შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქმის დაქორწინებული ( სრულად)


15-03-2018, 13:32
ავტორი The Dreamer
ნანახია 8 991

დილით,რომ გავიღვიძე დიტო არ დამხვდა,როგორც ჩანს ღამე არც კი მოსულა..
თავი მოვიწესრიგე და სამსახურში წავედი,სადაც ირინა იჯდა და ჰყვებოდა თუ რა მაგარი ღამე გაატარა მაიორთან ერთად,მე კი ცივ საწოლში მარტო ვიწექი და მის ლოდინში ჩამეძინა..
ხასიათი ყოველ წუთს უფრო მიმძიმდებოდა,ცოტაც და გავსკდებოდი სიბრაზისაგან.. რადგან ნაცნობობით დიტოს დამხმარე ვიყავი მთელი დღე მის ბრძანებებს ვასრულებდი,რომელიც იმდენად სულელური იყო რომ ნერვებს ძლივს ვთოკავდი.
-დღეს ეს საქმე მოაგვარე.. მე დაკავებული ვარ.-ბრძანა და დოკუმენტაცია მაგიდაზე დააგდო.
-რა თქმა უნდა თქვენ ხომ მოუცლელი ბრძანდებით.-ისე ვთქვი მისთვის არც კი შემიხედავს,მაგრამ ვგრძნობდი გაკვირვებული მიყურებდა როცა მსგავს რეპლიკებს წამოვიძახებდი.
-და კიდევ.. -დაამატა,როცა კარებთან მივედი.-ხვალა თურქეთში მივემგზავრები და სასტუმრო დამიჯავშნე.
-კარგით.. ორ საწოლიანი ნომერით დავჯავშნი,რომანტიულად მორთონ ამასაც ვეტყვი,თქვენ ამაზე არ იდარდოთ..
-მოიცა.. მოიცა.. რა გჭირს?-მკითხა მან.
-უბრალოდ მაინტერესებს მკვლელობისათვის რამდენს მომისჯიან!-მას გაეცინა,მე კი უფრო წამიხდა ხასიათი.
-ვინ უნდა მოკლა?-პასუხი არ გავეცი ისე გავედი მისი კაბინეტიდან..
დამღალა მისმა მბრძანებლურმა ტონმა.. ისე გაუტკბა,რომ თავის საქმესაც მე მაკეთებინებდა,რაც ირინას არ გამორჩენია..
საბუთებს ვასკანერებდი,როცა გიორგი დამადგა თავზე,ჩვეული ღიმილით..
-რატომ იცინი?-ვკითხე მე
-იმიტომ,რომ ვიცი რატომაც მეცნობოდი რძალო.
-საიდან გაიგე?
-ხომ გითხარი მეცნობოდითქო.თანაც გასულ ღამეს დიტო არ გაჩუმებულა სულ შენი სახელი ეკერა პირზე.-უცებ დავყარე საბუთები.
-დიტო გასულ ღამეს შენთან იყო?-მან თვალები დაავიწყოვა.
-როგორც მახსოვს კი.-თავი დამიქნია მან..
-მაგრამ ირინა..-უცებ გავჩუმდი,რადგან მვხვდი იტყუებოდა და სულაც არ იყო დიტოსთან ერთად.. არ ვიცი ამ ტყუილით რისი დამტკიცება უნდოდა..
-ირინას ნუ დაუჯერებ,დიტოს გამო ყველაფერზეა წამსვლელი.. მე შენი და დიტოს დიდი გულშემატკივარი ვარ,მაგრამ დიტოს თუ ცოტა ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემ და ცხვირწინ უტრიალებ მას დაკარგავ.. უნდა მისცე დრო “გადახარშოს“ ყველაფერი..-მეგობრული რჩევა მივიღე მისგან.
-მაგრამ მე მისგან წელიწად ნახევარი გავატარე შორს.. ამაზე მეტი უბრალოდ აღარ შემიძლია.. მკურნალობის კურსი ჩემი ნებასურვილით მოვირგე და გერმანიიდან წამოვედი,როცა კიდევ ერთი წელი მიწევდა იქ დარჩენა.. ისევ მისგან შორს ყოფნას ვეღარ გადავიტან,სული მეკუმშება და ძარღვებში სისხლი მეყინება,როცა მის უსიყვარულო თვალებს ვხედავ.. როცა ასე ცივად მექცევა,თითქოს მისი ცოლი კი არა ვიღაც სხვა ვიყო..
-მანაც მძიმე პერიოდი გაიარა სოფია.. არ იყო ადვილი შენთან განშორება,ამიტომ გამოგყვა,მაგრამ რომ შეხედა შენს მდგომარეობას უკან დაბრუნდა.. განალიზა შენი საქციელი,იცოდა მისგან შორს რატომ წადი და ზუსტად ამას ვერ ეგუება.
-შეიძლება მე დიდი შეცდომა დავუშვი,მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ის არ დამეტანჯა.. თუ ვერაფერს გახდებოდნენ ექიმები დიტო შეგუებული იქნებოდა ჩემს დაკარგვას.. ისე ძლიერ აღარ ეტკინებოდა გული ჩემი სიკდილით..-გიორგიმ ჩემს უკან სივრცეს მიაპყრო თვალები.. შემდეგ უსიტყვოდ შებრუნდა და წავიდა.. მივხვდი ჩემს უკან ჩემი ქმარი იყო და გაიგონა ჩემი სიტყვები.. შევბრუნდი მისკენ.. წაშლილი სახით მიყურებდა.. ისევ ის გაყინული მზერა და გაბზარული ხმა ჰქონდა,როგორც მაშინ,როცა დიაგნოზი დამისვეს..
-მხოლოდ ამიტომ წახვედი?-ვერაფრით უჯერებდა ყურებს.. მე უხერხლად შევიშმუშნე,მაგრამ პასუხი არ გამიცია.ამიტომ უფრო ხმამაღლა დამიყვირა და მთელი განყოფილება ჩვენ გყვიყურებდა.-ამიტომ წახვედითქო?! ისევ ჩემს მაგივრად გადაწყვიტე!!! ისევ გაიქეცი!!!
-დიტო..
-რა დიტო! რა!-სიტყვა აღარ მათქმევინა და მთელს ხმაზე მიღრიალებდა.-ბევრჯერ ვეცადე შენთვის გამეგო,შენს მდგომარეობაში შევსულიყავი,მაგრამ მაშინვე სისულელეებს აკეთებ!!!-თვალი მოვავლე განყოფილებას,განსაკუთრებით ინტერეით ირინა გვაკვირდებოდა.დიტოსკენ კანკალით მივედი და მკლავზე შევეხე.
-წამოდი კაბინეტში ვისაუბროთ.-დიტომ ხელი აიქნია და უკან დაიხია.
-აღარასოდეს შემეხო და აღარ დამენახო.. განქორწინების საბუთებს ხელი მოაწერე და უკან გამომიგზავნე!
დიტო გაღიზიანებული გავარდა განყოფილებიდან.. მე კი დამტოვა ხალხის წრეში თვალცრემლიანი.. ისე მატოსულად ვიგრძენი თავი როგორს არასდროს..
არ ვდარობდი ხალხის ერთმანეთთან გადაჩურჩულებას,მე დიტოს სიცივე მაშინებდა.. გულს მიკლავდა.. ვიცი შეცდომა დავუშვი.. მეც ხომ ადამანი ვარ და უშეცდომო ვერ ვიქნები?! თვალები დავხუჭე და ცრემლები ლოყებზე გადმომცვივდა.. მაშნვე შევიწმინდე და ბრბოს გავხედე.
-წამოდი.. წაგიყვან-ხელი მომკიდა გიორგმ და გასასვლელისაკენ წამიყვანა..
ვერვეწინააღმდეგებოდი,ან რა დამრჩენოდა?! ვგრძნობდი თანამშრომლების მზერა ზურგს როგორ მიწვავდა,მაგრამ მე იმდენად გამყინა დიტოს ცივმა მზერამ,რომ ვეღარაფერს ვგრძნობდი.
სახლში მიმიყვანა,მაგრამ არ გავუშვი.. დალოდება ვთოვე. რამოდენიმე წუთში კი ჩემი ჩემოდნით ხელში დავბრუნდი მის მანქანაში.
-სადმე მიდიხარ?
-შენს რჩევას გავითვალისწინებ..ცოტახნით გავერიდები.. თუ სურვილი ექნება დარწმუნებული ვარმიპოვნის.-გიორგის გაეღიმა და ჩემოდანი საბარგულში ჩადო.
-სწორი გადაწყვეტიებაა.
-გიორგი.. დიტო გერმანიაში იყო?-გიორგი ერთხანს გაჩუმდა
-კი იყო.. შენი მეორე ოპერაციის როს ჩამოვიდა,მაგრამ შენ რეანიმაციაში იყავი.. რამოდენიმეჯერ უნახიხარ,მაგრამ დედაშენმა ექიმებს თხოვა და აღარ უშვებდნენ.. შემდეგ დედაშენს ეჩხუბა და საერთოდ საავადმყოფოში შემოსვლა აუკრძალეს.. ამის შემდეგ უკან დაბრუნდა და შენს ამბებს ნაცნობი ექთანი აწვდიდა.
საუბარი შევწყვიტეთ და ბებოსთან მივაყვანინე თავი,შემდეგ ის წავიდა..
აქ რამოდენიმე საათი გავატარე,სანამ მამას დავუკავშირდებოდი და ამის შემდეგ აეროპორტში წავედი.. მინდოდა აქაურობას გავრიდებოდი,დიტოს გავრიდებოდი.. ვიცოდი ეს ვერ დაგვაახლოვებდა,მაგრამ დაფიქრების საშუალებას კი ნამდვილად მოგვცემდა..
რეგისტრაცია გავიარე და თვითმფრინავში ავედი.. ჩემი ადგილი დავიკავე და ველოდებოდი,როდის აფრინდებოდა თვითმფრინავი..მაგრამ გადავიფიქრე,თვითმფრინავიდან თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი და ისევ დიტოს სახლში წავედი.. ნამდვილად აღარ გავექცეოდი პრობლემებს,თუმდ ეს განქორწინების ფასი დამჯდომოდა.
სახლში მივედი,მაგრამ დიტო არ დამხვდა.. საძინებლის კარები გადავკეტე და იქედან გასვლას არ ვაპირებდი..
დიტო სახლში იშვიათად მოდიოდა,მაგრამ არ ვსაუბრობდით თითქოს არც კი ვარსებობდი ისე იქცეოდა.. არც მე ვაძალებდი საუბარს,ვცდილობდი თვალში არ მოვხვედროდი.. ახლა თუ არა ოდესმე ხომ მაინც გადაუვლიდა სიბრაზე?!
წამლების მიღება შევწყვიტე....
ასეთი დღეებიც არსებობს, გგონია, საღამომდე ვერ მიაღწევ. ღამეებიც არსებობს - გგონია დილამდე ვერ მიაღწევ. და ვითომც არაფერი, აგრძელებ.... თითქოს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ისწავლო, როგორ თქვა: მე კარგად ვარ..
დღეები ერთმანეთს ისე მიეწყო მე საძინებლიდან გამოსვლაც არ მინდოდა..
ყველაფრით დაღლილი ვიყავი.. უემოციო გავხდი არა იმიტომ რომ ჩემზე კიდევ ერთხელ თქვეს უარი,არამედ იმიტომ რომ ამ გარემოებამ სასტიკად დამღალა..
ადამიანის ცხოვრება იმედგაცრუებებით არის სავსე,რომელსაც შემდეგში „ცხოვრებისეუოლ გაკვეთილს“ ვუწოდებთ,მაგრამ „გაკვეთილს“ ვერ ვსწავლობთ.. ისევ თავიდან ვუშვებთ შეცდომებს..
ჩემივე ნებით იმდენჯერ ჩავვარდი უფსკრულში,რომელსაც დიტოს ერქვა,რომ სათვალავიც კი ამერია..
როგორც იქნა მისი ცოლი გავხდი,მაგრამ ერთად ძალიან ცოტა დრო გავატარეთ.. ჩვენი ქორწინება იმაზე საშინელი აღმოჩნდა ვიდრე ვვარაუდობდი..
ორი ჯიუტი და ამაყი ადამიანი ვიყავით,რომელსაც არ შეუძლია დათმობაზე წასვლა და სწორედ ამიტომ ვერ ვპოვეთ ბედნიერება..
დილით დიტო ყავას სვამდა აივანზე,როცა მეც გავედი.. არც კი შემოუხედავს ჩემთვის..
თავი ცუდად ვიგრძენი,თავბრუსხვევა დამეწყო და თვალებში ბრჭყვიალა ბურთები დამიკრთოდა.. ავდექი და წამლის დასალევად შევედი სახლში..
სამზარეულოში გავედი და წყლის ჭიქა ავიღე,თუმცა ვხვდებოდი გონებას ვკარგავდი,მაგიდას დავეყრდენი,მაგრამ ვეღარ გავძელი და ძირს დავვარდი.. ჭიქის სამსხვრევებზე ხელი გადამეჭრა და ვგრძნობდი თბილი სისხლი როგორ გადმოდიოდა ვენებიდან.. სისხლის სუნმა თვალები ამიწვა და ნელ-ნელა გონება დავკარგე,ისე რომ ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი...
ხშირად,როდესაც იმედს ვკარგავთ და ვფიქრობთ „ყველაფერი დასრულდა“,ღმერთი ისევ გვაძევს შანსს..
-სოფი.. სოფიიი თვალები გაახილე..-ჩამესმოდა ყურში დიტოს გაბზარული ხმა.თვალები გავახილე,მაგრამ სილუეტებს კარგად ვერ ვარჩევდი..-სოფი ჩემი გესმის?-თავი დავუქნიე,ვიგრძენი ნემსის ჩხვეტა ხელში და თვალები ისევ დავხუჭე
როცა გავიღვიძე დივანზე ვიწექი.. ხელი გადახვეული მქონდა,მეორე კელი კი დიტოს ეჭირა,რომელიც იატაკზე იჯდა და თავი დივანზე ჩამოედო..
ჩემი გამოძრავების გამო დიტო გამოფხიზლდა და თავი ასწია,მაშინვე გამიშვა ხელი და იატაკიდან წამოდგა,მე კი თავს ძლივს ვთოკავდი რომ არ მეტირა..
-ახლა ცრემლები არ დამანახო სულ ნუ შემშლი!-მაისური გაისწორა და ჩემს წინ სავარძელში ჩაჯდა..-წამლები რატომ შეწყვიტე?! ვერაფრით დავამუღამე რა ტიპის ადამიანი ხარ! მოიცა გამოჯანმრთელდები და მერე რასაც ვიზამ დაგანახებ..
-მეტი რაღა უნდა ქნა?! სიცოცხლეშივე დამმარხე და დარწმუნებული ვარ მკვდარსაც არ დატოვებ ზემოთ..
-რა ლაპარაკია სოფია?-აყვირდა დიტო
-ნუ მიყვირი..
-გიყვირი კი არა დიდი სიამოვნებით გცემდი კიდეც..
-ვიცი..
-არაფერიც არ იცი.. შენ მხოლოდ ადამიანის გულისტკენა და მიტოვება იცი,ისე რომ არც კი ინტერესდები მას რა ემართება.. რას გრძნობს როცა საყვარელი ადამიანი უარს ამბობს მასზე..იმიტომ კი არ გექცევი ასე რომ აღრა მიყვარხარ,ან აღარ მაინტერესებს.. მინდა მიხვდე რას განვიცდი როცა შენ მიდიხარ! დავიღალე შენი უკან დევნით სოფი,დავიღალე რომ არასოდეს ითვალისწინებ ჩემს აზრს..-დიტო მოლლბა საუბარში..-ამიერიდან აღარ დაგედევნები და ამას უნდა შეეგუო.. წასვლა გინდა?! წადი,მაგრა უკან აღარ უნდა დაბრუნდე! დარჩენა გინდა?! დარჩი-მაგრამ მოგიწევს ჩემი აზრის გათვალისწინება,მეც ჩამაყენებ საქმის კურსში და ყველა პრობლემას ერთად დავძლევთ ისე როგორც ნამდვილი ცოლ-ქმარი.. გასაგებია?.
-გასაგებია..
-გადაწყვეტილება არ მინდა რომ მითხრა.. დილით რომ გავიღვიძებ და არ დამხვდები მეცოდინება რა გადაწყვიტე.. და თუ დამხვდები უზომოდ ბედნიერი ვიქნები..
დიტო საძინებელში შევიდა და უკან აღარ გამოსულა..
მისმა სიტყვებმა სწორედ რომ იმედი მომცა.. ახალი შანსი მივიღე,რომელსაც არ გავუშვებდი ხელიდან...
დილით ძლივს ავდექი და სუფთა ჰაერზე გავედი ისე რომ აივნის „ჟალუზი“ არც კი ამიწევია..
სუფთა ჰაერს ხარბად ვსუნთქავდი.. ღმერთს მადლობას ვწირავდი რომ მთლად არ გამწირა..
ბედნიერი სახით ვიდედექი და ჩემს ცხოვრებია ახალ შესაძლებლობაზე ვფიქრობდი,როცა კარების ძლიერი მიჯახუნების ხმა გავიგონე და გინება..
სახლში შევედი.. დიტოს ხმა სამზარეულოდან მოდიოდა,ამიტომ მეც იქ შევედი..
უწმაწურ სიტყვებს ერთიმეორესმიყოლებით „პულიმიოტივით“ ისროდა.. არც კი შეუმჩნევია,რომ მის უკან ვიდექი..
-ვის აგინებ?-ვკითხე,როცა ცოტა ჩაშოშმინდა.დიტოს შეეშინა ჩემს ხმაზე,რადგან ძლაიან მოულოდნელი აღმოჩნდა,თუმცა არ ვიცი რატომ.
-შენ.. არ..-ენა დაება,მაგრამ მალევე გაჩუმდა და მთელი ძალით ჩამეხუტა..
-აღარ მაქვს ძალა შენგან შორს ვიყო..-ძლივს ამოვთქვი სიტყვები..
-მაშინ ნუ იქნები..-მითხრა და უფრო ძლიერად მომეხვია.
მის ძლიერ მკლავებში თავი ძალიან სუსტი და უსუსური მეგონა..
ჩახუტებას კოცნა მოჰყვა,კოცნას მოფერება,მოფერებას კი იდეალური „შერწყმა“..
ნელ-ნელა ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებოდა.. მე ჩემ ბიზნესს ისევ ჩავუდექი სათავეში,დიტო ისევ დაბრუნდა სამსახურში.. დიტოს შეკვეთით გერმანიიდან უფრო ძლიერი ანტიბიოტიკები გამოაგზავნეს რამაც საბოლოოდ გაწმინდა სისხლი უმოკლეს დროში..
სამი თვე დაგვჭირდა ყველაფრის მოსაგვარებლად.. იმისათვის რომ ისევ გვეპოვე ერთმანეთში ბედნიერება.. ისევ სიყვარულით აღსავსე თვალებით შეგვეხედა და აღარ გვქონოდა უხერხულობის შეგრძნება..
ანტიბოტიკები შევწყვიტე და ერთ თვეში გამოკვლევა ჩამიტარდა,სადაც მითხრეს რომ ყველაფერი წარსულში დარჩა და მე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი.. შემეძლო ცხოვრების გაგრძელება ისე,თითქოს არც არაფერი მომხდარა..
მაგრამ ძალიან მალე ისევ გავხდი ცუდად.. ისევ თავბრუსხვევები მკლავდა.. ისევ ვერააფერს ვჭამდი და კვლავ წავედი ექიმთან ისე რომ დიტოს არაფერი გაეგო,რადგან არ მინდოდა ისევ ენერვიულა ჩემზე..
გამოკვლევები ისევ თავიდან ჩამიტარდა.. სისხლი ამიღეს თუ არა ექთანმა გაფართოებული სახით შემომხედა..
-რა მოხდა?-ვკითხე მე.
-ორსულობის დასადგენადაც ჩავატაროთ ანალიზი..
-საჭირო არაა.. ორსულად ვერ ვიქნები.. თავს ვიცავთ პრეზერვატივით..
-ეგ 100% იანი დაცვა არ არის.. ამიტომ ნება მომეცით..
ისე ვინერვიულე რომ შესაძლებელი იყო ორსულად ვყოფილიყავი,რომ ჭკუიდან შეშლას არაფერი მაკლდა..
დიტოს ბავშვი ძალიან უნდოდა,მაგრამ მე მეშინოდა წარსულის გამო..
საავადმყოფოში ლოდინს აზრი არ ჰქონდა.. ექთანს ნომერი დავუტოვე და მე დიტოსთან წავედი სამსახურში.. ირინას ჩემს დანახვაზე ციებცხელება ემართებოდა,მაგრამ მე რატომღაც არ ვეჭვიანობდი.. დიტო რომ მარტო დავტოვე მაშინ არაფერი მომხდარა მათ შორის დ მეეჭვება ახლა,როცა მის გვერდით ვარ ვინმესკენ გაიხედოს და ისევ დამკარგოს..
-ტკბილო მოხვედი?-მკითხა დიტომ და მაკოცა..
-დიტო რაღაც უნდა გითხრა..
-მითხარი,რა მოხდა?-მინდოდა მომეყოლა ჩემი ცუდად გახდომის ამბავი და ზუსტად ამ დროს დარეკა ექთანმა.. სახე გამეყინა.. ხმა წამერთვა..-სოფი კარად ხარ?-მკითხა და კარები გააღო რომ კაბინეტში დავმჯდარიყავი.
-დიტო ორსულად ვარ დაახლოებით თვენახევრის..-დიტოს პირი სიხარულისაგან ყურებამდე გაეხსნა.. ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა.. შემდეგ ისევ სავარძელში დამაბრუნდა და ჩაახველა..
-რამე ხომ არ გინდა მოგიტანო?
-დიტო არ მაქვს მსგავსი მოთხოვნილება..
-იქნებ მჭავე კიტრ გინდა.. არ მოგერიდოს..
-დიტო.. ნუ ცქმუტავ.. არ მნდა არაფერი.. რომ მომინდება გეტყვი..
მთელმა ცხრა თვემ ასე გაწამაწიაში ჩაიარა.. რა თქმა უნდა ხასიათი მარტის თვეში ამინდივით მეცვლებოდა.. ერთხელ იმაზეც კი ვიტირე რომ დიტომ ცისფერი პერანგი ჩაიცვა.. არ ვიცი რატომ მაგრამ მთელ ხმაზე მოვთქვამდი..
უნდა ვაღიარო,რომ წარმატებით უმკლავდებოდა ჩემს მოთხოვნებსა და ხასიათის ცვლიკებას.. წარბსაც არ შეხრიდა როცა ღამის სამ საათზე მჟავე კიტრზე გავგზავნიდი მაღაზიაში.. ან ტორტზე.. ან ორივეზე ერთად..
იმ დილით სახლში დავრჩი.. არსად გასვლის სურვილი არ მქონდა.. საოცრად შემიშუპდა სახე და ფეხები.. ძვლები მტკიოდა,მაგრამ დიტოს არაფერი ვუთხარი და დამშვიდებული გავუშვი სამსახურში..
მთელი დღე მეძინა.. საღამოს გაუსაძლისმა ტკივილმა გამაღვიძა.. ვგრძნობდი როგორ დავღვარე წ....ბი და ირყვლივ ყველაფერი დავასველე.. ტკივილმა მალევე გადამიარა,მაგრამ ასევე მალე განმეორდა.. არ ვიცი ალბათ ეს მშობიარობის დასაწყისს ნიშნავდა.. შეშინებული დავურეკე ექიმს,რომელმაც მისვლა მომთხოვა და თან გამზადებული ბარგის წაღებაც არ უნდა დამვიწყებოდა..
-ტკბილო..-ტელეფონზე კივილით დავუძახე დიტოს..
-რა მოხდა საყვარელო კარგად ხარ?-შეშინებული მკითხა მან
-დაიწყო..-იგივე ინტონაციით შევკივლე.
-რა დაიწყო?-რა თქმა უნდა ვერც ის მოვიდა აზრზე..
-მალე მოდი თორემ დანიელს სახლში გავაჩენ..-ტელეფონი გავუთიშე თუ არა საშინელი კივილი აღმომხვდა..
სამშობიაროში მივედი თუ არა სამშობიარო ბლოკში შემიყვანეს და რაღაც ნემსის შემდეგ ტკივილები გაქრა.მალევე გავიგონე ჩემი ბიჭის ხმა,რომელიც პატარა უსუსური კნუტის კნავილს მოგაგონებდათ..
ჩემი დანიელი დაიბადა.. ჩემი დანიელ სოფრომაძე,რომელმაც ყველა წარსულის ჭრილობა დანახვისთანავე მომიშუშა..
ყველა ტკივილი გაქრა..
ყველა იმედგაცრუება დამავიწყდა..
დავრჩით მხოლოდ მე და დანიელი,რომელიც ისეთი პატარა იყო,რომ ხელში აყვანაც კი შემეშინდა..
დიტოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,როცა ხელში ჩვენი პატარა აიყვანა..
მათი შემყურე დავმშვიდდი,მივხვდი რომ ჩემი ბედნიერება ვიპოვე,მე ჩემი ოჯახი ვიპოვე და მათთვის იმაზე ძვირფასი ვიყავი ვიდრე ოდესმე ვინმესთვის..
მხოლოდ ახლა ვიგრძენი,თავი ფასეულად..

პ.ს იმედია მოგეწონათ.. ახალ ისტორიას მალე შემოგთავაზებთ..



№1  offline მოდერი Mathew

არ შვცდი ამ ისტორიის წაკითხვა,რომ დავიწყე.
ძალიან სანტერესო და ჩამთრევი იყო.
შეიძლება ბევრჯერ ვიმოერებ ერთი და იმავეს მაგრამ რა ვქნა ეს ასეა.
მიყვარს შენი ისტორიები და მათი წაკითხვა დიდ სიამოვნებას მძენს)))
ველი ახალ ისტორიას და დარწმუნებული ვარ ისიც ისეთივე საინტერესო იქნება როგორიც წარმომიდგენია))

 


№2 სტუმარი Ani

Rogorc yoveltvis ar shevmcdarvar tavidanve rom vtqvi umagtesiatqo yochag bevri dapkolebis shemdeg wyvili ertad darcha ukve meramdene bednieri wyvili dagvitove samaxsovrod arachveulebrivi xar rogorc yoveltvis moutmenlad veli axal temas warmatebebiiiiii

 


№3  offline მოდერი The Dreamer

Girl with pretty smile
არ შვცდი ამ ისტორიის წაკითხვა,რომ დავიწყე.
ძალიან სანტერესო და ჩამთრევი იყო.
შეიძლება ბევრჯერ ვიმოერებ ერთი და იმავეს მაგრამ რა ვქნა ეს ასეა.
მიყვარს შენი ისტორიები და მათი წაკითხვა დიდ სიამოვნებას მძენს)))
ველი ახალ ისტორიას და დარწმუნებული ვარ ისიც ისეთივე საინტერესო იქნება როგორიც წარმომიდგენია))

დიდი მადლობა საყვარელო ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა მსგავსი კომენარების წაკითხვა.. სტიმულს მმატებს ყოველთვის kissing_heart

Ani
Rogorc yoveltvis ar shevmcdarvar tavidanve rom vtqvi umagtesiatqo yochag bevri dapkolebis shemdeg wyvili ertad darcha ukve meramdene bednieri wyvili dagvitove samaxsovrod arachveulebrivi xar rogorc yoveltvis moutmenlad veli axal temas warmatebebiiiiii

მადლობა ტკბილო აუცილებლად დავდებ მომდევნო ისტორიას.. დარწმუნებული ვარ მოგეწონება.. heart_eyes

 


№4  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კაიი იყოო ძალიან მომეწონააას ვ

 


№5  offline წევრი მართაა

სასწაული იყო <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუუუ ამდენი დღეა ახალს ისტორიას ველოდებბი გთხოვ დაგვიბრუნდი მალეე

 


№7  offline მოდერი The Dreamer

სტუმარი ანი
აუუუუუ ამდენი დღეა ახალს ისტორიას ველოდებბი გთხოვ დაგვიბრუნდი მალეე

ორშაბათსმდე დავდებ ახალ ისტორიას ცოტა ავიშვი და ვერაფრით მოვახერხე წერის გაგრძელება

 


№8 სტუმარი სტუმარი ანი

The Dreamer
სტუმარი ანი
აუუუუუ ამდენი დღეა ახალს ისტორიას ველოდებბი გთხოვ დაგვიბრუნდი მალეე

ორშაბათსმდე დავდებ ახალ ისტორიას ცოტა ავიშვი და ვერაფრით მოვახერხე წერის გაგრძელება

ვაიმეეეე მომანატრე თავი

 


№9  offline წევრი richirichi

ძალიან კარგი დასასრულია.არც ზედმეტი ემოციებით არ არის დატვირთული.ყოჩაღ.

 


№10 სტუმარი Ani

Dzalian kargad wer. Miuxedavad imisa ar mesmis aseti siyvarulis mainc momewona dasasruli, shen ki kargad gadmoscem am grdznobas

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საინტერესო წასაკითხია იყო ძალიან მომეწონა წარმატებები ???? მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent