შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი წესები (3)


15-03-2018, 13:24
ავტორი ღიმილაკი11
ნანახია 1 242

ჩემი წესები (3)

გაოგნებული ვუყურებ რობაქიძეს, მანქანაში ჩავჯდე? რა სალაპარაკო უნდა ქონდეს, დემეტრეს ჩემთან? ჩემნაირ უსახურთან? რაღაც, არ მომწონს, ეტყობა გადაწყვიტეს დამცინონ, ჰო აუცილებლად ესე იქნება.

-თაია, ჩაჯექი, ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ.

თითქოს, ჩემი ფიქრები გაეგოსო, გაოგნებული შევყურებ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, მაგრამ ფაქტია, მე უკვე მის მანქანაში ვზივარ, და ღვედს ვიკრავ.

-რამდენი წლის ხარ თაია?
-17ის.
-ლამაზი გოგო ხარ, აქამდე უნდა გამეცნო, შენნაირი ლამაზმანი.

ვგრძნობ, სახეზე სისხლი როგორ მაწვება, დარწმუნებული ვარ, სახეზე სრულიად წითელი ვარ. ღმერთო, ნუთუ სიზმარში ვარ? მესიზმრება ეს ყველაფერი? ნუთუ დემეტრე რობაქიძე, მე მეუბნება რომ ლამაზი ვარ?

-ჰმ..
-რას საქმიანობ, თაია?
-ვმუშაობ.
-მაგის გარდა?
-ვსწავლობ.
-რატო მპასუხობ ეგრე ცივად, და მოკლე პასუხებით?
-რავიცი..
-სხვას რას მეტყვი შენზე, მე ისეც პატარა გამოძიება ჩავატარე-მეუბნება სიცილით-როგორც გავიგე, მამა გარდაიცვალა, ხომ?
-დიახ-ვეუბნები ოდნავ დაბნეული ხმით, ვერ გამიგია საით მიჰყავს საუბარი-რატომ დაგაინტერესა ჩემმა ცხოვრებამ, ასე ძალიან?
-ალბად, იმიტომ რომ, ძალიან მომწონხარ.

ამან ეხლა მე მითხრა მომწონხარო? ახლა გული წამივა. დაბნეული სახით ვუყურებ ვერ გამიგია როგორი ემოცია უნდა მქონდეს. ბიჭი რომელიც, მთელუ ჩემი განვლილი ცხოვრებაა მიყვარს, მეუბნება რომ მოვწონვარ.

-მე?!

ყველაზე იდიოტური პასუხი.

-კი შენ, აბა აქ სხვა ვინმე კიდევ არის შენს გარდა?!-მეუბნება სიცილით- რატომ არუნდა მომწონდე? ლამაზი ხარ შრომისმოყვარე, მაგრამ მინდა უკეთ გაგიცნო, მეტი ვიცოდე შენზე.

რა ვუპასუხო? არც კი ვიცი, ისეთი დაბნეული ვარ, ლამის აქვე მოვკვდე, რავქნა ?

-კარგი, თაი, ვხედავ დაგაბნიე, გინდა სახლში წაგიყვანო?
-კი-ვპასუხობ მე და გულზე მეშვებასავით, ცოტახანი მარტო მინდა საკუთარ თავთან ყოფნა, უნდა გავაანალიზო ყველაფერი, დავფიქრდე, მაგრამ რომ მკითხოთ რაზე უნდა დაფიქრდე რა გაქ დასაფიქრებელიო პასუხს ვერ გაგცემთ. ფიქრებში გართული, როგორ ვუახლოვდებით ჩემს სახლს, ვერ ვხვდები, მხოლოდ რობაქიძის შეხებას გამოვყავარ ეიფორიიდან.

-ჰეი, პატარა მოვედით.
-ჰო, კარგი. ნახვამდის
-შეხვედრამდე თაი.

მანქანიდან გადმოვდივარ და სადარბაზოში შევდივარ, ნელი მოზომოლი ნაბიჯებით მივუყვები კიბეებს, თან ვფიქრობ დღევანდელ დღეზე, თითქოს ბედნიერი უნდა ვიყო, ჩემი ოცნების ბიჭმა მითხრა რომ მივწონვარ მაგრამ, რაღაც ხელს მიშლის რომ ბოლომდე ბედნიერი ვიყო, თითქოს და ცუდი წინათგრძნობაც მაქ, მაგრამ ჯანდაბას წინათგრძნობა, მან მითხრა რომ მოვწონვარ, რატომ არუნდა ვიყო ბედნიერი თუნდაც ჩემი ცხოვრების ბოლო დღე იყოს?!

***

დღევანდელი დღე:

ნიტა ბაღში შევიყვანე, ჩემი პატარა, როგორ დაიტანჯა, ჩემს გამო. 3 წლის გახდა, და მხოლოდ ახლა გაიცნო თავის თანატოლი ბავშვები, ბავშვი ციხეში გავაჩინე, იქვე გავიგე რო ორსულად ვიყავი. ეხლა გარეთ ვარ, თავისუფალი ვარ, ჩემი გოგონა მყავს, რომელსაც ძლიერი დედა ჭირდება, სამსახური უნდა ვიპოვო ეჭვი მაქვს ნაციხარს არავინ მიმიღებს მაგრამ, უნდა ვცადო. სახლში მივდივარ, კიბეებზე ასული ვხვდები რომ, რაღაც წესრიგში არ არის, და ამას ჩემი სახლის ღია კარებიც მიდასტურებს, სახლში შევდივარ და აქეთ იქით ვიყურები.

-როგორც ჩანს გამოგიშვეს, პატარა ძუ*ნა.

ხმაზე უკან ვტრიალდები, და ინვალიდის სავარძელში მყოფ რობაქიძეს ვხედავ.

-დემეტრე!
-გახლავართ, როგორ ხართ ქალბატონო თაია? ვხედავ ციხე მოგიხდათ უფრო დამშვენებულხართ .
-ჰაჰ, შენ კი სულ აღარ გამოიყურები ძველებურად, არ მოგხდომია სავარძელი, უსუსურად გამოიყურები რობაქიძე, ძველი დიდება დაგიკარგავს, და ჰო, სად გყავს დამქაშები? უფს, გამახსენდა, დაგიკიდეს და მიგატოვეს, აღარავის ჭირდებოდი ეტლში მჯდომი, დაუძლურებული, უუნარო.
-მოკეტე თაია-ღრიალებს გააფთრებული-ყველაფერი შენი ბრალია, შენს გამო ვარ ამ დღეში!
-ესეიგი ყველაფერი ჩემი ბრალია, გადავიდეთ წარსულში დემეტრე? გავიხსენოთ წარსული? კარგი, ყავას დალევ თუ ჩაის? რისი თანმხლებით გავიხსენოთ წარსული, თითოეულ დეტალში?


***
წარსული დრო:

უკვე ერთი თვეა რაც მე და დემე ერთად ვართ, ერთი ბედნიერი თვე მართალია წინათგრძნობა მაინც სულ თან დამყვება მაგრამ, მე მაინც ბედნიერი ვარ, მისი შეხება, კოცნა, ჩახუტება, მაბედნიერებს და დანარჩენს აზრი არ აქ ჩემთვის. ეხლაც ვწევარ უკვე ღამის 12 საათია, და ვფიქრობ რა ბედნიერი ვარ რომ, დემეტრე მყავს, რომ მას ვუყვარვარ და ჩემს გვერდითაა. ტელეფონი მირეკავს, დემეტრეა.

-გისმენ დემე.
-თაი, ჩამო პატარა დაბლა რა.
-ხოარ გაგიჟდი გვიანია უკვე.
-გთხოვ, 5 წუთი.
-ოჰ, კაი მოვდივარ.

ჩუმად ვიპარები სახლიდან და დაბლა ჩავდივარ, მანქანის კარებს ვაღებ და წინ ვიკავებ ადგილს. კარების დახურვას ძვლივს ვასწრებ რომ, მანქანას ქოქავს დემეტრე და უსწრაფესად აშორებს ეზოს.

-დემე, სად მივდივართ?
-მოკეტე რა, ისეც დიდხანს გაგიძელი, ბიჭები მეუბნებოდნენ, ცოლად მოიყვანე უფრო ბევრს წაართმევო მაგრამ, უფრო მაგარი იდეა მოვიფიქრე თაია, მოგიტაცე! სადმე დაგმალავ, მერე კი შენს საყვარელ მამინაცვალს დავურეკავ და გამოსასყიდს მოვთხოვ? მაღიარე ხო ვარ უნიჭიერესი-მიცინის ამაზრზენად.
-შენ, შენ ავადმყოფი ხარ დემეტრე-ვიწყებ კივილს-ეს რა ხუმრობაა, ახლავე გააჩერე მანქანა, გააჩ...

კივილს ნევსის წვერის ჩემს კანში შესვლა მაწყვეტინებს, ბნელა, რატომ ვითიშები, ღმერთო ძალიან მეძინება..






ესეც მესამე. იმედია მოგეწონებათ, გთხოვთ დამიკომენტაროთ რამე შენიშვნა თუ გექნებათ.



№1 სტუმარი ninii

momwons da ar shewkvito veli shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent