შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (14 თავი)


16-03-2018, 00:04
ავტორი Stranger things
ნანახია 1 789

**********
მერი
**********
-ერთი წუთით! შენ?!-ალექსანდრემ ქართულად მკითხა.
-გაიმეორე...-გამეღიმა.
-რა?
-ღმერთო რა კარგია,ქართულად ლაპარაკი!სად ისწავლე?
-დემეტრემ მასწავლა.
-მოდი დიდ ხანს ვილაპარაკოთ კარგი?-ისე მომწონდა მშობლიურ ენაზე ლაპარაკი,რომ ყოველ წამს სულელივით ვიცინოდი.
-ვერასდროს ვიფიქრებდი.
-რას?
-იმას,რომ ქართველი ხარ.
-ვითომ რატომ?-„გავუბრაზდი".
-აბა რა ვიცი...აზრადაც არ მომსვლია.ყველაფერს ვიფიქრებდი და ამას არა.
-არც მე.ისე ქართულად სწორად საუბრობ.
-მადლობა.ყოველ ზაფხულს საქართველოში ვატარებდი და სხვანაირად როგორ გინდა?
-მომიყევი...-აჟიტირებული ვიყავი.
-არა.
-რა?რატომ?!
-სულ მე ვლაპარაკობ და იმიტომ.
-აბა რა ვქნა დავიწყო და აღარ გავჩუმდე?-ამის წარმოდგენაზე გამეცინა.
-არა.მეთამაშე.-თვალები გაუნათდა.
-რა ვქნა?
-მეთამაშე.
-რა გეთამაშო?
-რა კითხვასაც დამისვამ ყველაფერზე შენც გასცემ პასუხს.
-ოოო...ახლა, რომ ყველაფერი არ გაგეფუჭებინა არ გამოვიდიდა?!- ვთქვი და ადგომა დავაპირე.
-კარგი,მაშინ სამ კითხვაზე მიპასუხე.-მითხრა და დამიჭირა.
-მიდი.-ამოვიოხრე.
-რა გქვია სინამდვილეში?
-მარამ მარშალი.
-ეგ ქართული გვარია?
-ძე-დაუმატე.
-რატომ წამოხვედი ლონდონში?
-....იქ დარჩენა აღარ შემეძლო.
-რატომ?
-ეგ მეოთხე კითხვაა.-გავაპროტესტე.
-მეორეა.
-1.რა მქვია,2.რატომ წამოხვედი...
-მესამე?
-3.„ეგ ქართული გვარია"?-გავუმეორე მისი კითხვა და გამეცინა.
-მერი!...სიტყვებით თამაშობ?
-ახლა ჩემი ჯერია.
-ოოო...კარგი.
-მომიყევი შენზე და დემეტრეზე,საქართველოზე...რამდნი ხანია არ ყოფილხარ?
-მე და დემეტრე,როგორც გითხარი ბავშობის მეგობრები ვართ, თბილისში ცხოვრობს,დიდი ხანია არ ვყოფილვარ.ერთი ან ორი წელი.
-მე ოთხი...-ამოვიოხრე.
-მერე რატომ არ მიდიხარ?-მკითხა სევდიანი ხმით.
-არ მინდა...-გავხალისდი.-მიდი გააგრძელე...
-რა?
-დემეტრეზე მომიყევი.
-კარგი...მოკლედ,წლებია ერთი გოგო უყვარს და ძლივს დაითანხმა ცოლობაზე,ახლა ქორწინდებიან და ბედნიერები არიან.
-ძლივს რატომ დაითანხმა?-დამაინტერესა.
-გოგო მასზე რვა წლით პატარაა,პირველად რომ დაინახა თხუთმეტი წლის იყო და ძალიან შეუყვარდა,ყვავილებს უგზავნიდა,ტკბილეულს,გოგო ძალინ მორცხვია და არასდროს ხვდებოდა,თან დიდი ძმა ყავდა და ის მუდამ მას დასტრიალებდა. დემეტრეს არ აკარებდა...ბოლოს რომ ჩავედი,გამომიცხადა შეხვედრაზე დამთანხმდაო,რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე ერთად იყვნენ,ახლა კი დმადგნენ და მეუბნებიან ვქორწინდებითო...შემდეგ კი ის...
-ავარია....არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.-გავუღიმე.
-ახლა უნდა წავიდე.-მიხრა და წამოდგა.
-თუ გინდა დარჩი.სტუმრების ოთახი თავისუფალია.
-არა,წავალ მადლობა,რომ გამახალისე.
-გეხვეწები რაა,ინგლისურად აღარ ამოიღო ხმა.-ვთხოვე მე.
-კარგი....-გაეღიმა წამოდაგა და კარებისაკენ წავიდა.-ძილინებისა მარიამ.
-დიდ ხანია ჩემი სახელი აღარ გამიგია,კსრგად წარმოთვამ.
მოვეხვიე და გავაცილე,მე აივანზე გავედი და მოაირზე დავჯექი,დავინახე როგორ ჩაჯდა მანქნაში და წავიდა. დიდ ხანი ვიჯექი გაუნძრევლად და ვფიქრობდი...„რა გჭირს მარისმ?!რა თინეიჯერივით იქცევი!ჯანდაბა!მასთან რომ ვარ ყველაფერი მავიწყდება!...არა!შეეშვი!" სახლში შევედი და მალე დამეძინა.
დილით ტელეფონის ზრმა გამაღვიძა.
-მმმ.....-თავი არ წამომიწევია ისე ვუპასუხე.
-მარიამ.-ალექსანდრეს ხმა გავიგე და უნებურად გამეღიმა.
-რამ შეგაწუხათ ასე დილაადრინ ბატონო ალექს?
-დარბიხარ?
-რა?
-წამოდი ერთად ვირბინოთ.-შემომთავაზა მან.
-არაა...
-წამო რა...
-არა,უკეთესი აზრი მაქ,ჩემი სახლისკენ გამოიქეცი,სირბილშიც ჩაგეთვლება და თან წვენს დაგალევინებ.
-მეპატიჟები?-გაეცინა.
-ესე გამოდის.
-კარგი,უკვე აქ ვარ.
-რაა?!-სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან.
-შემომიშვებ?
-არა...უფროსწორად კი,უბრალოდ ჩავიცვამ და...
-კაი მიდი გელეოდები.
ტანსაცმელი ჩავიცვი და კარები გავაღე.
-გამარჯობა.-მომესალმა და გამიღიმა.-დაპირებულ წვენს ვითხოვ.
სამზარეულოსაკენ წავედი და წვენი დავასხი.თვალი შევავლე,ისეთი საოცარი იყო ამ ნაცრისფერ ზედაში...
-საოცარი ხარ...-წამომცდა.
-რა?-გამომხედა,აშკარად ვერ გაიგო.
-ფუ,შენი....-გვერძე გავიხედე.-არაფერი,კიდე დაგისხა-თქო?
-არა,მადლობა,სამსახურში წავიდეთ.
-კაი,მიდი ჩაიცვი.
-ტანსაცმელი მანქანაში მაქვს.-ქვევით ჩავიდა,ტანსაცმელი ამოიტანა და ჩაიცვა.
-წავედით?-ერთად ჩავედით, მან როგორც ყოველთვის კარი გამიღო,მაგრამ მე ახლაც უკან მოვთავსდი.
-კიდე არ ვიმსახურებ?-გაეცინა და მანქნა დაძრა.
-ხომ იცი რატომაც.-ვუთხარი და მიზეზის გახსენებაზე გამეღიმა.
-არა.
-დაფიქრდი და რომ გაიხსენებ,მერე ვილაპარაკოთ.-ვუთხარი და ტელეფონს დავხედე.მიკასგან იყო სამი გამოტოვებული ზარი,სწრაფად გადავურეკე.
-მერი?!-ჩამყვირა ტელეფონში.
-მიკა,ყველაფერი კარგადაა?
-არა.
-რა მოხდა?-უკვე ნერვიულობას ვიწყებდი.
-საშინელება,სწრაფად მოდი კომპანიაში.-მითხრა და ტელეფონი გათიშა.
-ალექს?!-შევძახე ანერვიულებულმა.
-რა მოხდა?-თვითონაც აღელადა.
-სწრაფად იარე თუ შეიძლება.
-კარგი.-მითხრა და სიჩქარეს მოუმატა.



№1  offline წევრი Stranger things

ლათინო
პირველი ვარ!წავალ წავიკითხავ

ცოტა პატარაა,მაგრამ შემდეგში გამოვასწორებ kissing_heart

 


№2 სტუმარი ანუკა ♡

aii dzaan magariaa mariamze yvelafers rodis gavigebtt??male dade ra

 


№3  offline წევრი Stranger things

ანუკა ♡
aii dzaan magariaa mariamze yvelafers rodis gavigebtt??male dade ra

მადლობა. kissing_heart ნელ-ნელა შემოვაპარე უკვე,სულ რამდენიმე თავი და ყველაფერს გაიგებთ. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent