იქ სადაც 12
- კეთილი იყოს შენი გამოჩენა ლინდა, როგორ მოგვანატრე თავი? ლექტორი მესალმება ღიმილით. - დიახ, რამოდენიმე დღით სოფელში ვიყავი. ლექტორს ზურგს უკან შავებში ჩაცმული კაცი დაცინახე, იმალებოდა, მაგრამ არც ისე კარგად. - კარგი, მოგესალმები, იმედია სწავლის რეჟიმს დაუბრუნდები. ლექტორს არც ვუყურებ, იმ შავმა კაცმა ჩემში ეჭვი დაბადა, ახლა მხოლოდ ის მინდოდა გამეგი, თუ რატომ იყო აქ ან ვინ იყო, მე ფამდევდა თუ არა და ასე შემდეგ. - აუცილებლად. გვერდი ავუარე ლექტორს და შავებში ჩაცმულისკენ წავედი, როგორც კი დაინახა მისკენ მივდიოდი, მაშინვე გაიქცა. - ჰეი შენ.. დამელოდე.. სასწავლებლიდან გარეთ გასულს, თმები ყალყზე დამიდგა ქარისგან, შავებში ჩაცმული ვერ დავინახე, აქეთ-იქით ვიხედებოდი, მაგრამ ამაოდ, ის იყო უნდა შემოვბრუნებულიყავი, რომ დავინახე როგორ ეფარებოდა სასწავლებლის აივანზე დიდ მსხვილ კედლებს შორის, საკუთარმა თავმა მაშინ პირველად გამაკვირვა, უშიშრად გავეშურე შავებში ჩაცმულისკენ, ნუ ვერ ვიტყვი, რომ გული საგულეში იდგა, მაგრამ ძალიანაც არ მეშინოდა, შავებში ჩაცმული კედელზე აეკრა. - ვინ ხარ? წინ დავუდექი, ვცდილობდი შავი კაპიშონის ქვეშ დამალული სახე დამენახა, მაგრამ მხოლოდ ნიკაპს ვხედავდი, ის კი ხმას ისევ არ იღებდა. - მიპასუხებ? გამწარებული, უკვე მწყობრიდან გამოვდივარ. - თუ ისევ იმ ხალხისგან ხარ ალექსს, რომ ეძებენ, გეფიცები მოგკლავ, მითუმეტეს თუ ალექსს დაუშავებ რამეს. გაპრიალებულ ფეხსაცმელზე, მთელი ძალით კეტი დავაჭირე. - აოო.. კარგი ჰო.. არავისგანაც არ ვარ, ალექსმა დამავალა შენთვის მეთვალთვალა. კაპიშონი მოიხადა, შავგრემანი ალექსზე ოდნავ დაბალი და შავთვალა ბიჭი იყო, მე შეშინებული და სირცხვიკისგან დამწვარი ეგრევე გამოვეცალე, მხოლოდ ბოდიშით შემოვიფარგლე და სასწავლებელში დავბრუნდი, აუდიტორიაში შესვლისას ეგრევე მევა ლიზა. - ვაიმე.. შეხედეთ, ამასაც ვინმესთან თუ ექნებოდა რას წარმოვიდგენდი? ჩემსკენ წამოვიდა და ალექსის სვიტერს ჩააფრინდა.. - მმ გემოვნებიანი კი ყოფილა ის უბედური. ხელიდან დავუსხლტი და მერხს მივუჯექი, ალექსზე ცალკე ვბრაზობდი, ლიზაზე ცალკე, საკუთარ თავზე კი უფრო მეტად მეშლებოდა ნერვები. „რა გაცანცარებს ამხელა გოგოს“ „ ეს მოვკლა თუ?“ ფიქრებში კალამს ვაწკაპუნებდი, მისი სურნელით ვტკბებოდი და სრული განცხრომით ვთვრებოდი. - აბა ჩვენო ახალგამოღვიძებულო სტუდენტო. მესმის ამაღლებული ტონი, თვალებს ვახელ, აუდიტორიაში არავინ მხვდება, მხოლოდ ლექტორი. - უკაცრავად, ლექცია დასრულდა? თვალებს ვიზელ და ხელით ვანიშნებ ლექტორს მერხებისკენ. - დიახ. მიღიმის და მათვალიერებს. - გასაგებია. სწრაფად ვიღებ ჩანთას და აუდიტორიის დარბაზს ვტოვებ. გარეთ ისევ ძლიერი ქარია, ლამის ხეები მოგლიჯოს, ძლივს ვადგავ ფეხებს, გაჩერებამდე ლამის ქარმა მიმათრია, რამოდენიმე ტაქსმა ისე ჩამიარა არც შევუმჩნევივარ, ბოლოს ერთმა ძლივს გამიჩერა. - გამარჯობა, სად მიდიხარ? - დიდი დიღიმი, ტეტრიძის თხუტმეტ ნომერში. - გასაგებია. მძღოლმა გამიღიმა და თბილად გამესაუბრა. მანქანა დაიძრა, ნაწვიმარ წუჩებს ნელ-ნელა მივუყვებოდით, თბილისი თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრებულაო, თითქოს ვიღაცას გული უტკენია მისთვისო, ისე ღელავდა, ხმაურობდა და ისე შფოთავდა, ქარით წვიმით ფა მანქანების შეუწყვეტი მოძრაობით, ცამდე აზიდულ კორპუსებს კი თითქოს ზეცა ეჭირათ, ნიალიანი და ნაღვლიანი ზეცა. - ქალბატონო, უკვე მოვედით, მაგრამ ისეთი ქარია ალბათ სახლამდე მიგაფრიალებთ. გადაიხარხარა მძღოლმა და თანხის გადასახდელად ხელი გამომიშვირა. - ეს დიღომია. გავუღიმე და კაპიშონი წამოვიფარე, დიდად არც მენაღვლებოდა ქარი, მე ხომ კიყვარდა სიცივე!? მართალია ქარზე არ ვგიჟდებოდი, მაგრამ ამასაც არაუშავდა, სადარბაზომდე მართლაც, რომ ფრენა ფრენით მივაღწიე, ბნელოდა, რატომღაც შემეშინდა, გული ცუდს მიგრძნობდა, ამიტომ ნარტო არ ავიარე, ისედაც შიშში ვცხოვრობ ეს რამოდენიმე დღეა, შემეშინდა ლევანის ხალხი იმ სიბნელეში არ დამხვედროდა, ამიტომ ალექსს დავურეკე. - ალო.. ალექს სადარბაზოსთან ვარ და ჩამოხვალ? - სახლში არ ვარ, ახლა გხედავ. უკან გავიხედე, ალექსი პარკებით ხელში მოდიოდა ჩემსკენ, ისეთი სისწრაფით თითქოს ქუჩას მოანგრევსო, თმას ქარი უწეწავდა, ნახევრად გახსნილი საროჩკა უფრიალებდა, სახე უღიმოდა და ცელოფნის პარკებს მთელი ძალით ეჭიდებოდა, რომ ქარს არ წაერთმია. - წამოდი ავიდეთ. სადარბაზოში შევიდა, მე ისევ გარეთ ვიდექი. - მეშინია თქო. ყრუ ხარ? თუ ქსიამოვნებს ამის მოსმენა? ატუზული ვდგავარ, მის მაისურში გამოწყობილი, ატუზული არა სიცივით, არამედ შიშით, ის ჩემსკენ ბრუნდება, ირონიულად იცინის. - ერთი წუთით შემოდი, აქ არავინ არარის, თანაც მე მეძებენ და არა შენ. დაასერიოზულა სახე, მეც ნელ-ნელა შევედი სადარბაზოში, შიშისგან ცივი ოფლი მასხავდა, მუხლები მიკანკალებდა, უაზროდ მომიცვა შიშმა და უბრალოდ ვეღარ ვაკონტროლებდი, ალექსმა პარკები ძირს დადო, ზურგზე შემისვა, პარკები ისევ აიღო და კიბეებს აუყვა. - ხელები კარგად ჩამჭიდე, არ გადავარდე. აკანკალებულ ხელებს ძლივს ვიმორჩილებდი, მის მხრებზე შემოხვეულნი ისევ აგრძელებდნენ კანკალს, მესამე სართული, მეოთხე და ძლივს ავაღწიეთ სახლამდე, მე ჩამოვედი მისი ზურგიდან, სირცხვილით სად დავმალულიყავი აღარ ვიცოდი, მან თვალებით მანიშნა კარი გამეღო, გასაღები ძლივს ამოვიღე ჩანთიდან ხელების კანკალის გამო, მერე საკეტში ვცადე გამეკეთებინა, მაგრამ უშედეგოდ, უეცრად უკნიდან მისი სიმხურვალე ვიგრძენი, ხელი ხელზე დამადო და გასაღები საკეტში შედო, სამჯერაც გადაატრიალა. - გეყოფა, ხომ ხედავ არაფერი მომხდარა. სახლის კარი შეაღო და სამზარეულოსკენ წავიდა, მე ეგრევე სააბაზანოში შევვარდი, ცხელი წყალი მესიამოვნა, მისი სუნამოს სუნი მდიოდა ტანზე, არც მინდოდა მებანავა ამის გამო, მაგრამ ვიცოდი, რომ კომიხდებოდა აბაზანა, ციტას დამამშვიდებდა, ზედა გავიხადე და დუშის ქვეშ დავდექი, წყალმა თითქოს ყველაფერი ჩამონრეცხა: დაღლილობა, სევდა, შიში, დაუცველობა, ისეთი სასიამოვნო იყო, რომ დაახლოებით ერთი საათი გავჩერდი აბაზანაში, გამოსვლისას გადავწყვიტე ისევ ალექსის ზედა ჩამეცვა, სველი თმა პირსახოცით შევიმშრალე და გავიშალე, აბაზანიდან გამოსულს ალექსი აივანზე დამხვდა, სიგარეტს ეწეოდა, მეც არ დამიყოვნებია, ეგრევე გავედი, გარეთ ქარი აღარ იყო, ნეტიც მზემაც გამოანათა, მან ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ერთი უცნაურად ამოიხვნეშა და ისევ ქალაქს გახედა, შევამჩნიე ზურგს უკან რაღაცად მალავდა. - რა გაქვს? თვალებით ვანიშნე. - აბა გამოიცანი? თითი ტუჩებთან მივიტანე, ჩავფიქრდი.. - ვარდი? - არა დაიჭყანა, თითქოს მე გოგობარ ვყოფილიყავი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მან იცის როგორ არ მიყვარს ფორმალურობა. - სამკაული? - არა. ხელი ისევ უკან ჰქონდა. - სუნამო? ბოლოჯერ მოქაჩა სიგარეტი და იქვე საფერფლეში ჩაწვა. - არა, თვალები დახუჭე. გამიკვირდა, ნუთუ ასეთ გიგანტსაც შეეძლო რამე კარგის კეთება? მეც ავდექი და დავუჯერე, თვალები დავხუჭე. - ხელი მომეცი. ხელიც გავიშვირე. - ახლა გაახილე ხელზე დიდი შოკოლადი მედო, იმ დონეზე მიყვარდა ეს შოკოლადი, რომ სადაც არ უნდა დამენახა ყველგან ვჭამდი, ამიტომ ვერც ახლა გავუძელი ცდუნებას, მალევე გავხსენი და გემრიელად დავიწყე ჭამა. - მოიცადე, აი აქ რაღაც გაქვს. ტუჩზე მანიშნებს ხელით. - სად? შოკოლადის ჭამას ვწყვეტ. - ტუჩის მარჯვენა კუთხეში. თითი ტუჩებთან მიმაქვს. - აქ? - არა.. მოიცა მე მოგაშორებ, თითით ნაზად მეხება და მწმენდს. - მადლობა. - უკეთესი იქნებოდა ჯერ თმა გაგეშრო. - მართალი ხარ. მოვბრუნდი აივნის კარი უნდა მომეხურა უკვე, როცა მეზობელი კორპუსიდან ცეცხლი გახსნეს, დავინახე როგორ ჩაიკეცა ალექსი, თითქოს წამიერად მოვკვდი, გონზე მოსვლის შემდეგ სასწრაფოდ დავიხარე და ნელ-ნელა კარისკენ გამოვაცურე, დიდი წვალებუთ დავაწვინე საწოლზე და ჭრილობას დავხედე, ბელეფონი ავიღე სასწრაფოში უნდა დამერეკა. - არ გინდა, ასე ისინი უფრო ახლოს მოვლენ ჩვენთან. ძლივს ამოილუღლუღა ალექსმა. - კარგი, მაგრამ რა გავაკეთო? დაბნეული აქეთ იქით დავდივარ, მერე სპირტი და ბამბა მოვიტანე და ჭრილობებს ვუმუშავბდი, ის ჩემს თმაზე თამაშიბდა და ისევ ღრმად ისუნთქავდა ჩემს სურნელს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.