან მეორეს.. ისე უხაროდა ჩემი და ქ. სოფიკოს შეხვედრა.. იცით? მგონი მივხვდი.. უტა ფიზიკურად ჰგავს მამამისს.. აურა, ხასიათი, სითბო კი სულ დედმისის აქვს.. მიხარია, საოცრად მიხარია ეს ორი ადამიანი რომ გავიცანი.. -უტა, მთავარ გმირს არ უნდა წააკითხო წიგნი? - უკვე კარგა ხანი გასულიყო ჩვენი მისვლოდან, სოფიკომ რომ იკითხა. -წაიკითხავ? - იმედიანი თვალებით შემომხედა უტამ. მეც თავი დავუქნიე.. - -ხომ ხვდები, შენი პირადი ცხოვრება არაა აღწერილი.. არანაირი წვრილმანი.. უბრალოდ შენ იყავი შთაგონების წყარო.. მე კი შენ გვერდით ვიყავი ყოველ მომენტში.. ძალიან დიდიც არაა.. სანამ გაძლებ, წაიკითხე..-თან წიგნის არსს მიხსნიდა, თან ზედა სართულზე ავყავდი. მეც იგივე წარმოდგენა მქონდა, რატომღაც.. ტერასაზე აღმოვჩნდით. ნაჭრის საქანელა ჰქონდა ჩამოკიდებული. დიდი იყო საკმაოდ. ბევრი მცენარე ჰქონდა.. ბევრი ყვავილი.. სულ სხვადასხვანაირი.. პატარა მაგიდაც იდგა, მაგიდაზე კი ჩემი წიგნი იდო. დიახ, პირადად ჩემი. საკუთარი! -იქ რომ ჩავჯდე? - საქანელაზე მივუთითე. -მეც რომ მოგიჯდე, ხომ შეიძლება? - გამიღიმა. ღმერთო, სულ რატომ იღიმის? -მომიჯექი, ჰო.. -ჩაი, ყავა? -ჩაი, ლიმონით.. იქნება? -იქნება.. - უცებ მოწყდა ადგილს. მე წიგნი ავიღე და საქანელაზე მოვკალათდი. დიდი არ იყო.. მეჩქარებოდა წაკითხვა, ძალიან მეჩქარებოდა. დავიწყე. დამბურძგლა.. “ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი ისაა, როცა ჩვენთან ჩვენი საყვარელი ადამიანები არიან.. ჩვენს გვერდით, ჩვენთან ახლოს.. მე კი მოგიყვებით იმ პერიოდზე, როცა საყვარელი ადამიანები ჩვენთან ახლოს არიან, ძალიან ახლოს, მაგრამ ამავდროულად ძალიან შორს.. “ ორი ჩაი, პლედი მოიტანა და გვერდით მომიჯდა. მე მხარზე დავადე თავი და კითხვა დავიწყე. ცოტა გაუკვირდა, პლედი მომაფარა და მხარზე ხელი მომხვია. არ ვიცი რამდენი ხანი ვკითხულობდი. რამდენი ცრემლი შევიკავე. რამდენჯერ ვინატრე იქ მარტო ვმჯდარიყავი და მეტირა, მხოლოდ იმის გამო, თუ როგორი სრულყოფილი ვიყავი მის გონებაში. ყოველ სიტყვაში რამხელა სიყვარულს აქსოვდა.. ნეტავ რას ფიქრობდა წერის დროს? ნეტავ როგორ წავიკითხავდი, მას რომ არ შევხვედროდი? ან თუ წავიკითხავდი, მერე რა მოხდებოდა?... . მთელი ღამე ვკითხულობდი. ღამე მეყო.. თავი რომ წამოვწიე, უტას ჩასძინებოდა. ალბათ, ვერც ვერაფერს ვიზამდი თვალებში რომ ჩამეხედა. ან რა მეთქვა, რამეს რომ მკითხავდა.. მზე ამოდიოდა.. მე არც მციოდა, არც მეძინებოდა.. არც არაფერი მაწუხებდა.. დიდხანს ვუყურე მზეს.. მის ამოსვლას.. ბოლო დროს ხშირად მიწევს გათენება, არა? წაკითხულს ვიზარებდი მზესთან ერთად, თუმცა ვერ მეხმარებოდა.. მერე უტას გავხედე.. ისევ ეძინა.. ვერ მოვითმინე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.. -მადლობა. - ჩუმად ვუთხარი და მოვეხვიე. გაიგონა. იგრძნო.. გაეღიმა.. უკვე გათიშული ვიყავი, მისი ხმა რომ გავიგე.. მე მაინც მიყვარხარო.. მაგრამ არ შევიმჩნიე.. იმედია არ იგრძნო გული წამში ას დარტყმას რომ ახორციელებდა. . -ანაა.. -მმმმ..-ოღონდ ახლა არ გამაღვიძონ.ოღონდ ახლა არა.. -ანა, გაიღვიძეე.. - ხმა ნელ-ნელა მაღლდებოდა. -დამანებეეეთ!-ხელი თავქვეშ წავიღე, ბალიში უნდა მესროლა, მაგრამ ბალიში ხელს უფრო მივამსგავსე.. -სადაა ბბ.. ბბალიშიი.. - ამოვიზმუვლე და ნელ-ნელა თვალები გავახილე. -გადი უტააა.. დაიცა, უტა? რა უტა? -უტა? - თვალები დავაჭყიტე.-დაიცა..არ დამსიზმრებია? - უცებ წამოვვარდი. -მგონი არა.. - გაეცინა. - რა საშინელი ძილი გცოდნია, გადამიარე.. -აუ ბოდიში, რა.. - გამეცინა-რომელი საათია? -თერთმეტი მგონი-მითხრა და საათს გახედა. - ჰო რა.. -უნდა წავიდე-წამოდგომას ვაპირებდი უკან რომ დამაბრუნა. -ცოტა ხნით იყავი რა.. -უტა.. ცუდად ვიქცევი.. ძალიან ცუდად.. -დედაჩემი იყო ამოსული.. უჩემოდ არ წავიდესო-უცებ მოეგო გონს, ხელი გამიშვა.. თითქოს მიმანიშნა წადიო.. -უტა.. პასუხი არ გამცა.. ვერცხლის ბეჭედი მოიხსნა და ხელებში ათამაშებდა. -უტა.. შემომხედე რა.. - თვალები ამიცრემლიანდა. მაშინ მივხვდი როგორი განადგურებული იყო. არაფერში არ გაუმართლა. მეც დათასთან გავრბოდი.. სოფიკოც ხელიდან ეცლებოდა.. -ჰო, ანა, გიყურებ.. - ამომხედა და ბეჭედი ისევ თითზე დააბრუნა. -ლამაზი თითები გაქვს უტა.. - გამეღიმა და მისი ხელი ჩემსაში მოვაქციე.. - და ეს ბეჭედი.. არა.. აი.. აი, კიდევ მავიწყდებოდა ვარსკვლავი.. - უცებ გავუშვი ხელი და ჩანთიდან ჩემი იისფერი ვარსკვლავი ამოვიღე. -იცოდე, გაუფრთხილდი.. - მესიკვდილებოდა მიცემა.. მიხვდა და გაეცინა. -თვალის ჩინივით გავუფრთხილდები.. ვითომ შენ ხარ.. -ვითომ მე ვარ-ჩემთვის ჩავილაპარაკე, გამეღიმა-იცი, რომ ჩამმოვხსენი რაღაცნაირად დაცარიელდა ოთახი.. -წაიღე მაშინ რა.. -არა! იმ წიგნს სათაური უნდა შეურჩიო.. გეუბნები, მაგის გარეშე ვერ მოიფიქრებ! - გავბრაზდი! იმდენს იზამს, მართლა უკან წავიღებ. -კარგი, ანა, დამშვიდდი-სიცილით გადამისვა თმაზე ხელი. - შენ არ გაბრაზდე და საერთოდ აღარ ვიტყვი არაფერს.. -უტაა.. რანაირი ხარ.. ანას მარტო შენ მეძახი.. მამაჩემი მაბრაზებს ხოლმე ვითომ მაგ სახელით, შენ კი ისე ტკბილად მეუბნები ხოლმე.. რა გინდოდა რა.. რატომ.. - ბოლოს ცრემლები წამომივიდა-რა მოხდებოდა რომ მოსულიყავი.. ერთხელ მაინც მოსულიყავი.. -უნებურად მოვეხვიე და ისევ ცრემლის ღვრა გავაგრძელე.. -ჩემი ანა, ანუკა.. და მაინც დათა გიყვარს? -არ ვიცი.. აღარ ვიცი აღარაფერი.. დათა მიყვარს.. შენ.. შენ ვერ ვიგებ.. ვერ ვიგებ ვინ ხარ.. ვერ შეგელევი.. ახლა სახლში რომ წავალ, ისევ იმ წიგნზე ვიფიქრებ, ერთ დროს ჩემი ოცნების ბიჭმა რომ დამიწერა.. -ერთ დროს.. - ნაღვლიანად გაეღიმა. - დამელოდე.. თავის ოთახში შევარდა.. მეც დაველოდე.. ან სად წავიდოდი.. ორ წუთში გამოვიდა. ხელში რაღაც ეჭირა, ოღონდ ვერ ვხედავდი რა.. -თვალები დახუჭე და ხელი მომეცი-ბრძანა ბატონმა უტამ. -რას მიპირებ? - გამომცდელად შევხედე. ორივეს გაგვეცინა. -კარგი. - მხიარულად დავხუჭე თვალები და ხელით მის ხელს მივაგენი. თვალებზე მეორე ხელი ამაფარებინა და რაღაც გამიკეთა. სამაჯური ალბათ.. -გაახილე. - ხელი დაა დამაწევინა. სამაჯური იყო. იისფერი.. მუქი, მუქი იისფერი.. -უტა.. -მოდი, ასე დავშორდეთ ერთმანეთს..-მძიმედ ამოიოხრა-მე შენ იისფერი სამაჯური გაჩუქე, შენ ვარსკვლავი.. მე როცა ვარსკვლავს შევხედავ, შენ გამახსენდები.. შენ კი მე.. მე აღარ შეგხვდები.. არც შენ.. ასე ჯობია.. შენ დათას არ მიატოვებ ჩემ გამო.. ხომ ასეა? არა, არ უნდა მიატოვო.. უყვარხარ დათას, შენც გიყვარს.. ჰოდა, მე გავქრები.. როგორც გამოვჩნდი, ისე წავალ.. მე ხომ არ ვიცოდი, ყველაფერი თუ ასე იყო.. მომენატრები.. ვიცი, შენც.. მაგრამ ასეა საჭირო.. ხომ ასეა? - თვალები აუწყლიანდა.. პირველად ვნახე ასეთი ნაღვლიანი.. რა გავაკეთო.. როგორ წავიდე ასე, უბრალოდ.. -მაპატიე,უტა.. მაპატიე ასეთი ცუდი, გამოუსადეგარი რომ აღმოვჩნდი შენთვის.. მეც გაპატიებ ასეთი კარგი რომ ხარ-აცრებლებულს გამეღიმა-არცერთი,არც შენ და არც ის არ იმსახურებთ ჩემნაირ ადამიანს.. ხომ ხედავ.. გონება აქ მრჩება, გულით მასთან მივიწევ.. ან პირიქით.. აი, ვერც ეგ გამიგია.. მაპატიე, გთხოვ.. დედა კარგად იქნება.. ერთ დღეს კიდევ მოვალ აქ და გამოჯანმრთელებას მივულოცავ.. შენც აქ დამხვდები.. ალბათ შეცვლილი.. გაციებული მხოლოდ ჩემ მიმართ.. მაგრამ მე მაინც მადლობელი ვიქნები შენი.. შენ მე წიგნი მომიძღვენი.. მე.. ჩერჩეტ ანა მაისურაძეს. - მთელი ძალით მოვეხვიე და ავქვითინდი. ბოლოს ამდენი როდის ვიტირე, არ მახსოვს.. მართლა.. -კარგი, დაწყნარდი.. მოწესრიგდი და ისე ჩადი, თორემ სოფიკო გაგიჟდება, არ გაგიშვებს აქედან.. -სოფიკო კარგი სახელია, მაგრამ დედა დაუძახე, გთხოვ.. - ბოლო იყო. ლოყაზე ვაკოცე და წამოვხტი. დიდხანს ვეღარ გავჩერდი.. ღიმილიან სოფიკოს დავემშვიდობე და წამოვედი. უტას გარეშე. . პირველი, რაც სახლში მისვლისთანავე გავაკეთე, ის იყო, რომ სამაჯურს მივუჩინე საკადრისი ადგილი.. . რამოდენიმე თვე გავიდა.. იმ დღის მერე მართლა აღარ გამოჩენილა უტა. ყველაფერი იმაზე კარგად მიდიოდა, ვიდრე ველოდი. ვცდილობდი მარტო სწავლაზე, ახალ სამსახურზე და ოჯახზე მეფიქრა. გოგოებიც არაფერს მეუბნებოდნენ ძველ ამბებზე, ვითომ არ მომხდარა არაფერი. იმ დღეს იბრალოდ ძალიან ბევრი ვიჩხუბეთ, ცხოვრებაში პირველად. და მორჩა. იქ მოვკალით ეგ თემა. სოფიკოს ამბებს მამაჩემისგან ვიგებდი.. ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა.. დათასთან თავიდან ცოტა დამეძაბა ურთიერთობა.. მერე მასთანაც გამოსწორდა.. . -ანიუტა.. -ჰო, დათ.. - თვალები მოვისრისე და ფანჯრის მხარეს გადავბრუნდი. -რაღაცნაირი გახდი, ნაღვლიანი.. რა გჭირს.. - დათას ეჭვნარევი ხმა მესმოდა ტელეფონს იქით. -საიდან მოიტანე-გამეცინა. -რა ვიცი.. რაღაცნაირი გახდი.. ანიუტა, არ დამიმალო არაფერი.. ხომ იცი.. პირველ რიგში.. -ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ-ღიმილით დავასრულე მისი ნათქვამი. - და არაფერს გიმალავ.. ხომ ხედავ.. - ჰო, წიგნზე ისევ არ მითქვამს. მორიგი ტყუილის თქმას ვაპირებდი, გარედან ხმაური რომ შემომესმა. - დათ.. მგონი მამაჩემი გამოძახებაზე მიდის.. წავედი და დაგირეკავ ხვალ.. -პასუხს აღარ დავლოდებივარ, ტელეფონი საწოლზე მივაგდე და ოთახიდან გავედი. დედაჩემი ხან ერთ ოთახში გარბოდა, ხან მეორეში.. არეული სახე ჰქონდა.. ისეთი, რომ არ მენახა.. მერე მამაჩემი გამოვარდა საძინებლიდან, სამსახურის ფორმაში.. შუა ღამისას. -დედა, რა ხდება? - “ნეტავ ის არა.. ოღონდ ის არა.. გთხოვთ! “ -ანიუტა, დაწექი რა, გთხოვ.. - დედამ ოთახისკენ წამიყვანა. -დედა.. -გთხოვ, ანიუტა.. -დედა, სოფიკოა ცუდად, ხომ? - გაშეშდა.. უფრო მეტად არეული მიყურებდა.. -გთხოვ, დაწექი და მალე მოვალ.. წავყვები და მალე მოვალ.. ოთახში შევედი.. მაგრამ არ დავწოლილვარ. პირველი რაც მომხვდა ხელში ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. -მეც მოვდივარ და არც იფიქროთ, რომ დამიშლით! - განვაცხადე და მათთან ერთად გამოვედი სახლიდან. სანამ მივიდიდით, დრო საუკუნოდ გაიწელა. დავპირდი სოფიკოს, კიდევ გნახავთ-თქო, მაგრამ არ ვნახე.. აი, რა ცუდი ვარ.. როგორც იქნა მივაღწიეთ.. პირველი რაც, ვინც დავინახე, უტა იყო.. ფერი არ ედო სახეზე.. ყველაზე ცუდად იყო იმ მომენტში.. ყველაზე ცუდად.. დამინახა.. მაშინვე გავიქეცი მისკენ და მთელი ძალით მოვეხვიე.. -ყველაფერი კარგად იქნება, უტა.. ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება.. არ ინერვიულო რა.. - არ ვშორდებოდი.. -შენ.. შენ თვითონ გჯერა შენი ნათქვამის? - უიმედო, ჩამქვრალი თვალებით შემომხედა.. - ყველაფერი კარგად იქნებაო ამბობდნენ.. უკეთესობისკენ მიდის ყველაფერიო.. არადა ყველამ იცოდა, არაფერი გამოვიდოდა.. ტყუილად აწვალებდნენ.. თვითონაც იცოდა.. თვითონაც..-ცრემლები წამოუვიდა.. ძალიან, ძალიან ძლიერად მომეხვია. - ასეთ დღეში არ უნდა მიყურებდე.. არც ის უნდა ნახო.. წადი, გთხოვ.. ანა.. -გაჩუმდი.. ნუ ბოდავ სისულელეებს.. მე აქ ვარ, არსად არ წავალ! და ყველაფერი კარგად იქნება! - ჰო, როგორც მან თქვა, უკვე თვითონაც არ მჯეროდა ჩემი ნათქვამის.. ის ღამე გავათენეთ.. მეორე დღეს, როგორც იქნა გვითხრეს, მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მაინც ნუ შეხვალთო.. უტამ იმდენი ქნა, მაინც შევიდა.. მეც ვეხმარებოდი, შეუშვით, შვილია და უნდა ნახოსთქო.. მაგრამ რომ გამოვიდა, ვინანე.. სრულიად განადგურებული იყო.. -სულ დაჭკნა ჩემი ანგელოზი.. აღარაა ჩემი სოფიკო.. ის აღარაა… დედაჩემი.. - უგონოდ დაეშვა ჩემ გვერდით. ასე გაგრძელდა ოთხი დღე და ღამე.. მე საავადმყოფოდან სახლში, სახლიდან საავადმყოფოში დავრბოდი.. გოგოებიც წამომყვნენ რამოდენიმეჯერ.. დათა ძლივს წყნარდებოდა.. როგორ უნდა გადაყვე მაგათო.. ვეღარ გავიგე რა გჭირს, რა ხდებაო.. ვერც გაიგებ, ვერასდროსთქო ვუთხარი.. მერე ვიჩხუბეთ.. მართლა ვერ მიხვდებოდა, რა ხდებოდა ჩემ თავს.. მაგრამ მეც შარზე ვიყავი და ვეჩხუბე.. მერე.. მერე ვინანე.. მაგრამ დროარ მქონდა.. -უტა, გთხოვ, ჭამე რამე, რა.. ან წამოდი ჩემთან.. ცოტა დაისვენე გთხოვ.. ადამიანს აღარ გავხარ.. - მერამდენედ ვთხოვდი, მაგრამ უშედეგოდ. -სად წამოვიდე, ანა.. ასე როგორ დავტოვო.. -და აქ რომ ხარ, შველი რამეს? უარესად გვანერვიულებ ყველას! დათო ბიძია, უთხარით რამე, გთხოვთ.. - ბოლოს უკვე აღარ მქონდა თავი, აღარაფრის. -უტა.. წადი მართლა, რა.. ახლა შენ თავს ნუ გაგვიხდი სანერვიულოს.. - ასე, ძლივს დავითანხმეთ, რომ წამომყოლოდა. ასეთ სიტუაციაში თუ წავართმევდი პირველად მამაჩემს მანქანის გასაღებს, ვერ წარმოვიდგენდი.. გზაში ხმა არ ამოგვიღია. -მოდი, ახლა აბანოში შედი, გადაივლე წყალი, მანამდე მე რამეს მოვამზადებ, ცოტა ჭამე, დაიძინე და დაემსგავსე ადამიანს.. ისე, ვერავის, ვერაფერში ვერ წაადგები.. უხმოდ დამიქნია თავი და ისე მოიქცა, როგორც ვუთხარი.. ძალიანაც რომ სდომებოდა, მაინნც ვეღარ შემებრძოლებოდა. საჭმელიც სულ ძალით ვაჭამე და ბოლოს ჩემ ოთახში შევიყვანე. -ახლა აქ დაწექი და ცოტა ხნით მაინც დაიძინე.. - ჩემ საწოლზე დავსვი.. დავაწვინე.. მაშინვე ჭერს ახედა.. ამდენი ხნის მანძილზე, პირველად გაიღიმა.. მეც უნებურად ავიხედე.. -მე კი ვიფიქრე, საერთოდ მოისროლე ნაგავში.. - იწვა და იისფერი ვსრსკვლავის ადგილზე სასაცილოდ დაკიდებულ სამაჯურს უყურებდა. -მე გავალ და დაიძინე შენ.. - ვითომ არაფერი, ისე ვუთხარი და წამოვდექი. -გთხოვ, დარჩი რა.. მარტო არ დამტოვო-პატარა ბავშვივით შემეხვეწა და ხელი ჩამავლო. მეც ყველაფრისგან დაღლილი, მივხვდი რომ საშინლად მეძინებოდა. ამიტომ დავრჩი. ამიტომ და უტას გამო. მთელი ძალით მომეხვია და მალევე ჩაეძინა.. არც მე დავაყოვნე.. . შუა ღამით გამეღვიძა.. ან უფრო ჩემი ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. უტას ისევ ეძინა და რომ არ გაღვიძებოდა, მაშინვე ვუპასუხე. დედაჩემი იყო. -ან.. ანიუტა.. - პირვივე ტირილის ხმა გავიგონე.. იქ მორჩა.. მორჩა ყველაფერი.. მორჩა სოფიკო.. მერე აღარაფერი მახსოვს.. მარტო უტას მშვიდი სახე მახსოვს ძილში.. მეტად რომ ვეღარ ვნახავდი, ისეთი. უტას გაღვიძების შემდეგ რაც მოხდა, უბრალოდ გამოვტოვებ იმ ნაწილს.. როგორ ჩხუბობდა.. როგორ ყვიროდა.. როგორ ტიროდა.. რატომ წამოვედიო.. როგორ წამოგყევიო.. ვერ დავემშვიდობეო.. გიჟს ჰგავდა.. ვერ დავამშვიდე.. მასთან ერთად ვტიროდი და ვტიროდი.. სადღაც, ერთ კვირასაც უბრალოდ გამოვტოვებ.. მერე უტას გაქრობაზე ვიტყვი.. უფრო სწორად, მის უცხოეთში წასვლაზე.. გაუფრთხილებლად.. დაუმშვიდობებლად.. მერე ჩემს სერიოზულ დეპრესიაზე.. და ისევ დათასთან შერიგებაზე… დროთა განმავლობაში, ყველაფრის კალაპოტში ჩადგომაზე.. . ზუსტად ხუთი თვე გავიდა იმ საშინელი დღიდან. ყველას ყველაფერი გადაავიწყდა თითქოს.. მხოლოდ მე მახსენდებოდა, ჩემს საწოლში დაწოლის და იმ სამაჯურის დანახვისთანავე. ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. დათასთან თითქოს ყველაფერი დალაგდა, თან არაფერი.. აღარ ვიყავით ისე, როგორც ადრე.. აღარ მინდოდა მასთან.. თითქოს აღარც მას უნდოდა ჩემთან.. ძალით ვიყავით ერთად. თითქოს ყველანაირად შეიცვალა. რადიკალურად. რომ ვეტყოდი, სწყინდა.. მეუბნებოდა:”მე კი არა, შენ გამოიცვალე საერთოდ.. ვეღარავინ ვერ გცნობს, ვერც მეო.. “ მაგრამ მე მაინც ჩემს აზრს ვაწვებოდი. უკვე ძალიან მიჭირდა მასთან ყოფნა.. ალბათ ერთხელაც ამომასხამდა. თვითონაც უჭირდა ჩემთან.. უტასგან საერთოდ არაფერი მსმენია.. ვცდილობდი არც მეფიქრა მასზე.. . -დათ, ჩემთან ვარ, აგარაკზე.. ამოხვალ? - იმ დღეს განსაკუთრებულად ცუდად ვიყავი.. ყველაფერი მტკიოდა.. ფეხზე ვერ ვდგებოდი.. ჰამაკში ვიწექი მთელი დღე, ან ტერასაზე ავიდოდი ხოლმე.. იქაც ჰამაკში.. უბრალოდ, ყველაფრისგან დასვენება მინდოდა.. დათა მალევე ამოვიდა.. -მგონი რომ დაგირეკე, უკვე წამოსული იყავი.. რა უცებ ამოხვედი-გამეცინა რომ დავინახე. -კარგად ხარ? - თავი გვერსულად დახარა, როგორც სჩვევია და გვერდით მომიჯდა. - ფერი არ გადევს, ანიუტა.. - მერე შუბლზე მომადო ხელი-სიცხე არ გაქვს.. -კარგად ვარ, დათ.. კარგად.. -არ ხარ! რანაირად ხარ? აქ ხარ მარტო, ჰამაკში წევხარ და ამდენი ჩხუბის მერე მე მირეკავ ამოდიო.. -მაგით რა მიმანიშნე, ახლა-გავბრაზდი. ბოლოს მართლა სისულელე თქვა. -კარგი, ჰო.. ნახე, იოგურტები მოგიტანე.. - მანქანიდან პარკები გადმოალაგა და ალუბლის იოგურტები მომიტანა. -აუ, მაგარი ბიჭი ხარ.. - მაშინვე დავტაცე ხელი ერთ ბოთლს და მოვიყუდე. -მომენატრე, ანიუტა.. - კარგი რა, დათა.. იოგურტი მოვიშორე და ცისფერ თვალებში ჩავხედე დათას. მართლა ვენატრები. მაგრამ პრობლემა ისაა, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მე აღარ მენატრება.. კი, როგორც მეგობარი.. მაგრამ ისე.. -დათა, უნდა ვილაპარაკოთ. - წამოვჯექი და ძალა მოვიკრიბე. -ვიცი, რაზეც გინდა ლაპარაკი და არ მინდა ვიჩხუბოთ. - ნელ-ნელა იძაბებოდა. -მერე არ ვიჩხუბოთ-გავუღიმე-რამდენი წელია მიცნობ? -ბევრი. -მაინც? -ოო, ბევრი რა.. -მერე, ამ ბევრი წლიდან, ასეთ დღეში გინახივარ? - წვერიან ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი.. -არა, ანიუტა.. და ეგაა საშინელება.. მე ვყოფილვარ ასეთ დღეში, ათი წელი, შენ გამო.. ახლა შენ ხარ, ვიღაც პოეტი უტას გამო.. - ბრაზისგან გაწითლდა. ასე იცოდა ხოლმე. -მერე? - მე ოდნავაც არ შემიცვლია ტონალობა, ისევ ღიმილით ველაპარაკებოდი. -მერე, მეკითხები ანიუტა? ანიდათა მაინც შემერქმია შენთვის თავის დროზე.. იქნებ საშველი დამდგომოდა, ასე მაინც.. - მერე თვითონაც გაეცინა. -დათ, რა ვქნათ? - დავსერიოზულდი. -ანიუტა, მე შენ გარეშე ვერ გავძლებ.. ხომ იცი, არა? -დათ, ცოტა დრო მინდა რა.. გავერკვე მინდა საკუთარ თავში.. მეც ვეღარ ვიგებ რა მინდა და რა არა. -ანიუტა.. -ცოტა დრო.. - თვალებში ჩავხედე. თავი დამიქნია.. და წავიდა.. - . ზაფხულის ძალიან, ძალიან ცხელი დღე იყო.. მე და გოგონები აგარაკზე ასასვლელად ვემზადებოდით.. დათასთან ისევ ჩამოუყალიბებელი ურთიერთობა მქონდა.. ისევ.. ოღონდ ორივემ ვიცოდით, რომ ჩვენგან “შეყვარებულები” აღარ დადგებოდა.. ერთადერთი, თუ ვიმეგობრებდით.. ეგეც გაგვიჭირდებოდა, ვიცი.. ძალიან.. -თუკაა, კარზე ზარია და გააღე რა.. - ჩანთას ვალაგებდი და თუკას დავავალე ამ ურთულესი საქმის შესრულება. წუწუნით წამოდგა და ერთ თვეში გააღო კარი. -ფოსტიდან არიან, ანიუტააა.. - ბოლო ხმაზე დაიყვირა. ყოჩაღ, გაზრდილო.. ფოსტიდანო? -მოვდივაარ.. - გაკვირვებული გავედი ოთახიდან. -გისმენთ? - უცნაურად ავათვალიერე ცისფერებში გამოწყობილი დაახლოებით ჩემი ტოლი ბიჭი.. -ანა მაისურაძე? -დიახ, ანიუტა. -აი აქ მომიწერეთ ხელი და აი, აიღეთ ეს.. - რაღაც შეკვრა, ფურცელი და კალამი მომაწოდა. მეც მოვაწერე ხელი და შეკვრა გამოვართვი. უცებ გაქრა და კარი დავკეტეთ.. -წიგნია? ბლოკნოტი? -რა არის? - ნინიც დაინტერესდა. -ჰე, დროზე გახსენიი-თუკამ შემომიძახა. მეც არ დავაყოვნე და მაშინვე გავხსენი. უტასგან იყო. წერილი ჰქონდა მოწერილი: “დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დღიდან.. წიგნი დასრულებულია.. იმედია მოგეწონება სათაური.. მე ვბრუნდები, შენი იისფერი ვარსკვლავით. “ წერილში მხოლოდ ეს ეწერა.. წიგნზე კი.. წიგნი.. წიგნი დაასათაურა.. უტას ისევ ვუყვარვარ.. და იცით, უტა მეც მიყვარს.. ოღონდ სხვანაირად.. ისე არა, რომ უყვართ ხოლმე.. წიგნი ჩემია.. ვიცი, უტაც ჩემია.. მთელი გულითა და სულით.. ეს წიგნი მე ვარ, ის ვარსკვლავიც.. უტამ ასე გადაწყვიტა.. ასე დაარქვა.. “ანა, ჩემი იისფერი ვარსკვლავი” |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.