შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება დემონი (ნაწილი მეორე, 5თავი)


15-03-2018, 21:04
ავტორი katiusha
ნანახია 2 662

საავტომბლო კლუბში ადრიანად მივიდა გელოვანი.სერგი უკვე იქ დახვდა და კაბინეტში ელოდა .მდივანმა პირდაპირ მასთან შეიყვანა,წინ შეტარა,მერე კარი გამოიკეტა და მარტო დატოვა ორი მეგობარი ერთანეთთან.გელოვანმა მაშინვე იგრძნო რომ მკვლელობას გავლენა მოეხდინა აქაურობაზე და ხალხი თითქმის არ იყო,არასოდეს არ იყო აქ ასეთი სიწყნარე.ყოველთვის ხმაურიან აგილზე ამჯერად საოცარი სიმშვიდე გამეფებულიყო.
-დალევ რამეს?-შესთავაზა სერგიმ თბილი მოკითხვების შემდეგ
-მხოლოდ ერთი ჭიქა ძლიერი ყავა,უშაქრო.
-როგორც ყოველთვის ხო.-გაცინა სერგის და მდივანს დავალება მისცა.-იქნებ როდესმე გადაეჩვიო, გამოჩნდეს ადამიანი და დაგატკბოს,გაეხუმრა მერე
-როგორც ჩანს იმ გოგომ შენ მართლა გადაგიწყო ტვინი და შენგან სერგის კლონი შექმნა. რაო მოვეკიდეთ ოჯახს და სხვანაირად ავჭიკჭიკდითო?-არ ჩამორჩა ბექაც
-რას ვიზამთ ასეა ძმაო.მოდი შენ მანამდე აქ დაჯექი და აი ჩანაწერები აქააპაროლი.კომპიუტერი ყველაფერი შენს ხელშია. სერგიმ თავის სავარძელზე მიუთითა და თვითონ წინ დაუჯდა.
ბექა კომპიუტერს მიუჯდა და ჩანაწერები გახსნა.ის დღე მოიძია რომელ დღესაც მკვლელობა მოხდა და მთელი ყურადღება ეკრანზე გადაიტანა. დაძაბული და გულისყურით ადევნებდა თვალს ყველაფერს,ყველა დეტალს. მდივანმა რომ ყავა შემოიტანა და სერგიმ წინ დაუდგა ესეც ძლივს შეამჩნია ისე გადაეშვა მთლიანად საქმეში.ყოველკთვის ასე იყო,იმიტომაც აფასებდნენ მას და იმიტომ ჰქონდა ასეთი შედეგები რომ საქმეში ყოველთვის სულს და გულს დებდა.
-მოდი აქ შენც ჩემთან ერთად უყურე და ყველაფერი მითხარი თუ რამე საინტერესო და უცნაური შეამჩნიე იცოდე. სერგი გვერდით მოისვა და თან თითქმის უკვე გაციებული ყავა მოსვა
-მოიცა მოიცა გააჩერე, დააპაუზებინა სერგიმ კადრი, -ეს ის ადგილია სადაც გვამები აღმოაჩინეს.
ეკრანზე ნათლად დაინახეს როგორ გაჩერდა შავი ფერის უნომრო ჯიპი და იქიდან ორი ნიღბიანი მამაკაცი გადმოვიდა. საბარგული გააღეს და რაღაც გადმოიტანეს.უფრო კარგად რომ დააკვირდნენ და ახლოს მოიტანეს გვამები აღმოჩნდა.
-წარმოუდგენელია არ მჯერა.
-ახლა ხომ მოხვდი რომ მე მართლი ვარ და ჩემი კლუბის წევრები არაფერს შუაში არ არიან?
ბექამ თავი დაუქნია და ყურება განაგრძეს. ნათლად ადაინახეს როგორ ჩასხდნენ მანქანში და ისევე ჩუმად დატოვეს იქაურობა როგორც გამოჩნდნენ. ბექამ გასასვლელში მდგარი კამერები ნახა და იქ უკვე კარგად დაინახა რომ ორივე ნიღბიანის სახე.
-გეცნობა?
-არა. წარმოდგენა არ მაქვს ვინ არიან.
-იქნებ ვინმე იცნობს მათ?არავინ გყავს ისეთი ვისაც აქაურობას ანდობ და ანდობდი როცა წასული იყავი?
-ეგ საიდუმლოა ვერაფერს გეტყვი.
-სერგი მომისმინე მე რაღაც ეჭვები მაქვს და ძიება რაც უფრო გაგრძელდება მით უფრო მეტად შეიძლება რომ რაღაც ისეთი დეტალები გამოიკვეთოს რაც არ გაწყობს რომ გაცხადდეს.ამიტომ უნდა მენდო და ყველაფერი მომიყვე რომ შენი დახმარება შევძლო და გამოსავალი ერთად ვიპოვოთ.
-კარგი მაგრამ დამპირდი რომ ამ ადამიანს პრობლემები არ შეექმნება.
-ესეგი რაღაცას მაინც მიმალავ და ბოლომდე არ მენდობი.
-გენდობი მაგრამ ხომ იცი ჩემი რეპუტაციის მქონე ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქნდეს გეგმა ბე.გაეცინა სერგის და ნომერი აკრიფა მობილურში
-რა თქმა უნდა ეს როგორ ვერ გავთვალე. შენ ხომ სერგი ხარ. თავი გააქნია და ეკრანს მიუბრუნდა. ახლა სხვა დღის ჩანაწრები გახსნა სანამ ბიჭი ლაპარაკობდა ყურება განაგრძო.უცებ ეკრანზე გაუშეშდა თვალები და გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა.ბართან არც მეტი არც ნაკლები ელენე იჯდა ბედნიერი სახით,რამდენიმე ბიჭი შეკრებილიყო მის ირგვლივ და საუბრობდნენ, თან გულიანად იცინოდნენ.მის გვერდით მდგარი ბიჭიც კი ეცნო,არ ცდებოდა ნამდვილად ის ხელოსანი იყო მაშინ რომ შეხვდა სახელოსნოში.სწრაფად გამორთო კამერა და სერგის მიჩერდა.
-მოდის მალე აქ იქნება. რამდენიმე წუთი დაველოდოთ.
მეორე შოკი მიიღო გელოვანმა როცა კაბინეტის კარი სწორედ მან შემოაღო ვინც წეღან ჩანაწერში ელენეს გვერდით ნახა.
-გამარჯობათ ბატონო მიხეილ.თქვენს აქ ყოფნას ნამდვილად არ ველოდი, წამოდგა და ირონიით გაუწოდა ხელი მისალმების ნიშნად.
-ეს რას ნიშნავს სერგი?როდის აქეთ ვთანამშროლობთ ძაღლებთან?-ბექას ზურგი აქცია და სერგისკენ შებრუნდა
-დაწყნარდი და მალე ყველაფერს მოგიყვები.გახსოვს ერთხელ მკითხე გელოვანს იცნობ თუ არაო?მაშინ არ გაგეცი პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ ახლა გიპასუხებ. ვიცნობ თან ძალიან კარგად.ჩვენ ძველი მეგობრები ვართ.ახლა კი ისეთი რაღაც მოხდა რაშიც აუცილებლად უნდა დაგვეხმარო.შენს გარეშე არაფერი არ გამოვა.
-შენ შეგიძლია ითანამშრომლო მათთან.მე კი ამას არ გავაკეთებ.გაბრაზებულმა შეხედა მიშომ ორივეს.ეს ბოლო წვეთი იყო. ბექას მოთმინება დაელია და კბილებში გამოსცრა
-ახლა კარგად მომისმინეთ ორივემ.ძალიან ჩაიხლართა ყვლაფერი და პირდაირ გეტყვით ყელამდე მზღ...ში ხართ.ისე დაიძაბა სიიტუაცია რომ შეიძლება შარში გაეხვიოთ სხვისი დანაშაულის გამო და თუ სიმართლეს არ მომიყვებით ამ საქმიდან მშრალად ვერ გამოხვალთ.ასე რომ სანამ ჯერ კიდევ მაქვს თქვენი მოსმენის და დახმარების სურვილი მაგიდასთან დასხედით და ყველაფერი თავიდან ბოლომდე მომიყევით.
მუქარამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე წუთში სამივე მაგიდას უსხდა და საუბრის დასაწყებად ემზადებოდნენ.
-სანამ კითხებს დავსვავ მინდა გთხოვოთ რომ ვლაპარაკობთ გულწრფელად და არაფერს მიმალავთ მე კი ყველანაირად გეხმარებით რომ ამ საქმიდან მშრალად გამოხვიდეთ
-იყოს ისე როგორც შენ იტყვი.თავი დაუქნია სერგიმ
-კარგი.აბა მეტყვი თუ არა რას მიმალავ?
-არაფერს. ერთხმად უპასუხეს
-სერგი._თვალები დააბრიალა ბექამ-დარწმუნებული ხარ? თან კომპიტერში რაღაცას ეძებდა ბექა. ეტყობოდა რომ იპოვა და კმაყოფილმა გადახედა ორივეს
-რა გინდა ჩვენგან?-ჰკითხა მიშომ
-სიმართლე...სიმართლე აი ამის შესახებ.უპასუხა, ეკრანი ორივეს მიუტრიალა.და ელენეს დაადო ხელი.ორივეს შუბლზე აუვიდათ თვალები.
-თქვენდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი ჯერ.ამ გოგოს ვიცნობ და ეჭვმიტანილი იყო უჩინარების საქმეში,. ასე რომ ახლა ვფიქრობ რომ თქვენც ხართ დაკავშირებული მასთან და ეს ორი საქმე ერთმანეთთანაა თავის მხრივ კავშირში.ვცდები თუ სიმართლეს ვამბობ?
სერგიმ და მიშომ ერთმანეთს გადახედეს. ამას ნამდვილად არ ელოდნენ რადგან ელენეს საგულდაგულოდ მალავდნენ და როცა ის კლუბში მოდიოდა კამერებს თიშავდნენ რომ ის არ აღბეჭდილიყო მასზე,როგორც ჩანს ბოლომდე ვერ გათვალეს და რაღაც მაინც გაეპარათ..
-კარგი.ყველაფერს მოვყვები.მაგრამ იცოდე რომ ნარკოტიკებთან კავშირი არ გვაქვს და არც არასოდეს გვქონია. სერგიმ სეიფიდან დისკი ამოიღო და ბექას მიაწოდა.
-და კიდევ ყველაფერი ჩვენს სამ შორის უნდა დარჩეს ჯერჯერობით სიმართლეს რომ მოისმენ შენც ამის მომხრე იქნები.
-არც მე არ მინდა რომ ხმა გავიდეს,საიდუმლოდ ვიმოქმედოთ
-მეჩვენება თუ ჩვენს მხარეს ხარ?-ირონიით ჰკითხა მიშომ
-გიხაროდეთ,ნამდვილად ასეა.მე სიმართლის მხარეს ვარ და გული მიგრძნობს რომ თქვენ მხარესაა ეს სიმართლე. კიდევ ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე უბრალოდ აკრძალული რბოლა.
-მოკლედ ყველაფერი დაახლოებით ერთი წლი უკან დაიწყო.ან უფრო ადრე.გააჩნია შენ საიდან გაინტერესებს..
-ამ გოგოდან...
-შენ მაგ გოგოს ცუდად უტრიალებ და იცოდე არ მოგცემ უფლებას ჩვენს დედოფალს ზიანი მიაყენო.უთხრა მიშომ.-
-რა იყო ხომ არ გიყვარს?-ირონია არ მოიშალა ბექამ და თავი გამოიჭირა რომ ეჭვიანოდა მასზე,მიშოს მეტი არ უნდოდა მაშინვე წამოიფოფრა და საყელოში სწვდა ბექას. ეს მისთვისაც მოულოდნელი იყო და თავის დაცვა ძლივს მოახერხა
-იცოდე გაფრთხილებ მასზე რომ ილაპარაკებ სიტყვები შეარჩიე სანამ რამეს იტყვი. ელენე ჩემი დაა, დაა რომელიც არასოდეს მყოლია და რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი. მასზე წმინდა და სუფთა გულის ადამიანი მეორე არ არსებობს და არ მივცემ არავის უფლებას ისევ ჩითრიონ სიბინძურეში და ისევ ზიანი მიაყენონ მას
-მიშო გაჩერდი, შეწყვიტე. არაფერი თქვა,-უღრიალა სერგიმ და ხელები გააშვებინა ბიჭს რომელსაც თვალები ისე უელავდა რომ ალბათ ბექას შუაზე გაგლეჯდა. გელოვანი ამის მოსმენამ დაამშვიდა და პერანგის საყელო შეისწორა.
-განვაგრძოთ თქვა მოჩვენებითი სიმშვიდით და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ყველაფერი ელენეს გამო დაიწყო...ამ დისკს უყურე და დასკვნები თავად გამოიტანე.. მერე მეც ნელ-ნელა ყველაფერს მოგიყვები. უთხრა სერგიმ და მანაც ეკრანს მიაპყრო ყურადღება სადაც ელენეს რბოლა იყო გადაღებული....
-ნამდვილი დემონია. აბა აქ,ასეთ რთულ ტრასაზე გზას ვერავინ გაიკვლევს,ჩვენც კიი. ასე როგორ რისკავს სიცოხლეს. ჩაილაპარაკა ბექამ და ყოველი მოსახვევის გავლისას გული უფრო მეტად უცემდა ვაიდა ვერ გაიაროო.თუმცა ელენემ გველიცით დაკლაკლინი გზა,რომელიც ხრამებს მიუყვებოდა ერთი ამოსუნთქვით გაიარა,თან ისეთისისწრაფით რომ არც ერთ რთულ მოსახვევს არ მორიდებია... გზის დასასრულს სვებით ამოისუნთქა და სერგის მიუბრუნდა განაგრძე თხრობაოდიდი ხვეწნის მიუხედავად ელენე ვერაფრით დაითანხმეს მათთან ერთად წასვლაზე ამიტომ რუსა და ირაკლი მარტოები გაემგზავრნენ გუდაურში. შუადღეს უკვე ჩასულები და დაბინავებულები იყვნენ სასტუმროში. ცალ-ცალკე ნომრები აიღო ბიჭმა რომ ეგონა გოგოები ერთად იქნებიანო.მაგრამ ახლა ამხელა ოთახში მარტო რუსას უწევდა გაჩერება. ბარგი არ ამოულაგებიათ. გამოიცვალეს და სასტუმროს რესტორნშივე ჩავიდნენ საჭმელად. ის იყო ოფიციანტმა შეკვეთა მოიტანა და ჭამა უნდა დაეწყოთ რომ ბიჭის მობილური აწკრიალდა
-ახლა რომ სამსახურში გამოგიძახონ გავგიჟდები. დაიწუწუნა რუსამ
-ბექა რეკავს. ნეტავ რა უნდა თქვა და უპასუხა.
-როგორ ხართ?როგორ ისვენებთ?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად.საქმეებს მოვაგვარებ და მეც ჩამოვალ,მანამდე კი მომიკითხე გოგოები.
-რუუს მოგიკითხა ბექამ,ჩამოვალო, ამცნო შეყვარებულს ირაკლიმ
-ჩემგანაც მოიკითხე.უთხრა რუსამ და უკვე გემრიელად ილუკმებოდა.
-რუსამაც მოკითხა შემოგითვალა.მალე ჩამოდი. იქნებ ჩემი მეგობარიც ჩამოვიტყუო და ერთად კარგი დრო გავატაროთო.
-ეგ არ მითქვამს შეუბღვირა რუსამ
-მოიცა ელენე თქვენთან ერთად არაა?-გაკვირდა ბექას და მანქანა გზიდან გადაიყვანა. გვერდით -არა არ წამოვიდა.მოულოდნელად გადაიფიქრა
-ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა. საჭეს დაარტყა გამეტებით ხელი ბექამ და ანერვიულება დაეტყო.-მეგონა წამოვიდა თქვენთან. აქამდე რატომ არ მითხარი
-აქამდე ვერაფრით დაგიკავშირდი,რა ხდება მშვიდობაა?
-არაფერი შეიმჩნიო რუსასთან,მოკლედ გეტყვი.
ახლა ირაკლიც შეშინდა მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია და რუსას უღიმოდა.მეორე მხრიდან კი ბექას საყვედურებს ისმენდა და ამავე დროს საქმის მასალებს ეცნობოდა.
-რადაც არ უნდა დაგიჯდეს რუსა უნდა დარწმუნო რომ ელენე მანდ ჩამოიყვანოს.გაიგე?
უთხრა ბოლოს როცა მოყოლა დაასრულა/
-კარგი ბექა გასაგებია ყველაფერი. აბა გელოდებით.
დაემშვიდობა და მობილური ჯიბეში ჩაიდო.
-დაურეკე ელენეს და დაითანხმე აქ ჩამოსვლაზე როგორმე, ბექაც აქ იქნება საღამოს და ერთად კარგი დასვენება მოვიწყოთ.
-ვაუ მაგარია,ტაში შემოჰკრა რუსამ და მობილური მოიმარჯვა....
ელენემ რომ გააცილა მეგობარი და მისი საქმრო ისევ დაძინება გადაწყვიტა,ტელეფონს ხმა გაუთიშა და საწოლში დაბრუნდა. მალევე ჩაეძინა გელოვანზე ფიქრებში. რომ გაეღვიძა უკვე საღამო იყო. კუჭმა შეახსენა თავი, სამზარეულოში გავიდა და გაზქურა აანთო, რუსას დატოვებული საჭმელი მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. სანამ გაცხელდა აივანზე გავიდა,სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და თან მობილურს დახედა. რუსასგან რამდენიმე გამოტოვებული ზარი იყო. ერთიც სერგისგან. პირველს სერგის გადაურეკა. გაბმული ზუმერის შემდეგ ბიჭის ხმაც გაისმა.
-როგორ ხარ სერგი?სად დაიკაგე ბიჭოო?
-ელე მომისმინე დედოფალო, საქმე გართულდა,ომარი ქალაქშია.შენ გეძებს. ცოტა ხნით აქედან უნდა წახვიდე.სანამ ყველაფერი მოგვარდება
-ისევ საფრთხე?ისევ ომარი?ისევ დამალვა და გაქცევა?-მოიღუშა გოგო
-ელე გთხოოვ კარგი?ამ ერთხელაც წადი და ამ ერთხელაც მენდე,ყველაფერი კარგად იქნება.ამასაც გადავიტანთ,ოღონდ უნდა ვიცოდე რომ შენ საფრთხე არ გემუქრება.
-კარგი ჩემი მეგობარი გუდაურში წავიდა და მასთან წავალ
-ოღონდ ისე უნდა წავიდე რომ კარგად შეამოწმო არავინ გამოგყვეს.
-თავი ის დამნაშავე მგონია, რომელიც პოლიციას გაურბის.
-დამნაშავე არ ხარ.წახვალ ხო?
-წავალ წავალ.ახლავე წავალ,შენ მშვიდად იყავი. ელენე სერგის დაემშვიდობა და სახლში შებრუნდა.არაც საჭმელი გახსენებია და აღარც შიმშილი,გაზი გადაკეტა. ჩემოდანში ჩალაგებულოი ნივთები კიდვ კარგი რომ არ ამოაწყო,დიდი დრო არ დაუკარგავს. თვითონაც ჩაიცვა,უკანასკნელად მოავლო სახლს თვალი და გავიდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს აქ დიდ ხანს აღარ მოუწევდა დაბრუნება და თითქოს სამუდამოდ ტოვებდა ამ ადგილს. რუსასთვის აღარ დაურეკავს, მანქანის საბარგულში ჩადო ჩემოდანი და გეზი გუდაურისკენ აიღო.
სერგი მის სახლთან იდგა და კარგად ხედავდა აივანზე მდგარ ელენეს რომელიც მასთან საუბარში იყო გართული. იქამდე იყო იქ სანამ გოგო მანქანაში არ ჩაჯდა და არ წავიდა.ქალაქის გასასვლელამდე გაჰყვა ჩუმად,ეს მისი და ბექას გეგმა იყო რომ გოგო ისე დაეცვათ და ეთვალთვალათ რომ მას არ შეემჩნია და არ შეშინებოდა,თან ელენს ხასიათი რომ იცოდნენ უარს იტყოდა ის და უფრო გაართულებდა ეს საქმეს.რომ მიხვდა არავინ უთვალთვალებდა უკან მობრუნდა და მიშოს დაურეკა.
-მოემზადე,ომართან მივდივართ. სულ დაავიწყდა გელოვანის გაფრთხილება ელენე სადაც გაუშვა. მობილური გამორთო და შეხვედრის აადგილისკენ წავიდა.როგორმე ისევ უნდა დაებრუნებინა ომარის ნდობა და ისევ მის მეგობრად უნდა ჩაეთვალა ის, რომ მერე ციხე შიგნიდან გაეტეხა.ისე ვერაფერს დააკლებდნენ მას,ისეთი მფარველები ჰყავდა.
რუსა ისე ნერვიულობდა ელენე რომ მის ზარს არ პასუხობდა კინაღამ ცოცხლად შეჭამა ირაკლი, თავის მხრივ ის აქეთ მას ამშვიდებდა,იქით ბექას, რომელიც გაგიჟებული დაეძებდა ელენეს.არც სერგი პასუხობდა მის ზარს. სახლში მიაკითხა.ჯერ ზარი დარეკა, მერე კარზე ბრახუნი ატეხა,მაგრამ სახიდან არავინ გამოდიოდა, არც სინათლე ენთო და საერთოდ მდუმარედ იდგა სახლი და არაფერს არ ამბობდა,თითქოს ელენეს გაუჩინარების ამბავს საიდუმლოდ ინახავსო და პირი -გელოვანო რადაც არ უნდა დაგიჯდეს უნდა იპოვო ელენე თოემ ვერ გადამირჩები მას რომ რამე მოუვიდეს,ჩასძახა ყურმილში რუსამ.-შენს გამო არ წამოვიდა აქ,რომ გაიგო არ მოდიოდი.წამოსცდა რუსას ისე იყო განერვიულებული რომ სიტყვებს და ნათქვამს ვერ აკონტროლებდა,მერე ირაკლიმ წაართვა ყურმილი და მან განაგრძო ბექასთან საუბარი.
-ისევ არაფერია?
-არა არაფერი სახლში ვიყავი ახლა და არავინაა იქ, ახლა მოვდივარ იქიდან.საპატრულო ეკიპაჟებს მანქანის ადგილსამყოფელის დადგენა ვთხოვე,მონაცემები უკვე გადავეცი.
-კარგი თუ რამე ახალი იყო დაგვირეკე აუცლებლად. დაემშვიდობა ირაკლი.
ბექა მანქანაში ჩაჯდა და უმისამართოდ გააქროლა. უაზროდ დაბორიალობდა ქუჩებში და სასოწარკვეთილი დაეძებდა.მილიონიდან ერთი შანსი იყო რომ სადმე გადაყროდა მას.მაგრამ ესეც უნდა ეცადა,უმოქმედოდ ერთ ადგილზე ვერ იჯდებოდა.იმის გაფიქრებამ რომ ელენეს შეიძლება რამე მოსვლოდა ისედაც მოშხამული ხასიათი უარესად გაუფუჭა და ვერც კი მიხვდა ისე მოხვდა ისევ მის სახლთან.ისევ მდუმარედ იდგნენ ფანჯრები და ისევ საიდუმლოდ ინახადნენ გოგოს შესახებ ინფორმაციას...რამდენ ხანს იყო აქ არ ახსოვს.მხოლოდ ისევ ირაკლის ზარმა გამოაფხიზლა.
-ისევ არაფრია?
-არა,თქვენტან?
-არც ჩვენთან.რუსაც გაგიჟებულია,ვერ ვამშვიდებ,სულ ტირის.
-ამის დედაც..შეიგინა გელოვანმა და იფეთქა.-რატომ არ წაიყვანე წაგეყვანა,და ასე ხომ არ მოხდებოდა.
-როგორ წამყვანა ?ორი წლის ბავშვი იყო ხელში ამეყვანა და წამეყვანა?ახლა მას გამოელია მოთმინება
-გავგიჟდები,ნამდვილად გავგიჟდები.იღრიალა ბექამ ბოლო ხმაზე..
-დამშვიდდი რა გაყვირებს.ასე რას უშველიი?
-ირაკლიი,შეირხა ფანჯარასთან მდგარი რუსა და ანიშნა აქ მოდიო.- ნახე,ელენეა ხო ნამდვილად ის არის?შეჰყვირა სიხარულისგან
-ამის დედაც.აქ არის ბიჭო,ეს გადარეული გოგო აქაა.-იყვირა გახარებულმა და ბექამ იგრძნო როგორ მოუდუნდა ერთიანად დაძაბული სხეული და შვებით ამოისუნთქა.
-ერთი ნომერი ჩემთვისაც აიღე.სასწრაფოდ თქვენთან მოვდივარ.ჩასძახა ყურმილში და ტელეფონი სავარძელზე მიაგდო.მანქანა დაქოქა და სწრაფად დაძრა ადგლიდან.რა გააჩერებდა ახლა თბილისში?ნაჩქარევად მოჰკიდა საჭირო ნივთებს ხელი და მანაც გუდაურისკენ აიღო გეზი...
+++++++++++++++
-დედას ვფიცავარ მოვკლავ ამ გოგოს ნამდვილად მოვკლავ.იყვირა რუსამ და სიხარულისგან კიბებებზე დაეშვა. ფოიეშივე შეხვდა ელენეს,ჯერ მოეხვია მერე კი დაცოფა და ჩხუბი დაუწყო ასე როგორ მანერვიულო,თუ მოდიოდი რატომ არ მითხარიო.
-სიუპრიზის გაკეთება მინდოდა.-ღიმილით უპასუხა ქალბატონმა
-გაგასიუპრიზებ შენ.კინაღამ ჩამიშალე დასვენება.
-ასე აღარ მოიქცე,თორემ ამან ცოცხლად შემჭამა.
-ძალიან ხომ არ გაგაბრაზა ირაკლი?
-არა,მაგრამ მეც ვინერვიულე,ასე აღარ მოიქცე .
-კარგი რაა შეენც?არ გინდათ ახლა საყვედურები, წავიდეთ ახლა და დანაშაულის გამოსასყიდათ სადმე გემრიელად დავლიოთ. შუაში ჩაუდგა წყვილს და გასასვლელისკენ გაუძღვა
-ეს უკვე მომწონს.
-ხოდა მაშინ კლუბში წავიდეთ.
-ოო არაა.ისევ თუ შენ უნდა მოგიარო მთელი დღე ასეთი გართობა არ მინდა მოიღუშა რუსა.-მოგკალვ იცოდე და წვეთს არ დაგალევინებ.დაუბრიალა თვალები
-გპირდები სულ ცოტა და შენც დალიე. თითები შეატყუპა ერთმანეთს, მერე ოდნავ დააშორა და ანიშნა ამდენიო,რაზეც სამივეს სიცილი აუტყდა და სასტუმროდან გავიდნენ,

გელოვანი რომ გუდაურში ჩავიდა უკვე გვიანი იყო, თითქმის ღამის თერთმეტი საათი.სასტუმროს ნომერში დატოვა ნივთები,ირაკლის უკვე ყველაფრის მოგვარება და მოწერა მოესწრო მისთვის სად იყვნენ და სად უნდა დაბინავებულიყო.იმ დროს შეუერთდა მათ როცა სამივე საკმაოდ ნასვამი იყო და ელენე მორიგ სადღეგრძელოს ამბობდა. შესასვლელიდან ზურგით იჯდა და არ დაუნახავს როგორ შევიდა ბარში ბექა.
-ირაკლი მოდი იცი ახლა რას გაუმარჯოს?ჩვენს აუხდენელ და ახდენილ ოცნებებს.იმ ოცნებას რომელიც ვიცით რომ არასოდეს ახდება,მაგრამ ოცნება რის ოცნება იქნებოდა რომ არ არსებობდეს და ჩვენ არ ვოცნებობდეთ,ან არ ვიბძოდეთ მათ ასასრულებლად.
ელენე ისეთი ნასვამი იყო თავი ძლივს ეჭირა და ხმაურში ნახევრად არ ესმოდა ირაკლი რას ანიშნებდა,მაგრამ ის ნათლად გაიგო როგორ ჩაესმა ყურში ნანატრი ხმა და ჟრუანტლმა დაუარა მთლიანად სხეულში.
-ხოდა მეც აქ ვარ შენი ოცნებების ასასრულებლად.ადგილზევე გაშეშდა.იცნო გელოვანის ხმა.ათას ხმაში რომ გამოარჩევდა და მისმა სურნელმა ცხვირის ნესტოებში შეუღიტინა.მერე მის გვერდით იგრძნო როგორ მიუჯდა და საოცრად უღიმოდა,.ან ნასვამი რომ იყო მაგიტომ ეჩვენებოდა ასე.
-ნუთუ იმდენი დავლიე რომ მოჩვენებები დამეწყო. შეხედა ირაკლის და ხელი გაიშვირა მისი სახისკენ რომ გაერკვია მართალი იყო თუ არა.ისინიც ისეთი ნასვამები იყვნენ ბექას დანახვაზე უაზრო სიცილი აუტყდთ და ელენეს შეჰყურებდნენ,
-გეყოფა უკვე ბევრი გაქვს დალეული.-ჭიქა გამოსტაცა ბექამ ელენეს და თვითონ მოიყუდა.
-მოიცა ასე არა,სადღეგრძელო.
-მე გამიმარჯოს... შენს ოცნებას,. დააყოლა სიცილით და ბოლომდე დალია. ელენეს სახეზე სიწითლემ დ ათასმა ფერმა ერთად გადაურბინა და ვეღარაფერი თქვა.ისევ რუსამ უშველა
-კარგია რომ ჩემოხვედი,კარგ დროს გავატარებთ ერთად.
-მეც მიხარია და იმედი მაქვს რომ მე და შენი მეგობარი ზავს დავდებთ დროებით რომ დასამახსოვრებელი დასვენება გამოგვივიდეს.ხომ ააღარ ვიჩხუბებთ ქალბატონო ელენე?
-ვიფიქრებ ამაზე ბატონო გამომძიებელო.არ ჩამორჩა ელენე და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა
-ძალიან დიდხანს ნუ იფიქრებ თორემ გვერდით მაგიდიდან ერთი გოგო ისე მიყურებს ერთი სული აქვს მასთან გადავინაცვლო.
-აბა ვინ გოგო?მის მზერას გააყოლა თვალი და გოგო რომ შეაფასა მაშინვე მისკენ მობრუნდა.
-ეგ რომ შენი გემოვნების გოგო არ არის?
-შენ რა იცი ჩემი გემოვნების გოგო როგორია?
-დავიჯერო პლასტიკური ქირურგების მიერ აწყობილი ბარბის თოჯინები მოგწონს?მე როგორც ვიცი ბუნებრივად ლამაზები გირჩევნია..
-ხოდა ის ბუნებრივად ლამაზი გოგო უარს ამბობ და რა ვქნა?
-ოჰ გელოვანო,დიდი აფერისტი ვინმე ხარ შენ...ვინც არ გიცნობს..
-არაა საჭირო ყველა მიცნობდეს.ვინც საჭიროა ის მიცნობს..მოუჭრა მოკლედ და მერე წინ გაუხედა,რომ ვერავინ დაინახა მოცეკვავე წყვილებს გახედა
-ჩვენი შეყვარებულები საცეკვაოდ გაგვეპარნენ და მანამდე ჩვენ რომ ერთი ჭიქა დავლიოთ?
-კარგი მიდი გისმენ.ჭიქები შეავსო ბექამ
-მე მისმენ
-ხო შენ.
-არა შენ დაგითმობ.
-კარგი მაშIნ მოდი ჩევნ გაგვიმარჯოს.ჩვენს შორის გაჩენილ უცნაურ გრძნობას გაუმარჯოს.
-მიზიდულობის ძალაა ეგ.გაეცინა ელენეს და ჭიქა ისევ ბოლომდე გამოცალა.
-ასე თუ გააგრძელე ცუდად გახდები..ამიტომ წამო ჩვენც ვიცეკვოთ.თითქმის ძალით წამოაყენა ბექამ ელენე და მოცეკვავე წყვილებს შეუერთდნენ.დარბაზში სასიამოვნო მელოდია ჟღერდა.ბიჭმა წელზე მოხვია ხელი და სხეულზე მაგრად აიკრა ელენე.გოგომ ჯერ კანკალი დაიწყო მის შეხებაზე.მერე კი ნელ-ნელა დამშვიდდა და ბოლომდე მიენდო მას.კისერზე მოხვია ხელები.თავი მკერდზე მიადო და თვალები დახუჭა.ისეთი სასიამოვნო შეგრზნება დაეუფლა რომ მთელ სხეულში მოედო და მერე სიამოვნების მორევში საბოლოოდ გადაეშვა...ჩაეძინა გელოვანის მკლავებში.ბექას გაეცინა.მერე ხელში აიყვანა და რუსას ანიშნა წავედითო.
-დღეს შენ მიხედე, მხიარულად უპასუხა მან, ნომრის გასაღები მიაწოდა და თვითონ ცეკვა განაგრძო..,
ნელა დაიძრა სასტუმროსკენ.იქვვე იყო და ფეხით წავიდა,ქარივით მსუბუქი იყო ელე,ისე საყვარლად ეძინა,ისეთი საოცარი სახე ჰქონდა და ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა რომ ბექას უფრო და უფო ატყვევებდა და თავბრუს ახვევდა,ბიჭმა საბოლოოდ გადაწყვიტა რომ სულ ასე ატარებდა და პირველად იგრძნო ის რომ ელენე მისი ცხოვრების დედოფალი იყო და ის საჩუქარი რომელიც უფალმა მისთვის გამოიმეტა...



№1  offline წევრი katiusha

Imedia cota gamivaswore is rom didxans agar elodebit axal tavs :-)

 


№2 სტუმარი nia nia

dzaan magari gogo xar. ra tqma unda gamoaswore. ukve 6 velodebi sul moutmenlad. rodis iqneba am kotxvas tu cudad ar gamogeb jer 5 ar dagidvia da 6 vitxov???? magram xom xvdebi iset dzaan magar rames wer tan shenit ver vitmen.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საუკეთესოაააააა და ძალიან ძალიან გამიხარდა რომ არ დააგვიანეეე <3

 


№4 სტუმარი ))))

Male dsde ras shemdegiiic. Rogorc yoveltvis sauketeso. Male dadetwo imito vgog guli cherdebs ro ver vkitxuloobbb velodebii movlenebis gsnvitarebas da vimedovnebb male ar dantaveeb :* dzan kargi xar

 


№5  offline წევრი katiusha

Mgoni kargi gamovida xom? Momdevno tavshi ufro da ufro daidzabeba situacia da movlenebi.vici moutmenlad elit da vecdebi ar davagviano<3

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო როგორ მინდა ხოლმე არ დასრულდეს და დიდხანს ვიკითხო pensive ძალიან კარგი იყო და გამიხარდა ბექა ბიჭების მხარეს რომ არის.
--------------------
ლანა

 


№7 სტუმარი nia nia

vaimee ukve meramdened gadavikitxe 6 tavis molodinshi ise vtkbebi am istoriit minda rom sul vikitxo. male dadet raa momdevno dzan magari istoriaaa yochag

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent