შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო მამის საუკეთესო შვილი (თავი 11)


15-03-2018, 00:57
ავტორი teona184
ნანახია 1 801

11
არ ვიცი ამ ღამით რა მოხდა დემეტრე ისედაც ყველაზე მეტად მიყვარს მაგრამ ჩემი გრძნობები მის მიმართ გაიზარდა მე სიყვარულზე მეტს ვგრძნობდი გული სწრაფად მიცემდა როდესც მას ვკოცნიდი, ვეხუტებოდი ან უბრალოდ ჩემს გვერდით იყო ისეთივე შეგრძნება მქონდა როგორიც პირველად არა უფრო ძლიერი. დემეტრეს გავხედე
უცებ წამოჯდა ღრმად ჩაისუნთქა და ჭრილობაზე ხელი დაიდო
-გტკივა?
-არა პატარავ
მითხრა და გაიღიმა
-უნდა დაგიმუშავო
ვუთხარი და სამედიცინო ყუთი ავიღე მან თვალები დახუჭა და გაიღიმა ჭრილობა გავხსენი და ახლიდან დავიწყე შეხვევა ხელი დავადე და ვკითხე
-გტკივა?
-აუ დაიკიდე რა
თქვა და ისევ გაიცინა
-დღეს ნიასთან მივდივარ და ხვალ სკოლაში
-აუ სკოლაში არ წახვიდე რა
თქვა და პატარა ბავშვივით შემომხედა რაზეც გავიცინე და ვუთხარი
-ერთი კვირა დარჩა
-ამ კვირაში მინდოდა სადღაც წამეყვანე
-კაი მაშინ მარტო ხვალ წავალ
-და ხვალ საღამოს წავიდეთ ხო?
ნაზად ვაკოცე და ავდექი თავს რომ მოვუარე და ყავა დავლიე ნიასთან წავედი სახლში შევედი და ავკანკალდი
-ნია ლაშას აქ რა უნდა
-დღეს ვერაფერს დაგიშავებს
მითხრა, ჩამეხუტა და ცრემლი მომწმინდა
რაღაცეებს ვთამაშობდით და მათ შორის სიმართლეს და მოქმედებას ლაშამ მოქმედება აირჩია და ჩემმა ბავშვობიდან მტერმა ნენე ანდრიაშვილმა დავალება მისცა
-შენ და ნატალი ათი წუთით ჩაიკეტებით ოთახში
-არა მე ამ თამაშიდან გავდივარ
-ნატალია ეს შენი დავალება არ არის უარი რომ თქვა ამიტომ კარგად
თქვა ცინიკურად
-მე არ მარ წინააღმდეგი თქვა ლაშამ და ხელი მომკიდა ოთახში შევედით
-გაფრთხილებ არ შემეხო
-თორე შენ ბიჭს დაურეკავ?
დამცინავად მკითხა და ხელი მკრა საწოლზე დამაგდო და თვითონ ხელებით დაეყრდნო
-სხვათაშორის მომწონხარ
-ლაშა გთხოვ თავი დამანებე
ჩემი ტუჩემისკენ წამოვიდა მაგრამ თავი გვერძე გავწიე ჟაკეტი მეცვა და ჟაკეტის გახსნა დაიწყო
-თავი დამანებე გთხოვ
ვტიროდი
-მაკოცე
-არა
-მაკოცე თორე მოგიკლავ იმ შენ ბიჭს
ხელი მომკიდა და საწოლიდან უხეშად ამაყენა
-დემეტრეს ვერაფერს დაუშავებ
-მადლობა სახელისთვის იქნებ გვარიც მოაყოლო
თვითკმაყოფილი მელაპარაკებოდა საათს დავხედე და ჩემს თავს ვუჩურჩულე
-სამი წუთიც
ხელებს ძლიერად და უხეშად მიჭერდა
-მტკივა!
ჩემკენ წამოიწია არ ვიცი ამდენი ძალა როგორ მოვიკრიბე კოცნას რომ აპირებდა ხელი ძალიან ძლიერად ვკარი
ჟაკეტი შევიკარი და ოთახიდან გავარდი დემეტრე დავინახე მივარდი და ჩავეხუტე
-დემეტრე
-პატარავ კარგად ხარ?
-დემეტ-ტრე მან მე მან
ვტიროდი და სიტყვები მეყლაპებოდა
-ყველაფერი მითხარი პატარავ
გაბრაზებული უყურებდა ლაშას და მეფერებოდა
-მან სცადა ჩემი დამორჩილება მაგრამ ვერ მოახერხა
-რამე დაგიშავა
-ხელები მტკივა
-ამას არ ვაპატიებ
თქვა და ცემა დაუწყო სასტიკად ცემა ლაშას სახე აღარ შეარჩინა
-დემეტრე წავიდეთ
ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა
-არავის მივცემ უფელბას გავნონ ხვალ დილითვე წავიდეთ რომ ყველაფერი დაივიწყო და დაისვენო პატარავ
-კარგი
ვუთხარი და გავუღიმე
საწოლში ვიწექით და კარის ხმა გავიგე დაბლა ჩავირბინე და კარი გავაღე
-დანიელ?
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა გადავეხვიე და ვუთხარი
-მაპატიე, მაპატიე
-ჩემს საყვარელ დაიკოზე დიდხანს ვერ გავბრაზდებოდი
დანიელს ჩავეხუტე და სახლში შემოვიყვანე
-ჩვენზე გითხრა ანამ ხო?
-ხო და დაბადების დღისთვის პატარა საჩუქარიც მოგიტანე
მითხრა და ხელში ჩვენი ბავშვობის საყვარელი წიგნი მომაწოდა
-ვაიმე დანიელ ეს წიგნი სად იშოვე
-ნივთებს ვყრიდი და რომ ვნახე მივხვდი გაგიხარდებოდა შენ რომ გქონოდა
-ხო ძალიან გამიხარდა
-პატარავ ვინ არის?
გავიგე დემეტრეს ხმა ავდექი რომ ჩამოსვლაში დავხმარებოდი
-დანიელ?
-ბოდიშის მოსახდელად მოვედი
ამაზე ყბა ჩამომივარდა დემტრემაც გაკვირვებულმა გაიცინა
-ჩვენც ბოდიშს გიხდით
უთხრა დემეტრემ და მისკენ მიმწია
-მე წავალ
წამოდგა დანიელი
-დანი მადლობა რომ გამიგე
-მე და ანკა ერთად გადავდივართ კარგი იქნება თუ შემოგვივლით
-დანიელ ნელი წერეთელი და დათო თოფურიძე ჩვენი მშობლების ნამდვილი სახელებია გაუხარდებათ შენი ნახვა
-მადლობა ნატალი
მაკოცა და სახლიდან გავიდა
დემეტრე შემომიტრიალდა და
-იქნებ დღეს საღამოს წავიდეთ
-უკეთესია
-მიდი ჩაალაგე
-ჩავალაგო?
ვკითხე გაკვივებულმა
-ხო, ჩაალაგე ერთი თვით მივდივართ
-რა?
სიცილი დავიწყე და დანიელს შევახტი
-პატარავ ცოტა ნელა
-უი ხო ბოდიში ძაან გეტკინა
დავსერიოზულდი
-არა პატარავ
გაიცინა და თმა გადამიწია, ტანსაცმელები ჩავალაგე და მანქანაში ჩავსხედით დაახლოებით ოთხი საათი მივდიოდით ბოლოს სადღაც გავაჩერეთ მთასავით იყო და შუაში ვიწრო გრძელი კიბეები ქონდა
-დემეტრე აქ როგორ უნდა ამოხვიდე?
-ჩვეულებრივად პატარავ
საბოლოოდ როგორც იქნა ავედით და დავინახე პატარა გარაჟისავით მაგრამ ლამაზად მორთული ზუსტად ისე მორთული როგორც პირველ დღეს როცა სიურპრიზი გამიკეთა ნაპირში ჩამოვჯექით გადავიხედე და დავინახე ზღვა და თითქმის მთელი შავი ზღვასთან მდებარე ქალაქები მაგრამ ძალიან მაღლა ვიყავით თან მეშინოდა მაგრამ შიშთან ერთად ეს ყველაფერი საოცარი სანახავი იყო მე და დემეტრე ერთმანეთს ჩახუტებულები ვისხედით მთელი საღამო მერე ბათუმში წავედით
-პატარავ ეს ჩემი პატარა სახლია
თქვა დემეტრემ და უზარმაზარ სახლსში შემიყვანა
-მეღადავები ხო, რა ლამაზია?
ხოდა მთელი თვე აქ ვიქნებით
დილით სანაპიროზე წავედით
-პატარავ
-ხო
-წამოდი გავგრილდეთ
-ა.მ..მ ცურვა არ ვიცი
-რა?
სიცილი დაიწყო დემეტრემ
-იმიტომ არ ვიცი რომ წყლის მეშინია
-პატარავ რა?
უფრო მეტად მოუმატა სიცილს და ხელში ამიტაცა
-დღეს მოგიწევს შიში დაივიწყო
თქვა და წყალში შემიყვანა
-აქ უსაფრთხოდ ხარ ჩემთან ერთად ხარ
წყალში ვფართხალებდი და დემეტრე ღიმილით მიყურებდა
-დამშვიდდი თორე ხელს გაგიშვებ
დამცინოდა და გაბრაზებულმა გავხედე
-წყლის შიში უფრო რეალურია თუ... გავაგძელო მშიშარა?
გავიღიმე ბედნიერმა რაზეც ცინიკური ღიმილით
-როგორ სრულდება? წყლის შიში უფრო რეალურია თუ ნემსის? და მანქანის ტარების შიში
სიცილით მითხრა დემეტრემ როდესაც მივხვდი რომ მისი შიშები ამოწურულია გავჩუმდი და მას მოვეხვიე უცებ სიცილი დავიწყე
-რა იყო?
-წყალში ჩახუტება რა მაგარია
-ხანდახან ბავშვი მგონიხარ, შენთან ერთად ვერ მოიწყენ
მითხრა და ისევ სიცილი დაიწყო ნუ როგორც იქნა ავედით და მეც დავმშვიდდი დავწექი და მუსიკების მოსმენა დავიწყე
-პატარავ გაიღვიძე და გადაბრუნდი დაიწვები
ვიგრძენი დემეტრეს შეხება და მისი სიცილით ნათქვამი სიტყვები მეორედ რომ გამაღვიძა უკვე სახლში წავედით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent